ოდესმე გყვარებია? (1)
სამყაროში ყველაფერი ხდება. ნებისმიერი რამ შეიძლება შეიცვალოს. შეიძლება სამყარო ასე უბრალოდ დატრიალდეს და ერთ მხარეს მყოფი მეორე მხარეს აღმოჩნდეს. სიკეთე ბოროტებამ ჩაანაცვლოს, სიყვარული სიძულვილმა, ადამიანი ხსოვნამ. - მომბეზრდი. - ჩემს კარადასთან ვიდექი და წიგნებს ვარჩევდი. რაღაც გავიგონე, ბგერების თანმიმდევრობა, რომელიც უმისამართოდ ჩამესმა, მაგრამ აშკარად მე მეკუთვნოდა. უკან მივბრუნდი და ლიდა დავინახე. ახლა ყველაფერი გასაგები გახდა, თუმცა საქმე არც ასე მარტივადაა. ის, რომ ლიდა უბრალოდ, უაზროდ მლანძღავს, მამცირებს ახალი არაა, მაგრამ „მომბეზრდი“, გაწონასწორებული ტონითა და კეთილმოსურნე ინტონაციით ნათქვამი. ჩემს პრაქტიკაში ასეთი რამ ჯერ არ მახსოვს. კითხვის ნიშნიანი თვალებით ვუყურებდი. - ხო შინ საცოდავო, მომბეზრდი. - კარგი. - მშვიდად ვუთხარი. ლიდას ასეთ მობყრობას მიჩვეული ვიყავი, უკვე პროტესტის გრძნობაც აღარ მიჩნდებოდა. ლინდა ჩვენი სკოლის „მაგარი გოგოა“, გრძელი ფეხები და ქერა თმა აქვს. ბიჭები სულ კუჭში დასდევენ, მაგრამ მხოლოდ იქამდე, სანამ იმას არ მიიღებენ რაც სურთ. ერთი ან ორი დღის შემდე, ლინდა აღარც კი ახსოვთ, მობეზრდებათ და დატოვებენ, მანამ სანამ კვლავ მარტოობა არ შეაწუხებთ და ასე... - რა კარგი იდიოტო? - მის მშვიდ ტონს, ღელვა დაეტყო. - უბრალოდ კარგი. - როცა ვიღაცა გეობნება მომბეზრდი, ეს ნიშნავს წადი და აღარასდროს დამენახო. - არაფერი მითქვამს, უბრალოდ წავედი. ლიდა და მისი ორი დაქალი ჩემს თვალში უბადრუკი “სასტავი” იყო. გოგონები რომლებიც მხოლოდ საკუთარ გარეგნობაზე არიან დაყრდნობილნი და მეტი არაფერი გააჩნიათ. არც ღირსება, არც თავმოყვარეობა, არც ჭკუა. მათი ავტორიტეტი მხოლოდ მამრობით სქესზე ვრცელდება, ისიც განსაზღვრულ მომენტამდე. ყოველთვის გამომწვევად აცვიათ და მაკიაჟს არასდროს იშორებენ. ქერა თმა მუდამ წელზე გაშლილი აქვთ და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დადიან. მათი სამეფო მხარდამჭერთა გუნდია. ხო ჩვენი სკოლის ფეხბურთის გუნდის მხარდამჭერთა კლუბის წევრები არიან. ლინდა კაპიტანია. ფეხბურთის გუნდის კაპიტანი, ზუკა კი მისი შეყვარებულია, თუმცა ეს ფაქტი ლინდას ხელს არ უშლის, რომ ფეხბურთის გუნდის სხვა წევრებთანაც გაატაროს დრო. ზუკა ლინდასგან ბევრი არაფრით განსხვავდება. გოგონებს ისე უყურებს, როგორც საგნებს და ყველა მათგანის მეპატრონე ჰგონია თავი. ფიქრობს, რომ როგორც უნდა ისე მოექცევა მათ. ალბათ ამიტომ უგებენ ერთმანეთს ასე კარგად ზუკა და ლინდა. ეს რაც შეეხებოდა მათ, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, ლიდაზე და მის “სასტავზე” უბადრუკი არც მე ვარ. წიგნების ჭია. გოგო რომელიც სკოლაში გაკვეთილების და კაფეტერიის მეტს ვერაფერს ამჩნევს. სულ მუქი ჯინსები და დახურული მაისურები აცვია. მაკიაჟი რა არის არც კი იცის, თმას კი, მიუხედავად მისი განუზომელი სიგრძისა არასდროს იშლის. მუდამ თავდახრილი დადის და თავს მაღლა, მხოლოდ სათვალის გასასწორებლად წევს. სკოლაში ჩემი სახელი მხოლოდ გაკვეთილზე თუ გაიჟღერებს, ესეც მასწავლებლის პირიდან და მხოლოდ ერთი მიზეზით - კარგი ნიშანი მივიღე. შეყვარებული ჩემთვის წარმოუდგენელი ცნებაა. ჩემნაირ გოგოს არავინ შეიყვარებს და ვერც მე შევიყვარებ ისეთ ბიჭებს, რომლებიც ჩემს გარშემო ტრიალებენ. სკოლაში ბიჭები, რომლებიც სიმპატიურები არიან, საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენით გამოირჩევიან.სხვა დანარჩენები, ვისაც ამპარტავნობის სინდრომი არ ჭირთ, ან ჩემსავით წიგნის ჭიები არიან, ან მახინჯები, ან კიდევ ლოთები და ნარკომნები... სკოლის დერეფანში თავდახრილი მივაბიჯებდი, თან ლიდას ნათქვამზე ვფიქრობდი. ასეთი ჟესტი ჩემდამი არ ვიცი მის როგორ განწყობაზე მეტყველებდა. დამცინავი ტონით ჩემი სიმახინჯის აღნიშვნა ნიშნავდა, რომ კარგ ხასიათზე იყო. ხელის კვრით გზიდან ჩამოშორება ნიშნავდა, რომ რაღაცაზე ბრაზობდა. სარკაზმი და ჩემდამი „ლმობიერება“ ნიშნავდა, რომ საკუთარ სიძლიერეს უსვამდა ხაზს, მაგრამ აუღელვებელი ტონით, უბრალოდ ნათქვამი მომბეზრდი? იქნებ ვიღაცას მობეზრდა თავად ის, იქნებ ზუკამ მიატოვა და მისდამი ბრაზი ჩემზე გამოხატა? არ ვიცი ლიდას თავს რა ხდებოდა, მაგრამ ერთი კი დაზუსტებით ვიცოდი, საცოდავი გოგო ვიყავი. საკუთარ თვზე ვბრაზობდი და ჩემში რაიმე მკაფიო ტრანსფორმაციის მოხდენაზე ვვოცნებობდი. წამით თავი სათვალის გასასწორებლად ავწიე და თვითსრულყოფილება დავინახე. ვაზვიადებ, უბრალოდ დერეფნის ბოლოდან ძალიან სიმპატიური ბიჭი მოდიოდა, ხელში წიგნები ეჭირა, გრძელი, მრგვლად შეჭრილი თმა ჰქონდა, ჩოლკა ალმაცერად დაეყენებინა, ჯამში მოდური ვარცხნილობა იყო. თეთრი მაისური, შავი ტყავის ქურთუკი და შვი შარვალი ეცვა, ფეხზე ნაცრისფერი კეტები. ერთ ხანს თვალი გავუშტერე, მოულოდნელად შემომხედა, შემრცხვა და თავი დავხარე. ნაბიჯი შევანელე. მხოლოდ მის ფეხებს ვხედავდი, ჩემსკენ მოდიოდა, უეცრად კი შედგა. თავი მაღლა ავწიე რათა დამენახა რატომ გაჩერდა. სანახაობამ გამაცოფა. ყმაწვილი ლინდას გაეჩერებისა, მასთან ოცი მილიმეტრი დისტანციით იდგა, ხელს მის მკერდზე ათამაშემდა და გამომწვევად უღიმოდა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ, ისე რომ მათი დიალოგი თავისუფლად მესმოდა. შევყოვნდი და ყური დავუგდე. - შენ ახალი ხარ ხო? - ასეა. - მიხარია, გემრიელი ლუკმა ჩანხარ. - ლიდა საკუთარ ბუნებას აშკარად ავლენდა. - მე ლიდა მქვია და შენს განკარგულებაში მიგულე. - ოჰო, მემგონი აქ მომეწონება. - უცნობმა ცალყბად გაიღიმა. - ამაზე მე ვიზრუნებ. შენი სახელი? - გიორგი. - მე გიოს დაგიძახებ. - ყველა მასე მეძახის. - ძალიან კარგი. წამოდი გიო სკოლას დაგათვალიერებინებ. - კარგი, მაგრამ შეყვარებული არ გაგიბრაზდება? - შეყვარებული... შეყვარებული არ მყავს. - ეტყობა ჩემი ვარაუდი გამართლდა, ლიდა ზუკამ მართლაც მიატოვა. სხვა დროს ამ კითხვაზე ლიდა რაიმე ირონიულ პასუხს მოიფიქრებდა, მაგრამ ახლა გულისწყვეტით თქვა. დარწმუნებული ვარ ეს შეყვარებული გოგო გულისწყვეტა არ იყო, მიტოვებული, სიამაყე შელახული გოგოს სევდას უფრო ჰგავდა. - არ მჯერა. - რატომ? ამ სკოლაში არ არიან ბიჭები, რომლებიც მე მიმსახურებენ. - ირონიულად ჩაიცინა. - ძალიან კარგი. მაშინ წავიდეთ. - წავიდეთ. ჯანდაბა, ესეც ლინდამ ჩაიგდო ხელში. საშინლად ვერ ვიტან ამ გოგოს. აქამდე ასე არ ვიყავი. მის აგდებულ დამოკიდებულებას ჩემდამი არასდროს მაღიზიანებდა, ახლა კი სიბრაზემ ლამის დამახრჩო. მინდოდა რაღაც შემეცვალა ჩემში, რაღაც ძალიან დიდი. ფიქრებიდან ზარის წკრიალმა გამომაფხიზლა. ბიოლოგიის გაკვეთილი მქონდა. ჩემს კარადასთან მივედი, ბიოლოგიის წიგნები ავიღე და კლასისკენ წავედი. საკლასო ოთახში მერხთან ყოველთვის მარტო ვიჯექი. რატომღაც ჩემთან დაჯდომის სურვილი არავის ჰქონდა, მხოლოდ საკონტროლოზე მომიჯდებოდნენ გვერდით, ისიც იმიტომ, რომ ჩემგან გადაეწერათ. ახლა კი ჩემს მერხთან ის თვითსრულყოფილება იჯდა. მერხამდე თავდახრილი მივედი და მის გვერდით დავჯექი, ისე რომ მისთვის ზედაც არ შემიხედავს. - გამარჯობა. - მოსალმება მოულოდნელი იყო. როგორც წესი ჩემთვის გამარჯობის თქმა ყველას ეთაკილებოდა. - გამარჯობა. - მორიდებულად ვუთხარი. მისთვის კვლავაც არ შემიხედავს. წიგნები მაგიდაზე დავაწყვე და ერთერთი მათგანი უაზროდ გადავშალე. - მე გიორგი მქვია. გიორგი ნაპირელი. - ეს კიდევ უფრო მოულოდნელი იყო. - კარგია. - ახლა ვხვდები, რატომ არავის არ უნდოდა ჩემთან ურთიერთობა. უაზრო მოსაუბრე გახლავარ. ამდენი წიგნების კითხვის მიუხედავად, ლექსიკა ვერ ჩამომიყალიბდა. ანდაც ზედმეტად ვარ საკუთარ თვში ჩაკეტილი, დაკომპლექსებული. - შენს სახელს არ მეტყვი? - მე... მე... ბარბარე... ბარბარე მქვია. - ლამაზი სახელია. მე ბაბის დაგიძახებ. - ყველა მასე მეძახის. - უმიზეზოდ ვუპასუხე მისივე სიტყვებით. - ყველა ვინ? - აქ კი გავიჭედე. ყველა ვინ. მეგობრები? მე ხომ მეგობრები არ მყავს. ნათესავები? კარგი რა.. რა მეპასუხა, ვინ მეძახის ბაბის, ვინ? - ყველა ვინც მიყვარს. - ერთდროულად სიმართლეც ვუთხარი და თავიც დავიძვრინე. - მაშინ მეც შემიყვარებ. - ცალყბად გამიღიმა. ლამაზი ღიმილი ჰქონდა. - ზედმეტად თავდაჯერებული ხარ. - სულაც არა. აი ნახავ თუ ასე არ იქნება. - ჩემნაირი გოგოს სიყვარული? არც ისე მაცდურად ჟღერს. - შენნაირი როგორი? - რა მნიშვნელობა აქვს... - მივხვდი, რომ სისიულელე ვთქვი. - მთავარი ისაა, რომ მე არ შეგიყვარებ. - კარგი, ამასაც ვნახავთ. - კიდევ რაღაც უნდა მეთქვა მაგრამ... - გიო აქ რატომ ზიხარ? - ლიდა, ჩემი მარადიული განსაცდელი. - იმიტომ რომ ასე მსურს. - შენმა სურვილმა შეიძლება შენი ავტორიტეტი იმსხვერპლოს. - მისმა სიტყვებმა გამაცოფა, ამას ჩემს გამო ამბობდა. ფეხზე წამოვდექი და ოთახიდან გარეთ გამწარებული გავვარდი. არ ვიცი გიომ რა უპასუხა, მაგრამ ავტორიტეტი დარწმუნებული ვარ მისთვისაც მნიშვნელოვანი ცნება იქნებოდა. რაღაც საშინლად მომინდა. ისევ ის. რაღაც დიდი ცვლილება და მივხვდი, რომ მხოლოდ სურვილი არაფერი იქნებოდ, მოქმედების ჯერი იყო. სკოლის ეზოს გავცდი და სახლისკენ წავედი. მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა გონებაში. ლიდას ბატონობისთვის ბოლო უნდა მომეღო. წიგნის ჭიის იმიჯი უნდა მომეშორებინა. ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ გიორგი ნაპირელს თავს შევაყვარებდი... (გაგრძელება იქნება) ......................... ესეც ჩემი ახლაი რომანი <3 დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ <3 ველი თქვენს შეფასებებს, თქვენი აზრები ძალიან მნიშვნელოვნანია ჩემთვის.... ^__^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.