შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსიყვარულოდ [7]


25-02-2016, 02:24
ავტორი Fangirl
ნანახია 1 866

-უკაცრავად? შემიყვარდი? მე შენ არც კი გიცნობ კარგად და როგორ შეიძლება შემყვარებოდი ?
ძალიან გთხოვ ნება იბოძე და შენი ხელები მომაშორე, (ნიკამ ჩემი ბრძანება შეასრულა) და აღარ გაბედო კდიევ მაკოცო.
ნიკა ჩუმად იყო, ფიქრობდა, მაგრამ რას ფიქრობდა ღმერთმა იცის, ბოლოს კი ვუთხარი:
-შეგიძლია წახვიდე, არსად წასვლის სურვილი აღარ მაქვს.
ნიკა ხმის ამოუღებლად გავიდა. მეც გაბრაზებულ გულზე ბებოს დავურეკე და ნიკას ლანძღვა დავიწყე, ბებომ ძლივს დამამშვიდა და ბოლოს მითხრა:
-ძალიან მკაცრად მოექეცი, შეიძლება არასწორად მოიქცა , მაგრამ არც შენ უნდა მოქცეოდი ესე. და რაც შეეხება თქვენს ურთიერთობას დრო ყველაფერს გვიჩვენებს.
ბებოსთან ლაპარაკის შემდეგ დავმშვიდდი, ტელეფონი გავთიშე და მოთენთილი ჩავეშვი ჩემს თეთრ ლოგინში. ვფიქრობდი ნიკაზე, მგონი მართლა მკაცრად მოვექეცი, მერე კი ტელეფონზე მესიჯი მივწერე:
- "ის რაც მალე შენდება, მალევე ინგრევა"
პასუხი არ მოსულა, 15 წუთის მერე კვლავ მივწერე:
"ბოდიში დღევანდელისთვის ესე მკაცრად არ უნდა მოგქცეოდი"
10 წუთში პასუხი რომ აღარ მომწერა, ტელეფონი გადავდე და აბაზანაში შევედი რომ დღევანდელი საღამოსთვის მოვმზადებულიყავი. აბაზანიდან გამოსულმა თმები შევიშრე, სპორტული ტოპი, შარვალი და ჟაკეტი ჩავიცვი და ლოგინზე დავხტი. ჯერ ტელეფონი შევამოწმე ნიკას მოეწერა:
"ჩვენც ნელ-ნელა ავაშენოთ"
"ეგრე ჯობია" (მე)
შემდეგ ლეპტოპი გავხსენი და fb-ზე სიახლეებს ვათვალიერებდი, მალე ახალი შეტყობინება მომივიდა : "სანდრო ავალიანმა დააკომენტარა სურათზე სადაც მონიშნული ხართ". ამის წაკითხვის შემდეგ ჩემმა გულმა ასჯერ უფრო სწრაფად დაიწყო ფეთქვა, ხელი მიკანკალებდა და ვერ ვხსნიდი სიახლეს, მაგრამ ბოლოს მაინც გავხსენი და წავიკითხე კომენტარი:
"ახლა ვისი სათამაშო ხარ ლამააზო" წავიკითზე თუ არა ტირილი ამიტყდა, რა დავუშავე ამ ადამიანს ისეთი რომ ასე ვძულვარ, მე ხომ მიყვარდა მხოლოდ, ნუთუ სიყვარული დანაშაულია.
სხვებიც ასე ფიქრობენ ჩემზე? რატომ ფიქრობს ხალხი რომ ყველა მიყენებს?...ეს ფიქრები თავს არ მანებებდა, ცრემლები თავისით იკვალავდნენ გზას ჩემს ლოყებზე, ბოლოს ჩემ თავს შემოვუძახე:
"ელენე დადიან, აწიე ერთი ადგილი, გასწორდი წელში, ცხვირი მაღლა აწიე და იყავი თავდაჯერებული. შენ მართლა ვიღაცის საათამაშო ხომ არ გგონია თავი. ინატრონ შენნაირი გოგო" ვუმეორებდი ჩემს თავს. მერე უცბად წამოვხტი, ფეხზე კედები ჩავიცვი ჩანთა და მობილური ავიღე და კარები გავიხურე. გარეთ გავედი, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვისას კი უკეთესად გავხდი. გავიღიმე და გეზი მაღაზიისკენ ავიღე. დღევანდელი საღამოსთვის არაფერი მქონდა, მეც Zara-ში შავი, უკან ჩახსნილი კაბა ავარჩიე და ფეხსაცმელიც შევუხამე. სახლში დაბრუნებულმა კი საათს რომ დავხედე რვა ხდებოდა, წვეულება კი ათზე იყო. მეც გიჟივით გამოვიცვალე ტანსაცმელი, სამკაულები გავიკეთე, თმები უბრალოდ გავიშალე და მსუბუქი მაკიაჟი წავისვი. როდესსაც ყველაფერი დავამთავრე კარებზე კაკუნის ხმა გაისმა, მეც მივხვდი რომ ნიკა იყო და ეგრევე გავიქეცი და გავაღე კარები. ჩემი დანახვისას კი ხმა ჩაუვარდა და ვერ ლაპარაკობდა:
-შეეეენ, შე, შეენ..... ულამაზესი ხარ (ნიკა)
-მადლობა, შენც კარგად გამოიყურები (მე)
-არ წავიდეთ? გვაგვიანდება (ნიკა)
-ორი წუთი შეგიძლია დამითმო? (მე)
-კი მაგრამ რომ ვაგვიანებთ? (ნიკა)
-არაუშავს, უჩვენოდაც დაიწყებენ (მე) აი რა მინდოდა მეთქვა. დღევანდელისთვის დიდი ბოდიში, უბრალოდ ნამდვილად არ მინდა რაღაც ბავშური ურთIერთობები, პატარა ბავშვი აღარ ვარ. სერიოზული ურთIერთობა მინდა და მინდა ყველაფერი ნელ-ნელა აეწყოს.
-შენ საბოდიშო არაფერი გაქვს, პირიქრით ჩემი ბრალია, ყველაფერი გავაფუჭე (ნიკა)
-არა, არაა... არაფერი გაგიფუჭებია.
-მართლა? (ნიკა)
-ჩემ თავს გეფიცები (მე) ვუთხარი და ნიკამ სიცილი დაიწყო. ორი წუთის მერე მითხრა :
-ვიღაცეების კომენტარები ვნახე და არ მომეწონა.
-არაუშავს რამეს მოვუფიქრებ (მე)
-იცი, მე რაღაც მოვიფიქრე მაგრამ არამგონია მოგეწონოს. (ნიკა)
-აბა გისმენ (მე)
- შეგვიძლია საზოგადოდ წყვილი ვიყოთ, ჩვენ საქმეშიც უფრო მაღალი ანაზღაურება გვექნება. პირად ცხოვრებაში კი ნელნელა წავა ყველაფერი. მოსულა? (ნიკა)
-მოსულა (ვუთხარი და გავუღიმე)
-მაშინ წავედით (ნიკა)
მანქანით ორ წუთში ვიყავით დანიშნულების ადგილას. ყველგან პაპარაცები იყვნენ, თავი ჰოლივუდის ვარსკვლავი მეგონა, ყველა ჩვენ გვიღებდა სურათს და ყველა ჩვენ გვხთხოვდა პოზირებას. წვეულებაზე მოდის წამყვანი დიზაინერები და სტილისტები იყვნენ, თIთქმის ყველასთან ვისაუბრეთ და რაღაც კონტრაქტები განვიხილეთ. ბოლოს უკვე ცუდად ვიყავი ჩახუთულობისგან და ვერანდაზე გავედი. ნიკაც უკან გამომყვა:
-კარგად ხარ? (ნიკა)
-არ ვიცი, რაღაც ნაირი შეგრძნება მაქვს (მე)
-ნუ გეშინია, მაშველი აქ არის (ნიკა) გამეცინა მაგრამ მერე ისევ მოვიწყინე.
-იცი გული მტკივა. გული მტკივა რომ ასე ფიქრობს ხალხი ჩემზე, არავის სათამაშო არ ვარ და არც მინდა ვიყო, სიყვარული ცოდვაა? მე ხომ მცხოლოდ მიყვარდა, მან კი ცხოვრება დამინგრია. ცხოვრების ხალისი დამიკარგა.
-ჰეი ჰეი, გაჩერდი ეგეთ რაღაცეებს ნუ ლაპარაკობ. გახსოვდეს განსაკუთრებული ხარ, ყველასგან გამორჩეული. თუ არ გაქ მიზეზი რის გამოც უნდა იცოცხლო, იპოვე მიზეზი რის გამოც არ უნდა მოკვდე. ხალხის აზრს ნუ მიაქცევ ყურადღებას. შენზე ჭორაობენ?ესეიგი აინტერესებ, შენს ცხოვრებას განიხილავენ ესეიგი საკუთარი არ გააჩნიათ.ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის რომ ყოველდ ილით გაიღვიძო სინანულის გრძნობით,ადამიანები რომლლებთანაც სასიამოვნოდ ატარებ დროს, კარგად ერთობი, გვერდში გიდგანან, დაივიწყე ისინი ვინც ასე არ იქცევიან. დარწმუნდი იმაში რომ ყველაფერი რაღაც მიზეზის გამო ხდება. თუ შანსი მოგეცემა გამოიყენე!!! არ დანებდე!!! თუ ეს შენს ცხოვრებას შეცვლის, ნება დართე ასე იყოს. აარასდროს არ ინანო ის რაც გააკეთე, თუ იმ მომენტში ბედნიერი იყავი. (ნიკა)

ნიკას ამ სიტყვების მოსმენამ გამახარა:
-ნიკა (მე)
-ჰოუ (მითხრა და გამიღიმა)
-იცი ბედნიერი ვარ რომ ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდი (ვუთხარი და გავუღიმე)
-მეც ბედნიერი ვარ რომ შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში (ნიკა)
მე და ნიკამ კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ, წვეულება დასრულდა. სასტუმროში ფეხით დავბრუნდით, გზაში კი ხან ის მიყვებოდა თავის ცხოვრებაზე, ხან მე ჩემსაზე. სასტუმრომდე რომ მივაღწიეთ, ბევრი რამ ვიცოდი მასზე, მაგალითად ის რომ 6 ძაღლი და 4 კატა ყავს და თითო თითო მე უნდა მაჩუქოს. ნიკამ კი სანდროზე და ბაიაზე გაიგო, რაზეც ძალიან გაბრაზდა.
ოთახამდე მიმაცილა, შემდეგ კი ერთმანეთს დავემშვიდობეთ, მე ჩემს ოთახში შევედი. პიჟამოები ჩავიცვი და ლოგინში ჩავწექი. ტელეფონი ავიღე და სიახლეები დავათვალიერე. დღევანდელი წვეულების ფოტოებმა კი მთელი ინტერნეტ სივრცე დაიპყრო. თითქმის სულ ჩემი და ნიკას სურათები იყო. გამიხარდა და ჩემთვის ვთქვი : "ესეც ჩემი გეგმის პირველი ნაბიჯები"
ტელეფონი გამოვრთე და თვალები დავხუჭე.



----------------------------------------------------------------------------
ჩემო გოჭუნიებო როგორ ხართ აბა? ძალიან ძალიან ვწუხვარ პატარა თავისთვის, უბრალოდ დღეს ბებიკოს დაბაების დღე იყო და ვერ მოვახერხე მეტის დაწერა. იცით არც მე ვიცი რა და როგორ განვითარდება მოვლენები. მითხარით თქვენი აზრი. და გახსოვდეთ ამ ნაწილში დაწერილი თითოეული ნიკას რჩევა, თქვენთვისაცაა. გახსოვდეთ რომ საკუთარი თავის გარდა არავის უნდა ენდოთ. და ისიც გახსოვდეთ რომ FANGIRL-ს ძალიან ძალიან უყვარხააართ <3 <3 <3 <3 გკოცნით ბევრს

P.S თუ ელეს და ნიკას გარეგნობა და ჩაცმულობა გაინტერესებთ ხოლმე, შეგიძლიათ მთავარი სურათI ნახოთ


მუდამ თქვენი :FanGirl ♥ ♥ ♥ ♥




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent