თეთრი ვარდები (სრულად)
უბანში ახალი გადმოსული იყო,ამიტომ არავის არ იცნოდა და სიმართლეც რომ ვთქვათ არც ცდილობდა ვინმეს დაახლოვებოდა.მისი კორპუსი ახლად აშენებული იყო ამიტომ არც თუ ისე ბევრი მეზობელი ჰყავდა.უბანში უმეტეს წილად იტალიური ეზოები და კერძო სახლები სჭარბობდა. ,,ბიჟა'' კი მისი კორპუსის წინ იყო მუდმივად,მისი აივნიდან პარკში შეკრებილთა ,,ბირჟა''-ს ხშირად გადმოჰყურებდა ზემოდან მაგრამ არასოდეს გასჩენია სურვილი მათთან მისვლის და გაცნობის.არც ისეთი მორიდებული იყო რომ ეს მისი სიმორცხვისთვის დაგებრალებინათ,უბრალოდ სურვილი არ გააჩნდა ახალი ნაცნობობის.ესაა და ეს. დილით ადრე ადგა და სააბაზანოს მიაშურა.დედამ სამზარეულოდან გამოსძახა ნახევრად მძინარეს. -თათული,რომ გამოხვალ სამზარეულოში შემოდი საქმე მაქვს.-უთხრა მაიამ და ბოსტნეულის დაჭრა გააგრძელა.მაია იმდენად კარგ ხასიათზე იყო რომ ღიღინებდა კიდეც,არადა ეს იშვიათი შემთხვევა იყო ხოლმე და ამას ოჯახში ყველა მხიარულად ხვდებოდა. -კარგი დეე.-მომაბეზრებლად ჩაილაპარაკა თათომ და კბილების გახეხვას შეუდგა. ოცოდა დედის ხასიათი და იმასაც ხვდებოდა რომ მისი მხიარული განწყობა მასზე ცუდად იმოქმედებდა.ეხლაც ალბათ რაიმე ისეთს დაავალებდა რაც ნერვებს მოუშლიდა. კბილების გახეხვა დაასრულა და დედის წინაშე თმა გაბურძგნული წარსდგა.მაია ამაზე ყოვეთვის ცუდად რეაგირებდა მაგრამ ეხლა მნიშვნელობაც კი არ მიუნიჭებია. -რა ხდება დეე?-თათულიმ სკამი გამოსწია და კი არ დაჯდა დაებერტყა. -უკვე რამდენი ხანია ამ სახლში გადმოვედით ამიტომ დღეს ,,ნოვოსელია'' გვექნება.(მაპატიეთ ეს სიტყვა ქართულად ვერ გავიხსენე და ამიტომ ვწერ ჟრგონს) -რააა?აუ კაი რა დედა ხომ იცი ვერ ვიტან ასეთ რაღაცეებს.-აწუწუნდა გოგო და მაგიდაზე დახვავებულ ხილს ერთი ააცალა.ფეხები სკამზე აიკეცა და ვაშლი ჩაკბიჩა. -შენ არ გიყვარს მე მიყვარს და სულაც არ დავდივარ მე შენს სიყვარულზე, გასაგებია?-ისეთი ტონით უთხრა მაიამ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. თათულის პასუხი არ გაუცია,თავისთვის იჯდა და ვაშლს მიირთმევდა. -როდემდე უნდა ვიცხოვროთ უმეზობლოდ,ეს ყველაზე კარგი მომენტია ყველას გასაცნობად.ამიტომ ადგები მოწესრიგდები და საკონდიტროში აირბენ, ნამცხვრები და ტკბილეული წამოიღე.-მაშინვე დაავალა შვილს საქმე.-მე კიდევ უამრავი საქმე მაქვს სახლში,ათასი რამეა მოსამზადებელი.თათული ფრუტუნით წამოდგა ფეხზე,გუმფულა ჩუსტებში ფეხები შეჰყო და ოთახში გაბრუნჩელი გავიდა. როგორ ეზარებოდა ეხლა ამ სიცივეში გარეთ გასვლა ღმერთმა იცის,მაგრამ დედამისის რისხვას ვერ აცდებოდა უარი რომ ეთქვა.ამიტომ ჩაცმას შეუდგა.მამამ უკვე რამდენი წელია მიატოვა,ვიღაც ქალი გაიცნო და მის გამო ოჯახი დაანგრია, დედა არც ისე ადვილად შეეგუა მის წასვლას მაგრამ ისტერიკები ნამდვილად არ გაუმართავს,აქამდე ყველასთვის სუსტი ქალი ძლიერი აღმოჩნდა და მედგრად გაუძლო ამ განსაცდელს.უფროსი ძმა სულ რაღც რამდენიმე თვის წასული იყო უცხოეთში სამსახურიდან,გაცვლითი პროგრამით რის გამოც თათული ყოველთვის ამაყობდა ძმის წარმატებით.სპორტულები ჩაიცვა.დუტის კურტკა მოივა და ფეხები თბილ ბათინკებში ჩაყო.დედას ფული და სია გამოართვა და გარეთ გამოვიდა. ლირტს არ დალოდებია,მეხუთე სართულზე ცხოვრობდა ამიტომ ფეხითაც კარგად ჩაირბენდა.საკონდიტრო სულ რაღაც 15 წუთის სავალზე იყო მისი სახლიდან. კიბეებზე უდარდელად ჩარბოდა და აი უეცრად რაღაც საკმაოდ მკვრივს და მაგარს შეეჯახა,ისე რომ არც კი დაუნახავს ეს რა ან ვინ იყო.შუბლის წვა იგრძნო და თავი ოდნავ მაღლა ასწია,თბილი სითხე ნელა ჩამოეღვარა ლოყაზე და შემდეგ ყელზე განაგრძო უდარდელად სვლა.ხელი ნატკენ ადგილას მოისვა და უფრო აეწვა. თვალები ფართობ გაახილა და რას ხედავს მის წინ მასზე ოდნავ მაღალი შავგვრემანი ბიჭი დგას და გაფართოებული თვალებით უყურებს,რომელსაც ხელში დამტვრეული გიტარა უჭირავს. -წინ აარ უნდა იყურო?-ისეთი ხმით დაუყვირა უცნობმა რომ თათულიმ გააზრებაც კი ვერ მოასწრო რა მოხდა. -უკაცრავად?-ცინიკურად ჰკითხა და ასეთივე მზერით შეხედა ბიჭს,რომელიც თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. -შენ გოგო ნორმალური ხარ?იცი ეს გიტარა რა ღირს?-გოგოს ცინიკური ნათქვამი არად ჩააგდო და ისევ იღრიალა. -მე რაში მაინტერესებს რა ღირს,ეს შენ უნდა იკითხო.-იმდენდ გაბრზდა უცნობის ყვირილზე რომ არც თვითონ დააკლო. ,,თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო'' გიფიქრა გულში და თავისი დიდრონი თაფლისფერი თვალები ვაჟს მიანთა. -მე რომ ვიცი იმიტომ გეკითხები შენ.-ვაჟი უკვე მწყობრიდან გამოდიოდა გოგოს უდარდელი საუბრისგან და და გაბრაზებისგან ძარღვები დაჭიმვოდა. -შენ რომ შენს გიტარაზე დარდობ ჩემიჭრილობა მაგაზე უმნიშვნელო რითია?- უკვე მართლა გაბრაზდა თათული და ვაჟს თვალბი დაუკვესა. -ეგ იმდენი მაინც არ ღირს რაც ჩემი გიტარა.-გაბრაზებულმა აუარა გვერდი გოგოს და კიბეები მაღლა აირბინა,თათული კი დატოვა სიტყვის უთქმელად რომელიც პირში გასჩხერვოდა და ერთი ამოყვირება ყველაფერს ერჩივნა.მაგრამ ვინ დააცადა, გაქრა და დატოვა გოგო თავის გაბრაზებასთან ერთად. იმდენად ნერვებ მოშლილი იყო ისიც კი დაავიწყდა შუბლიდან სისხლი რომ მოსდიოდა.სადარბაზოდან გაგიჟებული გამოვიდა და საკონდიტროსკენ გააგრძელა გზა.ყველა შემხვედრი გაოცებული ურებდა,მათ მზერაზე უარესად ცოფდებოდა და ერთი სული ჰქონდა ყველა იმ ბიჭთან ერთად ჯანდაბაში გაეგზავნა.უცებ მიირბინა საკონდიტროში.გამყოდველიც არანაკლებ გაოცებული უყურებდა ნახევრად სისხლიან გოგოს და ისე უწყობდა სიაში ამოკითხულ ნამცხვრებს და ტკბილეულს პარკებში.ხელი სასტაცა გატენილ პარკებს ფული გადაიხადა და სახლისკენ წამოვიდ.როცა თავისი უბნისკენ წამოვიდა პარკში ,,ბირჟაზე'' ის ბიჭიც შენიშნა რომელიც ვიღაცის მონაყოლზე გულიანად იცინოდა. თვალი ვერ მოსწყვიტა იმდენად უხდებოდა ვაჟს სიცილი,ისეთი სიმპატიური და ასევე საყვარელი იყო,რომ მისი ყურება ერთი სიამოვნება იყო.სახე გაებადრა და საყვარელი ღიმილიც გამოესახა,რომელისგანაც ლოყა ოდნავ ჩაეჩხვლიტა. -ღიმილი უფრო გიხდება ვიდრე გაბრაზება.-ისე მოუახლოვდა ვაჟი ვერც გაიგო. -შენც.-გაუცნობიერებლად წამოსცდა და როცა დაფიქრდა რა თქვა მის სახეზე ღიმილი გაბრაზებამ შეცვალა. -მადლობა.-ვაჟმა ხელი ჯიბისკენ წაიღო,ცხვირსახოცი ამოიღო და გოგონას შუბლისკენ გასწია.თათული ელდა ნაკრავივით გაიწია უკან და ისევ შეუბღვირა. -მე უბრალოდ სისხლის მოწმენდა მინდოდა.-უთხრა ვაჟმა და ჭრილობაზე ანიშნა თითით.ეხლა გაახსენდა ამ სულელ გოგოს რატომ უყურებდა ყველა გაოცებული და უფრო გაბრაზდა.ალბათ სისხლი შეახმებოდა სახეზე და რა მაგარი სანახავი იქნებოდა. -არ მინდა მადლობა,საკუთარ თავს მე თვითონ მივხედავ.-დაუბღვირა ვაჟს და მოშორდა.გზაში სულ ცოფებს ყრიდა. ,,თავხედი,უნამუსი, უზრდელი,ჯერ დამეჯახა შუბლი გამიტეხა და ეხლა კიდევ მოდის და მეხმარება''. სახლში ასვლამდე კიდევ რამდენჯერე გალანძღა და კარებიც შეაღო.სამზარეულოში გაბრაზებულმა დაყარ ყველაფერი და ისე გაიქცა აბაზანისკენ რომ მაიას მისი ჭრიილობა არ დაენახა და ისტერიკები არ აეტეხა.სარკეში რომ ჩაიხედა ნათლად დაინახა საკმაოდ დიდი ჭრილობა შუბლის მარცხენა მხარეს რომელიც თვალთან იყო თითქმის ჩამოსული.ჯერ სისხლი ჩამოიბანა,მერე სპირტით დაიმუშავა და ლეიკო გადაიკრა.ოთახში შევიდა,მუსიკები ჩართო და საწოლზე წამოწვა. სამზარეულოში არ გასულა და არც დედას დაუძახებია,არ უყვარდა როცა მასთან ერთად კიდევ ვინმე ტრიალებდა და ხელს უშლიდა საქმეში.მარტო კეთება ერჩივნა რაც არ უნდა ბევრი საქმე ჰქონოდა.თათული კი ისევ იმ შემთხვევაზე ფიქრობდა რომელმაც ჭრილობა დაუტოვა.ვაჟი საკმაოდ სიმპატიური აღმოჩნდა ფიქრებში დაკვირვების შემდეგ.მასზე არც ისე მაღალი,დაბალი არ გეგონოთ უბრალოდ თატული 1,83 სიმაღლეში და წყალბურთის ქალთა კლუბის წევრია,სადაც ყველაზე მაღალია რაც მის უპირატესობას და წარმატებას აშკარად წარმოადგენს.მაღალი, შავგვრემანი.ოდნავ კეხიანი ცხვირი და ლამაზი თვალის წრილებით.ოღონდ არ იცის რა ფერი რადგან როცა უყურებდა მისი თვალის ფერი არც დაუნახავს იმდენად გაღიზიანებული იყო.ტუჩები?აი ტუჩებისტვის კი საერთოდ არ შეუხედავს.მისი გადმოსახედიდან საკმაოდ სიმპატიური იყო მაგრამ საკმაოდ თავხედი.ასე თვლიდა თათული.საღამოც მოახლოვდა.არც გარეთ გასვლა უნდოდა, რამდენიმე მეგობრის შემოთავაზებაზეც უარი თქვა და ოთახში გამოიკეტა. დილანდელმა ინციდენტმა ხასიათი გაუფუჭა.უნივერსიტეტიდანაც ისვენებდა და ასე უაზროდ ატარებდა დროს სახლში ჯდომით.ვარჯიში კი ხვალიდან ეწყებოდა. როდესაც ვაჟი სახლში ავიდა კარები გიჟივით გააღო და დამტვრეული გიტარა იქვე მოისროლა.ოთახიდან გაოცებული დედა გამოვარდა. -რა მოხდა შვილო ეს რა არის?- და მზერა დამტვრეული გიტარისკენ გადაიტანა ქალმა. -არაფერი ისეთი დე,შენ არ ინერვიულო.-დაამშვიდა ვაჟმა. -რას ჰქვია შვილო არაფერი,რამდენი ხანი აგროვებდი ამისთვის ფულს და ეხლა ამბობ არაფერიო?-მის ნათქვამზე უფრო გაოცდა ქალი. -რა ვქნა დედა,ეხლა თავს ხომ არ მოვიკლავ ამის გულისთვის.გატყდა გატყდა. ალბათ ასე ეწერა.-ნაწყენმა ჩაილაპარაკა ვაჟმა და ოთახში შეიკეტა.დედა კი დიდხან უყუებდა თაავისი შვილის დამსხვრეულ ოცნებას და თვალებიდან ცრემლები სცვიოდა.შეეძლო ეხლავე წასულიყო და შვილისთვის ეყიდა ასეთივე ახალი გიტარა მაგრამ ამას ვერ გაბედავდა.არასოდეს უჭირდათ ფინანსურად მაგრამ მის შვილს არსოდეს არაფერი მოუთხოვია.სკოლა რომ დაასრულა უნივერსიტეტში თავისი ჭკუით მოეწყო და თან მუშაობაც დაიწყო.ბავშვობიდან უყვარდა სწავლა და მუსიკა. სულ ოცნებობდა ასეთ გიტარაზე და როგორც იქნა თავისი ნაშრომი ფულით იყიდა კიდეც ოღონდ ისე დაემტვრა ჯერ დაკვრაც კი ვერ მოესწრო.ეტკინა ქალს გული ძალიან ეტკინა.უხმოდ მოიწმინდა წრემლები და ისევ ოთახში შებრუნდა.ვაჟი კი იწვა საწოლზე პირაღმა და ფანჯრიდან შემოსულ სინათლეს გასცქეროდა.გოგოს სისხლიანი სახე სულ თვალწინ ედგა და მის ლამაზ გამოყვანილ ვარდისფერ ტუჩებს ვერ ივიწყებდა.უცებ ისეთმა სუვილმა წამოუარა რომ თვითონაც გაუკვირდა საკუთარი თავის.არასოდეს ყოფილა მექალთანე და გოგოების კუდში მორბენალი,წყნარი,მშვიდი და გაწონასწორებული ვაჟი იყო თავისი უფროსი ძმისგან განსხვავებით.მას ასეთი ცხოვრება უფრო მოსწონდა ვიდრე თავქარიანი და თავგადასავლებით სავსე.ალბათ გოგო სკოლის მერე არ მოსწონებია,მაგრამ ამან რატომღაც თავგზა აუბნია,ფიქრები სულ მისკენ გაურბოდა და თავისი ნანატრი დამტვრეული გიტარც კი არ ანაღვლებდა.მაგრამ მაინც ეუხეშა გოგოს,მაინც ცუდად მოექცა.ბოლოს კი გულმა არ მოუთმინა,ბოდიშის მოხდა უნდოდა მაგრამ მან არ დააცადა.ისე გაიქცა თითქოს მასთაან ყოფნა ცუდად ხდიდა.გოგოს ასეთი საქციელი კი ეწყინა მაგრამ ბოლოს გულში მაინც გაამართლა. მაიამ საღამოს 6 საათისკენ ყველაფერი გაამზადა და სუფრაც გააწყო.თათული იქამდე ოთახიდან არც გამოსულა.მეზობლებს დაუძახა მხოლოდ ქალები იყვნენ, რადგან ოჯახში კაცი არ იყო მამაკაცებმა პატივი სცეს ქალს და მათი იქ ყოფნით უხერხული სიტუაცია და გარემო არ შეუქმნეს.რაზეც მაია ძალიან გახარებული იყო. მასზე ვერავინ იტყოდა სუსტია საკმაოდ მკაცრი იყო მიტუმეტეს შვილების მიმართ, ისე კი ისეთი მხიარული და თავისუფალი ქალი იყო ვინმეს რომ ეთქვა სახლში ყველაფერს ის აკონტროლებსო გაუკვირდებოდათ კიდეც.მაგრამ მის სხეულში ორი ქალი ცხოვრობდა და ეს ახარებდა კიდეც.გოგონას სულაც არ უნდოდა მათთან გასვლა მაგრამ მერე შერცხვა უზრდელობაში არ ჩამითვალონო და მისაღებში წალასლასდა. -გამარჯობათ.-მიესალმა იქ მყოფთ და სკამზე უხალისოდ ჩამოჯდა. -შუბლზე რა დაგემართა?-გაისმა მაიას ხმა რომელიც სამზარეულოდან ცხელი ხაჭაპურებით ხელში გამოდიოდა. -ისეთი არაფერი დე,რაღაცას დავეჯახე და ვიტკინე.-არაფრის მნიშვნელად ჩაიქნია ხელი თათულიმ და ხაჭაპური ააცალა დედას თეფშიდან.მაიას მეტი არაფერი უთქვამს,მაგრამ გოგომ იცოდა რომ ეს ესე არ ჩაივლიდა. -რა ლამაზი გოგო გყოლია მაია?-უთხრა ერთ-ერთმა ქალნბატონმა,რომელიც საკმაოდ ლამაზად გამოიყურებოდა და თბილი ღიმილი გამოეხატა სახეზე. -შენს ალეკოს მოუხდება არა?-ცინიკურად ჩაილაპარაკა მისმა გვერდით მჯდომმა ქალმა. -რატომაც არა,რა აქვს მის ალეკოს დასაწუნი.-აჰყვა მეორეც და ასე დაიწყეს თათულიზე და ალეკოზე უკვე ჭორაობა.მათი საუბარი ჭკუიდან შლიდა გოგოს, თვითონ ალეკოს დედა როგორც უწოდებდნენ ჩუმად იჯდა და ქალების საუბარს ღიმილით უსმენდა.სულაც არ ბრაზდებოდა ეს ქალბატონი რადგან იცოდა როგორი შვილიც ჰყავდა და ნერვებს არ აიშლიდა მათი უაზრო ლაყბობის გულისთვის. -ნანა,რატომ ხარ ჩუმად?თქვი შენც რამე.ყველამ ვიცით შენი ალეკო როგორ გიყვარს და არაფერს იტყვი?-მიუბრუნდა ალეკოს დედას ისევ მის გვერდზე მჯდომი ქალი. -ყველა დედას უყვარს მისი შვილი და მეც ასევე მიყვარს ჩამი ალეკო.-ამაყად განაცხადა ალბატონმა ნანამ და ქალს გადახედა. მოეწონა თათულის ამ ქალის სიტყვები და თვითონ ეს ქალიც.ეტყობოდა რომ საკმაოდ თბილი და კეთილი ქალი იყო,მათ ბოროტულ საუბარს რომ არ აჰყვა.ცოტა ხანს კიდევ იჯდა სუფრასთან მერე მობეზრდა და ოთახში გავიდა. სააბაზანოში გასული ორი ქალბატონის ხმა მოესმა და რატომღაც მიაყურადა.სულაც არ იყო უზრდელი მაგრამ მათმა საუბარმა დააინტერესე ოთახის კართან გაჩედა და ყური უგდო. -ერთი უყურე როგორ ამაყობს მისი ალეკოთი,ნამდვილად მისი შვილი მაინც იყოს.-ისეთი გესლით საუბრობდა ქალი ალეკოზე რომ გული გეტკინებოდა. -აბა,ქალო აბა.ისე მოაქვს თავი თითქოს ვინმეზე მეტი იყოს. საკუთარ შვილს არ აღმერთებს ისე როგორც იმ ალეკოს.-არც მეორემ დააკლო გესლის გადმონთხევა. -ნუ იტყვი მაგას,ქალს რომელსაც საკუთარ შვილს სხვისი შვილი ურჩევნია რა უნდა ელაპარაკო.-ისევ არ ცხრებოდა პირველი ქალბატონი. -მართალი ხარ ლალი.წამოდი ეხლა გავიდეთ მაიასთან უხერხულია.-როგორც იქნა მორჩნენ ქალები ნანაზე ჭორაობას და მიხვდენ რომ გასვლის დრო იყო. თათულიმ კი ოთახის კარი მოიხურა და ზიზღით გადააფურთხა მათი მისამართით.ეხლა კი უფრო მეტად მოეწონა და შეუყვარდა კიდეც ქალბატონი ნანა.მის მიმართ ძალიან დიდი სიმპათია იგრძნო და აუცილებლად შეუწყობდა ხელს რომ დედა მას დამეგობრებოდა. ასე გავიდა ეს დამღლელი და ემოციებით დატვირთული დღე. დილანდელი გაბრაზება სულ არ ახსოვდა მისი გონება სულ ნანაზე და მის სიყვარულზე იყო ორიენტირებული,ასეთი ქალები ხომ ისვიათობა იყო ქვეყნად და უხაროდა რომ მის გვერდითაც მოიძებნებოდა ერთ-ერთი მათგანი. ოთხში დიდხანს ვერ მოისვენა,როცა ეღვიძებოდა მაშინვე ფეხზე დგებოდა და და ეზოში ჩადიოდა სავარჯიშოდ.ბიჭები უკვე ელოდებოდნენ და სავარჯიშოდ მზად იყვნენ.რამდენიმე წრე დაარტყეს მთელს უბანს და შესასვენებლად ისევ პარკში დაჯდნენ. -რა ხდება ბიჭო,ვინ იყო ის გოგო გუშინ რომ მიხვედი?-ჰკითხა ვაჟს ზურამ. -გუშინ რომ სადარბაზოში დამეჯახა ის.- -მერე და ეგრე ძალიან დააზიანე?-სიცილი აუტყდა მაშინვე ზურას. -არც მან დამაკლო.-ვაჟსაც გაეღიმა იმ ინციდენტის გახსენებისას. -შენ რა იყო ხო არ ,,დაგევასა''?-ისე უცაბედად ჰკითხა გვერძე მჯდომმა თორნიკემ რომ პასუხი ვერც კი გასცა. -ჰა,თქვი ეხლა მართლა ,,დგევასა'' ეს გოგო?-ეხლა ზურამ გაუმეორა კითხვა. -რა ვიცი,რა გითხრათ.ღაღც აქვს ისეთი რამაც მიმიზიდა მაგრამ არ ვიცი რა.- ჩაფიქრებულმა გასცა პასუხი მეგობრებს და მათი სიჩუმე საკმაოდ გაუკვირდა. -რა მოხდა რამე ისეთი ვთქვი რაც ა უნდ მეთქვა?-ეხლა თვითონ მიუბრუნდა მეგობრებს კითხვით. -ოღონდ შენ ვინმეზე თქვი ,,დამევასაო'' და მაგაზე ვინმე რამეს გეტყვის?- გადაიხარხარა თორნიკემ და სიცილში ლამის გაგუდულ ბიჭებს გადახედა. -ოო.მოკლედ თქვენ თემა მოგცეთ კაცმა და მეტი ხომ არ გინდათ რა.-ეს სიტყვები თქვა და მანქანით მომავალი თათული დაინახა რომელის მათკენ იყურებოდა. -აი შენი პრინცესაც გამოჩნდა.-გამოაჯავრა ზურამ და თავში ერთი წამორტყმაც დაიმსახურა ვაჟისგან,რომელიც ისევ გოგოსკენ იყურებოდა. მეორე დღით ადრე ადგა.სავარჯიშოდ უნდა წასულიყო.სპორტულები ჩაიცვა,ასევე სპორტული სურგჩანთა აიღო,კურტკა მოიცვა და გარეთ გამოვარდა.კიბეები ხალისით ჩაირბინ მაგრამ ამჯერად თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა კიდევ ვინმეს არ შესკდომოდა.სადარბაზოდან გასულს ესიამოვნა იანვრის სუსხიანი დილა.იქვე კოქპუსის წინ გაჩერებული თავისი მაზდა შეამჩნია და თვალები გაუბრჭყონდა. როგორც ეტყობოდა მიშკას მისი მანქანა პროფილაქტიკიდან უკვე გამოეყვანა. მანქანის კარი მხიარულად გამოაღო და კომფორტულად მოთავსდა.ბაღს გვერდი აუარა და თვალი მაინც გაექცა. -ნეტა ამ დილა ადრიან აქ რას აკეთებენ?-გაიფიქრა თავისთვის და ისევ წინ გაიხედა.უცებ მოსახვევიდან მანქანამ ჩამოუხვია და ავარია რომ არ მომხდარიყო თათულიმ სწრაფად დააჭირა მუხრუჭს ფეხი.უცაბედი ინერციის გამო შუბლი საჭეს მიარტყა და ჭრილობა ხელახლა გაეხსნა. ,,ბირჟზე'' მდგომმა ბიჭებმა მაშინვე მიირბინეს მასთან.კარები იმ უცნობმა ვაჟმა გამოაღო და ოდნავ გაუღიმა. -კარგად ხარ?-რაც შეეძლო აუღელვებლად ჰკითხა ვაჟმა.მაგრამ მის ნერვიულობას კისერზე მფეთქავი მთავარი ძარღვი მაინც გასცემდა. -მადლობა,კარგად ვარ.-უთხრა თათულიმ და ხელი ჭრილობაზ მაგრად მიიჭირა, საიდანაც ისევ მოსდიოდა სისხლი.ამ დროს მეორე მანქანის მძღოლი უკვე გადმოსული იყო და რაღაცას გაუგებრად ყვიროდნენ.ეს თათულისთვის იყო გაუგებარი თორემ სხვა ყველას კარგად ესმოდა.გოგოს ტკივილისგან თითქოს სმენა დახშვოდა და ირგვლივ სიჩუმე ჩამოწოლილიყო.როგორც იქნა ვაჟის მეგობრებმა ჩააწყნარეს მძღოლი და თავის გზაზე გაუშვეს.ისინი ისევ ,,ბირჟას'' დაუბრუნდნენ და ვაჟი თათულისთან მარტო დატოვეს. -მანახე აბა ვნახო ჭრილობა როგორ გაქვს?-უთხრა ვაჟმა და ხელი შეუბლისკენ წაიღო. -არ მინდა მე თვითონ.-ისევ იუარა თათულიმ და სარკეში ჩაიხედა.იქვე დადებული სპორტული ჩანთიდან ერჯერადი ცხვირსახოცი ამოღო და სისხლის მოშორება დაიწყო. -როგორც გინდა.-უთხრა ვაჟმა და მანქანას მოშორდა.-ჯიუტი ბავშვი.-ჩაილაპარაკა მიმავალმა და თან ჩაეცინა თათულის მართლაც რომ ბავშვურ საქციელზე. გოგომაც გაიგო მისი ბოლო სიტყვები მაგრამ არაფერი უპასუხა მისი თავი ნამდვილად არ ჰქონდა,იმდენად გაბრაზებული იყო. ჭრილობა ისევ ხელახლა გაისუფთავა,მანქანა დაქოქა და ვარჯიშზე წავიდა.მთელი დღე ისევ მოეშხამა არადა რა ხალისიანი იყო დილიდან,ვერც წყალბურთი ითამაშა და მწვრთნელისგანაც საყვედური დაიმსახურა.არადა მალე შეჯიბრი უნდა ჰქონოდათ და ის კიდევ ფორმაში არ იყო. ახალ სახლში გადასვლა უკვე მის ნერვებზე მოქმედებდა და ალბათ მალე გაიქცეოდა კიდეც იქიდან. ქრისტო ჯერ კიდევ არ იყო ბაკურიანიდან ჩამოსული და მარტო თუ ტელეფონით უკავსირდებოდა,ისიც იშვიათად რადგან ნახევრად სულ თოვლში იყო და სრიალებდა.თათულიმ არ მოინდომა მასთან ერთად წასვა და გართობა.ისედაც ვერ იტანდა სიცივეს და ეხლა თოვლი ხომ საერთოდ ჯოჯოხეთი იყო მისთვის.ამიტომ დადიოდა ასე ცხვირჩამოშვებული.ვარჯიშიდან გვიან დაბრუნდა.ბაღისკენ არც კი გაუხედავს ისე ისე დააყენა მანქანა.გადმოვიდა და სახლში აირბინა.მის მაღლა სართულზე ხმაური მოემა,ბიჭრბი იყვნენ მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია,სახლში შევიდა და ყველაფერი შემოსასვლელში დაყარა. მაია სახლში არ იყო,სამსახურიდან საკმაოდ გვიან ბრუნდებოდა ხოლმე ამიტომ გეზი სამზარეულოსკენ აიღო მაცივარი გამოაღო და თავით შეძვრა შიგნით. ჩამა ნამდვილად არ უნდოდა მხოლოდ იოგურტი აიღო და ოთახში წალასლასდა დაღლილი.აივნის კარი გამოაღო და გარეთ გავიდა.მაღლითა სართილიდან ისევ ხმაური და ამჯერად მუსიკის ხმა ისმოდა.მერე უცებ ყველაფერი მიწყნარდა და მხოლოდ ერთი სასიამოვნო ბარიტონის სიმღერა ესმოდა თათულის.იმდენად მოსწონდა და სიამოვნებდა მისი მოსმენა რომ არა კარზე ზარის ხმა ალბათ აივნიდანაც გადავარდებოდა იმდენა იყო ზედ გადაყუდებული.მაშინვე უხალისოდ გაემართა კარის გასაღებად.არ კი გაუხედია ისე გამოაღო კარიდა საოცრად ნასიამოვნები და გაკვირვებული დარჩა როდესაც ზღრუბლზე მომღიმარი ნანა დაინახა.ამ ქალის ხილვა ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევდა მასში. -გამარჯობათ ქალბატონო ნანა.-მიესალმა თათული.-შემობრძანდით.-და მაშინვე შეიპატიჟა შინ. -არა იყოს შვილო.მაია სახლშია?რაღაც მინდოდა მეთქვა.-მორიდებით იკითხა ქალმა. -არა,სახლში არა ქალბატონო ნანა.თუ რამე გნებავთ მე მითხარით.-უთხრა თათულიმ მორიდებულ ქალს. -ნუ მეძახი შვილო ამ ქალბატონო ნანას,უბრალოდ ნანა დამიძახე.თავი რაღაცა მგონია.-გაუღიმა ქალმა ისე ნაზად და ლამაზად რომ თათული ლამის დადნა. გაგიკვირდებათ და რა ჰქონდა ალბათ ამ ქალს ასეთი რაც ამ გოგოს მოსწონდა? მაგრამ ეს თვითონაც რომ არ იცოდა.უბრალოდ მოსწონდა და ეგ იყო,მისგან რაღაც ისეთი სითბო და სიყვარული მოდიოდა,აი ისეთი არა ამქვეყნიური. -არა მხოლოდ ნანას ვერ დაგიძახებთ,მაგრამ ნანა დეიდა რომ დაგიძახოთ ხომ არ გეწყინებათ.-ღიმილით შეაპარა თათომ. -კარგი შვილო ასე დამიძახე.ჩემი შვილების მეგობრები ყველა ასე მეძახიან და შენც ასე დამიძახე ჩემო საყვარელო.-ნანამ ოდნავ მოეფერა ლოყაზე თათულის თავისი ფუმფულა და თბილი ხელებით. -კარგით ნანა დეიდა და დედასთან რა საქმე გქონდათ?-უცებ გაახსენდა თატულის როსთვისაც ქალი იყო მოსული. -შვილო დღეს ჩემი უფროსი ვაჟის დაბადების დღეა და სახლში აღნიშნავენ. მინდოდა მაიასთვის მეტხოვა რომ დღეს ცოტა ხმაური იქნება გვიანობამდე,სულ ასე არიან და თუ ძალიან არ შეწუხდებოდა ბოდიში უნდა მომეხადა.-იმდენად ერიდებოდა ნანას ამ ყველაფრის თქმა რომ ძლიბს საუბრობდა. -არაუშავს ნანა დეიდა,არ ვწუხდებით.პირიქით იმდენად სასიამოვნო სიმღერები მესმოდა მე თვითონაც ვუსმენდი.-საკუთარი თავი თვითონვე ჩაუშვა. -მართლა შვილო.კი ვაპირებდი შენს დაპატიჟბას მაგრამ შენი პასუხის მერიდებოდა მეგონა უარს მეტყოდი,ეხლა კი ვიცი რომ უარს არ მეტყვი ამიტომ წამოდი შენც. თან მარტო ყოფილხარ ცოტას გაერთობი.-მიიპატიჟა თათული ნანამ. -არა მადლობა,სირცხვილია ნანა დეიდა იქ ხომ არავის ვიცნობ.-მაშინვე იუარა თათომ. -რა არის სირცხვილი სენჩემი სტუმარი იქნები,თან ყველას გაგაცნობ.მხიარული ბავშვები არიან ყველა,აი ნახავ და მოგეწონება ყველა.-სიტყვის თქმაც არ აცალა ის მოჰკიდა ნანამ გოგოს ხელი და სახლში წაიყვანა.თატულიმ კარეი დაკეტა და მობილური ჯიბეში ჩაიდო.მეექვსე სართულზე ცხოვრობდა ნანა,დიდი ყავისფერი კარები შეაღო და სტუმარს წინ გაუძღვა.შესვლის თანავე ყველას მზერა მისკენ მოიმართა და თავი ცოტა უხერხულად იგრძნო. -გაიცანით ბავშვები,ეს თათულია.ჩვენი ახალი მეზობელი და იმედია არ მომიწყენთ სტუმარს.-ეშმაკურად გადახედა ნანამ იქ მსხდომ საზოგადოებას. -ამას ჩვენ გვეუბნებით ნანა დეიდა?იქნება ისე გავართოთ წასვლა აღარ მოუნდეს.- უთხრა ერთმა ახალგაზრდამ და გაიცინა.თათულის მზერა დაბლა ჰქონდა მიმართული და სულაც არ იყურებოდა მათკენ. -მეც მაგის იმედი მაქვს შვილი.ეხლა კი მიიწიეთ ცოტა და ადგილი ამ გოგონასაც დაუთმეთ.-მხიარულად შეუძახა ახალგაზრდებს ნანამ და სამზარეულოში გავიდა თეფშის მოსატანად.ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს და ბოლოს ადგილიც გაანთავისუფლეს.თათული ცარიელი ადგილისკნ დაიძრა და დაჯდა ისე რომ არავისთვის არ შეუხედავს.ერიდებოდა ასეთ სიტუაციაში ყოფნა,ძალით შემოეჭრა ყველას.იქნებ სულაც არ სიამოვნებდათ მისი აქ ყოფნა.ასე ჩუმად იჯდა სანამ ისევ ნანას თბილი ხმა არ გაიგონა. -აბა,თათული შენ იცი არ მოიწყინო ესენი ყველა ეშმაკები არიან და ამდენმა ბიჭმა არ დაგაბნიოს,შენი იმედი მაქვს.-ნანას იმდენად მოსწონდა გოგონა რომ სახეზეც ეტყობოდა.ბოლო სიტყვების მოსმენისას ცოტა არ იყოს შეიშმუსნა თათო,ამდენი ბიჭებიო?გაუელვა თავში და მხოლოდ მაშინ ასწია თავი მაღლა.სუფრას თვალი მოავლო და მის გვერძე მჯდომზე გაუშტერდა მზერა.ის ბიჭი ეჯდა გვერდით ვის გამოც ჭრილობას ჰქონდა შუბლზე და ჯერ კიდევ აწუხებდა. -ეს ჩემი უმცროსი ვაჟია ალეკო.-მიუბრუნდა გაოცებულ თათულის ნანა.-ეს კი.-მის მოპირდაპირე მხარეს გაიშვირა თითი ქალმა.-ჩემი უფროსი ვაჟია შოთიკო. მხოლოდ ეხლა გაიხედა მეორე მხარეს და არანკლებ ალეკოზე სიმპათიურმა ბიჭმა გაუღიმა. -გილოცავთ.-ხმადაბლა მხოლოდ ეს ჩაილაპარაკა და მზერა აარიდა ეშმაკურად მომზირალ ვაჟს. ალეკოს ძმის მზერა არ გამოპარვია,მაშინვე გაბრაზებულმა დატოვა სუფრა და აივანზე გავიდა.უკან კი ზირა მიჰყვა.ყველაზე მეტად მას ესმოდა მეგობრის ტკივილიც და სიხარულიც. თათულის ეგონა ალეკოს მისი მისვლა არ ესიამოვნა და უფრო მტად მოიწყინა გოგომ.ყველა მხიარულობდა ყველა რაღაცას ეკითხებოდა,მაგრამ ვაჟი არა და არ შემოდიოდა ოთახში.გულში რაღაც საშინლად ჩასწყდა,ეტკინა მისი ასეთი უყურადღებობა.ბიჭებს ასე თუ ისე გაუგო,ყველა ისეთი უშუალო და მხიარული იყო რომ ძნელი არ იყო მათთან საერთო ენის გამონახვა.თან ყვეა ასრულებდა ნანას სიტყვას და მოწყენის საშუალებას არ აძლევდნენ ამ ერთადერთ ქალს მათ სუფრასთან მჯდომს. ამ დროს ალეკო ნერვიულად ეწეოდა უკვე მერამდენე ღერ სიგარეთს ღმერთმა იცის და მერამდენედ ამშვიდებდა ზურიკო მეგობარს. -კაი,რა არ იცოდე მაინც როგორია შენი ძმა,ყველა ლამაზი ქალის დანახვისას ეგეთი მზერა აქვს ხოლმე,შენც ხომ კარგად იცი.-უთხრა ზურამ. -რომ ვიცი მაგიტომ მასხამს სისხლი ტვინში.არაა თათული ისეთი რომ ეგრე შეხედოს.-არ ხრებოდა ვაჟი. -და შენ რა იცი როგორია?-საკმაოდ ჩამჭრელი კითხვა დაუსვა მეგობარმა რაზეც გაოცებულმა გახედა.-ხო რა იყო რა გაგიკვირდა,სულ ორი დღეა რაც ნახე და რა იცი როგორია?-არ ეშვებოდა ზურაც. -რა გინდა მაგით თქვა რომ შევცდი და სულ ტყუილად მომეწონა?-უკვე ნერვებს ვეარ თოკავდა ალეკო. -ეგ არ მითქვამს,უბრალოდ მაგ გოგოზე ჯერ არაფერი იცი და ამიტომ კოშკებსაც ნუ ააგებ.-ასე თუ ისე მეგობრის სიტყვები სიმართლესთან ახლოს იყო და ჯობდა ყველაფერი კარგად აეწონ-დაეწონა რომ მერე არ ენანა.ბოლომდე მოწეული სიგარეტი იქვე მდგარ ნაგვის ურნაში ჩააგდო და ოთახში შებრუნდა,ისე რომ ზურასთვის პასუხიც არ გაუცია.გვერდით მიუჯდა თათულის მაგრამ ზედაც არ შეუხედავ.არ ესიამოვნა ასეთი სიცივე გოგოს,მას ხომ მისთვის ისეთი არაფერი დაუშავებია გიტარის გატეხვას თუ არ ჩავთვლით.მაგრამ მაინც გულზე მოხვდა მისი ასეთი საქციელი,უფრო მოიწყინა.მისკენ მიმართულ კითხვებს ნაძალადევი ღიმილით პასუხობდა და ნანობდა რომ ამოვიდა.მაგრამ ასე უცბადაც ვერ გაიქცეოდა,მხოლოდ ნანას ხათრით თორემ ისე უნდოდა აქედან წასვლა რომ სულ კისრისტეხვით წავიდოდა. -ალეკო,მიდი რა ძმაო შენი ახლი გიტარით დაგვიკარი რამე,ძალიან მაინტერესებს როგორია.-სთხოვა ძმამ ალეკოს. -ვიღაცამ გაუტეხა დედი.-უთხრა იმ წუთის ოთახში შემოსულმა ნანამ. -რაა?არა და რამდენი ხანი აგროვებდი ძმაო ფულს.-დანანებით ჩაილაპარაკა შოთიკომ და მანაც მოიწყინა.მისი სიტყვები ისე მოხვდა თათულის გულზე რომ ერჩივნა მიწა გასკდომოდა.თვითონ ალეკო კი ხმას არ იღებდა და არც იყურებოდა გოგოსკენ. -ეგ არაფერი ახალს იყიდის.-სიტუაციის გამოსწორება სცადა ზურამ,რომელმაც იცოდა გიტარის ამბავი.-იქამდე კი ძველით დაგვიკრას.-შეაგულიანა მეგობარი და გიტარა ხელში შეაჩეჩა.ამის მერე დამტვრეულ გიტარაზე ხმა აღარავის აღარ ამოუღია.ალეკომ სიმებს ხელი ჩამოჰკრა და სასიამოვნო მელოდია გაისმა,მაშინვე მოიცვა მთელი ოთახი და იქ მჯდომთა გულები სიამოვნების გრძნობით აავსო. რაღაც საოცრად მღეროდა,მთელი გრძნობით და ემოციით.მეგობრები გრძნობდნენ მის აღლვებას და ასეთი გრძნობით ნამღერს და სიამოვნების ტალღები ულიდათ თანში.თათული კი განაბული უსმენდა მისი ბაგეებიდან ამოსულ ბგერებს რომელიც სხვა სამყაროში ამოგზაურებდა.ეს იყო აღფრთოვანება და სიამოვნება ერთად.მისი ლამაზი ბაგეები ისე საამოდ მღეროდნენ რომ სხეულში სითბო ეღვრებოდა გოგოს.როდესაც ვაჟმა თავისი შავი თვალები მიანათა, მაშინ ყველაფერი ირგვივ დატრიალდა და მის მზერაში ჩაიძირა,ისე ღრმად რომ ვერც კი გააცნობიერა როგორ თამამად და უტიფრად უყურებდა ვაჟს თვალებში,არც ის აცილებდა მზერას და მთელი გრძნობით სიმღერას განაგრძობდა.ყველა ჩუმდა იყო, თითქოს მათ ირგვლივ სიცარიელე და სიმარტოვე სუფევდა,არსებობდნენ მხოლოდ ისინი და მათი თვალები.რომლებიც ამოუცნობ გრძნობას უზიარებდნენ ერთმანეთს და ტკბებოდნენ მათ მზერაში აღმოჩენილი გრძნობით.სიმღერა დაასრულა ალეკომ და ყველამ ტაში დაუკრა.თათული მაშინვე მოეგო გონს,მზერა მოაცილა ვაჟს და აწითლებული ყოყები ხელებში დამალა.ალეკოს მის ბავშვურ ქცევაზე კიდევ ერთხელ გაეღიმა და გიტარა გვერდით დაიდო.ქეიფი ისევ გრძელდებოდა,მაგრამ გოგოს ვაჟისკენ აღარც გაუხედავს.ცოტა ხანში წამოდგა, ყველას დაემშვიდობა და კარებისკენ წავიდა როდესაც შოთიკოს ნათქვამი მოესმა. -ალეკო გააცილე რა სტუმარი. უკან არც მოუხედავ ისე გააგრძელა გზა,ნაბიჯების ხმა მალევე მოესმა.მიხვდა ვინც იქნებოდა მაგრამ არ შეჩერებულა.უკვე სადარბაზოში იყო გასული,როდესაც ძლიერმა ხელმა უკან შემოატრიალა და ზედ აიკრა.უყურებდა თვალებში და ვერ აზროვნებდა.მოქმედების ძალა საერთოდ წაერთვა,ასე გაშეშებული და ნახევრად ჩახუტებული ალეკოს მკლავებში მომწყვდეული ვერც კი ინძრეოდა.ვაჟმა ნელა წაიღო ხელი მისი ჭრილობისკენ. -ძალიან გტკივა?-და მაშინვე ყურტან უჩურჩულა.იმდენად ახლოს რომ ლამის მის კანაცშეეხო ვაჟის ტუჩები. -არც ისე.-დაჰიპნოზებულივით უპასუხა ვაჟის ქცევით გაკვირვებულმა თათულიმ. -შეიძლება გაკოცო?-იმდენად მომთხოვნი და მოულოდნელი იყო ვაჟის ეს კითხვა რომ გოგოს თვალები გაუფართოვდა მაგრამ მისგან განთავისუფლება არც კი უცდია.-შუბლზე.-მისი მზერის დანახვისას ალეკოს გაეცინა. თათულის არც არაფერი უთქვამს,ვაჟის ასეთი მოულოდნელი ქცევით ძალიან გაკვირვებული იყო, სუფრასთან ზედაც არ უყურებდა და ეხლა იმდენად თბილად და ტკბილად ესაუბრებოდა რომ გააბრუა მისმა ნათქვამმა ყველა სიტყვამ. ვაჟი ნელა დაიხარა თათულის შუბლისკენ და იმდენად ფრთხილად აკოცა,რომ არა სველი ტუჩების კვალი მის კანზე ვერც კი მიხვდებოდა რომ ეს კოცნა იყო.ისეთი სასიამოვნო იყო მისი ბაგეების შეხება მთელი ტანი დაეხორკლა.აეწვა ნაკოცნი ადგილი და პულსი აუჩქარდა.ვაჟმა იგრძნო ქალის რეაქცია და ესიამოვნა.ამან უფრო მეტი სითამამე შეჰმატა,ნელა დაუყვა სახეს ისე რომტუჩები არც კი შეუხია მისი კანისთვის, მხოლოდ მისი ცხელი სუნთქვა ეფრქვეოდა სახეზე.ნელა მიუახლოვდა ლოყას და აქც ნაზად აკოცა,ისევ დაუყვა ქვემოთ,თათული კი გარინდული იდგა და ადგილიდან ვერ იძვროდა.თითქოს დალურსმული ყოფილიყო იმ ადგილას. ალეკო უკვე ტუჩებს მიუახლოვდა,ეხლა უფრო მაგრად გრძნობდა ქალის აჩქარებულ გულის ცემას და მაჯაზე პულს რომელზეც ხელი ეკიდა და ეს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.გოგონას თვალები გაეხილა და მის თითოეულ მოქმედებას თვალს ადევნებდა.ვაჟმა ოდნავ გადაწია თავი და გოგონას ტუჩის კუთხეში ნაზად აკოცა, სადაც ისევ სველი კოცნის კვალი დაუტოვა.შემდეგ ხელი გაუშვა და დაუძახა. -თათული არ მოდიხარ?-მხიარული ჩანდა ალეკო,საკმაოდ მხიარული,რამაც ჩვენი გოგო გააბრაზე,ამდენის უფლება არ უნდა მიეცა,მაგრამ თავს ვერ მოერია.არაუშავს ამის მერე აღარ მიუშვებდა ასე ახლოს.არაფერი არ უთქვამს ისე მიჰყვა გოგონა უკან.სახლის კართან შეჩერდა,გასაღები გადაატრიალა და ვაჟს დაემშვიდობა. -ნახვამდის ალეკო.-გოგოს ბაგეებიდან წარმოთქმული მისი სახელი რაღაცნაირად ესიამოვნა ვაჟს და გაეღიმა. -ნახვამდის თათული.-მანაც თბილად წარმოსთქვა გოგონას სახელი და კიბეებზე ავიდა. -მაპატიე ალეკო.-კიბეებზე მიმავალ ვაჟს დაადევნა სიტყვა თათომ. -რა უნდა გაპატიო?-მისმა სიტყვებმა დაბნია ვაჟი. -გიტარა რომ გაგიტეხე.-მორიდებით უთხრა გოგომ და თავი დახარა. -არაუშავს,მე შუბლი გაგიტეხე,ამიტომ ერთმანეთთან ვალში არ ვართ და არაა საჭირო პატიების თხოვნა.-ისევ გაუღიმა ვაჟმა და კიბეები სირბილით აირბინა. თათული დაქანცული შევიდა ოთახში,საწოლზე მოწყვეტით დაეცა და ალეკოზე ფიქრი აეკვიტა.ძალიან იზიდავდა ეს ბიჭი და სიამოვნებდა მასთან სიახლოვე. არ გავდა მის თავხედ კურსელებს რომლებმაც მხოლოდ არშიყი იცოდნენ,მასთან სულ სხვანაირად გრძნობდა თავს.თითქოს ღრუბლებში დაფრინავდა.დიდხან შემოდიოდა მაღლიდან მის ოთახში სიმღერის ჰანგები და ყველა სიმღერაზე სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა ტანში. ალეკოზე ფიქრებში ისე ჩაეძინა,ვერც კი მიხვდა დედა როდის მოვიდა სახლში. სახლში დაბრუნებულ ალეკოს დედა მომღიმარი სახით დახვდა.უსიტყვოდ ხვდებოდა ვაჟი დედის სიხარულსა და ტკივილს,ეხლაც უსიტყვოდ გაუგო,მხოლოდ გულში მაგრად ჩაიკრა და ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა. -მგონი მიყვარს დეე..-ეს იყო ქალისთვის უდიდესი ბედნიერება,ასეთ გახარებულ შვილს რომ ხედავდა გული საგულეში აღარ ეტეოდა და სახეს უკოცნიდა. სიხარულის ცრემლები დაედინა დედას ლოყუბზე,ალეკომ კოცნით ამოუშრო და გულში კიდევ ერთხელ ჩაიკრა საყვარელი დედა. მხიარული დაბრუნდა სუფრასთან და ყველა ხვდებოდა მისი სიხარულის ამბავს,ამიტომ კითხვით არავის არაფერი უკითხავს. ასე გადიოდა დღეები,ალეკო სასწავლებელში დადიოდა შემდეგ მეცადინეობდა, გვიან ღამით კი მუშაობდა.რამდენჯერ უსაყვედურეს მშობლებმა რომ სამსახურისთვის თავი დაენებებინა მაგრამ არა და არა,ვერაფრით ვერ გადააფიქრებინეს.შოთიკო უკვე მუშაობდა და მთელი დღე სახლიდან გასული იყო, მშობლებს მისი დარდი არ ჰქონდათ,მშვენიერი სამსახური და გარემო ჰქონდა უფროს ვაჟს მაგრამ უმცროსზე ძალიან დარდობდნენ.თითქოს ალეკო თავისი მუშაობით იმ ამაგის ფას უხდიდა მშობლებს რაც მის მიმართ ამდენი წლის მანძილზე გასწიეს,მაგრამ მათ ის უანგაროდ უყვარდათ.არცერთს არასოდეს არ გაურჩევიატ შოთიკოსგან და ამას ყოველთვის გრძნობდა მაგრამ რა ექნა ასეთი იყო და ვერ შეიცვლებოდა.რამდენიმე დღე იყო მისი დატვირთული გრაფიკის გამო თათული არ ენახა და ჟანგბადის უკმარისობას გრძნობდა.ეკლდა მის გულს და თვალებს.ენატრებოდა თან სიგიჟემდე ენატრებდა,მისი ნახვა და გულში ჩაკვრა უნდოდა.ამ საღამოსაც დაამთავრა მეცადინეობა,ცოტა წაიხემსა და სამსახურისკენ გასწია.იმდენად იყო უკვე ამ არეულ გრაფიკს მიჩვეული რომ ძილი საერთოდ არ ეკარებოდა მის თვალებს. თათული დადიოდა ვარჯიშებზე მხოლოდ,უნივერსიტეტიდან ჯერ ისევ ისვენებდა,რემონტი მიდიოდა და ერთი თვე დასვენება გამოუხადეს სტუდენტებს ისიც ტკბებოდა ამ დასვენებით.ქრისტო ისევ არ ჩამოსულა ბაკურიანიდან.მთელ დღეებს საცურაო აუზზე ატარებდა და მის თამაშს უფრო და უფრო ხვეწდა. რამდენიმე დღე ალეკო არ უნახავს.უკვირდა ასე უცბად სად უნდა გამქრალიყო. ვერც ვერავის ეკითხებოდა არ უნდოდა ვინმე დაეეჭვებინა თავის გრძნობებში, ამიტომ სრულ გაურკვევლობაში მიდიოდა დღეები.მაგრამ ყველაზე გააოცარი ის იყო რომ კოველ დილით სახლიდან გასვლისას კარებში თეთრი ვარდები ხვდებოდა,არ იცოდა ვისგან იყო მაგრამ სიამოვნებით იღებდა ვარდს ხელში, კიბეებს სიხარულით ჩაირბენდა.თითქოს ტრადიციად ექცა ყოვეკ დილით კარებთან დახვედრილი თეთრივარდები.ერთ დღეს უკვე საღამო იყო, გუნდის წევრებმა საცეკვაოდ წასვლა რომ გადაწყვიტეს და თათულიც აიყოლიეს. მას ისევ სპორულად ეცვა,ჯინსის შარვალი,სპორტული ბატინკები და უბრალოდ თხელი ზედატანი,კურტკა მოიცვა და გოგოებს უკან გაჰყვა.მის მანქანაში ოთხნი ჩაჯდნენ,დნარჩენებიც გადანაწილდნენ.ყველაზე ახლომდებარე კლუბისკენ წავიდნენ. შესვლისთანავე მიიქციეს ვაჟების ყურადღება.ნავარჯიშები და ლამაზი ტანის დანახვისას ყველას ყბები ჩამოუვარდათ,თან ამდენი ლამაზი გოგო ერთად არ იყო ურიგო საცქერი.მათ კი ყველას ერთად ეშმაკური ღიმილი აეკრათ სახეზე და ისე უახლოვდებოდნენ ბარს.სადაც მონდომებით ამზადებდა ბარმენი რაღაცას. ყველამ ადგილბი დაინაწილეს და ქეთი ბარმენს მიუბრუნდა. -რასაც აკეთებ ეგ დაგვისხი ყველას.-გოგოებიც და ბარმენიც საკმაოდ გაოცებული დარჩნენ ქეთის ნათქვამით. -კი მაგრამ...ეს ხომ.. უბრალოდ..-ენა დაება ბარმენს. -არაუშავს,მივხვდი რომ შენი გამოგონილია ამიტომ პირველები ჩვენ გავსინჯავთ.- მხიარულად უთხრა გოგომ და ბიჭს ისე ლამაზად გაუღიმა ბარმენმა ვეღარაფერი უთხრა.ყველას სათითაოდ ჩამოუსხა თავისი გაკეთებული კოქტეული და მათ სახეებს სათითაოდ აკვიდებოდა.ყველას სახეზე ეწერა რომ მოეწონათ. -ძალიან გემრიელია.რა ჰქვია?-იკითხა თათულიმ. -არ ვიცი,ჯერ არავის დაულევია ამიტომ არც სახელი მომიფიქრებია.-ისევ დაბნეული იყო ბარმენი. -ჩვენ ხომ დავლიეთ,ხოდა ძალიან მოვეწონა.ამიტომ ეხლა სახელიც უნდა დაარქვა.- კეკლუცად უთხრა ქეთიმ. -თქვენი სახელი?-უცებ ჰკითხა ბარმენმა და დასერიოზელდა. -ქეთი.-გაეღიმა ქალს ბიჭის სახის დანახვისას. -მაშინ გადაწყვეტილია ქეთი ერქმევა ჩემს ახალ კოქტეილს.-იმდენად სერიოზულად წარმოსთქვა ვაჟმა რომ ქეთის ლამის კოქტეილი გადასცდა სასულეში.ყველას გაეცინა მაგრამ ბარმენმა ნამდვიდად ასე გადაწყვიტა და ახალ კოქტეილს ქეთი დაარქვა.გოგოები საკმაოდ გამხიარულებულები წავიდნენ საცეკვაო მოედნისკენ.ნახევრად ჩაბნელებულ ბარში ყველა თავისთვის ერთობოდა. თათულიც კარგად ერთობოდა.ტანს ნელა არხევდა და მელოდიას ნაზად ჰყვებოდა, როდესაც წელზე ხელის შემოხვევა იგრძნო,არ შეშინებია,თითქოს იცოდა კიდეც ვინც იქნებოდა.ყელთან მისი ხშირი სუნთქვა მოესმა და კანი დაეხორკლა,ვაჟი არ ჩქარობდა მასთან ერთად ირხეოდა და მელოდიას ტანს აყოლებდა.თათულის იმდენად სიამოვნებდა მისი სიახლოვე რომ არც შემობრუნებულა.მისი სველი ტუჩები ყელზე იგრძნო და გააჟრჟოლა,სიამოვნების ტალღამ დაუარა მთელს სხეულში და ყველა კუთხე-კუნჭულს მოედო.ნელა შემოაბრუნა ვაჟმა გოგო თავისკენ და თვალებში ჩახედა.სიამოვნებდა მისი დაბნეული თვალების ცქერა, მასში სამუდამოდ იკარგებოდა და ახალ ლაბირინთებში ცდილობდა გზის გაკვალვას.თათული კი მის მკლავებში კომფორტულად გრძნობდა თავს,მისი შავი თვალები ატყვევებდნენ,სიყვარული და ბედნიერება მოიცავდა მის სხეულს,გულს გონებას და ყველფერს ერთად უსასრულობისკენ მიჰყავდა.ალეკომ უფრო მჭიდროს აიკრო ქალის სხეული თავისაზე და მის ბაგეებს ნაზად დაეკონა.ეს კოცნა იყო აღმაფრენის მომენტი.მათი ბაგეები ისე ლამაზად და ნაზად შეერწყა ერთმანეთს რომ სიამოვნების მეტს რაფერს განიცდიდნენ.თათოც აჰყვა ვაჟს კოცნაში,ეს ხომ მისთვის ნანატრი კოცნა იყო რომელიც მის სიყვარულს ეკუთვნოდა.ხო სიყვარულს თათულის უკვეთავდავიწყებით უყვარდა ვაჟი და ეს კოცნა მათი სიყვარულის დასაწყისი იყო.კოცნიდნენ ერთმანეთს და ამ კოცნაში იმდენი სინაზე,სიყვარული და სიფაქიზე იყო რომ ალბათ გოგო მალე გონებას დაკარგავდა.ვაჟის ხელები სხეულზე დაცოცავდა და ყველა შენახებ ადგილს უწვავდა. -მიყვარხარ.-თათულის ტუჩებს ტუჩები მოაშორა ვაჟმა და ისე ჩასჩურჩულა ყურში. ეს იმდენად მოულოდნელი იყო გოგოსთვის რომ დაიბნა,ხმა ვერ ამოიღო.კოცნას თითქოს ქვეცნობიერად ელოდა კიდეც მაგრამ ამ ერთ სიტყვას ჯერ არა.ამიტომ გაჩუმდა. -არაფერს მეტყვი.-ისეთი სევდიანი ხმა ჰქონდა ალეკოს რომ გოგო დაიბნა. -არ ვიცი რა ვთქვა.-რასაც ფიქრობდა ის თქვა ხმამაღლაც.ეწყინა გოგოს სიტყვები მაგრამ არ შეიჩნია.თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა. -ის რასაც გრძნობ.-ისე უთხრა ვაჟმა რომ მისი სევდა არ დაანახა. -არ ვიცი,ეს რა გრძნობაა,ასეთი არაფერი განმიცდი,მაგრამ ერთი კი ვიცი რომ შენს გარეშე არ შემიძლია და ამას თუ სიყვარული ჰქვია მაშინ მიყვარხარ.-ყველაფერი ერთმანეთს მიაყარა და ვაჟს თვალებში მიაშტერდა.ალეკო იმდენად გააოგნა გოგოს სიტყვებმა,თავიდან ძალიან ეწყინა მისი ნათქვამი მაგრამ ეხლა?ეხლა ყველაზე ბედნიერი კაცი იყო ქვეყანაზე,მას ჰყავდა საყვარელი ქალი გვერდით და აღმერთებდა.მაშინვე ორივე ხელი მოჰხვია წელზე,მაღლა ასწია დააბზრიალა და ხმამაღლა იყვირა. -მიყვარხარ თათული, მიყვარხაააააააააააარ.-ვინც კი მათ გვერძე იყო ყველამ გაიგონა ვაჟის ყვირილი და ყველას სიხარულის ღიმილი გამოესახათ სახეზე. თათული იმდენად გახარებული იყო ამ ყველაფრით რომ თავი სიზმარში ეგონა. ალეკოსთვის ხელები მჭიდროდ შემოეხვია ყელზე და სახეს უკოცნიდა.მისი ამბავი გოგოებსაც ძალიან გაუხარდათ.ვაჟმა გოგო ძირს ჩამოსვა ხელი მოჰკიდა და ბარისკენ წაიყვანა. -დათო ძმურად,დღეს შემცვალე და სხვა დროს ჩემზე იყოს.-მიუბრუნდა ბართან მდგარ ბარმენს და სთხოვა. -არაა ძმაო პრობლემა.წადი გაერთე.-დასთანხმდა დათო,თან გაღიმებულმა მოავლო თვალი სახე გაბრწყინებულ წყვილს. -ძმა ხარ.-მხარზე ხელი დაარტყა ალეკომ და იქაურობას თათულისთან ერთად გაეცალა. გარეთ გამოსულებს ცივი ჰაერი საკმაოდ ესიამოვნათ.გეზი ალეკოს მანქანისკენ აიღეს და კომფორტულად მოთავსდნენ.გზაში არცერთს ხმა არ ამოუღიათ მხოლოდ დრო და დრო გადახედავდნენ ერთმანეთს და ღიმილი უპობდათ ბაგეს. მანქანამ ნარიყალისკენ აუხვია და მის ეზოსთან გააჩერა.ალეკომ ხელი მოჰკიდა გულში ჩაიკრა და ისე წაიყვანა გოგონა ეკლესიის ეზოსკენ.პირჯვარი გადაიწერეს და ყველაზე მაღალი ნანგრევისკენ იწყეს სვლა.იმდენად გახარებული და ბედნიერი იყო ორივე რომ მათ სიხარულის განათებული ქალაქიც კი გძნობდა.ისეთი სილამაზე იყო აქეთან ყურებისას გული სიყვარულით ევსებოდათ.ერთმანეთზე მიკრული ორი სხეული სიყვარულს უზიარებდნენ მთელს ქალაქს. -მიყვარხარ თათული და მინდა სამუდამოდ ჩემთან იყო.-გულში ჩაიკრა გოგო ვაჟმა და სახე დაუკოცნა. -მეც,მეც,მეც სიგიჟემდე მიყვარხარ.-ბუთბუთებდა თათული და ალეკოს ტუჩებს თავისას ახვედრებდა. -არ ვიცი როდის ან როგორ შემოიჭერი ჩემს გულში მაგრამ ის კი ვიცი რომ დანახვის წამიდან ამიჩქარე გულის ცემა,ღამე ძილი წამართვა შენზე ფიქრებმა და დღე ამირია.მხოლოდ შენი სახე მედგა მუდამ თვალწინ და შენი თვალები მენატრებოდა.შენ არ იცი რამდენჯერ მინატრია ამ ტუჩებზე შეხება და კოცნა,შენ არ იცი რამდენჯერ წარმომიდგენია შენთვის ახსნილი სიყვარული,აი ეხლა კი ამ წმინდა ადგილზე ვდგევარ და სამუდამო სიყვარულს შემოგფიცებ ჩემო ერთადერთო და ჩემო სიყვარულო.-მართლა ბევრჯერ ჰქონდა ბიჭს წარმმოდგენილი ეს მომენტი მაგრამ ასეთი სასიამოვნო და ლამაზი თი იქნებოდა ამას ვერ წარმოიდგენდა.თათული ჩუმად უსმენდა მის თითოეულ სიტყვას და გონებაში იბჭდავდა. -ამ წმინდა ადგილას მინდა რომ მეც შემოგფიცო სამუდამო სიყვარული, ჩემო ლამააზო ახდენილო ოცნებავ და ჩემო სიყვარულო.მიყვარხარ ალეკო და მინდა მუდამ ჩემთან იყო,მთელი ცხოვრების მანძილზე.-ეს თქვა და ვაჟის ბაგეებს ეხლა თვითონ დაეპატრონა.ეს კოცნა არ ჰგავდა პირველ კოცნას,ეს იყო გრძნობების და ემოციების აფეთქება,ეს იყო ორი ერთმანეთზე უსაძღვროდ შეყვარებული ადამიანის კოცნა,რომლებსაც მთელი თავიანთი გრძნობები გააშიშვლეს და სააშკარაოზე კოცნიტთ გამოიტანეს.კოცნიდნენ ვნებით და კრძალვით.ყველა გრძნობის აფეთქება მოხდა მათ სხეულებში.ბედნიერებით ავსილები ერთმანეთს ეკვროდნენ და სამყარო თავიანთი ეგონათ. ასე გადიოდა რამდენიმე თვე.ყველამ გაიგო მათი ამბავი,ყველა ზეიმობდა და უხაროდა.ნანა და მაია ხომ საერთოდ სიხარულით დაფრინავდნენ.ოჯახები უფრო მეტად დაახლოვდნენ.ალეკოს მეგობრები გახარებულები იყვნენ მეგობრის ბედნიერებით და ყველაფერში გვერდით ედგნენ.შოთიკოს ძალიან მოსწონდა თათული სარძლოდ და ამას არც მალავდა არასოდეს.კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან.წყალბურთის შეჯიბრი მალე გაიმართა და თათულის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.ალეკო ესწრებოდა ამ გამარჯვებას და ბედნიერი იყო თავისი შეყვარებულით.მაგრამ ამ შეჯიბრზე თათულიმ ტრამვა მიიღო.ბიჭს ძალიან შეეშინდა მაგრამ როცა თატულიმ თამაში ბოლომდე დაასრულა ყველანაირი გართულების გარეშე გულზე მოეშვა.ყველა ამაყობდა გოგოს შესაძლებლობებით და უხაროდათ მისი წარმატება.ძმა ტელევიზორიდან ადევნებდა თვალს და სიამაყით ივსებოდა როდესაც მისი დის სახელს გამოაცხადებდნენ.ალეკოზე და თათულიზე ყველაფერი იცოდა მაიასგან,ამით უფრო ბედნიერი იყო.ერთმანეთს ყოველ დღე ნახულობდნენ მაგრამ თათულის ყოველ დღეს გამოსვლისას კარებში თეთრი ვარდები ხვდებოდა,იცოდა ის რომ ალეკოსგან იყო და გული სიხარულით ევსებოდა,მთელი დღე გაბრწყინებული სახით დადიოდა.შეჯიბრიდან უკვე სამი თვე იყო გასული თათული ვარჯიშის შემდეგ საშხაპეში იყო და შხაპს იღებდა.უცებ სისუსტე იგრძნო და გარეთ გამოსვლა ძლივს მოასწრო რომ იქვე უგონოდ დაეცა.ხმაურზე გოგონებიც მაშინვე გამოცვივდნენ,გულწასულ თათულის მივარდნენ და მოსულიერება დაუწყეს,გონს რომ ვერ მოიყვანეს.აბანოს ტილო ტანზე შემოახვიეს და მწვრთნელს დაუძახეს. მაშინვე საავადმყოფოში გააქანეს.ექიმმა ანალიზები აუღო და დარჩენა შესთავზა, მაგრამ გოგო გაჯიუტდა ამიტომ სახლში იმ პირობით გაუშვეს რომ მეორე დღეს ანალიზების პასუხს მოაკითხავდა.ისე მივიდა სახლში თათული რომ ალეკოსთვის არც დაურეკია და არც უნახია.მაშინვე საწოლზე დაწვა და დაეძინა.დილით ადრე ადგა და საავადმყოფოში წავიდა.ძალიან ნერვიულოდა პასუხების მოლოდინში.ამ ბოლო დროს ატყობდა საკუთარ თავს რომ ვერ იყო კარგად,აღარც ჭამდა და არც ხალისი ჰქონდა ისეთი როგორ ადრე,მუდმივ დაღლილობას გრძნობდა,მაგრამ ამას ყურადღებას არ ანიჭებდა.ექიმმა კაბინეტში შეიყვანა და სკამზე მიუთითა რომ დამჯდარიყო. -რა პასუხებია ექიმო?-ჰკითხა ანერვიულებულმა გოგომ და თითებს დაუწყო წვალება. -პასუხები საკმაოდ არასასიამოვნოა,მაგრამ მკურნალობა შეგვიძლია.-პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ახალგაზრდა ექიმმა. -პირდაპირ მითხარით რა მჭირს.-კატეგორიული გაუხდა ხმა თათულის. -თქვენ ლეიკემია გაქვთ.-უთხრა ექიმმა სევდიანად. -ლეიკემია.-თვითონაც გაიმეორა ეს სიტყვა რომელიც ექოსავით ჩაესმოდა ყურებში. -არ ინერვიულოთ მკურნალობის დანიშვნა შეგვიძლია.-დაამშვიდა კაცმა. -რამდენია გადარჩენის შანსი?-ისე ჰკითხა ექიმს რომ მისი სიტყვები არად ჩაგდო. -40 პროცენტი. -მადლობა ექიმო.-ფეხზე ადგა თათული და კარისკენ წავიდა არეული ნაბიჯებით. თითოეული გადადგმული ნაბიჯი ალეკოსთან ასორებდა,,თითოეული წუთი,საათი თუ ახალი დღე,მის სიყვარულთან აშორებდა და ეს კლავდა,ანადგურებდა. -თქვენ შეგიძლიათ იბრძოლოთ.-კარებთან დაწეული ექიმის სიტყვები არც კი გაუგონია ისე დატოვა კაბინეტი.მიდიოდა მაგრამ არ იცოდა სად.ან როგორ უნდა ეთქვა ეს ყველაფერი მაიასთვის,ალეკოსთვის,ანდრეასთვის.ფიქრბსი გართული მანქანაში ჩაჯდა,საჭეს თავი დაადო და ცრემლებს გზა გაუხსნა.მის თვალწინ ჩაირბინა ყველა იმ ლამაზმა დღემ და მომენტმა რაც კი ალეკოსთან ერთად გაუტარებია და უფრო ცხარე ცრემლით ატირდა.ტიროდა წარსულის მოგონებებზე და არარსებულ მომავალზე.თავი ასწია,ცრემლები შეიმშრალა და მანქანა დაქოქა. სახლში უნდა წასულიყო,თორემ ყველა ინერვიულებდა,თან ტელეფონიც დამჯდარი ჰქონდა და ვერავინ დაუკავშირდებოდა.კიბეებზე ადიოდა უკნიდან ჩახუტება რომ იგრძნო,ცოტა დააკლდა და არ ატირდა,ცრემლები თვალის კუთხეებში თითებით შეაჩერა და მხიარული სახე მიიღო. -გუშინ სად იყავი თათო?-ჰკითხა ვაჟმა. -ჯერ ვარჯიშზე და მერე სახლში.-უდარდელად უპასუხა გოგომ,შემობრუნდა და ყელზე მოეხვია.ისე მაგრად უჭერდა ხელებს რომ ლამის იყო მოემტვრია. -რა გჭირს თათო?-მისი ქცევით გაკვირვებული ალეკოს მაგრად ეხუტებოდა. -არაფერი,უბრალოდ ძალიან მომენატრე.-და კიდევ შეაჩერა ცრემლები თვალებზე. -მეც მომენატრე ჩემო გოგო.-ვაჟმა ბაგეები ხარბად დაუკოცნა და თვალებში ჩახედა.-რაღაც სევდიანი მეჩვენები,მოხდა რამე?-დაეჭვდა ალეკო მაშინვე. -რა უნდა მომხდარიყო.მშვენიერ ხასიათზე ვარ.-და ამის დასამტკიცებლად ვაჟს კიდევ ერთხელ გაურიმა.არ ესიამოვნა ეს ნაძალადევი ღიმილი ბიჭს მაგრამ არაფერი უთქვამს.ატყობდა გოგო რომ ამის ხასიათზე არ იყო,ამიტომ მოცდა ამჯობინა. -წავიდეთ დღეს სადმე?თავისუფალი ვარ მთელი დღე.-შესთავაზა ვაჟმა. -დღეს არა რა,ცოტა დაღლილი ვარ სხვა დროს იყო.არ გეწყინოს კარგი?-არ უნდოდა ცუდად გამოსვლოდა მაგრამ დღეს ნამდვილად არ იყო გართობის ხასიათზე. -კარგი არაუშავს.აბა რა უნდა გააკეთო მთელი დღე?-ჩაეკითხა ალეკო,რადგან ნამდვილად გრძნობდა მის უხასიათობას,მის განწყობას და ხვდებოდა რომ დახმარება სჭირდებოდა,მაგრამ გოგო ყველანაირ გზას უღობავდა. -უბრალოდ წამოვწვები და დავისვენებ.-ეს უთხრა თათულიმ და კიბეებზე განაგრძო ასვლა.ვაჟიც უკან მიჰყვა და კარებთან გოგოსთან ერთად გაჩერდა. -მეც შენთან ერთად დავისვენებ.-შესძახა მხიარულად და ღია კარში პირველი თვითონ შევიდა. -წადი თუ გინდა და მეგობრებში გაერთე.-არ უნდოდა თათულის დღეს ვინმე მის გვერდით ყოფილიყო,ეს ყველაფერი უნდა გადაეხარშა და გაეანალიზებინა,ფიქრში და გადაწყვეტილების მიღებაში ალეკო ხელს შეუშლიდა. -შენზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არავინაა.-მაშინვე გოგოს ბაგეებს მისწვდა და გემრიელად დაუკოცნა.ამ წუთებში ვერაფერს გრძნობდა და არაფერზე ფიქრობდა თათული,მხოლოდ ალეკოს კოცნა და შეხება იყო.იცოდა დედამისი დღეს სახლში არ მივიდოდა.მეგობარი ჩამოსდიოდა ამერიკიდან და უნდა დახვედროდა სამსახურის მერე,ამიტომ ეს დღე სრულიად მას ეკუთვნოდა.არც უფიქრია და არც გაუანალიზებია რა მოჰყვებოდა მის ქმედებას,უბრალოდ ცხოვრობდა იმ დღით და იმ წუთით რაც მას ყველაზე მეტად აბედნიერებდა.არავინ იცოდა დადგებოდა თუ არა ასეთი მომენტი კიდევ მის ცხოვრებაში,ამიტომ ღმერთის ნაჩუქარი წამები ხელიდან არ უნდა გაეშვა არავითარ შემთხვევაში.ორივე ხელი ალეკოს კისერზე შემოჰხვია და კოცნასი აჰყვა,იმდენად ვნებიანად და გამაგიჟებლად კოცნიდა რომ ვაჟი მის ტუჩებს ვეღარ წყდებოდა. -თათული მაგიჟებ.-მხოლოდ ეს ჩასჩურჩულა ვნება არეულმა ყურში და მისი კოცნა განაგრძო. -მეც ეგ მინდა.-არააკლები ვნება არეული ხმა ჰქონდა თათულისაც.რომელიც აშკარა იყო იწვევდა ვაჟს. თათულიმ კურთუკი და ფეხზე გაიხადა,ალეკოსაც გააძრო ქურთუკი და შემოსასვლელში მიყარა ყველაფერი.ხელზე შემოხვია ხელები და ისევ ალერსში ჩაითრია ვაჟი.აბრუებდა მისი კანის სურნელი.მისი სხეულის შეხება და კოცნა თავგზას უბნევდნენ.ამით ძალიან კმაყოფილი იყო გოგო,უნდოდა დღეს მისი გამხდარიყო,უნდოდა სამუდამოდ მისი რქმეოდა და ამას გააკეთებდა კიდეც.დღეს მისი სიყვარულის ამოფეთქვის დღე იყო,რომელიც სამუდამოდ დაამახსოვრდებოდა მის გონებასა და გულს. -იქნებ შევჩერდეთ.-როგორც კი გოგოს ბაგეებს მოწყდა მაშინვე გააჭღერა საკუთარი ფიქრები ვაჟმა.მიხვდა რომ გოგო მისგან მეტს ელოდა მაგრამ ამ ყველაფრის დაჩქარება თვითონვე არ უნდოდა. -შენთან მინდა.-იმდენად ვნებიანი ხმა ჰქონდა თათულის რომ ვაჟს ლამის გონება აერია. -დარწმუნებული ხარ?იქნებ ვჩქარობთ და ჯერ ამის დრო არ არის?-ყოყმანი ეტყობოდა ხმაში ალეკოს. -მე მზად ვარ.-მხოლოდ ეს უთხრა გოგომ და ბაგეებს ისევ თავიდან დაეპატრონა. იცოდა რომ ეხლა თუ ვაჟის სიტყვებს აჰყვებოდა ამას ვეღარასოდეს გააკეთებდა, გრძნობდა რომ ეს მომენტი აღარასოდეს დადგებოდა მეორედ ამიტომ მის სიტყვას ყური არ უგდო და ინიციაატივა ისევ საკუთარ თავზე აიღო. ვაჟიც დანებდა. ბოლომდე მიუშვა გრძნობებს აღვირი და მთლიანად გადაეშვა სიამოვნების მორევში.თათული ხელში აიყვანა და საძინებლის კარი შეაღო. საწოლის წინ დააყენა და კოცნა განაგრძო.ხელები ფრძხილად შეუცურა მაისურის ქვეშ,ესიამოვნა მის ცივ ხელებს ცხელი კანის შეხება.გოგონას კი სიამოვნებისგან გააცია.ვაჟი მელა დაუყვა ბაგეებიდან ამაყად მომზირალ ყელს და ეხლა იქ დაუტოვა ცხელი ტუჩების კვალი. გოგონა მხოლოდ სიამოვნების ხმებს გამოსცემდა და მთლიანად მინდობოდა ვაჟს, რომლის ალერსიც საოცარ ბურუსში ხვევდა.მაისური ნელა გადააძრო და იატაკზე უდიერად მოისროლა.ზემოდან დაჰყურებდა მის ამობურცულ მკერდს,რომელიც ჯერ ისევ ხელშეუხებელი იყო,რომელიც ჯერ არ წაებილწა მამაკაცის უხეშ ხელებს და სიამოვნებისგან ტანში აციებდა.გრძნობდა რომ ასეთი სასიამოვნო მომენტი მის ცხოვრებაში თათულისთან ერთად კიდევ ბევრი იქნებოდა.კიდევ ბევრ დღეს და ღამეს ბედნიერებით გაჭღენთილს აჩუქებდა თავის სიყვარულს.ჩამოშვებული ხელები ნელა აამოძრავა და გოგონას მკერდზე მიუჩინა ადგილი.ნელა და ნაზად ეხებოდა მის მკერდს,ცხელი კოცნის კვალს უტოვებდა და ესმოდა თათულის სიამოვნების ამოძახილები,არ ჩქარობდა უნდოდა ეს ყველაფერი იმდენად ნაზად და ორიგინალურად გაეკეთებინა რომ გოგოს სამუდამოდ დამახსოვრებოდა.კოცნით მუცლისკენ გადაიაცვლა და იგრძნო მისი დახორკლილი კანი ტუჩების შეხებისას,შარვლის ღილი გახსნა და ფეხებზე ჩააცურა.ისიც სადღაც მოისროლა,როცა მიხვდა მის წინაშე მხოლოდ საცვლების ამარა იდგა თათული სიამოვნებით აათვალიერა უზადო სხეული.ხელი წელზე შემოხვია და საწოლზე ნაზად გადააწვინა,თვითონ ზემოდან მოექცა და თვალებში ჩახედა,იქ მხოლოდ ვნება და სიყვარული იკითხებოდა.სხვა დანარჩენი მეორე ხარისხოვანი იყო.თათულიმ როგორც იქნა ხელები აამოძრავა და ალეკოს სვიტერის ქვეშ შეუცურა,ესიამოვნა მის კანზე შეხება.მანაც მაშინვე გადააძრო სვიტერი და კანის სურნელი მთლიანად შეიგრძნო.შარალიც მალე გაუყენა სხვა ტანსაცმლის გზას და დარჩნელ მხოლოდ საცვლების ამარა.ალეკომ ბოლო ხელის შემშლელი ფაქტორიც მოაშორა გოგოს სხეულიდან და თვითონაც განთავისუფლდა.ორი ერთმანეთზე გადაჯაჭვული სხეული და სიამოვების ამოძახილები.იმდენად ნაზი იყო ვაჟი რომ ბოლო მტკივნეული შერწყმაც კი სასიამოვნოდ მოეჩვენა თათულის. ის უკვე ბოლომდე მისი იყო,მას ეკუთვნოდა და ეს აბედნიერებდა.სიამოვნებით დაასრიალებდა ვაჟი მის გლუვ კანზე თითებს და ყველა ადგილს უკოცნიდა.ბოლოს დაღლილები მიესვენნენ საწოლზე და ერთმანეთს ბედნიერებმა გადახედეს. თათულის თავი ვაჟის მკერდზე ედო და რიტმულად სუნთქავდა.ეს იყო ყველაზე ბედნიერი წუთები მის ცხოვრებაში.ვაჟს მისთვის ყველა წმინდა რამ აჩუქა.ჯერ გული დაუთმო,მერე ბაგეები და ბოლოს მისი უბიწოება.არც ერთს ხმა არ ამოუღიათ.ერთმანეთის ალერსით და სიყვარულით ტკბებოდნენ.ეხლა ყველაფერი სულ ერთი იყო თათულისთვის.თუნდაც ეხლავე მომკვდარიყო ბედნიერი წავიდოდა ამ ქვეყნიდან,რადგან თან მიჰქონდა ალეკოს სიყვარული და მთელი თავისი ბედნიერი წუთები.ასე ჩახუტებულებს ჩაეძინათ.საღამო იყო გოგონას რომ გამოეღვიძა,მძინარე ვაჟს გადახედა,ნაზად აკოცა ლოყაზე და ისევ განაგრძო ძილი. ამ დღიდან რამდენიმე დღე იყო გასული როცა თათული ისევ მივიდა ექიმთან ახალი გადაწყვეტილებით,რომ უნდოდა ეცოცხლა,ეცხოვრა ბედნიერი ალეკოს გვერდით და დამტკბარიყო მასთან სიყვარულით.იმ დღის შემდეგ ალეკო უცნაურად ბედნიერი და გაბრწყინებული ეჩვენებოდა,მის კარებთან თეთრი ვარდების თაიგულებმაც იმატა.გრძნობდა ყველა ფეხის ნაბიჯზე მის სიყვარულის გძნობდა და ეს ძალას მატებდა,ეს აძლევდა სიცოცხლისსტიმულს და ხალისს. -გამარჯობათ ექიმო.-კაბინეტში შესვლის თანავე მიესალმა თათული. -გამარჯობა თათული.თავს როგორ გრძნობ?-მოიკითხა ახალგაზრდა ექიმმა. -ბევრად უკეთ.-მხიარულად მიუგო და გაღიმებულ ექიმს თვითონაც გაუღიმა. -გეტყობა,თვალები გიბრწყინავს.-არ დამალა ექიმმა მის სახეზე დანახული სიხარული. -ექიმმო მაინტერესებს რამდენად მაქვს გადარჩენის შანსი და ბრძოლას აქვს თუ არა მნიშვნელობა.-პირდაპირ საქმეზე გადავიდა თათული. -ბრძოლას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა თათული.არ დანებდე და ყველაფერს მივაღწევთ.ჯერ საჭიროა ხელახალი ანალიზები და გამოკვლევები და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება დიაგნოზის დასმის საშუალება.-ყველაფერი განუმარტა კაცმა და ფურცელზე რაღაცა დაწერა.-ეხლა მე გამომყევი და ყველაფერში მომენდე,კარგი? -კარგი.-დაეთანხმა გოგოც და უკან გაჰყვა. ექიმმა თითქმის მთელი დღე ანალიზებს და გამოკვლევებს მოანდომა,ძალიან დამღლელი პროცედურა იყო.ალეკომ იცოდა რომ მთელი დღე თათულის არ ეცლებოდა ამიტომ დარეკვით არ შეუწუხბია,მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოუგზავნა შინაარსით ,,მიყვარხარ'' და ეგ იყო.მთელი დღე თავისუფლება მიანიჭა.გოგონა კი იმდენად იყო მთელი დღე საავადმყოფიში აქეთ-იქით სირბილით რომ ერთი სული ჰქონდა სახლში გაქცეულიყო.დღის მეორე ნახევარსი ყველაფრისპასუხები იყო და ექიმს უკვე სამუშაო მაგიდაზე ედო. ყურადღებით კითხულობდა ყველა ანალიზის და გამოკვლევის პასუხს და სახეზე არანაირი კმაყოფილება არ ესახებოდა.პირიქით უფრო და უფრო ექუფრებოდა ლამაზი პირ-სახე და უფრო სერიოზული ხდებოდა,რაც თათულის სულაც არ გამოპარვია.როდესაც ექიმმა პასუხი დააგვიანა თვითონვე დაიწყო პირველმა საუბარი. -პირდაპირ მითხარი ყველანაირი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გთხოვ ზაზა ექიმო.- მუდარა გაერია ხმაში თათულის. -იმედი მქონდა რომ უკეთესი პასუხები იქნებოდა მაგრამ შევცდი,აქ იმაზე უარესად ყოფილა საქმე ვიდრე მე მოველოდი.ეს ყველაფერი უკვე საკმაოდ შორსაა წასული და მისი შეჩერება სასწაულსაც კი არ შეუძლია.-იმდენად უმძიმდა ზაზა ექიმს ამ სიტყვების წარმოთქმა რომ მეტიც არ შეიძლებოდა. თათულის კი ამ დროს ყველა იმედები და ოცნებები თავზე დაემხო.ირგვლივ ჩამობნედა და ქვეყნის აღსაშრული დაუდგა წინ.როდესაც ხედავდა როგორ იდგნენ უფრსკულის ერთ მხარეს თვითონ და მეორე მხარეს ალეკო,როგორ ცდილობდნენ ერთმანეთან მიახლოვებას მაგრამ ეს ნაპრაი უფრო ღრმავდებოდა და მათი დაახლოვებას უფრო და უფრო შეუძლებელი ხდებოდა.მასინ კი ნათლად წარმოიდგინა მისი არ დამდგარი მომავალი და გული სასინლად ეტკინა.ეტკინა არა იმიტომ რომ მოკვდებოდა არამედ იმიტომ რომ ალეკო დაიტანჯებოდა,მას ეტკინებოდა და ის განადგურდებოდა.მხოლოდ ეს იყო მისი ტკივილის მიზეზი.ექიმი ხმას ვერ იღებდა ხედავდა რაოდენ მტკივნეული და ძნელად გადასატანი იყო თათულისთვის ეს ყველაფერი და ვერაფრით შველოდა.ბოლოს ფეხზე ადგა გოგოს მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა,მხოლოდ ამით შეძლო მისი ნუგეში,თათულიმაც არ დააყოვნა და ცრემლებს გზა გაუკვალა.განადგურებული წამოვიდა საავადმყოფოდან.ამ დღის მერე საგრძნობლად შეიცვალაგოგონა,.უფრო ჩაკეტილი და ჩუმი გახდა,მთელ დღეესბ ოთახში ჩაკეტილი ატარებდა.გახდა,ჭამის მადა სულ დაკარგა.უფრო გაღიზიანდა და საკუთარ თავში ჩაიკეტა.უმიზეზოდ ეჩხუბებოდა ალეკოს,იცოდა ამით უარესად სტკენდა გულს მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო,მას ორმაგად სტკიოდა როცა წარმოიდგენდა განადგურებულ და მის საფლავზე დამხობილ ვაჟს. რამდენჯერმე სცადა ალეკომ მასთან საუბარი მაგრამ გოგომ არ მოუსმინა. იტანჯებოდა ვაჟი ძალიან იტანჯებოდა და ყველაფერს საკუთარ თავს აბრალებდა. ყველაფერს იმ დღეს აბრალებდა,ეგონა გოგონა ნანობდა რაც მათ შორის მოხდა და ამიტომ გაუუცხოვდა,ამიტომ არიდებდა თავს მაგრამ ვაი რომ მწარედ ცდებოდა. ნეტავ ისევ ეგ ყოფილიყო და რას არ დათმობდა.ყოველ დილით ისევ ხვდებოდა ამჯერად მაიას კარებთან თეთრი ვარდები,რადგან თათული სახლიდან საერთოდ აღარ გადიოდა.არ დაქალს იკარებდა ახლოს,არც მის ზარებს პასუხობდა,ოთახის კარებს გადაკეტავდა და ემოციების დაცლამდე ქვითინებდა ბალიშზე თავჩარგული. ბოლოს ამდენს ვერ გაუძლო და დედას უამბო ყველაფერი,იქვე მოკვდა მაია ამის მოსმენისას.გაქვავდა და ცრემლიც კი ვერ გადმოაგდო თვალებიდან.ეგონა მისი ცხოვრება იქ დასრულდა,მაგრამ ძალა მოიკრიბა და შვილს მედგრად ამოუდგა მხარში,მხოლოდ მაშინ იჩენა სისუსტეს როცა მარტო იყო და თათულის მისი დანახვა არ შეეძლო,მხოლოდ მასინ ტიროდა გულის ამოვარდნამდე.შვილთან კი ისევ ის ძლიერი დედა შედიოდა და გვერდიდან არ შორდებოდა.ამასობაში ანდრეაც ჩამოვიდა გაცვლითი პროგრამდან და მანაც ყველაფერი გაიგო.რა ხერხს არ მიმართა ან რა აღარ გააკეთა რომ დისთვის სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა მაგრამ ყველაფერი ამაო იყო.ამ დროს კი ალეკო დღითიდღე ნადგურდებოდა თათულის მონატრებით და უნახაობით.უკვე თვე იყო გასული რაც გოგო საერთოდ არ ენახვებოდა.თვითონ უყურებდა აივნიდან როგორ მიდიოდა ვაჟი სასწავლებელში ან სამსახურში მაგრამ არასოდეს ენახვებოდა.არ უნდოდა ის სუსტი და განადგურებული თატული ენახა რომელიც ეხლა იყო,მას ის ბედნიერი და ლამაზი თათული უნდა დამახსოვრებოდა სამუდამოდ.ბევრჯერ სცადა მაიასთან თხოვნით და ანდრეასთან დალაპარაკებით თათულის ნახვა მაგრამ გოგო სასტიკ უარზე იყო,არც არავის აძლევდა უფლებას ვაჟისთვის სიმართლის თქმის. ალეკო კი არა უკვე მისი ლანდი დადიოდა ყველგან.ასეთ განადგურებულს პირველად ხედავდა ყველა და გული საშინლად სტკიოდათ.გაურკვევლობა კი ყველაზე მეტად ანადგურებდა ვაჟს.ეს საერთოდ ბოლოს უღებდა. ერთ საღამოს ნანასთან მეზობელი ქალი იყო ამოსული და სამზარეულოში ყავას მიირთმევდნენ.ქალი გაუთავებლად საუბრობდა ათას ვინმეზე ჰყვებოდა ჭორებს, სოფლიდან ახალი ჩამოსული იყო და ყველაზე ყველაფერი აინტერესებდა.ამიტომ ხან ვისზე ეკითხებოდა ნანას ხან ვისზე.ნანაც უხალისოდ პასუხობდა მის თითოეულ დასმულ კითხვას.შვილის უბედურებით ისიც განადგურებული იყო, თანაც თათული ძალიან უყვარდა და ვერ ხვდებოდა გოგო ასე რატომ იქცეოდა. -ნანა,გაიგე თურმე შენს ქვემოთ რომაა მაია იმის შვილს ლეიკემია ჰქონია,საწყალი ისე შემეცოდა ჯერ როგორი ახალგაზრდაა.-ამის მოსმენისას გაშრა,მოკვდა იქვე ნანა,ხმა ვერ ამოიღო,მიცვალებულის ფერი დაედო სახეზე.მეზობელ ქალს ისე შეეშინდა რომ საშველად სახლში მყოფ ბიჭებს დაუძახა.მასინვე მოცვივდნენ შვილები და დედას წყალი დაალევინეს. -რა მოხდა დედა რა დაგემართა?-ჰკითხა შეშინებულმა შოთიკომ,ქალი კი ხმასაც ვერ იღებდა. -რა მოხდა მარინე დეიდა რა დაემართა დედას?-ეხლა მეზობელს მიუბრუნდა კითხვით ალეკო. -არ ვიცი შვილო რაღაცას ვუყვებოდი და უცებ ცუდად გახდა.-ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთს შეშინებული ქალი. -რა უთხარით ასეთი რომ ასე განერვიულდა?-გაბრაზდა შოთიკო. -მაიას შვილზე ვუყვებოდი,თურმე ლეიკემია აქვს საწყალს თქო და მასინვე ცუდად გახდა.-ამის გაგონებაზე ეხლა ალეკომ და შოთიკომ დაკარგეს ფერი.არ ვიცი იმ მომენტში რა განიცადა ვაჟმა მაგრამ მისი სიცოცხლე რომ იქვე დასრულდა ამაში დარწმუნებული იყო,ყველაფერი ეხლა გაანალიზა და მიხვდა თათულის დაშორების მიზეზს.არა ის არც კი დაშორებია უბრალოდ გაუცხოვდა და აღარ ნახულობდა.შეიცვალა მის მიმართ,აი თურმე მისი ასეთი ქცევის მიზეზი.მოწყდა ადგილს და იქვე ჩაიკეცა,პატარა ბავშვივით ატირდა,ტიროდა მთეი გულით ისე როგორც მხოლოდ შეყვარებულ ადამიანს შეუძლია.გულში საშინელ გამჭოლ ტკივილს გრძნობდა,თითქოს დანას უყრიდნენ და არ კვდებოდა.მას სამუდამო ჭრილობა მიაყენა ცხოვრებამ,მოუშუშებელი ჭრილობა.შოთიკო და ნანა ორივე მოჰხვეოდა ვაჟს და ისინიც მასთან ერთად განიცდიდნენ და ტიროდნენ. მარინე გაკვირვებული უყურებდა მათ და ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა.ბოლოს ადგა და ჩუმად გაიპარა სახლიდან,რა მისი ბრალი იყო მან ხომ არ იცოდა ალეკოსა და თათულის ამბავი.მაგრამ მოსახდენი უკვე მოხდა და ამას ვერაფერი შეცვლიდა. ალეკო უცებ მოეგო გონს,ფეხზე წამოხტა და გიჟივით გავარდა გარეთ,დედა და ძმა უკან გაეკიდნენ იმის შიშით რომ რაიმე ცუდი არ ჩაედინა.მაშინვე თათულის კარებს მივარდა და გიჟივით დაიწყო მუშტების დარტყმა. -მაია დეიდა,გამიღე,უნდა ვნახო...ამ ერთხელ მაინც უნდა ვნახო,ისე ვერ წავა რომ მე არ მნახოს.ამას არასოდეს ვაპატიებ, გთხოვ ასე ნუ გამიმეტებ,გევედრები თათო გამირე კარები რომ ერთხელ მაინც გნახო.-განწირული ყვიროდა ალეკო და გულ ამომჯდარი ტიროდა.უცებ მის წინ კარი გაიღო და სახეწაშლილი ანდრეა გამოჩდა, რომელიც ადამიანს აღარ გავდა,თვალები ჩავარდნოდა და გარშემო ჩაშავებოდა. უხმოდ გაიწია გვერდით და შემოსვლის საშუალება მისცა.ვაჟი მაშინვე შევარდა სახლში და თათულის ოთახისკენ წავიდა.კარები ღია იყო.საწოლზე მისტკლისფერი სხეული იყო მოსვენებული და თითქმის არ სუნთქავდა.ისე გამხდარიყო რომ თვალები ჩავარდნოდა,ეს მისი თათული არ იყო.ის ვიღაც სხვა იყო.არ შეიძლებოდა მისი გოგო ასე მოქცეოდა. ადგილიდან ვერ იძვროდა.გოგონას თვალები დაეხუჭა და არც ახელდა.მაია მის სასთუმალთან იჯდა და ცრემლებს ვერ იკავებდა,ტიროდა უხმოდ,გულის ამოჯდომამდე.ნანა და შოთიკო განადგუებულები უყურებდნენამ ყველაფერს და თვალებს ვერ უჯერებდნენ რომ ეს ყველაფერი მათ თავს ხდებოდა. -რატომ ღმერთო,მითხარი რატომ.რა დავაშავე რომ წამართი.წამართვი ის რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ძვირფასი იყო.მე ხომ ის მიყვარს ღმერთო.- სასოწარკვეთილი ხმით ღრიალებდა ალეკო და თათულის საწოლს უახლოვდებოდა.გვერდით ჩამოუჯდა და სახეზე ნაზად დაუსვა ხელი.გოგონამ მაშინვე გაახილა თვალები როგორც კი შეხება იგრძნო.ისევ ისეთი ლამაზი და სევდიანი გამოხედვა ჰქონდა მის თაფლისფერ თვალებს.ისევ ისეთი გლუვი იყო მისი კანი.ნელა დაიხარა ვაჟი და მის ბაგეებს კიდევ ერთხელ შეეხო.გაუღიმა თათულიმ გაუღიმა და ამით ყველაფერი ნათქვამი იყო.ოთახიდან ყველა გავიდა. დარჩნენ მხოლოდ ისინი,ალეკოს გოგოს გვერდით მიუწვა,მისი სხეული მაგრად ჩაიკრა გულში და ატირდა.ტიროდა და სულ არ ერიდებოდა ამ ცრემლის.მას ხომ გული წაართვეს,სული გაუშიშვლეს და მიწაზე დაანარცხეს.უგულოდ მოექცნენ და ყველაფერი გაანადგურეს.ყველა მისი ამოსუნთქვა ესმოდა და გრძნობდა.ყველა მისი ხელის შეხება უნდოდა რომ დამახსოვრებოდა,სამუდამოდ დამახსოვრებოდა მისი თათულის კანის სურნელი,თმების არომატი და კოცნის გემო.ბოლოჯერ დაუკოცნა ბაგეები მთელი სიყვარულით,მთელი ემოციით და ვნებით.გოგონა უკვე ძალიან სუსტდებოდა,ახლოვდებოდა მისი წასვლის წუთები მას კი გასაშვებად არ ემეტებოდა. -მიყვარხარ.-უღონოდ ამოილაპარაკა ეს უკანასკნელი სიტყვა და სულიც თან ამოაყოლა. იცოდა რომ მოკვდებოდა,ამას აქ შემოსვლის წუთიდან ხვდებოდა მაგრამ გაცნობიერება არ უნდოდა,არუნდოდა ეს რეალობა დაეჯერებინა.იყვირა, იღრიალა, გულში მაგრად ჩაიკრა სხეული ბვრის ემუდარა მაგრამ ამაოდ,ის უკვე ამ ქვეყნად აღარ იყო.მას უკვე ანგელოზების საუფლოში გადაენაცვლებინა და იქიდან დაჰყურებდა დატანჯულ ვაჟს.მის ყვირილზე ყველა ოთახში შემოცვივდა და დახვდათ საშინელი სურათი.უსულო სხეული ალეკოს გულში მაგრად ჩაეკრა და გულმოკლილად ტიროდა.უსუსლო სხეული ძლივს გააცალეს ხელიდან მაგრამ წასვლა არც უფიქრია.მთელ დღეებსა და ღამეებს მის გვერდით ატარებდა.მასთან ერთად იწვა და ეფერებოდა.დადგა უკვე მისი დასაფლავების დღე და არ ემეტებოდა ცივ მიწაში ჩასადებად მისი თათული.ახლიდან გამოსვენების დროს იყო,ყველა ემშვიდობებოდა,მაია და ანდრეა არა ნაკლებ გაადგურებულები იყვნენ. ანდრეა მიუახლოვდა დის უსულო სხეულს აკოცა და სამუდამოდ დაემშვიდობა. ალეკო ისედაც სულ მის გვედით იჯდა,ჯიბიდან ნელი მოძრაობით რაღაცა ამოიღო,ხელი თათულის ხელისკენ წაიღო და თითზე ბეჭედი წამოაცვა. -შენ მუდამ ჩემი ცოლი იყავი და სამუდამოს ასე დარჩება.ცხოვრებამ არ დაგვაცადა ერთად ყოფნით განცდილი ბედნიერების შერგება,მაგრამ მე იქაც შენთან ვიქნები ჩემო გოგო,დამელოდე მეც მალე მოვალ და მერე ვეღარავინ დაგვაშორებს.-მეორე ბეჭედი თავის თითზე გაიკეთა და გოგონას ხელზე ეამბორა და ხელში თეთრი ვარდების თაიგული დააჭერინა.მისი სიტყვების გაგონებისას მაიას და ნანას სხარე ცრემლები გადმოსცვივდათ თვალებიდან. წაიყვანეს და დაასაფლავეს თათული, მასთან ერთად კი ალეკოც.დღეები გადიოდა მაგრამ არაფერი იცვლებოდა, სწავლაზეც ხელი აიღო და მუშაობაზეც.მთელს დღეეს მის საფლავზე ატარებდა და მთელი დღე ესაუბრებოდა.იხსენებდა ერთად გატარებულ წუთებს და ცრემლები უნამავდნენ სახეს.ყოველ დღე მის საფლავზე ახალ-ახალი თეთრი ვარდების თაიგული იდო.ყველას ეგონა რომ თათულის დაკარგვის მერე ალეკოს გონს ვერ მოვიდოდა.ყველა განაგრძობდა ცხოვრებას მის გარდა.მისთვის ცხოვრება თათულის სიკვდილის შემდეგ გაჩერდა და იმის მერე ადგილიდან არ იძვროდა აგერ უკვე 40 წელია.ყოველ დღე ამოდიოდა მის საფლავზე და მის მომღიმარ სახეს უყურებდა.ზამთრის სიცივესაც კი ვერაფერი დაეკლო მისი ლამაზი სახისთვის. დღეს მათი პირველად შეხვედრის დღე იყო.ის ბედნიერი წუთები როდესც ერთმანეთი ნახეს.უჩვეულოდ თოვდა.უკვე რამდენი წელია ასეთი თოვლი არ ყოფილა ქალაქში.ალეკომ მისი საფლავის ქვაზე თეთრი ვარდების თაიგული დააწყო და მის სურთს მოეფერა.მერე გვერდით დაუჯდა და ოდნავ მიეყრდნო. ისე თითქოს მათი სახეები ერთმანეთს ეხბოდა.თვალები დახუჭა და მაღლა აიხედა. -მოვდივარ თათული,შენთან მოვდივარ,სამუდამოდ მოვდივარ ჩემო გოგო. მიყვარხარ.-ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო. ასე ჩახუტებულს განუტევა სული სატრფოს საფლაზე, სიყვარული ეს ისეთი ძალაა რომ მათი დაშორება,მისი განადგურება ან წაშლა სიკვდილსაც კი არ ძალუძს.თუ გიყვარს მთელი შენი არსება,გული და სული მას კუთვნის ამიტომ მისი ასე ადვილად წართმევა შეუძლებელია. რაც შეეხებაიმ ისტორია მალე დავასრულებ ესლა ისე ცუდად ვარ და მოწყენილი რომ არ მინდა ისიც სევდიანი დასასრულით გამომივიდეს, ამიტომ მაპატიეთ ამდენს რომ გალოდინებთ და მალე დავდებ.... მიყვარხარტ ყველააა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.