შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რთულია კიდევ ენდო 1


22-02-2016, 12:18
ავტორი Gauqmda Gauqmda
ნანახია 2 809

-ბიჭებო ძალიან მშია.მოდით აქვე შევიდეთ რა კაფეში.ორი დღეა არაფერი მიჭამია და ასე მუშაობის თავი არ მაქვს.(ბექა)
-კარგი რა ბექა,ცოტაც მოითმინე,კლუბში მივალთ, დავლევთ და ყველაფერი დაგვავიწყდება.(გიორგი)
-მე ვთქვი მშია მეათქი და არა დალევა მინდათქო.ასე რომ შევიდეთ ვჭამოთ.ალექსანდრე შენ უთხარი რა რამე.მერე აღარ იწუწუნებს.
-კარგი,შევიდეთ და ვჭამოთ,გიო შია ბიჭს და რა ქნას.ამდენ ენერგიას რომ ხარჯავს,აღდგენა არ უნდა?(ალექსანდრე)
-რას დამცინი ბიჭო?შენ ხუმრობა გგონია რასაც მე ვაკეთებ?სერიოზული საქმეა.(ბექა)
-აბა,ღამეში ოთხ ქალს რომ გამოიცვლი ხუმრობა როგორ უნდა იყოს?ან რა ენერგიაზე ხარ კიდევ პირდაპირ მაოცებ.(გიორგი)
-ერის გამრავლებაზე ვინმემ ხომ უნდა იფიქროსო და მთლიანად თავის თავზე აიღო ეს პროცესი,უნდა ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ დადვანები დადიოდნენო(ალექსანდრე)
-გეყოფათ ახლა,მშია და შევიდეთ რა.(ბექა)
ბიჭები კაფეში შევიდნენ,თავისუფალ მაგიდას მიუსხდნენ და შეკვეთა მისცეს.ბექას გვერდზე მაგიდისკენ გაექცა თვალი და ჭამა სულ გადაავიწყდა.
-ბიჭებო ერთი იქით გაიხედეთ.ნამდვილი ანგელოზები არიან.(ბექა)
-გეყოფა იქით ყურება.დროზე მორჩი ჭამას.ხომ არ გავიწყდება საქმე გვაქვს.(ალექსანდრე)
-აუ ამასთან ხომ კაცი ვერ გაერთობა რა.ვინ ხარ შენ ასეთი ტო?(ბექა)
-მიდი მალე და გავიდეთ.სანამ ჭამას მორჩები მანამდე საპირფარეშოში გავალ და ახლავე მოვალ. ალექსანდრე წამოდგა და გავიდა.ტელეფონი ხელში ეჭირა და ნომერს კრეფდა,უნდა დაერეკა როდესაც წინიდან გოგონა შეასკა რასაც ჰქვია.ტელეფონი დაუვარდა.გოგო უცებ დაიხარა ხელში აიღო და მაშინვე მიაწოდა.
-მაპატიეთ გთხოვთ.შემთხვევით მომივიდა.თქვენი თელეფონი მემგონი გატყდა და ამისთვისაც დიდ ბოდიშს გიხდით,არ მინდოდა. ალექსანდრე გონს ვერ მოდიოდა რადგან მის წინ ძალიან ლამაზი გოგო იდგა.თვალებში უყურებდა და თითქოს უსმენდა,თუმცა სულაც არ უსმენდა.მისი ლამაზი თვალებით იყო მოჯადოებული.
-უკაცრავად,ჩემი გესმით?გონს მოიყვანა ალექსანდრე გოგოს სიტყვებმა.
-კი,კი მესმის.ეს არაფერია და შენთვის ვინმეს უთქვამს რომ ძალიან ლამაზი თვალები გაქვს? გოგონა გაწითლდა და თავი დაბლა დახარა.
-მაპატიე,უტაქტოდ გამომივიდა,თუმცა მართლა ძალიან ლამაზი თვალები გაქვს.
-მადლობა.ლოყები ისევ აუწითლდა და სანდროს ისე მოშორდა,მეტი არაფერი უთქვამს.სანდროს ისიც დაავიწყდა რომ საპირფარეშოში მიდიოდა და უკან მოჯადოებულივით დაბრუნდა.სანამ დაჯდებოდ იქაურობა მოათვალიერა და ისევ დაინახა ის არსება რომელმაც ასე უცბად,წამებში შეძლო მისი მონუსხვა.მერე დაჯდა და იქით იყურებოდა სადაც ის გოგო იჯდა.ბიჭები ჭამას მორჩნენ და წასასვლელად მზად იყვნენ.მხოლოდ სანდროს ელოდებოდნენ რომელიც გათიშული იჯდა.
-წავედით ალექსანდრე.(ბექა) ალექსანდრე არც კი გატოკებულა.
-სანდრო,ბიჭო აქ ხარ?(გიო)ისევ რომ არ მიაქციათ ყურადღება მხოლოდ მერე გაიხედეს იქით,საითაც ასე დაჟინებით იყურებოდა ალექსანდრე.
-ოჰოო,მემგონი გვეღირსა და ვიღაც მაინ გახდა ალექსანდრე ონიანის ყურადღების ღირსი.(ბექა)
-გვეღირსა ძმაო,როგორც იქნა(გიო) ბიჭები სანდროს უყურებდნენ და თან იცინოდნენ.სანდრო მხოლოდ მათმა სისცილმა მოიყვანა გონს.
-რა ხდება,რა გაცინებთ?
-რაო სანდრიკო,იმ ერთმა ციდა გოგომ ასე მოგხიბლა რომ თვალს ვერ აშორებ?(ბექა)
-მოკეტე ბიჭო.უბრალოდ მართლა კარგი გოგოა.მეტი არაფერი.დროზე ადექით და წავედით.(სანდრო)
-ჩვენ უკვე ფეხზე ვართ,შენ გელოდებით.(ბექა) და სიცილი დაიწყეს ბიჭებმა.
-მოგკლავთ,მალე გაქრით ახლა აქიდან.
ბიჭებმა სიცილით დატოვეს იქაურობა.სანდრო კი გონებით ისევ კუთხეში მდგარ, მაგიდასთან მჯდომ გოგონასთან დარჩა.მთელი დღე სხვა ვერაფერზე ფიქრობდა მხოლოდ იმ გოგოს თვალები ედგა თვალ წინ და ხვდებოდა რომ ასე არ შეიძლებოდა,მისი სახელიც კი არ იცოდა და თან ეს შეგრძნება მისთვის საკმაოდ უჩვეულო იყო.ამიტომ თავი აიძულა და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა.კლბში წავიდნენ და ცოტა დალიეს.ბექუნა როგორც ყოველთვის ვიღაც გოგოსთან ერთად აორთქლდა.გიოც ასევე მოიქცა.მხოლოდ ალექსანდრეს არ ჰქონდა არაფრის „მუღამი“.ცოტა დალია და მერე კლუბი დატოვა.მანქანა საკმაოდ სწრაფად მიჰყავდა,წვიმდა,თუმც სიჩქარეს მაინც არ ანელებდა.სწორედ ამ დროს ქუჩაზე ვიღაცამ გადაირბინა და ალექსანდრემ მანქანის დამუხრუჭება ძლივს მოასწრო,სველ გზაზე მანქანა მალევე არ გაჩერდა და გაცურდა და მანქანაზე ძლიერად შეჯახების ხმაც გაიგო.როგორც იქნა გაჩერდა.მაშინვე მანქანიდან გადმოვიდა და იქით გაიქცა საითაც დაბლა დაგდებული ადამიანი დაინახა.ძალიან ბნელოდა,მხოლოდ ის გაარჩია რომ დაშავებული გოგო იყო,მაშინვე ხელში აიყვანა და მანქანისკენ წავიდა.უგონოდ მყოფი გოგონა უკანა სავარძელზე დააწვინა და საავადმყოფოში წაიყვანა.გაგიჯებული შევარდა საავადმყოფოში,თან იმ გოგონაში ის რომ ამოიცნო ვისზეც მთელი დე ფიქრობდა ლამის სისხლი გაეყინა ძარღვებში.ყველა მათ მოეხვია,გოგნა მაშინვე საოპერაციოში გადაიყვანეს.ალექსანდრე გიჟივით დადიოდა მისაღებში და აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.ამასობაში პოლიცია მოვიდა და განყოფილებაში წაიყვანეს დასაკითხად.სანდრომ ყველაფერი დაწვრილებით მოყვა რა როგორ მოხდა.
-სამწუხაროდ თქვენი აქ დატოვება მოგვიწევს,სანამ გოგონას ოპერაცია ჩაუტარდება და გონს მოვა,შემდეგ კი ჩვენბას ჩამოვართმევთ და მერე გადავწყვეტთ რა როგორ მოხდება.
სანდრო ლამის გაგიჟდა,არა იმის გამო რომ იქ ყოფნა მოუწევდა,არამედ იმიტომ რომ არ იცოდა ის გოგო როგორ იყო,რა მდგომარეობაში იყო ახლა.მის ადვოკატს დაურეკა და ისიც სასწრაფოდ მივიდა განყოფილებაში.მიუხედავად იმისა რომ ალექსანდრე საკმაოდ გავლენიანი პიროვნებაა,მაინც გაუჭირდათ მისი თავდებით განთავისუფლება.თუმცა მაინც გამოუშვეს და ისიც მაშინვე საავადმყოფოში წავიდა.უკვე საკმაოდ დიდ ხანი იყო გასული თუმცა ოპერაცია ისევ არ იყო დამთავრებული. საკმაოდ რთული ოპერაციის ჩატარება მოუწიათ.მრავლობითი მოტეხილობები,შინაგანი სისხლდენა და კიდევ ბევრი რამ.როგორც იქნა ოპერაცია დასრულდა და ექიმიც გამოვიდა.ალექსანდრე მაშინვე მივარდა ექიმს.
-ექიმო როგორ არის?ხომ კარგად იქნება?ხომ არაფერი მოუვა?სრულიად არეული და გაგიჟებული ელაპარაკებოდა ექიმს.
-საკმაოდ მძიმედ არის,ახლა რეანიმაციაში გადაიყვანენ,დღევანდელი ღამე კრიტიკული იქნება.თუ ამ ღამეს გადაიტანს მაშინ სანერვიულო აღარაფერი იქნება.
-რას ნიშნავს თუ გადაიტანს?ყველაფერი უნდა იღონოთ რომ ის კარგადიყოს,გესმით ექიმო?
-ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ბატონო ალექსანდრე რაც შეგვიძლია.
-შეუძლებელი უნდა შეძლოთ,არ დაუშვათ მას რამე დაემართოს იცოდეთ.
-ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ.უთხრა ექიმმა და იქაურობა დატოვა.
ალექსანდრე ბოლთას სცემდა,ამ დროს ბიჭებიც მოვიდნენ.ბექა და გიო მაშინვე ალექსანდრესტან მივარდნენ.
-სანდრო რა მოხდა ბიჭო,რა ამბავია?(გიო)
-თქვენ საიდან გაიგეთ?(სანდრო)
-შენმა ადვოკატმა დაგვირეკა და იმან გვითხრა.(გიო)
ალექსანდრემ ყველაფერი უამბო ბიჭებს.
-ნუ გეშინია გადარჩება,დარწმუნებული ვარ ეს იმიტომ მოხდა რომ კიდევ ერთხელ შეეხვედრებინე ღმერათს იმ გოგოსთან,დამიჯერე უფალი არ წაიყვანს.(ბექა)
-ეს ბრძენი მომაშორეთ თორემ მოვკლავ.შენი გადაობის ნერვები მაქვს ახლა,როგორ ფიქრობ?(ალექსანდრე)
-მე არ ვღადაობ,სერიოზულად გეუბნენი,აი ნახავ კარგად იქნება და ემი სიტყვებიც ახდება.(ბექა)
-კარგი გეყოფა სისულელეებზე ლაპარაკი.გაჩუმდი.(სანდრო)
-ის მაინც გაიგე რა ჰქვია?(გიო)
-კი,მისი პირადობა ვნახე და გავიგე.ელენე ბაქრაძე,მხოლოდ 22 წლის არის.ჯერ საკმაოდ პატარაა საიმისოდ რომ აქაურობა დატოვოს და წავიდეს.(სანდრო)
-არად არ წავა,დამშვიდდი,კარგად იქნება.(ბექა)
-მისიანებს არ გააგებინეს?(გიო)
-მხოლოდ მეგობრებს,სხვა ახლობელი ვერავინ ვნახეთ,ისინცი ქალაქგარეთ არიან და ალბათ მალე მოვლენ.(ალექსანდრე)
ალექსანდრე ელენეს პალატასთან მივიდა და ხედავდა გოგონას,რომელიც უამრავ მილსა და ნემსებში იყო გახვეული.გული სტკიოდა,რადგან სრულიად უსუსურს,სუსტ არსებას,მისი წყალობით შეიძლებოდა მეორედ ვეღარ ეხილა ეს სამყარო,შეიძლებოდა ასეთ პატარა ასაკში მისთვის დასრულებულიყო ყველაფერი.მინის მეორე მხრიდან უყურებდა და ძალიან უნდოდა მის გვერდით ყოფილიყო,დალაპარაკებოდა და საშუალება არ მიეცა,წასულიყო და დაეტოვებინა აქაურობა.არასდროს სჯეროდა ერთი ნახვით შეყვარების,თუმც ახლა უკვე ეჭვი ეპარებოდა რადგან გრძნობდა რომ იქ მისი ნაწილი იწვა და შეიძლება თვითონა მოკვდეს მას რომ რამე დაემართოს.ამ ფიქრებში იყო, როდესაც ელენესთან ექთანი შევიდა,რაგაც პროცედურები ჩაატარა და უკან ბრუნდებოდა როცა აპარატის ხმა გაიგო.მაშინვე გამოვარდა და ყვირილი დაიწყო „დროეზე ექიმი,იქარეთ პაიენტს ვკარგავთ“.მაშინვე შეცვივდნენ ექიმები პალატაში.ალექსანდრეს ამ სიტყვების გაგონებაზე მუხლები მოეკვეთა,სისიხლი გაეყინა,გული ეკუმშებოდა და იქვე ჩაიკეცა.
-ალექსანნდრე,კარგად იქნება,შენ ასეთ ძლიერ კაცს ეს შემთხვევა თუ ვერ გადაგაქვს,მაშინ იმ პატარა გოგომ როგორ უნდა შეძლოს ამხელა რამეს გაუძლოს.გამხნებდი ძმაო.ჩვენ შენთან ვართ.(გიო)
ალექსანდრეს არაფერი უთქვამს უბრალოდ უყურებდა ელენეს გათიშულ სხეულს და კიდევ ერთი წინადადება გაიგო ექიმის მიერ ნათქვამი.დროზე საოპერაციო მოამზადეთ.
-ექიმო რა ხდება,გამაგებინეთ,სულ ნუ გამაგიჟებთ,გაურკვევლობაში ყოფნა უკვე აღარ შემიძლია.(ალექსანდრე)
-როგორც აღმოჩნდა გოგონას გულის პრობლემა აქვს,სასწრაფოდ ოპერაცია უნდა გავუკეთოთ,ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით.
ელენე საოპერაციოდ გაიყვანეს,თავს უამრავი ექიმი და ექთანი დასტრიალებდა,ბიჩებმა თვალი გააყოლეს გოგონას უსიცოცხლო სხეულს და გაქვავებულები იდგნენ.მალე ოპერაცია დაიწყო და უკვე იმდენი დრო გავიდა,მოტმენის პიკზე იყვნენ მისულები როდესც ექიმი საოპერაციოდან გამოვიდა.
-ექიმო როგორ არის?ელენე როგორ არის მითხარით?



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Kargi dasawyisia da imedia am patara gogos at moklavvv
--------------------
G.ke

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent