შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი ყოველთვის იქნებ(2)


17-02-2016, 16:37
ავტორი ani1988
ნანახია 2 407

სიბრაზისგან მუჭები ისე მაგრად შევკარი რომ თითები მეტკინა,გაუცნობიერებლად მივვარდი და კარები გამოვაღე
-შენ ნორმალური ხაარ?
-არა ძვირფასო...
-შენი ძვირფასი სახლში გეყოლება მე კი შემეშვი რაააა,!მართლაც გეტყობა რომ არ ხარ ნორმალური
-ძალიაან?სიცილით მიპასუხა დამცინავად
-კიიიი ძალიან,სასაცილოდ დავიჭყანე და გავაჯავრე მე რაზეც გულიანად გაეცინა
-რას მეკრიჭები შვილო?გაიარე,ნიშნის მოგებით ვუთხარი და კარების მიჯახუნებას ვაპირებდი რომ კარები დაიჭირა და გვერიდან ამომხედა
-ვინაა შენი შვილი,შენ თვითონ კატის კნუტო ჯერ ბრჭყალებიც არ ამოგსვლია
-შენ თუ მიაუს იძახი ხომ საქმეს აკეთებ რააა-გულიანად მივუხეთქე კარები და გაჩერებისკენ წავედი,ტრანსპორტში ყოველთვის ფანჯარასთან მიყვარს ჯდომა და გარეთ ხალხის თვალიერება,უცებ კიდევ ამ თვალებს გადავაწყდი,ეს ბიჭი გადამრევს რას გადამეკიდა მანქანით ზუსტად ჩემს გვერდით მოდიოდა და ისევ მეკრიჭებოდა ქვემოდან,ჩემდა უნებურად ენა გამოვუყავი და დავეჭყანე შემდეგ კი გადავწყვიტე საერთოდ აღარ გამეხედა იქეთ
სახლში შევედი თუ არა მაშინვე გულაღმა დავემხე ლოგინზე,რა კარგია მარტო რომ ვარ გავიფიქრე და ოთახს მოვავლე თვალი, ტელეფონი მოვიმარჯვე და დედას და ჩემ დას დავურეკე სოფელში
-როგორ ხაარ დეეეეე,დავიძახე როგორც კი ხმა გავიგონე
-კარგად დედიკო შენ როგორ ხაარ?როგორ შეეწყვე სასწავლებეელს?უშენოდ სახლი დადარდიანდა ძალიან მოგვენატრე
-მეც ძალიან მომენატრეთ დეე მაკა როგორაა?მოვიკითხე ჩემზე ორი წლით პატარა და
-კარგად შვილო,ძალიან ენატრები და მოწყენილი იყო დღეს მთელი დღე ეხლა გარეთ გავიდა ფიქროსთან ჩავალო,რას შვებიან ბიძია და ბიცოლაა?
-დილას სოფელში წავიდნენ რთველზე ერთი კვირა ვერ ჩამოვალთო
-ჭკვიანად იყავი დედიკო არ შემარცხვინო,შენი იმედი მაქვს
-არ იდარდო დედიკო,ნახავ როგორი კარგი შვილიც გყავს არ შეგარცხვენს,გავიპრანჭე მე რაზეც გულიანად გაეცინა
ბიძიასთან და ბიცოლასან ჩამოვედი თბილიში რადგან გამოცდები ჩავაბარე ეხლა ამათთან ვცხოვრობ ნახალოვკაში სამ ოთახიან პატარა ეზოიან ბინაში,ბიძია დედის ძმაა ერთი ბიჭი ყავთ და ისიც ამერიკაშია უკვე რა ხანია ამიტომ მარტო ცხოვრობდნენ სანამ მე ჩამოვიდოდი,როცა საქმეებია სოფელში უმეტესწილად იქეთ მიდიან,
წყალი გადავივლე და ჩემს კონსპექტებს მივუჯექი
დილით ჩემმა მუსიკალურმა ბუძელნიკმა გამაღვიძა,ისეთი ლამაზი მელოდია ირთვება მაგრამ მაინც ნერვებს მიშლის რომ მაღვიძებს...როგორც იქნა გამოვაღწიე ხმამაღლა ვთქვი და კარები გადავკეტე
სასწავლებელში შესვლისას პირველი რაც თვალში მომხვდა მისი თვალები იყო ჩემ ჯგუფელ ეკას ელაპარაკებოდა,რომ დამინახა რაგაცნაირად ჩაიცინა და საუბარი განაგრძო,გვერდის ავლას ვაპირებდი რომ უცებ ეკა მეძახის
-თამო სად გარბიხარ,მოდი...მეც მივუახლოვდი
-თამო ეს ჩემი ბიძაშვილია ზურა
-ძალიან სასიამოვნოა ვთქვი მე და გამოვბრუნდი...რომ უცებ მისმა ხმამ შემაჩერა
-როცა ადამიანს იცნობენ ხელს ართმევენ და შენსავით არ გარბიან
-არ მინდა შენი გაცნობა,ჯერ არ გიცნობ და ერთი ამბები დამაწიე რომ გაგიცნობ ადვილი წარმოსადგენია მერე რა მოხდება,
-ეგ შენ გგონია მასე,თორე ბევრიც რომ ეცადო მაინც ვერ წარმოიდგენ გულიანად გაიცინა მან და წინ დამიდგა
-ხო და მითუმეტეს,შენი გამოხტომებისთვის არ მცალია გამატარე ჩემს გზაზე,ვთქვი და გავიწიე გასავლელად რომ უცებ უფრო ახლოს მოიწია და ცხვირწინ ისე ახლოს დამიდგა რომ მისი თვალების მეტს ვეგარაფერს ვხედავდი
-გამატარე რაა-ძლივს ამოვილუღლუღე და თავი დავხარე
-რომ არაა?
-მაშინ ვიდგეთ ასე ნაძალადევად გავიღიმე მე
-შენ გუშინ ენა ვის გამოუყავი გოგო,ამოგაცლი მაგ ენას თვალებში მრისხანება ჩაუდგა მას მაგრამ როგორც კი ტუჩებს შევხედე მივხვდი რომ იღიმოდა
-შენ კი ვის აშინებ,დაგიმტვრევ იმ მანქანას გავიკრიჭე მე თან ხელით ოდნავ გავწიე და წამოვედი,ყურს ეკას სიცილი მომწვდა და გიმილი არ მომშორებია სახიდან,რაღაცნაირად მომწონდა ჩვენი საუბარი,თავიდანვე ისე დავიწყეთ რაც ენაზე მომადგა ის ვუთხარი და გათამამებული ვიყავი უკვე მასთან საუბარში აღარ ვფიქრობდი რას ვამბობდი მთავარი იყო მის სიტყვაზე უფრო მაგარი სიტყვა მეთქვა და მეჯობნა ეს თავისთავად აღმოვაჩინე ჩემში...
ლექციები დამთავრდა და მეც უკვე კიბეზე ჩამოვდიოდი რომ ზემოდან ეკამ დამიძახა
-თამო შენ საით მიდიხაარ?
-მეე ნახალოვკაში,შენ?
-მე სანზონაში,ერთად წავიდეთ თუ წინააღმდეგი არ იქნები
-არა რატომ უნდა ვიყო ,წამო წავიდეთ
გაჩერებას მივუახლოვდით თუ არა ავტობუსი გაჩერებული იდგა და ამიტომ არ გაგვასწროსო ორივე გავიქეცით,ორივე გვერდიგვერდ დავჯექთ,სირბილისგან გული ამოვარდნას გვქონდა და მაინც ვიღიმოდით,უცებ წყნარი მელოდიის ხმა გაისმა და ეკამ ტელეფონის ძებნა დაიწყო ჩანთაში,ჩანთიდან რომ ამოიღო ეკრანით ჩემსკენ იყო ტელე და უცებ წავავყდი ისევ მის თვალებს,წამიერად გავითიშე მაგრამ უცებ მივხვდი რომ ის რეკავდა
-ხო ზუუ
-
-აუუ რატო ზურააა?ხო იცოდი რომ ამ დროს მოვდიოდიი?
-
-კაი ვიზავ რამეს ოღონდ მალე მოდი რააა?დამწუხრებით თქვა ეკამ და გათიშა
-ეკა რა ხდებაა?ინტერესით შევხედე მე
-არაფერი ისეთ,ზურას მშობლები ქალაქ გარეთ წასულან ,ზურამ რაღაც საქმე გამომიჩნდაო და გასაღების დატოვება დამავიწყდაო,უნდა ველოდო ორი საათი
-მოდი ჩემთან წავიდეთ ,მაინც მარტო ვარ და ორი საათიც უცებ გავა ვთქვი სიხარულით
-მარტო რატომ ხაარ?გაოცებით შემომხედა ეკამ
-მეც შენსავით ბიძიასთან ვარ მაგრამ ეხლა ისენი სოფელში არიან რთველზე
-კარგი წამოვალ,თან ვნახავ სად ცხოვრობ სიცილით დამთანხმდა უცებ
ყავა დავლიეთ,ცოტა წავიჭორავეთ და ისევ გაისმა ეკას ტელეფონის ხმა
-ხო ზუუ,მოხვედიი?
-
-ნახალოვკაში ვარ თამოსთან და მისამართი უთხრა ,სულ მალე გარეთ ფანჯარასთან სიგნალის ხმაც გაისმა და ეკა ჩანთის ასაღებად წამოდგა,მეც გაგაცილებ კარები გავაღე მე



№1  offline წევრი natia-natia

კარგია ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent