შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ძალა (4 თავი)


23-02-2016, 20:10
ავტორი Lonelygirl
ნანახია 1 821

ოთახში რომ შევედით გვრიტებმა სიცილი დაიწყეს, მაგრამ ანუკას ისეთი სახით შევხედე რომ ხმის ამოღება ვერ გაბედა. პიცა მივირთვით ცოტა დავლიეთ და წასვლის დროც დადგა.
-ანუკ, მე წავედი გვიანია უკვე,-წამოვაყენე წინადადება.
-ხო ჩვენც წავიდეთ,-დამეთანხმა გიორგი.
-კარგი რა, ჯერ ადრეა მე ვრჩები,-შეგვეკამათა ირაკლი. როგორც ჩანს ანუკი არ ეთმობოდა.
-კარგი მე წავალ მაშინ და გაერთეთ თქვენ,-ვთქვი და ავდექი.
-მეც მოვდივარ,-გამომყვა გიორგიც.
არაფერი ვუთხარი, ან რა უნდა მეთქვა, არ ვიცოდი. ანუკას ვთხოვე ტაქსი გამომიძახე მეთქი , უკვე გვიანი იყო და ფეხით ვერ წავიდოდი.
-მე გაგიყვან,-შემომთავაზა ბიჭმა.
-საჭირო არ არის, ტაქსით გავალ,-არ დავუთმე მე.
-კარგი რა, გთხოვ, გვიანია,-ამოიოხრა,-ახლა რომ მარტო გაგიშვა ვერ მოვისვენებ,-გაგიყვან რა, გთხოვ!
ისეთი თვალებით მიყურებდა, უარს ვერ ვეტყოდი, თან მეგობრებმაც მხარი აუბეს ჯობია მან გაგიყვანოსო და დავთანხმდი. ისე გაუხარდა თითქოს ცოლად მივყვებოდი, თვალები უბრწყინავდა. სიმართლე რომ ვთქვა მეც მინდოდა მასთან ყოფნა და მეც გამიხარდა. ბავშვებს დავემშვიდობეთ და გამოვედით. ანუკის ვაკოცე და დამშვიდობებისას ჩამჩურჩულა, წარმატებები ფისუნიაო. ისე გავბრაზდი , რომ დავუღრინე და ამაზე კარგად იცინა.
გამოვედით და მანქანისკენ წავედით. შავი ფერის BMW-ს მარკის მანქანა იყო. მანქანებში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ კარგი მანქანა ჩანდა. შიგნიდანაც კომფორტული იყო. უკან მინდოდა ჩაჯდომა, მაგრამ სანამ მივიდოდი წინა კარი გამიღო და წინა სავარძელზე აღმოვჩნდი. თვითონაც ჩაჯდა და წავედით.
-არ მკითხავ, სად ვცხოვრობ?-დავარღვიე დუმილი.
-რა საჭიროა?,-გამიცინა და ულამაზესი თვალები შემომანათა.
-რას ნიშნავს რა საჭიროა?,-გავბრაზდი.
-შენზე უკეთ ვიცი სადაც ცხოვრობ,-გამაჯავრა.
გამიკვირდა, როგორ ჩანს, ყველაფერი იცოდა ჩემზე. ხმა აღარ გავეცი და ჩუმად ვიჯექი. ისეთი ნელა მიდიოდა თითქოს უნდოდა დიდხანს ვყოფილიყავით ერთად სანამ სახლამდე მივაღწევდით. მიყურებდა მაგრამ არაფერს ამბობდა. ბოლოს ჩემს ქუჩაზე მივედით და სახლთან გამიჩერა.
-გმადლობ რომ მომიყვანე,-ვუთხარი და გადავედი.
-მოიცა,-თვითონაც გადმოვიდა,-ჩანთა დაგრჩა,-მითხრა და ჩემი ზურგჩანთა მომაწოდა. იმდენად დაბნეული ვიყავი ჩანთას ვინ ჩიოდა.
-გმადლობ!-ვუთხარი და გამოვართვი.
-იცი, ძალიან ლამაზი ხარ!-მითხრა და თვალებში მომაშტერდა.
-გმადლობ,-ვუთხარი და თემის შეცვლა ვცადე,-უნდა შევიდე.
-კარგი, ხვალამდე,-მითხრა და ლოყაზე მაკოცა. იმდენად მოულოდნელი იყო რომ გავშეშდი. მასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ. ვერაფერს ვამბობდი, ვერც ვინძრეოდი.
-ნახვამდის!-ვუთხარი და სახლში შევედი.
ყველას ეძინა, მხოლოდ დედა მელოდებოდა და თან ტელევიზორს უყურებდა. მასაც ვუთხარი დაიძინე მეთქი და ჩემს ოთახში გავედი. საწოლზე დავვარდი ენერგიაგამოცლილი და გიჯივით ვიცინოდი. მასზე ფიქრს ვერ ვიცილებდი. სულ იმ კოცნაზე ვფიქრობდი. ლოყა ისეთი გაწითლებული მქონდა, სულ მიხურდა. ბოლოს როგორც იქნა ჩამეძინა.
დილით შეტყობინების ხმაზე გამეღვიძა. გამიხარდა გიორგი მეგონა და სასწრაფოდ ავიღე ტელეფონი. „ნაგავო, გაიღვიძე, წუხელ არაფერი მომიყევი და ახლა მოგიწევს“.-ანუკი მწერდა. საოცრად ჯიუტია და ცნობისმოყვარე, როცა საქმე ჩემს პირადს ეხება. „კარგი, მაცადე, ნახევარ საათში უნარები გვაქვს და მანამდე მოცდა მოგიწევს“-მივწერე იმედგაცრუებულა იმით რომ ის არ იყო ვისაც ველოდი. პასუხმაც არ დააყოვნა: „კარგი მაგრამ ადრე მოდი, იქ დაგელოდები“.
ავდექი და მზადება დავიწყე. თან ვფიქრობდი, ყოველ დილას მწერდა და ახლა რა მოხდა? იქნებ დამივიწყა კიდეც. ვიცოდი რომ ასეც იქნებოდა. ასე მალე მოსწყინდა ყველაფერი. მალე გავემზადე და გავედი. ქუჩაში როგორც კი გავედი სიხარულისგან ლამის ვიკივლე. ის შავი მანქანა ასე რომ მომეწონა ჩემს კარებთან იდგა. რომ დამინახა გადმოვიდა და ჩემთან მოვიდა.
-დილამშვიდობის ანგელოზო!-ისე მაკლდა ეს სიტყვები, ყოველ დილას რომ მითბობს.
-დილამშვიდობის!-ვუთხარი და გავუღიმე.
-ძალიან მაგრად გამოიყურები, ტყუილად კი არ გეუბნები ანგელოზი ხარ მეთქი.- მითხრა და მისი ხელი ჩემს ლოყაზე ვიგრძენი. საოცარი იყო, ლამის დავდნი, ერთ ადგილად გავშეშდი. ხმას ვერ ვიღებდი.
-გაზაფხულს შენ ალამაზებ,-კვლავ თვითონ გააგრძელა.
-გეყოფა ნუ აზვიადებ,-ვუთხარი დარცხვენით,-მეჩქარება უნდა წავიდე ანუკი მელოდება.
-რა პრობლემაა, გაგიყვან. აქ მაგისთვის ვარ.
-არა საჭირო არ არის, მართლა, თვითონ წავალ,-ვუთხარი და წასვლა დავაპირე.
-კარგი რა, რატომ გამირბიხარ? უბრალოდ შენთან ურთიერთობა მინდა. ასე რატომ იქცევი?-მის სიტყვებში იმხელა ტკივილი იგრძნობოდა.
-კარგი, რადგან მკითხე, გიპასუხებ,-არ დავაყოვნე პასუხი,-გუშინ სახლში მომიყვანე, დღეს სახლთან დამხვდი, ყოველ დილაას შენი შეტყობინება მაღვიძებს. მგონი ზედმეტია უკვე, შენ ასე არ ფიქრობ?
-რატომ არის ზედმეტი?-დაიბნა.
-იმიტომ, რომ 2 დღეა რაც გიცნობ. მეგობრებიც კი არ ვართ.
-არც მინდა რომ მეგობრები ვიყოთ,-ნიშნისმოგებით მითხრა.
-ხოდა შემეშვი მაშინ და ჩემს დევნას თავი დაანებე.-ვუთხარი და წასვლა დავაპირე.
-მოიცა, - დამეწია,-შენთან მეგობრობაზე მეტი მინდა. ამას ვერ ხვდები?
-იქნებ მე არ მინდა,-მგონი გული ვატკინე. ამ სიტყვებმა მეც მატკინა.
-შეიძლება გავიგო რატომ?-ნაღვლიანი თვალებით მკითხა.
-კარგი, სიმართლეს გეტყვი,-დავიწყე მონოლოგი,-ვიცი რომ ბევრი გოგო გყავდა და არ მინდა უბრალოდ ერთ-ერთი მათგანი ვიყო,-პირდაპირ მივახალე.
-ეს ვინ გითხრა?-დაიბნა.
-უბრალოდ ვიცი! ახლა კი მაპატიე მეჩქარება, უნდა წავიდე,-ვუთხარი და ტაქსი გავაჩერე. ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო რომ ტაქსში ვიჯექი.
--------------------------------

ბოდიში, ცოტა დამაგვიანდა დადება. იმედია მოგეწონებათ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent