შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმაში გარეთ 23 თავი


20-02-2016, 15:30
ავტორი du-da
ნანახია 4 119

* * *
მარი გაშტერებული უყურებდა აბაზანაში სარკეს.თითქმის 1 საათი გავიდა რაც საბანაოდ შემოვიდა თუმცა გაუნძრევლად იდგა.გონს კარზე კაკუნმა მოიყვანა.
-მარ კარგად ხარ?
-კი დათო,გამოვალ მალე.სწრაფად გადაივლო წყალი და ოთახსი დაბრუნდა.
-რა გჭირს ჩემო სიცოცხლე?უკნიდან მოეხვია დათო.
-დარწმუნებული ხარ?
-რაში?დაიბნა ბიჭი.
-იმაში,რომ ჩემზე დაქორწინება გინდა
-აბა ეხლა მანდ გაჩერდი.სწრაფად მოატრიალა მისკენ და სავარძელში ჩასვა. ხვდები გოგო რას მეკითხები? ვტოვებ ჩამოუყალიბებელის შთეჭდილებას?
-ეგ არც მიკადრებია.შენ ოჯახი გყავს და არამგონია შენებს ჩემი წარსული მოეწონოთ.
-ეხლა მისმინე პატარა ბიჭი არ ვარ მშობლების ჭკუაზე რო დადის.არ მადარდებს ვინ რას იტყვს თუ ვერ გაგვიგებენ არ არის საჭირო.გასაგებია?მეორედ რომ მასეთი ლაპარაკი გავიგო იცოდე აღარ გაპატიებ.გაიგე?ტონს აუწია ბიჭმა.
-გავიგე.
-ხოდა ეგრე ახტი ეხლა და დავწვეთ.
-რა გადარეული ხარ. გაეცინა გოგოს და თამამად შეიხსნა ხალათი.
-ეგ გამოწვევააა?
-როგორც გინდა ისე გაიგე.
-ხოდა ვიღებ.წამებში დაეხეთქა მარი ლოგინზე და ბიჭის მხურვალე ტუჩებიც იგრძნო ყელში.
* * *
ნინომ ხელის კვრით შეაღო ლექსოს ოთახის კარი და ბარგის ჩალაგებაში გართულ შვილს თავზე წამოადგა.
-რას აკეთებ?
-საქართველოში ვბრუნდები დედა.
-კი მაგრამ.
ლექსომ.სიტყვის თქმა არ აცადა ხელი.მოჰკიდა და საწოლზე ჩამოსვა.
-დე მისმინე.ზოგჯერ ძალიან მიჭირს შენი გაგება,ვიცი გულის სიღრმეში მეც გიყვარვარ და ანიც ურალოდ.ზოგჯერ უნდა დგვანახო ეგ.ვიცი ანის რატომაც ექცევი ცუდად მაგრამ მას არაფერი დაუშავებია ხვდები?ის არ არის დამნაშავე მამას ღალატში.დროა ყველას აპატიო და ისევ ის ნინო გახდე მე რომ მახსოვს.
-ლექსო.ცრემლები წამოუვიდა ქალს
-ხედავ?ტირილი ისევ შეგიძლია.გთხობ დედა ხო იცი ანის როგორ უყვარხარ.
-მეც მიყვარს.ამოიტირა ქალმა
ლექსოს სახე გაუნათდა და დედას მოეხვია.
-ვიცოდი ვიცოდი ამ მკაცრი ქალის უკან ისევ ჩემი დედიკო იმალებოდა.მოდი დავბრუნდეთ ოჯახში.
-წავალ ჩავალაგეებ.ნინოს პირველად გაეცინა გულწრფელად.სიხარულით გაიქცა ოთახში.თუმცა დანაშაულის გრძნობამ ყელში წაუჭირა.
-ჩემო გოგო.ცოტაც და შენთან ვიქნები იმედია მაპატიებ ჩემს საქციელს.ანის სურათს მიეფერა და ჩემოდნები გადმოალაგა.
* * *
ვაჩემ ნომრის კარი გააღო და წინ შემატარა.."ნუთუ ეს შენ ხარ ანი?ქუჩის ქალივით იქცევი"ცუდი ფიქრების მოსაშორებლად თავი გავაქნიე.
-დიდხანს იდგები მანდ?
-არა.უცებ გამოვერკვიე და ოთახის შუაგულისკენ გადავინაცვლე.ალკოჰოლი ჯერ კიდევ ბობოქრობდა ორგანიზმში.
-გაიხადე.ბრძანებასავით გაისმა ვაჩეს ხმა და ერთ ადგილზე გამაშეშა.
-რა?
-გაიხადე.რა იყო სად გაგიქრა სითამამე?წეღან შენ არ შემომთავაზე საკუთარი თავი?
-ხო მე იცი უაზროდ ავბლუყუნდი და კორინთელს გავხედე საშინლად გაბრაზებული სახე ჰქონდა.
-მოსაკლავი ხარ ხარძიანო მოსაკლავი.სწრაფად გაჩნდა ჩემთან და მხარზე მომიგდო.ათასმა აზრმა გამიელვა თავში,თუმცა საწოლს რომ.ავუარეთ და აბაზანისკენ დაიძრა გონება გამინათდა.
-დამსვი ეხლავე.
-ნუ ფართხალებ. ვაჩემ პირდაპირ დუშკაბინაში შემაგდო და ცივი წყალი.მოუშვა.
-რად აკეთებ?ვიკივლე სასოწარკვეთილმა.
-ჯერ გამოფხიზლდი და მერე ვილაპარაკოთ.
* * *
თეოს ლუკას მხარზე ედო თავი და მის სუნთქვას უსმენდა.რატომღაც პირველად გრძნობდა რომ თავს არ ამეტებდნენ..."არ დაუშვა შეგიყვარდეს შენ მას არ იმსახურებ"უცებ ტელეფონმა დარეკა.თეომ ბიჭს ახედა და მის თვალებს წააწყდა.
-მაპატიე ხმამ გაგაღვიძა.
-არაუშავს. ტელეფონი ჯიბიდან ამოაძვრინა და ერთიანად გაფითრდა.
-ის არის.
-უპასუხე.ხმა გაუმკაცრდა ბაბლუანს.
-გისმენთ'კი გიცანი. გისმენ.როდის და სად?კარგი მოვალ.
-რა უნდოდა?
-ჩემთან შეხვედრა.გაოცებულმა გახედა ბიჭს.
-როდის?
-დრეს 8ზე. ლუკა
-გისმენ თეო.მოუბრუნდა ღიმილით
-რაღაცას გთხოვ რა.ხედავ უკვე დავმეგობრდით კიდეც.
-გისმენ.
-მარტო არ გამიშვა.თავი დახარა ერისთავმა.ბიჭს გაეცინა
-ვინ აპირებდა რო?ამის შემდეგ ჩემს გარეშე აღარსად წახვალ და აღარაფერს გააკეთებ.
-ეეე მოიცააა აიფოფრა თეო.ძაან ხო არ გაგიტკბა შენ.ეგღა მაკლია.სენ გკითხო რამე.
-დაამთავრე?ირონიულად ჩაიცინა ლუკამ.
-ხო.ინსტინქტურად უპასუხა.
-კარგი ეხლა.წადი და ჩაიცვი სანამ.იმ.ს....რს შეხვდები მე უნდა გამომყვე ერთ ადგილას
-არსადაც არ წამოვალ იდიოტო.როგორ ვიფიქრე რომ.შენთან ნორმალური ურთიერთობა შეიძლებოდა.
-მისმინე ეხლა.მკლავში სწვდა და ფეხზე წამოახტუნა ერისთავი.1 საათსი მე შენს ოთახში შემოვალ თუ მზად არ დამხვდები კაცობას გეფიცები თუ ძალით არ წაგიყვანო.გამოსცრა გამწარებულმა და გეშეშებულ გოგოს კარისკენ უბიძგა.
* * *
სრულიად გამოფხიზლებული ვიჯექი საწოლზე და ვაჩეს ვუყურებდი.კორინთელს თავი ჰქონდა დახრილი და მძიმედ სუნთქავდა.
-რისი ღირსი ხარ ეხლა?ჩასისხლიანებული თვალებით ამომხედა.ხმა არ ამომიღია
-ამოიღე ხმა მიდი.იღრიალა ვაჩემ და ლარნაკი კედელს მიაფშვნა.ეგეთი არაკაცი გგონივარ გოგო?გეგონა აქ მოგიყვანდი როგორც ნებისმიერ ბოზს და შენთან დავწვებოდი? აზროვნებ მაინც?
-ნუ ყვირიხარ.ამოვილუღლუღე ძლივს.სხვა გამოსავალი არ მქონდა.
-რომ მოგკლა ხელი არ ამიკანკალდება.იქალა აქ გოგომ და თავისი მოკლე ჭკუით მიიღო გადაწყვეტილება.ყველაფერი რაც დაგემართა შენი უაზრობებისგან გჭირს.რის დამტკიცებას აპირებდი მაგითი?
-მე მოგისმიეთ იქ აივანზე. თავი ავწიე და ვაჩეს შევხედე.
-ვიცი.ამის დედაც ვიცი.გგონია ვერ დაგინახე ფარდის უკან?სპეციალურად ვუთხარი დათოს ეგ ყველაფერი მინდოდა გამოვარდნილიყავი ,გეჩხუბა გეთქვა რომ მე გიყვარდი და მთელი ცხოვრება მელოდებოდი.შენ კიდე რა გააკეთე.
-რა თქვი?
-რაც გაიგე ის ვთქვი ოდესმე იფიქრებ შენ თავზე და ბედნიერებაზე?გაიგე ადაამიანო არავის სჭირდება შენგან თავგანწირვა.დამღალე იცი?
-მისმინე ვაჩე.
-არ მინდა შენი ხმის გაგონებაც არ მინდა. ეგ როგორ იკადრე გოგო.თან რომ გამოთვერი არ გინდოდა რამე გხსომებოდა ხო?იცი სად შეცდი?მე არ აგყვები ამ თამაშში თუ შენ ოდესმე ჩემი ცოლი გახდები მე.მინდა გახსოვდეს ყველა ცემი მოფერება და ვახუტება.
-გთხოვ მისმინე.ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი.
-მოიტეხე ეგ რქები ბოლოსდაბოლოს ამის დედაც. მიყვარხარ ასეთი ძნელია ამის გაგებ?მიმიფურთხებია ყველაფრისთვის თუ ასე უნდა მტანჯო მეც და შენი თავიც. იცი რად ვიზამ? ყველაფერს დაგიბრუნებთ და წავალ.
-სად წახვალ?
-უკან დავბრუნდები და აღარასდროს გამოვჩნდები შენს ცხოვრებაშიი. ხომ გინდა რომ გაგიშვა ხოდა გიშვებ.
-აღარ გიყვარავარ?
-ანი სულელი ხარ?მიყვარხარ ადამიანო სიგიჟემდე მაგრამ.ჩემი სიყვარული მარტო არ გვეყოფა შენ კიდე არაფრის დათმობას არ აპირებ.გსიამოვნებს სამყარო შენს ირგვლივ რომ ბრუნავს. დაიმახსოვრე ყველას თავისი ცხოვრება აქვს უბრალოდ მობეზრდება სხვას მუდამ შენ გწმინდოს ცრემლები როცა შეგიძლია ბედნიერი იყო.
-ვაჩე მაპატიე.საშინლად ვგრძნობდი თავს.მის თვალებში დანახულმა სიყვარულმა მიმახვედრა თუ როგორი ბრმა ვიყავი.
"წავა დაგტოვებს და ღირსიც იქნები უაზრო"შემომძახა მეორე მემ. ძლივს წამოვდექი ფეხზე და ვაჩეს მივუახლო დი.
-შეგიძლია დამეხმარო?ამ კითხვას არ ელოდა და გაკვირვებულმა ამომხედა
-რაში?
-შიშის დაძლევაში,შენი სიყვარულის დაბრუნებაში. მე მინდა ვიყო შენი კანონიერი ცოლი.ვიღვიძებდე შენთან ერთად.თუნდაც სიზმარი იყოს და გაღვიძებისთანავე გაქრე მინდა გავრისკო.
-მართლა ანი?
-მართლა ვაჩე მართლა.მინდა მოვერიო წარსულს და მომავალი შენთან ერთად ავაწყო.კორინთელს გაეცინა.
-ცოლად გამომყვები?ჩემს წინ მუხლებზე დადგა და ულამაზესი ბეჭედი ამოიღო.
-გადარეულო.ხო ვართ ცოლ-ქმარი.
-ეგრე არა უფლის წინაშე გახდები ჩემი მეორე ნახევარი?ამიტან ასეთ უჟმურს?არ მომცემ წაქცევის საშუალებას?
-ერთი პირობით.
-მზად ვარ ყველა თქვენი პირობა მივიღო
-შენც თუ იგივეს გააკეთებ ჩემთვის.
-სიცოცხლის ბოლომდე.ვაჩემ წელზე მომხვია ხელი და ტუჩებზე დამაკვდა.თურმე რა სასიამოვნო ყოფილა ბედნიერების განცდა.ვიგრძენი როგორ მომეშვა გულზე და მშვიდად დავიწყე სუნთქვა.გამოუცდელად თუმცა მომთხოვნად ავყევი კოცნაში და ჩემკენ მოვქაჩე.
-გაჩერდი ხო იცი ამას რაც მოყვება. დაბოხებული ხმით ჩაიჩირჩულა ვაჩემ.
-ვიცი ქმარო.
-დარწმუნებული ხარ?
აღარაფერი მითქვამს. კოცნით გავაჩუმე.რომ გეკითხათ როდის იყავი ბედნიერიო მე ამ წუთზე გეტყოდით.ვიცოდი ეს ღამე ყველაფერს ცლიდა უკეთესობისკენ და მე ხვალიდან ვიქნებოდი ქალბატონი ანი ხარძიანი-კორინთელი.



№1  offline წევრი milangirl

ai es ukve momwons. kargia yvelaperi ase rom shemobrunda

 


№2 სტუმარი Mariami

Cota didi tavebi dade ra gtxooov..

 


№3  offline წევრი du-da

vitvaliswineb tqvens txovnas.

 


№4 სტუმარი anita

tavidan wavikitxe da magaria yochag avtors.

 


№5 სტუმარი darina

Dzlivs amovisuntqe, rogori sayvarelia vache, vicodi, rom ise ar iqneboda yvelaferi rogorc anim chaifiqra, dzlivs ar movida chkuaze es gogo, kargi da gemrieli tavi iyo, luka xom chemi sicocxlea, es bichi ubralod chemi sisustea, dato da mari rogori tlbilebi arian imedia yvelaferi kargad eqnebat.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent