პირადი ცხოვრება თუ კარიერა? (თავი 1)
ახლა მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება,მით უმეტეს,ახლა ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობს.საქართველოში საუკეთესო აბიტურიენტად დაასახელეს ცოტა ხნის წინ.ის ვერასდროს წარმოიდგენდა,რომ სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლას შესთავაზებდნენ.სკოლაში ზარმაცი მოსწავლე იყო და თავში ვერ გაიელვებდა იმ აზრს,რომ როდესმე გამოცდების შედეგების რეიტინგში პირველ ადგილზე იქნებოდა. მაგრამ ოცნებები ზოგჯერ ჩაუფიქრებლად ხდება ან იქნებ ეს არაა ოცნება.მან იშრომა და მიაღწია.დღეს პირველად მიდის უნივერსიტეტში და თავი ყველაზე ბედნიერი გოგონა ჰგონია.მამამ მანქანა უყიდა,ზუსტად ისეთი მანქანა,რომელზეც ოცნებობდა,მაგრამ სულ რომ არაფერი,სან დიეგოს მედიცინა ელოდება.არ ჰყავს მდიდარი მშობლები,ამიტომ ვერასდროს იფიქრებდა,რომ 19000 ლარამდე გადაიხდიდნენ მის სწავლაში,ახლა კი თავს დაფასებულად გრძნობს,საშინლად უხარია ეკატერინეს წარმატება. -დე,ადექი-შემოსძახა დედამ. -ჰო,აბა რა...ჩემი ოცნებები ხდება-აციმციმებული თვალებით გამოხედა დედას და საათს დახედა.პირველი ლექცია ცხრაზე ეწყება,შესვენების დროს ფიტნესის აბონემენტს აიღებს,ყველაფერი უკვე გათვალა.ეკატერინე ბედნიერი გოგონაა,რომელსაც ფილოსოფიური აზრები არ აწუხებს,ყველაზე მეტად მედიცინის სჯერა და უკვე საკუთარი თავისაც.ახლა ბიჭებს უფრო დაკვირვებით აარჩევს.ჰო,წარმატება ადამიანებს ცვლის..ეკატერინე უკვე აღარაა ქარაფშუტა გოგონა,რომელიც სპორტულ დარბაზებში ბიჭებს აყოლებდა თვალს,ის უკვე გაწონასწორებული და ჩამოყალიბებულია. -ჩემი მანქანით მივდივარ,რა მაგარია!-შემოსძახა და ჩანთა გადაიკიდა. -არ ისაუზმებ? -ყავას წავიღებ,გამიმზადე-ღიმილით უპასუხა ქეთის და ლოყაზე აკოცა.გულში ფიქრობდა,ახლა ტკბილდება ცხოვრებაო.საშინლად კმაყოფილი და ნასიამოვნები იყო ეკატერინე. თავაწეული გავიდა გარეთ,მანქანა დაქოქა დაუნივერსიტეტისკენ აიღო გეზი.იქ არავის იცნობდა,მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არ იყო,კომუნიკაბელურობით ახალ მეგობრებს შეიძენდა.მერე რა რომ მისი საუკეთესო მეგობარი ახალციხეში მოხვდა.ერთი პერიოდი კი დასცინოდა,შე სოფლელოო,მაგრამ მერე შეეშვა.ახლა ის არისტოკრატია თავის ფიქრებში,სალომე კი მოახლე...ეს მხოლოდ ხუმრობით,სალომე ძალიან უყვარს... უნივერსიტეტის ეზოში შევიდა და ის დღე გაახსენდა,როცა „ექსპრო ჯორჯიაში“ გრძელი ბლოკნოტი მისცეს უნივერსიტეტისლოგოთი,გაეღიმა...თამამად შეაბიჯა კარებში...ახლა მისთვის ახალი ცხოვრება იწყებოდა. პირველი ლექციით არ ისე კმაყოფილი დარჩა,მისთვის უცნობ რაღაცებზე საუბრობდნენ...რამდენიმე ლექციის შემდეგ აუდიტორიის გარეთ არსებულ ცხოვრებას გაეცნო,აბონემენტი იყიდა და რაღაც შემეცნებით წრეში ჩაეწერა,ბიბლიოთეკაშიც შეიარა და კმაყოფილი დარჩა..ახალი ტექნოლოგიები უბნელებდნენ თვალს. ბოლოდ კაფეტერიაში დაჯდა ეულად,არავის იცნობდა,არც ჩქარობდა..თავის ჭკუაში უკვე პოპულარული გოგონა იყო და ხალხი ისე მოესეოდა,როგორც თაფლს ესევიან ფუტკრები. ტელეფონში ძრომიალი დაიწყო და ყავის წრუპვა.ცხელი იყო და არც არსად ეჩქარებოდა. -ჰეი-უკან მიიხედა და უცნობი დალანდა,თუმცა მალევე მოაშორა თვალი. -მისმინე,მგონი,გიცნობ-მაღალი ხმით თქვა ბიჭმა. -ინტერნეტიდან,ალბათ-უღიმღამოდ უპასუხა და ტელეფონში ჩაიხედა. -არ დამელაპარაკები ნორმალურად?-გაბრაზება დაიჭირა ბიჭის ხმაში. -ჰო,ჰო-გახედა უკან და კისერი კინაღამ მოეღრიცა,უკან მდგომი ნამდვილად იდეალურთან ახლოს იყო,ეს მხოლოდ გარეგნობაა,არ დაიბნეო-ჩასძახა საკუთარ თავს და წონასწორობა შეინარჩუნა,უფრო განამტკიცა კიდეც ის. -ჩამოვჯდები,კარგი? -რა თქმა უნდა-სცადა,თავაზიანი ყოფილიყო. -შენ საუკეთესო ყოფილხარ. -ამიში დიდი შრომა ჩავდე-უღიმღამოდ თქვა,აფექტის მდგომარეობას მისთვის უკვე გაეარა. -მესმის...მე ამდენი ვერ შევძელი-უკმაყოფილოდ თქვა უცნობმა და რაღაც სასმელი შეუკვეთა,ორი მომეციო. -არ მინდა,მე უკვე..-ყავაზე ანიშნა ეკატერინემ. -კარგი,ორს დავლევ-აღარ შეხვეწებია,მაგრამ გოგონას მაინც მოავლო თვალი.გონებაში დაალაგა მისი გარეგნობა.ალბათ,მის დამახსოვრებას აპირებდა. -რამე მოხდა?-არ ესიამოვნა გოგონას უცხო თვალის მოშტერება. -არა,უბრალოდ მიკვირს. -რა? -ასეთი გოგო და ...უბრალოდ მოდელი რომ არ ხარ. -კარგი რა,მე არ ვარ ყველა. -და ჭკვიანი... -რატომ? რატომ გიკვირს?-შეიფერა ეკატერინემ და კისერი მოიღერა. -უბრალოდ ლამაზებს თავში უვარდებათ ხოლმე. -კომპლიმენტად მივიღებ....და შენ რატომ არ ხარ მისტერ ვალენტინი?-წახუმრება სცადა. -არ მიზიდავს,თან მისტერ ვალენტინის კვალობაზე ზედმეტად წარმოსადეგი ვარ. -ჰაჰჰა-გაეცინა გოგონას. -ასე არაა,თუ? -სად სწავლობ? -სამართლიანი კითხვაა...კომპიუტერულ ინჟინერიაზე. -საინტერესოა,არა? -მედიცინა,არა? -ჰო-გაეღიმა და ყავა მოსვა. -დალეული ხარ? -დღეს პირველი დღეა და თან არავის ვიცნობ-გულწრფელად თქვა და ჩაიღიმა. -ჩემთვის ბოლო წელია,შემდეგ სან დიეგოში მივდივარ,მაგრია,ჰო? -ძალიან...მეკი დიდი გზა მაქვს სავალი-ჩაეღიმა და ტელეფონს დახედა. -ჰო,ასეა. -კარგი,ლექცია მეწყება..უნდა წავიდე-ფეხზე წამოდგა და ღიმილით მიბრუნდა. -იმედია,ისევ შევხვდებით. -არც ისე დიდია ეს უნივერსიტეტი-ღიმილით გავიდა კარებიდან და მხოლოდ იმ წამს გაახსენდა,რომ უცნობის სახელიც არ იცოდა,თუმცა გადაწყვიტა,რომკომპიუტერული ინჟინერიის შესახებ მეტი გაიგო.კიდევ რომ შეხვედროდა ეს „დაცემა“ ბიჭი,საერთო ხომ უნდა ენახა,თუმცა მალევე გადაიფიქრა,თვითონ ნახოს საერთო. -როგორ ხარ?-მეორე დღეს ულამაზო გოგონა გამოელაპარაკა.არა,არ იყო მახინჯი,მაგრამ მის გვერდით ასე ჩანდა. -არამიშავს,დავიღალე.შენ?-გულწრფელად უპასუხა და თვალი გაუსწორა უცნობის შავ თვალებს. -მეც.ახალი ხარ,ჰო? მეც. -ჰო,არავის ვიცნობ. -არც მე. -უკვე ვიცნობთ.რა გქვია?-გააქტიურდა და უცნობიც გვერდით მიჰყვა. -ნონა,შენ? -ეკატერინე. -მეცნობი..ყველა ადევნებს ეტყობა თვალს ახალ ამბებს. -ვინ ტოვებ რო...-გაეღიმა ნონას. -მე დაგპატიჟებ.რას სვამ?-კაფეტერიაში შეაბიჯეს გოგონებმა. -ყავა,ოღონდ რძით. -კარგი.მოგწონს აქაურობა,ჰო? -მამაჩემს ბიზნესი აქვს..მე კი ფიზიკა მიყვარს..მოკლედ,ძვირი უჯდებათ ჩემი განათლება. -ღირს..მაგარია ამერიკული დიპლომი,თან სწავლის ხარისხი აქ გაცილებით მაღალია,ვიდრე სხვაგან. -შენზე რას იტყვი,ეკატერინე? -ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ. -ნუ ამბობ,გენიოსი ხარ. -არა,რა გენიოსი,უბრალოდ სუსტები ხართ-გაეცინა თავისივე ნათქვამზე. -ჰო,ვერ ვართ განათლებული ერი. -სუსტი ნებისყოფაც და მოკლედ... -ვინმეს ხვდები?-ინტერესით შეხედა ნონამ. -არა,არავის..სად მეცალა და ახლა მით უმეტეს. -მე კი..აღარც მე,თუმცა ერთ ბიჭს დავადგი თვალი. -აქ სწავლობს? -კი,მაგრამ არ ვიცნობ. -მაინც და მაინც კარგი ტიპები არ ჩანან. -ჰო,უმრავლესობა დაბალი და სუსტია. -მაღლები მოგწონს? -ჰო,შენც,ალბათ. -ჰო,მეც...აქაურები წიგნის ჭიები არიან,თუმცა მამიკოს ბიჭებიც არ მომწონს... -ზოგი წიგნის ჭია კარგ ტანზეცაა,მერე განახებ იმ ბიჭს.კალათბურთის გუნდში თამაშობს. -საიდან იცი? -ინტერესი თავისით იძიებს ყველაფერს. -კარგი იყო..და მყავს და მშობლები...ჩემი და ძალიან ცუდადაა ჩემთან,არ ველაპარაკებით ერთმანეთს.. -დაიწყო ეკატერინემ და მის ხმას დიდი ხნის უცნობი ნაღველი შეეპარა. -მე დედისერთა ვარ...ასეთი ცუდია შენი და?-გაკვირვება ვერ დამალა ნონამ. -არ ვიცი. -ჩემთან წამოდი დღეს,მშობლები არ იქნებიან და გავერთობით. -გვიან მაშინ. -თუ გინდა გამოგივლი. -არა ჯიპიესითმოვაგნებ -კარგი-კმაყოფილი გამომეტყველება ესროლა ეკატერინემ. ათ საათზე გაემზადა უცნობ მეგობართან წასასვლელად.ქეთის წერილი დაუტოვა და კარები ჩაკეტა.მისი მშობლები დააკვდნენ მეცნიერებას,თუმცა მაინც და მაინც ვერ უფასებდა საქართველო შრომას.სწორედ ეს აღიზიანებდა ეკატერინეს.ნერვები ეშლებოდა,როცა მთელეების დღის ნაშრომ დედ-მამას მხოლოდ 3000 ლარამდე შემოჰქონდათ სახლში,ასე იცის სამშობლოს ერთგულებამო,ასე ფიქრობდა გოგონა,მის მშობლებს ხომ ევროპაში მოღვაწეობის სურვილი არასდროს ჰქონიათ. -სად ხარ?-ნონას ნომერი უკვე მეორეჯერ აციმციმდა. -მოვდივარ.მოვაგნებ-გაუთიშა და წინ გაიხედა. „ესეც ასე“-ბოლოს მიაღწია მეგობრის სახლამდე,სიბნელეში გადმოვიდა მანქანიდან და დიდ გალავანს შეხედა,მდიდრებს კერძო სახლები აქვთო,გაახსენდა ქეთის ნათქვამი. -მოხვედი-დიდი ხნის ნაცნობივით გადაეხვია ნონა. -ჰო,მოვედი. -შემოდი,განათებული მაქვს ეზო..-არ გინდა აუზში? ახალია.. -არა,გვიანია. -კარგი რა-ბოლოს მაინც დაიყოლია ნონამ. -საცურაო კოსტიუმი. -მე მაქვს.ამოირჩიე რომელიც გინდა. დილას ნონას სახლში გაეღვიძა.ცოტა მოერიდა,მაგრამ მალევე გათამამდა,რომელი მორცხვი ეგ იყო. -კარგად მეძინა-გახედა უკვე ამდგარ ნონას. -წავედით,არ დაგვაგვიანდეს..მზარეულმა მოამზადა რაღაცები და თუ გინდა.. -დილით მეზარება ჭამა,მადლობ-სწრაფად გადაიცვა ტანსაცმელი და ჩანთა აიღო. ერთი კვირა ისე გავიდა,რომ ის უცნობი არ უნახავს.ცოტა კი დააინტრიგა ბიჭმა.ვერ ხვდებოდა რატომ,მაგრამ მისი ნახვა რატომღაც უნდოდა. ერთ დღეს,როცა ნონას ლექცია არ ჰქონდა,მარტო იჯდა კაფეტერიაში და პლანშეტში რაღაც სტატის კითხულობდა,ამ დროს ნაცნობი ხმა მოესმა და ისე ის დღე გაახსენდა,პირველი დღე,რომელიც მის ცნობიერებაში მუდამ იქნებოდა. -ძლივს გიცანი. -ჰო?-ამჯერად ფეხზე წამოდგა და ისე შეხედა უცნობს. -შენი სახელიც არ მიკითხავს,თუმცა ვიცოდი.. -ძალიან კარგი. -მე სოსო მქვია. -სასიამოვნოა,სოსო-არც კი შეუხედავს,ისე უპასუხა. -აბა დიდი არაა სან დიეგოო? -არც ისე დიდი-მეთქი-გაეღიმა ეკატერინეს. -რას დალევ? -მეორე ჭიქა ყავასაც,გამომაფხიზლებს,თორემ არ მიძინია. -კარგი,დამელოდე-მალე წინ დაუჯდა სოსო და თვალებში მიაშტერდა. -ასე ნუ მიყურებს,კარგი? -როგორ ასე? -არ ვიცცი,უბრალოდ ასე. -„ფეისბუქზე“ ვერ გნახე-უკმაყოფილოთ ჩაილაპარაკა სოსომ. -მეძებდი? -ჰო და ვერ გნახე. -არაუშავს. -იმედია,დღეს მაინც გნახავს..ან ახლავე-ბოლო თაობის ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და სადღაც შესვლა დაიწყო...-აბა მაპოვნინე ეკატერინე-სთხოვა გოგონას. -კარგი. -ჯიბეში არ მეტევა,დიდჯიბიანი ვიყიდე,მაგრამ მაინც-გაეღიმა ტელეფონზე. -მე კი მეტევა ჩანთაში-ანიშნა „აიფონ“ 6-ზე. -მიდი,შენი საქმე ქენი. -აი,ეს ვარ. -დაგამატო? -ყველას ვამატებ. -მე არ ვარ ყველა. -ოდნავ მეტი-ჩაეღიმა ეკატერინეს. -ჰო? იქნებ... -რა? -არაფერი. -კარგი,უნდა წავიდე. -სულ ასე მალე? -მომავალი ექიმი ვარ. -კარგი რა. -რა იყო? -რამე მითხარი შენზე. -სხვა დროს. -და ეს უნივერსიტეტი დიდია. -აქ შევხვდებით. -იქნებ... -დროებით!-ღიმილით გამოიხედა უკან და ტელეფონი ჩანთაში ჩააცურა. -მომენატრე... -ის ტიპი სადაა?-ინტერესით შეხედა ნონას. -არ ვიცი...ხვალ ბიძაჩემთან მივდივარ და უნდა გამომყვე..წამიღო ტვინი,არადა ჩემი ბიძაშვილი ისე მკბენს,რომ მტრისას..-თავი გააქნია გოგონამ. -მე?სირცხვილია. -გთხოვ...შენს გარდა აქ არავინ მყავს..უბრალოდ წამოდი,სხვას ვერ ვთხოვ. -კარგი,უსიტყვოდ...-დასთანხმდა ეკატერინე. -რამე ახალი ვიყიდოთ.მიყვარს საყიდლებზე სიარული. -რამეს მიიტან? -ბიჭის ტანსაცმელებში თუ ერკევევი? -ასე თუ ისე,კი..დაგეხმარები-შესთავაზა ეკატერინემ. -მაღალი ბიჭია...195 იქნება,კალათბურთს თამაშობს..ფიტნესური აღნაგობა აქვს და მოკლედ ასეთი ზომა უნდა ვნახოთ. -აი,საიდან გქონია გემოვნება-გაუღიმა ეკატერინემ. -წამოდი,წავედით...ჩემი გადამრჩენელი ხარ,იქნებ ახლა მაინც დაკმაყოფილდეს ის იდიოტი... -ოჰ,ჩემი და უნდა გაგაცნო დღეს...მთელი სახლი არია მეგობრებთან ერთად,ნერვებს მიშლის. -კარგი რა,ეგ უარესია... -კარგი,წავედით..-მანქანისკენ აიღო გეზი.დაქოქა თუ არა,ნონა ატლიკინდა და კინაღამ ავარია მოუვიდათ,ხან დაქალს უყურებდა და ხან გზას,თითქმის სულ არ აქცევდა სარკეებს ყურადღებას. -გადავრჩით!-კარი გააღო ნონამ და ისე შემოსძახა. -მოკლედ,რამე პერანგი კარგი იქნება,არა? -ჰო,აარჩიე რამე... ერთსაათიანი სიარულის შემდეგ ერთი ზეგზუალური პერანგი ნახეს და იყიდეს..ნონა კმაყოფილი ჩანდა,ჩემს გიჟსმოეწონებაო.მგონი,გამოტყდა,რომ ბიძაშვილი მონატრებოდა. -აი,ნახავ მოეწონება-უფრო ახარებდა ეკატერინე. -ჩემი გოგო ხარ შენ. ნახევარი საათის გზა აღმოჩნდა.ნაწვიმარ გზაზე გადმოვიდნენ ორივენი და შეფუთული პერანგიც გადმოიტანეს.ნონას უცნაური მღელვარება ეტყობოდა. -შევედით?-ჰკითხა ეკატერინემ. -ჰო-გალავანი ღიადახვდათ,სწრაფი ნაბიჯით წავიდნენ სახლისკენ.კარი მოსამსახურემ გაუღოთ. -როგორთ ხართ თამარა დეიდა?-შინაურულად მოიკითხა უკვე ასაკში შესული ქალი. -არამიშავს,ბიძაშენი და ბიცოლა ზემოთ არიან. -და ჩემი ბიძაშვილიკო?-თვალი ჩაუკრა გოგონამ. -ის აუზშია,ალბათ.პირსახოცი უნდა ჩავუტანო-უპასუხა ქალმა და ანიშნა,მაღლა ადითო. -წავედით. -პირსახოცი მას მიაქვს?-ჰკითხა ეკატერინემ და ეჭვით შეხედა. -ეტყობა,დარჩა-უპასუხა ნონამ და გოგონას წინ გაუძღვა. ზემოთ ავიდნენ და მასპინძლებს ჩანდნენ.ჩამოსხდნენ და ყველამ რაღაც გადაცემის ყურება დაიწყო.ბიძინა იყო ტელევიზორის გიჟი,ამ ცხოვრებაში იმდენი ვიშრომე და ახლა დავისვენებო,ამას კი ამბობდა,მაგრამ იშვიათად თუ ეცალა,შრომა ხომ კიდევ უფრო მეტ შრომას ითხოვს. -წვიმს ცოტა-ფანჯრისკენ გაექცა ეკატერინეს თვალი.დაინახა თამარა დეიდა და მისი მზრუნველობა თბილად მოხვდა გულზე.უკნიდან ბიჭიც დალანდა,სწორედ ის უნდა ყოფილიყო ნონას ბიძაშვილი.კარგად დააკვირდა მის აღნაგობას და გაუხარდა,პერანგი მოერგება ზუსტადო.უნდოდა წინიდანაც დაენახა ბიჭი,თუმცა ნონას ხმამ შემოაბრუნა.უცნაური გრძნობით გახედა დაქალს და საუბარს დაუგდო ყური.დაბლიდან მაღალი ხმა მელოდიურად ისმოდა და თან ამ ხმას ქალის თბილი საუბარი ერთვოდა. -მოვიდნენ უკვე. -რა მოვიდნენ?-გაკვირვებით იკითხა ბიჭმა. -ჰო,მოვიდნენ და ისინი გელოდებიან.მალე ჩაიცვი. -ვინ წამოიყვანა? -დაქალი. -ლამაზია? -კარგი რა,ვერ გაიზარდე?-გაუბრაზდა ქალი. -კი,როგორ არა,უბრალოდ გკითხე.ჰო ხედავ,რომ არავის ვხვდები.მომბეზრდა მსგავსი რამეები,თამარა დეიდა. -ვიცი,შვილო-შეხედა ქალმა და გულზე მოეშვა.. -იმედია,ეს საუბარი არ ესმით-გაეღიმა ბიჭს. -არა,რას გაიგებენ-თუმცა ეკატერინეს ესმოდა მათი ბაასი და რაღაც ეუცნაურებოდა,თუმცა რა,გოგონა ჯერ ვერ მიხვედრილიყო. ___ ახალი ისტორიის პირველი თავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.