ბაუნტის ვალი [7]
- ჩვენს დამეგობრებას გაუმარჯოს _ ჭიქა ასწია შოთამ. - გაუმარჯოს _ ყველა ერთხმად დაეთანხმა. - უუჰ _ დაიჭყანა ანი, როგორც კი დალია. _ აუ ამას როგორ სვამთ _ თვალები აცრემლიანებოდა სიმწარისგან. - რომ არ შეგიძლია, თავი უნდა დაანებო _ კმაყოფილი ღიმილით გადახედა გაბრიელმა. - აი მე რომ არ გაგეცანი რა გეშველებოდა ნეტავ, ვის საქმეში ჩაყოფდი ცხვირს და ვისზე გააკეთებდი კომენტარებს _ გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და სალათი თავის თეფშზე მოათავსა. - ახლა წყვილის სადღეგრძელო უნდა დავლიოთ _ გვერდი-გვერდ მსხდარ სალოს და ერეს გადახედეს _ სულ ასეთი ბედნიერები ყოფილიყავით, მომავალ წელს უკვე პატარა დაგველოცოს _ თვალი ჩაუკრა შაკომ. - აბა თქვენ იცით ახლა, გართობა გვინდა ჩვენ _ გაუცინა ლილემაც. - ჩემი ბავშვი თქვენი გასართობი იქნება? _ თვალები მოჭუტა ერემ _ არავითარ შემთხვევაში. - მარტო ყოფნა რომ მოგინდებათ და რომ დაგვირეკავ ბავშვს დაგიტოვებთო, აი მერე გაგახსენებ მაგას _ გაეკრიჭა ანი. - ანაკონდას ბავშვი როგორ უნდა ანდო. - ანაკონდა ბავშვებს არაფერს ერჩის, ვინც რამეს უშავებს მხოლოდ მას ახრჩობს _ ჩაეცინა. - და თუ თვითონ უშავებს რამეს სხვებს? _ დასერიოზულდა. - ხვდება და ბოდიშს იხდის, თუმცა ახლა არავისთვის არაფერი დაუშავებია _ ანიც დაასერიოზულა მისმა ტონმა. - მგონი ჩვენ ზედმეტები ვართ _ სიცილით უჩურჩულა ლილემ კაკის. - ჰო, მეც შევამჩნიე. - მოდით სიყვარულს გაუმარჯოს _ სიტუაცია განმუხტა ერეკლემ. - გაუმარჯოს _ ერთხმად დაეთანხმა ყველა წყვილის გარდა. დაჟინებით შესცქეროდნენ ერთმანეთს თვალებში და თითქოს გარშემო ვეღარავის ამჩნევდნენ. - ანი _ მხარი მიკრა შაკომ _ სიყვარულის სადღეგრძელოა. - ჰო, ჰო, რა თქმა უნდა, გაუმარჯოს _ გაურკვევლად ჩაიბურტყუნა და არაყი ყელში გადაუშვა. - ცალმხრივსაც? _ ბიჭებს გადახედა გაბრიელმა. - ცალმხრივსაც _ გაუღიმა კაკიმ. გოგონა კი გაურკვევლობის შეგრძნებით სავსე მისჩერებოდა და ვერ ხვდებოდა მას ეხებოდა თუ არა ეს „ცალმხრივი.“ - მაშინ უპასუხო გრძნობას გაუმარჯოს. - ანი ხომ ნამდვილად მიწერე? _ სხვებისთვის შეუმჩნევლად უჩურჩულა ლილემ. - კი, ალბათ მე არ მეხება _ ღიმილით დაუბრუნა პასუხი. - რა არ მესმის იცით? _ საუბარი წამოიწყო ლილემ _ ვინმე რომ მოგწონთ ან გიყვართ ბიჭებს და შემდეგ იმ გოგოსგანაც საპასუხო გრძნობას იღებთ, რატომ ქრებით ხოლმე? _ ყურადღება არ მიაქცია ანის ჩქმეტას, ისე გააგრძელა _ შეიძლება ყველა არა, მაგრამ ზოგიერთი მაინც. - თქვენ რომ გრძნობთ ბიჭისგან სიმპატის ან თუნდაც სიყვარულს, რატომ ტოვებთ უპასუხო სრულ გაურკვევლობაში? _ არ ჩამორჩა კაკი. - საერთოდაც, თვითონ რომ გაარკვიონ? _ გადახედა შაკომ. - მართალი ხარ _ გაუღიმა გაბრიელმა, ფეხზე წამოდგა, განაპირას მჯდარ გოგონას ხელი ჩაავლო და ისე წაიყვანა, არც უკითხავს არაფერი. - ხელი გამიშვი _ როგორც კი გარეთ გავიდნენ, მაშინვე შეუბღვირა. - გაჩუმდი და წამოდი. - არ მინდა შენთან ერთად წამოსვლა, გამიშვი ხელი! _ გაკაპასდა. - ანი! წამომყევი რომ გეუბნები. - ოჰ, ანაკო აღარ ვარ? _ ჩაიცინა. - აღარ ხარ _ შეუღრინა. - ახლავე გამიშვი ხელი _ მთელი ძალით ეცადა ხელის „გამოხსნას“. - ჩემზე ძლიერი არ ხარ, ასე რომ ტყუილად წვალობ. - არ მინდა შენთან ლაპარაკი _ მშვიდად ჩაილაპარაკა. - მაგრამ მოგიწევს, გასარკვევი გვაქვს რაღაცები. ახლა ხელს გაგიშვებ და შენივე ნებით წამოხვალ, დიდად არც მე მხიბლავს შენთან ხელჩაკიდებული სიარული _ ამრეზით უთხრა. - უტაქტო _ გაბრაზებულმა დაუყვირა და უკვე გაშვებული ხელი დაიზილა. - წამო _ მშვიდად ჩაილაპარა ბიჭმა. - სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს ჩვენ. - იქნებ დამდო პატივი და ჩუმად წამომყვე _ მოთმინებით დაელოდა ანის ქმედებას. - გაქცევის შანსი არ მაქვს? _ უღონოდ ჩაეცინა. - რას გაურბიხარ? შეჭმას არ გიპირებ, ვილაპარაკებთ და მერე, როგორც გადავწყვეტთ ისე იქნება. - კარგი _ შეღონებულმა ჩაილაპარაკა და გაჰყვა. _ სად მივდივართ? - სანაპიროზე. - გაგიჟდი? დღე არ მიყვარს სანაპირო და ახლა ღამე. - მშვიდად ვისაუბრებთ და წამოვალთ. - სხვა რა გზაა _ ჩაიბურტყუნა და გზა გააგრძელა. სულ სხვანაირი იყო ზღვა ღამით, თითქოს უფრო მშვიდი მაგრამ, უფრო საშიშიც. შავად ლივლივებდა, აღარსად იყო ცისფერი, ლურჯი ან თუნდაც მწვანე ფერები. ფეხები დაისველა მხოლოდ, წყალი თბილი იყო, გაბრიელი კი იქვე ჩამოჯდა და დაელოდა, როდის დაამთავრებდა ანი სიარულს. დაახლოებით ხუთი წუთი კიდევ იტოპიალა და ოდნავ მოშორებით მიუჯდა. - რა ჰქვია შენს საქციელს? _ საუბარი გაბრიელმა დაიწყო? - ჩემს საქციელს? _ გულწრფელად გაიკვირვა გოგონამ _ შენ მაიგნორებ და კიდევ ჩემს საქციელს რა ჰქვია? - და რატომ გაიგნორებ მაგაზე არ გიფიქრია? - ვიფიქრე, მაგრამ ვერ მივხვდი და რადგან ვერ მივხვდი, მეც ანალოგიურად მოვიქეცი. - იქნებ გაგერკვია მიზეზი _ გაეცინა და თვალს არ აშორებდა ანის, ის კი ზღვას გასცქეროდა და თითქოს ტალღებს ესაუბრებოდა. - აღარ ჩავთვალე საჭიროდ სიღრმეებში ქექვა. - რატომ არ მითხარი სოფლიდან რომ ჩამოხვედი? _ თითქოს იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა. - რა თქვი? _ ზღვას თვალი მოაშორა. - რატომ არ მითხარი, მე ხომ გელოდებოდი. - იმ საღამოსვე მოგწერე, როცა ჩამოვედი. - მე შენი შეტყობინება არ მინახავს. - მე მართლა მოგწერე, ტყუილის მიზეზი არ მაქვს, რომ არ მომეწერა მაგასაც თამამად გეტყოდი _ გაუღიმა. - ვიცი, რომ ტყუილს არ იტყვი, მაგრამ სად გაქრა შენი შეტყობინება? - წარმოდგენა არ მაქვს. შენი ნომერი სწორად მიწერია. - ნომერი _ ჩაეცინა _ მაჩვენე აბა ნომერი _ ნომერს დახედა და ისევ გაეცინა. _ ტელეფონი დავკარგე, ნომერიც ტელეფონს გაჰყვა. - საინტერესოა, ნომერი შენ გამოცვალე და მე მეჩხუბები, მაიგნორებ _ გაბრაზებულმა ახედა. - ვერ გავითვალისწინე, რომ ახალი ნომერი არ გეცოდინებოდა. - ჰოდა ძალიანაც შეცდი, იქნებ ჯერ შენც გაგერკვია მიზეზი სანამ ჩემს გაქრობას გადაწყვეტდი. - მიბრაზდები? _ გაეღიმა. - არ გიბრაზდები, რამდენიმე დღეა არ მიცნობ - არ გიცნობის პრინციპით ვართ, ვისაც არ ვიცნობ მას ვერ გავუბრაზდები _ ფეხზე წამოდგა და ნაპირს გაუყვა. - დამელოდე _ არც მიუხედავს გოგონას. _ გეყოფა, ანაკოო.. - მე თქვენ არც გიცნობთ და არც ანაკო მქვია _ მშვიდად ჩაილაპარაკა და ახლა უკვე სახლში დასაბრუნებელი გზისკენ წავიდა. ცოტა ხნით გაჩერდა ბიჭი, შემდეგ კი ღიმილით გადაუღობა გზა. - გამარჯობა _ ფართოდ გაუღიმა _ არ გეშინიათ ამ დროს მარტო სეირნობა? - არა _ მშვიდად ჩაილაპარაკა და გზა აუარა. - მაგრამ საშიშია, მით უმეტეს თქვენნაირი ლამაზი გოგონასთვის. - მაპატიეთ, მაგრამ ახლა თქვენ უფრო მაშინებთ, მეჩქარება. - იქნებ მიგაცილოთ? ჩემი არ უნდა გეშინოდეთ _ თამაშს აგრძელებდა. - მადლობა, მაგრამ ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. - მე გაბრიელი მქვია _ ხელი გაუწოდა. - უცნობებს სახელს არ ვეუბნები. - მე ხომ სახელი გითხარით, უკვე მიცნობთ _ ანისაც გაეცინა. - ანი _ ხელი ჩამოართვა, გაუღიმა და გზა გააგრძელა. - ძალიან ლამაზი სახელი გაქვთ, თუმცა ვფიქრობ ანაკო უფრო მოგიხდებათ. - არ მომწონს. - იქნებ ცოტა ხნით ისევ დაბრუნებულიყავით სანაპიროზე? - მიზეზს ვერ ვხედავ _ დასერიოზულდა. - მიზეზს აგიხსნის, თუ დარჩები _ თითები მოუჭირა მის ხელს. - კარგი _ ისევ სანაპიროსკენ გაუყვნენ გზას და ჩამოსხდნენ ზღვასთან ახლოს, ისე რომ ტალღები ოდნავ სწვდებოდათ. - ანუ მომწერე? _ გაეღიმა. - მოგწერე _ ანის ჩაეცინა. - ე.ი. პასუხად უნდა მიმეღო _ არ ჩუმდებოდა. - პასუხად უნდა მიგეღო, მაგრამ შენ შეტყობინება არ გინახავს, ასე რომ _ გაიცინა და წამოდგა. - საით? - ხომ მითხარი ყველაფერს გავარკვევთ და წავალთო, ყველაფერი უკვე გავარკვიეთ, ახლა წასვლის დროა. - მე კიდევ ვფიქრობ, რომ რაღაცები დაგვრჩა _ მშვიდად წამოდგა და ანის წამოეწია. _ ვინ იყო ომარი? _ შეპარვით ჰკითხა. - ნაცნობი _ ჩაილაპარაკა და გაჩერდა. - ზღვა რატომ არ გიყვარს? - მეშინია. - რატომ? _ გაუკვირდა. - არ ვიცი, ბავშობიდან არ მიყვარს, არც ცურვა ვიცი. - წამო, შევიდეთ წყალში _ ხელი ჩაკიდა. - გაგიჟდი? არ მინდა. - წამო, წამო _ წინ მიიწევდა ბიჭი. - გაჩერდი, ან გამიშვი _ ხმამაღლა მიმართა _ მართლა მეშინია გაბრიელ! - კარგი ჰო, კარგი, მშიშარა _ ისევ მის გვერდით დადგა და მიიხუტა. - წავიდეთ _ გაუღიმა. - ისევ იმათთან? - დავურეკოთ და გავიგოთ სად არიან. - კარგი, ახლავე... ისევ იქ არიან, წამო. _ ჩაკიდულ ხელს აღარ უშვებდა. ასე შევიდნენ ახალგაზრდებთანაც, ღიმილი და ოვაციები მოჰყვა მათ დანახვას. გვიან ღამით წავიდნენ სახლებში. ერთი სული ჰქონდათ ლილეს და სალომეს როდის დარჩებოდნენ მარტო ანისთან, თუმცა ქალბატონმა განაცხადა ძალიან მეძინებაო და სახლში შესვლისთანავე ლოგინს მიაშურა. - ვიღაცას მოხვდება _ ბუზღუნით გადაულაპარაკა ლილემ და ანის მიჰყვა. ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი... დარჩენილი რამდენიმე დღე ბათუმში იდეალური იყო. ყველა ერთად დადიოდა სანაპიროზე, დასეირნობდნენ ბულვარში, დაათვალიერეს ახლომახლო არსებული ღირშესანიშნაობები. მიუხედავად გარკვეული ურთიერთობისა, გაბრიელი და ანაკო მაინც გამუდმებით კამათობდნენ, ჯერ ვერაფრით შეძლეს სალოსა და ერეკლესავით მშვიდად ყოფნა. სახლში დაბრუნებამ არაფერი შეცვალა, ისევ ყოველ დღე ნახულობდა, ისევ კამათობდნენ, ისევ იბუტებოდა, ისევ რიგდებოდნენ. - საღამო მშვიდობის _ ღიმილით აკოცა და თვითონვე ჩაკიდა ხელი. - გამარჯობა _ გაუღიმა ბიჭმაც. _ აბა, რა უნდა გეთქვა. - სოფელში მივდივარ _ გახარებული იყო. - როდის? - ხვალისთვის გადაწყდა. - და როდის ჩამოხვალ? - აგვისტოს ბოლოს ალბათ. - კარგი, მეც წავალ კვირის ბოლოს _ გაუღიმა. _ ტელეფონზე ხომ შეგეძლება ლაპარაკი? - რა თქმა უნდა. *** ერთი თვე მოუწიათ ერთმანეთის გარეშე ყოფნა. ეს ერთი თვე დაეხმარა ანის ყველაფრის გარკვევაში, თავის გრძნობებში დარწმუნდა, მიხვდა, რომ ის იპოვა, ვისაც ეძებდა. იდეალურის პოვნაზე არასდროს უფიქრია, ყველაფრით იდეალურები ხომ არ არსებობენ, მაგრამ თავისთვის იდეალური იყო, გარეგნულადაც, ხასიათებითაც. ყოველ საღამოს ჰამაკში მიწოლილი ესაუბრებოდა, თან ცას ასქეროდა, თან მის ხმას ისმენდა. სოფლიდან წამოსვლა ასე არასდროს გახარებია. გაბრიელი უკვე ქალაქში ელოდა. … - მომენატრე _ დანახვისთანავე მიახარა. - მეც მომენატრე ანაკო, მეც _ გაეცინა. - რას დამცინი? _ შეუბღვირა. - არ დაგცინი, არა _ გაუღიმა _ ჩემს სოფელში როდის უნდა წამოხვიდე? იცი რა ლამაზია? - როდის დამპატიჟებ? _ გაეცინა. - მომავალ წელს ოფიციალური მოსაწვევი გექნება _ თვალი ჩაუკრა. - დაველოდები. *** სექტემბრიდან ისევ დატვირთული დღეები დაიწყო, ადვილი ხომ არ იყო ორ ფაკულტეტზე სწავლა. ანიც იჯდა და გულმოდგინედ სწავლობდა, თუმცა საჭირო დროს მეგობრებისთვისაც პოულობდა, გაბრიელისთვისაც და ოჯახისთვისაც. სუსხმა იმატა, ოქტომბერიც მოვიდა, როგორ არ უყვარდა ეს პერიოდი. სულ ცხვირჩამოშვებული დადიოდა. შოკოლადებს მოჰყავდა ცოტა ხნით განწყობაზე. მიუხედავად სიცივისა, წვიმაშიც ბევრჯერ უხეტიალიათ, ხან სადარბაზოებს ეფარებოდნენ, ხან მაღაზიებს, ბოლოს კი მაინც გალუმპულები ბრუნდებოდნენ სახლში. გაბრიელის სხვა მეგობრებიც გაიცნო, კმაყოფილი დარჩა, კარგად გაუგო. პირველი დეკემბერი პირველმა თოვლმა ახარა. - თოვს, თოვს ლილიკო _ ჩასძახა მეგობარს. - მე თვითონ რომ მენახა უფრო გამიხარდებოდა _ ნამძინარევი ხმა მოესმა. - ადექი მალე და წამოდი ეზოში. - ჯერ სხვებსაც დაურეკე რა _ ძილის გაგრძელება უნდოდა. - გაემზადე და დავურეკავ მანამდე. - შენ ხომ ადამიანს ძილს არ დააცდი. ყველა შემოიკრიბა ანიმ და ეზოში გუნდაობაც გააჩაღეს. თოვლის პაპაც გააკეთეს და თავს იწონებდნენ, როცა უეცრად, საიდანღაც გუნდა მოხვდა და ცხვირი მოძვრა. - ვაიმე, რომელმა ისროლა? _ გაბრაზებულმა მიმოიხედა და სანამ ვინმეს დაინახავდა, მასაც მოხვდა. - მე ვისროლე _ მშვიდად უღიმოდა გაბრიელი თავის მეგობრებთან ერთად. - მოგკლავ _ შეუბღვირა _ ძლივს გავაკეთეთ, ამას რომ რამე მოუვიდეს არ გაპატიებ. - მზესაც მოკლავ? _ გაეცინა _ მაინც დადნება. - მე გაგაფრთხილე _ თითი დაუქნია. პირველი თოვლი არაჩვეულებრივი იყო, განწყობასაც მოუხდა. რამდენიმე დღე ნამდვილად ახარებდა ყველას, მაგრამ მალე მოსაბეზრებელი გახდა. დადნებოდა თუ არა, ისევ თავიდან იწყებოდა. მზე გამოანათებდა, დნობას დაიწყებდა, თოვლ-ჭყაპი იქნებოდა და როგორც კი იფიქრებდნენ, რომ გადაშრა, ისევ ფიფქავდა. საახალწლო სამზადისიც თოვლის ფონზე დაიწყეს და ახალ წელსაც თოვდა. _____ ესეც მეშვიდე.. უღრმესი მადლობა შოკოლადებო, საოცარ განწყობას მიქმნით, მახარებთ, მათბობთ.. იმედი მაქვს ეს თავი მოგეწონებათ.. ჰო, ვიცი, ბოლოს დროების ცვლილება საკმაოდ სწრაფად მოხდა, მაგრამ.. ველი შეფასებას და კრიტიკას.. პ.ს. უყვარხართ მარრიამს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.