ყალთაბანდები (სრულად)
იატაკზე დანარცხებულმა ვაზამ საშინელი ხმაური გამოიწვია,სახე შეფაკლული დამნაშავე დაიხარა და ნამსხვრევების აკრეფას შეუდგა,თან ქოთქოთებდა,ბოლო ნაწილზე იყო,როდესაც კარი გაიღო და გაბრაზებული ქალი შემოვიდა ის ქალი დედაჩემი გახლდათ ია,ხოლო დამნაშავე-ჩემი აღმზრდელი ეკა,მე კუთხეში ვიდექი და ცინიკური ღიმილი დამთამაშებდა სახეზე,არც პირველი იქნებოდა და არც უკანასკნელი ალბად,ვისაც დედაჩემი სამსახურს დაატოვინებდა,ბოლო ნარჩენიც,რომ აიღო წამოდგა და თქმა დააპირა მაგრამ,დედაჩემმა დაასწრო -ამ სახლში მშვიდად ცხოვრება ხომ შემიძლია?!,-მკაცრად მიმართა დედაჩემმა,მე რათქმაუნდა მესიამოვნა,გული მოვიფხანე,კიდევ ეცადა ჩემი ძიძა,რაიმის თქმას მაგრამ,დედაჩემმა ისევ გააჩერა,-როგორ გატეხე,ზეზეულა გძინავს?!,ერეკლეს საყვარელი ვაზა იყო,-საყვარელი არა,ის,ყველაზე მეტად ამ ვაზას ვერ ვიტანდი,იმიტომაც,დავანარცხე მოურიდებლად,პირდაპირ მის ფეხებთან და კუთხესთან ავიტუზე,ვითომც აქ არაფერი -წავალ,-ღმადაბლა თქვა ძიძამ და თავი დახარა,ამით ალბად თავის შეცოდების იმიტაციას ახდენდა და იმედი მაქვს ეს კრახით დასრულდება მაგრამ,აქ მთავარი ფაქტორი თამაშობს მთავარ როლს,-მე,მე და ისევ მე,..ხო,თუ მე დედას მოვახსენებდი,თვალებ ამღვრეული,აღშფოთებული,გულ დაწყვეტილი ხმით,-დედა მან ჩემი საყვარელი ვაზა გატეხა მაშინ ის უკვე,სამუდამოდ მოიხურავდა კარს და ხელსაც არ დამიქნევდა ისე გაიძურწებოდა,დედაჩემმა თავი გადააბრუნა,ერთი ამოიხვნეშა და,და,მე საბრალო ველოდი კულმინაციას,რომელიც ჩემს სასარგებლოდ დაგვირგვინდებოდა,იგი ყოყმანობდა,მარჩიელობდა,ალბად ფიქრობდა,ერთი ვაზის გამო ამხელა ამბავი რა საჭიროაო მაგრამ,ეს ვაზა,ხომ ჩემთვის მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი იყო და მის განადგურებას არავის შევარჩენდი -8 წლის ბავშვია და უკვე რამდენს ბედავს,ნამდვილად ვერ აქვს დალაგებული ჭკუა,-ამაზე საშინლად გავბრაზდი,ჩემი უმწეობის დ ამიუხედავად მომინდა,მისთვის ძვალ-რბილი გამერთიანებინა,არავისგან გამიგია პატარას ასე ლანძღავდეს,ეკამ კი გამანებივრა,ზიზღით გამომხედა მე კი,დავეჭყანე და დიდი კაცივით ჩავიწყე პაწაწუნა ხელები ჯიბეებში,მან მზერა ამარიდა და ურცხვად ჩააცქერდა დედაჩემს თვალებში,-მან გატეხა ვაზა და მე ნუ მეჩხუბებით,-ყბა ჩამოვარდნილი დამტოვა,როდესაც ლაქ-ლაქს მოჰყვა,თითები ყურებში გავირჭე ,უარესად,რომ არ გავღიზიანებულიყავი,დედა უკვე ახლა მე მომიბრუნდა მგლის თვალებით -ერეკლე,-წარმოთქვა,გაბრაზებული ხმით,-ეკა მართალს ამბობს,შენ დაამტვრიე ვაზა,რომ მას დაბრალებოდა?-თავი გავქანიე -ნუთუ გჯერა,რომ ჩემს საყვარელ ვაზას დავამტვრევდი,-ამემღვრა თვალები,-ის ხომ ბებიამ მაჩუქა,-დედაჩემი გაუგებრობაში ჩავარდა,ხან მე მიყურებდა ხან ეკას,ნეტავ თუ შეიგნებს,რომ გავიზარდე და აღარ მინდა ძიძა,ნეტავ ოდესმე თუ მეღირსება ეგ ბედნიერება,ტყუილი ცრემლები გადმომცვივდა და ოთახიდან გამოვარდი,ჩემი ტყუპისცალი ძმა,-შუშა კიტრი,-დივანზე იყო გაშხლართული,პულტი ეკავა ხელში,თან კევს აღლაწუნებდა თან ტელევიზორს უყურებდა,ყბას წამითაც კი არ აჩერებდა,ავხტი და ზემოდან დავახტი,ერთი ამოიღნავლა და მიყუჩდა -ნეკნები,შენი,-პირზე ავაფარე ხელი -აპ აპ,უზრდელი სიტყვა არ გინდა,-გადავცოცდი და ფეხდით დავუწექი,კისერი კი მომეგრიხა,ტელევიზორისთვის,რომ მეცქირა მაგრამ,ახლა საბა დივნის დამთმობი კაცი არ ჩანდა,განაგრძო ისევ ცალი ყბით კევის ღეჭვა-ბერვა ტკლაცუნი -მაღლა რა ხმაურია,-ცოტახნის მერე მკითხა საბამ,ამან ახლა მოტვინა ალბად,ლოყაზე შემორჩენილი ცრემლიც მიანიშნებდა,რაღაც რიგზე ვერ იყო -ეკამ ჩემი საყვარელი ვაზა გატეხა,-ურცხვად მოვახსენე ჩემს კიტრა ძმას და თვალი ჩავუკარი,ის მაშინთვე მიხვდა და კმაყოფილმა გადმომხედა -ყოჩაღი ძმა ხარ,-თვალი ჩამიკრა მანაც,მე ერთხანს დავფიქრდი,ხელები ერთმანეთზე დავიწყე და ერთ წერტილს მივაშტერდი,-კევი არ გინდა?,-ჯინსის ჯიბიდან,დაჭმუჭნილი კევის შეკვრა ამოიღო,მეც უყოყმანოდ გამოვართვი და ყბაში გავაქანე -მმ’საზამთრო,-ვთქვი კმაყოფილმა და ტუჩები ავაწკლაპუნე,-შენ ჩემო ძამიკო,ხომ ხარ მომხრე ჩვენი ძიძა წავიდეს და სრული თავისუფლება მოგვენიჭოს,-მივუგე საბას და ხელის გული გავუწოდე,-დაე თუ მეთანხმები,ხელი აქ დადე,-მას გაეცინა და ხელის გული ჩემს ხელისგულზე დადო -თუ დედა არ მოეშვება,ჩვენთვის ძიძების მოყვანას,ჩვენ სახლიდან წავალთ,8 წლის ბიჭებს ძიძა არაფერში გვარგია -ძირს ეკას დინასტია,გაუმარჯოს თავისუფლებას!,-დავიყვირე და დივნიდან წამოვხტი,საბაც ამყვა და იმდენი ვიხტუნავეთ სანამ სულგამძვრალი ისევ დივანზე არ მივესვენეთ,-აუ როდის გავიზრდებით რა,-ჩავიდუდრუნე და ფეხები მოვკეცე,საბას გაეღიმა და თანაგრძნობის ნიშნად მხარზე გადამხვია ხელი -ისე მალე გავიზრდებით,თვალის აწევასაც ვერ მოასწრებ უკვე ოჯახი გვექნება,-მისი ნათქვამი ოდნავ არ მესიამოვნა -მე ოჯახის შექმანს არ ვაპირებ,-გაკვირვებულმა შემომხედა -რატომ?,-მოიკეცა და თავი მუხლებზე ჩამოდო,პატარა ძაფის გორგალს დაემსგავსა,ეს შუშა კიტრი,ყველას უკვირდა ჩემი და საბას აზროვნება,მართლაც ჩვენს ასაკთან შედარებით,ზედმეტად გონიერები,დაინტერესებულები ვართ რა ხდება ჩვენს გარშემო,ხანდახან პოლიტიკაც კი გვაინტერესებს,უფროსებზე მეტადაც კი,მოკლედ ვაზროვნბეთ ზრდასრულებივით,ძაფის გორგალივით დახვეული საბა ცალი თვალით მიყურებდა,ცალი მუხლზე ჰქონდა მიჭ....ტილი,ასე და ამგვარად ელოდა ჩემს არცისე საზრიან პასუხს -გამიგია დიდებისგან,რომ ოჯახი დიდი ტვირთია,რატომღაც მგონია,რომ არავინ შემიყვარდება,-მან თავი ასწია,ცალი თვალი ცაწითლებული ჰქონდა მუშტ დარტყმულივით,ცერებულად გაეღიმა და ფეხები დივნიდან ჩამოაწყო -ჩვენ პატარები ვართ დ აკიდევ ბევრი რამ არ ვიცით,უფროსებივით გამოცდილები არ ვართ,მოვა დრო და შეგვიყვარდება,მოცა დრო და,-და მე შევაწყვეტინე საუბარი,დაღოენბული სახით ავხედე და მეც ჩამოვაწყე ფეხები -დედა,რომ გათხოვდეს,ხომ შეიძლება შეუყვარდეს,ვინმე მამას გარდა -როცა მამა კვდებოდა,მე გავიგონე დედა შეპირდა არ გათხოვდებოდა,-მომიგო მტკიცედ და თმები ამიბურდა,-ასე,რომ ნუ გაწუხებს,უაზრო ფიქრები,ბავშვები ვართ და ზედმეტი ფიქრები მიზან შეწონილი არაა,არც უფროსების საქმეა ჩვენი გასარჩევი,-მკვახედ მითხრა და დივნიდან წამოდგა -საით- მივუგე და მეც წამოვდექი -წყალს დავლევ შენც გინდა? -არა,-გავუქნიე თავი მაგრამ,მაინც გავყევი უკან.. თმები ამიბურდა,-ასე,რომ ნუ გაწუხებს,უაზრო ფიქრები,ბავშვები ვართ და ზედმეტი ფიქრები მიზან შეწონილი არაა,არც უფროსების საქმეა ჩვენი გასარჩევი,-მკვახედ მითხრა და დივნიდან წამოდგა -საით- მივუგე და მეც წამოვდექი -წყალს დავლევ შენც გინდა? -არა,-გავუქნიე თავი მაგრამ,მაინც გავყევი უკან,ორივეს ძალიან გვიჭირდა უმამოდ ცხოვრება,ამას არცერთი გამოვხატავდით,დედა შეპირდა ჩვენზე იზრუნებდა,არასოდეს წავიდოდა,არც ბავშვთა სახლში მიგვაბარებდა,თუმცა ეს ამაზე უარესია,ჩვენ ორივეს გვაკლია მისი სითბო,რადგან თითქმის ვერ იცლის,სულ გადარბენაზეა,წარა მარა რეკავს ტელეფონი,მე და საბა კი ძიძის ანაბარა ვრჩებით,ყელში ამოვიდა და გადავწყვიტეთ ჩვენს გამოგვეხატა ჩვენ-ჩვენი აზრი ცუდი ფორმით,ეკა მესამე ძიძა იყო ვისაც სისხლი გავუშრეთ და სიცოცხლე შევაძულეთ,-შუშა კიტრი,-როდესაც მორჩა წყლის სმას შემომიბრუნდა და ჩამეხუტა,მეც შემოვხვიე ხელები,კარგახანს ვიყავით ასე,მერე მოშორებით,სამზარეულოს კართან დადგა -ხომ არასდროს დავშორდებით,-მივუგე მე და მისკენ გავექანე,-ვიქონიო,შენი როგორც ძმის იმედი?,-ვთქვი და ხელები გავამოძრავე -კი,-დამიქნია თავი და ერთად გავედით მისაღებში,სადაც ეკა და დედაჩემი იდგნენ,ეკას ფეხებს გვერდით ჩემოდნები იდგა,რომ დავინახე თვალები გამიბრწყინდა,ეგაა და გვეშველა,თავისუფლება მოგვენიჭა-მეთქი და მხარი გავკარი საბას,მანაც იმავეთი მიპასუხა ხოლოდ უფრო მძლავრად და წონასწორობა ძლივს შევიკავე -კარგად იყავით,-უხეშად მოგვმართა,სახე დაბრეცილმა ეკამ და წავიდა,დედამ კი თავისთან გვიხმო,დივანზე ჩამოვსხედით,აქეთ იქით შუაში კი დედაჩემი დავსვით -დამნაშავე ვარ,უკვე გაიზარდეთ და ძიძა აღარაა საჭირო,თქვენი პროტესტიც გასაგებია,ვიცი ვაზა ვინც გატეხა,-ლოყები ამიწითლდა და თავი ჩავქინდრე,ვიგრძენი ცუდი საქციელი,რომ ჩავიდინე მაგრამ,სხვა გამოსავალი არ მქონდა,-შემეშინდა,რომ უარმყოფდით,წახვიდოდით და ვეღარასდროს გნახავდით,-თვალები აუციმციმდა დედაჩემს,მე მივეხუტე -ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ,-გული დაუთბა ჩემს სიტყვებზე და შუბლზე მაკოცა,მერე ჩემს ძმას გადაწვდა და მასაც მიეალერსა,აი ახლა კი ნამდვილად ვიგრძენი დედის სითბო,რომელიც ასე მაკლდა და მწყუროდა,შემდეგ წამოვდექი და მის წინ მუხლებზე დავდექი -ვაზა,მაგიტომ არ გამიტეხავს,რომ შენ გაბრაზებულიყავი,იმიტომ,რომ მეგრძნო დედა,რომ მყავს -დიდი პროტესტანტი ბიჭი ხარ,-ხელი დამადო თავზე და თმა ამიბურდა,-ვამაყობ თქვენით,რადგან ასეთი კარგები ხართ,ცოტ ცოტას ყალთაბანდობთ მაგრამ,გულის სიღრმეში ყველაზე მაგარი ტყუპები ხართ -ვიცით დე ვიცით,-მივუგე და ფეხზე წამოვდექი,-წავალთ ახლა ვიმეცადინებთ,-ხელები გადავიჯვარედინე და საქმიანი კაცის სახე დავიჭირე,ამაზე გაეცინა -ხვალ ორშაბათია?,-მწუხარებით და დიდი გოდებით დავუქნიეთ თავი -კი,-და ზლაზუნით ავედით მაღლა,საბა საწოლზე გაგორდა მე კი სამეცადინო მაგიდაზე,როცა ის კითხულობდა მე ვწერდი ან პირიქით,ერთმანეთისთვის ხელი,რომ არ შეგვეშალა -ხვალ წერა გვაქ,-მითხრა თავდაყირა მდგომარეობაში მყოფმა საბამ,ფეხები კედელზე მიაწყო და თავი საწოლიდან გადმოაგდო,-ეე ყველაფერი პირიქითაა,შენ ჭერზე ზიხარ თითქოს -დებილო ამოტრიალდი-მივმართე სიცილით და მათემატიკის წერა გავაგრძელე,-და წერა რაში გაქვს?,-დავინტერესდი უცებ,თვალის არეალიდან გამომრჩა ან მიმავიწყდა ალბად ხვალინდელი წერა -ქართულში -მერე გეშინია?,-მოღუშული სახით ვკითხე,-გინდა დაგეხმარები,-ქართული მასზე უკეთ ვიცოდი,რადგან სამი წელი რუსეთში ცხოვრობდა და პირველ კლასშიც იქ შევიდა,ცუდად არ სწავლობს ცოდვას არ ვიტყვი მაგრამ,მჯობნის მჯობნი არ დაილევაო,ისეა -არ მეშინია,-დამიბღვირა და სწორად დაწვა თუ რამეა კიდევ მე მის გვერდით ვზივარ და ხელად დავაწერინებ,განა მეზარება,ასე შუსტრად. *** ჩვენი პრობლემა ისაა,რომ დილით ადგომა,გვეზარება,მაღვიძარას ხმას,რომ ვიგებთ ყურებს გვიღიზიანებს დღესაც შეგვამკო,წიკ-წიკმა და საბამ ძველნაცადი ხერხი გამოიყენა,აიღო ჩუსტი და საათს გაუქანა,ნუ მარჯვენა აცდა,ჯერი მარცხენაზე მიდგა,გაუქანა და ისიც ააცილა,მერე ჩემსას დაწვდა მაგრამ არ ავაღებინე,ძიძგილაობაში კიდევაც მიჩუმდა მაღვიძარა,ჩვენც გამოვცოცხლდით და საწოლებიდან ავეყარეთ,ძუნძულით ჩავედით კიბეებზე უკვე გამოწყობილ-დაზმანულები და სამზარეულოში შევედით -ტყუპებს გაუღვიძიათ-ღიმილიანი სახე მოგვანათა დედამ და ცხელი ჩაით სავსე ფინჯნები წინ დაგვიდო,ცოტახანი ვურიე,რომ გამეგრილებინა,საბა სულსწრაფი აღმოჩნდა დ აკარგა გემოზე მიიწვა ენა,მე კი მშვიდად აუჩქარებლად ვსვამდი და ვიწვოდი მისი საცოდაობით -გააციე დ აისე დალიე -ამდენი დრო არ გვაქვს,-მკაცრი ტონით მომმართა და ცხელი ჩაი პირდაპირ ნიჟარაში ჩაუშვა -შენ ჩაი არ გდომებია,-სიცილით ვუთხარი და ბოლომდე ჩავიცალე დარჩენილი ჩაიც,შემდეგ ჩავდე ნიჟარაში ფინჯანი და უკან გავყევი,კვიცივით მორბენალ საბას,რომელიც ისე ჩქარობდა,ლამის ჩუსტებით გამოვიდა გარეთ,კარის ზღურბლთან იდგა,როდესაც ფეხებზე დაიხედა,მე თავი შევიკავე ზედმეტი კომენტარებისგან,ოდნავადაც არ გამიღიმა,ვითომ არც დამინახავს სტვენა სტვენით გავედი ეზოში და ჰამაკში წამოგორებული ველოდი,საბას გამოსვლას -სწრაფად ვაგვიანებთ,-დავუძახე უკვე გამოსულს,მან ნაბიჯს აუჩქარა -გზაში ისევ ის ტირანები,რომ შეგვხვდნენ?,-სახლს,რომ ოდნავ გამოვცდით,მომაბრუნა და მკითხა,სახეზე ფერი არ ედო,ფეხებს კაწკაწი გაჰქონდა -არავინ არ შეგვხვდება,-ავკანკალდი მეც,-შეგვხვდებიან და მოვუვლით,მაგათი არავის ეშინია -ისინი ჩვენზე ბევრად დიდიები არიან,საცაა სკოლას დაამთვრებენ ჩვენ კი ჯერ მეხუთე კლასში ვართ,-დაღონებულმა მითხრა და ჩემს უკან აიფუზა,ვგრძნობდი როგორ ეშინოდა და უკანკალებდა გული,ჩემს ტყუპისცალს და მეც ავნერვიულდი,მისი ცახცახი გადმომედო და სულ კანკალით გავიარეთ დარჩენილი გზა,ცოტახნის მერე შევაჩერე -მისმინე საბა,ჩვენ ძლიერები ვართ,თავს არავის დავაჩაგვრინებთ,ტირანებს მიეზღვებათ თავისი დანაშაული,აი ნახავ,ჩვენ მამა დაგვიცავს,თუ კი ერთად ვიქნებით და არასოდეს დავტოვებთ ერთმანეთს მარტო,-ხელი ძლიერად მოვკიდე და სკოლის ეზოში შევედით,ბავშვები ჯგუფ-ჯგუფად იყოფოდა და ისე ლაგდებოდნენ შიგნით,ერთმანეთს ასხდებოდნენ,ამ აურზაურში,თავში რაღაც რაღაც მომხვდა,ვიღაცამ მდგომარეობით ისარგებლა და ხელი წამითაქა თავში,თვალები გავაფართოვე და შემოტრიალება ვცადე მაგრამ,ბავშვების ნაკადი მომაწვა და ლამის წამაქციეს,საბასთვის არაფერი მითქვამს,გაყუმული ავუყევით კიბეებს,სკოლა სულ სამ სართულიანია,ჩვენ ბოლოზე ვართ,დერეფანს დავუყევით და ჩვენი კლასის კართან დავდექით,კლასში არავინ იყო და ჩვენც არ შეგვესვლებოდა,ფანჯარასთან მივედით ჩანთები რაფაზე დავაწყეთ და შემდეგ ზედ შემოვსხედით მაგრამ,დირექტორმა ჩამოიარა და ჩამოგვყარა -შემოსასვლელში ვიღაცამ თავში წამითაქა,-გაბრაზებული ხმით მომიგო საბამ,მე გავირინდე,შუბლს ვისრესდი,ალბად ისევ ის ტირანები მაიმუნობდნენ,რა უნდათ ჩვენგან,ლამის ცრემლი წამსკდა,ყელში რაღაც გამეჩხირა ლუკმასავით და ვეღარ ვყლაპავდი -მეც მომხვდა ვიღაცის ხელი თავში,ალბად ჭ....ტვაში შემთხვევით აიქნია და მოგვხვდა,-რაღაც არარეალური კი იყო,მასეთი რამ,ჩემს მოსაზრებას არ დაეთანხმა საბა -ჭ....ტვაში,მოინდომა მაინც და მაინც ხელების გაშლა?! და ზუსტად ჩვენ მოგვხვდა,-ჩანთაზე ჩამოდო თავი,მივხვდი თვალები აემღვრა და თავი ამარიდა,ხმა აღარ ამომიღია ჩანთა ავიღე და კლასში შევედი,ჩემს კუთვნილ ადგილზე არც თუ სასიამოვნო წარწერა დამხვდა,გულზე მომხვდა,ჩანთაში წასაშლელის ზებნა დავიწყე,ამასობაში საბაც შემოვიდა და გვერდით მომიდგა,წარწერას ჩანთა დავაფარე,არ მინდოდა კიდევ უფრო ტკენოდა გული -დირექტორთან ჩავალ და გავაშვებინებ კახიძეს და მის ამალას,-მუშტი დაცხო მერხზე,გაბრაზებული მთელი ზალით დაეხეთქა სკაზე -ასე იოლი არაა,ჩვენ ვინ რას დაგვიჯერებს,ან რა უნდა ვუთხრათ,უფროს კლასელები გვემუქრებიან,გვავიწროვებენ ქალბატონო დირექტორო და თუ შეიძლება ამ სკოლიდან მიაბრძანეთ? -დიახ,-სახე გაბზარულმა მომიგო და ჩანთაზე დაანარცხა თავი,მე სწრაფად წავშალე ნაწერი და მეც გვერდით მივუჯექი,-მე შიშში ვერ ვიცხოვრებ,ჩემს ფსიქიკურ მდგომარეობას ძალიან დიდ ზიანს აყენებენ,აღარ შემიძლია,რა ჩვენი ბრალია,ბიძაჩვენის ჩაფლავებული საქმე,დაგროვილი ვალები და მოკლული მამამისი -არ ვიცი,-თავი გავაქნიე მე -ხოდა დაგვანებონ თავი,შეგვეშვან -შეგვეშვებიან,-დავამშვიდე მე თან თმაზე ვეფერებოდი,თავი დავადე ბეჭებზე და ხელები შემოვხვიე,-ძამიკო,დამშვიდდი რა,-მივუგე ამღვრეულიხ მით და ცრემლის გორგალი შევიმშრალე,გავსწორდი და სასწავლო წიგნები ამოვაწყე ჩანთიდან,ღია კარზე ორჯერ დააბრახუნა ვიღაცამშემდეგ ფეხების ტყაპა-ტყუპის ხმა მოისმა,წამოვდექი და დერეფანში გავიხედე,საეჭვო არავინ იყო,თავ ჩაქინდრული დავბრუნდი ისევ უკან. ვის აღარ მივმართეთ,სასწავლო ნაწილს,მასწავლებლებს მაგრამ,ყველას ჩვენი მონაჭორი გონია და არავინ გვიჯერებს პატარა ბავშვებს,ალბად მაშინ დაიჯერებნ,როცა კახიძე მოვა და მუცლეს გამოგვფატრავს,რომელიმეს გაკვეთილები დასრულდა,შვებით ამოვისუნთქეთ,არც გიორგი ჩანდა და არც მისი ძმაკაცები,ეს ზეიმი იყო ჩვენთვის,სკოლის ეზოსი,რომ გამოვედით გვერდით ჯგუფად შეკრული ბიჭები საქმეს არჩევდნენ,მათ სორის კახიძეც იყო,სულ დედას აგინებდა ყველა იქ მყოფს და ვიღაც გოგოს ხელით აქეთ იქით აგდებდა,დავინტერესდი რა ხდებოდა მაგრამ,საბამ არ გამიშვა,ხელი მომკიდა და სახლის გზას დამაყენა -ისედაც არ გვაკლია მაგისგან პრობლემები,კიდევ მიმატებ?,-გაბრაზებულმა მომიგო და ხელები გადააჯვარედინა მე თავი გავაქნიე -არა ძამი,უბრალოდ მაინტერესებდა რა ხდებოდა,-მივუგე და უკან გავიხედე,მან კი კეფაში წამითაქა,როცა ჩემი ნათქვამი ან სურვილი არ მოწონს სულ ასე აკეთებს მაგრამ,სამაგიეროს არასდროს იღებს,ისე კია ღირსი ერთი ორი მეც წავუთაქო,პირველი ის გამოძვრა 10 წლის უკან და თავი დიდი ჰგონია,მტკნარი სიცრუეა,არცერთს ამოგვიღია ხმა სახლამდე,კარი მან შეაღო,დედა როგორც ყოველთვის გარბოდა,შუბლზე გვაკოცა და აორთქლდა,სახე შეწუხებული დავეხეთქე დივანზე და ტელევიზორი ჩავრთე,საბა სამზარეულოში გავიდა და სალათი გამოიტანა,ზედ ორი ჩანგალი ჩაარჭო და გვერდით მომისკუპდა -მგონი დღეს იწვიმებს,-მითხრა და კიტრის ნაჭერი ჩაიდო პირში,-ხრამუნობდა და ხრამუნობდა,კიტრი ძალიან უყვარს ამიტომ,შევარქვი -შუშა კიტრი-,მე კიტრი არ მიყვარს მას კი პომიდორი და ვინაწილებთ ხოლმე სალათს -შენ რა იცი?,-გადავერთე მასზე,ის კი წამოდგა ფანჯარასთან მიბლაყუნდა და ფარდა გაწია,თვალი ცისკენ მიმართა -აი იღრუბლება უკვე,წავალ ადიელას მოვიტან,სანმ არ ვიქნებით,რომ არ შეგვცივდეს,-თქვა და გავიდა,მე სანამ შემოვიდოდა ფანჯარას მივაშტერდი,დივნიდან წამოვდექი და ახლოს მივედი,ცა მართლაც იღრუბლებოდა,ტანში დამიარა რადგან ჭექა-ქუხილის მეშინია,უეცრად დედა გამახსენდა და მოვიღუშე,შუბლი მივადე მინას,უკნიდან საბას ხმა მომესმა -რაიყო?,-მკითხა მან,მე ფანჯარას მოვშორდი და მის გვერდით ჩამოვჯექი,ადიელის დარჩენილი ნაწილი დავიფარე და საბას მივეხუტე -არაფერი,დედაზე ვფიქრობდი -რას?-გაამახვილა ყურადღება -მეცოდება,ამ წვიმაში,რომ დასველდეს გაცივდება,-მას გაეცინა -ჯერ არ წვიმს,უბრალოდ ცა გამუქდა,როცა გაწვიმდება,იგი თავშესაფარს იპოვის,-ცერებულად გაეღიმა და თავი დამადო მხარზე -მართალი ხარ,-მივუგე და თვალები დავხუჭე-მეძინება,-დავამთქნარე მე -წამო მაღლა დაწექი,აქ ცივა,ადიელაც არ გავთბობს,მე ვისწავლი შენ იძინე,-მისი აზრი მომეწონა,თავი ავწიე,დივნიდან გადავხოხდი და მაღლა ავლაგდით ადიელა მოხვეულები -ისე რა უცნაურია არა ბუნება,წეღან მზე იყო ახლა კიდევ წვიმას აპირებს,-ვთქვი და საწოლში შევძვერი -ბუნების კანონია ეს,-ღიმილით თქვა და სამეცადინო კუთხეს მიუჯდა,მე თვალები დავხუჭე და ისე ჩამეძინა,ვერ გავიგე. რამდენიმე საათის შემდეგ გამომეღვიძა,საბას თავი ქართულის წიგნზე ედო და ეძინა,კარი ღია იყო და ოთახში გრილოდა,საწოლიდან,რომ წამოვდექი შემამცივნა და ადიელა შემოვიხვიე,კარი მივხურე და ფანჯარასთან დავდექი,კოკისპირულად წვიმდა,შემოვბრუნდი და მოწიკწიკე სააათს შევხედე,რომელიც კედელზე იყო მიკიდული,ჯერ 6 არაა მაგრამ,ისე ბნელა ღამე მგონია,საბა აღარ შევაღვიძე,ჩანთა ავიღე და მეცადინეობა დავიწყე 1997 წლის ნოემბერი ალბად არასდროს დამავიწყდება,განსაკუთრებით დღევანდელი დღე,სახლში სიჩუმეა,გარეთ კი წვიმის წვეთბი წკაპუნობენ,საწოლში დავბრუნდი და სწავლა დავიწყე,დედას მოსვლამდე ყველაფერი უნდა მესწავლა რადგან მერე ჩაბარებას მომთხოვდა,აიტ სად მარხია ძაღლის თავი,ის,რომ არა უზარმაცესი ბავსვები ვიქნებოდით. საბა შემეცოდა ძილი დიდხანს გაუგრძელდა,წიგნი გამოვაცალე და ცივ მაგიდაზე მწარედ დასცხო თავი,კი შემეცოდა მაგრამ,მეტი ვერა გავაწყე რა,გაბრაზებულს გაეღვიძა და გამომეკიდა,მთელი სახლი მზდია,თუმცა უშედეგოდ,ხან სად ავხტი ხან სად,ერთადერთი,დიდ ვეებერთელა ჭაღზე არ დავეკიდე,თორემ სხვა ყველაფერზე,შევკუპდი,კარადის თავით დაწყებული,სამზარეულოს თაროებით დამთავრებული,ბოლოს ძალიან დავქანცე და ხვნეშით დაენარცხა დივანზე -მშვიდობაა,-დავიყვირე მე და მაგიდიდან გადმოვხტი,მის ახლოს,რომ დავდექი,სახეს ფერი არ მომეწონა,ტუჩები ფერმკრთალი ჰქონდა -საბა კარგად ხარ?,-შეშინებულმა და დაბნეულმა ვკითხე და ხელი სახეზე სევახე,თვალები არ ეხილა,როცა ხელი შევახე მაშინ გაახილა და ელდა მეცა,სიტყვა არ დაუძრავს,-არაფერი თქვა დედას ვურეკავ,-ვთქვი და ტელეფონს ვეძგერე მაგრამ,არ გადიოდა,ბოლოს დაღონებული და თვალებ ამღვრეული ჩავიკეცე და ავტირდი,თავი მუხლებზე დავდე და კბილები ერთმანეთზე ძლიერად დავაჭირე,ლამის სისხლი წამსკდა ღრძილებიდან,კარის ჭრაჭუნის ხმა შემომესმა და თავი ავწიე,სახლში სულ მთლად სველი დედა შემოვიდა,კანკალებდა,დივანზე მისვენებული საბა,რომ დაინახა თვალები აუცრემლიანდა -რა მოხდა?,-დაიყვირა მან და მის წინ ჩაიმუხლა,სახეზე დაუწყო ფერება,მე ვერ მივხვდი საბას რა სჭირდა მაგრამ,გული მიგრძნობდა კარგად არ იყო საქმე,დედასთან მივედი და მივეკარი,საბა გვიყურებდა მაგრამ ხმას ვერ იღებდა,ფერიც უფრო მკრთალდებოდა,მის სახეზე,დედამ ტელეფონი ამოიღო და სასწრაფოში დარეკა,მე კაბაზე ვებღაუწებოდი -დე რა სჭირს?,-ტირილით ვეუბნებოდი მაგრამ,ის ხმას არ იღებდა,ბოლოს სევეშვი და იქვე კუთხეში მივეგდე. -დე რა სჭირს?,-ტირილით ვეუბნებოდი მაგრამ,ის ხმას არ იღებდა,ბოლოს შევეშვი და იქვე კუთხეში მივეგდე,მივეგდე და აღარც გავნძრეულვარ,საბა კიდეც წაიყვანეს და კიდეც მოიყავნეს,მე ასე კუთხეში ვეგდე,როდესაც სახლში შემოვიდნენ ფეხზე წამოვდექი და საბასკენ გავექანე,უნდა ჩავხუტებოდი მაგრამ გვერძე გაიწია და ლამის კედელზე ავესვენე,სახე დამანჭული შემოვბრუნდი და ამღვრეული თვალები ავარიდე -ხმა არ გამცე,-მითხრა და დედასთან ერთად აუყვა კიბეებს,რომელიც ოთახამდე მიდიოდა,მე უკან აღარ გავყევი,იქვე სამზარეულოში შევედი წყლით ავავსე ჭიქა და ყლუპ-ყლუპით დავლიე,სკამზე ჩამოვჯექი,იდაყვები მაგიდაზე დავაწყე და თავი ხელისგულებში ჩავრგე,ვარიარებ გული მეტკინა ჩემი ძმის ცივი დამოკიდებულების გამო და ვერ ვხვდები ასე,რატომ მოიქცა,ისე გადავერთე ფიქრებში,სამზარეულოში თუ კიდევ იყო ვინმე,მხოლოდ მასინ გავიგე,როცა მხარზე დამადო ხელი -ერეკლე,-მომიგო დედამ თბილად და გვერდით მომიჯდა,-საბა შენზე გაბრაზებულია,-ისე მშვიდად მითხრა მეგონა სრულებით არ აინტერესებდა,ბოდიშით და ეკიდა,მე თავი ჩავღუნე,ცრემლი შევიკავე -კი მაგრამ,რატომ?,-მივმართე ლუღლუღით და სკამიდან ჩამოვხტი,მან მშვიდად შემომხედა და გულში ჩამიკრა -ხომ იცი,რომ მისთვის სირბილი არ შეიძლება,თქვენ კი მთელი სახლი შემოგირბენიათ,ხომ იცი,რომ გული აწუხებს,-დედას სიტყვები,პირვლად მესმოდა,მართლა არ ვიცოდი თუ საბას რამე სჭირდა,თავის მართლება არ დამიწყია რადგან ვიგრძენი დამნაშავე ვიყავი და დედას ჩამოვშორდი -ახლა მას უფრო სჭირდები,წადი მარტო ცოდოა, მე ვიმეცადინებ და დავწვები,გვიანია უკვე,-ხელები ჩავიწყე ჯიბეებში და სამზარეულოდან გამოვედი,საბა,რომ არ შემეწუხებინა დივანზე გავიშალე საწოლი,წიგნებიც გვერდით შემოვილაგე და მეცადინეობდას შევუდექი მაგრამ,ნამტირალევს კითვის დროს უარესად ამეწვა თვალები,დილით,რომ გავიღვიძე ხელებში წიგნი მეჭირა,გამეცინა და წამოვიწიე,ჩემს წინ საბა იდგა და ცივად მიყურებდა,მე შემეშინდა და საბინს ქვეშ შევძვერი,ცოტახნის შემდეგ ისევ ამოვძვერი,საბა კი აღარ იდგა,დივნიდან გადმოვხოხდი,წიგნები ჩანთაში ჩავალაგე,ტანზე ჩავიცვი და აბაზანაში შევედი,ცოტახანი წვეთებს ვეთამაშე,ყინულივით ცივ წყლის წვეთებს,რომელიც ნიჟარის გვერდებში იყო შემორჩენილი და ნელნელა ჩადიოდა,სახე და ხელები შევიმშრალე და გამოვედი,დაბლა არავინ იყო,სახე დამერიცა,გული რარაცნაირად ამეწვა,თითქოს თვალებიდან კიარა ცრემლი გულიდან მზდიოდა,სისველეს ვგრძნობდი,“კურტკა“ ჩავიცვი,ჩანთა მოვიკიდე დ აუხმოდ გავედი გარეთ,ამინდ არაუშავდა,ოდნავ წინწკლავდა,წითელ ყვითელი ფოთლები მთელს ეზოში ეფინა,ფეხის წვერებით კი ზემოთ ვყრიდი,სიცივესაც არ შევუწუხებივარ,ნელა მივდიოდი სკოლისკენ,ირგვლივ სიწყნარე იყო და ნაკლებად ვნერვიულობდი,კიდევ ცოტა მანძილის გავლის შემდეგ ბოხი ხმა შემომესმა და კენჭი მომხვდა თავში,შემოვბრუნდი და ჩემს წინ,კენჭების გროვით ხელში გიორგი იდგა და ცინიკურად მიღიმოდა,შავ ყვავივით ტვალებს მიბრიალებდა,ვეცადე შიში დამეფარა,თორემ მთელ სკოლას მოზდებდა,რომ მშიშარა ვარ,ხუთი წუთი ასე ერთმანეთის პირისპირ ვიდექით,ის კენჭებს ათამაშებდა ხელში,მე კი მის თვალებს მივჩერებოდი დ ავცდილობდი რამე,დამენახა,რამე რაც მაგრძნობიენბდა,რომ გიორგის შეეძლო დანდობა მაგრამ,ტყუილად ვცდილობდი,მასში არ იყო არაფერი ადამიანური,კენჭები სატიტაოდ დაყარა მიწაზე და მკლავში მწვდა -ვა,პატარა კაცი,შენი ტყუპისცალი სადაა? -რა შენი საქმეა,-მკაცრად მივუგე და ხელი საყელოში ჩავავლე,რომ მოენდომებინა ამიყვანდა დ აკარგა გემოზე დამანარცხებდა მიწახე მაგრამ,არ ჩქარობდა -სულ წახვედით ხელიდან,პატარა ლუციფერებო,-ცერებულად გაეღიმა და ხელი შემიშვა,მე დავიბენი,გონება ამერია,რა სტრატეგია ჰქონდა შემუშავებული ვერ გავარკვიე -რა გინდა ჩვენგან? -არაფერი,-აღტაცებულმა მითხრა,-განა რა უნდა მინდოდეს,პატარა ღლაპებისგან -აბა სულ კუდში რატომ დაგვყვები,შენს ტოლებს ზდიე მასე ჩვენ კი თავი დაგვანებე -ნუ ყოყოჩობ პატარა ბიჭო,-ავი ძაღლივით შემომიღრინა მან,-მე თქვენთან დაახლოებას ვცდილობ,თქვენ კი სხვა რამ გგონიათ,მეც ადამიანი ვარ,მეც მაქვს ღირსება,თანაგრძნობა,სიამაყე,-ზოგი ამ სიტყვის მნისვნელობა ჯერ კიდევ გაურკვევლობა სწარმოადგენდა,ასე,რომ მისი ნათქვამი ფრანგულ ენას გავდა,არაფერი მესმოდა -არ ვიცი შენ რა გრზნობებით ლაპარაკობ მაგრამ,ასეთი უსესოხით ადამიანთან დაახლოება,ეჭვებს აჩენს,შენს არაწესიერ და არაადამიანურობაში,11 კლასის მოსწავლეს რატომ უნდა უნდოდეს,პატარებთან მეგობრობა,თუ მას ცუდი განზრახვა არ ამოძრავებს,-მას ჩაეცინა და მხარზე დამადო ხელი -ამ სკოლამ ხო სულ შემილახა სახელი,არ ვარ მე მასეთი ადამიანი,ისე სრულიად არ უნდა გეშინოდეს ჩემი გაოცებულმა ავხედე,მეგონა სხვა მელაპარაკებოდა -გიორგი კარგად ხარ?,-სერიოზულად მივუგე და გარიმება ვცადე -კი სრულიად ჯანმრთელი ვარ,-მომიგო და ხელი გადამხვია,-სინამდვილეში მტერი სულ სხვაა,მე კი ამის თქმას ვცდილობდი და გიცავდი,ნუ ცუდი ხერხებით მაგრამ,ხომ ვცდილობდი,მინდოდა მტერი მე გგონებოდი,რომ მასთან რამე არ მოგსვლოდა -ვისთან?,-შეშფოთებული სახით ავეხე,აყლაყუდას -არაფერი,ვაგვიანებთ სკოლაში-მითხრა მანმეც აღარ ჩავეძიე,სკოლაში მართლაც ვაგვიანებდი *** სახლში იმ იმედით მივდიოდი,რომ საბა განაწყენებული აღარ დამხვდებოდა,თან ძალიან კარგი ამბავი მაქვს სათქმელი და იმედია ხელს შემიწყობს,გიორგისთან დილანდელმა საუბარმა დამაწყნარა,ახლა ვიცი,რომ არაფერი საფრთხე არ გვემუქრება და მშვიდად გავაგრძელებთ სწავლას,უკვე კართან ვიდექი საბა,რომ დავინახე ეზოში,რომ დამინახა წამოვიდა და შესვლაც არ დამცალდა,რომ შემომეხვია,ისე გამიხარდა,ისე,რომ ლამის ვიტირე,ჯიბიდან სამი ცალი მანდარინი ამოიღო და გამომიწოდა,მე გავუღიმე და მანდარინები გამოვართვი -მადლობ,-მივუგე და მანდარინის გაფრცქვნა დავიწყე -არაფერს,დედამ მოიტანა დილით,მე ვთხოვე ვიცი,რომ ყველაზე მეტად გიყვარს,იმედია მაპატიებ ჩემს ცივ დამოკიდებულებას,-მე სიმწრით გამეცინა და მანდარინი შაუზე გავხლიჩე -აჰა,გამომართვი,-ნახევარი მას გავუწოდე,-წამო სახლში შევიდეთ,აქ ცივა,-ვუთხარი და ხელი მხარზე გადავხვიე-თან შენთვის კარგი ამბავი მაქვს სათქმელი,-გაეღიმა და მანდარინიანი ლოყა სასაცილოდ გაეწელა,ასე მანდარინის წამით შევედით სახლში,ქერქები ურნაში ცავყარე და ძმა დივანზე დავისვი,სერიოზული ამბის მოსაყოლად -არ შეგეშინდა,რომ დაინახე?,-ვახსენე,თუარა გიორგი,ფერი ეცვალა,-ხომ არაფერი დაგიშავა,-ხელის ფათური დაიწყო სახეზე,მე გამეცინა -არა,დამაცადე ბოლომდე გიტხრა,-მივუგე და საუბარი გავაგრძელე,ხელები მუხლებზე დაიწყო და კიდევ უფრო დიდი გულისყურით მისმენდა,-მისი დამსახურებაა,რომ ჩვენი ნამდვილი მტრები შეგვეშვებიან,დღეს მაგრად გაუსწორდნენ,სულ წიხლები ურტყეს,იცი კიდევ რა გავიგე? -რა?,-დაინტერესდა იგი -გიორგის და ჰყოლია ჩვენი ტოლი,რომელიც იმათ მაგრად შეუშინებიატ და მას მერე ემტერება კახიძე -მაგიტომ დაგვეხმარა? -სწორად მიხვდი,მაგიტომ დაგვეხმარა,ხვალ სკოლის მერე მათთან მივდივარ ხომ წამოხვალ,-იგი ჭარხალივით გაწითლდა,ვერ მივხვდი რატომ,ცერებულად გამეღიმა და ჯამიდან მანდარინი ამოვიღე -ის გოგო,ჩვენი ტოლია ხო,-თქვა და მანდარინები აიფარა სახეზე,უცნაურად დაიწყო ცანცარი -დიახ,ძმობილო კესო ჰქვია,გიორგიმ მითხრა ერთმანეთს გაიცნობთ დამეგობრდებითო,-საბას თვალები გაუბრწყინდა და გადამეხვია,ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა არ მოველოდი,ცარიელი ჯამი სამზარეულოში შევიტანე და დავბრუნდი ისევ -ხვალისთვის ბევრია სასწავლი?-დაიკრუსუნა მან -არა არც ისე,დღეს ორი გაკვეთილი გაცდა,რაღაც გარჩევა იყო,ნუ დღეს სკოლა კიარა,რაღაც სხვა იყო,მერე შუქი წავიდა,ამინდმაც აურია,კლასებში ჩამობნელდა და ვერაფერს ვხედავდით,მასწავლებელმა მთავრობის ლანძღვა დაიწყო,შევარდნაძე ცოცხლად დამარხა,რაები აღარ მოაუშვა პირიდან,-ჩემს საუბარზე,საბა გულიანად იცინოდა,მერე მეც ავყევი და კუჭის ტკივილმა,რომ შემომიტია გავჩუმდი -გამოდის სასწავლი არ გვაქ-დააყოლა ბოლოს მან,-მშვენიერია -ისეც არ გვაქ,ხოლმე ბევრი სასწავლი,ჩვენ მაინც დაბალი კლასი ვართ -ხო,ხო,-დააქნია თავი რამდენჯერმე,-მაშ კლასგარეშე წავიკითხოთ,-დივნიდან წამოხტა და დიდ უშველებლ,კარადასთან მივიდა -კაი აზრია,-ვთქვი მეც და მასთან მივედი,თვალი ერთ წიგნს დავადგი მაგრამ,საკმაოზე მაღლა იდო და ვერ მივწვდი,საბამ ნაკლები თავისტკივილი არჩია და სულ დაბლა თაროდან გამოიღო წიგნი,წიგნი დ ამერე როგორი,ყდას ზედ მქრალად ეწერა,რაღაც,სახე დაეჭყანა მაგრამ,წიგნი უკან არ დაუბრუნებია,გადაშალა და კმაყოფილს ჩაეღიმა,რაც ყდას ბეწვისოდენადაც არ შერჩენოდა,ის პირველ ფურცელზე იყო,სათაურმა მონუსხა,არც დაკვირებია,რომანი იყო თუ რა,სავარძელში მოკალათდა და კითხვა დაიწყო,მე კი ვფიქრობდი,იმ წიგნისთვის როგორ მიმეწვდინა ხელი,რაღაცნაირად,მომნუსხა,დამაჰიპნოზა,მის გარშემო ყველა წიგნი გაქრა,მხოლოდ ის იყო,ბევრი ფიქრის შემდეგ,ორი სკამი ავიღე,ცოტა საშიში კი იყო მაგრამ,სხვა გზა არ მქონდა,ერთმანეთზე დავაწყე და ზედ დავდექი,ყანყალი,რომ დაიწყო,ლამის გული გამეპარა,ფეხები ამიკანკალდა,ცოტაღა მაკლდა და წიგნი,უკვე ჩემი იყო,ფრთხილად გამოვაძვრინე,გავანთავისუფლე სხვა წიგნებისგან და გამარჯვებული ჩამოვხოხდი,როგორღაც უკან,ფეხები სულ მთლად მიკანკალებდა,მოპოვებული ნადავლი,გულზე მივიხუტე და დივანზე წამოვგორდი,ლუარსაბივით,წიგნი,რომ გადავშალე იქიდან რამდენიმე სურათი გადმოცვივდა,საბამ ყურები ცქვიტა,ძირს მოფენილ ფოტოები,რომ დაინახა,წამოფრინდა და წამოკრიფა -ნახე მამა,-რომ დახედა,მომიგო თვალებ ამღვრეულმა და სურათს აკოცა. გულამღვრეული,სახე აწითლებული მომიჯდა გვერდით და სურათები ცხვირთან მომიტანა -ვხედავ,ვხედავ,-მივუგე სიცილით და სურათი შორს დავაჭერინე,ცოტახანი მაცქერინა მერე მიიხუტა და წიგნში დააბრუნა,მე კითხვა დავიწყე და სრულიად განსხვავებულ სამყაროში გადავსახლდი,რომ დავბრუნდი უკან ორი საატი იყო გასული,საბას სავარძელში ეძინა,წიგნი გულზე ედო,ჩემი ფეხზე წამოდგომა და კარზე კაკუნი ერთი იყო,მხრები ავიჩეჩე და კარის გასაღებად გავლასლასდი,გაოცებისგან პირი მოვაღე გიორგი,რომ დავინახე,წარბები აათამაშა და ხელი გამომიწოდა -როგორ ხარ პატარა კაცი,-მომიკიტხა ლაღად,მე ირიბად გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი,-ჩემმა დამ შემჭამა ძალიან უნდა თქვენი გაცნობა,-მისი ნათქვამის მერე შევნიშნე,მის ზურგს ამოფარებული,პაწაწინა გოგნა,ლოყებ აწითლებული,ქუდი თვალებზე ჰქონდა ჩამოფხატული,მასაც გავუღიმე და ხელი გავუწოდე,თუმცა სულ ტყუილად არ ჩამომართვა -კარგად გიორგი,შემოდით გარეთ ცივა,-მივუგე და შინ შევიპატიჟე,-საბას სძინავს,-დავძინე მე,კესომ უცნაურად დაუწყო ყურება,ხელები გაასავსავა და დივანზე ჩამოჯდა გიორგის გვერდით -მარტო ხართ?,-მკითხა გიორგიმ ცოტახნის შემდეგ და მანაც მოათვალიერა სახლი -დიახ,დედა ადრე გადის და გვიან ბრუნდება,-მოვიღუშე მე -კარგია,აქედანვე მიეჩვევით დამოუკიდებლობას,მარტოობის აღარ შეგეშინდებათ,მამა არ გყავთ როგორც გავიგე,-თქვა სახე დამწუხრებულმა -სამწუხაროდ არა,-ხრიწნით ვთქვი და საბასკენ წავედი-ადე საბა სტუმრები გვაყვს,-სტუმრის ტქმაზე გაახელა თვალები და მზერა წამსვე გიორგისკენ მიმართა,შეცბუნდა,რომ დაინახა მაგრამ,მალევე გამოიდარა მსი სახეზე,მის გვერდით გოგონა,რომ შენიშნა,თვალები მოისრისა და სავარძლიდან წამოხტა,გიორგიც წამოდგა და ხელი გაუწოდა,ბევრი იყოყმანა საბამ მაგრამ,ჩამოართვა ბოლოს -მანდარინს ხომ არ მიირთმევდით,-ვუტხარი თავაზიანი ფორმით მათ,კესოს ფხუკუნი აუტყდა,რატო ვერ მივხვდი და არც მიკიტხავს,მხრებ ჩამოყრილი გავედი სამზარეულოში და მანდარინების ჩაყრა დავიწყე ჯამში,როცა უკნიდან სიცილის ხმა მომემსა,გამეცინა ასე,რომ უმატა სიცილის,რომ მოვტრიალდი ჩემს წინ მომღიმარი იდგა,ყბა ომექცა გვერძე,დივანზე მეგონა ის კი ჩემს უკან მდგარა,მანდარინები ამოვიღე და გავუწოდე,გამომართვა და მორიდებით დახარა თავი -ჩვენს სკოლასი სწავლობ ხომ?,-საუბრის წამოწყება ვცადე მე,პატარაებში ურტიერთობა რა რთულია ახლა მაგრამ,ეს იყო უცნაური ბავშვი,რაღაცნაირი,ასეთი კლასელი გოგონაც კი არ მყავდა,თავისებური,მანდარინის ფრთხილად გაფრცქვნა დაიწყო ხან მე მიცქერდა ხან მანდარინს არჩევდა -დიახ,-გამცა როგორც იქნა პასუხი -რომ არ მინახავახარ არსად? -ხანდახან ჩემი კლასელები მიუცხოებენ ხოლმე და რა გასაკვირია თუ შენ არ გინახივარ,-მის ნათქვამზე გამეღიმა და ჯამი ავიღე,მაცივრის კარი მივხურე და მისაღესი წავედი,ისიც გამომყვა და სიარულს მაჯავრებდა,როგორც ვადგავდი ფეხს იცის ისე ადგამდა,მარჯვენა მარცხენა , მარჯვენა , მარცხენა,სიცილი ამივარდა და ძლივს გამაჩერა საბამ,ჯამი გამომართვა და გიორგის მიუცუნცულა,მერე პულტი აირო და ტელევიზორში საინტერესოს ძებნა დაიწყო -როგორ დაგეღუპათ მამა?-მე და საბამ ერთმანეთს ავხედეთ,თვალით მანიშნა შენ თქვიო -მანქანა დაეჯახა,ერთი თვე უგონოდ იყო,იმედი-იმედი არისო გაიძახოდნენ ექიმები მაგრამ,1995 წლის 30 მარტს შეწყვიტა გულმა ძგერა,-ხმა ამემღვრა,ვიგრძენი ლოყაზე ცრემლი დამეცა -კარგი აღარ განაგრძო,-თქვა და ჭამას შეუდგა *** ახალი წელი,. ო ეს დიდი და გრანდიოზული რამაა,ვის არ უყვარს,მხოლოდ მათ ვინც უსაჩუქოდრ რჩება,მე საჩუქრები კიარა თოვლი მახარებს,კიდევ ნაძვისხე,ბევრი სასუსნავი,სითბო,სიყვარული ერთ დღეში,რომ ამოიფრქვევა ლავასავით,ცხელი და უსაფრთხო ლავასავით,მრგვალი სუფრა,ათასნაირი საჭმლით და ტკბილეული სავსე,გოზინაყი,ჩურჩხელა,ბაჟე,რა მოითვლის რამდენი რამე. 30 დეკემბერი,ახალიწლის წინა ღამე,ისე თოვს როგორც არასდროს,თოვლი უკვე მუხლამდე მწვდება,იმდენად მიხარია თოვლის მოსვლა ვეღარ ვგრძნობ სიცივეს,ისე შემფუთა დედამ მხოლოდ ცხვირიღა მიჩანდა,მეც და საბასაც,იმდენი ვიგუნდავეთ,ღონემიხდილები ტოვლზე გავწექით და ზეცას დავუწყეთ ყურება,თოვლის ფანტელები სახზე გვეცემოდა და გახურებულ ოყებს გვიგრილებდა,ფეხები და ხელების ქნევა დავიწყეთ ზემოთ გვემოთ და ჩვენს გარშემო თოვლი გავფანტეთ -თოვლის ბაბუა დაგვრძა,-წამოიყვირა საბამ და წამოხტა,ხელი მომკიდა და მეც წამომაგდო,შევუდექით ვეებერთელა გუნდების გაკეთებას,რომ ჩვენი მოსაწონი თოვლის კაცი დაგვედგა,ბოლოს ჩვენზე ოდნავ მაღალი კაცუნა გამოვივიდა,საბამ სახლიდან სტაფილო და ნახშირი გამოიტანა,მე სადღაც სათლს მივაგენი და თავზე დავამხე,საბამ ცხვირი,თვალები და პირი გაუკეთა და ჩვენი კაცუნაც თითქმის გამოჩნდა,მერე ცოცხის მაგვარი რაღაც მოიტანა და მარჯვენა ხელში დაარჭო. წამითაც ვეღარ ვჩერდებოდით შინ,ან რა გაგვაჩერებდა როცა გარეთ თოვლი გველოდა,კიდევ კესო,საბა სულ შეიცვალა რაც კესო გავიცანით,რაღაცნაირი გახდა,დიდობს უკვე,ეჰ მე?!,მე თავისუფლებით ვტკბები,ისე ვარ საკუთარ თავში დაჯერებული,რომ არავინ შემიყვარდება,იქნებ ვკვდები მალე ან,რომ გადამიყვარდეს?არ მინდა ჩემს გამო ვინმეს გული ეტკინოს,არც ვეცდები ვინმეს თავი ისე შევაყვარო,რომ მე არ მიყვარდეს,ასე ხომ ყველაზე ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას დავტოვ,არარავის მოუნდება ჩემთან მეგობრობა,არა ეს ყველაფერი ცარიელი აზრებია,მე არავინ მინდა და არცა არავის ვენდომები,ვზრუნავ მხოლოდ კარიერაზე,ამდენს ვფიქრობ და ფიქრებში ისეთი მწარე გუნდა მხვდება... უჰ მტრისას,მერე და შევარჩენ?ჩავიკუზე და მაგარი გუნდის გაკეთება დავიწყე,შემოვტრიალდი ვისროლე და ცოტათი აცდა,საბას მაგიერ კესოს მოხვდა და ძირს გაწვა,საბა სიცილის გაიხა -ეს არა მე ვიყავი-მიყიოდა მამალივით,მე კიდევ ჩავიკუზე და გავაკეთე ძლიერი გუნდა,დრო ვიხელთე სანამ საბა გულიანად იცინოდა დ აპირდაპირ თავში ვთხლიშე,უკვე სიმწრის სიცილი აუვარდა და გამომეკიდა,სანამ მან მზდია კესო ფეხზე წამოდგა და ტანსაცმელს იფერთხავდა,თავი ვეღ შევიკავე და საწყალს შევასკდი. ამ ვითომდა თამაშის დროს დაგვიძახა დედამ,თორმეტის შესრულებას აკლდა 15 წუთი,სუფრა მრგვალ მაგიდაზე იყო გაწყობილი,გარშემო შემოვსხედით,ოთხივე და გემრიელად შევექეცით,თორმეტი,რომ გახდა,სწრაფად გავცვივდით გარეთ და ფეიერვერკები გავუშვით,ისეთი ლამაზი იყო მაღლა ცაში,თვალს ვერ ვწყვეტდით. *** პირველის ნახევარზე კესოს გიორგიმ მოაკითხა,ცოტახანი შეყოვნდა და მერე წავიდნენ,საბას ეძინა,მე თავს ვიჭერდი,ახალწელს სულ ასე ვაკეთებ მაგრამ,რაღაც ვეღარ...თავი მიკონწიალებს,ფეხები მორყეული სკამივით მიდგას. *** -იცი? -რა?-შემომხედა საბამ და ატესტატს დახედა -სკოლა დავამთავრე,-მას გაეცინა -ისე სასხვათაშორისოდ მეც,-აუტყდა ფხუკუნი,მან ვერ გაიაზრა რა ვუთხარი და აღარც გამიგრძელებია -ხო შენც-ვთქვი და წინ წავედი,რომ მივტრიალდი უკან,საბა კესოს ეხუტებოდა,შემოვტრიალდი და გზა გავაგრძელე,როდესაც ნაცნობი სილუეტი გადამეღობა წინ -გილოცავ სკოლის დამთავრებას,-მითხრა და ხელი გამომიწოდა -გმადლობ გიორგი,-მივუგე და ხელი ჩამოვართვი,-სად დაიკარგეთ ან შენ ან კესო?-ნაწყენი ხმით ვუთხარი მას -რავიცი,სამსახური დავიწყე,კესო კი საბას,რომ დაშორდა სახლიდან აღარ გამოდიოდა,სულ სხვანაირი გახდა,-გული გაჩერდა,არ ვიცი რატომ,მე ხომ ამის მოხდენას არ ვფიქრობდი,მე ხომ საკუთარ თავს პატარაობაში ავუკრძალე სიყვარული,-მერე გავიგე,რომ შენ საბას დალაპარაკებიხარ,მიგიხვედრებია და ახლა,ვხედავ შეიცვალა ბევრი რამ,-ჯობია მე დავიტანჯო ვიდრე საბას ტკიოდეს გული,მე მივხვდი მივხვდი,რომ მას უყვარდა კესო თანაც ძალიან უბრალოდ რატომ სტკენდა გულს,დღემდე ვერ გამიგია -ისეთი არაფერი მითქვამს,უბრალოდ მე და კესო ძალიან ახლო მეგობრები ვართ და ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ,მისი და საბას ურთიერთობა ვიცოდი როდის დაიწყო რა ხდებოდა,რატომ დაშორდნენ და როცა ეს მოხდა თავი ვალდებულად ჩავთვალე შემერიგებინა,ორივე ძალიან მიყვარს,საბა ჩემი ძმაა კესო კი საუკეთესო მეგობარი,-გიორგის ირიბად გაეღიმა და მხარზე გადამხვია ხელი -საბამ არ იცის როგორი ძმა ჰყავს გვერდით,მე მასეტ რამეს ვერ გავაკეთებდი ძმის გამო,ძმის გამო საყვარელ ადამიანს ვერ დავკარგავდი,-აქ კი დავიბენი -საყვარელ ადამიანს?-ჩურჩულით წარმოვთქვი და ტუჩზე ვიკბინე -ნუ დაიწყებ თავის მართლებას,მე ვიცი-რა იცის,ჩემს ფიქრებს კითხულობს?!გული ისე ამიჩქარდა ლამის გამისკდა. -არა ცდები შენ,-მივუგე ვითომ გაბრაზებული ხმით-ძმის შეყვარებული როგორ შემიყვარდებოდა,მაგას არადროს გავაკეთებ,-მას ეშმაკურად ჩაეცინა,ხელები გაასავსავა და ატესტატი გამომართვა,ისეთი ინტერესით დააცქერდა,გეგონება პირველად ხედავსო,თვალები გადააბრიალა და ისევ დამიბრუნა-მე წავალ,-ვთქვი და წინ გადავდგი ნაბიჯი -კარგი,შეხვედრამდე,-მითხრა და მათკენ წავიდა,მე დაღვრემილი წამოვედი,გული მღრნიდა,ასეთ ცუდ მდგომარეობაში არასდროს ჩავვარდნილვარ,არასდროს მიმიცია უფლება საკუთარი თავისთვის,რომ ვინმე შემყვარებოდა,რაღა ჩემი ძმის რჩეული,რაღა ის,ყველაზე დიდი ცოდვა რაც კი ცხოვრებაში დავუშვი,ღმერთო მაპატიე რა. შიმსილმა შემაწუხა,ჯიბეში ხურდები ჩხრიალობდა,სკოლასთან კარგა მოშორებით ვიყავი უკვე,ხურდები ამოვიღე და მაღაზიაში შევედი,ვრცელი რიგირ იდგა,წინ მოხუცები იდგნენ,უაკნ ორი ახალგაზრდა ყმაწვილი და რაღაცაზე კამათობდნენ,მატ უკან პატარა ტანის გოგონა იდგა და ნერვიულად ისრესდა ხელებს,რომელიც ჭუჭყისგან სულ მთლად დაფარული ჰქონდა,სახეზე მურები ესვა,ტანსაცმელი შემოფლეთილი ჰქონდა ტანზე,იდგა საწყლად და ელოდა,როდის მოუწევდა რიგი,მე ღრმად ცავახველე და აყლაყუდა ბიჭებისკენ წავედი,რომელთაც ზრდილობა სახლში დაეტოვებინათ და მანდილოსანს უაკნ იტოვებდნენ -დიდი ბოდისი მინდა მოგიხადოთ ბიჭებო მაგრამ,თქვენს უკან გოგონა დგას იქნებ ადგილი დაუთმოთ,-მატ შეჭმუხნული წარბებით ამათვალიერეს შემდეგ კი გოგონას დახედეს და სიცილი აუვარდათ -ლამაზი,რომ იყოს კიდევ მესმის მაგრამ,ეს რა ცოდოა მიჩვეულია დგომას,ელოდოს მე რა ვუყო,-მითხრა ერთერთმა მათგანმა და ეშმაკის თვალები მომანათა,მე ამან არ შემაშინა გოგონა გვერდით გავწიე და მათ წინ დავუდექი -ზედმეტი აყალმაყალის გარეშე პატივი ეცით მას და დაუთმეთ ადგილი -შენ ძალიან ზრდილობიანი ყმაწვილი ხარ გეტყობა-გამომესპორა მეორე -ქალის პატივისცემა ყველა მამაკაცის ვალია,-ეს მოხუც ქალბატონს მოესმა და შემობრუნდა -რას დგახართ ჯორებივით,ეს ყმაწვილი მართალია,თუ გაქვთ ზრდილობა,რომელიც მშობელს უნდა ესწავლებიან თქვენთვის,დაუთმეთ გოგონას,განა რა დროს წაიღებს იგი,-ცივად გადმომხედა ორივე ახმახმა და მაღაზია გაბრაზებულმა დატოვეს,გამყიდველი კი უკმაყოფილო დარჩა,კლიენტები,რომ გავუქციე მაგრამ,სულ გადამავიწყდა,როდესაც მადლით სავსე თვალებით შემომხედა გოგონამ. -ყოჩაღი ბიჭი ხარ,-გასვლისას მითხრა მოხუცმა ქალმა და გამიცინა,არ გეგონოთ მე ეს თავის მოსაწონად გავაკეთე,უბრალოდ იმდენად იმოქმედა დაფლეთილი სამოსით და მოსვრილი ტანით მდგარმა გოგონამ მომინდა მისი დაცვა,ჩემი რიგირ,რომ მომიწია ის უკვე წასული დამხვდა,სწრაფად ვიყიდე რაც მინდოდა და გარეთ გავვარდი,ის ფრთხილი ნაბიჯებით მიდიოდა წინ და გემრიელად შეექცეოდა ბულკს,მისი შესინება არ მინდოდა ამიტომ ჯერ წინ ჩაუარე შემდეგ გავჩერდი შემოვტრიალდი და აღარ გავუშვი -რამე გინდათ?,-მითხრა ოდნავ შეშინებული ხმით და ბულკი დამალა -არა არაფერი უბრალოდ,მინდა შემოგთავაზოთ თავშესაფარი,-მას გაეღიმა და ბულკი ისევ გამოაჩინა -გმადლობთ მაგრამ,მე მაქვს თავშესაფარი,-თქვა და ხელი კარდონის ყუთებისგან გაკეთებული ხუხულისკენ გაიშვირა,ამან უფრო ამატკივა გული,ადრე ვერ ვამჩნევდი ასეთ ხალხს მაგრამ,ახლა,ახლა ყველაფერი შეიცვალა. -მე მინდა დაგეხმაროთ,გთხოვთ უარი არ მითხრათ,-მოვიღუშე მე -არ მინდა თქვენი კეთილშობილებით ზედმეტად ვისარგებლო,თქვენ ოჯახი გეყოლებათ,რომელიც ჩემს სახლში შეშვებას აგიკრძალავთ -მე მარტო ვცხოვრობ,-ვუტხარი ზედმეტი მიკიბვ მოკიბვის გარეშე,ხელი მოვკიდე და სახლისკენ წავიყვანე,უხმოდ მომყვებოდა თან დარჩენილ ბულკს მიირთმევდა,სადარბაზოში შევიყვანე და ლიფტთან მივედით,როდესაც გაიღო დაფრთხა,წასვლა დააპირა მაგრამ ხელი მოვკიდე -ნუ გეშინია,ეს ლიფტია,მისი დახმარებით ჩვენ მაღლა ავალთ,-დედის გარდაცვალების მერე,კერძო სახლი დავლუქეთ და სკოლასთან მდებარე კორპუსის ბინა ვიყიდეთ,რამდენიმე ხანი გაძლო საბამ ჩემს გვერდით მერე თავადაც მოუნდა საკუთარი ბინა ჰქონოდა და მეზობლად მომისახლდა,თხუპნიას ხელი ძლიერად მეჭირა,როდესაც ლიფტში შევედით,ხურდა ჩავაგდე და ვთხოვე ღილაკზე მიეჭირა,როდესაც მაღლა იწყო ლიფტმა სვლა მთელი ძალით მომეკრო და კანკალებდა,რომ გაჩერდა ლიფტი ხელი შემიშვა და სწრაფად გავარდა,დაბნეული აქეთ იქით დადიოდა,მე თან გასაღებს ვეძებდი თან მას ვუყურებდი,რომ არ გაპარულიყო,კარი,რომ შევაღე და დაინახა სად ვეპატიჟებოდი,ყბა ჩამოუვარდა,იდგა გაშეშებული და სახლს მიშჩერებოდა -თქვენ მდიდარი ხართ?,-მკითხა და ხელები უცნაურად აამოძრავა -თითქმის,-მივუგე და სახლში შევიყვანე,-აქ დამელოდე,-ვუთხარი მე და როდესაც კარი მოვხურე,აბაზანაში შევედი და ცხელი წყალი მოვუშვი,ახლა ყველაზე კარგი პირველ რიგში მისი ჭუჭყისგან განთავისუფლება იყო,რომ შემძლებოდა მისი დანახვა,თორემ იმდენად ფარავდა კარგად არ ჩანდა,უყოყმანოდ შევიდა აბაზანაში კარი ჩაკეტა,საჭირო ნივთები ყველაფერი მეწყო,სანამ იბანდა კარააში დედას ნაქონი ყველაზე ვიწრო სამოსის ძებნა დავიწყე,დედა საკმაოდ გამხდარი იყო და არ გამჭირვებია თხუპნიასთვის რაიმის მოძებნა,ბოლოს ლურჯი,მთლიანი კაბა ავიღე,რომელიც წესიტ მუხლამდე უნდა ჰქონოდა,გამოყვანილი კაბა იყო ქამრით,თუ დიდი ექნება ამ ქამარს დაიმაგრებს,კაბა საწოლზე დავტოვე და მისაღებში დივანზე წამოვწექი,ტელევიზორში ფეხბურთის ყურება დავიწყე,ხმა მესმოდა,როგორ გამოვიდა იგი აბაზანიდან და ტყაპა-ტყუპით შევიდა ოთახში. ცოტახანი ვადროვე,ვითომ წამთვლიმა სავით,ნუ რაღა ვითომ,თვალებში უკვე ბინდბუნდი ჩამოწვა,როცა ჩემს წინ სილუეტი გაიმართა და თვალები ძალაუნებურად გავახილე,..გავახილე და თვალებს ვერ დავუჯერე,რაღაც საოცრება იდგა ჩემს წინ,კანი უბზინავდა,ასეთ რამეს პირველად ხედავს ჩემი თვალები,ნუთუ ჭუჭყს ასე შეუძლია ადამიანის დამახინჯება,ნუთუ ასეთი სილამაზე მტვერს დაეფარა,თვალები დავაფახულე და ყბადაღებული მივაჩერდი მას,იგი აწითლდა,როგორც ჭარხალი და თავი დახარა,გრძელი ყავისფერი კულულები წინ ჩამოეყარა,მარჯვენა ხელი კაბას,მოკიდა და ნაზად დაუსვა -გმადლობთ ამ ყველაფრისთვის,-მომიგო მორცხვად და უკან გადადგა ნაბიჯი,მე წამოვდექი,ხელები გავშალე და გავიზმორე,წელში საშინელი წვა ვიგრძენი და მოვიკაკვე,გოგონა შეცბა,ხელი მომკიდა და დივანზე მიმაწვინა,აი ხელის შეხებისას ისეთი რაღაც დამემართა,როგორ გითხრათ,ეს არც კესოსგან მიგვრძვნია და არც სხვისგან,დავიბენი,ხელი მოვკიდე და ჩემს გვერდით დავსვი -ჩემი არ მოგერიდოს,წარმოიდგინე,რომ შენს საკუთარ სახლში ხარ და შენი უფროსი ძმის გვერდით ზიხარ,-მაგრამ,ვიცოდი კია მისი ასაკი,თავი უფროს ძმად,რომ გავასაღე -მე ჩვიდმეტი წლის ვარ,ოცდახუთ აგვისტოს თვრამეტის გავხდები,-ტუჩების სასაცილო მოძრაობით თქვა და დადუმდა -ესეიგი ტოლები ვართ,მეც ჩვიდმეტი წლის ვარ ჯერ,ხოლო თვრამეტი წლის თვრამეტ ივნისს ვხდები,-ცოტახანი კიდევ დუმდა,მერე თვალები გაუბრწყინდა,არის მასში რაღაც რაჭველის -ანუ ოქროს ბიჭუნა ხდები?-კისკისიებდა იგი -დიახ,-ვთქვი და ირიბად გამეღიმა,-სულ გამოვშტერდი მე ერეკლე ვარ,-მას გაეცინა -თათული,-ენის ბორძიკით თქვა მან -მშვენიერია თათული,რას დალევ?-ეს კითხვა თითქოს ეუცნაურა -რა ბრძანეთ?,-მის ნათქვამზე გამეცინა,თ-ებით,რომ მომმართავდა თავი დიდ კაცად წარმომედგინა უცებ -თქვენობით ნუ მომმართავ თათული,უბრალოდ შენ,...,მე არავინ ვარ,რომ მასე მომმართავდე,გათავისუფლდი ყოველგვარი დისკომფორტისგან,დღეიდან ეს შენი სახლიცაა,-მას უფრო მეტად შერცხვა და ლოყები შეეფაკლა,პიანინოს თითები ერთმანეთში ჰქონდა გადახლართული და კალთაში ჩაეწყო,მისი ცქერა სასიამოვნო იყო,თითქოს ჩემი სულის ნაწილი ყოფილიყოს,საყვარელი ადამიანი,როემლსაც შეგიძლია უცქირო,უცქირო,უცქირო.. და ისევ უცქირო,რაღაც საოცარი გრძნობით ავივსი,ეს არც გემრიელი ღვინის დაგემოვნებისას გამოწვეულ გრძნობას გავდა არც დიდი ხნის უნახავი ადამიანის ხილვას,თვალები ამღვრეული,ისეთი მუქი,მუქი ლურჯი ზღვასავით,კოხტა ცხვირი,ტუჩებს ისეთი შეფერეილობა ჰქონდა როგორც მაისის ბალია,ხანდახან გვერდით,რომ აპარებს უფრო მომხიბვლელი ხდება. -რატომ მიცქერთ ასე დაჟინებით?,-მორცხვად მითხრა და თავი დახარა,მეც შემრცხვა,რა მეთქვა არ ვიცოდი,უხერხულობაში ჩავვარდი,გონებაში,ცალკე კოლოფში კესო ამომიტრიალდა და სახე სანთელივით ჩამომეღვენთა,ამით არ ვცდილობდი თათულის კითხვისთვის თავის არიდებას უბრალოდ ამის პასუხს ვეძებდი მაგრამ,კესო რატომ ამომიტივტივდა უადგილო ადგილას არ ვიცი,ფილმიივთ დამიდგა თვალწინ როგორ ჩაეხუტა საბას,როგორი ბედნიერი სახე ჰქონდა ორივეს,ხელები შუბლზე მივიჭირე და ფეხები ერთმანეთზე მჭიდროდ შევატყუპე,ასე გეგონებოდათ დაბმულიაო,ღრმად ჩავისუნთქე,ვიგრძენი დაბლა დახედვისას ჩემს თვლას რაღაც დააკლდა და,როდესაც ისევ ავიხედე და მის სახეს შევხედე მივხვდი მისი ცქერა მაკლდა -მაპატიე თუ თავი უხერხულად გაგრძნობინე,პირფერობაში ნუ ცამითვლი,იმაზე ბევრად ლამაზი აღმოჩნდი ვიდრე -ვიდრე წარმოგედგინა,-მომიგო ღიმილნარევი ხმით და ხელისგულებით დაეყრდნო დივანს,მეც თავის კანტური დავიწყე თან გამეცინა ჩემს საქციელზე -არ მინდა რაიმე უადგილოდ ვთქვა,ან წამოვაყრანტალო და გული გატკინო,ხასიათი შეგიცვალო მაგრამ,მაინტერესებს ქუჩაში რატომ ცხოვრობ,-იგი თითქოს დაიბნა,ენის ბორძიკი დაიწყო ისევ,-თუ არ გინდა ნუ მეტყვი-მშვიდად მივუგე მე,მან უარყოფის ნიშნად თავი გააქნია -არა გეტყვი,-თვალები კიდევ უფრო აუცრემლიანდა,სუნთქვასაც უმატა,მივხვდი გული აუჩქარდა,ენაზე ვიკბინე ჩემი შეკითხვის გამო -გიჭირს და არ მინდა ძალა დაგატანო,-ხელი დავადე ნატიფ ხელებზე -ეს ამბავი,მხოლოდ მათ იცოდნენ ვინც ახლა მაღლაა,-თქვა აღელვებული ხმით,მე თავი დამნაშავედ ვიგრძენი მას,რომ უეცრად წაუხდა გუნება მაგრამ,ამბის მოყოლას არ წყვეტდა-ხუთ წლამდე ობოლთა თავშესაფარში ვიზრდებოდი,ექვსის,რომ გავხდი ერთმა ოჯახმა მიშვილა,ძალიან მოსიყვარულე ოჯახი იყო,მამაჩემი ხნიერი კაცი იყო დედა შედარებით ახალგაზრდა მაგრამ ისიც ხნიერი,არაფერს მაკლდებდნენ,მაცმევდნენ მაჭმევდნენ,მასწავლიდნენ,შემდეგ გაირკვა,რომ მამას კიბო ჰქონდა ბოლო სტადიაში და მალევე გამოგვეცალა ხელიდან,-საკმაოდ აღელვდა უკვე და ცოტა შიში მომეძალა,ხელი ავწიე მინდოდა გამეჩუმებინა მაგრამ,ის აგრძელებდა,-დედამ ვერ გაუძლო მის დაკარგვას და ისიც გარდაიცვალა,მაშინ თხუთმეტის ვიყავი,სკოლაში სიარული შევწყვიტე რადგან წიგნების ფული შემომეხარჯა საკვებში,ბინა ნაქირავები გვქქონდა და პატრონებმა გამომასახლეს,იქ ნაყიდი ნივთებიც დაიტოვეს მაყვედრიდენ კიდეც,მე ვერაფერი შევბედე მხოლოდ ჩემი კუთვნილი ნივთები და მშობლების სურათები ავიღე და წამოვედი,-სიმწრისგან ტუჩებს იკვნეტდა,ლოყაზე ცრემლის წვეთი აუბრჭყვინდა,ხელი შევახე და ცრემლი მოვწმინდე,ცრემლი ვერც მე შევიკავე,მისი ამბავი გულზე მომხვდა,-დანარჩენი იცი,ასე მოვხვდი ქუჩაში,ჩემი ნამდვილი მშობლები ახლაც ცოხლები არიან,მამა გაშორებულია ცალკე ცხოვრობს და ოჯახიც აქვს მაგრამ შვილი არ უჩნდებათ,მე აღარც კი ვახსოვარ მატ მაშინ დავავიწყი,როცა ბავშვთა სახლში მიკრეს თავი,-თავი ჩახარა და აქვითინდა,ხელი მოვხვიე და მივიხუტე,ცრემლი ვიგრძენი როგორ მიღოღავდა ყელში,ტმაზე დავუწყე ფერება,იგი გაირინდა,კიდევ უფრო მომეკრო და თვალები დახუჭა. იმდენად მსიამოვნებდა მასთან ყოფნა,საუბარი თითქოს ბავშობიდან ვიცნობ.. რამდენიმე ხანი გაბრუებული დავდიოდი,აზროვნება მქონდა დაკრგული,ვერაფრით ვხსნიდი საბას ასეთ ცვალებადობას,ადრე სულ სხვა პიროვნება იყო ახლა კი თითქოს ეშმაკი შეუსახლდა და ის განაგებსო,ტკივილამდე მეცოდება კესო,მისდამი გრძნობა განელდა,არ ვიცი რატომ,მაგრამ,ახლა უფრო სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა,ალბად ჩემი ბრალია მისი ეს მდგომარეობა,ეს დღეები სულ ცუდადაა მე კი ვერაფით ვშველი,საშინლად განიცდის საბას დაკარგვას,ყოველდღე ბოდავს,სულ გამუდმებით მას ახსენებს,თვალები ცრემლით ევსება პატარას უცქერს და თვალებს ძლიერად ხუჭავს თითქოს უნდა ყველაფერი სიზმარი იყოს და არა ის რეალობა,რომელიც საბამ არგუნა,მის ადგილ სამყოფელს ნუ მკითხავთ გაურკვეველია,პოლიციაც არ ჩამირთავს ამ საქმეში,უკვე აღარც ვდარდობ მან ალბად უკეთ იცის რასაც აკეთებს,მე კი ისეტი ბედნიერება მხვდა წილად,მინდა ეს ბედნიერება კესოსაც გადავდო და მუცელში მყოფ ძმისშვილს,თათულიმ ისე უცაბედად შემოაღწია ჩემს გულში,სრულიად ამრია,სწორად ახლა მივხვდი,რომ ისაა ნამდვილი სიყვარული,რომელსაც ბევრი დიდხანს ელოდება,მე კი მალე მეწვია,მისით ვსუნთქავ,მისით ვცოცხლობ,ვერც წარმოვიდგენ ცხოვრებას მის გარეშე,სრულიად უცხო ადამიანი შეიძლება იმდენად ახლობელი გახდეს შენთვის,რომ უიმისოდ ორი ნაბიჯის გადაგმაც კი გიჭირდეს. *** -მოხვალ?-გაბუსხული ხმით დამიძახა თათულიმ-ჩაი ცივდება -ხო მოვდივარ,მოვდივარ-გავძახე ომახიანად და კოსტუმი მოვიცვი,მისაღებში საბა დამხვდა,მამასავით მოცინარი,ორ კბილს მიმარიაჟებდა,ხელში ავიყვანე და მაგრად ვაკოცე -ჩემი პატარა ვაჟკაცი,რა ადრიანად გაგიღვიძია-ხცვირზე წავეთამაშე და ჭოჭიალაში ჩავსვი -ჩვენი მამალია,-სიცილით მითხრა თათულიმ -ხო,კესო სადაა/? -მაღაზიაში ჩავიდა,საბას ფაფა აღარ ჰქონია,მოდი შენ ჩაი დალიე და წადი სამსახურში აგვიანებ,-როგორც წესია,ლოყაზე ვუჩმიტე და კოხტად მოვკალათდი მაგიდასთან,საბა დიდკაცურად მიცქერდა,ჩემს მოძრაობებს სერიოზულად ადევნებდა თვალს,მერე კი ხელებს ჭოჭიალაზე აპარტყუნებდა და აჭყივლებდა,ჩაის მოვრჩი და კესო კიდეც მოვიდა,დედის დანახვაზე უფრო გამხიარულდა,მისკენ მიგორდა და პაწაწინა ხელებით კაბაზე ჩაებღაუჭა,კესომ თბილად დახედა და ხელში აიყვანა,დიდი სიამოვნებით ვუცქერდი სამ ანგელოზსს სულ,მაგრამ ჩვენი მრჩენელი ჩემი სამსახური იყო. -დღეს ადრე მოდი რა-მითხრა თათულიმ და მომეხვია,პაწაწინა მუცელი ხელს უშლიდა,მაგრამ,იმდენად სასიამოვნოა როცა იცი,რომ იმ მუცელში შენი შვილია ჩასახლებული და იცი,რომ რამდენიმე ხანში მოევლინება ქვეყანას,დაგავიწყბს ყველაფერს,ისე როგორც ეს საბას დაბადებისას მოხდა,ჩავიცუცქე და მუცელზე ვაკოცე -დროებით ჩემო ვაჟკაცო,-და ისევ წამოვდექი -ჩემო ფერიავ,გოგოა ერეკლე,გო-გო-გაბრაზებულმა დამიმარცვლა და ხელი დაიდო -ვიცი,რომ პატარა ბრუსლია -ბრუსლი,არა შვარცნეიგერი კიდევ,ჩემი ფერიაა -კაი ხო იყოს გოგო,აღარ გეკამათები-შუბლზე ვაკოცე და გავედი,სარკის წინ თავი შევილამაზე და გარეთ გასვლისას,მივაძახე -მაინც ჩემი ბრუსლია,-და სწრაფად გამოვედი,თავის დაზღვევის მიზნით. *** -ერეკლე-მითხრა აღელვებული ხმით თათულიმ,პულტი გვერძე დავდე და მასთან მივედი-მგონი..,-სახე დაემანჭა და აყვირდა,მივხვდი მშობიარობა დაეწყო,ხმაზე კესოც გამოვარდა,სწრაფად ავიყვანე ხელში და გარეთ გავვარდით -ღრმად ისუნთქე,ნუ გეშინაი საყვარელო-ვამხნევებდი როგორც შემეძლო -ვსუნთქავ ვსუნთქავ-ჩხუბობდა იგი,ოფლმა დამასხა,სანამ საავადმყოფომდე მივედი გარდავიცვალე -ცოტაც საყვარელო ცოტაც,აი მოვედით-სწრაფად გადმოვიყვანე მანქანიდან და საავადმყოფოში შევაქცუნე -საკაცე,საკაცე,-გაიძახოდნენ ექიმები,თათული საკაცეზე დააწვინეს და სამშობიაროში შეიყვანეს,ნერვიულად ბოლთას ვცემდი,არ მეგონა თუ ასე ვინერვიულებდი,ცუდი წინათგრძნობაც მქონდა და ცრემლი ვეღარ შევიკავე -ნუ ნერვიულობ,ორივე კარგად იქნება-ჩამეხუტა კესო,მისმა სიტყვებმა დამამშვიდა,სკმაზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. ორი საათის მერე ექიმიც გამოვიდა,დაღლილი და შეწუხებული სახით,ვეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა -თათულის ახლობლები თქვენ ხართ ხომ -დიახ,-სწრაფად ვუტხარი,რომ მალე ეთქვა -გილოცავთ,თქვენ ბიჭი შეგეძინათ,არა მაპატიეთ ტყუპი ბიჭები-სიხარულისგან ენა ჩამივარდა -მმმ..ადლობთ ექიმო-ავბლუყუნდი და გახარებული კესოს ჩავეხუტე -დედაც და შვილებიც კარგად არიან,რამდენიმე წუთში მოგცემთ მათი ნახვის უფლებას -კარგით,ექიმო დიდი მადლობა -არაფერს,-ცერად გაიღიმა და წავიდა -ტყუპები კესო,ტყუპი ბიჭები-სიხარულმა მეცხერე ცაზე კიარა მეასე ცაზე ზემოთ ამიყვანა,ენით ვერ ავღწერ იმხელა სიხარული განვიცადე,მე ტყუპების მამა გავხდი,ისევე როგორც ერთ დროს მამაჩემი,მთელ პლანეტაზე ჩემისთანა ბედნიერი კაცი არ მეგულებოდა,. რამდენიმე წუთიც მალევე დასრულდა და მე უკვე თათულის გვერდით,სკამზე ვიჯექი -მთელ მსოფლიოში უბედნიერეს კაცად მაქციე,შენ მე ორი შვილი ერთად მაჩუქე,-დავიხარე და ნაზად ვაკოცე,მალევე პატარებიც შემოგვიყვანეს,მათი სურნელი,რომ ვიგრძენი მაშინ,როცა მკერდზე მივიხუტე,მეგონა ხელემორედ დავიბადე,ვიგრძენი სითბო,სიყვარული,მამობრივი სიყვარული. -ჩემი ბრუსლი და შვარცნეიგერი-ვუთხარი თათულის,-შენ ერთიც არ გინდოდა,მე კი ორივე მყავს,-მას გაეცინა -არ გინდა მომიყვანო?-ალმაცერად შემომხედა მან და დაიჭყანა,ფთხილად წამოვდექი და ციცქნა არსებები დედის გულზე დავაწვინე. *** ადამიანები იცვლებიან,გარეგნულად,მაგრამ თუ გრძნობა ნამდვილია ის მარადიულად რჩება. პ.ს ესეც ძველლი ნაწერია 2013 წლის ბოლო,როგორც გრაცია. მაგრამ მაინც ვდებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.