შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა მოხდებოდა თუ...


17-02-2016, 22:29
ავტორი NFinn
ნანახია 1 311

ახალი დღე გათენდა. ჩემი ოთახი ისე ჩავაბნელე, ზარმა რომ დარეკა. მეგონა რაღაც შეცდომა იყო. რა თქმა უნდა ისევ უენერგიოდ გავიღვიძე. ფარდა გადავწიე, მოღრუბლული დღე იყო და ამან ხასიათზე მომიყვანა. მუხლის ქვემოთ პრადას თეთრი კაბა გადმოვიღე, ფერად მოსკინოს ჩანთაში საბუთები ჩავალაგე, ჯიმი ჩუს კრემისფერი ფეხსაცმელი ავიღე, მოვემზადე და სალონში ჩავედი. თმა დავისწორე. შავი თმა და ჩოლკა არასდროს მქონია და ზაფხულის დასაწყისში ექპერიმენტი ჩავატარე და მთლიან ჯამში კმაყოფილი ვარ. სარკეში ჩავიხედე და ჩემი თავი კარგად ავათვალიერე, ისეთი ვიყავი, როგორიც არ ვარ ხოლმე, ანუ ყველაფერი წესრიგში იყო. ელიას- კლარკთან მივედი, ისევ პაპარაცები შევამჩნიე, თუმცა მაქანიდან გადმოვედი,ყურადღება არ მიმიქცევია,რადგან უკვე ვღიზიანდებოდი მათი კითხვებით, ვესტიბიული სწრაფი ნაბიჯებით გავიარე, ლიფტში შევედი. ყოველთვის მომწონდა ჩემს დანახვაზე თანამშრომლების დაბნეული მზერა და ამავდროულად მომღიმარი.მომწონდა საქმიანო, მკაცრი და ამასთან მეგობრული გარემო. მე ამ ადგილას ვეკუთვნოდი, ეს იყო ჩემთვის საუკეთესო განტვირთვა, როდესაც არ შემიძლია სხვა რამეზე ვიფიქრო,გარდა საქმისა. ოფისში შევედი, ანიტამ ახალი საბუთები შემომიტანა.
- ანა, ესპრესო გამიკეთე.
ყავასთან ერთად ანამ სია გადმომიგზავნა შეხვედრების,თან გადაუდებელი,როგორც მივხვდი დღეს აქედან გასვლა არ მეწერა, თან საათებიც მიყოლებით ეწერა.დღეს ყველანაირი გეგმები გავაუქმე. მობილურის ხმა გაისმა.
-გისმენთ
- ქერი, გამარჯობა, თიბისიდან გაწუხებთ, გიორგი ვარ. დღეს აუცილებლად მობრძანდით ოფისში, უფროსთან შესათანხმებელია საკითხები. რომელზე გეცლებათ?
- დღეს ვერანაირად, ჩემს მენეჯერს გამოვგზავნი.
- არა, თქვენ უნდა მობრძანდეთ.
- კი, მაგრამ,ვერ ვახერხებ, 9მდე დაკავებული ვარ.
- 9ის შემდეგ იყოს, უფროსი დაგელოდებათ.
- ადრე მენეჯერს ვგზავნიდი,ახლა რა შეიცვალა?
- ახალი დირექტორი გვყავს.
- კარგით, 10ის ნახევრისთვის მთავარ ფილიალში მოვალ.
რაღაც არ მომეწონა, თბს-ის სამუშაო საათები 7ზე მთავრდებოდა,მაინც გადავამოწმე, თან ახალი დირექტორზეც არაფერი იყო ნახსენები.
- ანა, უნდა გამირკვიო თიბისის ახალი უფროსის სახელი და გვარი.
ცოტახანში ანა შემოვიდა და მითხრა,რომ ვინაობა კონფიდენციალური იყო და ჯერჯერობით არავინ იცოდა. ამან უფრო დამაეჭვა.
- კავშირები ჩართე, ვინაობა 9საათამდე უნდა ვიცოდე.
საათს შევხედე,4საათი იყო და შეხვედრაზე შევედი. ამის შემდეგ ყველა შეხვედრა გადაება ერთმანეთს, შუალედებში ყავის დალევას ვასწრებდი,რომ გული არ წამსვლოდა. როგორც იქნა დასრულდა დამღლელი დღე. 9 საათი იყო. ოფისში შევედი, ანაც შემომყვა.
- ქერი გავარკვიე, თიბისის ახალი მფლობელია ლუკას ყოფიანი.
მეტყველების უნარი დავკარგე, ეს ჰგავდა მზიან დღეში მეხის ხმას. გაოცებისგან გავშეშდი, მაგიდაზე მდგომი წყლის ჭიქა ერთი ამოსუნთქვით დავლიე და სკამზე დავჯექი. ანას სახლში გავუშვი და თავი იმ მომენტში ყველაზე უსუსური არსება მეგონა. ჩემს თავს არ მივეცი ასეთ მდგომარეობაში ათ წუთზე მეტი ვყოფილიყავი. სარკესთან მივედი, კარგად ავათვალიერე საკუთარი თავი ჩოლკაზე ფრჩხილები ჩამოვისვი, თმა წინ გადმოვიყარე,წითელი ტუჩსაცხი წავისვი, კიდევ ერთხელ შევხედე ჩემს თავს. შემდეგ საბუთები ჩანთაში ჩავიდე და ოფისიდან გავედი. ლიფტის ღილაკს ნერვიულად რამდენჯერმე დავაჭირე თითი, თექვსმეტი სართული ისე გაიწელა... ვესტიბიული სწრაფი ნაბიჯებით გავიარე. გარეთ შებინდებული იყო, ჰაერში ჯერ კიდევ ზაფხულის სუნი ტრიალებდა. გრილმა ნიავმა თმაზე დამიბერა და ცოტა გამოვფხიზლდი... მანქანა დავქოქე და მარჯანიშვილის N7ში წავედი. გზა საკმაოდ ხანმოკლე იყო. პირველი სართული ენერგიულად ავიარე და უფროსის კაბინეტთან მივედი.
- 10ის ნახევარზე შეხვედრა მაქვს.
მდივანმა მითხრა, რომ შევსულიყავი. დავაკაკუნე და კარი შევაღე. ფანჯარასთან იდგა. კარი მივხურე და ცოტახნით გავჩერდი. ვინმეს რომ არ ელოდები და უეცრად დაინახავ, მსგავსი მზერა არ ჰქონია და არც მე მქონდა ისეთი მზერა, იდეაში რომ უნდა მქონოდა, ყოველშემთხვევაში ძალიან ვეცადე.
- გამარჯობა,ლუკას. ხელი ჩამოვართვი.
- ქერი, როგორ ხარ? გაღიმებული სახით მკითხა.
- მადლობა, კარგად. თავად?
- მეც.
ფანჯარასთან პატარა შუშის მაგიდა იდგა, აქეთ-იქით ორი სკამი იდო. ერთი სკამი გამოსწია და მითხრა, რომ დავმჯდარიყავი. ჩანთა მოვიხსენი და დაბლა სკამის ფეხთან დავდე. ვიგრძენი ამ დროის განმავლობაში როგორ მიყურებდა. მინდოდა ქურთუკი მქონოდა გასახდელი, ან ქუდი მოსახდელი, რომ უმოძრაო მდგომარეობაში ნაკლებად ვყოფილიყავი და შესაბამისად უხერხული სიტუაციაც ნაკლებად ყოფილიყო. ხელები მაგიდაზე დავაწყვე და თვალებში შევხედე. ისევ ისეთი იყო, ოღონდ ოდნავ მუქი კანით. მისვლის წუთიდან სახეზე ღიმილი არ მიმკარებია. თვითონ კი დანახვის წუთიდან გაღიმებული მიყურებდა, თითქოს სარკესთან დიდხნიანი ვარჯიშის შემდეგ ეს გამომეტყველება შეერჩია და შეცვლას არც აპირებდა.
- მაინც რატომ არ არის შენი ვინაობა ცნობილი ?
- ჯერჯერობით ასე გადავწყვიტე.
- გასაგებია. მოსვლამდე უკვე ვიცოდი.
- როგორ? როგორც იქნა ღიმილი გაკვირვებულმა მზერამ შეცვალა.
- მნიშვნელობა არ აქვს.
- მართალია.
- მართალი ვარ, ვუთხარი და ამაზე მართლა გამეღიმა.
- ძალიან შეცვლილი ხარ, დიდი დრო გავიდა.
ყველაზე მეტად არ მინდოდა ამაზე საუბარი. ,, დიდი დრო გავიდა’’ ვიმეორებდი გონებაში და შესაძლო ვარიანტებზე ვფიქრობდი, როგორც ხდება ხოლმე ამ ფრაზის შემდეგ წარსულზე საუბრის დაწყება. ფანჯარაში ვიყურებოდი და თავი ისე მეჭირა, თითქოს მის ნათქვამს ჩემამდე ვერ მოეღწია.
- რა ხდება შენთან? ისევ თვითონ წამოიწყო დიალოგი.
- თუ ეგ ნამდვილად გაინტერესებდა, ყველაზე იოლად გასაგები იყო, მივუგე თითქმის სიცილით.
- რასაც წერენ ის არა, მინდა, რომ შენ მითხრა.
- წარმატებული კარიერა და წარუმატებელი ურთიერთობები.
ამ დროს ტელეფონის ხმა გაისკმა, ეკრანს დავხედე და ალექსი მირეკავდა.
- ჰო, ალექს.
- ქერი, დღეს რაღაც კარგი წვეულებაა შერატონში 11ზე და ერთად წავიდეთ რა, არ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ცოტა გავერთობით, ძალიან დავიღალე. უარს არ მივიღებ.
- აუ, ალექს, ეხლა თიბისიში ვარ საქმეზე, არ ვიცი როგორ მოვასწრებ.
- მოასწრებ, ახლავე თუ გამოხვალ, აუ რა გჭირს, გთხოვ.
- კარგი ჰო. რამეს მოვახერხებ.
ლუკასს ბოდიში მოვუხადე და ანასთან დავრეკე.
- ანა, ბალმანის შავი სადა კაბა რომაა, უზურგო,შლეიფით, ჰო ბოლოდან, ეგ და ჯიმი ჩუს შავი ლაქის ფეხსაცმელი, 12 სანტიმეტრიანი, აიტანე ალექსთან და სტილისტს დაურეკე, 11ის 13 წუთზე ალექსთან იყოს.
- ლუკას, მოკლედ საქმეს მივხედოთ, რასაც მოვასწრებთ ახლა.
სამუშაო მაგიდასთან გადავჯექით და საბუთების შემოწმება დავიწყეთ. ზოგი საერთოდ ახლიდან იყო შესადგენი. საათს დავხედე და 11ის 5 წუთი იყო.
- ვეღარ დავრჩები, მეჩქარება. ჩანთა ავიგე და კარისკენ წავედი.
- კარგი, ეს საბუთები სასწრაფოა ხომ იცი, ასე რომ, როცა მოიცლი ამ დღეებში დამიკავშირდი, მითხრა და თავისი სავიზიტო ბარათი მომაწოდა.
- კარგი.
კარი გავაღე და სადაც იყო უნდა დამეხურა უკვე, რომ დამიძახა.
- ქერი
- ჰო, ლუკას
- გამიხარდა შენი ნახვა. მითხრა და გაიღიმა.
მე სახე არ შემცვლია და მივბრუნდი, მაგრამ რაღაცნაირად თავი ვერ შევიკავე, ისევ შემოვბრუნდი ლუკასისკენ,რომელიც ისევ ისე იდგა, გავუღიმე და გავბრუნდი. კარისთვის ხელი არ მიხლია, ჰოლი ხმაურიანად გავიარე ფეხსაცმლის წყალობით, ლიფტის ღილაკს ხელი დავაჭირე,თან კარის ხმას ვუსმენდი, რომელიც არ დაკეტილა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent