შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინა! (1)


18-02-2016, 22:43
ავტორი Anye-Any
ნანახია 1 906

ბოლო ზარიც დაირეკა და სიხარულით ჩამოირბინეს მეთორმეტეკლაელებმა სკოლის კიბეები,ყველა იცინოდა და მხიარულობდა,ძალიან უხაროდათ სკოლის დამთავრება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა.სააქტო დარბაზში უამრავი მოსწავლე და მასწავლებელი ირეოდა.ყველა ერთმანეთს ეხვეოდა და ულოცავდნენ ერთმანეთს სკოლის დამთავრებას.განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც მეთორმეტე მეორე კლასი იპყრობდა,გამორჩეულად ლამაზი გოგონები,დახვეწილები და სიმპატიური ბიჭები,ეს კლასი ყოველთვის გამორეული იყო სხვა კლასებისგან და ამას ყველა აღნიშნავდა.განსაკუთებული სილამაზით კი მაინც ნინა ანჯაფარიძე გამოირჩეოდა,ნამდვილი საოცრება იყო,მაღალი,წელამდე ხვეული ქერა კულულებით,შავი თვალ-წარბით,საოცრება იყო ანჯაფარიძეების ქალიშვილი,ხორბლისფერი კანი,პატარა კურნოსა ცხვირი და ლამაზი ვარდისფერი ტუჩები.მთელი სკოლა მას ეტრფოდა,თუმცა ნინა ზედაც არავის უყურებდა,განა იმიტომ,რომ ამაყი ან ამპარტავანი იყო,პირიქით ყველა იმას ამბობდა როგორი გარეგნობაც აქვს ზუსტად ისეთივე სული აქვს ამ გოგოსო. კეთილი და თბილი ადამიანი იყო,არავის მოქცევია უპატივცემულოდ,ყველას თანასწორად მიიჩნევდა.მას სილამაზე მხოლოდ ზედმეტ ტვირთად მიაჩნდა. ნია ბავშვობიდან უყვარდა თავის კლასელ გიორგი ლომიძეს,ამას სიყვარული კი არა გაფანატება ერქვა.საოცარი ბიჭი იყო ლომიძეც,მაღალი,ჩაფსკვნილი მხარბეჭიანი, დიდრონი მწვანე თვალები და ულამაზესი ღიმილი ჰქონდა,რომელზეც მთელი სკოლის გოგონები გიჟდებოდნენ.ნამდვილად 19-ე საუკუნის გადმონაშთი იყო გიორგი,იცოდა ქალის პატივისცემა და არასოდეს არავის აძლევდა მათი დაჩაგვრის უფლებას,ყველა მოწიწებით და მოკრძალებით ეპყრობოდა მას.ნინა მასზე გიჟდებოდა,თუმცა მხოლოდ მეგობრულად უყვარდა,სხვას არაფერს გრძნობდა,ის მიჩვეული იყო მის ყურადღებასა და მფარველობას,სადაც ნინა იყო იქ იყო ლომიძეც.კლასში განსაკუთებული ურთიერთობა ჰქონდათ 8 ახალგაზრდას,ნინას,გიორგის,ზურას,ნუკას,ლევანს,მარიამს,საბას და ანას. პირველი კლასიდან მოყოლებული ერთად მოდიოდნენ და მართლაც რომ და-ძმასავით იყვნენ ერთმანეთთან.მხოლოდ გიოს და ნინას ურთიერთობა იყო "სხვა" მათი ამბავი მთელმა სკოლამ იცოდა. გიორგი,ლევანი, საბა და ზურა განუყრელი ძმაკაცები იყვნენ.განსაკუთრებული ურთიერთობა კი მაიც უფრო გიორგის და ლევანს ჰქონდათ,მათი "ძმაკაცობა" ურყევი იყო,რომელიც უკვე 12 წელია გრძელდება. ნინა და გიორგი ორივენი საშუალო ფენის წარმომადგენლები იყვნენ,თუმცა გიორგის მამა ქირურგი იყო და უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა,ვიდრე დანარჩენებს.
ყველანი სცენაზე გამწკივდნენ,მხოლოდ გიორგი საბა და ლევანი იდგნენ სცენის ქვემოთ და გაკრეჭილები უყურებდნენ მომღერალ კლასელებს. ბევრი იცეკვეს,იმღერეს მასწავლებლის პაროდიებიც გააკეთეს და თავისი გამოსვლაც ამით დაასრულეს,ემოციურ ფონზე განაგრძეს ქეიფი მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში. ნინა გიორგის გვერდზე იჯდა,გიოს გვერდით კი ლევანი შემდეგ კი დანარჩენები.ულამაზესი იყო ანჯაფარიძე,მოკლე კუბოკრული კაბა ეცვა და თეთრი წარწერებიანი პერანგი,სახეზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა. ლომიძეს თითოეულ მის გამოხედვაზე და გაღიმებაზე გული ისე გამალებით უცემდა ეგონა მალე საგულეს აღარ დაეტეოდა,უკვე 12 წელია ასე სწრაფად უცემს გული ნინას დანახვისას,ეს არ იყო უბრალო სიყვარული,ეს იყო საოცარი სიყვარული,რომლის ენით გამოთქმაც კი შეუძლებელია,ანჯაფარიძე ლომიძის პირველი სიყვარული იყო და მგონიუკანასკნელიც,რას გრძნობდა თვითონ ნინა? არც იცოდა რას,იმდენად იყო მიჩვეული ლომაძეს,რომ მის გარეშე ცხოვრება ალბათ ვერც წარმოედგინა. რატომ არ იყვნენ ისინი ერთად? ალბათ იმიტომ,რომ ლომაძეს არ მოუნდომებია,ან ნინას არ უნდოდა,თვითონაც ვერ გაერკვიათ ამის მიზეზი. გიორგის არასოდეს არაფერი დაუძალებია ნიანსთვის რამე,ერთხელ უთხრა მიყვარხარო და მას შემდეგ ამას ყოველი თავისი მოქმედებით უმტკიცებდა, ყოველთვის თვლიდა,რომ ეს იმდენად ძვირფასი სიტყვა იყო,რომ ფასი არ უნდა დაეკარგა.ხომ გეუბნებით 19-ე საუკუნის გადმონაშთი იყოთქო. სიფრიფანა ნინა,რომელიც სიკეთეს და სიყვარულს ასხივებდა არასოდეს ფიქრობდა იმაზე რომ დადებოდა დღე,როდესაც მოუწევდა გადაწყვეტილების მიღება და გიორგი მხოლოდ მეგობრის სტატუსს არ დასჯერდებოდა. საღამოს 7 საათი იყო,ბიჭება ცოტა დალიეს,გოგონებიც სვამდნენ თუმცა ანჯაფარიძე არ მიკარებია სასმელს.
-გიო,მგონი საკმარისია-ღიმილით დააფარა ნინამ გიორგის ღვინით გავსებულ ჭიქას ხელი
-ხომ იცი სასმელი ჩემზე არ მოქმედებს-ასევე ღიმილით გასცა პასუხი და თვალი ჩაუკრა
-"იმყოფინე რა გივიკო"-სიცილით ჩაერია საბა მათ საუბარში,ამაზე ყველას სიცილი აუტყდა,ერთმანეტს აწყდებოდნენ,საბა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი არაჩვეულებრივი ხუმრობებით.
ლომაძეს შეეძლო იმდენი დაელია,რამდენსაც სხვები ვერც კი ინატრებდნენ,თუმცა მაინც არაფერი ეტყობოდა,თავის ასაკთან შედარებით უფრო დიდს გავდა ფიზიკურადაც და აზროვნებითაც.
-ამდენი სმა არ შეიძლება გიო-თმები უკან გადაიყარა ნინამ და დიდრონი შავი თვალები დააფახურა
-ძაან ლამაზი ხარ-გაეცინა გიორგის
-რამე სხვა რომ მითხრა არა?-გაეცინა ანჯაფარიძესაც
-საოცრად კეთილი,თბილი და მზრუნველი-სახიდან ღიმილი არ შორდებოდა გიოს და თან რა ღიმილი ჰქონდა? ნამდვილი საოცრება
-შენ კიდევ ისეთი ღიმილი გაქვს ატყვევებ გოგონებს
-პროსტა მარტო შენ ვერ დაგატყვევე-აშკარად არ მოეწონა ბოლო სიტყვები ანჯაფარიძეს და დასერიოზულდა
-გიო,ახლა ამის დრო არაა-შეეცადა უხეში არ ყოფილიყო
-აბა როდის ნინა? უკვე 12 წელია შენზე ვგიჟდები,იმენა მეკეტება შენ რო გხედავ ჩემთვის ამოუწურავი ხარ.
-ხომ გითხარი ახლა არ გვინდა ამ თემაზე ლაპარაკითქო? ჩვენ მეგობრები ვართ და მოდი ნუ ადავუხვევთ-ისევ ღიმილით უპასუხა
-და შენ მართლა ასე გინდა? -თვალებში ჩააშტერდა-დარწმუნებული ხარ მაგაში?
-გიო გთხოვ-ყურსუკან გადაიწია ჩამოშლილი თმები და სახეზე წამოწითლდა
-აი ცვეტში შენთვის ოდესმე რამე მითქვამს გადაჭრით?
-არა გიო
-ხოდა ახლა გეუბნები რო მე ესე აღარ შემიძლია,შენ აზრზე არახარ მე როგორ მიყვარხარ ნინა,შენს გარეშე ვერც წარმომიდგენია ვაბშე ცხოვრება და თუ შენ არ გიყვარვარ და არ გინდა ჩემთან მაშინ ჯობს საერთოდ აღარ ვნახოთ ერთმნაეთი,იმედია გამიგებ,მე არაფერს გაძალებ,უბრალოდ დროა რაღაცნაირად ჩამოვყალიბდეთ.-გაუღიმა და ლოყაზე ხელი ჩამოუსვა
–მე,მე–დაიბნა–მოკლედ, ახლა ამაზე ვერ გიპასუხებ–თვალები დახუჭა და თავი გვერდზე გაატრიალა
–კაი–გაეცინა და თავი მაღლა აწია ლომაძემ
სიტყვა აღარ უთქვამს მეტად გიორგის,ამაყი იყო? არა უბრალოდ მიაჩნდა რომ ძალით ვერასოდეს ვერაფერს გააკეთებ მეორეს სურვილის გარეშე. ჩუმად იჯდა ნინაც და სახეს ხელებში მალავდა,იცოდა როგორ ტკენდა გიორგის,მისთვის ლომაძე საოცრება იყო,უყვარდა როგორც ადამიანი და გიჟდებოდა მასზე,თუმცა როგორც ბიჭს ისე ჯერ ვერ აღიქვამდა.
-რაო? რას ჩამოგტირით სახე ტო?-ნინასა და გიორგის შუა ჩაჯდა ლევანი და გაუღიმა მეგობრებს
-დავიგრუზეთ-გაეცინა ლომაძეს და ნინას გადახედა-მაპატიე-თვალი ჩაუკრა და ლევანთან ერთად დანარჩენ კლასელებს შეუერთდა. ნინა იჯდა და ცრემლებს ძლივს იკავებდა,როგორ უნდოდა მისთვის შანსი მიეცა,თუმცა რაღაც აკავებდა,ოღონდ ამ რაღაცას თვითონაც ვერ ხვდებოდა,ალბათ უფრო უკეთესის მოლოდინში იყო,მალე ჩააბარებდა და სტუდენტი გახდებოდა,იქნებ ვინმე უკეთესი გამოჩნდესო ამ ფიქრებით იღლიდა თავს,რას უწუნებდა ლომაძეს? მას დასაწუნი ნამდვილად არაფერი ჰქონდა,თუმცა რას გააწყობდა ანჯაფარიძის მერყევ ხასიათთან. მთელი იქ ყოფნის პერიოდი აღარ დალაპარაკებია ლომიძე ნინას,მეტიც არც კი შეუხედავს მისთვის. ვერანდაზე იდგნენ გიორგი და ლევანი,ეწეოდნენ
-რა ხდება ძმა?-მხარზე ხელი დაჰკრა ლევანმა გიორგის
-რაზე მეკითხები?-ღრმა ნაპასი დაარტყა ლომაძემ და ძმაკაცს გაუღიმა
-ნინაზე შეჩ*მა სხვა რაზე უნდა გკითხო
-რავი ბიჭო,ისევ არაფერს ამბობს,მოკლედ რა
-რო შეეშვა ვაბშე?
-ვის ბიჭო?-გაეცინა-ნინას? შენ საეთოდ წარმოგიდნენია მაინც რას ნიშნავს ეგ ოგო ჩემთვის? აი იმენა ჭკუა მეკეტება ბიჭო,საათობით შემიძლია ვიჯდე და ვუყურო ისე რო ვაბშე არ შევეხო.
-ეჰ ბრატ,ეგ მაგას უნდა ააგებინო თორე მე ვიცი–მხარზე ხელი დაჰკრა
ლომიძეს გაეცინა და დარბაზში დაბრუნდნენ.არც ახლა შეუხედავს მისთვის.ნინა წამოდგა და მასთან მივიდა
–ახლა ასე უცხოსავით უნდა მომექცე–დოინჯი შემოირტყა
-არა ნინა საიდან მოიტანე?-გაუღიმა
-უკვე თითქმის 1 საათია არ დამლაპარაკებიხარ-კოპები შეყარა
-კარგი რა ნინა,უკვე დიდი გოგო ხარ სკოლაც დაამთავრე,პატარა ბავშვივით ნუ იქცევი-ლოყაზე ხელი მოუთათუნა
-მე შენ საოცრად მიყვარხარ და სულ მეყვარები რაც არ უნდა მოხდეს-თავი ძირს დახარა ანჯაფარიძემ
-ვიცი რო გიყარვარ ჩემო ლამაზო,მეც საოცრად მიყვარხარ და აწი აღარ შეგაწუხებ ამის გამეორებით,მე მინდა რო ძაან ბედნიერი იყო-ღიმილი არ შორდებოდა სახიდან
-არ ვწუხდები,უბრალოდ არ ვიცი რა მჭირს-სახე გვერდზე გაატრიალა,ცქმუტავდა
-დაიკიდე,ეგ არაფერი-თვალი ჩაუკრა და შუბლზე აკოცა
-არ მინდა რომ ჩემს გამო დაიტანჯო,ამას ვერ ავიტან შენიმდენად კარგი ხარ გიო
-ჩუუ,ვსიო არაუშავს,მესმის არ გინდა ეს სენტიმენტალიზმი,მე მიყვარხარ და ეს არ შეიცვლება, შენ ჩემი საოცრება ხარ-ისევ გაუღიმა და მოეხვია
რა იგრძნო ნინამ? საოცარი სითბო,გააჟრიალა და სიამოვნების ბუსუსებმა დააყარეს ტანზე,სულ დაეხორკლა სხეული და კიდურები დაუბუჟდა.რა დაემართა? როგორც კი მისი დაკარგვის საშიშროება იგრძნო მაშინვე გაუთბა გული,ოღონდ ახლა გიოი მეგობარს კი არა საყვარელ ბიჭს ხედავდა.თუმცა ერიდებოდა ამაში გამოტყდომა,ამდენწლიანი მეგობრობის შემდეგ ასე უცებ ერთად? რომ მაკოცოსო? ეს ხომ წარმოუდგენელი იყო? სირცხვილისგან უეჭველად მოკვდებოდა.



№1  offline წევრი Firefly

წინას აღარ გააგრძელებ?
--------------------
M.T

 


№2  offline მოდერი Anye-Any

Firefly
წინას აღარ გააგრძელებ?

კი ხვალ დავდებ

 


№3  offline წევრი cancara

ვაიმე რა კაი რაგაც ჩანს გაგრძელე

 


№4  offline მოდერი bibo

Ra saocreba xar sh tkbilo tbilo murabav alubalov

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent