შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსამსახურის ქალიშვილი.[4]


18-02-2016, 02:06
ავტორი Nina))
ნანახია 7 148

***
წარმავალია ვითომ ყველაფერი?!
დავიჯერო არაფერია ამ ქვეყნად მარადიული?!
დავიჯერო ყველაფერი ანარეკლი ან წარმოსახვითია ამ ქვეყანაზე?
არც სიყვარული არსებობს?!
არც მარადიულობა?!
არც უკვდავება?!
და მაინც,
მგონია რომ თვით სიყვარულია მარადიული და თუკი მას შეიგრძნობ უკვდავების ზღვაში გადაეშვები....
888

გოგონას გული გამალებით უცემდა,მამაკაციც გრძნობდა მის გულისცემას და ცდილობდა დაემშვიდებინა,თავზე მონოტონურად უხაზავდა თითის წვერებით წრეებს,მერე განაგრძო მანქანის ტარება,ისე რომ გოგონას წამითაც არ მოცილებია და რაღა თქმა უნდა,არც გვერდითა სავარძელზე გადაუჯენია,ძალიან ნელა ატარებდა მანქანას,ფინიშამდეც ყველაზე ბოლოები მივიდნენ,მაგრამ ლუკას საერთოდ არ ადარდებდა ეს ყოველივე,მანქანიდან ჯერ მარია გადმოსვა,წელზე ხელი მოხვია შემდეგ თვითონ გადმოვიდა და გულ-მკერდზე მიიყრდნო,რაღაცის თქმას აპირებდა,როდესაც ირონიული სახის მქონე დამიანეს გადააწყდა:
-დღეს იღბალი შენსკენ არ არის, დამარცხდი,ლუკა! - ახითხითდა ბოროტულად მამაკაცი და ამ სიცილის გაგონებაზე მარიას ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა
-ცდები,დამიანე,მე გავიმარჯვე,თან ორმაგად! და დარწმუნებული ვარ ამ ორმაგ გამარჯვებას ვერასდროს იგემებ! - ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა - ცდები თუ გგონია რომ დამამარცხე,ცოტა მაკლდა და ფინიშს გადმოვკვეთდი,მაგრამ მქონდა იმის მიზეზები რომ გავჩერებულიყავი,ის მიზეზი რაც შენ ვერასდროს გექნება,თორემ ჩემზე უკეთ შენ იცი რომ ჩემგან ძალიან შორს იყავი... - ახლა მარიას შეუბრუნდა,მისი სახე ხელებში მოიცია და თვალებში ჩახედა
-აქ მარტო მოხვედი?
-არა..ელა..-ამოილუღლუღა გოგონამ,ფერწასული იყო,სახე წაშლილი,აშკარად ეტყობოდა შიშის ზეგავლენის ქვეშ რომ იყო ისევ,მამაკაცმა მიმოიხედა და როდესაც ელა შენიშნა ხელი დაუქნია,ანიშნა აქეთ მოსულიყო,ელამაც მარიას დანახვაზე ნაბიჯებს აუჩქარა და რამდენიმე წამში მათთან გაჩნდა
-რა დაემართა?- შეშინდა გოგონა
-არ მითხრა რომ ძალით წამოიყვანე..- გაბრაზებული თვალებით ჩახედა შეშინებულ თვალებში,გოგონამ ტუჩზე იკბინა
-უბრალოდ მინდოდა რომ ცოტა ექსტრემალურ სიტუაციებზეც ჩაეხედა თვალებში -თავი იმართლა გოგონამ,მერე თითქოს გონს მოვიდაო და მამაკაცს შეხედა - შენ აქ რა გინდა?!
-მე..? გრძელი ამბავია,აჯობებს მანქანაში ჩაჯდე და მარიაც მიიწვინო,შეშინებულია,მეორედ მსგავს ადგილებში არასდროს წამოხვიდეთ,ელა უხმოდ დაჰყვა მამაკაცის ბრძანებას,უკანა სავარძელზე მოთავსდა და ლუკას დახმარებით ელაც მიიწვინა,ლუკა კი წინა სავარძელზე მოთავსდა და ძალიან მშვიდი და ნელი სვლით განაგრძო გზა... დროდადრო გადახედავდა ხოლმე მიძინებულ გოგონას და უჩვეულო გრძნობა იპყრობდა,პირველად დათმო პირველობა და ვის გამო,ჯერ კიდევ არ სჯერა რომ ეს გააკეთა,ყველა ფიქრი ერთმანეთში ერეოდა თავში,გააკეთებდა კი იგივეს სხვა რომ ყოფილიყო მარიას ნაცვლად? ალბათ გააკეთებდა,არ არის ეს მამაკაცი მხეცი! არ უყვარს სხვისი გრძნობებით თამაში... წუთების წინ მომხდარი ინციდენტების თავში აღდგენას ცდილობდა,მაგრამ ყოველი მცდელობა კრახით სრულდებოდა,ვერ ფიქრობდა,თითქოს ამ გოგოს სიახლოვე მის ფიქრებსა და აზროვნებას თრგუნავდა,როდესაც სასტუმროში დაბრუნდნენ მარიას კვლავ ეძინა,მაგრამ ამ ჯერზე უფრო ღრმად,ამიტომ ლუკამ იუარა მისი გაღვიძება

-ახლა რომ გავაღვიძოთ ცოდვა იქნება,ამიტომ მე აგაყვანინებ ოთახამდე
-მადლობა ძალიან დიდი..- დარცხვენილად უპასუხა გოგონამ და ნომრისაკენ გაუძღვა,მამაკაცის გონებაში კვლავ იგივე დატრიალდა ქარბორბალას მსგავსად და ერთიანად აღიდგინა კადრები გასული დღეებისა,რაც ამ მოსიარულე ჭირთან გადამხდარა და შემდეგ უგზო-უკვლოდ გაქრნენ კვლავ,სამაგიეროდ დარჩა მარია,მისი სურნელი,მისი ქერა თმები და პატარა სისხლივით წითელი ტუჩები,საშინელი გრძნობა იპყრობდა,უნდოდა დასწვდენოდა მის ტუჩებს,მაგრამ იცოდა რომ არ შეიძლებოდა,ამიტომ მაქსიმალურად ეცადა თავის შეკავებას რაც საკმაოდ კარგადაც გამოუვიდა
-ძილინებისა..- დაემშვიდობა ელას,როდესაც მარია საწოლში ჩააწვინა და ზევიდან გადააფარა კიდევაც,შემდეგ კი კარს მიღმა გაუჩინარდა...

888
-რატომ აქვს მარიას ტელეფონი გამორთული?-პანიკაში ჩავარდნილი თია იქეთ-აქეთ დადიოდა
-დამშვიდდი,თია,იქნებ დაუჯდა..
-ხო,მაგრამ ღამ-ღამობით არ მუშაობს და თუ დაუჯდა დატენიდა,იქნებ რაიმე ხიფათში გაერია? -კვლავ დაპანიკდა თია და მოსვენება დაეკარგა
-თია,ზოგჯერ ყველაფერს უფრო მუქ ტონალობაში აღიქვამ ხოლმე..-გაუწყრა ნატო
-ნატო,დედის გული სხვანაირია,მით უმეტესს რომ ამ ქვეყნად მის გარდა არავინ მყავს..
-თია,ღრმად ჩაისუნთქე,გონება დაიცალე ნეგატიური ფიქრებისგან,აი,ნახავ ხვალ დილით რომ შენი გოგონას უვნებელ ხმას გაიგებ,შვებით ამოისუნთქავ. -დააიმედა მეგობარი და ხელზე თავისი ხელი გაუხახუნა
-ვერ ვწყნარდები,ნატო..- ამხილა ფიქრები და თავი დახარა,ისე როგორც პატარა დამნაშავე ბავშვები ხრიან ხოლმე უფროსის წინაშე
-რამე სხვა თემაზე მესაუბრე,მაგალითად მამუკაზე...-მოულოდნელად წამოცდა ნატოს,არადა უნდოდა რომ რაიმე მხიარულზე გადაეტანა თემა,სამწუხაროდ დაუფიქრებალდ კიდევ უფრო გაართულა და გაამძაფრა მათი დიალოგი
-მამუკა?!..-ღმად ჩაისუნთქა თიამ და მოყოლას შეუდგა.. -მე და მამუკამ ოცი წლის ასაკში გავიცანით ერთმანეთი,ცოტა ხანს ვხვდებოდით ერთმანეთს,ალბათ პროვინციელი რომ დამინახა,იფიქრა მის მოტყუებას რა უნდაო,ბეჭედი მაჩუქა და თითქოს დამნიშნა,არადა თურმე ყალბი ყოფილა,ჰო მაშინ პროვინციიდან ვიყავი ჩამოსული,დედა მყავდა მარტო,რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებდა,თავს იტვირთავდა და ერთადერთ შვილს განათლებას აძლევდა დედაქალაქში,მაშინ საკმაოდ კარგი რეპუტაცია ჰქონდათ მათ,ვინც განათლებას სახელმწიფო უნივერსიტეტში იღებდნენ,ბოლო კურსს ვხურავდი როცა მამუკა გავიცანი,საოცარი მამაკაცი იყო,სილაღით სავსე,მეც დავიჯერე მისი ტყუილები,ვნებას ავყევი და საბოლოოდ ფეხმძიმედ დავრჩი,დედაჩემი ჩემს ორსულობას დააკვდა,სირცხვილად ნამდვილად არ მიაჩნდა,მიუხედავად იმისა რომ რეალურად ეს სირცხვილი და დიდი ლაქა იყო ჩვენი ცხოვრებისთვის,ყველა ჩვენკნ იშვერდა თითს და ადრე თუ ყველა სიამაყით შემოგვცქეროდა,მერე ყველაფერი შეიცვალა,ყველა დაგვცინოდა,მიწასთან გვასწორებდა და გვლანძღავდა,მამუკა მას შემდეგ დაიაკრგა,თითქოს მიწამ ჩაყლაპა,რეალურად არც მიცდია მისი მოძებნა,არ მინდოდა მისი შეწუხება,მეც დედის გზად დავადექი და ფეხები წელზე დავიდგი,რომ ჩემი ერთადერთი ქალიშვილი მერჩინა,ის ვინც დამრჩა ამ ქვეყნად,არასდროს გავწყრომილვარ ამისთვის უფალს,ვინაიდან და რადგანაც ეს ჩემი დანაშაული იყო და არა უფლის,პირიქით მადლობასაც ვუხდიდი მას,რომ მარია მაჩუქა...სოფელში მიწის ნაკვეთები გავყიდე და ის ბინა,რომელშიც ადრე ქირით ვცხოვრობდი შევისყიდე,ორ სამსახურში ვმმუშაობდი და დღე-ღამეს ერთმანეთთან ვასწორებდი,ამიტომ ნაადრევად დაიბადა ანა-მარია,მაგრამ ჯანმრთელი და ძლიერი ბავშვი გამოდგა...
-ღმერთო,რამდენი რამ გადაგიტანია თია..-ცრემლი შეიმშრალა კარებთან მდგომმა ქალბატონმა ერისთავნა,თიამაც მოიწმინდაწამოსული ცრემლები დ - მაპატიე,აქვე ვიდექი და შემთხვევით მოვისმინე თქვენი საუბარი,მართალია მე არავინ მეკითხება,მაგრამ რატომ ატარებთ შენ და მარია ერთსადა იმავე გვარს,ნუთუ არც მისი გვარი მიგიცია გოგონასთვის?
-არა,მე მისაზე ყველაფერზე უარი განვაცხადე,მე განზე გავწიე მამუკა!
-და მარია როგორ რეაგირებს ამ ყველაფერზე?
-ჩვენ გვქონდა ამ თემის შესახებ საუბარი,მას არანაირი პრეტენზია არ გამოუხატავს,პირიქით ჩემი მხარეც დაიჭირა
-რომ არ დაეჭირა შენი მხარე მართებული არ იქნებოდა,მაგრამ იქნებ იმის გამო რომ შენთვის გული არ ეტკინა დაგიმალა,იქნებ მას მამის მოძებნა სურს? იქნებ აინტერესებს კითხვებზე პასუხი,რომელიც ამ დროის განმავლობაში დაუგროვდა?- აშკარად გულნატკენი ჩანდა ქალბატონი მაია,გულთან მიეტანა მათი ამბავი და დახმარებასაც ცდილობა
-ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია..-ჩაფიქრდა თია - იქნებ მართალი ხართ,ქალბატონო..
-ერთს გირჩევ,როგორც მეგობარი,დაელაპარაკე მარიას,უთხარი რომ გულწრფელი იყოს და მისი არანაირ გადაწყვეტილება გულს არ გატკენს-მხარზე ჩამოუსვა ხელი მაიამ
-აუცილებლად,ქალბატონო,როგორც კი ჩამოვა,აუცილებლად დაველაპარაკები..-გაუღიმა უფროსს...

888
-დილა მშვიდობისა,მშიშარავ!- ენა გამოუყო ელამ გოგონას და ცდილობდა მხიარული ყოფილიყო,მაგრამ მარია შეხედვისთანავე მიხვდა რომ ამით ნერვიულობის დამალვას ცდილობდა
-ნუ ნიბავ შენს ნერვიულობას,კარგად ვარ,აქ როგორ მოვხვდი?
-როგორც ყოველთვის,ლუკამ მოგიყვანა-წარბები აათამაშა გოგონამ
-მართლა?
-ჰო,ისეთი თვალებით გიყურებდაა..-ფიქრებში გადაეშვა ელა და თან მარიაც გაყვა,გაახსენდა გუშინდელი ღამე და გაეღიმა,ნუთუ მამაკაცმა მართლა დათმო მისთვის პირველობა,ნუთუ მართლა ჩაილაპარაკა წუხელ ის სიტყვები,როდესაც გაიაზრა რომ ეს ყველაფერი არა სიზმარი,არამედ სასიამოვნო რეალობა გაეღიმა და რაღაც ამოუცნობი გრძნობით აივსო
-ახლავე უნდა გადავუხადო,ლუკას მადლობა.-წამოფრინდა და ლუკას ნომრისკენ წავიდა,სულ არ უფიქრია იმაზე რომ ახლა პიჟამოებში იყო გამოწყობილი,რომ დილის შვიდი საათი იყო და რომ შეიძლებოდა საშინლად უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო,უბრალოდ ძალიან სჭირდებოდა ლუკას დანახვა და კიდევ ერთხელ დარწმუნება იმაში,რომ ეს ყველაფერი რეალობას წარმოადგენდა,საკმაოდ სასიამოვნო რეალობას,რამდენიმე წუთიანი კარებზე კაკუნის შემდეგ,როგორც იქნა კარები ნახევრად მძინარე ლუკამ გააღო და როდესაც მის წინაშე მდგომი გოგონა დაინახა სწრაფად გამოფხიზლდა,თავიდან ფეხებამდე აათვალიერა გოგონა და უტიფრად ჩაეღიმა,ვინ იცის რამდენი ბინძური აზრი უტრიალებდა ახლა ერისთავს გონებაში,ხარბი მზერა მარიამაც მიაპოყრო და მანაც თავიდან ფეხებამდე აათვალიერა ახლად გაღვიძებული მამაკაცი,რომელიც მის წინაშე მხოლოდ შორტებით იდგა,როდესაც მათი თვალები ერთმანეთის სხეულზე უტიფრად ხეტიალს მორჩნენ და ერთმანეთს შეეგებნენ ლუკა განზე გადგა და გოგონას შინ შემოსასვლელი გზა დაუთმო,მარიამაც გაბედული ნაბიჯებით შეაბიჯა ლუკას ნომერში და მის წინ,რამდენიმე ინჩის მოშორებით დადგა,საუბრის დაწყება უჭირდა,არა იმიტომ რომ ბოდიშის მოხდა უწევდა,არამედ იმიტომ რომ ლუკას მწველ მზერას გრძნობდა,იმიტომ რომ მამაკაცი ახლა მის წინაშე ნახევრად შიშველი იდგა და გულ-მკერდთან გამოყვანილი კუნთები თავს იწონებდნენ გოგონას წინაშე და შეიძლებოდა ამას იგი დაებნია,იმიტომ რომ ახლა იგიც თითქმის ნახევრად შიშველ მდგომარეობაში მამაკაცის ოთახში იდგა და ასევე იმიტომ რომ გუშინდელმა ღამემ წამების მეასედებში გადაურბინა თვალწინ,მერე არჩია თავი დაეხარა და ისე დაეწყო საუბარი,ასეც მოიქცა

-მე..მე უბრალოდ..-ალუღლუღდა გოგონა,მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მას თავი დახრილი ჰქონდა დ ათავისი შიშველი ტერფების გარდა ვერაფერს ხედავდა,მაინც გრძნობდა ლუკას სხეულიდან წამოსულ ენერგიას,იმდენად ძლიერი იყო,რომ გოგონას ბრინჯის მსგავსად აბნევდა,საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ტუჩზე იკბინა,მამკაცს გოგონას ქცევაზე კვლავ გაეღიმა და საუბრის წამოწყება,ან უფრო არევ-დარევა საკუთარ თავზე აიღო
-რისი თქმა გინდოდა,სექსუალურო ქერავ?!-კვლავ უტიფრად უღიმოდა მამაკაცი,მარია სახეზე კიდევ უფრო წამოწითლდა და თვალებში სასიამოვნო მრისხანება ჩაუდგა
-იმის თქმა მინდოდა რომ მეორედ მასე არ დაგეძახნა! - ჩაილაპარაკა თავდაჯერებულმა,მიუხედავად იმისა რომ თავისი თვალები სულ სხვა რამეს ამბობდნენ
-ჰოო?-მამაკაცმა ერთი ნაბიჯი გადადგა მარიასკენ,მარიამ კი მსგავსი,ოღონდ უკუ მიმართულებით - დავიჯერო ამ დილაუთენია მხოლოდ ამის სათქმელად გამომეცხადე ოთახში? - ჯანდაბა,დაიბნა მარია,აქ მადლობის სათქმელად მოვიდა,არადა ახლა მადლობის თქმის გარდა ყველაფერი უტრიალებს გონებაში,რაც უფრო ცდილობდა მამაკაცი მიახლოვებას მით უფრო უკან იწეოდა მარია,ბოლოს გოგონა მის უკან აღმართულმა კედელმა შეაჩერა და ერთიც ამოიგმინა თავისი ბედის გამო,თავი დახარა,თვალები დახუჭა და ტუჩის წვალებას შეუდგა,ასე იცოდა მაშინ,როდესაც ნერვიულობდა,ახლაც საშინლად ნერვიულობდა,მამაკაცი მის წინ წელზემოთ შიშველი იდგა და სულ ცოტაც და მათ შორის მანძილი ძალიან მცირე გახდებოდა,იმდენად მცირე რომ მის სუნთქვას უპრობლებოდ იგრძნობდა მთელს სხეულზე,ასეც მოხდა,მამაკაცმა მათ შორის მანძილი მინიმალურამდე დაიყვანა,ერთი ხელით გოგონას გასწვრივ, კედელს მიეყრდნო,ხოლო მეორეთი თავი წამოაწევია და თვალებში ჩახედა
-მხოლოდ ამის სათქმლად?-ქვედა ტუჩზე შეახო თითი და კბილებს გამოაცალა - ნუ იწვალებ ტუჩს -ახლა თვითონ დაუწყო საკუთარს წვალება
-არა,მე..მე...მინდოდა,მეთქვა,რომ...-კვლავ ალუღლუღდა გოგონა,მიხვდა რომ ახლა სუნთქვაც კი შეუძლებელი იყო საუბარზე რომ არაფერი ვთქვათ და ეცადა რაც შეეძლო მეტი ატმოსფერული ჟანგბადი ჩაესუნთქა
-თქვი,ნუ გერიდება..თუმცა მინდა ვაღიარო რომ ეს სიწითლეც ძალიან უხდება შენს ღაწვებს..- გააშიშვლა საკუთარი ფიქრები მამაკაცმა
-მართლა? - გულუბრყვილოდ ჩაილაპარაკა მარიამ
-ჰო,მართლა.. -კვერი დაუკრა ლუკამაც
-მადლობის თქმა მინდოდა-ამოილუღლუღა,როდესაც მამაკაცის თვალებმა სხვა მიმართულებით დაიწყეს ცქერა და მისი დამტყვევებელი მზერისგან განთავისუფლდა,მაგრამ მალევე კვნესა აღმოხდა,როდესაც მისი ტუჩები ყელზე იგრძნო,ხელები კისერზე ჩამოასვენა,რომ არ ჩაკეცილიყო და მამაკაცს დაეყრდნო,იმდენად სასიამოვნოდ იყო გაბრუებული რომ ვერც იაზრებდა რა ხდებოდა მის თავს,ერთს ხვდებოდა რომ ეს ყველაფერი წითელ ღვინოზე უფრო მათრობელა იყო,მამაკაცი კვლავ განაგრძობდა მის ყელზე ხეტიალს და ამით უფრო და უფრო ამყარებდა და ამძაფრებდა რაღაც ამოუცნობს,ბოლოს როდესაც მარია გონს მოეგო ხელი კრა მამაკაცს და მოიცილა მისი ტუჩები ყელიდან,მაგრამ ეს გრძნობა იმაზე უფრო საშინელი აღმოჩნდა ვიდრე ეგონა,სახეზეც დაეტყო უკმაყოფილება და მამაკაცს ჩაეღიმა
-რა გაცინებს?-თითქოს არაფერიო ისე იკითხა ლუკაზე ხელებჩამოწყობილმა
-მეცინება,როგორი გამოუცდელი ხარ,როგორი სათუთი და როგორი გულუბრყვილო,ტყუილიც კი არ შეგიძლია,სახეზე გეტყობა ყველაფერი,გადაშლილ წიგნს გავხარ,ყველაფრის წაკითხვა შეიძლება შენზე შეხედვით-გოგონას ყურთასმენას წვდებოდა ეს სიტყვები და მისი ორგანიზმი სხვანაირად რეაგირებდნენ,აქამდე სულ სხვანაირად ისმენდა ამ ყველაფერს,მშვიდად,აუღელვებლად,მაგრამ ახლა...ახლა რაღაც სხვა გრძნობა იყო,სხვა შეგრძნება,მამაკაცის თვალებს ვერ ხედავდა გოგონა,მიუხედავად იმისა რომ პირისპირ იდგნენ,იგი მხოლოდ მამაკაცის ტუჩებს აკვირდებოდა,აკვირდებოდა და ის შეგრძნება იპყრობდა,რომელიც გასულ ღამეს ლუკას,მაგრამ გოგონას მსგავსად იკავებდა თავს
-რისთვისაც მოვედი ის უკვე ვთქვი,ახლა გამატარე თუ შეიძლება
-მე გაგატარო?-გაკვირვებულმა შეხედა მამაკაცმა
-ჰო,შენ,რა გაგიკვირდა?-არანაკლებ გაკვირვებული თვალებით შეხედა გოგონამ
-კარგად დააკვირდი შენს ხელებს-კისერზე ჩამოწყბილ ხელებზე ანიშნა მამაკაცმა და გოგონა მყისიერად წამოწითლდა სახეზე,ხელებიც ასევე სწრაფად ჩამოწია,მაგრამ მამაკაცმა უცებვე დაუბრუნა თლილი თითები საწყის პოზიციას
-რა?-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა
-ასე უკეთესია-გაუღიმა
-ჰა? -დაიბნა გოგონა და გაურკვეველი ბგერების ამოშვება დაიწყო
-შენი ყვრიმალები,რომლებიც ასე გამოკვეთილად გეტყობა ღაწვებზე,სხვანაირს მხდიან,სხვანაირ ლუკას..-განაგრძობდა გოგონას დათრობას ლუკა და არ ჩერდებოდა
-ლუკა..-შეჩერება სცადა გოგონამ
-მითხარი,მითხარი რომ გინდა ჩემი ტუჩები შენს ბაგეებს შეეხოს,მითხარი..-ლუკას ხმაში მუდარამაც გაიჟღერა,ამან კიდევ უფრო დააბნია გოგონა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია,არადა დავიფიცებ ვერც კი გაიაზრა ახლა რაზე დასთანხმდა,გულის ხმას მიჰყვებოდა გოგონა და არა გონებისას,ამიტომ ვერაფრის გააზრებას ვერ ახერხებდა - შენით მითხარი,მინდა შენმა ხავერდოვანმა ხმამ გააჟღეროს შენი სურვილები
-მინდა..-ამოილუღლუღა გოგონამ
-რა გინდა? - არ ეშვებოდა ლუკა
-შენი ტუჩების დაგემოვნება..- წამოცდა გოგონას და როდესაც მამაკაცი მისი ტუჩებისკენ დაიხარა მხოლოდ მაშინ გაიაზრა ეს ყოველივე და მომენტალურად დაუსხლტა ხელებიდან,აქოშინებულმა მოიხურა კარი და კისრისტეხვით გაიქცა თავისი ოთახისკენ,როდესაც აბაზანიდან გამოსულმა ელამ აქოშინებული მარია დაინახა შოკი მიიღო

-რა მოხდა?
-კინაღამ სისულელე ჩავიდინე
-რა მოხდა?! - მოუთმენლობა ჩანდა ელას ხმაში
-ახლახანს დაუფიქრებლად დავრთე ლუკა ერისთავს კოცნის ნება..
-რა?! - პირი დააღო ელამ და გოგონა შეანჯღრია გამოსაფხიზლებლად
-ხო..- დაეთანხმა ფიქრებში წასული გოგონა,მაინც არ უშველა ელას შენჯღრევამ
-არ მჯერა..
-არც მე.-ამოილუღლუღა
-გაკოცა?! - სულწასული იყო ელა
-არა
-მოიცა,ხელი გკრა? - გაუკვირდა ელას და რაღაცნაირი სახე მიიღო
-არა..
-აბა?
-გავექეცი..
-რა?...- ეს კიდევ უფრო გაუკვირდა ელას და ლოგინზე დაესვენა,მერე ყველაფერი როგორღაც მარიამაც გაიაზრა
-რაა? -მხოლოდ ეს სიტყვა აღმოხდა გოგონას და დაქალის გზას დაადგა ისიც...


-----
ვიცი რომ პატარა თავია,მაგრამ მეტი ფაქტიურად ვერ მოვახერხე.
მადლობა რომ კითხულობთ
მიყვარხართ! love



№1  offline მოდერი bibo

Bombs iyooo saswaulii tkbilo vgijdebi vapren shenzeee elenes ichagrav dzan

 


№2 სტუმარი A

Vau.... Umagresi iyo......

Umagresi iyo magrad momewona....

 


№3  offline წევრი tvinischia

ვაი რა კარგიაააა გააგრძელე რა და გაზარდე თავები ❤

 


№4 სტუმარი Lanuka lanu

Vaime ra kargi tavi iyoo dzn momewona.mokled arachveulebrivi iyi chemo kargoo.veli shemdeg tavs

 


№5  offline წევრი Pepper

კარგი ისტორიაა <3
ლუკა კარგად მოიქცააა <3
მომწონს ეს ორი ერთად <3
ველოდები შემდეგ თავს <3

 


№6 სტუმარი ananiko

au ra cud momentze gaacherdaa :( rogor mainteresebs ra iqneebaa :))))) niin me sheni yvela nawarmoebi cakitxuli maq ertaderti rac ar momewona bolo iyo :s nu ra vqna ar momewona ubralod iq ar avgnishne arsad ar dagicere komentari :* ai es ki sheneburia shen ro ici xolme iseti da imedi maq bolomde ase gagrdzeldeba

 


№7  offline მოდერი Nina))

ყველაზე მაგარი გოგოები ხართ თქვენ,უკვე მერამდენე დღეა ჩემი ისტორია დღის ტოპ სიახლეებს არ სცილდება,მიყვარხართ,მიყვარხართ და მიყვარხართ! ♥
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent