შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რბოლა და სიყვარული


20-02-2016, 01:31
ავტორი Alexa
ნანახია 2 008

გამარჯობა, მე ვიკა იაშვილი ვარ 17 წლის.საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი, მუქი მწვანე თვალებით.მყავს ნახევარძმა ლუკა იაშვილი, ჩემი არაბიოლოგიური და ნატა წერეთელი, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარია, ოჯახის წევრად მიმაჩნია და მყავს მამა გოგა იაშვილი.დედა 9 წლის წინ მოკლეს და მამამ გაგვზარდა მე და ჩემი ძმა.მართალია ლუკა ჩემი ნახევარძმაა, მაგრამ ის ყველაზე მეტად მიყვარს. ავტომრბოლელი ვარ, რადგან დედა ახალგაზრდობაში მრბოლელი იყო და მეც მინდა მის კვალს გავყვე. მეც მიკვირს როგორ ვახერხებ, მაგრამ რბოლასთან ერთად კარგად ვსწავლობ.
ყოველ დილას ერთი და იგივე მეორდება, ლუკა შემოდის ოთახში და მაღვიძებს
-ვიკაა გაიღვიძე, სკოლაში დაგაგვიანდება.
-მმმმ….ხუთი წუთიც რაა.
-კაი ხუთი წუთი, არც მეტი არცნაკლები.
10 წუთის შემდეგ
-გოგოოო ადექი დროზე, დაგაგვიანდაა.
-აუუ ლუკა გთხოოვ რაა.
-კარგი, შენ თუ არ კადრულობ, მე აგაყენებ.
უცებ ამიყვანა ხელში და წამში სამზარეულოს მაგიდასთან ვიჯექი.
-მიდი ისაუზმე, ჩაიცვი და წავიდეთ თორემ ძალიან დაგაგვიანდება.
-კაი. მამა სად არის?
-გოგას რესტორანში საქმე ჰქონდა და დილით ადრე იმიტომ წავიდა.
-აააა… ლუკაა დღეს ნატასთან ვრჩები და სკოლის შემდეგ გაგვიყვანე თუ გცალია.
-გაგიყვანთ, მაგრამ დღისით რატომ არ ჯდები საჭესთან მაინც ვერ გამიგია.
-რამდენჯერ გითხრა, რომ რბოლის გარდა არ დავჯდები საჭესთან
-კაი მაშინ გაკვეთილები რომ დაგიმთავრდება დამირეკე.
-ok.
-კაი მიდი დროზე ჩაიცვი და წავედით მეჩქარება მეც.
-კაიი 5 წუთში მზად ვიქნები.
-მიდი და დაბლა დაგელოდები.
როგორც ყოველთვის შავებში გამოვეწყვე-შავი მაისური, შავი შარვალი და შავი კედები ჩავიცვი, თმა ცხენის კუდივით შევიკარი, ჩანთა ავიღე და 5 წუთში დაბლა ვიყავი.
კლასში შევედი თუ არა ზარი დაირეკა და მე და ნატა ერთად წავედით მერხებისკენ.ნატა ჩემ წინ ზის, მე კი ბოლო მერხზე, არ მიყვარს როცა ვიმე გაკვეთილზე ხელს მიშლის და ამიტომ არავინ მიზის გვერდით.
კლასში მასწავებელთან ერთად ვიღაც ბიჭი შემოვიდა, ყურადღება არ მიმიქცევია. მხოლოდ ის გავიგე, რომ ირაკლი ცაბუტაშვილი იყო, მეტი არც მომისმენია.მთელი კლასის გოგოები გაგიჟდნენ, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მარი ეპრანჭებოდა.ძალიან სულელი გოგოა, მამიკოს ფულით გათამამებული. მის გვერდით არავინ ჯდებოდა. მართალია ჩემ გვერდით მერხი ცარიელი იყო, მაგრამ მაინც მარისთან დასვეს, რადგან მასწავლებლებმაც კარგად იციან, რომ მარტო ჯდომა მიყვარს.ბიჭისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, პირველი მათემატიკა გვქონდა, ჩემი საყვარელი საგანია და დიდი ყურადღებით ვუსმენდი მასწავლებელს.გაკვეთილი როგორცვე დამთავრდა მაშინვე ნატა მომვარდა და გახარებულმა მითხრა მოეწონეო
-კარგი რა ნატა, ეგ სისულელე საიდან მოიტანე.
-სისულელე ეძახე და მთელი გაკვეთილი თვალს არ გაშორებდა.
-ოჰ კარგი ერთი, ნუ აიჩემებ ხოლმე რა რაღაცას.
-რაგინდა, რას უწუნებ შეხედე რა სიმპატიური ბიჭია.
ახლაღა შევამჩნიე, როგორი ლამაზი იყო-მაღალი, ქერა, მუქი ლურჯი, ზღვისფერი თვალებით, რომ შეხედავდი, მის თვალებში ჩაიძირებოდი.
ფიქრებიდან ნატას ხელის კვრამ გამომაფხიზლა.
-აი, ხომ გითხარი მოგეწონება-მეთქი.
-ვაღიარებ, სიმპატიური ბიჭია, მაგრამ ხომ იცი, მაინც არ შემიყვარდება.
ზარი დაირეკა და მერხებს დავუბრუნდით მე და ნატა.დანარჩენი გაკვეთილები კი მოსაწყენი იყო. გაკვეთილები რომ დამთავრდა ლუკას დავურეკე და მე და ნატა მის სახლში წაგვიყვანა. სანამ მივიდოდით ლუკამ გვკითხა:
-აბა როგორი დღე იყო?
-რავი ჩვეულებრივი როგორც ყოველთვის მათემატიკაში ათი მივიღე ვუთხარი ლუკას გაღიმებული სახით.
-ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ შენ
მითხრა ლუკამ და მაკოცა.
-ნატა შენ რას იტყვი?
ნატა ამ ხნის განმავლობაში ჩუმად იჯდა და გვიყურებდა.
-რავიცი ჩვეულებრივი დღე იყო, იმ განსხვავებით, რომ ვიღაც ძალიან სიმპატიური ბიჭი გადმოვიდა ჩვენთან და ყველა გოგო მაგას ეპრანჭება.
-ვიკ ხოიცი დღეს რბოლაა და უნდა მოემზადო, ოღონდ მე ვერ მოვდივარ, საქმეები მაქვს.
-უიი ხოოო… სულ დამავიწყდა და რა საქმეები გაქ?
-რესტორანში რაღაც პრობლემებია და გოგას არ სცალია მოსაგვარებლად, მე უნდა წავიდე.
10 წუთში უკვე ნატას სახლთან ვიყავით.
-ჭკვიანად იყავით.
გვითხრა ლუკამ, როცა მანქანიდან გადავდიოდით.
სახლში შევედით თუ არა, მაცივარს ვეტაკეთ პირდაპირ.
-პიიცააა და შოოკოლაადებიიი.
დაიკივლა ნატამ, როცა ხელებს ვიბანდი და კინაღამ წავიქეცი.
-მმმმ…. რაკაიააა
-ხოო თან მარტო ვართ სახლშიი და მარტო ჩვენიაა.
-კარგი, მოდი ვჭამოთ ახლა
-გოგო რბოლაში კიდევ ახალი მონაწილე იქნებაო და ხო არ იცი ვინაა?
-უი მართლა?არა ნატ არ ვიცი ვინაა



გამარჯობა ბავშვებოო დავბრუნდი ახალი ისტორიით მივხვდი, რომ იმ ისტორიის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ეს ისტორია დიდად მეც არ მომწონს და როგორ ფიქრობთ, ღირს გაგრძელება?



№1 სტუმარი ნია

იდეალური არ არის, მაგრამ ღირს გაგრძელება. თუ არ სცადე არაფერი არ გამოგივა^^

 


№2  offline წევრი ErTi MeOcnEbe Gogo

Me dzalian momewona aucileblad gaagrdzele
--------------------
ლიკა.ხარებოვი

 


№3 სტუმარი Fuck normality

Dasawkisi normaluria gaaaagrdzele)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent