შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრეზია და კედარი (გაგრძელება 11)


23-02-2016, 14:43
ავტორი ani-ka
ნანახია 1 961

* * *
უკვე რამდენიმე დღე იყო რაც, ილია მამაჩემს გავაცანი, როცა ღამით ჩემთან დარჩა. ეს, რა თქმა უნდა, მამაჩემმა არ იცოდა, ჩუმად შემოვაპარე და ჩუმი, ფრთხილი და ამით უფრო ადრენალინის მომგვრელი სექსის შემდეგ, ჩახუტებულებმა გვიანობამდე ვუყურეთ ტელევიზორს.
დილით მისი ტელეფონის მაღვიძარამ გაგვაღვიძა. თვალი არ გამიხელია– ჩაიცვა და წასვლის წინ ნაზად მაკოცა შუბლზე.
საღამოს ბარში მომადგა და ამაღამაც შენთან ვრჩები იცოდეო მაცდურად ჩამჩურჩულა.
ბოლოს და ბოლოს, ჩემ ცხოვრებას აზრი მიეცა.
ლუდი რომ მივუტანე კათხით, ხელი დამიჭირა და რა ლამაზი ხარო დამიწყო. წავეთამაშე ხელს აღარ მიშვებდა. მერე კი უცებ მისმა ტელეფონმა დარეკა და ნომერს რომ მოკრა თვალი, სახე შეეცვალა. ხელი მაშინვე გამიშვა და ტელეფონიანად გავარდა გარეთ.
* * *
ყველაფერი თავბრუდამხვევი სიჩქარით განვითარდა– დაჩქარებული ვიზა, პასპორტი, კლიმატის შესაფერისი სულ რამდენიმე ხელი ტანსაცმელი (ანუ ძალიან თბილი და ნაკლებად მოსახერხებელი), სულ ერთი ხელი ოფიციალური კოსტიუმი ოფიციალური შეხვედრისთვის, დამშვიდობება ახლობლებთან– მშობლებსაც შევუარე ყოველი შემთხვევისთვის– იქნებ თვითმფრინავი ჩამოვარდნილიყო სადმე უკაცრიელ კუნძულზე და ვეღარასოდეს გამემეორებინა მათთვის კიდევ ერთხელ, რომ.... არასდროს ვაპატიებდი მათ ჩემ გაყიდვას. არა, მართლა, გამოსვლისას მაინც გადავეხვიე, როცა მშვიდობიანი ფრენა მისურვეს.
საწ....ბს აეროპორტში მოსვლის მიზეზი გაუჩნდათ და ძალიან უნდოდათ ესარგებლათ, მაგრამ სასტიკად ავუკრძალე.
ბოლოს, ბევრი ფაციფუცის შემდეგ, როგორც იქნა, მე, ჩემი მამამთილი და ორი შვეიცარიელი ბიზნესმენი ბიზნესკლასის განყოფილებაში ვისხედით. აღელვებული ველოდი აფრენის მომენტს. სახეზე ღიმილი მეჭიმებოდა უნებურად და შვეიცარიელების კითხვებზე– ხომ ყველაფერი კარგად იყო, ისევ სულელური ღიმილით ვუქნებდი თავს.
წინ ხანგრძლივი მგზავრობა გველოდა, ასე რომ, როგორც კი ჰაერში გავსწორდით და ეს ფაქტი გავიაზრე, შემდეგ კი შევეგუე, ღამის ცას მოვწყვიტე თვალი და დანარჩენებს მივბაძე– კომფორტულად მოვეწყვე დასაძინებლად.
* * *
ილია დაიკარგა. რამდენიმე დღე ისე გავიდა, ბართან საერთოდ არ გამოჩენილა. ერთ დღეს არ შევიმჩნიე. მეორე დღეს გავბრაზდი. მომდევნო დღეებში ვნერვიულობდი. უცებ მივხვდი, რომ მისი ნომერიც კი არ მქონდა, რომ დავკავშირებოდი. ისე გაქრა, თითქოს არც არსებულა.
უცებ ძალიან დამაკლდა. ჩემი თავისუფალი დრო ძალიან ცარიელი გახდა. არც კი ვიცოდი რა მეკეთებინა, ამიტომ ჭამა დავიწყე...
* * *

უკვე დეკემბრის ბოლო იყო. ალპებისთვის ამ დროს უკვე შუა სეზონია გაჩაღებული და იქ იმდენ ტურისტს მოეყარა თავი, რომ სასტუმროებში მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებული ლუქსები იყო დარჩენილი. სიამოვნებით მოვეწყვე ევროპულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში და იქაური მოდური მაღაზიებიც სიამოვნებით მოვიარე. თავისუფალი დრო ბევრი არ მქონდა– ზურაბს ნაბიჯის გადადგმაც არ შეეძლო ჩემ გარეშე– ენის უცოდინრობის გამო შეიძლებოდა დაკარგულიყო.
შემდეგ დაიწყო ოფიციალური შეხვედრები იქაურ ხელისუფლებასთან კულტურული ძეგლების მონახულება, არაოფიციალური სადილები. მამამთილს ყველაფერს ვუთარგმნიდი, მის სიტყვებს კი სხვებს. ამასობაში, ზურაბის უსუსურობა შევამჩნიე და ეს ჯერ გამიკვირდა, მერე შევეჩვიე და მივხვდი, რომ მისი ძალაუფლება მხოლოდ ხელქვეითების გარემოცვაში ჩნდებოდა შარავანდედივით.
დრო ელვის სისწრაფით გარბოდა და უკან დაბრუნების დღე ახლოვდებოდა.
ზურაბი ყოველთვის ბარში რჩებოდა როცა მე ნომერში ავდიოდი დასაძინებლად. წამოსვლის წინა ღამესაც ასე მოხდა.
ნომერში ავედი, მაგრამ ვერაფრით დავიძინე, ამიტომ ჩავიცვი და ბარში ჩავედი. უამრავი ხალხი იყო. თავიდან ზურაბი ვერც შევნიშნე, შემდეგ კი პირი დავაღე გაოცებისგან– ზურგამოღებულკაბიან ქალს ელაპარაკებოდა მხიარულად. რომელი უფრო გახარებული იყო ძნელი სათქმელია– რუსი ტურისტი უცხოელი ფულიანი დამსვენებლის პოვნით, თუ ჩემი მამამთილი, ახალგაზრდა, რუსულენოვანი მშვენიერი მანდილოსნის გამოჩენით.
იდილია თავს წამოდგომით დავურღვიე მათ და ზურაბის მზერა უნდა გენახათ! აშკარად არ მელოდა– ჯერ გაფითრდა, მერე სრულიად წითელი გახდა მოხარშული კიბორჩხალასავით.
–ნნუცა?–ფეხზე წამოხტა და თვალების აქეთ–იქით ცეცება დაიწყო– ბოლოს მე მივეშველე.
–ბატონო ზურაბ, რაღაც მინდა გითხრათ.
–ბატონო რა საჭიროა, ძვირფასო.–წაიბურტყუნა და უკან გამომყვა. მაგიდას რომ მოვშორდით ვუთხარი.
–ზურაბ, რამდენიმე დღეში ახალი წელია. მომავალ წელს სიახლეები ძალიან დამჭირდება. ამიტომ, მინდა აქ შევხვდე ახალ წელს. ეს ხომ დიდ ზიანს არ მიაყენებს თქვენს ბიუჯეტს?–ზურაბს წარბები შეეჭმუხნა. გონებაში ალბათ ხარჯის გადათვლა დაიწყო, ამიტომ მაშინვე დავამატე.–ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ხომ არ მოგწყვიტე?–მიზანში მოვარტყი!
–არა, რა თქმა უნდა!–მაშინვე იუარა და მზერაზევე ეტყობოდა, რომ ყველაფერზე თანახმა იყო.–შეგიძლია რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს დარჩე.
–მართლა? ძალიან კარგი. მიხარია, რომ ერთმანეთს კარგად გავუგეთ. აბა, მშვიდობიანი ფრენა, მოკითხვა ოჯახს. დილით თქვენ რომ გახვალთ, მე ალბათ ჯერ კიდევ მეძინება, ამიტომ ახლავე დაგემშვიდობებით.
–აეროპორტამდე არ მიმაცილებ?–ენობრივი ბარიერის შიშმა გაუელვა თვალებში. მე სლავური გარეგნობის ლამაზმანისკენ გავაპარე მზერა და მივუგე:
–მგონი გამცილებელი უკვე იშოვნეთ...–გადავკოცნე და დავემშვიდობე.
ახალი წლის უცხო გარემოში, უცნობებთან ერთად შეხვედრის იდეა უფრო და უფრო მომწონდა.
მეორე დღეს აღარც ნაცნობი შვეიცარიელები და აღარც ზურაბი არ დამხვდნენ, თავი ისე თავისუფლად ვიგრძენი, როგორც არასდროს.
სრული სამი დღე ძილში, საინტერესო ადგილების თვალიერებასა და კლასიკური მუსიკის კონცერტებზე სიარულს მოვანდომე, ერთ გალერეაშიც ვიყავი და დიდი სიამოვნება მივიღე. საახალწლო მზადება ყველგან შესამჩნევი იყო და სადღესასწაულო განწყობამ მეც ამიყოლია- სხვებივით საჩუქრების საყიდლად არ დავქროდი მაღაზიიდან მაღაზიაში, მაგრამ საახალწლო სიმღერებს, რომლებიც ყველგან ისმოდა, მეც ვღიღინებდი.
საღამოობით ბართან ვიჯექი, მარტინის ვწრუპავდი და ცოცხალ მუსიკასა და ღრმა დეკოლტეიანი მომღერლის სექსუალურ ხმას ვუსმენდი.
რამდენჯერმე დავაფიქსირე უცხო მამაკაცის მზერა, მაგრამ არ შევიმჩნიე, სერრიოზული სახე მივიღე და მოახლოების სურვილი გავუქრე.
ერთ ასეთ საღამოს ბარმენმა მოსაწვევი გადმომცა.
-ჩვენს სტუმრებს საახალწლო წვეულებაზე ვეპატიჟებით. გთხოვთ თქვენც მობრძანდეთ, თუ სხვა გეგმები არ გაქვთ.-მითხრა მან.-სასმელი უფასო იქნება.
-დიდი სიამოვნებით.-მოსაწვევი კი გამოვართვი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ჭიქა შამპანურით ხელში ნომერში, ტელევიზორის წინ მოკალათებულს არ მინდოდა შევხვედროდი ახალ წელს.
31 დეკემბერს დილით საუზმესთან ერთად პატარა, ლამაზად შეფუთული კოლოფი მომართვეს.
ჯერ ვიფიქრე, რომ საჩუქარიც მომსახურებაში შედიოდა, მაგრამ მსახურის გასვლის შემდეგ ბარათი ვიპოვე, რომელზეც გაკრული რუსული კალიგრაფიით ეწერა:
„ყოველთვის, როცა გხედავ, თავს ვკარგავ. შენზე ფიქრი ამეკვიატა. ახლაც წარმოვიდგენ როგორ ზიხარ გამართული ზურგით, მხრებით, ჩემ სულელურ ბარათს კითხულობ და შავ ან რძიან ყავას მიირთმევ,“–ფინჯანი მაშინვე ადგილზე დავაბრუნე.–„ვინატრებდი ამ დროს მანდ ვიყო და შემეძლოს ჩემი მცირედი საჩუქრით საკუთარი ხელით შევამკო თქვენი ყელი.
მომიტევეთ კადნიერება, არჩევანი თქვენზეა, მე მხოლოდ შემიძლია გთხოვოთ, რომ ამ საღამოს გაიკეთოთ და თუნდაც მხოლოდ ერთხელ ვიხილო ის თქვენზე.
გახსოვდეთ, რომ მთელი ჩემი სითბო მას გამოვატანე თქვენთან.
უცნობი თაყვანისმცემელი კ.“
არც კი ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი პირდაღებული. ის უცნობი გამახსენდა წინა საღამოს თვალს რომ არ მაშორებდა. შავგვრემანი, 40 წლამდე ასაკის. სერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, საკმაოდ სიმპათიურადაც გამოიყურებოდა, მაგრამ ასეთი რომანტიკული თუ იქნებოდა...
შემდეგ ბაფთიანი კოლოფი გავხსენი და შიგნით ძალიან ნაზ ძეწკვზე დამაგრებული კულონი ვიპოვე. ლამაზი იყო. ქალური და ფაქიზი. სარკის წინ დავდექი და ხანმოკლე შეყოვნების შემდეგ გავიკეთე. სარკეს თვალს ვერ ვწყვეტდი. ძალიან გემოვნებიანი უნდა ყოფილიყო კაცი, რომ მსგავსი სამკაული შეერჩია. და თანაც, ქალების კარგი მცოდნე.
უცნობი არაფერს ითხოვდა. არც შეხვედრას, არც რაიმე სხვას. შემეძლო საღამოს წვეულებაზე არც კი ჩავსულიყავი.
დაუფიქრებლად ვჭამდი ვენურ ვაფლს, მერე კი უცებ წამოვხტი, საღამოსთვის კაბის შერჩევა დავიწყე, მაგრამ შესაფერისი ვერაფერი ვნახე. საკრედიტო ბარათი მოვიმარჯვე და ნომრიდან გამოვედი. რეგისტრატურასთან ჩავლისას შემაჩერეს.
–თქვენთვის და ბატონი კ–სთვის რესტორანში მაგიდაა დაჯავშნილი. მთხოვეს გადმომეცა.
–მმ...დიახ, გასაგებია. გმადლობთ.–კ. ეს კ პირდაპირ მაგიჟებდა. რუსული სახელი კ–ზე მხოლოდ კოსტია, კონსტანტინი მომდიოდა აზრად. ისევ კანსტანწინი. ყველანარად ვცდილობდი მასზე ფიქრები თავიდან მომეშორებინა– ერთხელაც კი არ შემხმიანებია– არც დაურეკავს, ალბათ არც კი უგრძვნია ჩემი არყოფნა.
შემეძლო ეს პატარა თავგადასავალი ჩემი თავისთვის მესახსოვრებინა, მაგრამ ზღვარიც ვიცოდი და მის იქით ვერ გადავიდოდი.
საღამოზე წასვლა გადაწყვეტილიც არ მქონდა, მაგრამ კაბა მაინც მჭირდებოდა.
საღამომდე ლამის თავი გამისკდა ფიქრით როგორ მოვქცეულიყავი. ინტერნეტით ახლობლებს ვესაუბრე, ახალი წლის დადგომაც მივულოცე. 12 საათამდე დრო კიდევ რჩებოდა.
მოვარდისფრო–კრემისფერი ბრჭყვიალა მზერას მტაცებდა საითაც არ უნდა გამეხედა. მე კი დამნაშავესავით ვარიდებდი თვალს.
ბოლო საათიღა რჩებოდა.
ბოლო საათიც განახევრდა.
–ოოჰ, ჯანდაბას კანსტანწინი!–წამოვხტი, კაბა და ფეხსაცმელი ჩავიცვი, გამოვიპრანჭე და სულ რამდენიმე წუთით ადრე მიმაცილეს ცარიელ მაგიდასთან.
–ბატონი კ ჯერ არ მოსულა.–მაცნობეს და შამპანურით შევსებული ბოკალით ხელში დამტოვეს.
–10. 9. 8. 7. 6. 5. 4.–ითვლიდნენ ერთხმად.
–გამარჯობა უცნობო...–Привет незнакомка.–მომესმა ყურთან.
იმ ჯადოსნურ მომენტში, როცა ძველი წელი ახალს უახლოვდება, შემდეგ კი სამუდამოდ შორდება, რათა მომდევნოსკენ მიისწრაფვოდეს.
მათ გამყოფ ვიწრო ზოლში.
გარდამტეხ წუთში გაგონილი ეს ხმა...
თვალები წამიერად მიმელულა და საერთო ჟივილ–ხივილში, მილოცვებში, ისევ გავიგონე:
–ახალ წელს გილოცავ, ნუცა...–ნახევრად ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები და თანაც ტუჩები, თითქმის რომ მეხებოდნენ ყურთან.



№1  offline წევრი natia-natia

ძალიან მომწონს

 


№2 სტუმარი ანი88

აზრზე მოდის კანსტანწინი :) შემდეგს ველოდები მოუთმენლად. ამ ისტორიის შემდეგ, იმედია, არ შეწყვეტ წერას და კიდევ უფრო მაგარ ისტორიებს შემოგვთავაზებ.

 


№3 სტუმარი Mariami

Ert-erti gamorcheuli istoriaa chemi azrit.. Momwons udzalianmagresad..

 


№4 სტუმარი ანი88

დღესაც არ დადებ?

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

შენ კიდევ რა გაგიხდა ამ უკვე თურმე დამთავრებული ისტორიის მთლიანად დადება?! შენც მოისვენებ და ჩვენც და თან უფრო დიდი სიამოვმება მივიღოთ იქნება კითხვის დროს. რა უბედურებაა გამოჩენა-გადაკარგვა,მერე ისევ გადაკარგვა!!!

 


№6  offline წევრი ani-ka

გარკვეული პირობების გამო ვერ ვდებდი. არსად არ ვიკარგები :) ბოლომდე დავდებ აუცილებლად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent