შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაუნტის ვალი [5]


18-02-2016, 21:31
ავტორი მარრიამი
ნანახია 6 467

დილაც ღიმილით დაიწყო, თუმცა ზაფხულისთვის შეუფერებელმა ამინდმა ჩააცხრო მისი აღფრთოვანება. ღრუბლიანი დღე, კოკისპირული წვიმა და განწყობაც მაშინვე გაუფუჭდა. გარეთ გამსვლელი არ იყო, ასეთ ამინდში ფეხსაც ვერ გაადგამდა. ისიც იცოდა, ლილეს იმედიც არ უნდა ჰქონოდა, ის კიდევ უფრო ვერ იტანდა წვიმას. შაკოც სადღაც დაიკარგა. მოკლედ, მთელი დღე მოწყენილი იქნებოდა, თუმცა იქნებ ესეც არ იყო ცუდი. დედასთან გაატარებდა დროს, სამზარეულოში იფუსფუსებდა, ცოტა რამეს გააკეთებდა, ბევრს გააფუჭებდა, მაგრამ მერე რა, ხომ ეცდებოდა.

- დედიკო _ ხალათით გავიდა სამზარეულოში.
- ანი, პატარა ხომ აღარ ხარ, რამდენჯერ შეიძლება გითხრა დღეში, ფეხშველი ნუ დადიხარ _ საყვედურით უთხრა.
- კარგი რა _ მოწყვეტით აკოცა ლოყაზე და ჭიქაში წყალი ჩამოასხა _ დღეს სახლში ვარ, აბა რა გეგმები გვაქვს?
- რაც გინდა, ოღონდ მშვიდობიანად _ გაუცინა.
- დეე _ შეუბღვირა.
- კარგი ჰო, მე ღვეზელები უნდა გამოვაცხო, შენ თუ გინდა ტკბილი გააკეთე რამე.
- კარგი, შოკოლადის ნამცხვარს გავაკეთებ.
- ლილე ამოვა?
- არა, ლილიკო სახლიდან გამომსვლელი არაა.
- მიდი, ჩაიცვი.

ოთახში შესულმა ტელეფონს დახედა - ერთი შეტყობინება, გახსნა.

„ანაკონდებს წვიმა უყვართ?“
„ამინდს არ მოუშხამავს ნერვები ისე, როგორც შენს შეტყობინებას.“
„მაპატიე, იმედია დახრჩობით არ დამსჯი.“
„დიდი სურვილი მაქვს, თუმცა ვეჭვობ ამის ძალა არ შემწევს.“
„მე კი პირდაპირ ვკვდები იმის სურვილით, ანაკონდას მსხვერპლი გავხდე.“
„ენამ არ გიყივლოს.“
„ანაკო..ანაკო...“
„აღარ მცალია, უკაცრავად.“
„კარგი, დროებით.“

- ლილიკო, ნუთუ ნამცხვარიც კი ვერ გამოგიყვანს ჩემთან?
- მეზარება, იმ ხუთ მეტრსაც ვერ გამოვივლი შენი სადარბაზოდან რომ მაშორებს.
- უიმე _ დაიწუწუნა _ თუ გეტყვი რომ რაღაც უნდა გითხრა?
- დასაფიქრებლად ღირს, თუმცა წვიმა რომ გადაიღებს მერეც მეტყვი _ გაიცინა.
- კარგი, წავედი მაშინ, დროებით.

ყველაფერი მოიმარაგა და დაიწყო. იდეალური ნამცხვარი გამოუვიდოდა, პრინციპში გამოუვიდა კიდეც, თუ სამზარეულოს მდგომარეობას არ გავითვალისწინებდით. მთელი სამზარეულო ფქვილით და შოკოლადით იყო დასვრილი. თითქმის საათი მოუნდა დასუფთავებას, შემდეგ კი გაბადრული უყურებდა საკუთარ ნახელავს.

- დედი ნამცხვარს იმისთვის აცხობენ, რომ დაჭრან და შეჭამონ _ სიცილით მიუდგა დედა გვერდით.
- ხედავ რა კარგი გამომივიდა, ხედავ?
- ვხედავ დე, ვხედავ, ახლა გემოც ვნახოთ.
- დავჭრი ახლავე.
- ტელეფონს მიხედე მანამდე.
- კარგი, კარგი.

ტელეფონზე ისევ შეტყობინება დახვდა.

„იმედია გარეთ გახედვა ცოტათი მაინც უშველის შენს განწყობას.“

გაკვირვებულმა მიაშურა ფანჯარას, თუმცა ვერაფერი დაინახა.
- გარეთ...გარეთ... იქნებ სადარბაზო? _ თავისთვის ჩაიბურტყუნა და კარებისკენ წავიდა. _ ნამდვილად სადარბაზოა _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა, როცა ბაუნტის შეკვრა დაინახა. აიღო, გაიხედა, თუმცა არავინ ჩანდა. ღიმილით შებრუნდა სახლში.

„მადლობა, არ იყო საჭირო“ - სწრაფად აკრიფა ტექსტი და გაუგზავნა.
„ვალად დაგედო.“
„მითუმეტეს არ მინდა.“ - გაბრაზებულმა დაუბრუნა პასუხი.
„პატარა, ბუტია ანაკო..“

გაეღიმა, რა ექნა თუ მოსწონდა გაბრიელის ყურადღება, მინაწერები, მაგრამ მაინც ახერხებდა გაბრაზებას.

„შეიძლება გავიგო ქალაქს როდის ტოვებ?“
„კვირის ბოლოს.“
„და შეიძლება მანამდე გნახო?“

დაფიქრდა, რა უნდა მიეწერა, რატომ უნდა ენახა, და საერთოდაც რა უნდოდათ ერთმანეთისგან? როდემდე უნდა ყოფილიყვნენ ასე შეტყობინებებით? შეხვდებოდნენ, ისაუბრებდნენ, იმედია ნორმალურად და რამეს მაინც გაიგებდა.

„შეიძლება“ _ მხოლოდ ერთი სიტყვა მიწერა.
„კარგი, ამ დღეებში შეგეხმიანები.“
„კარგი.“

- შეიძლება? _ ოთახში შეიხედა დედამ.
- მოდი დე.
- ამდენი შოკოლადი მიიღე საჩუქრად, არ უნდა მაჭამო?
- აიღე _ გაუცინა.
- და ვინ არის გამომგზავნი? _ ეშმაკურად გაუცინა.
- შოკოლადებს რომ მიჭამდა, აი ის.
- გასაგებია _ სიცილით უთხრა და გვერდით მიუწვა.

მეორე დღე ლილესთან ერთად გაატარა. შაკო ისევ არ ჩანდა. იმ დღეს არც გაბრიელი გამოჩენილა. ხშირად ამოწმებდა ტელეფონს ანი, მაგრამ ბიჭისგან არაფერი ისმოდა.

- უყურადღებო _ ჩაიბურდღუნა.
- რა დღეში ხარ შენ _ კისკისით მიჰკრა მხარი ლილემ _ რომ გკითხონ არაფერია.
- ჯერ არაფერია _ წარბის აწევით გადახედა.
- ჯერ, ჯერ, მოგიხდათ თქვენ სვანეთიდან ჩამოსვლა _ გაუცინა.
- ჰო, მგონი _ შეიფერა.
- მე და შაკოს მოგვწონს, ერეს და სალოსაც მოეწონებათ თავისთავად, მორჩა! გადაწყვეტილია!
- ოო, მოიცა რა, პირველად უნდა ვნახო ადამიანი, რა არის გადაწყვეტილი.
- შენ ერთი ნახვით შეყვარებაზე არაფერი გსმენია?
- არ მჯერა მე _ კატეგორიულად თქვა და სიცილი ატეხეს.

ტელეფონით სალომესთანაც ილაპარაკეს და ანი სახლში დაბრუნდა. უკვე დაწოლას აპირებდა, გადაწყვიტა შაკო დაეცოფა ასე დაკარგვის გამო.

- გისმენ ანუშკები.
- ოჰ, გახსოვარ? _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
- მახსოვხარ სხვათაშორის _ გაეცინა შაკოს.
- არ გეტყობა რაღაც.
- ვაა, ანუშკები მიბრაზდება?
- რა გასაკვირია, სად დადიხარ გამაგებინა ერთი.
- კაი ხვალ გნახავ რა.
- მეეჭვება უკვე.
- ანი მორჩი ახლა, გნახავ აბა რას ვიზამ.
- კარგი _ ნაწყენმა უპასუხა.
- კაი რა ჭინკა.
- კარგად.
- მიყვარხარ _ იცოდა, როგორ უნდა მოეთაფლა.
- მე არა _ გაეცინა და გაუთიშა.

***

- ოჰ, მორძანდა _ დოინჯშემორტყმულები დახვდნენ გოგონები _ სად დაგულაობ?
- მაოცებთ ხანდახან _ სიცილით შევიდა შაკო, გოგონებს აკოცა და დივანზეც მოკალათდა.
- სად დაიკარგე?
- არსად, რა გჭირთ, რა კაპასი ცოლებივით იქცევით _ ბუზღუნით უთხრა შაკომ.
- ძალიან კარგი, სულ აღარ გკითხავთ აღარაფერს _ მაშინვე გაიბუტა ანი _ და აღარც აღარაფერს გეტყვით.
- ოო, აი ეგ არ მომეწონა _ გაიცინა ბიჭმა. _ გისმენთ.
- რას მისმენ?
- ამბებს ანუშკები _ გაუცინა _ თუ ანაკო?
- დამანებე რა თავი.
- ბავშვი, რითი ვერ გაიზარდე?
- უკეთესებთან მიბრძანდი.
- ანი, გავიცინეთ, გვეყო, მოდი აქ, მოდი _ დივანზე ხელი დაატყაპუნა _ და მომიყევი, მგონი ბევრი დაგიგროვდა მოსაყოლი.
- ვაიმე დამეტანჯა ნერვები გოგო, მოუყევი ან მე მოვუყვები _ თვალები დაუბრიალა ლილემ.
- მოუყევი, მე არ ველაპარაკები.
......
- კარგი, მოდი ახლა გაბუტვა გვერდით გავწიოთ _ გადახედა ანის, როცა ლილემ მოყოლა დაასრულა _ და მითხარი შენ რას ფიქრობ?
- მოიცა ახლა რაც მე ვილაქლაქე დასკვნაც ვერ გამოიტანე ეს ქალბატონი რას ფიქრობს? _ თვალებს ქაჩავდა ლილე.
- მისგან მინდა მოვისმინო..
- ჯერ არაფერს, შევხვდები და ვნახოთ მერე.
- კარგი, ჭკვიანად ჭინკა. სოფელში როდის მიდიხარ?
- ზეგ.
- კარგიი..

***

„ექვსზე სადარბაზოსთან დაგელოდები.“
„რატომ ხარ დარწმუნებული რომ ჩამოვალ?“
„დარწმუნებული არ ვარ, მე უბრალოდ დაგელოდები, დანარჩენი შენს გადაწყვეტილებაზეა.“
„უკვე ექვსის ნახევარია, მომზადებას ვერ მოვასწრებ.“
„ნუთუ მეპრანჭები?“
„არც იფიქრო!“
„არ დააგვიანო, თორემ ვიფიქრებ.“

სიცილით გადააქნია თავი გოგონამ და სარაფანი გამოიღო კარადიდან, არც უფიქრია, რომ არ წავიდოდა.

- გამარჯობა _ ზურგიდან მიუახლოვდა ბიჭს.
- ზუსტად ექვსია _ გაეღიმა.
- არ ვიპრანჭებოდი _ ღიმილითვე უპასუხა.
- დარწმუნებული ვიყავი, წავედით?
- წავედით _ გაეცინა.

ჩუმად მისეირნობდნენ ზაფხულის მშვიდ და თბილ საღამოს. მხოლოდ ხანდახან თუ გადახედავდა გაბრიელი გოგონას და ისევ თვალს აშორებდა. ანი კი უბრალოდ მიდიოდა, არც შეუხედავს, არც რამის თქმა უცდია, უბრალოდ იყურებოდა ქვემოთ, წითელ ქვაფენილზე და ნელი ნაბიჯებით მიდიოდა. გარშემო ხალხი ირეოდა, ხელჩაკიდებული წყვილები, მშობლები და შვილები, ბავშვები, მოხუცები, ღიმილით გახედავდა მოსეირნე ადამიანებს და ისევ ქვაფენილისკენ გადაჰქონდა მზერა.

- როგორ გირჩევნია, ვისაუბროთ ბევრი და არც ისე საინტერესო თემებზე თუ პირდაპირ გითხრა, რისი თქმაც მინდა? _ ორივეს გაეცინათ.
- პირდაპირ მითხარი და მერე არც ისე საინტერესო თემებზე საუბარიც შეიძლება _ ღიმილით ახედა.
- მომწონხარ.
- ვვარაუდობდი _ გაუცინა.
- ანუ ნაფიქრიც გქონია, ალბათ პასუხზეც იფიქრებდი _ თვალი ჩაუკრა.
- ხელი შემიშალე და ვეღარ მოვასწარი.
- ენა და ტვინი მუდამ მზად არიან საჭირო პასუხებისთვის _ ჩაეცინა.
- აბა რა _ კმაყოფილმა გაუღიმა.
- სოფელში როდის მიდიხარ?
- ხვალ წავალ.
- ძალიან კარგი, საფიქრელად კარგი ადგილია, რომ ჩამოხვალ პასუხს მერე გავიგებ.
- სოფელში დასასვენებლად მივდივარ და არა საფიქრელად.
- იფიქრებ, იფიქრებ _ დარწმუნებით უთხრა და ხელი ჩაკიდა.
- ეს რას ნიშნავს?
- მომავალი სეირნობების რეპეტიციას _ გაუცინა.
- და თუ პასუხი გამორიცხავს მომავალ სეირნობებს? _ ღიმილით ახედა.
- მაშინ ეს ერთი მაინც შემრჩება.
- რა სხვანაირი ხარ _ მშვიდად ჩაილაპარაკა.
- მაინც?
- სვანეთში სულ სხვანაირი იყავი.
- იმიტომ, რომ შენ დაიწყე თავიდანვე ცუდად.
- აჰ, ახლა მე დამაბრალე? _ სიცილით გაიკვირვა.
- სულ შენ გაბრალებდი _ გაუცინა.
- უცხოა ასეთი გაბრიელი.
- არ მოგწონს? _ წარბაწევით ჰკითხა.
- არა, ეგ არ მიგულისხმია _ დაიბნა.
- ანუ მოგწონს? _ ეშმაკურად ჩაიცინა.
- ოო, დამანებე თავი!
- კარგი, როგორც გინდა _ ხელი გაუშვა და წინ წავიდა.
- გაბრიეელ _ ღიმილით მიჰყვა უკან _ მე გითხარი თავი დამანებე-მეთქი, ხელის გაშვებაზე და მარტო დატოვებაზე სიტყვაც არ დამცდენია _ თვალი ჩაუკრა და თავისი პატარა თითებით მის ხელს მოეჭიდა.
- მგონი საფიქრელად მართლა არ მიდიხარ _ თბილად გაუღიმა.
- უნდა წავიდე, მოსამზადებელი ვარ.
- კარგი, წავიდეთ. _ სახლამდე მიაცილა _ სოფლიდან როდის დაბრუნდები?
- ერთ კვირაში.
- ერთი კვირა არ შეგაწუხებ, შემდეგ კი შენს შეტყობინებას დაველოდები.
- მოსაკითხად? _ გაუცინა.
- მოკითხვასაც პასუხად მივიღებ _ ვალში არ დარჩა, ლოყაზე აკოცა და დაემშვიდობა.

***
სოფელი - საუკეთესო ადგილი დასვენებისა და განტვირთვისთვის. სამარშუტოდან ჩამოსულმა ღრმად ჩაისუნთქა, ფილტვები აივსო სუფთა ჰაერით და ღიმილით გაემართა ჭიშკრისკენ. დაკეტილი იყო, როგორც ყოველთვის, მაგრამ მას ყოველთვის შეეძლო გაღება.

- ბეე _ ყვირილით შევიდა ეზოში. სათონიდან მისი ტკბილი მოხუცი მოდიოდა მომღიმარი სახით. როგორ უყვარდა მისი დამჭკნარი სახე, თითოეული ნაოჭი და თითოეული ჭაღარა. მთელი ბავშვობა იქ გაატარა, თავის ტკბილ მოხუცებთან. სკოლაში რომ მივიდა, ისე ხშირად ვეღარ დადიოდა, მაგრამ არდადეგები დაწყებული არ იყო, უკვე ბარგს ალაგებდა.
- შენ გენაცვალოს ბებო! ჩემო ანგელოზო _ გულში ჩაიკრა _ როგორ მომენატრე ჩემო პატარა.
- მეც ბე, მეც _ ლოყები დაუკოცნა და მოშორდა.
- გელოდებოდი, ხაჭაპურები გამოვაცხე, პურიც იქნება მალე და გავშლი სუფრას.
- შენ პურს მიხედე, მე გავშლი _ გაუღიმა და სახლში შევიდა. რამდენი მოგონება აკავშირებდა ამ კედლებთან. თბილი მზერა მოავლო ოთახს. ერთ კუთხეში ტახტი იდგა, დანარჩენი კუთხეები თავისუფალი იყო. კარებიდან ხელმარჯვნივ მაგიდა იდგა, ხელმარცხნივ მეორე ოთახში შესასვლელი კარები. იმ ოთახს სამზარეულოდ იყენებდნენ. სუფრა გაშალა და ბებოც შევიდა სახლში.
- როგორ ხართ ბებო? _ თბილად მოიკითხა ქალმა.
- კარგად ვართ, სანამ ისინიც მოახერხებენ ჩამოსვლას, მანამ მე დავისვენებ ცოტას.
- კარგია ბებო, გამოაცოცხლებ ცოტა სახლს, სულ მარტო ვარ, ხანდახან თუ შემომირბენს ვინმე _ დანანებით ჩაილაპარაკა.
- იქნებ გეფიქრა დედიკოს შემოთავაზებაზე, წამოდი ჩვენთან და ერთად ჩამოვალთ ხოლმე აქ.
- რას ამბობ ბებო? _ ჩვეულებისამებრ შეიცხადა ქალმა _ როგორ დავტოვო აქაურობა? ჩემი სახლ-კარი, არა ბებო, არა, მირჩევნია ისევ მთელი წელი თქვენს ლოდინში გავატარო.
- ერთი კვირით ვარ ახლა, მივხედავ ამ დღეებში სახლს, მეორე სართულს.
- ჰო შვილო. ჰო, მეორე სართულის დალაგება კი მიჭირს, ვეღარ დავდივარ კიბეებზე, დავბერდი.
- შენ რა დაგაბერებს _ გაუცინა და პური მოიტეხა.

სუფრა აალაგა, ჭურჭელი დარეცხა და ქალის გვერდით ჩამოჯდა. როგორი სევდიანი თვალები ჰქონდა ბებოს, ცხოვრებისგან დაღლილი. მეუღლის გარდაცვალებამ ერთბაშად დააბერა. ნაზად ეფერებოდა მოხუცის გაუხეშებულ ხელებს, რამდენს შრომობდნენ ეს ხელები.

***
- ბე გარეთ გავალ ხომ ცოტა ხნით? ბავშვებს ვნახავ.
- გადი ბებო, გადი, ძალიან არ დააგვიანო, ღამეა უკვე.
- არ დავაგვიანებ.

მოსაცმელი მოიცვა და ჭიშკარს გარეთ გავიდა. ნელი ნაბიჯებით გაუყვა ბილიკს. რა ნაცნობი იყო აქაურობა, ყველა ბილიკი, ყველა გზა. გაღიმებული მიაბიჯებდა, ეს ადგილი და ეს ხალხი იყო მთელი მისი ბავშვობა. ჟივილ-ხივილი მოესმა, კიდევ უფრო ფართოდ გაიღიმა და აჩქარდა.

- გამარჯობა _ ხმამაღლა თქვა და ახალგაზრდებს გადახედა.
- ანიი _ ნინი წამოხტა და ჩაეხუტა _ როდის ჩამოხვედი?
- დღეს _ ყველა გადაკოცნა და ნინის გვერდით მოკალათდა.
- მგონი მხოლოდ მე არ გიცნობთ _ ხმა გაიგონა, გვერდით მიბრუნდა.
- ანი _ გაუღიმა.
- ომარი, სასიამოვნოა.
- ჩემთვისაც _ ღიმილით უთხრა და ახალგაზრდებს მიუბრუნდა.

როგორც ყოველთვის, ახლაც თამაშობდნენ. ანიც ჩაერთო. მათთან ერთად ბავშვობას უბრუნდებოდა. პატარა, ცელქი გოგო ხდებოდა, მოურიდებლად დაცოცავდა ხეებზე, იპარავდა ხილს ბაღებიდან და ემალებოდა გაბრაზებულ პატრონებს.
....
- ჩემი წასვლის დროა.
- იყავი ჯერ, რა გეჩქარება _ გაუღიმა ნინიმ.
- ბებო მელოდება, ხვალაც გამოვალ.
- მარტო წახვალ?
- კი, რა პრობლემაა, ნახვამდის _ თვალი მოავლო ყველას და წამოვიდა. როგორც კი ჩიხში შეუხვია, უკუნმა სიბნელემ მოიცვა. _ რა გახდა ერთი განათების ბოძი _ დაიბუზღუნა და ტელეფონის სინათლით გააგრძელა გზა. უკნიდან ნაბიჯების ხმა მოესმა, არ შეშინებულა, არც უკან მიბრუნებულა, სანამ ხელი არ მოჰკიდეს.
- არ შეგეშინდეს, ომარი ვარ _ უღიმოდა.
- არ შემშინებია, აქ რა გინდა?
- მარტო რომ წამოხვედი, გულმა არ მომითმინა, მიგაცილებ.
- არ იყო საჭირო, მადლობა.
- დიდი ხანია რაც მათ იცნობ?
- ბავშვობიდან.
- კარგია, მე ცოტა უცხოდ ვარ, ამ ზაფხულს ჩამოვედი პირველად.
- არაუშავს, მალე მოშინაურდები. მოვედით, მადლობა და ნახვამდის _ გაუღიმა და ეზოში შევიდა _ ბებიკო მოვედი.
- მოდი ბებოს ანგელოზო, ლოგინი გაგიშალე უკვე.
- ძილინების _ თბილად აკოცა ქალს და ოთახში შევიდა.

დღეს გაბრიელს არ მიუწერია. კედლისკენ გადაბრუნდა და გაეღიმა. იცოდა, რომ არ მიწერდა, რადგან უთხრა, აუცილებლად შეასრულებდა, მაგრამ თვითონ დააკლდა. თავისი თავის უკვირდა, სულ ცოტა ხნის წინ ვერ იტანდა, ახლა კი, ტელეფონის ეკრანს დასჩერებოდა, როდის გაანათებდა გაბრიელის შეტყობინება.
მთელი კვირა მოუწია ლოდინი. მხოლოდ თავისი ოთხეული ეხმიანებოდა, ის კი არ ჩანდა. დღე თითქოს არ ახსოვდა, ვერ იცლიდა მასზე საფიქრელად, ხან ბებოს ეხმარებოდა, ხან წყაროზე მიდიოდა, ხან მდინარეზე ბავშვებთან ერთად. საღამოს კი, ჰამაკში მიწოლილი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას რომ შეჰყურებდა, ფიქრობდა გაბრიელზე. სულაც არ იყო ისეთი, როგორი შთაბეჭდილებაც პირველი შეხვედრისას დაუტოვა, ან იქნებ პირიქით, ახლა აჩვენებდა თავს. ეს რა გაურკვევლობაში იყო, ნებისმიერ ვარიანტში მოსწონდა. ვერ წარმოედგინა მასთან ურთიერთობა ნერვების მოშლის გარეშე. გაეცინა, რაზე ფიქრობდა, როგორ უნდა შეეჩვიო მუდმივ გაბრაზებას.
მეორე დღეს ქალაქში უნდა დაბრუნებულიყო. საღამოს ხმა მოესმა, ჭიშკარს გარეთ ვიღაც მის სახელს იძახდა. ნელა წამოდგა და სახლიდან გავიდა.

- გამარჯობა _ უღიმოდა ბიჭი.
- გამარჯობა _ გაკვირვებულმა გაუღიმა.
- გავიგე რომ ხვალ მიდიხარ _ დასერიოზულდა.
- ჰო _ დაეთანხმა.
- ჰოდა... მოკლედ, შეგიძლია ცოტა ხნით გამომყვე? გავისეირნოთ და თან, რაღაც მინდა გითხრა.
- კარგი, ერთი წუთით _ სახლში შებრუნდა, ბებო გააფრთხილა და მოსაცმელი მოიცვა. _ წავიდეთ.

დაახლოებით თხუთმეტი წუთი ჩუმად მიუყვებოდნენ ბილიკს.

- რისი თქმა გინდოდა? _ ინტერესით ახედა, რატომღაც სულაც არ მოსწონდა მასთან ერთად ყოფნა.
- მომწონხარ _ გაუღიმა და შეხედა. ანიმ უბრალოდ ამოიოხრა. _ არაფერს მეტყვი?
- რა უნდა გითხრა? არც კი მიცნობ.
- საკმარისად გიცნობ იმისთვის, რომ მომეწონო.
- ვერაფერს ვერ გეტყვი, არაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ მოგწონებოდი.
- აუცილებლად რამე უნდა გაგეკეთებინა, რომ მომწონებოდი?
- ალბათ არა, არ ვიცი _ ამოისუნთქა _ მოკლედ, კარგი ადამიანი ხარ, უბრალოდ ჩემს ცხოვრებაში უკვე არსებობს სხვა ადამიანი.
- ანუ დამაგვიანდა _ გაუღიმა.
- შეიძლება ასეც ითქვას.
- სამწუხაროა.
- მოდი სახლში წავალ, კარგი?
- ჰო, გაგაცილებ.

***

დილითვე წავიდა სოფლიდან. მალე დავბრუნდებიო დაუბარა ტკბილ ბებიკოს და სამარშუტოში ავიდა.
_________
ესეც მეხუთე.. მგონი კარგი მოცულობისაა.. უღრმესი მადლობა შოკოლადებო, ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ.. ველი შეფასებას და კრიტიკას.

პ.ს. უყვარხართ მარრიამს...



№1  offline მოდერი bibo

Vina es omari mivakla unda chembiskviw bichs ar sheushalos xeli tore muvasxmevineb tvins :* :*vapren shokolado shenE rafaelo marwyvo rafaelo torto

 


№2  offline წევრი შამხათი

უკარგესი გოგო ხარ, ბაუნტივით ტკბილი. საყვარელი ისტორიაა და გაგრძელებას ველოდები მოუთმენლად.

 


№3 სტუმარი A

Kargi gogo xar. Moculoba rac ar unda didi iyos mainc mecotaveba tumca magari iyo vagiareb da veli axal tavs.

 


№4  offline წევრი natia-natia

ძალიან კარგია

 


№5  offline წევრი cancara

კარგი გოგო ხარ კარგი ისტორიაა ასე გაგრძელე

 


№6  offline ადმინი ano23

ნუ რა, გოგო მყავხარ ოქროსი და ბაჟაღლოსი love ველი ველი ველი ახალ თავს winked შოკოლადო love

 


№7  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Auu ra kargi ikneboda meorec tavic rom idos.ar meyo.kargia dzalian

 


№8  offline მოდერი მარრიამი

bibo
Vina es omari mivakla unda chembiskviw bichs ar sheushalos xeli tore muvasxmevineb tvins :* :*vapren shokolado shenE rafaelo marwyvo rafaelo torto

რა ტკბილი ხარ <3
შამხათი
უკარგესი გოგო ხარ, ბაუნტივით ტკბილი. საყვარელი ისტორიაა და გაგრძელებას ველოდები მოუთმენლად.

უღრმესი მადლობა ბაუნტისგან :D <3
A
Kargi gogo xar. Moculoba rac ar unda didi iyos mainc mecotaveba tumca magari iyo vagiareb da veli axal tavs.

მიხარია ^_^
natia-natia
ძალიან კარგია

მადლობა <3
cancara
კარგი გოგო ხარ კარგი ისტორიაა ასე გაგრძელე

მადლობა, ვეცდები <3
ano23
ნუ რა, გოგო მყავხარ ოქროსი და ბაჟაღლოსი love ველი ველი ველი ახალ თავს winked შოკოლადო love

ჩემი ტკბილი მერცხალი <3
tatuka20
Auu ra kargi ikneboda meorec tavic rom idos.ar meyo.kargia dzalian

უღრმესი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent