შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგიაზე შეყვარებული 8


22-02-2016, 00:04
ავტორი gijka13
ნანახია 2 206

- თქვენ ხომ უნდა წასულიყავით?
ქოხში, ბუხრის წინ, ბალიშებზე მოკალათებული ვუსვამდი კითხვებს მისტერ უცნაურობას, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა.
დიდი ხანი ვიარეთ წვიმაში დადუმებულებმა, მერე გაბრიელმა ტაქსი გააჩერა, ტყის პირას გადმოვედით და უკან გაუშვა. აქამდეც ფეხით მოვედით.
- სად უნდა წავსულიყავი?
- ხომ თქვით შენი ცხოვრებიდან ვქრებიო?
- მაგრამ აქ ვარ.
დაიხარა და თავი კალთაში ჩამიდო, დავიბენი, აზრზეც ვერ მოვედი რა გააკეთა.
- იცი, შვილი რომ მეყოლება აუცილებლად ლინდას დავარქმევ. უფროსწორად თუ მეყოლება.
- თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე რომ მეყოლება ცისფერ თვალება, პატარა მობხუსულ ტუჩება გოგონა, ეკატერინეს დავარქმევ.
- შვილი რომ არ გეყოლება?
- რატომ? ახალგაზრდა ვკვდები? კარგია.
- ეს მე ვიცი.
- კარგით.
დავფიქრდი... არასდროს მიოცნებია ქმარზე და შვილებზე, პირიქით, იმ ეტაპზე და ამ ეტაპზეც ეს ხელის შემშლელი ფაქტორი იქნებოდა, არც მომავლისთვის ვგეგმავ, მაგრამ ფაქტის წინაშე დადგომა რთული ყოფილა.
გაბრიელს რომ დავხედე გამიკვირდა, ეძინა, ვეცადე ბალიში ამეღო და თავქვეშ ამომედო მისთვის, მაგრამ ხელი დამიკავა და საშუალება არ მომცა.
- არ მძინავს.
მითხრა დაბალი ხმით.
- უხერხულია...
ვუთხარი მე.
- რა არის უხერხული?
- თქვენი ცოლი...
- ლუსიანა არ იეჭვიანებს, მეტიც შენ ხომ ჩემი მოსწავლე ხარ.
- უხერ...
- გეყოფა ტიტინი.
შემაწყვეტინა სიტყვა. ისე ლაპარაკობდა თვალები არც გაუხელია.
- თუ გეძინებათ იქნებ დაიძინოთ ? არსად ვაპირებ გაპარვას.
ვუთხარი მომაბეზრებლად.
- კარგი აზრია.
მითხრა, ფეხზე წამოდგა, ხელი დამტაცა და წამში ჰაერში აღმოვჩნდი, საძინებელში გამიყვანა, საწოლზე დამაწვინა, თვითონაც გვერდით მომიწვა და მთელი ძალით მომხვია ხელიბი, თავი კი ჩემს თმებში დამალა.
აი იქ კი ლინდა იწვა გაშტერებული და გაფართოვებული თვალებით. ეს ყველაფერი ძალიან მაბნევდა.
- მისტერ უც...
- დაიძინე.
კიდევ გამაწყვეტინა სიტყვა.
- იცით...
- რა?
- არ მეძინება თქვენ დაიძინეთ, მე რამეს წავიკითხავ.
- არა, არ გენდობი, წახვალ.
- არ წავალ.
- ტყუილად ცდილობ ჩემს დარწმუნებას, დაიძინე. დიდი სიამოვნებით გაგიშვებ ნამდვილად არ მსიამოვნებს ასე ძილი მაგრამ საქმე მოითხოვს.
მართლაც ვაპირებდი წასვლას, ელენაზე ვნერვიულობდი, საკმარისად მთვრალი იყო, თან საჭესთან უნდა დამჯდარიყო.
- ტელეფონს მაინც ავიღებ.
ვედრებით ვუთხარი.
- არა.
სხვა გზა არ იყო, უბრალოდ თვალები დავხუჭე, ვიცოდი რომ არ დამეძინებოდა, რაც უფრო შევეწინააღმდეგებოდი, მით უფრო გავაფუჭებდი ყველაფერს, ამიტომაც დავემორჩილე, ვფიქრობდი ცოტა ხანში ჩაეძინებოდა და გავიპარებოდი. უკვე ნახევარი საათი იყო გასული რაც ასეთ მდგომარეობაში ვიყავი, მეგონა უკვე ეძინა. ხელზე ფრთხილად შევეხე და ვცადე თავი გამენთავისუფლებინა, მაგრამ ნურას უკაცრავად, ხელი უფრო ძლიერად მომხვია და თავისკენ გადამაბრუნა.
- ტყვილად ცდილობ გაპარვას.
ისევ თვალდახუჭული მელაპარაკებოდა. ისე ახლოს ვიყავი სირცხვილისგან ერთიანად ვიწვოდი.
ხმა არ ამომიღია, მაგრამ დანებებას არ ვაპირებდი, კიდევ მოვიცადე სანამ დავრწმუნდებოდი რომ სძინავდა, ისევ განთავისუფლება ვცადე, თუმცა ამაოდ, კიდევ უფრო ახლოს მიმწია და ახლა უკვე ფეხითაც შემბოჭა.
- კიდევ თუ გააგრძელებ "ხვანცალს" სხვა გზა არ მექნება და პირში ჩაგისვამ.
თვალები გაახილა და გამაფრთხილებლად ჩამიკრა ცალი თვალი.
უფრო და უფრო და უფრო ვიწვოდი სირცხვილისგან, ყველაზე საშინელება ის იყო რომ სახეზეც მეტყობოდა.
- მორცხვი ლინდა, შენ რამის გრცხვენია საერთოდ?
- რატომ გგონიათ რომ მორცხვი ვარ?
- წითელ ლოყებზე გეტყობა და თან, - სიტყვა გაწყვიტა დაიხარა და ტუჩით ლოყაზე შემეხო. - და თან საოცრად ცხელიც ხარ.
დაამთავრა დაწყებული წინადადება.
ძალიან გამაღიზიანა ამ ფაქტმა, ამდენს ბედავდა, თანაც ცოლიანი.
- გამიშვით
ბრძოლა დავიწყე განსათავისუფლებლად, ისევ ამაოდ.
- არა.
- უკვე ყელში ამოვიდა ეს თავხედობა, მე ნორმალური ადამიანი ვარ, წესიერი გოგო რომელიც ცოლიან კაცებთან ერთად არ წევს საწოლზე ჩახუტებული და საერთოდ არც არავისთან ჩახუტებული.
ხმით გაიცინა. არ ველოდი, მაგრამ რა სიცილით...
- რა გაცინებთ?
- ლინდა ცოლი არ მყავს.
მითხრა და კიდევ გაიცინა.
- აბა?
- ეს უბრალოდ თვდაცვის ხერხი იყო.
- ვიცოდი.
- ვიცი რომ იცოდი, თუმცა ელენამაც რომ ახსენა...
- დავიბენი.
- ვიცი.
- მეც ვიცი.
- ჩემთვის პატარა მარგალიტი ხარ, რომელიც ჯერ ოკეანიდან და მერე ნიჟარიდან ამოვიტანე.
- და მაინც რატომ არ წახვედით?
- გარდასულ დღეთა მოგონებანი,
განაახლებენ გულის იარას,
სულ სვა თვალებით შეხედავ უკვე,
დღეებს გულზე რომ გადაგიარა,
შენგან წასული წარსულს დარჩება
და მაინც შენს კვალდაკვალ ივლის,
გარდასულ დროთა გადაფასება გაყენებს ღრმა და ქრონიკულ ტკივილს.
მაგრამ იცი რომ ვერაფრით შეცვლი,
შენი ცხოვრების იმ დღეებს, მრუდეს,
და ორნი თავად რომ ვერ ვხვდებოდით,
დავმსგავსებივართ ერთმანეთს თურმე.
გატრუნული ვუსმწნდი, ვგიჟდებოდი ამ ლექსზე,მაგრამ გაბრიელი უფრო გასაგიჟებლად ყვებოდა,
- სწორედ ამიტომ არ წავედი.
- ანუ?
- შენ ერთადერთი ხარ ვისაც შეუძლია ტკივილი მომაყენოს.
- ეს როგორ?
- ამას ოდესმე მიხვდები.
- თვენ მე მომატყვილეთ, მე კი თვქვენთვის არასდროს არაფერი დამიმალავს.
- ეს ისევ შენთვის.
- ჩემთვის?
- გპირდები ოდესმე ყველა კითხვაზე მიიღებ პასუხს.
ხმა აღარ ამომიღია, ახლაღა გამახსენდა ქალბატონი ეკატერინეს დაბნეულობა, როცა გაბრიელის ცოლი ვახსენე და ელენას ზიზღნარევი ხმა, როცა ლუსიანაზე ლაპარაკობდა, აშკარა იყო ელენას კონკრეტული ადამიანი კი არა, ნებისმიერი ეზიზღებოდა ვინც მისი რძლის ადგილზე წარმოედგინა.
ჩემს ფიქრში გაბრიელს კიდევ გაეცინა. მე კი გაურკვსველ სიტუაციაში ჩავვარდი, როგორც ყოველთვის ამ მდგომარეობაში ახლაც მოვბუსხე ტუჩები და უფრო გადავეშვი ფიქრებში.
- ასე ნუ აკეთებ.
გამომაფხიზლა გაბრიელის მკაცრმა ხმამ.
- როგორ?
- ტუჩებს ნუ წევ წინ.
- ჩვევად მაქვს როცა გაურკვევლობაში ვარ.
- გადაეჩვიე.
- რატომ? რას ვაშავებ...
- ჯიუტი ვირი ხარ, რომელიც წიხლებს ირტყმევა, თვითონ ჰგონია რომ მწარედ.
- მადლობთ.
- არაფრის.
თავი მოსწია და სახე ჩემს ყელში ჩამალა.
- მისტერ უცნაურობავ.
- ჰო...
მინდოდა მეკითხა ასე რატომ იქცევითთქო, მაგრამ რაღაც ძალა მაკავებდა, არ მინდოდა მეკითხა და ეგრძნო რომ მაბნევდა.
- ელენამ მითხრა რომ თქვენ უგრძნობი ხართ...
წამოვიწყე საუბარი.
- კი...
- ეს რიტუალია ხომ?
- კი...
- მაშინ...
წინადადება არ დამასრულებინა ისე მიპასუხა.
- არ ვიცი... ეს ერთადერთია რაც არ ვიცი და ვერ ამოვხსენი.
- რას გულისხმობთ?
- იმას რასაც მიკეთებ.
- მე?
- ხო შენ.
- რას გიკეთებთ?
გულზე ხელი დამადო, ისევ ის ძალა, რიტმული გულის ცემა,
- მიდი ტუჩები მობუსხე...
- რა?
- გააკეთე რასაც გეუბნები.
ტუჩები მოვბუსხე, ავტომატურად ვიგრძენი როგორ სწრაფად აუჩქარდა გული.
- ხო... უგრძნობი ადამიანის გულს არ ჰგავს.
- ისიც გაჩვენო როგორ მაბრაზებ ხოლმე?
- კი თუ შეიძლება.
- როცა გამაბრაზებ მაშინ.
- ლილი... თქვენი შეყვარებული...
საწოლზე სწრაფად წამოჯდა და გაკვირვებული თვალები მომანათა.
- საიდან იცი?
- ელენამ...
- ელენა ენას ვერ აკავებს.
სწრაფად წამოდგა ფეხზე და მთავარ ოახში გავიდა, მეც გავყევი.
- არ მინდოდა თქვენი გაბრაზება.
- მაგრამ მშვენივრად გამოგივიდა.
მიყვირა ბოლო ხმაზე. ადგილზე გავიყინე, ვერაფერი ვთქვი და გავაკეთე, უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი.
- მაპატიეთ.
ძლივს ამოვიკნავლე და თავი დავხარე. მომიახლოვდა და მთელი ძალით მომეხვია.
- მე მაპატიე, ემოციებს ავყევი.
- თქვენ ხომ ის არ გაგაჩნიათ?
- როგორ არა, გამაჩნია... მაგრამ იმაზე ბევრად ნაკლებად განვიცდი ციდრე თქვენ, ადამიანები, მაგრამ შენთან ყველაფერი სხვანაირადაა.
- სხვანაირად როგორ?
- თავს ვერ ვერევი, ასეთი შემთხვევა არასდროს მქონია. ლიფტიდანვე დაიწყო. ამიტომ არ მინდა მარტო წამითაც დარჩე, ნატალია უწინ თეთრი მაგი იყო, ჩვენ ერთადაც ვიყავით, მიყვარდა, მაგრამ სატანიზმი და ნეკრომანტია ( შავი მაგია) არჩია. მას შემდეგ ლილი გავიცანი, ჩემთვის ძვირფასი იყო, მაგრამ არ მიყვარდა. ნატალია კი ეჭვიანობდა, ამიტომაც წამართვა. შენ სულ სხვა ხარ, არ დავუშვებ თავიდან თუნდაც თმის ერთი ღერი ჩამოგივარდეს.
- ნატალიას დღემდე უყვარხართ?
- კი.
- თქვენ?
- მე?
- ჰო...
- არა გამორიცხულია, ის სატანისტია.
- მაგრამ მაინც...
- არა მაგის სიტყვას ვფიცავ.
იქვე საწერ მაგიდაზე დადებული, ფურცლის საჭრელი დანა აიღო და ხელზე მთელი ძალით გადაისვა, მუჭი გააკეთა და სისხლი ძირს დაღვარა.
- მაგის სიტყვას ვფიცავ ნატალიას მიმართ არაფერს ვგრძნობ, მე არავის მიმართ არაფერს ვგრძნობ, გარდა...
- გარდა?
- კარგი გვეყოს.
- აფთიაქის ყუთი გაქვთ?
- საჭირო არ არის.
- გაქვთ?
- კარადაშია, ბოლო უჯრაში.
ყუთი გამოვიღე, დოლბანდი, ბამბა და სპირტი ამოვიღე, ხელი გადავუხვიე და ყველაფერი ადგილზე დავაბრუნე. ისევ ბუხრის პირას ბალიშებზე მოვთავსდით.
- თუ გინდა მაგი გახდე, ამის გაკეთება შენც უნდა შეგეძლოს.
- ხელის გაჭრა?
- ჰო.
ფეხზე სწრაფად წამოვხტი, დანას ხელი დავავლე და წამის მეასედში გადავისვი ხელის გულზე. სისხლი სწრაფად წამოვიდა.
- არ მითქვამს ახლა გაგეკეთებინა.
უემოციოდ უყურებდა ჩემს გაჭრილ ხელს.
- მაინტერესებდა.
- მე კი ვერ ავიტან ოდესმე რამე გეტკინოს და ეს აღარასდროს გაიმეორო .
- მაგრამ მომიწევს.
- მაგიას აღარ ისწავლი მორჩა.
- რა? ეს რა უსამართლობაა.
პასუხი არ დაუბრუნებია, ადგა და სამედიცინო ყუთ მოიტანა, ხელი დამიმუშავა და გადამიხვია.
- ასე სჯობს.
- მინდა მაგია ვისწავლო.
- დროებით მაინც, სანამ საფრთხეში ხარ შევჩერდეთ, გპირდები გავაგრძელებთ სწავლას.
- კარგით.

ჩემი ტელეფონი ახმაურდა, ელენას შეტყობინება იყო.
-" სად ხართ?"
მისტერ უცნაურობას გადავხედე.
- ელენაა, მეკითხება სად ხართო, რა ვუთხრა?
- უთხარი რომ ჩემს ქოხში ვართ.
- მოვა?
- არა ადგილმდებარეობა არ იცის, უბრალოდ დამშვიდდება.
ტექსტი ავკრიბე და ელენას ნომერზე გავაგზავნე. მალე პასუხიც მოვიდა.
- " სად არის ქოხი?"
გაბრიელს გადავეცი.
- მეკითხება ადგილს.
- ეგ ელენა არ არის, ის არასდროს, არც ერთ შემთხვევაში არ იკითხავს სადაა ჩემი ქოხი, ტელეფონი მომეცი.
ტელეფონი მივაწოდე.
ბოლო გზავნილს თვალი მოვკარი.
" ელენა ჯულიეტას სანაცვლოდ ".
ამ შენთხვევაში ჯულიეტას როლი ალბათ მე მომარგეს.
- გავსრესს.
უემოციო მშვიდი ტონით თქვა გაბრიელმა.
- ელენა როგორ არის?
- მიზან მიმართულად ჩაუვარდა ხელში, სხვა შემთხვევაში ვერ მოერეოდნენ.
- ანუ?
- მშვენიერი დრო შეარჩია.
ტუჩის კუთხე ოდნავ შესამჩნევად ჩატეხა.
- მაინც ვერ გავიგე.
უკმაყოფილოდ ვთქვი მე.
- ჩემი და სულელია, მაგრამ მიზან მიმართულად, ეს კი ყველაზე დიდი სიჭკვიანეა.
- როგორც ტაროს დასტაში მთავარი კარტი The Fool ?
- ზუსტად ეგრე.
უკვე ყველაფერი ნათელი გახდა. ელენას ნატალია და მისი მოძმე აეკიდა, მან კი მიზან მიმართულად ჩაუგდო საკუთარი თავი ხელში, იცოდა რომ ნატალია გაბრიელს დაუკავშირდებოდა, შავი საბჭო გაბრიელის ოჯახთან დაპირისპირებას ყოველთვის ერიდებოდა, რადგან სულ მარცხდებოდნენ. აშკარა იყო რომ ნატალია საბჭოს გარეშე მოქმედებდა, ამაში კი მისი ერთი ყურმოჭრილი მონა ეხმარებოდა, რომელსაც ელენა სწრაფადვე გაუმკლავდებოდა, გაბრიელი კი ნატალიას მიხედავდა, მართალია სულ ვერ გაანადგურებდა, აკრძალულია ადამიანის გამო მაგმა მაგი იმსხვერპლოს, მაგრამ საბჭოს დაუპირისპირებდა, რადგან ნატალია გაუფრთხილებლად მოქმედებდა ამისთვის დაისჯებოდა, შესაძლებელი იყო მაგის წოდება დაეკარგა, რადგანაც ის შავი მაგია, ნიჭი სულის გაყიდვის შემდეგად მიიღო, ამიტომ ადვილია მისი წართმევა, ამ შემთხვევაში ნატალია უბრალო გიჟ მკითხავად დარჩებოდა.
ყველაფერი გონებაში გადავხარშე და გამეღიმა.
- წავედით?
მოუთმენლად ვიკითხე მე.
- ხო მარტო ვერ დაგტოვებ, გვერდით უფრო უსაფრთხოთ მეყოლები.
- კარგით.



ვიცი დიდი თავი არ არის მაგრამ ერთ დღეში მხოლოდ ეს მოვასწარი, შემიძლია უფრო დიდი თავები დავწერო მაგრამ სამი ოთხი დღე ვერ დავდებ მაშინ. თქვენ გადაწყვიტეთ. მიყვარხართ გკოცნით ბაბაიაგა მაგნიკა.



№1 სტუმარი Lanuka lanu

Au ra kai gogo xar rom dade axali tavi.momwons es istoria saocrad.gaagrdzele.jobia patara tavebo dado yovel dge vidre didi da ramodenime dge daikargo

 


№2  offline წევრი θεοδώρα

Dzaalian kargia <3

 


№3  offline წევრი gijka13

Lanuka lanu
Au ra kai gogo xar rom dade axali tavi.momwons es istoria saocrad.gaagrdzele.jobia patara tavebo dado yovel dge vidre didi da ramodenime dge daikargo
კარგი :-*

 


№4 სტუმარი A

Ase jobia yoveldge dagvatkbo. Wàrmatebebi....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent