შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ბოსი!


18-02-2016, 22:02
ავტორი Likk Red
ნანახია 9 006

სექსუალური ბოსი!
I თავი.
გაღვიძებისთანავე საათს მიაჩერდა, ცხრის ნახევარი იყო, საწოლიდან წამოფრინდა თუ არა მაშინვე სააბაზანოში შევიდა. ცხელი წყლის ქვეშ ისე მოდუნდა, რომ დრო სულ გადაავიწყდა. ცხრა საათი იქნებოდა სააბაზანოდან რომ გამოვიდა, კარადიდან ნაცრისფერი მაღალწელიანი, მუხლს ჩაცდენილი კაბა გამოიღო, თეთრი პერაგნი დაუთოებული სკამიდან აიღო და სწრაფად გადაიცვა, კაბაში პერანგი ლამაზად ჩაიტანია. ფეხზე შავი ფერის დახურული მაღლები მოირგო, რის გამოც მისი გრძელი ფეხები კიდევ უფრო გრძელი გამოჩნდა.
სარკეში შეათვალიერა მისი თავი და კმაყოფილმა გაიღიმა. კარადიდან შავი ფერის მანტო გამოიღო და მოირგო. ჭამაზე არც უფიქრია ისე გაემართა სამსახურისკენ. გზაში ყავა იყიდა და სამსახურში მხიაურლად შეაჭრა. ყველა ღიმილით ეგებებოდა.
კაბინეტთან მიახულობულმა მისი მაგიდა დაიკავა, ყავა კიდევ ერთხელ მოსვა და ჭიქა სანაგვე ყუთს გაუქანა. იმედგაცრუებულმა ამოიფრუტუნა როცა ყავის ჭიქა სანაგვეს სულ ცოტათი აცდა. ფეხზე წამოდგა და ჭიქა სანაგვეში ჩააგდo, ბუზღუნით გაამზადა ბოსისთვის უშაქრო ყავა და კაბინეტში დაუკაკუნებლად შეაბიჯა.
–ბოს, თქვენი ყავა მზადაა– დაბღვერილი მიუახლოვდა მაგიდას და როდესაც ჭიქა მაგიდაზე დადო ბოსს ახედა.
–ბოს? მომწონს– გაიცინა უცნობმა ბიჭმა. გოგონა წამით მიაშტერდა, სულ რაღაც 5 წამი დასჭირდა მის შესათვალიერებლად მოკლე თმაზე ეტყობოდა რომ თმა ხვეული ქონდა, სქელი წარბები, გრძელი აპრეხილი წამწამები, ყავისფერი თვალები, რომელის განათების გამო უფრო ღია ჩანდა. მამაკაცისთვის დამახასიათებელი ლამაზი ცხვირი, გახშირებული წვერის მიღმა კი სისხლისფერი დიდი ტუჩები მოჩანდა, რომელსაც ავხორცი ღიმილი დასთამაშებდა გოგონას დანახვისას.
ამ 5 წამში კი მიხვდა როგორ ჩამოცხა და სუნთქვა როგორ გაუხშირდა, ტუჩები შეხსნა და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. გონზე მოსვლისას ქვედა ტუჩი კბილებშორის მოიქცია და უცნობ მამაკაცს მიაშტერდა.
–ვინ ხარ?– მაშინვე უხეშობაზე გადავიდა, რომ მამაკაცს მიშტერების გამო, რაიმე კომენტარი არ გაეკეთებინა. მამაკაცის წინ მხრებში გამართული იდგა და წარბშეკრული შეჰყურებდა.
–გამარჯობა ნია, მე შენი ახალი უფროსი ვარ დამიანი, შეგიძლია ბოსი დამიძახო–ავხორცი ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე დამიანს, რის გამოც ნიას სუთქვა შეეკვრა წამიერად. მაგრამ დამიანს რას გამოაპატრებსა? კმაყოფილი ღიმილით მიაშტერდა.
–კი მაგრამ ბატონი ერეკლე?– დაბნეულმა ნიკაპზე ხელი მოისვა და მზერა დამიანს აარიდა.
–ერეკლემ ადგილი უმცროს ძმას დაუთმო, რადგან კომპანიას ცოლი ამჯობინა– თვალები აატრიალა და გორგოლაჭებიან სკამში დატრიალდა. ნიამ გაოცებისგან პირი დააღო. სიხარულისგან ტაში შემოკრა და ადგილზე შეხტა. ნია მაღლაკელიძეების ოჯახთან ახლო ურთიერთობა ქონდა, იცნობდა ყველას, მაგრამ არ იცოდა ბატონ ერეკლეს ძმაც თუ ყავდა, რადგან მას არავინ არასდროს არ ახსენებდა. კატერინა, ერეკლეს ცოლი, რუსეთში სწავლისას გაიცნო, სწორედ კატერინას დამსახურებაა ახლა მაღლაკელიძეების კომპანიაში რომ მუშაობს.
–გასაგებია ბატონო დამიან– მისი სახელის წარმოთქმისას, მიხვდა რომ ეს წოდება ძალიან ეუცხოა და არც მოეწონა.
–ნია– მშვიდად წარმოთქვა დამიანმა– შევთანხმდეთ რომ არანაირი ბატონო, მისტერ და ამდაგვარი წოდებები, მხოლოდ ბოს. შევთანხმდით?– მკაცრად კითხა და წარბი მაღლა აზიდა. სკამში გასწორდა და კოსტუმი გაისწორა– უბრალოდ ბოსი.
–გასაგებია ბოს– თავი დაუქნია ნიამ– დღეს შეხვედრაა დაგეგმილი 12 საათზე.
–კარგი ნია, შეგიძლია დამტოვო– უხეშად მიმართა ისევ, ნია გაკვივრებული სახით გახედა, შემდეგ კი უსიტყვოდ დატოვა კაბინეტი. "ღმერთო რა ცვალებადი ხასიათი აქვს"– გაიფიქრა და სავარძელში მოთავსდა. საბუთების დასტას ხელი დაავლო და თარიღების მიხედვით დაწყობა დაიწყო, როცა ოფისის ტელეფონმა დარეკა.
–გისმენთ ბატონო ერეკლე– ღილაკზე თითი დააჭირა და სწრაფადვე წარმოთქვა სიტყვები. საბუთებში გართულს სულაც აღარ ახსოვდა რომ იქ ერეკლეს ნაცვლად დამიანი იჯდა, სექსუალური დამიანი.
–ნია– ღრენით გაისმა ტელეფონში დამიანის ხმა. ნია შეკრთა, რის გამოც თარიღების მიხედვით დაწყობილი ფურცლები დაბლა დაეყარა.
–გისმენთ ბატონ... ბოს– სწრაფად გადააკეთა და ეცადა ხმა არ აემაღლებინა. ნერვებმოშლილმა ხელი თმაში შეიცურა და სუნთქვით შეეცადა დამშვიდებას, მშვიდად ჩაისუნთქვა და ამოისუნთქა.
–უშაქრო ყავა შემომიტანე, სწრაფად.
ბუზღუნით წამოდგა და ყავის მადუღარა ჩართო, ფურცლები კი რომელიც იატაკზე დაიყარა ერთიხელის მოსმით აკრიფა. სკამზე ჩამოჯდა.
ინატრა რომ ახლა კაბინეტში დამიანის მაგივრად ერეკლე დახვედროდა, მაგრამ იფიქრა როგორც ერეკლეს შევეჩვიე ისე შევეჩვეოდა დამიანს, მაგრამ ხვდება რომ ეს ძალიან რთული იქნება. იმიტომ რომ მისი ბოსი ზედმეტად სექსუალურია, თან ცვალებად ხასიათიანი.
ცხელი, უშაქრო ყავა კაბინეტში შეუტანა და სიტყვის უთქმელად დატოვა, არც მისთვის შეუხედია. ცდილობდა ბრაზი ჩაეხშო, ახლა უმიზეზოდ მასზეც ბრაზობდა. ჩასუნთქვა ამოსუნთქვით ისევ დამშვიდდა და ფურცლების დაწყობა დაიწყო, ბოლო ფურცელიც დაადო ზემოდან, წამოდგომისას ფურცლებს ძლიერად ჩაებღაუჭა. კარადიდან ცარიელი 'პაპკა' გადმოიღო, უკვე ფურცლებს აწყობდა შიგნით როცა მოტრიალებისას ვიღაცას შეეჯადა. ფურცლები ჰაერში აიყარა.
ცოტაც და ტირილს დაიწყებდა, გაცოფებულმა აიხედა მაღლა და მის წინ მდგომი დამიანი დაინახა, გოგონას სახის დანახვისას ირონიულად გაიცინა, რაზეც ნია უარესად გაღიზიანდა. ჩვევა გაიმეორა და მშვიდი ხმით მიმართა დამიანს.
–რამე ხდება?
–კი– სიცილის შესაკავებლად ქვედა ტუჩს კბილები გამოსდო– შეხვედრაზე მივდივარ და დაბრუნებისას საბუთები დამახვედრე კაბინეტში
დამიანის ტუჩებზე მიშტერებულმა მისი ნათქვამი ვერ გაიგო, მაგრამ როცა უკვე კითხვას აპირებდა დამიანი გაუჩინარებული დახვდა.
–ააახ– ამოიღრინა და ფეხი იატაკზე დააჭირა. თმებში ხელი შეიცურა და ფიქრი დაიწყო მის უიღბლო დღეზე, დილით გაღვიძებისას ყოველთვის ფირქობს რომ მისი დღე ჩვეულებრივად ჩიავლის, ისე როგორც ყოველთვის. მაგრამ ახლა ხვდება რომ ეს ასე აღარ გაგრძელდება. ყოველდღე ახალი თავგადასაველი ელის, მაგრამ ხვდება რომ ამისთვის მზად ნამდვილად არ არის.
საბუთები ისევ აკრიფა და მაგიდაზე დაალაგა, იცოდა რომ შეხვედრა ორი საათი გასტანდა, ამიტომ თავს უფლება მისცა ცოტა დაესვენა და ეჭამა. მანტო ჩაიცვა, საფულეს ხელი დაავლო და კომპანია დატოვა. იქვე მდებარე კაფეში შევიდა, სადაც კომპანიის სხვა თანამშრომლები ხშირად დადიოდნენ. ლატე და ბოსტნეულის სალათა შეუკვეთა, დესერთად კი დაჭრილი ციტრუსი.
შეკვეთის მოტანამდე დედას გაესაუბრა, რომელიც ახლა რუსეთში იმყოფებოდა. ბებიას შესახებ ყველაფერი გამოკითხა, შემდეგ კი ნიამ ყველაფერი მოუყვა მისი ახლი უფროსის შესახებ. დედამ კი ურჩია დამშვიდებულიყო, გაეღიმა და ყველაფერი კარგად იქნებოდა.
სოციალურ ქსელში სიახლეებს ათვალიერებდა, თან საჭმელს შეექცეოდა, მშვიდად იყო, მაგრამ როგორც კი ფურცლები და მისი ახალი ბოსი ამოუტივტივდა თავში ყველაფერმა უკუსვლა დაიწყო ისევ, ყავის ჭიქა მოუქნელობის გამო გატეხა.
–რა ჯანდაბა მჭირს– მის მაგიდასთან მიახლოებულმა გაღიზიანებული ხმით წარმოთქვა და მისი მანტო იქვე მიაგდო.
–სექსუალურმა ბოსმა დაგაბნია– მოიესმა ბოხი ხმა, ახედვა არც დასჭირვებია, მაშინვე მიხვდა რომ დამიანი იყო.
–შეიძლება– ისე წარმოთქვა არც გაუზარებია.
–მე კი მგონია რომ სწორედ ამისგამოა– ღიმილით მიუახლოვდა დამიანი ნიას სავარძელს, ნია სავარძელს მიეყრდნო როცა მის სახესთან ახლოს შეჩერდა. მისი სურნელი და სიახლლოვე შეიგრძნო თუ არა სასიამოვნოდ გასცრა სხეულში.
დამიანი ღიმილით დაჰყურებდა ნიას და იცოდა რომ გოგონა უკვე მოხიბლული ყავდა, მისი სექსუალურობით, მაგრამ უნდოდა მოხიბვლაზე მეტი გაეკეთებინა. ხელით თმა ყურს უკან გადაუწია, ლოყაზე ნაზად მოეფერა, თითები ნიკაპქვეშ ამოსდო და მაღლა ააწევინა თავი.
–ჩემი საბუთები– ჩურჩულით წამოთქვა დამიანმა, ტუჩები ნიკაპზე შეახო და ყბის ხაზს პატარ პატარა კოცნებით გაუყვა, ნიას სიტყვების გააზრება არ დასცალდა, რადგან მისმა შეხებამ გონება გაუფანტა.– კაბინეტში შემომიტანე– სიცილით თქვა დამიანმა და ნიას ელივსებური სისწრადით მოშორდა.
კაბინეტში შესულმა ხმამაღლა დაიწყო ხარხარი, მისი სახის გახსენებისას მუცელზე ხელი შემოიჭირა და ისე ახარხარდა, გასართობი მალევე იპოვა. სკამზე მოკალათდა და სიცილი ისე განაგრძო, თან სკამზე ტრიალებდა.
–ბოს– ნიას ხრინწიანი ხმა მოესმა, სკამზე ტრიალი შეწყვიტა და სახე დაასერიოზულა. სწრაფად გასწორდა და კოსტუმი შეისწორა. ნიამ მის წინ საბუთები დააწყო– ყველა ფურცელზე ხელი უნდა მოაწეროთ, მარჯვნივ ქვედა კუთხეში– გამოსცრა კბილებშორის.
–საბუთებს გადახედე?– ვითომ დაინტერესებულმა ფუცლებზე არსებულ ამონაბეჭდს დახედა.
–არა.
–გადახედე, რაიმე შეცდომას თუ აღმოაჩენ შემატყობინე– ფურცლები უკან გაუწოდა ადგილზე მიყინულ ნიას– ნია მისმენ?– ირონიული ღიმილით ახედა ნიას, რომელის სიბრაზისგან ფერებს იცვლისა. საბუთები ხელიდან გამოგლიჯა და კაბინეტიდან გაუჩინრადა.
დამიანი ამით კიდევ უფრო გახალისდა, ხელები ერთმანეთს გაუხახუნა, ნიას მწყობრიდან გამოსაყვანად გეგმა შეადგინა და შესრულებას შეუდგა. ოფისის ტელეოფნის ღილაკებიდან ერთერთს დააჭირა და ნიას დაუკავშირდა.
–გისმენთ ბოს– ნიას გაღიზიანებული ხმით გახალისებულს ჩაეცინა, მაგრამ მალევე დასერიოზულდა.
–ერთი ჭიქა ყავა შემომიტანე, უშაქრო– ბრძანება გასცა და სიტყვის უთქმელად გაუთიშა. მაგიდაზე არსებულ ყავის ჭიქები მაგიდის ქვეშ შეაწყო, რომ ნიას არ შეემჩნია. რამოდნიმე წუთში კარები გაისხნა და ნია მხრებში გამართული შემოვიდა კაბინეტში.
დამიანს სახეზე ავხორცმა ღიმილმა გადაურბინა, გოგონა ფეხებიდან აათვალიერა, ნაცრისფერი კაბა მისი სხეულის ფორმებს სრულყოფილად აჩენდა, თეთრი ცოტათი გამჭირვალე პერანგიდან მკერდი გამოკვეთილად ჩანდა. გრძელი ყავისფერი თმებით, რომელიც ბოლოებში ღიავდებოდა, მწვანე–მოყაისფრო თვალებით, აპრეხილი რუსული ცხვირით და სავსე ტუჩებით.
–ნია– დაუძახა ოთახიდან გასვლამდე, კარებში გაშეშდა გოგო. კარებზე ხელჩაჭიდებული შებრუნდა დამიანისგენ და თვალები გაუსწორა. გაუაზრებლად მოიქცია ქვედა ტუჩი კბილებ შორის.
–შეიძლება რაღაც გთხოვო?
–დიახ ბოს– დახშული ხმით უთხრა. დამიანმა თვალები დააწვრილა და გოგონა აათვალიერა
–კომპანიაში მომიშავე ყველა გოგოს CV- მჭირდება. 22 წლიდან–30 წლამდე. ვნახოთ როგორი გოგოები მუშაობენ, იმედია 1–2 მაინც იქნება სექსუალური– ვითომ თავისთვის ჩაილაპრაკა, მაგრამ ისე რომ ნიამაც გაიგო.
–კარგით– გამოსცრა კბილებში და ოთახიდან ფეხებისბაკუნით გააბიჯა. დამიანს მასზე გაეცინა. საქმესთან ერთად ხალისობდა კიდევაც, ჯერ მაინც ახალიგაზრდაა ადრეა მისთვის დასერიოზულება.
–ესეც ასე, ერთი გასროლით ორ კურდღელს მოვკლავ– ავხორცი ღიმილით კომპიუტერის ეკრანს მიაშტერდა და თამაში გახსნა "Spider Solitaire".
დამიანი ერთობოდა მაგრამ ნიას ნერვები აღარ ყოფნიდა, ცოფდებოდა მისი უიღბლო დღის გამო თან კომპანიაში მომიშავე გოგოების CV–ს აგროვებდა. დამიანის მაგივრად ყველა გოგოზე ჯავრს იყრიდა და ყველას ნაკლზე ამახვილებდა ყურადღებას, კაბინეტში დაუკაკუნებლად შევიდა და ყველა CV მაგიდაზე დაყარა.
–უპს ბოდიში– ვითომ დანაშეულის გრძნობით შეპყრობილმა ბოდიში მოიხადა. გაიღიმა და კაბინეტი დატოვა.
დამიანი მის საქციელზე უფრო და უფრო ხალისდებოდა, ყველა გოგოს CV დაათვალიერა, რაიმე თუ დააინტერესებდა ნიას ეკითხებოდა, ყველა კითხვა ერთი შინაარსის იყო "შეყვარებული ყავს?".
მაშინ როცა სამუშაო საათები სსრულდებოდა ოფისის ტელეფონზე ზარი გაისმა, ნიამ სწრაფად უპასუხა.
–მაღლაკელიძეების კომპანია, დამიან მაღლაკელიძის მდივანი ნია გესუაბრებათ– ოფიციალური ხმით მიმართა და კომპიუტერის ეკრანს მიაშტერდა სადაც დამიანის ხელომოსაწერ საბუთებს კითხულობდა.
–Здравствуйте– მოსემა თუ არა რუსული ენა, იგივე გაიმეორა რაც ქართულად. შეატყობინეს რომ რუსი კომპანიონები საქართველოში იყვნენ ჩამოსულები და შეხვედრა დაუნიშნეს კომპანიის უფროსთან. გოგოს რომელსაც ტელეფონზე ესაუბრებოდა უთხრა რომ დროს და ადგილს შეატყობინებდა. გათიშვის თანავე დამიანის კაბინეტში შევიდა.
–ბოს
–გისმენ ნია
–რუსული კომპანიიდან დარეკეს, კონტრაქტის გასაფორმებლად ჩამოვიდნენ. დრო, თარიღი და ადგილი უნდა შეგითანხმოთ
–კომპანიაში მირჩევნია 3 საათისთვის მოვიდნენ ხვალ, დაურეკე და შეატყობინე
–კარგით
–ნია– გავსლამდე მიაძახა– შეგიძლია ფინანსებში მომუშავე ნუკას მოსვლა თხოვო? რაღაც უნდა შევათანხმო მასთან
–რაა?– შეიცხადა, მაგრამ მიხვდა რომ ეს კითხვა უადგილო იყო– კარგით– უცებ თქვა და კაბინეტი დატოვა. ცდილობდა მშვიდად ყოფილიყო და ნევრები ისევ არ მოეშალა. ღრმა ჩასუნთქვა–ამოსუნთქვით დაეშვა მის სავარძელზე, ჯერ ნუკას დაუკავშირდა და დამიანთან გამოცხადება სთხოვა, შემდეგ კი საბუთებს დაუბრუნდა. თვალები დაუწყობელ საბუთებისკენ გაექცა.
–ნია, ეს შენი სამუშაოა. ეს კი ბოლო უიღბლო დღეა, როგორმე მოითმინე– ღიმილით გაიმხნევა თავი და საბუთების კითხვა განაგრძო. საბუთებიდან თავი ნუკას შემოსვლისას ასწია.
–ნია როგორ ხარ?
–კარგად ნუკა შენ?
–ცოტა ვღელავ, ნეტა რაზე სურს საუბარაი ბატონ ერეკლეს?
–ერეკლე აღარაა კომპანიის უფროსი, ახლა მისი ძმა დამიანი მართავს კომპანიას.
–რაა?–შეიცხადა გაწითლებულმა გოგონამ– ის რუსეთიდან დაბრუნდა? ღადაობ? ის ხომ... ოოო არა ახლა მე უნდა შევიდე იქ, მკლავებში ჩავადნები ზუსტად ვიცი
–რატომ?– შეიცხადა ნიამ, თითქოს რამოდენიმე საათის წინ დამიანის კოცნას არ გამოეთიშა მისი გონება.
–ბოსებს შორის ყველაზე სექსუალურია– გაიცინა გოგომ და კაბინეტის კარზე დააკაკუნა. კარს მიღმა დამიანის ხმა გაისმა. გოგონამაც კაბინეტში შესვლამდე კაბა და დეკოლტე შეისწორა და ისე შეაბიჯა. ამის დანახვაზე ნიამ თვალები აატრიალა.
საბუთების კითხვა რამოდნიემ წუთში მორჩა, ძველი საბუთებს ხელი დაავო და კაბინეტისკენ წავიდა, არანაირი სეცდომა არ იყო, ყველაფერი ისე იყო საბუთებზე როგორც უნდა ყოფილიყო. კაბინეტში დაუკაკუნებლად შევიდა, მაგრამ მაშინვე უკან გამობრუნდა, როცა მაგიდაზე შემოსმული ნუკა დაინახა.
–ნია?– ნუკას ტუჩებს რამოდნიმე წამით მოშორდა და ნიას გადახედა, რომლმაც არ იცოდა საით გაეხედა– საბუთები დატოვე და გადი– კატეგორიულად თქვა და ისევ ნუკას ტუჩებს დაუბრუნდა, ხელს გოგოს თეძოებზე უჭერდა და სულაც არ ადარდებდა რომ ნიაც იქ იყო.
დარცხვენილმა საბუთები იქვე დადო და კაბინეტი დატოვა. გაოცებულმა, შეშფოთებულმა და საშინლად გაბრაზებულმა კარები ძლიერად მიაჯახუნა. თვითონაც არ იცოდა რაზე ბრაზობდა, გულიც ეჩხვლიტებოდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა.
სამუშაო საათები დასრულებული იყო, ის კი ისევ საბუთებში იყო თავით ჩამძვრალი, მთლიანად საბუთებზე იყო კონცენტრირებული, როცა თარიღის მიხედვით სწორაფ ჩაალაგა 'პაპკა'ში ჩააწყო თუ არა ამოისუნთქა.
–აი ასე, უიღბლო დღე ნელნელა დასასრულს უახლოვდება– მხიარულად გაიცინა, მაგრამ სიცილი სახეზე შეახმა როცა ნუკა კაბინეტიდან გამოვიდა პერანგის სწორებით.
–თმები ძალიან აჩეჩილი მაქვს ?– კითხა ტუჩის კვნეტით, ნიამ უბრალოდ თავი გააქნია და კომპიუტერი გათიშა. მანტო მოიცავ, უკვე წასასვლელად ემზადებოდა როცა კაბინეტიდან დამიანმა გამოაბიჯა.
–უი ნია დამავიწყდა მეთქვა. რუსმა კომპანიონებ საბუთები მაილზე გადმომიგზავნეს, რომ მათი წამოყენებული პირობებისთვის გადამეხედა. მე მეჩქარება, საბუთები შენს მეილზეა, ამიტომ გადახეე, შემდეგ ამოსაპრინტერებლა ვინმეს გადაუგზავნე.
–რაა? კი მაგრამ სამუშაო საათები უკვე დიდიხანია დასრულად. როგორც თქვენ გეჩქარებათ ისე მეჩქქარება მეც– გაღიზიანებულმა გამოსცრა კბილებში.
–არამგონია სამუშაოს დაკარგვა გინდოდეს.– იცონიულად ჩატეხა ტუჩის კუთხე და ნია გაცოფებული დატოვა.
–ვერგიტან– დაისისინა და კომპიუტერის სკამს მიუჯდა.



№1  offline წევრი natia-natia

მომწონს კარგია

 


№2  offline წევრი kiko

ოპააა მაგარია

 


№3  offline მოდერი bibo

Haime bosi ar xumrob aq naxe ra ambebi atriala :D :D ar aheiwira es wiwkvi gogo.kaaia momwons gagrdzele chito da biskviwo

 


№4 სტუმარი Fuck normality

Seqsualuri bosi❤ shesanishnavia

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

რა ცუდად ექცევა მოვკლავიდი ნიას ადგილსს

 


№6 სტუმარი giorgi

_#\#\\\377718883

Xkjdndnx

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent