შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-უჩემოდ შენ?-კარგი რა!!! (თავი 1)


18-02-2016, 18:47
ავტორი CRAZY DREAM
ნანახია 2 106

• ნიცა ბერიძე
• მშობლები: მია და დემნა ბერიძეები
• საუკეთესო მეგობარი: სესილი მაისურაძე
• მიყვარს: მეგობრები და გართობა
• არ მიყვარს: ამპარტავანი ხალხი, ვერ ვიტან სიგარეტს და ალკოჰოლს
• ჩემი ოცნებაა:რიოში მოგზაურობა და ტატუს გაკეთება.
ღიმილით გადაიკითხა 6წლის წინ შევსებული „მეგობრობის დღიური’’ და ისიც სხვა წიგნებისა და რვეულების მსგავსად ყუთში ჩადო.
-აბა, ყველაფერი ჩაალაგე?-კარი შემოაღო საშუალო ასაკის, ჭაღარაშერეულმა კაცმა. ყუთების დანახვისას კმაყოფილმა გაიღიმა.
-კი, დემნა ყველაფერი მზადაა-საქმიანად მოავლო თვალი უკვე დაცარიელებულ ოთახს თვალი და ჩემოდნის ელვა შეკრა.
-კარგი, მაშინ დედაშენს დაეხმარე. მთელი დღეა „კოსმეტიკას’’ ალაგებს და კიდევ ვერ მორჩენილა-თქვა სიცილით დემნამ და ორი ყუთი შეათამაშა ხელსი.
-კარგი რა დემნა, ხომ იცი როგორ უყვარს მსგავსი რაღაცეები,როგორ ვერ შეეჩვიე , უკვე 18 წელია რაც ცოლ-ქმარი ხართ-უთხრა ამ სიტუაციით გახალისებულმა და სიცილით შეხედა კარში მდგომ დედას.
-დემნა, მორჩი წუწუნს, უკვე ყველაფერი ჩავალაგე, ჯობია სწრაფად ჩაიტანო ბარგი-უთხრა გაბუტულმა მიამ ქმარს და გვერდით გაიწია, რომ ქმარი გაეტარებინა.
-არა, როგორ ვერ იგებს-ამოიოხრა მიამ და ისევ გააგრძელა ბუზღუნი-რომ „გამოვიპრანები’’ მაშინ ძალიან მოსწონს .
-ჩამოდით, დროა წავიდეთ-ამოსძახა პირველი სართულიდან ცოლ-სვილს დემნამ და უკვე ჩამოსულ ცოლს მიჰყვა უკან.
მოწყენილმა მოავლო მიამ უკვე თვაის ყოფილ ოთახს თვალი. როგრო უყვარდა ეს სახლი და საერთოდ ეს ქალაქი. ბავშვობიდან აქ იზრდებოდა. განსაკუთრებით, საღამოობით ზღვაზე გასვლა უყვარდა. ამ დროს ყველა პრობლემას ივიწყებდა და ფიქრებში იკარგებოდა. არ ეთმობოდა ეს ყველაფერი. მაგრამ, მისი მომავლისთვის ასე ჯობდა. სკოლა წარმატებით დაასრულა და ახლა უნივერსიტეტში გააგრძელებდა სწავლას, მაგრამ ახლა უკვე ბათუმიდან შორს თბილისში. მუჭით მოიწმინდა თვალებიდან დაუდევრად წამოსული ცრემლი და კარი გამოიხურა.
ცოტა გახალისდა როცა უკვე შერიგებულ ცოლ-ქმარს შეხედა და მანქანის უკანა კარი გამოაღო.
-ნიც, ელაპარაკე ტაისიას?-წინა სავარძლიდან გადმოხედა მიამ.
-კი დედა, დილით დამირეკა გველოდებიან. დემნა ხმას აუწიე-უთხრა როცა საყვარელი მუსიკის ჰანგები გაიგონა.
5საათში უკვე ტაისიას სახლის წინ იყო მანქანა გაჩერებული და დემნა და გიორგი საქმიანად იღებდნენ იქიდან ბარგს.
მია ტაისიასთან საუბარში იყო გართული და არც გაუგია, როგორ ეძახდა მია, მოდი დამეხმარეო.
როცა ყველაფერი დაასრულეს, სავახშმოდ დასხდნენ.
-ნიცა, შენც ტაისიასთან ერთად ისწავლი, თუ რამე სხვა დარგი აირჩიე?-იკითხა ნინომ და წყალი მოსვა.
-არა, მეც მასთან ერთად ვისწავლი-მაშინვე უპასუხა და გაიკრიჭა. მართალია სწავლა დიდად არასდროს უყვარდა, თუმცა სკოლა მაინც კარგ ნიშნებზე დაამთავრა. ახლა კი ტაისიასთან ერთად აპირებდა ექიმი გამოსულიყო.
-შვილო, ხომ იცით ქირურგობა ადვილი საქმე არ არის, ბევრი შრომა მოგიწევთ, ახლა ორივე უნდა დასერიოზულდეთ და მთელი ყურადღება ამ საქმეზე გადაიტანოთ. აბა თქვენ იცით-დაასრულა თავისი სათქმელი გიორგიმ და შვილს და ნათლულს გადაეხვია.
კიდევ ბევრი ისაუბრეს და იცინეს. ნიცა დამისი ოჯახი აქ კიდევ რამდენიმე დღე გაჩერდებოდნენ, სანამ ახალ სახლს იყიდნენ.
-ნიც, მოემზადე და გარეთ გავიდეთ-გამოსძახა ტაისიამ ოთახიდან.
-კარგი რა ამ სიცხესი-წაიბუზღუნა თავისებურად, მაგრამ მეგობრის გაბრაზებული სახე რომ დაინახა სიცილით ავიდა ოთახში.
ბარგი ამოლაგებული არ ჰქონდა, ამიტომაც მთელი საათი ეძებდა საჭირო ნივთებს ჩემოდანში. ბოლოს არჩევანი მოკლე შორტებზე, კედებზე და ტოპზე შეაჩერა. სიცხის გამო გრძელი ოქროსფერი თმები მაღლა აიწია და სარკეში ჩაიხედა. ყველაზე მეტად თავისი ნაცრისფერი თვალები უყვარდა. ხელი მოუსვა კისერზე დაკიდებულ კულონს, სევდიანად გაიღიმა და ოთახი დატოვა.
P.S გამარჯობა, ამ საიტზე ახალი ვარ. დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა რამე დამეწერა. პირველი თავი პატარაა, მაგრამ შემდეგი თავები უფრო საინტერესო იქნება. აბა რას იტყვით, გავაგრძელოო?



№1 სტუმარი Fuck normality

Kargi dasawkisia warmatebebs gisurveb❤❤❤❤

 


№2  offline მოდერი bibo

Kargia tkbilo momwons mee murabav

 


№3 სტუმარი A

Gaagrdzele kargi dasawyisia da mere vnaxot.

 


№4  offline წევრი natia-natia

აუუ მალე დადე რა

 


კი გააგრძელე სათაურმა დამაიმტრიგა
--------------------
romantikosi mwerali

 


№6  offline წევრი CRAZY DREAM

bibo
Kargia tkbilo momwons mee murabav


მადლობა საყვარელო

lann❤
კი გააგრძელე სათაურმა დამაიმტრიგა


მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent