შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმაში გარეთ 22 თავი


19-02-2016, 00:21
ავტორი du-da
ნანახია 4 921

* * * *
უაზროდ ვიწექი საწოლზე და ჭერს მივშტერებოდი.ბევრი რამე მასწავლა განვლილმა 15 წელმა,თუმცა მთავარი დამავიწყა საკუთარი თავი.რამდენჯერ შემეძლო უბრალოდ გავცლოდი ამ სიტუაციას და ვაჩეს სიყვარულის გარეშე მეცოცხლა.თუმცა არა ჯიუტად ველოდებოდი მის დაბრუნებას.ნელა წამოვდექი და გადავწყვიტე კორინთელს დავლაპარაკებოდი.უჩუმრად გავიარე დერეფანი და ის იყო კიბეზე უნდა ჩავსულიყავი ,რომ აივნიდან ბიჭების ხმა მომესმა და მეც იქით დავიძარი,თუმცა როგორც კი ჩემი სახელი გავიგე ფარდას ამოვეფარე.
-მისმინე ვაჩე ვატყობ რაღაც გაწუხებს და არ მეუბნები.
-მართლაც არის რაღაც,რაც ანის ეხება თუმცა არ ვიცი როგორ გავარკვიო.
-რა ხდება მითხარი,ნუ დამტანჯე ძმობას გაფიცებ
-ვიცი შეიძლება უაზრობაა,მაგრამ შიგნიდან მჭამს ეს ეჭვი.
-რა ეჭვი ვაჩე? ხმა დაეძაბა დათოს.ასე არაფერი გამოვა ძმა მე ბოლომდე სიმართლე გითხარი.
-მისმინე სოფიმ რაღაც მითხრა.
-ვინ სოფიმ ბიჭო.იმ ამაზრზენმა რა გითხრა ეგეთი.
-შეიძლებოდა რომ ტატო და ანი ერთად ყოფილიყვნენ?
-ერთად ყოფნაში რას გულისხმობ?
-ანუ ურთიერთობა რომ ქონოდათ.ხომ ხვდები არა?თქმაც არ მინდა იმ დონეზე ვეჭვიანობ რო წარმოვიდგენ.
-შენ გადაირიე??
მეტის მოსმენა აღარ შემეძლო.ძლივს მოვტრიალდი უკან და ოთახში შევედი თუ არა ისტერიკული ტირილი ამიტყდა.ყველაფერს ველოდი ვაჩესგან,მაგრამ ამ დონეზე თუ არ მიცნობდა არა.აუტანლად მტკიოდა გული და ვიცოდი ეს კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა იყო ცხოვრებისგან.მე იდიოტს კიდე მჯეროდა რომ ვუყვარდი.არ მახსოვს რამდენ ხანს ვიჯექი იატაკზე ბოლოს ძალა მოვიკრიბე და აბაზანაში შევედი.საკუტარმა ანარეკლმა შემაშინა."სადამდე სადამდე უნდა მტანჯო"უცებ გონება გამინათდა.ვიცოდი გზა რომლითაც ვაჩეს ჩემ სიმართლეს დავუმტკიცებდი და მერე საბოლოოდ გავქრებოდი მისი ცხოვრებიდან.

* * *
ლუკამ გოგოს მზერას გააყოლა თვალი და გუმანით მიხვდა ვინც იყო თეოს ასე გაფითრების მიზეზი.ბიჭმაც დაინახა წყვილი და მათკენ გამოემართა.
-აქეთ მოდის.ძლივს ამოილაპარაკა ქალმა და კანკალს უმატა.
-დამშვიდდი და თავი ისე დაიჭირე ვითომ არაფერს წარმოადგენს შენთვის თორე თავს დაიწვავ.თეომ ლუკას ახედა მის მზერაში არ იკითხებოდა არც დაცინვა და არც ირონია.ინსტინქტურად წაიღო ხელი და მკლავზე მოუჭირა უფრო იმიტომ რომ არ წაქცეულიყო.ამასობაში ბიჭი მიუახლოვდა და მათ წინ გაჩერდა.
-გამარჯობა თეო.
-გაგიმარჯოს თორნიკე.ლუკას სმენას არ გამოპარვია ქალის აკანკალებული ხმა.
-შევცვლილხარ.
-როდის ჩამოხვედი?თემის შეცვლა სცადა თეომ.
-2 კვირაა.
-კარგია. უცებ თორნიკეს დაბალი გოგო მიუახლოვდა.
-აი საყვარელო სად ყოფილხარ.
-ნინი?
-თეო რა სიურპრიზია.გოგომ.ირონიულად აათვ ალიერა გაფითრებული ერისთავი.
-შეიძლება გავიგო ჩემი მეგობარი და შენ ერთად რას აკეთებთ?ხმა აუკანკალდა თეოს.
-ყოფილი საქმრო ჩემო კარგო და უკვე ჩემი ქმარი.ბეჭედი აუფრიალა თვალწინ ვიცი გიჭირს ამის გადახარშვა მაგრამ მე გაფრთხილებდი არ შეეფერები მეთქი.შენ მაინც არ იშლიდი,რა ვქნა ჩემო კარგო განსხვავება თქვენ შორის იმხელა იყო ეჭვიც არ მეპარებოდა ასე დაამთავრებდით.
-თქვენ შორის არ არის სხვაობა?
-შენი მშობლები როგორ არიან?მამაშენი ისევ ყარაულია?გოგო აშკარად ერისთავის დამცირებას ცდილობდა.ლუკამ.იგრძნო როგორ დაეძაბა ხელი თეოს.
-გარდაიცვალნენ.
-ვწუხვარ ჩემო კარგო. იმედია მაგას ჩვენ არ დაგვაბრალებ რა ამათი ბრალია თუ მათხოვარს პრინცი შეუყვარდა.
ლუკას თავში სისხლმა აასხა.წინ წაიწია და თეოს ხელი შემოხვია.
-საყვარელო ამ ხალხს არ გამაცნობ? თეომ გაკვირვებილმა ამოხედა.მასზე შემოხვეულ ბიჭს და უცებვე გაიაზრა ლუკას ჩანაფიქრი.წამით მადლიერების გრძნობაც გაუჩნდა და თორნიკეს გახედა,რომელიც ლუკას ვერაფრით შეედრებოდა.
-ლუკა ბაბლუანი ამ მშვენიერი არსების საქმრო.ხელი გაუწოდა ბიჭს.
-თორნიკე ბერიძე.ძლივს ამოიღო ხმა ნირწამხდარმა.
-რას საქმიანობ თორნიკე?
-მე მე ჯერ არაფერს დაიბნა ბერიძე.
-მოდი გამოვიცნობ არც არაფერს ერთი განებივრებული მამიკოს ბიჭი ხარ ხო?და თქვენ მშვენიერო ქალბატონი?მიუტრიალდა პირდარებულ ნინოს.ვგონებ თქვენც ამ ვაჟბატონის ბედს იზიარებთ ხო ასეა?
-რამდენს ბედავ?აენთო თორნიკე.
-ეხლა შენ ტ....ი მიაყენე.იცი მაინც ვის ელაპარაკები?ცნობილ ბიზნესმენს იტალიაში და იტალიის გუნდის მორაგბეს.აქედან დასკვნა უბედნიერესი კაცი ვარ ეს განძი,რომ.მყავს რომლის ფასი სულ რომ მილიარდერი გახდეთ ქალბატონო ნინო რაც მეეჭვება,ამის ხელში, ვერ იქნებით. თვალი ჩაუკრა გაშტერებულ წყვილს,თეოს ტუჩებში აკოცა და მანქანის კარი გამოუღო.
-მიგიყვანოთ უმაღლესო წყვილი თუ თქვენით წახვალთ?ირონიულად გადმოხედა მანქანიდან და პასუხი რომ ვერ მიიღო სწრაფად დაქოქა მანქანა.
თეოს ცრემლები ახრჩობდა თუმცა ცდილობდა არ ეტირა.
-კარგად ხარ?ფიქრებიდან ბაბლუანის ხმამ გამოიყვანა
-კი.
-მისმინე თუ საუბარი გინდა იცოდე მოგისმენ.
-კარგად რო დამცინო?აენთო ერისთავი.
-აბა ამას დამიხედე გამოაჩინე ბრჭყალები?შეგეძლო.მადლობა გეთქვა.
-რისთვის?
-მგონი საკმაოდ არასახარბიელო.სიტუაციაში იყავი ხო ასეა?
-მეთვითონ შემეძლო პასუხის გაცემა,უბრალოდ შენ არ მაცადე.იცი რა გააკეთე შენ ფულს და წარმატებას გაუსვი ხაზი.
-შენ გოგო ნორმალური ხარ?ტონს აუწია ლუკამ
-არანორმალურიც შენ ხარ.იოცნებე ოდესმე ჩემი საქმროას სტატუსი რომ გქონდეს.
-შენთვის ეგ ზედმეტი ფუფუნება იქნება.არ მიმსახურებ.გამოსცრა გამწარებულმა და ვერც გაიაზრა როგორ ატკინა იმ.წუთას ერისთავს.

* * *
საღამოს საგანგებოდ გამოვეწყვე და ოთახში შემოსულ ვაჩეს გავუღიმე.
-შეიძლება რაღაც გთხოვო?
-როგორ არა.რამე მოხდა?
-მინდა რომ.სადმე წავიდეთ ჩვენ ორნი და დავლიოთ.
-მომესმა?
-არა არ მოგესმა მინდა წყნარად ვისაუბროთ მოწმეების გარეშე.
-კარგი სიამოვნებით.გავემზადები და წავიდეთ.
-დაბლა ვიქნები მივაძახე აბაზანაში შესულ კორინთელს და კიბეებზე დავეშვი.მარი სამზარეულოში ვახშამს ამზადებდა.
-მარ
-გისმენ ანი.მოიცა რა მაგრად გამოიყურები?
-მე და ვაჩე გავდივართ.
-სად?
-სავახშმოდ და იცოდე დღეს არ დავბრუნდებით.
-რა?პირი დააღო მარიმ.
-გთხოვ ამ ერთხელ დამეხმარე ისე ქენი რომ ბიჭებმა ვერ გაიგონ სახლში რო არ გავათევთ ღამეს.დილით დაგირეკავ შეიძლება პირდაპირ თბილისში წავიდეთ.
-მაშინებ ანი რამე ხდება?
-არაფერი მარ მოგიყვები მერე.ხვალ საღამოს მაინც ვბრუნდებოდით.თქვენი ქორწილია წინ.ნაძალადევად გავუღიმე და სამზარეულოში შემოსულ ვაჩეს გავხედე.

** * *
ვაჩემ მანქანა ერთ ერთ ბართან გააჩერა და კარები გამიღო.ნერვიულობისგან ხელები მიკანკალებდა უკვე აღარ ვიყავი დარწმუნებული ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში.კუთხის მაგიდა ავირჩიე და ოფიციანტს ყველაზე ძლიერი ალკოჰოლი შევუკვეთე.
-ანი რა გჭირს?
-ხო გიყვარვარ?
-კი.მერე?დაიბნა ვაჩე
-ხოდა მომეცი უფლება ის გავაკეთო რასაც საღ აზრზე არ გავაკეთებ.აშკარად დაიბნა კორინთელი თუმცა გამიცინა მე რომ მკლავდა იმ სიცილით.
-კი ბატონო ვსვამთ დილამდე
* * *
თეომ ვერაფრით დაიძინა დიდხანს იწრიალა საწოლში. ვინმესთვის რომ არ მოეყოლა ალბათ გაგიჟდებოდა.იმასაც ხვდებოდა როგორ აწყენინა ლუკას.ჯერ მარისთან დარეკვა გადაწყვიტა თუმცა მალევე გადაიფიქრა წყვილს მყუდროება აღარ დაურღვია.საღამურზე ხალათი მოიცვა და ლუკას ოთახისკენ დაიძრა.ფეხაკრეფით შეიპარა და მის საწოლთან შეჩერდა.ბაბლუანს თვალები დახუჭული ჰქონდა და მშვიდად სუნთქავდა."აქ რას აკეთებ?"უცებვე მოვიდა გონს და უკან გატრიალდა.
-იმისთვის შემოხვედი მძინარე გენახე?ადგილზე გაყინა ბიჭის ხმამ და იგრძნო ლუკაზე კარგად ვერავინ მოუსმენდა.
-შენი წინადადება ძალაშია?
-რომელი?საწოლზე წამოჯდა ბაბლუანი
-მომისმენ?ხმა აუკანკალდა თეოს
-აუცილებლად.გაუღიმა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა,აივნის კარი გააღო და გარეთ გავიდა.ერისთავიც უკან მიჰყვა და მის გვერდით პუფში ჩაეშვა.უჭირდა საუბრის დაწყება.
-მამაჩემი თორნიკეს ოჯახის კუთვნილ კომპანიაში მუშაობდა დარაჯად.წამოიწყო ერისთავმა.საკმაოდ გვიჭირდა მარტო მამა მუშაობდა ისიც კაპიკებზე.ჩვეულებრივი ბავშვობა არ მქონია ყველაფერი მაკლდა თუმცა არასდროს ვყოფილვარ უკმაყოფილო მშობლების.თეო გაჩერდა და ცრემლები მოწმინდა . თორნიკე რომ გავიცანი არ ვიცოდი ვინ იყო.1 წელი სრულიად ზრაპარში გავატარე თავდავიწყებით მიყვარდა.თუმცა მერე მისმა ოჯახმა გაიგო,რათმქმაუნდა არ დაუშვებდნენ მათ შვილს ყარაულის გოგო ყვარებოდა.ყველანაირად გვებრძოდნენ.არასდროს დამავიწყდება მამას ცრემლიანი თვალები სახლიდან რომ გამომაგდეს და სულ მათხოვარი მეძახეს.რათქმა უნდა სამსახურიდან გამოაგდეს.უნივერსიტეტში საქმე გამიფუჭეს და ყველაზე უარესი თორნიკე აიძულეს უცხოეთში წასულიყო.მერე?აირია უველაფერი ულუკმაპუროდ დავრჩით და სოფელში დავბრუნდით.ველოდებოდი როდის ჩამოვიდოდა ან დარეკავდა ის კიდე დაიკარგა.მისებმა იქაც არ მოგვასვენეს დედამისი მოგვივარდა და მთელ სოფელში თავი მომჭრა.მამამ ვერ გაუძლო და ინფაქტით დაიღუპა 1 წელიწადში დედაც მიყვა და დავრჩი მარტო.სახლი გავყიდე და აქ წამოვედი.დანარჩენი დღესაც ნახე.
-მისმინე მძიმედ წამოიწყო ლუკან.ეხლა რასაც გეტყვი კარგად დაიმახსოვრე იმიტომ რომ.ვიცი ხვალ ისევ დავხოცავთ ერთმანეთს და მე ვიზრუნებ მაგაზე ,რადგან როცა ბრაზობ ეგ სევდა გიქრება თვალებიდან.არასდროს იფიქრო რომ.იმათზე ნაკლები ხარ რადგან მამაშენი ყარაული იყო.საოცარი გოგო ხარ და დაიმახსოვრე არ ღირს ნერვიულობად ეგეთი არაკაცი არსდროს დაიხიო უკან მხოლოდ იმიტომ რომ,ნაირ-ნაირი მანქანებით არ დადიხარ.გუჩი არ გაცვია და ასე შემდეგ.შენ ბევრად მდიდარი და სუფთა ხარ.თეოს ტირილი აუტყდა პირველად გამოხატავდა ემოცას უცნობ და ამავე დროს უკვე ძვირფას ადამიანთან.ბაბლუანმაც აღარ დააყოვნა ატირებულ ქალს ხელი მოხვია და გულზე მიიხუტა
-მაპატიე.
-რა სულელო?
-ჩემი პრობლემა რომ მოგახვიე თავზე.
-ოხ ეს ქალური ლოგიკა რო არ აამუშავო არა?გაეცინა ლუკას და უფრო კომფორტულად მიიკრა გულზე.
* * *
ალკოჰოლმა თავისი ქნა და ორივე საკმაოდ შევთვერით.
-არ წავიდეთ?
-წავიდეთ ოღონდ სასტუმროში.
-სად?ყბა ჩამოუვარდა ვაჩეს..
- სასტუმროში. დავუმარცვლე გარკვევით.
-იქ რა გვინდა?
-ვერ ხვდები?პატარა ბიჭი ხარ?
-ანი გეყო მთვრალი ხარ.
-არ ვარ მინდა ეს ღამე შენთან გავატარო ბოლობოლო.ქმარი ხარ.
-ვიცი ინანებ ხვალ.
-არ ვინანებ და თუნდაც ეგრე მოხდეს.მინდა შენი გავხდე.
ვაჩემ დიდიხანს მიყურა და ანგარიში მოითხოვა.საკუთარი თავი შემეზიზღა რის გაკეთებასაც ვაპირებდი.კორინთელმა ფული გადაიხადა და გარეთ გავედით.ვიცოდი ეს ღამე მარტო მისთვის არა ჩემთვისაც შეცვლიდა ყველაფერს მეშინოდა და ვიცოდი წასვლა უფრო გამიჭირდებოდა.
"რაც იქნება იქნება უკან დახევა გვიანი"შემოვუძახე ჩემ თავს და მანქანაში ადგილი დავიკავე.



№1 სტუმარი darina

Kai ra es gogo ra sulelia wesierad daelaparakos da auxsnas yvelaferi, ukve meramdene sisuleles aketebs, vifiqre aha eshvelebatmetqi, magram isev ragac gamochndeba da aireva yvelaferi, imedia vache ar ayveba, vnaxot shemdeg tavs velodebi, luka aris chemi ocnebis bichi ra magari vinmea.

 


№2  offline წევრი milangirl

ეს გოგო მაგარი სულელია რა. ვერ ისწავლა რომ საუბრით შეიძლება ყველაფრის მოგვარება და არ არის საჭირო უაზრო საქციელები. რაც ჩაფიქრებული აქვს იმას მართლა თუ ჩაიდენს რაიმეს დასამტკიცებლად ეს უკვე მაგარი ამორალური საქციელი იქნება. იმედია გონება გაეხსნება და სისულელეს არ ჩაიდენს. ველოდები შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი სტუმარი shoka

dasacyisu sad vnaxo aq 22 tavidan devs iqneb mitxrat?

 


№4 სტუმარი სტუმარი ლიკა

დასაწყისი სადაა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent