მხოლოდ ერთი კოცნა - საჩუქრად! (სრულად)
„სიყვარული – ეს წიგნია, წიგნი – რომანი, რომანი – ზღაპარი, ხოლო ზღაპარი – ტყუილი!“ -ანუ ტყუილია ეს ყველაფერი? - თავისთვის ჩაილაპარაკა ადელაიდამ და უნებლიედ ჩამოუგრორდა ცრემლი, - მაშინ ტკბილ ტყუილში მირჩევნია ცხოვრება.. - ჩაილაპარაკა, თვალები დახუჭა და ყველაფრის გახსენება დაიწყო.. *** -უკაცრავად, თქვენი დახმარება მჭირდება.. - მიდის გოგონასთან სიმპატიური მამაკაცი.. -გისმენთ - ღიმილით პასუხობს გოგონა.. -რა გაგიხარდებოდა ახლა შენთვის რომ ეჩუქებინათ? -გააჩნია.. ვისგან? -შეყვარებულისგან.. -მხოლოდ ერთი კოცნა - საჩუქრად! -კოცნა? - გაკვირვებულმა გახედა.. -ჰო -უცნაურია.. -უცნაური ადამიანის, უცნაური სურვილები - ჩაიცინა და ახედა მამაკაცს.. -ჰო, ნამდვილად. -მთავარია გულით იყოს ნაჩუქარი და რა მნიშვნელობაა რა საჩუქარია ეს.. - ღიმილით ახედა მამაკაცს.. -ჰო, მართალი ხარ.. -მაგრამ..რა უყვარს? ან რა უნდა? ის აჩუქე... -კარგი, გმადლობთ.. თქვენი სახელი? -ადელაიდა.. -ალექსანდრე, სასიამოვნოა - გაუღიმა ბიჭმა და ხელი ჩამოართვეს.. -ჩემთვისაც, სამწუხაროდ ახლა უნდა წავიდე.. -კარგი, დროებით.. - გაუღიმა და წავიდა.. უცნაური იყო ეს შეხვედრა.. 1 კვირა ისე გავიდა, ალექსანდრე არ უნახია, მაგრამ სულ მასზე ფიქრობდა.. თითქოს მოეწონაო, მაგრამ თავისთავს არ უტყდებოდა „შეყვარებული ჰყავს-ო“ სულ ამას გაიძახოდა.. დილით ადრე ადგა, გაემზადა და სამსახურში წავიდა.. -ადელაიდა.. როგორ ხარ? - მოულოდნელად, საიდანღაც გამოჩნდა ალექსანდრე.. -კარგად შენ? -არამიშავს.. -კარგია.. - თვალებში ჩახედა.. -ჰო, - ერთმანეთს უყურებდნენ და თითქოს რაღაც უხილავი იყო მათ შორის, ისეთი, რაც აკავშირებდათ ერთმანეთთან.. - ----დღეს გცალია? სადღაც მინდა წაგიყვანო.. -შვიდისთვის მცალია -კარგი, გამოგივლი.. -კარგი.. - უთხრა და წამოვიდა.. 6 საათზე სამსახურიდან წამოვიდა და სახლში მისულმა მომზადება დაიწყო.. 7 საათზე ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა, უცნობი ნომერი იყო.. -გისმენთ.. -ალექსანდრე ვარ, მზად ხარ? -კი, მზად ვარ.. -კარგი გელოდები.. - გაუთიშა, ადელაიდა კი გაკვირვებული დაჰყურებდა ტელეფონს.. კლაჩი აიღო და წავიდა.. -გამარჯობა - ღიმილით მიესალმა, ალექსანდრემ კარი გაუღო და ისიც მოთავსდა.. ნელა მიდიოდნენ, ადელაიდამ გახედა და მისი სახის ნაკეთების შესწავლა დაიწო, თითქოს ეცნობოდა, მაგრამ ვერ იხსენებდა.. -ჩემი ტელეფონის ნომერი, ან სად ვცხოვრობ საიდან იცოდი? -მე ყველაფერი ვიცი - თვალი ჩაუკრა და გზას გახედა.. -მეცნობი - თითქოს თავსთვის ჩაილაპარაკა. -ვიცი.. -საიდან? -მე ყველაფერი ვიცი.. - ისევ ეს სიტყვები.. ხმა აღარ ამოუღია.. ერთ მყუდრო ადგილს მიადგნენ.. სუფრა ორზე ადამიანზე იყო გაშლილი, შუაში სანთელი და ვარდი იყო.. საოცრად რომანტიული იყო.. „ჰმ, პაემანი?“ გაიფიქრა ადელაიდამ, „ოხ, რა სულელი ხარ! მოიშორე ეგ ფიქრები! არ უყვარხარ! არ’ც მოსწონხარ! შეყვარებული ჰყავს“ - შემოუტია მეორე მემ.. „კარგი, კარგი! ვნახოთ“ -რაზე ფიქრობ? - მოულოდნელად გაისმა ალექსანდრს ხმა. -შენ ხომ ყველაფერი იცი? - ირონიულად ჰკითხა.. - ესეც გეცოდინება..- ჩაიცინა და იქაურობა მოათვალიერა, წამით მზერა გაუშეშდა.. -შეყვარებული არ მყავს - ირონიულად ჩაიცინა.. -ეს.. მე.. ეს.. ისა.. -ბლუყუნებდა, ნახატისკენ გაიშვირა ხელი და ისევ დააკვირდა.. თავისი პორტრეტი, რომ დაინახა ძალიან გაუხარდა, წამოდგა და მივიდა, ახლოდან დააკვირდა, საოცრად ლამაზი ნამუშევარი იყო..-შენ დახატე?- ღიმილით გგახედა. -მე დავხატე! - დაუზუსტა. -ძალიან ლამაზია, მადლობა - გაუღიმა, ისევე ლამაზად, როგორც პორტრეტზე იღიმოდა.. ნელა შებრუნდა და შემთხვევით მსუბუქად შეასკდა..ალექსანდრე წელზე მოხვია ხელი და ნელა შეეხო მის ათრთოლებულ ბაგეებს.. პირველი კოცნა მოპარა, რომელსაც ასე საგულდაგულოდ ინახავდა.. დარცხვენილმა დახარა თავი.. - სახლში წავიდეთ - უკვე კარგად დაღამებული იყო სახლთან რომ გაუჩერა მანქანა..-ნახვამდის.. -კიდევ გნახავ.. - გაუღიმა და ადელაიდაც გადავიდა.. სახლში, როგორც კი შევიდა ოთახის ფანჯარასთან მივიდა, გადაიხედა მანქანა ჯერ კიდევ იდგა.. ალექსანდრემ ამოხედა, გაუღიმა, თვალი ჩაუკრა და წავიდა.. მას მერე 5 თვე გავიდა.. არ გამოჩენილა.. საერთოდ არ უნახავს.. სამსახურში სულ თვალებს აცეცებს აქეთ - იქით , მაგრამ ამაოდ, მაინც არ ჩანს.. *** -როგორ მენატრები.. - ამოისრუტუნა.. - ტკბილი ტყუილი.. - თავისთვის ამოიჩურჩულა.. - მხოლოდ ერთი კოცნა - საჩუქრად! - ტიროდა და საუბრობდა.. -ტკბილი სიმართლე რომ იყოს? - მოესმა მონატრებული ხმა.. ბალიშიდან თავი ამოყო და შეხედა.. სულ არ შეცვლილა.. როგორ მონნატრებია.. ის სურნელი.. -არ მეჩვენება - ტირილით თქვა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.. - აქ ხარ! - სრუტუნებდა.. ნელა მოხვია ხელები და მისი სურნელით აივსო ფილტვები.. -მამაო იცდის! - ჩასჩურჩულა და ნელა შეეხო მის ბაგეებს.. -მამაო? _ გაკვირვებულმა ახედა.. -ცოლად არ მომყვები ანუ?! -მამაო იცდის! - წამოიძახა და ნელა წაეტანა მის ბაგეებს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.