შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრეზია და კედარი (გაგრძელება 7)


19-02-2016, 00:15
ავტორი ani-ka
ნანახია 1 821

* * *
დემეტრესთან განშორების შემდეგ წვიმიან ქუჩებში ვისეირნე ჩემი ახალი BMW–თი. მუსიკა დაბალ ხმაზე ჩავრთე. რაღაც ჯაზური კომპოზიცია იყო. წვიმა, ჯაზი, სიხალვათე ქუჩებში. სიმშვიდის იმიტაცია. სწორედ ეს მჭირდებოდა.
გავთხოვდი.
უსიყვარულოდ.
ამით ვუღალატე შეყვარებულს.
ახლა ქმარსაც ვღალატობდი იმით, რომ სხვა კაცს ვხვდებოდი.
ამით ორმაგად ვღალატობდი გიოს– ასეთი შეგრძნება მქონდა. გამოსავალს ვერ ვხედავდი. უცებ ძალიან მომინდა მისი ხმის გაგონება. დანახვა. თბილ, თაფლისფერ თვალებში ჩახედვა, შეხება. . .
ზარი გადიოდა.
ნომერი ისე ამიკრეფია, ვერც კი მივხვდი რას ვაკეთებდი.
–გისმენ!–ოდნავ უხეში, სასიამოვნო ხმა ჩამესმა და თითქოს მისი სურნელიც ვიგრძენი. პაუზა გაიწელა. ვერ გადამეწყვიტა დავლაპარაკებოდი, თუ გამეთიშა.
უეცრად, სრულიად მოულოდნელად და სწორედ ამიტომ უფრო შთამბეჭდავად წარმომიდგა თვალწინ კანსტანწინის სახე. ქორივით გამოხედვა, მაგრად მოკუმული, ყბების მოთამაშე ძვლები და შემდეგ ღიმილი, რომლითაც ჩემთვის არასდროს გაუღიმია.
–მარიკა, შენ ხარ? მთელი საათია შენ ზარს ველოდები. სად ხარ ამდენ ხანს?–მითხრა უცებ ხმამ. თითმა თავისით იპოვა საჭირო ღილაკი.
მარიკა! გიოს კლასელი, რომელიც არ ასვენებდა, გიო კი დასცინოდა. ხან რა ხერხით ანიშნებდა შემეშვი, არ მიყვარხარო, ხან რა ხერხით. ის კი მაინც არ ეშვებოდა.
სცენარი ასეთია: გიო დაიჭირეს. საძაგელმა შეყვარებულმა (ანუ მე) დაიკიდა და ფულის ტომარაში გაცვალა! მაგრამ ბედმა არ გასწირა ჩვენი გიო, საბედნიეროდ იქვე ახლოს იყო ერთგული, საყვარელი მარიკა, რომელმაც ტანჯულ გიოს იარები დაუამა.
ჩემ ტკივილსა და თავგანწირვაზე არაფერი იყო ნათქვამი ამ ზღაპარში. ანუ მის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა.
მანქანა დავძარი და სახლისკენ წავედი. გიოზე ფიქრისთვის ბოლო უნდა მომეღო. უცხო ნომრის დარეკვაზე მარიკა გაახსენდა და არა მე.
ახლა უკვე ქმარი მყავდა. უხეში. გაუზრდელი. მოღალატე. და უხასიათო. მაგრამ მაინც ჩემი. იქნებ როგორმე მომეგვარებინა მასთან ურთიერთობა და მისთვის თავიც შემეყვარებინა? უნდა მებრძოლა! ჩემი ბედნიერება მეთვითონ უნდა მომეპოვებინა.
შემდეგ მისი მწარე შენიშვნები, უხეშობა, დაცინვა გამახსენდა და გული მომეწურა. დილით სახლიდან მაგდებდა, რისი იმედი მქონდა?
თუმცა მაინც მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი დავლაპარაკებოდი, ურთიერთობის დათბობა მეცადა. გიო კი სამუდამოდ დამევიწყებინა.
თავო ჩემო, გაუბედურებულო და საბრალოვ, შენი იმედები რომ სცოდნოდა მას, ალბათ რამდენს იცინებდა. იმ საღამოს კი ნამდვილად იცინოდა ვიღაც, ვინც ჩვენს ბედს განაგებს, როცა სიურპრიზი მომიწყო ჩემმა მეუღლემ.
სახლში მისულს იქაურობა გამოცარიელებული დამხვდა. ლიდა და ლიკა მაინც სადღა იყვნენ? კანსტანწინის მანქანაც არ იყო გარაჟში. ჯერ დიასახლისთან დარეკვა დავაპირე, მაგრამ გადავიფიქრე. მათ ალბათ არაფერი ეცოდინებოდათ და ტყუილად ავაფორიაქებდი. საკუთარი მეუღლის ნომერი არ მქონდა, რომ მეკითხა რაში იყო საქმე (ან ღირდა კი?!). ყოველი შემთხვევისთვის საძინებელში ავედი– რომანტიულ მელოდრამებში ასეთ დროს საწოლზე მიმობნეული ვარდის ფურცლები და სურნელოვანი, მოციმციმე სანთლები ხვდებათ ხოლმე. მე სიცარიელე დამხვდა.
გამოვიცვალე, საშინაო სპორტულები და თბილი, ყელიანი სახლის უგები ჩავიცვი.
სამზარეულოში ვსაქმიანობდი ღიღინით. მარტოობა და თვითმომსახურეობა მომნატრებოდა კიდეც მთელი ამ დროის განმავლობაში.
მაცივარში ლიდას დატოვებული კერძები კი ელაგა, მაგრამ მომინდა მეთვითონ მომემზადებინა რაიმე.
გემრიელი სალათი მოვიმზადე, სანთლებიც დავინთე, შუქი ჩავაქრე და გემრიელად შევექეცი. უკვე სიგიჟის, საკუთარ თავთან დიალოგის ზღვარზე ვიყავი, რომ კარის გაღების და საუბრის ხმა მომესმა. ნასუფრალი ნიჟარაში ჩავუძახე და სანთლები ჩავაქრე.
სწორედ ამ დროს სამზარეულოში ორი ფიგურა შემოვიდა.
–მოდი, რამე გემრიელი მოვამზადოთ.–გავიგონე კანსტანწინის ხმა. რუსულად ლაპარაკობდა. ცუდად მენიშნა.
შუქი აინთო. სამივენი გავშეშდით ერთმანეთის დანახვაზე.
ჩემი მეუღლე ხელგადახვეული მოუძღოდა მაღალ, გამხდარ, ქერა ქალს ლამაზი ნაცრისფერი თვალებით და უჩვეულო ფორმის, მომხიბლავი ტუჩებით. ქალს საკმაოდ გემოვნებით და მოხდენილად ეცვა.
–არ მეგონა სახლში თუ იყავი.–მითხრა ქმარმა.
–პრივეტ.–გაუბედავად გამიღიმა ქალმა.
რას იზამდით ჩემ ადგილას? ერთი ნაწილი მივარდებოდა და ლამაზ ქერა კულულებს ღერა–ღერა დააცლიდა ქმრის საყვარელს. ვიღაც ქმარს გააწნიდა სილას. იქნებ ბარგიც ჩაელაგებინა და სახლიდან წასულიყო?
ვუყურებდი მას. უკრაინელ ლამაზმანს, სახელად ნადიას, რომელსაც პირველად არ ვხედავდი მის გვერდით და ვფიქრობდი, რომ კანსტანწინს კარგი გემოვნება ჰქონდა. სიბრაზემ გონება ვერ დამიბინდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გავბრაზდი.
კანსტანწინის სიტყვების მიუხედავად (და მისივე დამცინავი გამომეტყველებიდან გამომდინარე) აშკარად განზრახ მოიქცა ასე დამამცირებლად.
ხმის ამოუღებლად გავედი სამზარეულოდან. ხელით უხეშად ჩამოვიშორე გზიდან კარებში გაჩხერილი „მოღალატე“ და მისაღებში, ტელევიზორის წინ მოვკალათდი.
არ ვაქცევდი ყურადღებას სამზარეულოდან მომავალ მხიარულ ხმებს. არც შემდეგ გავხადე მზერის ღირსი, როცა უკვე საძინებელში ადიოდნენ. არც იმაზე ვაპირებდი ფიქრს, რას გააკეთებდნენ ზემოთ, იმ საწოლზე, რომელზეც რამდენიმე დღის წინ მეძინა. სულ რამდენიმე კედლის იქით, ჩემი განმარტოებული საძინებლიდან.
პროტესტის ნიშნად, გადავწყვიტე საერთოდ არ ავსულიყავი ზემოთ. იქვე დამეძინა მერჩივნა. პლედის ქვეშ მოვკალათდი და ალბათ ჩამეძინა, რადგან მოგვიანებით უცებ გამეღვიძა. რამ გამაღვიძა წესიერად მეც არ ვიცი. მაგრამ რომ გავიღვიძე, ნაცრისფერი თვალები დავინახე. მე მიყურებდნენ.
კანსტანწინის ლამაზი ქალი ჩემს წინ იჯდა და ყურადღებით მიცქერდა.
–ლამაზად გეძინა, მაპატიე, თუ გაგაღვიძე.–მითხრა რუსულად. პასუხი არ გავეცი.
–მისმინე,–წამოიწყო ისევ თვითონ.–აქ მოსვლა ჩემი იდეა არ იყო. კანსტანწინმა დაიჟინა. ძალიან მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი. მესმის, რომ ეს ყველაფერი არასწორია, მაგრამ რა ვქნა თუ ძალიან ვუყვარვარ? საერთოდ არაფერს ვითხოვ, მხოლოდ მასთან ყოფნა მინდა.
–მე მის საქმეში არ ვერევი. მისი ცხოვრება არ მაინტერესებს.–მოვუჭერი ცივად.
–გასაგებია, მაგრამ მინდა გამიგო, როგორც ქალმა ქალს.
–თან ჩემ ქმართან გინდა გეძინოს და თან ჩემი ნებართვა და მხარდაჭერაც გქონდეს?! მეტისმეტს ხომ არ ითხოვ?
–ნუცა, უბრალოდ სხვა მხრიდან შეხედე ყველაფერს. კანსტანწინს სხვა გზა არ ჰქონდა, თორემ ცოლად შენ კი არა, მე შემირთავდა. მესმის, რომ ამის მოსმენა არ გსიამოვნებს. შენს ადგილას თავს მეც დამცირებულად ვიგრძნობდი, მაგრამ განა ჩემი ბრალია, რომ მას მე ვუყვარვარ? შენ კი მხოლოდ მსხვერპლი ხარ ამ ამბავში.
–კარგია, რომ ამას შენ მაინც აღიარებ. და ჩემგან რას ითხოვ?
–არაფერს. უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ძალიან ლამაზი ხარ.–მითხრა და სასიამოვნოდ გამიღიმა. რა ძნელია, როცა შენც მოგწონს შენი ქმრის საყვარელი.
* * *
ბარის დაკეტვა მე მომიწია. გამოვედი და ტაქსის დავუწყე ლოდინი. ვიღაცა ზურგიდან მომეპარა და თვალებზე ხელები ამაფარა. შიშისგან შევკივლე. ხელი გამიშვეს და ჩემ წინ სისხლივით წითელი ვარდი გაჩნდა. და იმ შეშლილის სახე.
–კინაღამ გული გამიხეთქე!–ვუსაყვედურე, თუმცა ვარდი მაინც გამოვართვი.
–წამოდი, წაგიყვან!–თავისი წითელი ჯაბახანა დამანახა.
–ტაქსით წავალ.
–წამოდი, გთხოვ.–ხელი თბილად ჩამკიდა. თანაც უკვე გვიანი იყო. გავყევი.
–ხომ მოგენატრე? აღიარე. შენი ნომერი მაინც რომ მქონოდა. . .–დაიწყო მანქანის ძრავასთან ერთად, მაგრამ თვალები რომ დავუბრიალე გაჩუმდა.
ცოტა ხანში ვიგრძენი ხელი როგორ ჩამჭიდა და გადმომხედა. რას ნიშნავდა მისი საქციელი? დაძაბული, გატრუნული ვიჯექი. უცებ, პიკაპი გააჩერა და ჩემსკენ მობრუნდა.
–რა ხდება?–შეშფოთებულმა მიმოვიხედე.
–ანუკა, რატომ გამირბიხარ? არ მოგეწონა ჩემთან?
–აქ რატომ გააჩერე?
–მიპასუხე.
–დავუშვათ, კი.
–მაშინ ნუ გამირბიხარ.
მისდა გასაკვირად, ცრემლები წამომივიდა და ავტირდი. მას შევეცოდე.
–მოდი ჩემთან. . .–მიმიზიდა და ძლიერად ჩამიხუტა. ვერ დავმალავ, მესიამოვნა ეს თბილი ჩახუტება, თითქოს თავშესაფარი ვიპოვე. შემეძლო დავყრდნობოდი. გული მომეოხებინა. სასიამოვნო სუნი ცხვირში მიღიტინებდა. ალბათ სწორედ ამან მაცდუნა. ქვითინს რომ მოვრჩი, ყელში ნაზად მეკოცნა. ამას რაც მოყვა... ლოგიკურიც იყო. დილით იმავე ნომერში, იმავე ადამიანს ჩახუტებულს გამეღვიძა.
* * *
დილით იმავე დივანზე გამეღვიძა. კისერი და მხარი მტეხდა. სამზარეულოდან ჟრიამულის ხმა გამოდიოდა. საძინებელში არავინ დამხვდა, ამიტომ თავი მოვიწესრიგე და მხოლოდ ამის შემდეგ შევუერთდი საუზმით გართულებს.
–ყავას დალევ?–გამიღიმა ნადიამ და წამოდგა.
–მეთვითონ.–ვუპასუხე და ყავის აპარატისკენ გავემართე. ნადია ადგილს დაუბრუნდა.
–შემოგვიერთდები?–ახლა კანსტანწინმა გადმომხედა. უპასუხოდ დავტოვე. ყავა ჭიქა–თერმოსში ჩავისხი და გამოვედი. კანსტანწინი სახლის კარებთან დამეწია.
–მოიცა, რაღაც მაქვს სათქმელი.–მკლავში ჩამავლო ხელი და მომაბრუნა.
–კარგი, ვაღიარებ, ზედმეტი მომივიდა!–მითხრა და პასუხს დაელოდა. თითქოს ვალი მოეხადოს.
–დიახ. ზედმეტი მოგივიდა. სულ ესაა? –გამომწვევად მივაჩერდი, რასაც აშკარად არ ელოდა.–მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ერთი მოტყუებული ქალია, რომელსაც ჰგონია, რომ გიყვარს. სინამდვილეში მხოლოდ საკუთარი თავი გადარდებს.–სიტყვებს ისე ვისროდი, ვერც კი ვხვდებოდი რას ვამბობდი. ალბათ დიდხანს მიტრიალებდა თავში ეს სიტყვები, რადგან სიბრაზის მომენტში თავისთავად ამოხეთქა. უმართავი ვიყავი. გაბრაზებული. შეურაცხყოფილი. ოდნავ სასოწარკვეთილიც.–მასთან ურთიერთობით ცდილობ იმ თავისუფლების კომპენსირებას, რომელიც მშობლებმა წაგართვეს. და თუ მართლა გიყვარს, მით უარესი, რადგან შენი სიყვარული ვერ დაიცავი შენივე მშობლებისგან! პატარა ბავშვივით დაჰყევი მათ ნებას ფულის ხათრით და ახლა მე მაგებინებ პასუხს ამის გამო. სიმართლე გინდა? უსუსური ხარ! უნიათო!
–მართლა? განა შენ იგივე არ გააკეთე?
–რა?
–შენც ფულის ხათრით დაჰყევი მშობლების ნებას!
–იცი რა? მართალი ხარ! მაგრამ ჩვენს შორის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა: მე მიზეზი არ მქონდა ბრძოლისთვის! ჩემი შეყვარებული ციხეში ზის და კარგა ხანს ვერ გამოვა. ამდენი ხნით დედაჩემის ჩიჩინს ვერ გავუძლებდი. შენ კი გვერდით გყავდა საყვარელი ქალი და მაინც არ იბრძოლე მის შესანარჩუნებლად. შეგეძლო მასთან ერთად გაქცეულიყავი სადღაც შორს და ბედნიერად გეცხოვრა. ამით მეც გადამარჩენდი შენთან ცხოვრებისგან. აი, ესაა სიმართლე თუ ძალიან გაინტერესებს.
მივახალე და სახლიდან გავვარდი. მანქანა რომ დავძარი, კანსტანწინი ჯერ კიდევ კარებში იდგა და დაფიქრებული მიყურებდა. დავაბუქსავე და ადგილს მოვწყდი.



№1 სტუმარი Teo...

Dzalian kargi iyo .es Konstantine ukve nervebs mishlis.cota jkuis swavleba mouxdeba magas hemi azrit.iqneb cota gazardo tavebi patara iyo daguli damwyda.gelodebiii

 


№2 სტუმარი ანი88

ძალიან მომწონდა თავიდანვევეს ისტორია და გული დამწყდა, რომ აღარ გააგრძელე. წინა თავი, რომ დავინახე ვერ ვიჯერებდი :) ინტერესი მკლავს , ამიტომ გავრისკავ და ბოლომდე გამოგყვები, არ დაველოდები დასრულებას და იმედია, აღარ დაგვაღალატებ :)

 


№3 სტუმარი ნი

ძალიან მომწონს.
დღეს არ დადებ? გელოდები მოუთმენლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent