შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მამიკოს ფულებით განებივრებული გოგონა.. 1


24-02-2016, 18:42
ავტორი mimimimo
ნანახია 4 951

ისტორია გვიყვება მარიამზე, რომელიც არის „მამიკოს ფულებით განებივრებული გოგო“,
მარიამი 17 წლისაა, ჰყავს 7 წლის და - ადელაიდა და 20 წლის ძმა - დამიანე.
-მარგო, გაიღვიძე, სკოლაში დაგაგვიანდება.. - ოთახში მისი ძმა შევიდა..
-რამდენჯერ გითხარი ნუ მეძახი მარგოს - მეთქი ჰა? ჰო, მაცალე 10 წუთში ავდგები..
-დროზე გოგო, დამაგვაგვიანდება.. - საბანი ააცალა დას.
-ვდგები, ვდგები - დანებების ნიშნად ხელები ასწია, - გადი და ჩამოვალ მალე..
-10 წუთი გაქვს.. - მამა მივლინებაში იყო 2 კვირით, ძალიან კი გაუჭირდა შვილების დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, სამსახური მოითხოვდა.. ამიტომ დამიანეს „უბოძა“ მათი მოვლა-პატრონობა.
დედა არ ჰყავთ.. ადელაიდაზე მშობიარობას გადაყვა, მაგრამ ადელაიდას ერთი წუთითაც კი არ უგრძვნია უდედობა.. მარიამი ხომ მისი „დედა“ იყო.. ასე ეძახდა პატარა გოგონა..
-ადელი რაო ბუთქუ?- საყვარელ დაიკოს დაუკოცნა ლოყები..
-არ მინდა დღეს სკოლაში წასვლა - საყვარლად დაბრიცა ტუჩები და ხელები გადაიჯვარედინა.
-რატომ? - კისკისი დაიწყო მარიამმა.
-მე და გაბრიელმა ვიჩხუბეთ - გაბრაზებულმა თქვა.
-არაუშავს, შერიგდებით - ფხუკუნით თქვა და ჩანთააიღო.. - დო რე მი ფა სოლ ლა სი წა ვე დი მე სკო ლა ში - სიცილით წაიღიღინა და ადელაიდასთან და დამიანესთან ერთად გავიდა სახლიდან, ძმამ ჯერ დები მიიყვანა სკოლაში, შემდეგ კი თვითონ წავიდა უნივერსიტეტში..
დამიანე მეტად სიმპატიური იყო, არ სწავლობდა ცუდად, ყველაფერი ზომიერად იცოდა, კაი ბიჭი’ც იყო, ახლა’ც აქვს ხოლმე გარჩევები, მაგრამ არ დგას ქუჩაში 24 საათი.. ბაბნიკი’ც არის, რამდენი გოგო ჰყოლია, მაგრამ არც ერთი არ ჰყვარებია, „პროსტა ევასებოდა“, ყველა გოგო მასზე „ოცნებობდა“ და სულ კუდში დასდევდნენ.. ლექციაზე შევიდა და თავისი ადგილისკენ წავიდა.. მაგრამ მის ადგილზე ახალი გოგონა იჯდა.. არ შეუწუხებია, გვერდით დაუჯდა.. გოგონამ ღიმილით გადახედა.
-გამარჯობათ - მიესალმა.
-გაგიმარჯოს, ახალი ხარ?
-კი, - მორცხვად თვა გოგონამ..
-დამიანე - ხელი გაუწოდა..
-ლილა, სასიამოვნოა- გოგონამაც ჩამოართვა ხელი.
-ჩემთვისაც, - ამით დასრულდა მათი დიალოგი..
მარიამი ამ დროს ადელაიდასთან ერთად შევიდა სკოლაში, ჯერ და მიიყვანა კლასამდე.
-ადელი, ჭკვიანად იყავი, მასწავლებლები არ გააბრაზო, - აკოცა და კლასიდან გასვლა დააპირა, როდესაც ვიღაცას შეასკდა..
-ნელა ლამაზო - ირონიულად ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-თვალებში იყურე.. - დაუბღვირა და კლასიდან გავიდა.. თავის კლასში შევიდა, ბავშვებს მიესალმა და თავისი ადგილი დაიკავა.. ბუზებივით დაეხვივნენ გოგონები..
-ეს ახალი ჩანთა გაქვს?
-რა ლამაზად გაქვს ფრხილები..
-რა კარგი სუნამოა.. - და მსგავსი სიტყვები..
გაკვეთილები მალე დასრულდა და დაბლა ჩავიდა... ადელაიდას მიაკითხა და ერთად წამოვიდნენ..
-აბა სად წავიდეთ?
-მე და გაბრიელი შევრიგდით და დღეს პარკში გამოვა იქ წამიყვანე - საყვარლად დაიწყო საუბარი, მარიამიც კისკისებდა..
-წამო - ხელი ჩაკიდა და პარკისკენ წავიდნენ..
-ბამბის ნაყინი მინდა..
-2 ცალი თუ შეიძლება - გამყიდველ ქალთან მივიდა და ნაყინი გამოართვა..ერთი დაიკოს მისცა, მეორე თავისთვის დაიტოვა.. ნელა მიდიოდა, ნაყინს გემრიელად აგემოვნებდა და ადელაიდას უყურებდა.. უცებ ვიღაცას შეეჯახა და ძირს მოადინეს „ტყაპანი“
-ვაიმე - საწყლად ამოიკნავლა მარიამმა..
--ოჰ, ისევ შენ.. - მოემა ნაცნობი ხმა..
-უიმე, ვინ ხარ? რას დამსდევ?! -შეუბღვირა და წამოდგა..
-მე დაგგსდევ თუ შენ?
-არ მჩვევია ეგეთები, აქეთ დამსდევს ყველა.. - ჩაილაპარაკა და ბიჭს ქვემოდან ახედა..
-მამიკოს ფულებით განებივრებული გოგონა - ირონიულად თქვა..
-ვითომ კაი ბიჭი - თქვა და დაიკოს დაეწია.. -აბა რას შვრებით ბავშვებო? - გაბრიელს და ადელაიდას გადახედა..
-აი, მარიამ ნახე - გაბრიელმა ხელით ანიშნა რაღაც მაგალითზე - მე ვიძახი, რომ აქ 30-ია, ჩემი შტერუკა კი 25-ს იძახის - სერიოზულად თქვა, აოცებდა მარიამს ეს ბიჭი, სულაც არ გავდა ზოგჯერ 7 წლის ბავშვს..
-არ ვარ მე შტერუკა, - გაბრაზდა პატარა - აი 25 არის ხო მარიამ?
-დაიკო, მგონი ახლა გაბრიელია მართალი - სიცილით თქვა და სკამზე ჩამოჯდა, - გაბრიელ მარტო ხარ?
-არა, მამას საქმეები ჰქონდა და მამას ძმაკაცმა წამომიყვანა.. - თქვა გაბრიელმა.
-კარგია.. - თქვა და ტელეფონზე მესიჯობა დაიწყო..
-გაბრიელ არ წავიდეთ? - ისევ ნაცნობი ხმა მოესმა და ტელეფონიდან თავი ‘ამოყო’
-აუ, სანდრო ბიძია ცოტა ხანსაც დავრჩეთ, რა.. ადელაიდა ხომ უნდა მივაცილო მერე? - თქვა და ჩაეხუტა გოგონას.
-კარგი, - გაუღიმა - ისევ შენ.. - ჩაილაპარაკა და სკამის მეორე კიდეზე დაჯდა..

მარიამი:

მამიკოს ფულებით განებივრებული გოგონა.. 1


ეს, ასე ვთქვათ "საცდელი" თავია..
იმედია კარგი გამოვიდა..
შეაფასეთ, კრიტიკასაც მივიღებ..



№1  offline წევრი cancara

ეს საცდელი თავი კაი გაგრძელე მალე

 


№2 სტუმარი vera™

კარგია, განაგრძე❤

 


№3  offline წევრი mimimimo

cancara
ეს საცდელი თავი კაი გაგრძელე მალე

vera™
კარგია, განაგრძე❤

მადლობa <3

 


კარგია მომწონს გააგრძელე
--------------------
romantikosi mwerali

 


№5  offline წევრი mimimimo

lann❤
კარგია მომწონს გააგრძელე

mადლობა ❤

 


№6  offline წევრი Diosa Dela Tristeza

გაგრძელეე მომწონს თან საინტერესოა❤

 


№7  offline წევრი mimimimo

gvanciko_gvancunia
გაგრძელეე მომწონს თან საინტერესოა❤

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent