შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შევხვდებით... (3)


17-02-2016, 00:06
ავტორი natia_888
ნანახია 1 713

სახლში ავედი, მამა სახლში არ იყო, მარტო მე და დედა ვიყავით, ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.
- გიყვარს? - დედას არასდროს არაფერს ვუმალავდი.
- არ ვიცი, ის ისეთი განსხვავებულია. სულ რაღაც ორი დღეა რაც ვიცნობ, თუმცა ის მთელი ორი წელია მიცნობს. ორი დღეა, მაგრამ სულ მასთან მინდა ყოფნა. ჩემს ცხოვრებნაში მოულოდნელად გამოჩნდა და თავზარი დამცა. რასაც მისადმი ვგრძნობ არასდროს არცერთო ბიჭის მიმართ არ მიგვრძნია. ყველასგან განსხვავებულია. იცი რა?.. ხო, მიყვარს... მიყვარს... ალბათ სწორედ ესაა სიყვარული, მიყვარს... - არ მჯეროდა, რომ არ ამ სიტყვებს ვამბობდი, უჩვეულოდ ჟღერდა, „მიყვარს“, ნუთუ? სახეზე ღიმილს ვერ ვიშორებდი, გონებაში განუწყვეტლივ ვიმეორებდი, „მიყვარს“, „მიყვარს“, „მიყვარს“...
- რას აპირებ?
- არ ვიცი, დავიბენი...
- ეტყვი, რომ გიყვარს?
- არა, არავითარ შემთხვევაში.
- კარგი ჩემო ლამაზო. გულს მოუსმინე, მაგრამ გონებაც არ დაგავიწყდეს. თუ გული და გონება დამეგობრდება ცხოვრებაში შენი ყველა ნაბიჯი სწორი იქნება. არ შეგეშინდეს, თუ სიყვარული გეწვია შემოუშვი შენს გულში, ეს არაჩვეულებრივი გრძნობაა, თუ გიყვარს გიყვარდეს.
- სწორედ ეს მჭირდებოდა დე.
- კარგი, წადი ახლა და დაწექი, დაიძინე ან იფიქრე. ღამე ფიქრისთვის იდეალური დროა.
- ოთახში წავედი, დასაწოლად მოვემზადე, ლოგინში ჩავწექი და ფიქრს მივეცი...
- ნუთუ შეიძლება ადამიანი იმდენად გიყვარდეს, ორი წელი მხოლოდ მისი ყურებით ტკბებოდე?.. იქნებ არც ვუყვარვარ, იქნებ ორი წელი სულაც არ იყო ჩემი ჩრდილი?.. მაგრამ ფოტოები? ჩემი
ცხოვრება, ბოლო ორი წლის მანძილზე მთელი ჩემი ცხოვრება ფირზე ჰქონდა აღბეჭდილი. მის თვალებში ტყუილს ვერ ვხედავდი, მხოლოდ სიყვარულის ნაპერწკალს. იმ დღეს როცა დავეჯახე, შემდეგ კი გულწასული მის მკლავებში მოვედი გონს, მისი სახით, მისი ნაკვთებით გაბრუებულს თავი სამოთხეში მგონა. მაშინ ეს შეგრძნება მეგობრობის სურვილში ამერია, რადგან არ ვიცოდი რა იყო სიყვარული, მაგრამ სწორედ ეს შეგრძნება ყოფილა სიყვარული. მაშინ ვიგრძენი, რომ ეს უცხო ყმაწვილი თითქოს მთელი ცხოვრება მიყვარდა. არ მსურდა მის მკლავებს მოცილება. ალბათ სწორედ ესაა სიყვარული, როცა უყურებ ადამიანს ცხოვრებაში პირვლად და რაღაც ძალიან ახლოს ხედავ, როცა იღიმის ის, სრულიად უცხო და მისი ღიმილი თავბრუს გახვევს, როცა გეხება და სიამოვნების ჟრუანტელი გივლის, როცა ბრაზდები და მაინც გრძნობ რომ შენია, სრულიად უცხო და ამავდროულად სრულიად ახლობელი. ხო, მე ის ნამდვილად მიყვარს, მაგარამ მხოლოდ ორი დღეა ვიცნობ. ასე რომ, ამას არ ვეტყვი ერთი თვე, ორი თვე, სამი ან სულაც ერთი წელი. თუ მართლა ვუყვარვარ დამელოდება, მე კი უკეთ გავიცნობ და მის სიყვარულშიც დავრწმუნდები, მივხვდები ნამდვილად ვუყვარვარ თუ არა, მიყვარს თუ არა ან საერთოდ რა ჯანდაბა ხდება ჩემს ცხოვრებაში, რას უნდა ველოდო მომავლისგან და ბოლოს და ბოლოს, კიოთხვას „ვინაა ეს ბიჭი?“ გავცემ პასუხს, ახლა კი ფიქრიც აღარ მინდა, სიზმრების დროა... ნეტა რა იცოდა რომ „ციდან 3 მეტრზე“ ჩემი საყვარელი ფილმია? - ეს იყო უკანასკნელი რისი გაფიქრებაც შევძელი, მერე კი თითქოს ძილის წამალმა იმოქმედაო, გავითიშე და სიზმრებში ვისკუპე. ისე ღრმად ჩამეძინა არც კი მახსოვს რა ვნახე სიზმარში, მაგრამ ვიცი რომ რაღაც ძალიან კარგი იყო, რადგან დილით ბედნიერმა გავიღვიძე.
გაღვიძებულს გამახსენდა, რომ დღეს ნიკას ნახვა მომიწევდა, მე კი აზრზე არ ვიყავი რა მეთქვა. თავი იმით დავიმშვიდე, რომ როცა ვნახავდი მივხვდებოდი რისი თქმა იქნებოდა საჭირო და რისი არა.გავიღიმე და ავდექი. 9 საათი იყო. ხელ-პირი დავიბანე, მშვიდად ვისაუზმე და სამოსის მოსარგებად ოთახში შევედი. ის კაბა გახსოვთ,
გუშინ რომ უნდა ჩამეცვა, ხორცისფერი შიფონისა და ჯინსის ნაზავი, სწორედ ამ კაბის ჩაცმა გადავწყვიტე. ფეხზე სპორტული ფეხსაცმელი მოვირგე, თმა თავისუფლად გავიშალე, ვარდისფერი ტუჩსაცხი წავისვი, ხელჩანთა ავიღე და სადარბაზოს კიბეებზე თავისუფლების შეგრძნებით გაჟღენთილი დავეშვი. გარეთ რრომ გავედი, თვალით ჩემი მანქანა მოვძებნე, თუმცა მის მაგივრად შავი ჰამერი ვიპოვე, მისი პატრონი კი სწრაფი ნაბიჯით ჩემსკენ მოემართებოდა.
- დილამშვიდობისა. - ალმაცერი ღიმილით მომესალმა, ამას კი ვიცით რაც მოყვებოდა
- დილამშვიდობის. - მეც შევეცადე გამეღიმა.
- დამრთავ ნებას წაგიყვანო?
- იცი...
- გთხოვ. - უარის თქმა არ მინდოდა, მაგრამ...
- მანქანით ვარ.
- ვიცი, უბრალოდ... გთხოვ...
- კარგი - როგორც ყოველთვის კარი გამიღო, შემდეგ კი თვითონ დაჯდა საჭესთან. რამდენიმე წუთი ხმა არცერთს არ ამოგვიღია, მერე სიჩუმე ისევ ნიკამ დაარღვია.
- ნი, მომისმინე... გუშინ... - შევაწყვეტინე, მინდოდა მეთქვა გუშინდელი ჩვენს მეგობრობას ხელს არ შეუშლის მეთქი.
- ნიკა... - მანაც შემაწყვეტინა
- გთხოვ მომისმინე. გუშინ რაც მოხდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბოლოსდაბოლოს გავაკეთე, ის როსიც ამდენხანს მეშინოდა. მთელი ორი წელი ვერ ვბედავდი შენთვის მეთქვა, რომ მიყვარხარ და ეს იმიტომ კი არა, რომ ლაჩარი ვარ, ან იმიტომ კი არა, რომ შენი უარია მეშინოდა, არა, უარისთვის ახლაც მზად ვარ და თუ შენ ჩემთან არანაირი ურთიერთობა არ გსურს, ახლავე შემიძლია გავქრე შენი ცხოვრებიდან, სამუდამოდ. – „ ახლავე შემმიძლია გავქრე შენი ცხოვრებიდან, სამუდამოდ... „ ამ სიტყვებმა იმ წუთას მომკლეს, მეგონა ვიღაცამ გულში დანა ჩამარტყა და არა ერთხელ. რამდენჯერაც ფიქრში ამ სიტყვებს ვიმეორებდი, დანა იმდენჯერ მხვდებოდა გულში, სიტყვა „სამუდამოდ“ კი ბრძოლის ძალასაც მიკარგაცდა, უძლურს
მტოვებდა... მინდოდა მეყვირა: „ხომ არ გაგიჟდი, სად წახვალ, ამაზე ხუმრობაც არ გაბედო მეთქი“, მაგრამ ამის ძალაც არ მქონდა, დავმუნჯდი... - შეიძლება შენგან წასვლა ძვირად დამიჯდეს, მაგრამ შენს გამო ამას გავაკეთებ, ამის არასდროს შემშინებია და ახლა მითუმეტეს. მე მხოლოდ მეშინოდა იმის, რომ წაგართმევდი იმას რაც შენში ასე ხარობდა, ყვაოდა, ცოცხლობდა, რაც ერთიათად მშვენიერს გხდიდა, რაც მე დავკარგე ჩემდა უნებურად, ცხოვრებდან გამომდინარე და რასაც შენ ასე უფრთხილდებოდი. მეშინოდა ჩემი სიყვარული, რომელმაც ჩემი ჩაბნელებული გული სინათლის სხივებით გაანათა, შენს აქამდე ისედაც სიხარულით, სილაღით, იმედითა და მომავლით გასხივებულ გულს ჩააბნელებდა. მეშინოდა რომ იმას წაგართმევდი რისი ფასიც ჩემზე კარგად არავინ იცის... ბავშვობას... ჯერ მხოლოდ 18 წლის ხარ. ბევრს მიაჩნია, რომ 18, ეს ციფრი ბავშვობას კლავს, მაგრამ ასე არაა, სწორედ 18-ია ის წვეულება, რომელიც ბავშვობის გასაცილებლად იმართება და ის ლაღი, ხალისიანი, მშვენიერი უნდა იყოს, სწორედ ისეთი როგორიც შენს შემთხვევაში. მე როცა შემიყვარდი თექვსმეტის იყავი. ნამდვილი თექვსმეტი წლის გოგონა და არა თექვსმეტის, რომელიც თვრამეტობას იჩემება. სწორედ ამან მომხიბლა. ისეთი სუფთა და წმინდა იყავი, ჩემს თავს ვერ მივცემდი უფლებს სიყვარულით გამესვარე. შემდეგ ჩვიდმეტის ახლა კი თვრამეტის. სწორედ ამ ციფრმა გადამაწყვეტინა შენს ცხოვრებაში შემოსვლა. მინდოდა შენს წვეულებაზე ერთი სტუმარი მიგეღო, რომელიც წვეულების დასასრულს და მას შემდეგ სამუდამოდ შენთან იქნებოდა. სიყვარული ისეთივე წმინდაა, როგორც შენ. ახლა, როცა თვრამეტს გადააბიჯებ ეს სიწმინდავე ნელ-ნელა გაქრება და რაღაც გჭირდება, რომ სიცარიელე შეავსო. სწორედ სიყვარული ავსებს ამ სიცარიელეს. მაშინ კი, როცა შენ თავად ხარ სუფთა და წმინდა, სიყვარული ზედმეტია, ის შენთან არ უნდა მოვიდეს, თორემ ან ზედმეტ ლაქად იქცევა და ცხოვრებაში ტვირთად აგეკიდება, რაც ძალიან ხშირია, ან იშვიათად - ნაადრევად წაგართმევს სიწმინდეს და შენსას თავისით ჩაანაცვლებს. მე შენთვის არც ერთი მინდოდა და არც მეორე.
სწორედ ისეთი ცხოვება მინდოდა, როგორიც გქონდა და ახლა ისეთი მინდა, როგორიც გაქვს... ბავშვობას ორი ხელით ხარ ჩაბღაუჭებული და ეს ძალიან დაგეხმარება, დაგეხმარება ამოიცნო ვინაა შენი ნამდვილი სიყვარული. სიყვარული უპირატესად არ მიგაჩნია, შენთვის უპირატესი ბავშვობაა და თუ გამოჩნდება ადამიანი რომელიც ღირს იმად დათმო უპირატესი, მაშინ ის ნამდვილი იქნება, ნამდვილი და დროული. მე ორი წელი გელოდი, შორიდან ვტკბებოდი შენი ღიმილით და ვთბებოდი შენი სხივებით. როცა დრო მოვიდა გამოვჩნდი, შენს წვეულებაზე ზარი დავრეკე, ახლა კი შენ უნდა გადაწყვიტო, კარს გამიღებ თუ მის მიღმა დამტოვებ. - ყოველი მისი სიყვის ბოლოს მინდოდა რღაც მეთქვა, მაგრამ არც ძალა მყოფნიდა და არც ლექსიკა მომეძებნა სათანადო სიტყვები და შემდეგ გამეცხადებინა ისინი. არ ვიცოდი ვინ იყო ეს ბიჭი, ანგელოზი თუ ეშმაკი. საიდან იცოდა ამდენი ჩემზე. ყოველთვის გაკვირვებას ვიწვევდი როცა ბავშვობას ასე ვუფრთხილდებოდი და უპირატესად ვთვლიდი, არ ესმოდათ და უკვირდათ რატომ იყო ასე ძვირფასი და ღირებული ჩემთვის. მე ვიცოდი პასუხი ამაზე, მაგრამ ნიკამ უკეთ გაიგო, ვიდრე თავად მეც კი მესმოდა. მისი სიტყვების შემდეგ მინდოდა მეთქვა, რომ მიყვარს და თუ მიყვარს ეს იმას ნიშნავს, რომ ბაშვობა დამთავრდა. ბავშვობაზე ბევრად მშვენიერი და ღირებული ჩემთვის თავად ის იყო. მასთან გატარებული თითოეული წამი უსაზღვრო ბედნიერება იყო ჩემთვის, მთელი ცხოვრების ბედნიერ წუთებზე აღმატებული, მინდოდა ყოველივე ეს მეთქვა, მაგრამ არ შემეძლო, უფლება არ მქონდა, უბედურება კი ის იყო, რომ ამის გარდა არაფრის თქმა არ მსურდა.
- ნიკა... - ისევ მან გადამარჩინა.
- ჩუუუ არ თქვა თუ სათქმელი არ გაქვს... - ალმაცერად გამიღიმა, მე კი თავი ძლივს გავიმაგრე, რომ გული არ წამსვლოდა. - ნინი, ეს ორი წელი გელოდე და კიდევ დაგელოდები, სანამ კის არ მეტყვი, ან არას. დაგელოდები... - ისევ გაიღიმა, ჩემსკენ გადმოიხარა და შუბლზე ნაზად მეომბორა. ჩემს თავს ვერ ვცნობდი. ბიჭს ამის უფლება სარასდროს მივცემდი, მითუმეტეს სიყვარულის ახსნის
შემდეგ, მაგრამ როგორც არ უნდა მეცადა წინააღმდეგობის გაწევა არ შემეძლო, რაღაც მბოჭავდა, მაჩერებდა და დიდი ალბათობით ეს რაღაც სიყვარული იყო. ერთხანს გაჩუმებული მიყურებდა, მეც გაშეშებული ვიყავი, შემდეგ კარი გააღო, მანქანას შემოუარა, მეც გამიღო კარი. თავიდან გამიკვირდა, მერე კი მივხვდი, რომ უკვე უნივერსიტეტის შენობის წინ ვიყავით. თავი გავიქნიე რათა გამოვფხიზლებულიყავი. მანქანიდან გადმოვედი, ნკიას შევხედე და საშინლად მომინდა რაღაც მეთქვა მისთვის, უფრო მეტად მომინდა ჩავხუტებოდი, მერე დედაჩემის ნათქვამი სიტყვები გამახსენდა, გული და გონება დავამეგობრე და ვუთხარი:
- შენ ჩემი ცხოვრებიდან არასოდეს წახვალ - აცრემლებული თვალებით გავიღიმე, კიბეები ავირბინე და შენობაში შევედი. არ ვიცი ჩემი სიტყვები მისთვის რას ნიშნავდა, იმედს, თანხმობას თუ უარს, მაგრამ ეს მხოლოდ შეგონება იყო, შეგონება იმისა, რომ ჩემგან არადროს წავიდეს, ეს ერთდროულად იმედიც იყო, უარიც და თანხმობაც, ეს იყო გონების და გულის მეგობრობა, ჩემი გრძნობის გამოძახილი და მაქსიმუმი შესაძლებლობისა გამეცხადებინა იგი...
უნივერსიტეტში მხოლოდ ლექტორის სანახავად მივედი. საკომფერენციო თემა უნდა გადამეცა. დღეს ლექციებს არ ვესწრებოდი. ლექტორი შესასვლელშივე შემეგება, ეტყობოდა ლექციაზე მიეჩქარებოდა. შევაჩერე, თემა გადავეცი, მადლობა გადავუხადე და უკან გაამოვბრუნდი. გარეთ რომ გამოვედი ნიკა ისევ თავის მანქანასთან იდგა, ჩაფიქრებული. კიბეები ჩამოვირბინე და ცენტრალურ გზას მივაშურე, ნიკამ დამინახა.
- ნინი, დაჯექი, წაგიყვან. - ჩემს თავ უფლებას ვერ მივცემდი, ჩემსგამო ლექციები გაეცდინა.
- არა, ტაქსით წავალ. -გულწრფელად გავუღიმე.
- ჩემი ბრალია, რომ მანქანით არ ხარ, ასე რომ მევე მიგიყვან სადაც გსურს.
- არა, ამჯერად არა! - კაეგორიულად ვუთხარი და გზა განვაგრძე.გაიბრძოლა, გამიძახა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. ცენტრალურ გზასთან დავდექი და ტაქსს დავუწყე ლოდინი.
ტაქსიც მოვიდა და სახლში წავედი. გზაში ვფიქრობდი,მაგრამ რელურად საფიქრალი აღარაფერი იყო.უბრალოდ ჩემს თავს კატეგორიულად ვუთხარი - ნი, გაიზარდე, ბავშვობა მორჩა. შენს ცხოვრებაში გამოჩნდა უპირატესზე უპირატესი და თუ მას მართლა უყვარხარ, მალე მასთან ერთად იქნები. - ამ სიტყვებმა მხნეობა შემმატა, უკვე ნამდვილად დავრწმუნდი, რომ გავიზარდე. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ძველებურად სულელი, უაზროდ მომღიმარი, გულწრფელი და თავისუფლების შეგრძნებით გაჟღენთილი აღარ ვიქნებოდი. არა, ყოველივე ეს უცვლელი დარჩა, ჩემში მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა - შემიყვარდა. სახლში თავდაჯერებით აღსავსე ავედი. არავინ დამხვდა, მარტო ვიყავი. როგორც კი ჩამოვჯექი ტელეფონმა დარეკა. გიო იყო, ჩემი უახლოესი მეგობარი.
- ნი რასშვრები?
- არაფერს გიო, ეს წუთია სახლში მოვედი.
- დღეს ლექციებს პროტესტი გამოუცხადე?
- მასე გამოდის.
- იმედია მეც არ გამომოცხადებ პროტესტს.
- რახდება?
- აღვნიშნავთ.
- რას?
- კიდევ ერთ გათენებულ, მშვიდობით განვლილ დღეს.
- აი ეს მომწონს. სად და როდის?
- ნახევარ საათში გამოგივლი მშვენიერო, მოემზადე და შენებურად გამოიპრანჭე, ოღონდ ორი ნაწნავი არ დამანახო.
- არავითარი ორი ნაწნავი.
- არც სამი.
- არც სამი.
- არც ოთხი.
- არც ოთხი, არც ხუთიო, არც ათი და მოკლედ არავითარი ნაწნავი. - ორივმ გავიცინეთ.
- კარგი მაშინ ნახევარ საათში შევხვდებით. გკოცნი.
- კარგი. მეც. - ყურმილი დავდე თუ არა ოთახისკენ
გავიქეცი.ტანსაცმელი უნდა ამერჩია. არ ვიცოდი რა ჩამეცვა, ერთადერთი რაშიც დარწმუნებული ვიყავი კაბა გამორიცხული იყო. ამიტოიმ ჩავიცვი ჯინსის დახეული შარვალი და შავი სადა მაისსური, თეთრი წარწერით „forever”, თმა მაღლა ავიწიე, მხოლოდ ერთი სამაჯური გავიკეთე, ჩანთა ავიღე და ტელეფონმაც დარეკა, ისევ გიო იყო.
- ნი ჩამო, მოვედი.
- კაი გამოვდივარ. - კარი ჩავკეტე და კიბეები ჩავირბინე. გარეთ ვერცხლისფერი BMWიდგა, მანქანაში გიო მარტო იყო.
- როგორ ბრძანდება თქვენი აღმატებულება? - მანქანაში თავად ჩავჯექი და გიოს ვაკოცე.
- არამიშავს, თავად როგორ გიკითხოთ? ულამაზესი ხარ. - გიო ბევრი მიზეზის გამო მიყვარს ასე ძალიან, მაგრამ უმთავრესი მისი ხასიათის ეს ქარიზმატული მხარეა. უსაზღვროდ თავისუფალია, მისთვის არ არსებობს წესები და ნორმები, იმას აკეთებს რაც მოსწონს და ცხოვრებისგან მაქსიმუმს იღებს. ნამდვილი არანორმალურია, მეც კი მჯობია.
- მადლობა - შევიფერე.
- ძალიანაც ნუ გაგიხარდება, მოგატყუე.
- საზიზღარო... - ორივემ გავიცინეთ. - აბა საით?
- სასაფლაოზე. - ძალიან სერიოზულად მითხრა, იმდენად, რომ თითქმის დავიჯერე.
- რა? - ისე კი გიოსგან არც ეგ იყო გასაკვირი.
- ხო სასაფლაოზე. - ჩემი სახის დანახვაზე სიცილი ვეღარ შეიკავა. ხომ გითხარით არანორმალურია.
- გიო. - დავუსერიოზულე, თუმცა გიოსთან ეს ყველაზე ძაან მიჭირდა.
- სიურპრიზია ძვირფასო.
- არ მითხრა, რომ პაემანზე მეპატიჟები, სანთლები და რამე? - თვალი ჩავუკარი.
- არც იოცნებო. შენ ჩემისთანას არ იმსახურებ.
- ბევრად მეტს არა?
- ბევრად ნაკლებს.
- ბევრს ნუ ლაქლაქებ და წავედით. ისე დღის სამი საათია, აღნიშვნისთვის ადრე არაა? - მანქანა დაიძრა.
- სულაც არა, თან ათ საათზე სახლში იქნები. - აღარაფერი მითქვამს, აღარც მას. თხუთმეტ წუთში რესტორანში ვიყავით. არავითარი პაემანი სანთლებით, უბრალოდ მორიგი მეგობრების შეკრება. მე, გიო, თამო, საბა, ლუკა, თიკა და თოკა. დალევის ხასიათზე ვიყავი, მაგრამ როგორც არ უნდა მოვინდომო, ალკოჰოლს სამ ჭიქაზე მეტს ვერასდროს ვსვამ. ლუდი ძალიან მიყვარს, ამიტომ მას სამ ბაკალს. იქნბ ახლა როცა გავიზარდე, იქნებ დღეს მაინც შევძლო და სამს ავცდე. გოგონებმა დაიწყეს დალევა, სამი ჭიქა წარბშეუხრელად გამოცალეს, ბიჭებმა ხუთი, მე კი მათი ყურებით ვხურდებოდი. მერე პირველი ჭიქა, მერე მეორე, მესამე დავლიე და მეოთხე ჩამომისხეს, დასალევად მოვემზადე, მაგრამ ვერ შევძელი. ისევ სამი ჭიქით დავკმაყოფილდი და ცეკვას მივყე ხელი. ცეკვის დროს საუკეთესო პარტნიორი გიო იყო, ახლაც მე და გიო ვცეკვავდით. როგორც ყოველთვის იდეალური დრო გავატარე და ათის ნახევარზე დავიშალეთ. სახლში ისევ გიომ წამიყვანა. სადარბაზოს წინ მანქანა გააჩერა, დავემშვიდობე, კარი თავად გავაღე და გადმოვედი, თუმცა სანამ გადმოვიდოდი შევყოყმანდი. ხომ იცით ჩვევა რჯულზე უმტკიესია. ამ ბოლო დროს მანქანით ნიკასთან ერთად ვმგზავრობდი, ის კი კარს ყოველთვის თავად მიღებდა, მივეჩვიე, ამიტომ ახლაც გიოს ველოდებოდი, რომ კარი გაეღო, მაგრამ მალევე მივხვდი, რო ეს გიო იყო და არა ნიკა. გადმოვედი და სადარბაზოსკენ გავემართე.
სადარბაზოდან უჩვეულო სინათლე გამოდიოდა, გამიკვირდა. შევაბიჯე და გავვოცდი.კიბის თითოეულ საფეხურზე თითო სანთელი იყო ანთებული, სანთლის გვერდით კი თითო წითელი ვარდი იდო. არ ვიცოდი ეს სიურპრიზი ვის ეკუთვნოდა, მაგრამ თითო საფეხურზე ასვლისას ვარდებს დაუფიქრებლად ვკრეფდი. მეორე სართულზე ასვლისას იგივე სურათი დამხვდა. მივდიოდი გაოცებული და დავარდებს სათითაოდ ვიღებდი. შვიდი სართული ისე ავიარე არცერთი საფეხური არ შემხვედრია სანთელ ჩამქრალი ან უვარდო. ემოციებით აღსავსემ ავაბიჯე უკანასკნელ საფეხურზე და ჩემი სახლის
წინ ვარდების სამი უზარმაზარი თაიგული შემეფეთა, სანთლებით კი გული ეხატა. ემოციები გაორმაგდა, მეტყველება წამერთვა, დამბლა დამეცა და რომ არ წავქცეულიყავი კიბეზე ჩამოვჯექი. ათი წუთი გაუნძრევლად, დამუნჯებული ვიჯექი. არ ვიცოდი ვინ იყო ავტორი ამ საოცრებისა, მაგრამ გონებაში მხოლოდ ერთი სახელი მიტრიალებდა - ნიკა... ფილმებში რომანტიკული სიურპრრიზები არაერთხელ მინახავს, წიგნშიც არაერთხელ წამოკითხავს, მაგრამ მსგავსი არაფერი. როცა გონს მოვედი მივხვდი, რომ 70 ვარდი მკლავებში ჩამებღუჭა და მკლავებიდან სისხლი მდიოდა. ვარდები ძირს დავაწყვე, სამალავიდან გასაღები ავიღე და კარგი გავაღე. სახლში კვლავ არავინ იყო.დედა და მემე მეგობრებთან იყვნენ და ჯერ არ დაბრუნებულან. სახლში შესვლისთანავე აბაზანაში შევედი, დაკაწრული ხელები სველი საფენით მოვიბანე, შემდეგ ხელსახოცით შევიმშრალე და კვლავ გარეთ გავედი. ზოგი ჭრილობა უმნიშვნელო იყო და სისხლი შეწყდა, ზოგი კი შედარებით ღრმა და სისხლი კვლავ მდიოდა. სახლში პირველად 70 ვარდი შემოვიტანე და სამზარეულოს მაგიდაზე დავდე, შემდეგ სათითაოდ სამი თაიგული და იატაკზე მივუჩინე ადგილი. გამახსენდა გარეთ დარჩენილი ანთებული სანთლები და დაფეთებული გავიქეცი. სადარბაზოში წყვდიადი შემომეგება. მთელი შვიდი სართული ჩაბნელებული იყო, სანთლები აღარსდ ენთო. კიბეებს მიშტერებულმა, დასისხლიანებულ, მოშიშვლებულ მკლავებზე, რომლებიც ცივი წყლისგან გამყინვოდა თბილი ხელების შეხება ვიგრძენი. სხვა დროს შიშისაგან გული გამისკდებოდა, მაგრამ ეს სითბო იმდენად მხურვალე იყო, სულამდე, გულამდე ჩამწვდა შიშის უნარიც წამართვა და საერთოდ ყველაფრის უნარი. ვგგრძნობდი, რომ ძალას ვკარგავდი და გული მიმდიოდა. სწორედ მაშინ, როცა სხეულით მივნებდი და ამ საოცრად თბილ ხელებში ჩავესვენე, მაშინ როცა, სულიც წყვეტდა ბრძოლას და სხეულს მიტოვებით ემუქრებოდა, თბილ ხელებზე უფრო საამო ხმა ჩამესმა ყურში ჩურჩულით - როგორ ხარ? - ეს ნიკა იყო, მე კი ლაპარაკი არ შემეძლო, მაგრამ თავს დავაძალე, არასდროს მეგონა, რომ ასეთი ძლიერი ვიყავი. სახლის ღიად დარჩენილი კარიდან გამომავალ სინათლეს ჩავებღაუჭე და შევძელი მეთქვა.
- კარგად. - ჩემმა ნათქვამმა ძალა შემმატა, წამოდგომა ვცადე, ნიკამ ხელი შემაშველა და გამომივიდა. მთელი ძალა მოვიკრიბე რაც კი გამაჩნდა და ჩემში არსებული სიმშვიდის უკანასკნელი წვეთის მომარაგებით ვკითხე.
- აქ რას აკეთებ?
- შენს ცხოვრებაში ვრჩები და აღარასდროს წავალ. - მისმა სიტყვებმა მხნეობა გამიათმაგა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს სიკვდილი მქონდა მოსჯილი დ აგანაჩენი მოულოდნელად შემიცვალეს. - სანთლები დამრჩა ანთებული ჩასაქრობად დსავბრუნდი.
- ესეიგი ეს შენი ნახელავია?
- არ მოგეწონა?
- მომეწონა. - ეს ძალიან მსუბუქი ნათქვამი იყო. - მომეწონა თუ დასისხლიანებულ ხელებს არ ჩავთვლით.
- მაპატიე, ეგ ვერ გავითვალისწინე.
- არაუშავს
- ჩემი წასვლის დროა. - სიბნელეში ვერ ვხედავდი მის სახეს, თუმცა კი ძალიან მინდოდა მისი უზადო ნაკვთების დანახვა.
- შემოგიპატიჟებდი, მაგრამ ბიჭის სტუმრობისთვის ზედმეტად გვიანია.
- ვიცი.- ნაბიჯი წინ გადადგა, ღია კარიდან გამმავალი სინათლის სხივი ეცა მის სახეს დ აალმაცერი ღიმილი შემეფეთა, დამაბორიალა.
- ნახვამდის. - კიბის პირველ საფეხურზე ჩააბიჯა, მეც კარის ზღურბლს გადავცდი, უეცრად შემოტრიალდა.
- ნინი...
- რაიყო?
- მიყვარხარ. - მითხრა მხოლოდ ეს ერთი სიტყვა და კიბე ელვის სისწრაფით ჩაირბინა. ვერაფერი ვუთხარი, მაგრამ საშუალება რომც მქონოდა, ალბათ არაფერს ვეტყოდი. კმაყოფილი და ბედნიერი შევედი სახლში, ჩემს წინ გამოსახულმა ვარდებმა კი ბედნიერება გააათმაგა. ამ შეგრძნებებიდან მკლავებზე ჩამონადენმა სისხლმა
გამომაფხიზლა. სააბაზანოში შევედი და ხელები ჩამოვიბანე. სულმთლად დაკაწრული და დასისხლიანებული მქონდა, ნამდვილად დამიიარავბედოდა. ვფიქრობდი რა ჩამეცვა ხვალ რომ იარები დამეფარა, რა მეთქვა ბავშვებისთვის. ვარდები მაჩუქეს და სულელივით გულში ჩავიკარითქო. თუმცა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ახლა მნიშვნელოვანი მხოლოდ ნიკა იყო. „ მიყვარხარ“ ეს სიტყვები ჯადოსნური შელოცვასავით ჟღერდა, რომელიც ყველაფერს მავიწყებდა. სააბაზაოდან მისაღებში გამოვედი, სამი ლარნაკი მოვძებნე და 70 ვარდი გავანაწილე. შემდეგ თაიგულებს მივადექი. ახლაღა შევამჩნიე, რომ სამი განსხვავებული ფერის თაიგული მოურთმევია. წითელი, თეთრი და ყვითელი. ყვითელი ხომ სიძულვილის ფერია, თაიგულს მივადექი და პატარა კონვერტი დავინახე, კონვერტი გავხსენი და ბარათი წავიკითხე - ყვითელი სიძულვილის ფერია, მაგრამ სენდამი რასაც არ უნდა ვგრძნობდე ყველაფერი სიყვარულია. სამი ფერის თაიგულიც დავაბინავე და 6 ლარნაკი ჩემს ოთახში გავიტანე. მშობლები ჯერ არ მოსულან, სახლის კარი ჩავკეტე, გასაღები ექნებოდათ, მე კი დასაძინებლად დავწექი. მალევე ჩამეძინა..
დილით გავიღვიძე და გუშინდელი ბედნიერება ვიგრძენი. ოთახში მიმოვიხედე, ვარდების თაიგულები დავინახე და მათი საამური სურნელიც ვიგრძენი. ბედნიერი ვიყავი, უბრალოდ უსაზღვროდ ბედნიერი. მკლავებზე დავიხედე, ხელები იარებით მქონდა სავსე და მტკიოდა. ავდექი, ხელ-პირი დავიბანე. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ცხელოდა მკლავიანე ზედა და ჯინსის შორტი ჩავიცვი, ალბათ მოხვდებით მკლავიან ზედატანს რატომ მივანიჭე უპირატესობა.ჩანთა ავიღე. მისაღებში დედა და მამა საუზმობდნენ მივირბინე ორივეს ვაკოცე და კარებისკენ გავიქეცი, დედამ შემაჩერა.
- შენ რაღაც გაქვს მოსაყოლი.
- საღამოს. - კარი გავაღე, გასვლისას შემოვბრუნდი და მივაძახე. - მიყვარხართ. - კიბეები სახეზე ღიმილით ჩავირბინე. სადარბაზოდან რომ გამოვედი ინსტიქტურად შევჩერდი, მეგონა ნიკას დავინახავდი, მაგრამ არა. ჩემს მანქანასთან მივედი, ჩანთიდან გასაღები ამოვიღე, მანქანა გავაღე, ჩავჯექი, დავძარი და
უნივერსიტეტში წავედი. საბედნიეროდ უნივერსიტეტის სადგომზე ცარიელი ადგილები ჯერ კიდევ იყო, მანქანა გავაჩერე და გადმოვედი. ჩემს გვერდირთ ნიკას შავი ჰამერი იდგა, რომ დავინახე გული სიხარულით ამევსო, და კიდევ უფრო ბედნიერი დავიძარი უნივერსიტეტის შენობისკენ. შენობაში თამო და გიო შემომეგებნენ.
- რას შვრები „ნინიკო, ნინიკო, ნინიკო, ეხ ნინიკო, ამაო ყოფილა ის დრო...“ ? - აი კიდევ ერთი დასტური, იმისა რომ გიო ნამდვილი არანორმალურია.
- არც არაფერს. - მეც ხალისიანად ვუპასუხე.
- დღეს სხვანაირი მეჩვენები. - შენიშნა თამომ.
- ასეცაა - იდუმალად გავუღიმე.
- რა შეიცვალა? - გამომცდელად მკითხა გიომ.
- გავიზარდე. - თვალი ჩავუკარი და ლექციისაკენ გავემართე.
- ეს თუ ახლა მიხვდა, რომ გაიზარდა კარგად გვქონია საქმე. - თავისთვის ჩაილაპარაკა და გაიცინა, მეც გამეღიმა მის ნათქვამზე. მესამე სართულზე უნდა ავსულიყავი. ლიფტი შევნიშნე, მაგრამ კიბეები უფრო მაცდურად გამოიყურებოდა, ამიტომ კიბე-კიბე წავედი. თითო საფეხურს ვახტებოდი და მხიარულად ვღიღინებდი. მესამე სართულზე ავედი. ლექციის ოთახი დერეფანში ხელ მარჯვნივ, მეოთხე იყო.ნიკა დავინახე. ჩემი აუდიტორიის კართან იდგა, სახეზე ალმაცერი ღიმილი უთამაშებდა, შავი პერანგი და ჯინსის შარვალი ეცვა, ხელზე კი საათი ეკეთა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ვერცხლის. კედელზე მხრით მიყრდნობოდა და ერთი ხელი ზურგს უკან წაეღო.
- დილამშვიდობისა - ალმაცერად გამიღიმა და ზურგს უკან მიმალული ხელი გამოაჩინა. წითელი ვარდების ულამაზესი თაიგული ეჭირა ხელში. კედელს თავი მიანება, ჩემსკენ წამოვიდა, თაიგული ხელებში შემომაჩეჩა, შუბლზე მეომბორა და წავიდა. უკან არ მიმიხედავს. შოკში ვიყავი, მაგრამ აზროვნება შემეძლო. რამდენიმე წუთი გაშეშებული ვიდექი, მერე გამოვფხიზლდი, ყვავილებს დავყნოსე და აუდიტორიაში შევედი...მთელი დღე უაზროდ ვიღიმოდი, თუმცა უაზროდ რატომ? ღიმილის მიზეზი ნიკა იყო. ლექციები რომ დამთავრდა თამო და გიო ვნახე, დავემშვიდობე და მანქანისკენ წავედი. შორიდან შევნიშნე, რომ ჰამერი თავის ადგილზე აღარ იყო. გამიკვირდა, მეგონაა ნიკა დამელოდებოდა. კარი ისე გავაღე და ისე ჩავჯექი მანქანაში, მანქანისთვის ზედაც არ შემიხედავს.მანქანა დავძარი და საქარე მინას ახლაღა შევხედე. თუმცა შევხედე ხმამაღალი ნათქვამია, მთელი მინა ყვავილებით იყო გადავსებული. წითელი და თეთრი ვარდებით. ამ ყოველივეს ისე შევესისხლხორცე გაკვირვებაც აღარ შემეძლო. ერთადერთი რაც გამიკვირდებოდა ის იქნებოდა, ავტორი ზემოთ აღნიშნულისა ნიკა, რომ არ ყოფილიყო. მანქანიდან გადმოვედი. ვარდებში ბარათი იდო, წარწერით - მიყვარხარ.- ბოლოს კი პატარა ასოებით - ნიკა - გავიღიმე, ვარდები უკანა სავარძელზე დავაწყე და სახლში წავედი.
- დე მოხვედი ? - სახლში მისულს დედაჩემის ხმა შემომეგება.
- კი დე მოვედი. - აი ისიც გამოჩნდა.
- კიდევ ვარდები? არც ლარნაკი აღარ გვაქვს და არც ადგილი აღარაა შენს ოთახში.
- ლარნაკი კარადაშა, ხელ მარცხნივ მესამე თაროზე, ყვავილები კი მისაღებში დავდგათ.
- ნიკა ხო?
- კი
- გუშინ ეს ამდენი თაიგულიც მან გაჩუქა ხო?
- კი და თან ისე ორიგინალურად...
- სანთლებით?
- კი და შენ რა იცი?
- გუშინ კიბეები ამოვიარეთ.
- ააა, დე მიყვარს,
- ვიცი ნი, ვიცი
- და ბედნიერი ვარ.
- გინდა ჩაგაშხამო?
- არა.. - საწყალი სახე მივიღე.
- ხვალ შენ და მამაშენი სოფელში მიდიხართ.
- მშვენიერია, ჩავალ სოფელს მოვინახულებ და ჩამოვალ. - მართლა გამოხარდა, სოფელი ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ერთი დღე ნიკას გარშე კი განტვირთვასა და ემოციებისგან დაცლაში დამეხმარებოდა.
- ორ კვირაში ჩამოხვალ.
- რაა?! - სხვადროს გამეხარდებოდა, მაგრამ ახლა არა. ერთი ან ორი დღე ნიკას გარეშე გავძლებდი, მაგრამ ორი კვირა, თან ტელეფონის ნომერიც არ მაქვს, ინტერნეტი სოფელში წარმოუდგენელი სიამოვნებაა, მხოლოდ მობილური ინტერნეტი, რაც სიამოვნება კი არა საშინელებაა. მითუმეტეს მესიჯობა არასდროს მიყვარდა და მესიჯობა ტელეფონით, ისიც ინტერნეტში? არა...
- ხო ორი კვირით მიდიხართ.
- დეე არაა...
- ვიცი ნი, მაგრამ უნდა წახვიდე, ბაბოსაც მოვინახულებთ, მამაშენსაც მოენატრა სოფელი, ის კი არა, მეც მინდა წმაოსვლა, მაგრამ სამსახურის გამო ვერ ვახერხებ, 3 დღეში მეც შემოგიერთდებით.
- კარგი დე მაშინ რა გაეწყობა, თან მეც ძაან მომენატრა სოფელი და რათქმაუნდა ბაბო. - ყოველთვის ბაბოს ვუძახდი, ბებია რატომღაც არ მიყვარდა.
- მაგიტომ მიყვარხარ.
- მეც ძალიან. ყვავილებს მიხედე. - ოთახში გავედი და კარადას დავუწყე თვალიერება. ტანსაცმელი უნდა ამერჩია და კიდევ უამრავბი ნივთი, მაგრამ თავში მხოლოდ ნიკაზე ფიქრი მიტრიალებდა. გულს ვერაფერს ვუდებდი. ორი კვირა მის გარეშე ვერ წარმომედგინა. ბოლოს როგორც იქნა გავამზადე ბარგი, ყველაფერი ჩავალაგე. ხვალ დილით უნივერსიტეტში მივიდოდი, ლექტორს გავაფრთხილებდი. მე ჩემი მანქანით წავიდოდი, ლადო თავისი, მაიაც 3 დღეში შემოგვიერთდებოდა... ამ ფიქრებში ჩამეძინა. ეს ერთადერთი ღამე იყო, რომელიც ნიკაზე ფიქრის გარეშე დავიწყე, თუმცა ჩემი სიზმრების მთავარი პერსონაჟი სწორედ ის იყო. დილით გავიღვიძე. ვერ ვიტყვი, რომ მოწყენილმა, მაგრამ ღიმილით არა. შევიმოსე და მისაღებში გავედი. ლადო და მაია უკვე საუზმობდნენ, მეც შევუერთდი.
- მა, დღეს ხომ იცი, სოფელში მივდივართ. - ლადომ შემახსენა, რაც ისედაც მახსოვდა.
- კი მა მახსოვს. უნივერსიტეტში გავივლი და მერე წამოვალ, შენ თუ გინდა დილითვე წადი.
- კარგი ნი, მე ახლავე წავალ მაშინ და იქ დაგელოდები. ბარგი ჩაალაგე?
- კი ოთახში მაქვს ჩანთები.
- მე წავიღებ.
- კარგი, ორი ჩანთაა. წვრილმანებს მე წამოვიღებ.
- კარგი პატარავ, როგორც გინდა. - ლადო წამოდგა, შუბლზე მაკოცა და ჩემს ოთახში შევიდა, მეც წამოვდექი,ლადოს გასაგონად ვთქვი, რომ მივდიოდი და სახლიდან გავედი. სადარბაზოდან ჰამერი დავინახე, ზღურბლს გადავცდი და ჰამერის პატრონიც გამოჩნდა.
- დილამშვიდობისა. - ალმაცერად გამიღიმა.
- დილამშვიდობის. - ღიმილის განწყობაზე არ ვიყავი, მაგრამ შეუძლებელი იყო მისთვის შემეხედა და არ გამეღიმა.
- გთხოვ დღეს მე წაგიყვან და გპირდები მევე წამოგიყვან.
- დღეს ლექციებს არ ვესწრები.
- კარგი, წაგიყვან, დაგელოდები და უკან წამოგიყვან. - უარის თქმა ვერ შევძელი.
- კარგი. - კარი გამიღო და თვითონაც დაჯდა საჭესთან. დავიძარით. რამდენიმე წუთი ვდუმდით, მიკვირდა ვარდებზე არაფერს რომ არ ამბობდა. სიჩუმე მე დავარღვიე. - ხვალ სოფელში მივდივარ.
- რა? როდის ჩამოხვალ?
- ორ კვირაში. - რაც შემეძლო ვცდილობდი სხვათაშორის მელაპარაკა.
- ორი კვირა ვერ გნახავ? - სახეზე ალმაცერი ღიმილის ყველანაირი კვალი გაქრა.
- მასე გამოდის. - გავუღიმე. ცხოვრებაში პირველად გავიღიმე ასე ყალბად.
- გთხოვ... - გაჩუმდა.
- რას?
- გთხოვ დამიტოვო შესაძლებლობა ეს ორი კვირა ვიარსებო.
- ცოტა გარკვევით თუ შეიძლება. - მის ნათქვამს ვერ მივხვდი.
- ნინი უშენოდ არ შემიძლია. გთხოვ მომეცი საშუალება თუ ვერ გნახავ შენი ხმა მაინც გავიგონო. - იმედით აღსავსე თვალებით შემომხედა.
- რას გულისხმობ? - მივხვდი, რომ ტელეფონის ნომერი უნდა ეთხოვა, მაგრამ დრო მჭირდებოდა რომ მეფიქრა.
- ტელეფონის ნომერი დამიტოვე. - დრო აღარ იყო. ბიჭს ტელეფონს არ მივცემდი თუ კარგად არ ვიცნობდი, თუ მეგობრად, ახლობელ ადამიანად არ ვთვლიდი. ნიკაზე ახლობელი კი ჩემთვის არავინ იყო. მიუხედავად ამისა, მისთვის ტელეფონის ნომრის მიცემა ქარაფშუტობა მეგონა. „დამიტოვე შესაძლებლობა ეს ორი კვირა ვიარსებო“, სხვისგან ეს სიტყვები დიდი ტყუილად მომეჩვენებოდა, შეიძლება მეგობრისგანაც კი, მაგრამ ნიკასგან არა.გულში გავივლე, მაგრამ ვერ დავიჯერე, მისი თვალები ხომ ასეთი გულწრფელი იყო... ყოველივე ამან ჩემს გონებაში ერთ წუთზე ნაკლებ დროში გაირბინა, ბოლოს კი გადაწყვეტილება მივიღე.
- არა! - მკაცრად ვთქვი, თუმცა არ ვიცი რამდენად გამომივიდა.
- გთხოვ. - მუდარით შემომხედა.
- არა, არ გიცნობ სათანადოდ, რომ ნომერი მოგცე.
- გთხოვ.
- ნიკა. -ეს ნამდვილად მკაცრად ვუთხარი.
- რომელ სოფელში მიდიხარ?
- არალში. - მომეჩვენა, რომ მალე დანებდა. სიმართლე უნდა ვთქვა, არ მესიამოვნა.
- ეგ სადაა?
- სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის რაიონია.
- კარგი. - გაიღიმა, მაგრამ ეს ღიმილი ძველებური არ იყო. არც ალმაცერი, ძალიან ციცი და ყალბი. ამასობაში უნივერსიტეტსაც მივადექით. - ნი გარეთ დაგელოდები.
- კარგი. - უნივერსიტეტის შენობაში, ლექტორი ვნახე. თამოს, გიოს და სხვა ბავშვებსაც დავემშვიდობე. გარეთ რომ გამოვედი დავინახე ნიკა ჰამერს ზურგით მიყრდნობოდა, თავი ჩაეღუნა. მივედი და თავი ხელით მაღლა ავაწევინე.
- ხომ არ გეწყინა?
- შენგან არასდროს არაფერი მეწყინება. - გამიღიმა, ძველებურად და მეც დამაბორიალა. შემდეგ კარი გამიღო, თვითონაც ჩაჯდა მანქანაში და წავედით. მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია. კორპუსამდე ასე მდუმარედ მივედით. მანქანა სადარბაზოს წინ გააჩერა, ჩემსკენ შემობრუნდა. - ამ ორ კვირაში მეშინია არ დაგავიწყდეს, რომ მიყვარხარ. - მხოლოდ გავუღიმე. ეს არასდროს დამავიწყდებოდა. - მაგრამ ამის საშუალებას არ მოგცემ. - რაც არ უნდა ექნა, როგორც არ უნდა მოენდომებინა, ორი კვირა უძლური იყო. ვერაფერს გააკეთებდა. ჩემსკენ გადმოიხარა, ჩემი თავი ხელებში მოიქცია, შუბლზე ტუჩები შემახო, ორი-სამი წუთი ასე იყო, მერე მაკოცა, კიდევ მაკოცა და კიდევ. ყველაზე მეტად ეს მიყვარდა, როცა შუბლზე მკოცნიდა, სამჯერ მაკოცა. მერე მანქანიდან გადმოვიდა, ჩემს მხარეს შემოუარა და კარი გამიღო. მხოლოდ შევხედე და გავუღიმე, არაფერი მითქვამს ისე წავედი სადარბაზოსკენ. მინდოდა უკან არ მიმეხედა, მაგრამ ვერ შევძელი. მივტრიალდი, ნიკა ისევ იქ იდგა. რომ მივტრიალდი ალმაცერად ჩაიღიმა და წავიდა, მეც სადარბაზოში შევედი.
- მოხვედი ნი?
- კი მაი მოვედი. ავკრიფავ ახლა გუდა-ნაბადს და წავალ სოფელში.
- ნიკამ წაგიყვანა?
- კი, მანვე მომიყვანა... ვგრძნობ, რომ მომენატრება.
- ტელეფონით შეეხმიანებით ერთმანეთს. - გაიღიმა.
- ვერ შევეხმიანებით. - ჩავფიქრდი და ვინანე ნომერი რომ არ მივეცი.
- კი, მაგრამ რატომ?- დავდუმდი... - ნომერი არ მიეცი ხო? - გამიღიმა.
- ჯიუტი და სულელი, მე თუ ასე გავნაგრძე ნიკა ვერსდროს გაიგებს, რომ მიყვარს. ორი კვირა ვერ ვნახავ. ღმერთმა იცის საერთოდ ცოცხალი თუ ჩამოვალ, ან ნიკა თუ დამხვდება ცოცხალი, მე კი ტელეფონის ნომერიც კი არ მივეცი. ერთი სულელი, განებივრებული გოგო ვარ, ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს... სულელი გოგო... - ჩემს თავზე ისე ვლაპარაკობდი ვიღაცას რომ მოესმინა იტყოდა, ვიღაცას ძალიან ვერ იტანს და იმას ლანძღავსო.
- მართლაც რა სულელი ხარ. - დედამ გულში ჩამიკრა. თავი ძლივს
შევიკავე, რომ არ ავქვითინებულიყავი. - ახლა კი გაემზადე და წადი, მეც 3 დღეში ჩამოვალ და ეს სენტიმენტალური სცენა სოფელში განვაგრძოთ. - ორივეს გაგვეცინა. ოთახში შევედი. მამას დიდი ჩანთები წაეღო. წვრილმანები მოვაგროვე, ძირითადად აქსესუარები. პატარა ჩანთაში ჩავალაგე, მაიას დავემშვიდობე...
- დე 3 დღეში აუცილებლად ჩმოდი. - კიდევ ერთხელ დაგავეხვიე და ვაკოცე. დედასთან დიდი ხნით განშორებას არ ვიყავი შეჩვეული.
- აუცილებლად დე, კეთილი მგზავრობა. - კარი გავიხურე და კიბეებზე დავეშვი. გარეთ გავედი, მანქანაში ჩაჯდომამდე მიმოვიხედე, მეგონა ნიკა დამხვდებოდა, მაგრამ არა. მანქანაში კიდევ უფრო დამწუხრებული ჩავჯექი, დავძარი და წავდეი. თვალები აცრემლებული მქონდა, ტირილი მინდოდა, მაგრამ ჩემს თავს დავემუქრე, არ იტირომეთქი. მანქანა შევანელე. თვალები დავხუჭე და თავი რამდენჯერმე გავიქნიე, ცუდი აზრები უნდა მომეშორებინა. გამომივიდა. ახლა თავი ვაიძულე გამეღიმა, ესეც გამომივიდა. ღიმილი რომ შემენარჩუნებინა გარემო სათანადო უნდა ყოფილიყო. ჩემი საყვარელი DVD დისკი მოვძებნე, ჩავრთე და მუსიკას ხმა ბოლომდე ავუწიე. აზარტი მომემატა. გაზის პედალს მთელი ძალით მივადგი ფეხი...
(გაგრძელება იქნება)


....................

იმედი მაქვს მოგეწონებათ <3

ველი თქვენს შეფასებებს ^__^



№1 სტუმარი darina

Vgijdebi nikaze, rogori sayvarelia, iseti tbili, tkbili da mzrunvelia, tan ai mis zrdilobis normebzec vgijdebi, es gogo cotas urevs, xvdeba sachuqrebs igebs da nomers ar adzlevs ar gicnobo, eseni ertad tu ar darchen gavafren, chemi bichi ar damitanjo, ra vqna ver veguebi sevdian dasasrulebs.

 


№2  offline წევრი natia_888

darina
Vgijdebi nikaze, rogori sayvarelia, iseti tbili, tkbili da mzrunvelia, tan ai mis zrdilobis normebzec vgijdebi, es gogo cotas urevs, xvdeba sachuqrebs igebs da nomers ar adzlevs ar gicnobo, eseni ertad tu ar darchen gavafren, chemi bichi ar damitanjo, ra vqna ver veguebi sevdian dasasrulebs.

ჯერ კიდევ არ იცი შენ ნიკა რამდენად მზრუნველი და რომანტიკულია :) love

 


№3 სტუმარი darina

natia_888
darina
Vgijdebi nikaze, rogori sayvarelia, iseti tbili, tkbili da mzrunvelia, tan ai mis zrdilobis normebzec vgijdebi, es gogo cotas urevs, xvdeba sachuqrebs igebs da nomers ar adzlevs ar gicnobo, eseni ertad tu ar darchen gavafren, chemi bichi ar damitanjo, ra vqna ver veguebi sevdian dasasrulebs.

ჯერ კიდევ არ იცი შენ ნიკა რამდენად მზრუნველი და რომანტიკულია :) love

Sul ufro da ufro nu mayvareb, me am gogos gawewvis survili michndeba.

 


№4  offline წევრი natia_888

darina
natia_888
darina
Vgijdebi nikaze, rogori sayvarelia, iseti tbili, tkbili da mzrunvelia, tan ai mis zrdilobis normebzec vgijdebi, es gogo cotas urevs, xvdeba sachuqrebs igebs da nomers ar adzlevs ar gicnobo, eseni ertad tu ar darchen gavafren, chemi bichi ar damitanjo, ra vqna ver veguebi sevdian dasasrulebs.

ჯერ კიდევ არ იცი შენ ნიკა რამდენად მზრუნველი და რომანტიკულია :) love

Sul ufro da ufro nu mayvareb, me am gogos gawewvis survili michndeba.

სულ ტყუილად, ცოტა მოიცადე და ორივე შეგიყვარდება :D

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

რატომღაც მესმის ნინის. ჯიკა ძალიან ყურადღებიანია. მაგრამ ვფიქრობ ისე არ არის რაღაც რაც არ უნდა იყოს

 


№6  offline წევრი natia_888

terooo
რატომღაც მესმის ნინის. ჯიკა ძალიან ყურადღებიანია. მაგრამ ვფიქრობ ისე არ არის რაღაც რაც არ უნდა იყოს

იმედია დასასრული მოგეწონება ^__^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent