ოდესმე გყვარებია? (6)
ჩემს უკან იჯდა, ზუსტად ჩემი მერხის უკან. იმდენად ახლოს რომ მის სურნელს მაცოცხლებელი სიოსავით ვგრძნობდი... ღმერთო რატომ მიყვარდა, რატომ მძულდა?... რატო ვთვლიდი, რატო მიმაჩნდა?... არა... რატო ვგრძნობდი ამდენს მისადმი?...რა იყო ეს, ჩემში ფესვგადგმული გრძნობა, რომელიც მკლავდა და ამავდროულად მაცოცხლებდა?... როცა გიორგიზე ფიქრებს მივეცემოდი, ამ სამყაროს ვეთიშემოდი და ჩემი სხეული რას აკეთებდა ვერც კი ვხვდებოდა. ამჯერადაც ჩავვარდი აგონიაში, სულთმბრძოლავის მდგომარეობაში და ჩემს ერთ-ერთ კალამს გატეხვით დავემუქრე. ნიკამ გამომაფხიზლა, მაგრამ რატომღაც შევცბი, არ ვიცი რატომ, მაგრამ კალამი დაუფიქრებლად გავაგდე ხელიდან. ჩემსა და გიორგის მერხებს შორის გაჩერდა. დავიხარე რათა ამეღო და დაიხარა ისიც. მისი სურნელი გამძაფრდა. ახლა ჩემთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა შემეწყვიტა ბრძოლა, ჭიდილი საკუთარ თვთან და უსულოდ დავცემულიყავი ძირს, მაგრამ ეს გაქცევას გავს, გაქცევას რაღაც გარდაუვალისგან. მაშინ როცა მიზეზი შიშისა, სევდისა, სიყვარულისა, სიმძაფრისა, სიხარულისა, მიზეზი იმ ამოუცნობისა, რასაც ვგრძნობ და რის გამოც მსურს დანებება ჩემს უკან ზის და ყოველდღე მიწევს მისი ნახვა, მისი ჩასუნთქვა, მისი გაგონება, გაქცევა ყველაზე დიდი უგუნურებაა. ყველაზე მარტივი არა მაგრამ, შედარებით ადვილი გამოსავალია უბრალოდ ავიღო კლამაი და შევბრუნდე, შევბრუნდე ისე რომ მას არც კი შევხედო, მაგრამ ესე შეუძლებელია ,რადგან კალამი უკვე მის ხელს უბყრია. შემდეგი ალტერნატიუვაა გამოვართვა კალამი ის, რომ არ შევხედო, მაგრამ ერთი ჭრილობის ატანა მაინც მომიწევს, მომიწევს შევეხო და დავიწვა მთელი სხეულით... და ყველაზე დიდი საშინელება, პიკი სიკვდილის და სიცოცხლისა, ამ წამს არის ჩავხედო მას თვალებში და ნათლად ვაჩვენო ის ცეცხლი, ის ქარიშხალი, ის ტკივილი, სიყვარული და ის სიძულვილი რაც ჩემში არსებობს. იქნებ ჯობდეს კიდეც შევხედო და შევეხო კიდეც. იქნებ სჯობს თვალი გავისწორო კიდეც მას. სახე ნელ- ნელა ავწიე და მის თაფლისფერ თვალებს, ჩემი გაურკვევლობით ანთებული თვალები ვაფეთე... მეტკინა? - არა. მოვკვდი? - არა. ცოცხალი დავრჩი? - არ ვიცი. ეს არ ყოფილა გოლგოთა. არც ტანჯვა. ეს უფრო ნეტარება იყო. უკიდეგანო ზღვა, ზღვა სიყვარულისა, ხო სიყვარულისა და არა სიძულვილის ან ტკივილის, ეს იყო ზღვა სიცოცხლის და არა სიკვდილის. ეს მარადისობის ზღვა იყო და რაც მთავარია, ის ცეცხლი რაც გულში, სულში მძვინვარებდა და თვალებში მოჩანდა, მის თვალებშიც დავინახე რაღაც მსგავსი ჩემი თვალებისა. მაშინ კი, როცა მის ხელს, იქნებ მისი სხეულის მხოლოდ ერთ უჯრედს, მაგრამ მაინც შევეხე, ის სიმხურვალე ვიგრძენი რაც ჩემს სხეულსაც წვავდა. მის ღრმა და გახშირებულ სუნთქვაში კი ის გაურკვევლობა და დაბნეულობა, ის სულთან ბრძოლა და გაქცევის, დანებების სურვილი გამოკრთოდა. სამაგიეროდ მის ალმაცერ, სხეულის თვალით შეუმჩნეველ, მაგრამ სულის, გულის თვალით მკაფიოდ დანახულ ღიმილში ის ამოუცნობი სიხარული შევნიშნე, რაც ჩვენი თვალების შეჯახებით გამოწვეულმა ყოველივე დადებითმა, მრავალ კითხვაზე გაცემულმა ერთმა პასუხმა, სიყვარულის ამოცნობამ გამოიწვია. ეს ის ღიმილიც იყო, რომელიც ჩემს სახეზეც თამაშობდა და რომელიც მხოლოდ გიორგისთვის იყო შესამჩნევი... თავად ეს ყვლაფერი, ყოველივე ის, რაც ჩემში ხდებოდა, სიყვარული იყო, ჩემს მიერ გამოგონილი სიყვარული... არ ვიცი ფანტაზია თუ რეალობა, მაგრამ მაინც ჩემი ფიქრების ნაყოფი... მიყვარს, მაგრამ ისიც კი არ ვიცი გიორგი მიყვარს, თუ თავად სიყვარული... კალამი გამოვართვი და ჩემი მერხისკენ შევბრუნდი. ის ბრძოლა, ის ქარიშხალი რაც ჩემს ფიქრებში ტრიალებდა თვალისთვის შეუმჩნეველი იყო და რაც მთავარია ყოველივე ეს სულ რაღც წამებში მოხდა. უცნაური მხოლოდ ის იყო, რომ ყოველივე ამის შემდეგ სიხარულს ვგრძნობდი, რღაც ამოუცნობ სიმშვიდეს. თავში კი მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებდა - მიყვარს. ზარი დაირეკა და ბავშვებიც მსწრაფლ გავარდნენ ოთახიდან, ისე რომ მასწავლებლისთვის ზედაც არავის შეუხედავთ. მე ჯერ კიდევ ეიფორიაში ვიყავი, ამიტომ ადგილიდან არ დავძრულვარ. ნიკამ შემომთავაზა კაფეტერიაში მასთან ერთად წასვლა მე კი ვთხოვე, რომ ის წასულიყო და მეც მალე დავწეოდი. მან შუბლზე ნაზად მაკოცა და წავიდა, მაგრამ რაღაც საოცრად მშვიდი მზერა დამიტოვა საიმედოდ... ოთახიდან გიოც გავიდა. მის სახეს მივაშტერდი, ისეთივე დაბნეული გამომეტყველება ჰქონდა როგორც მე. ოთახი თითქმის დაცარიელდა. მე თავი ხელებში მქონდა ჩარგული და ისევ იმაზე ვფიქრობდი, რასაც ახლახანს მივხვდი. იმაზე რომ გიორგი ნაპირელი მიყვარდა, ან გიორგი ნაპირელის სიყვარული. როცა ეიფორიამ ცოტა გამიარა, თავი მაღლა ავწიე და კლასიდან გამავალი სალომე დავინახე. წიგნები ავიღე და მას გავყევი . წამოვეწიე. ხელი მხარზე მზრუნველად დავადე და ... • თავი მაღლა აწიე და არასდროს დახარო. მიეცი საშუალება შენს ირგვლივ მყოფთ დაგინახონ თუ რაოდენ ლამაზი ხარ. საკუთარ თავს მიეცი უფლება გახდეს საზოგადოების ნაწილი. თამამად გაიღიმე და ისეთივე „მაგარ გოგოდ“ იქცევი, როგორიც მე ვარ. შეიძლება უკეთესადაც კი. - თვალი ჩავუკარი და წავედი. ჯერ სასადილოში ჩავედი. ნიკასა და სხვა მეგობრებთან ერთად ცოტა გავერთე. ვილაპარაკეთ, ვიცინეთ, დავმშვიდდი, დროებით მაინც... შემდეგ დარჩენილ გაკვეთილებს დავესწარი და სახლში წავედი. ერთი შეხედვით ესეც ჩვეულებრივი დღე იყო, რიტუალის მომდევნო აღსრულება, მაგრამ დღეს ბევრ რამეს მივხვდი. მაგალიათად მიას, რომ ჩემი ცხოვრება რეალურად სულაც არაა რიტუალი და ამის შემდეგ ყოველი ჩემი ღიმილი დილით, ყოველი ჩემი სიტყვა და საქციელი სიცოცხლით, სიხალისით სავსე უნდა იყოს... და კიდევ იმას რომ მიყვარდა, მიყვარდა ვიღაც ან რაღაც ისე როგორც არასდროს არავინ და არაფერი მყვარებვია და მიყვარდა ისე როგორც ვერასდროს ვერავის და ვერაფერს შევიყვარებდი. ყოველთვის ვვოცნებობდი ფილმისეულ, წიგნისეულ სიყვარულზე, რაღაც საოცარ ისტორიაზე, რომელსაც რომელიმე ჩემი ნაცნობი მეგობარს უამბობდა, ის სხვას, ის კიდევ სხვას და როცა მე, ამ ჩემს არარეალურ სიყვარულთან ერთად, ზამთარში ბუხართან დავჯდებოდი და ჩვენი არარეალურივე სიყვარულის ისტორიას გავიხსენებდი, სწორედ მაშინ, როცა ღრმად მოხუცებული დიდხნიან და ბედნიერ სიცოცხლეს თითქმის დავასრულებდი, ვიღაცა, ნაცნობისგან შემთხვევით მოსმენილ ჩვენს სიყვარულის ისტორიაზე ფილმს გადაიღებდა, ისეთ ფილმს,რომ მერე სხვას ეოცნება ჩვენს სიყვარულზე, რომელიც ფილმისეული, არარეალუი ეგონებოდა და რომელიც სინამდვილეში არსებობდა... ისე კი, ოცნებების ახდენის არასდროს მჯეროდა. მიმაჩნდა, რომ ოცნებას იმიტომ ჰქვია ასეთი ჯადოსნური, იდუმალი სახელი,რომ როცა ის შენში შემოაღწევს, მარად შენში უნდა დარჩეს და არასდროს წავიდეს. თუ ოცნება აგიხდა ესეიგი ეს სურვილი ყოფილა, ოცნება კი სწორედ იმიტომაა ოცნება, რომ არასდროს ახდეს, რათა სიცოცხლის ბოლო წუთამდე განაგრძო ოცნება. როცა ოცნებობ ხომ ბედნიერი ხარ, როცა წარმოიდგენ იმას, რაც სინამდვილეში არ არსებობს და რაც გინდა, რომ რეალობა იყოს, სიამოვნების და ბედნიერების ჟრულანტელი გივლის. სწორედ ამიტომაა ოცნება აუხდენელი, სწორედ იმიტომ, რომ სიკვდილის წინ, უკანასკნელად იოცნებო და ბედნიერების ჟრუანტელმა მოგკლას... მაგრამ როგორც ჩანს ვცდებოდი... შეიძლება ჩემი ოცნება ახდა, ოცნება რომელსაც სულრვილს ვერ ვუწოდებ, რადგან სიყვარული იმდენად დიდი გრძნობაა, მას ასეთი უბრალო სიტყვით, ისეთი სიტყვით როგორიც სურვილია ვერ შეაფასებ, მას ოცნება ჰქვია, რადგან სწორედ მასსავით იდუმალია, მასსავით აუხდენელი... და თუ ჩემი ოცნება ახდება, მაშ სიკვდილის წინ სწორედ ამ ახდენილი ოცნების, ან ფილმისეული სიყვარულისგან განცდილი სიამოვნების ჟრულანტელით მოვკვდები. ასე, რომ დარჩენილი ერთი თვე გონება განათებული ვცხოვრობდი, ისევ ჩვეულებრივი რიტმით, მაგრამ მაინც შემსუბუქებული... აი ისეთი გრძნობით, სიზმარში, რომ რაღაც ძალიან კარგს ხედევ, გაიღვიძებ და აღმოაჩენ, რომ ეს რაღაც ძალიან კარგი რეალურადაც არსებობს... ყველაფერი ისევე გრძელდებოდა როგორ ადრე, მათშორის ჩემი და გიორგი ნაპირელის ურთიერთობაც. ბანკეტიც მოახლოვდა, უფრო ზუსტად სულ რაღაც სამი დღე დარჩა. ჩემი ზღაპრული კაბა უკვე მზად იყო და მართლაც ზღაპრული გამოვიდა. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ბანკეტზე საუკეთესო კაბა ჩემი იქნებოდა. ვარცხნილობაც შევარჩიე და მაკიაჟიც. სალონშიც ჩავეწერე, შესაბამისი სამკაულებიც ვიყიდე და მანიკურზეც გავაკეთე არჩევანი, ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენოდა დავლოდებოდი ოცდასამ ივნისს. დარწმუნებული ვარ ლიდაც ბანკეტის ქარცეცხლში იყო გახვეულიო და შეიძლება ჩემზე მეტადაც კი. ამასობაში მეფე-დედოფლისთვის განკუთვნილი გვირგვინებიც დაამზადეს და სკოლის დარბაზის მოსართავებიც მოიტანეს. მუსიკებიც შეარჩიეს და აპარატურაც გამართეს. ბანკეტით ყველას ბოლომდე უნდა ესიამოვნა, რადგან ოცდაცხრა ივნისს უკვე გამოცდები და მისი ტანჯვა იწყებოდა. ბანკეტი ტრადიციებით იყო მდიდარი. მეფე-დედოფლის და მათი შემდგომში განვითარებული რეალური სიყვარულის გარდა, ბანკეტის კიდევ ერთ ტრადიციად ის ითვლებოდა, რომ საღამოზე მეწყვილესთან ერთად უნდა მისულიყავი. ჩემი კავალერი ნიკა კალანდაძე გახლდათ. ეს მოლოდინში გატარებული სამი დღეს გავიდა და აი დადგა ის სანატრელი მომენტი. არ ვიცი ასე რატომ მიხაროდა ამ დღის გათენება. ბანკეტისა და ულამაზესი კაბის გამო თუ ჩემი უწინდელი მიზნების განხორციელების შანსის გამო. ალბათ ორივე. სამზადისი დილიდან დაიწყო. დღევანდელი შეგრძნებებიც ისეთივე იყო, როგორც მაშინ, ჩემი გარდაქმნის დღეს. ზუსტად ის პროცედურები ჩამიტარეს, მასაჟი, აბაზანები, ნიღბები... ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა...ასეთ პროცედურებს პერიოდულად ისედაც ვიტარებდი, მაგრამ დღეს რაღაც განსაკუთრებულად ვგრძნობდი თავს. ამდენი პროცედურის ჩატარება ადვილი საქმე არა არის და საკმაოდ დიდ დროსაც მოითხოვს, მე კი თმის და მაკიაჟის გაკეთებაც უნდა მომესწრო, მერე სახლში მოსვლა და კაბის და სხვა აქსესუარების მორგება. ბანკეტი საღამოს ექვს საათზე იწყებოდა, მე კი მხოლოდ ოთხი საათიღა მქონდა. საბედნიეროდ სალონიდან ხუთის ნახევარზე შევძელი გამოსვლა, თან ძალიან კმაყოფილმა. მაკიაჟიც და ვარცხნილობაც ზუსტად ისეთი გამიკეთეს, როგორიც მე მსურდა და რაც მთავარია, როგორც ვფიქრობდი მომიხდა. ახლა ისღა დამრჩენოდა სახლში მუვსულიყავი და ჩემი ვიზუალური მხარისთვის საბოლოო სახე მიმეცა. ხუთ საათზე სახლში ვიყავი. კაბა ჩავიცვი, რათქმაუნდა დედას დახმარებით. ღმერთო ჩემო, ასეთი კმაყოფილი ჩემს ცხოვრებაში პირვლად ვიყავი საკუთარი თავით. ტრანსფორმირებული ბაბიც კი არ იყო ასეთი ლამაზი. ალბათ საკუთარ თავზე ასე არ უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ ამ ყველაფრით იმდენად კმაყოფილი გახლდით, არ შემიძლია მაშინდელი ბედნიერება არ გაგიზიაროთ. ექვსს აკლდა თხუთმეტი წუთი როცა მზად ვიყავი. ულამაზეს კაბაში გამოწყობილი, თხუთმეტ სანტიმეტრიან ქუსლებზე შემდგარი, ვერცხლის ულამაზესი კოლიე დამშვენებული, სადა მაკიაჟითა და ვარცხნილობით მორთული. ნიკასაც არ დაუგვიანია და უმალვე გაისმა კარზე ზარის ხმა, დედამ გააღო და ჩემი თანმხლები სახლში შემოიპატიჟა.ნიკას დანახვისთანავე ადგილზე გავშრი. მისი სტილი ყოველთვის ძალიან სადა და სპორტული იყო. უბრალო მაისურები, მათზე მოსხმული პერანგები, ჯინსის შარვლები და კეტები. ასეთი თავისუფალი, სპორტული სტილი მამაკაცზე ძალიან მიყვარს და ნიკასაც ძალიან უხდებოდა, გასკაკუთრებით უმისამართოდ აწეწილი, ოდნავ გრძელი, ღია ფერის თმა. გარდა ამისა არაჩვეულებრივად ზღვისფერი თვალები და მომაჯადოებელი ალმაცერი ღიმილი ჰქონდა. ერთი სიტყვით ჩვეულებრივ ყოველდღიურობაშიც იდეალური ბიჭი იყო და ვამაყობდი კიდეც ასეთი სიმპატიური მეგობრის გამო, მაგრამ დღეს, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩემს წინ ნამდვილი, დახვეწილი მამაკაცი იდგა. შავ შარვალ-კოსტუმსა და პერანგში გამოწყობილი, რომლებიც დაკუნთული მხარბეჭის გამო მოხდენილად შემოტმასნოდა მთელ სხეულზე. პიჯაკი თავისუფლად გაეხსნა და კუპრივით შავი პერანგი კი შავი ფერისავე არაჩვეულებრივი ჰალსტუხით დაეტყვევებინა. პიჯაკის ჯიბეში შავი აბრეშუმის ხელსახოცი მოუჩანდა. ისედაც იდეალური აღნაგობა ჰქონდა და ამ სამოსში კიდევ უფრო თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. ის ღიაფერის თმა, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა მოხდენილად დაევარცხნა, ცალ მხარეს გაეყო და თვალისმომჭრელად უბზინავდა, ზღვისფერი თვალები კი აწყლიანებოდა და ისედაც ულამაზესი, კიდევ უფრო გალამაზებულიყო... ერთ წუთს ვიფიქრე შემიყვარდა მეთქი, მაგრამ მალევე ვაიძულე საკუთარ თავს გამოფხიზლება. მიუხედავად ამისა, სინანულის გრძნობა მაინც მიღრღნიდა გულს, ვნანობდი რატომ იყო ნიკა ჩემი მეგობარი და არა შეყვარებული. თავს კი იმით ვიმშვიდებდი, რომ ეს არაჩვეულებრივი ყმაწვილი ჩემი თანხლები მაინც იქნებოდა. ერთ ხელში წითელი ვარდებიოს უზარმაზარი თაიგული ეჭირა, მეორე კი მოხდენილად ჩაედო შარვლის ჯიბეში. ერთხანს ისიც გაოცებული მათვალიერებდა, ბოლოს კი დუმილი მან დაარღვია. • ბარბარე ასათიან, უბრალოდ ულამაზესი ხარ, თვალისმომჭრელად ლამაზი, ნამდვილი საოცრება. სიტყვები არ მყოფნის... ვაუ. - ამას რომ ამბობდა ჯერ კიდევ მათვალიერებდა. შემდეგ ჩემსკენ წამოვიდა, მაკოცა და უზარმაზარი თაიგული გამომიწოდა. • შენ კი საოცრად სიმპატიური, ისეთი რომ ვერც კი გიცანი. - მეც ნიკაზე არანაკლებ გაოცებული ვიყავი, მაგრამ ჩემი გაოცება უფრო თავშეკავებულად გამოვხატე ვიდრე მან. გავუღიმე, ვარდები გამოვართვი და ჩემთვის შემოთავაზებულ ხელკავს ხელი გავუყარე. ყოველივე ამას მომღიმარი სახით ადევნებდნენ თვალ-ყურს დედა და მამა. ბოლოს დედამ ვეღარ მოითმინა. • ღმერთო ჩემო ყველაზე ლამაზები ხართ. - სახეზე ხელები აიფარა, ერთხანს ვიფიქრე იტირებს მეთქი, მაგრამ საბედნიეროდ შევცდი. დედას სიტყვები მამამ მომღიმარი სახის დაკვრით რამდენჯერმე დაადასტურა. • მადლობა. - მეც გავიღიმე. - ახლა კი წავედით. კარი ნიკამ გააღი და არისტოკრატიული ჟესტოთ გზა დამითმო. შემდეგ მანქანის კარი გამიღო და ჩაჯდომაში მომეხმარა. ნიკას არაჩვეულებრივი შავი ბეემვე ჰყავდა. თვითონაც საჭეს მიუჯდა და მანქანა ელვისსისწრაფით მოსწყდა ადგილს. ალბათ შესასვლელ კართან მდგომმა დედამ და მამამ თვალის გამოყოლებაც ვერ მოასწრეს. მეთელი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია, ისე მივუახლოვდით სკოლას და გულმა გამალებით დამიწყო ცემა.ნიკა მანქანიდან გადმოვიდა და მეც გამიღო კარი. გადმოვედი და ღრმად ამოვისუნთქე. • ჰეი, ბანკეტის დედოფალო, დაიმშვიდდი - ეს სიტყვები იმდენად მესიამოვნა, რომ მღელვარება მართლაც შემიმსუბუქდა. • დამცინი ხო? ბანკეტის დედოფლად საუკეთესოებს ირჩევენ. • მე არა, მაგრამ შენ ნამდვილად დამცინი. მართლა ფიქრობ რომ შენზე უკეთესი ვინმე იქნება? • ნამდვილად იქნება. • სულელი ხარ. ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი სულელი. • მე დედოფალი არა, მაგრამ შენ მეფე ნამდვილად გახდები. • აი მაგის იმედი კი არ გქონდეს. • ვითომ რატომ? • იმიტომ რომ დირექტორი ბიძაჩემია. • მითუმეტეს. • არა, მე ვთხოვე რომ კანდიდატთა სიიდან ამოეღო ჩემი თავი. • და შენ ჩემზე ამბობ სულელი ხარო? შენ მართლა სულელო, რატომ გააკეთე ეგ? • რავიცი ბავშობიდან არ მიყვარს ცეკვა. • მართლა სულელი ხარ. არადა უდავოდ შენ გაიმარჯვებდი. • არაუშავს სამაგიეროდ შენ გაიმარჯვებ. • აი მაგის იმედი კი ნუ გექნება. • აი ნახე. - გადაჭრით მითხრა, ისე რომ მე სიტყვის თქმის უფლება აღარ დამიტოვა. ხელკავი გამიყარა და დარბაზისკენ წავედით. გული ისევ გამალებით მიცემდა, მაგრამ უფრო მშვიდად ვიყავი, უფრო თავდაჯერებული და ერთი სული მქონდა ლიდა მენახა, ლიდა და კიდევ ის. გიორგი ნაპირელი. და აი... გაიღო დარბაზის კარი. ერთი შეხედვით ღამის კლუბს მოგაგონებდათ. მთელი დარბააზი ბრჭყვინავდა, ფერადფერადი ლაზერებით იყო განათებული და მხიარული მუსიკა ჟღერდა... წყვილები მომხიბლავად დააბიჯებდნენ მთელს დარბაზში შამპანიურის ჭიქებით ხელში. გოგონებს ზღაპრული საღამოს კაბები ეცვათ. წამით შევყოვნდით და მაშინ მოვასწარი ყოველივე ამისთვის თვალის შევლება. ზერელედ გადავათვალიერე ბავშვები, დავაკვირდი მათ ჩაცმულობას, მათ მაკიაჟსა და ვარცხნილობას, სამკაულებსაც კი, ყველა მათგანი ლამაზად გამოიყურებოდა. როგორც წესი, ბანკეტის დღეს ხომ ჩვეულებრივ ყოველდღიურობას სწყდები და გარდაისახები, ისე როგორც კონკია... დავათვალიერე ყველაფერი და მაინც ვერსად შევნიშნე ის ორი, გიორგი და ლიდა. სამაგიეროდ დავინახე ულამაზესი ქალბატონი, ასევე ულამაზეს კაბაში გამოწყობილი, რომელსაც თავი მომხიბლავად აეწია მაღლა და სახეზე კმაყოფილი ღიმილი უთამაშებდა. იღიმოდა, იცინოდა, ლაპარაკობდა და საზოგადოების ნამდვილ ნაწილად გრძნობდა თავს. ეს სალომე იყო, ის მორიდებული გოგონა, ამასწინად ჩემი პოპულარობის საიდუმლოს რომ მეკითხებოდა... დარბაზში შევაბიჯეთ და უამრავი დაჟინებული მზერა ვიგრძენი ჩემს გარშემო, უამრავი ცნობისმოყვარე თვალი. ვგრძნობდი როგორ ჩერდებოდნენ, როგორ წყვეტდნენ ცეკვას წყვილები და დარბაზის ცენტრისკენ მიმავალ ჩემი და ნიკას წყვილს აშტერდებოდნენ. თითქოს შუაზე იპობოდა ხალხის მასა და გზას ჩვენ გვითმობდა, თითქოს მუსიკაც მხოლოდ ჩვენთვის ჟღერდა. თითქოს... თითქოს ბანკეტის დედოფალი ვიყავი... ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ ეს „თითქოს“ სინამდვილეში სულაც არ იყო „თითქოს“. რეალურად გაიყო მასა ორად. რეალურად გვითავისუფლებდნენ გზას და გაოცებულები შემოგვყურებდნენ და აი შეწყვიტა ცკვა უკანასკნელმა წყვილმა, გადგნენ გვერძე და გამოჩდნენ ისინი... ჩემი ორი მთავარი სამიზნე, წყვილად შერწყმული, რომელთაგან ერთერთის სიძულვილის, მეორესი კი სიყვარულის დამსახურება მწადდა ყველაზე მეტად. პირისპირ ვიდექი ჩემი ცხოვრების ესოდენ ძირფესვიანად შეცვლის მიზეზისა და თვალებში ვუყურებდი მას. ლიდა... ის მართლაც ლამაზი იყო. მშვენიერ კაბაში გამოწყობილი, არაჩვეულებრივი მაკიაჟითა და გამომწვევი მზერით, თუმცა კიდევ რაღაც ჩანდა მის მზერაში, ეს რაღაც იყო სიბრაზე, სიბრაზე და გაოცება, ცეცხლი სიძულვილისა, სურვილი მოკვლისა და გზიდან ჩამოშორებისა. მის მზერაში ამოკითხულმა ამ აშკარა სიძულვილმა, კიდევ უფრო გამიძლიერა თავდაჯერება და რწმენა საკუთარი თავისა. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მას ვაჯობებდი და მეჯლისის დედოფალი მე გავხდებოდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მიზნის ერთი ნაწილი მიღწეული მქონდა. ლიდას სიძულვილი, მისი სიბრაზე და შური დავიმსახურე. გარდა ლიდასი თალებში ვუყურებდი ჩემს მეორე მიზანს, ადამიანს, რომლის სიყვარულიც უნდა მომეპოვებინა და რომელზეც თავად ვიყავი შეყვარებული... ალბათ... ვუყურებდი ადამიანს, მაგრამ არა, ის უფრო მეტად ჰგავდა ჩემი ოცნების პრინცს ვიდრე ადამიანს. კონკიას საოცნებო პრინცს... ნიკას გარეგნობამ გაოცებამდე მიმიყვანა, ისევე , როგორც გიოსამ. ნუთუ შეიძლებოდა ადამიანი ასეთი სრულყოფილი ყოფილიყო? ნუთუ შეიძლებოდა ადამიანი ზუსტად ისეთი ყოფილიყო, როგორც ჩემს ოცნებებში წარმოდგენილი, ფილმისეული სიყვარულის გმირ? ზუსტად ასეთი იყო, ახლა გიო. სამოსიც კი იმ გმირის ეცვა, ღიმილიც და მწველი გამოხედვაც მისი ჰქონდა. შავი შარვალ-კოსტუმი და შავი ფერისავე პერანგი ემოსა, შავი კლასიკური ფეხსაცმელი, შავი აბრეშუმის ხელსახოცი კი პიჯაკის ჯიბიდან მომხიბლავად იმზირებოდა. პერანგის ორი ღილი თავისუფლად ჩაეხსნა, პიჯაკი კი თავის ნებაზე მიეშვა და ღილებით არ დაეტყვევებინა. თმა მოხდენილად დაევარცხნა, მოხდენილად, მაგრამ არა კლასუკურად. ისეთივე ქარიზმატული სტილით, როგორიც მისი ყოველდღიური იმიჯის, მისი ხასიათის, მისი გამოხედვის, ხმისა და სურნელისთვისაა დამახასიათებელი. გიორგის თაფლისფერ თვალებს, მისივე უზადო ტუჩებზე ალმაცერად აკიაფებული ღიმილი ბრწყინვალებას მატებდა და მთლიანობაში ღვთაებრივ შესახედავს ხდიდა. ბრწყინვალების გარდა, მის მშვენიერ თვალებში გაოცებაც მოჩანდა, გაოცება და შებყრობა, თითქოს თავად ამ გაოცებას შეებყრო. მის თვალებშიც ისეთივე გაოცებას ვხედავდი, როგორსაც ლიდასაში, მაგრამ სრულიად უბოროტოს, მეტიც - სიყვარულით გალამაზებულ გაოცებას. ერთ წუთს აჩამდე უცნობმა აზრმა გამიელვა თავში. ასეთი რაღაც აქამდე არასდროს გამიფიქრებია. თითქოს ნიკა და გიორგი სრულიად ერთნაირი ადამიანები იყვნენ. ერთმანეთს საშინლად გავდნენ, განსაკუთრებით დღეს... მათ მზერაში ერთნაირი სითბო მოჩანდა, ერთნაირად ეცვათ და რაც მთავარია ერთნაირად, ალბათ ერთნაირად მიყვარდა. ყოველივე ეს წამებში მოხდა. წამებში აღვიქვი მათი მზერა და წამებშივე ვიფიქრე, ის რაც ახლა ასოების ქარტეხილად გადმოგეცით. შემდეგ სამყარომ ისევ დაიწყო არსებობა. ჩვენი ცქერით გამძღარმა წყვილებმა კვლავ ცეკვას მიჰყეს ხელი, სიმღერამაც კვლავ დაიწყო სხვებისთვის დაკვრა და ჩვენს შორისაც რამდენიმე მოცეკვავე წყვილი აღმოჩნდა... მას შემდეგ მთელი საღამო ბედნიერი ვიყავი, ბედნიერი და კიდევ, რაღაც სხვა გრძნობით შებყობილი, რაღც უკეთესით, ვიდრე მხოლოდ ბედნიერება. ალბათ ეს იყო კმაყოფილება, უფრო ზუსტად კი ბედნიერებისა და კმაყოფილების ტანდემი. იმ წამიერი შეჯახების გარად, ლიდასა და გიოსთვის თვალი აღარ მომიკრავს. მთელი გულით ველოდი იმ წუთს, როცა მეფე-დედოფალს დაასახელებდნენ. ფიქრი თავს არ მანებებდა, მაგრამ დროს მაინც შესანიშნავად ვატარებდი. დარბაზში ნელი, მშვიდი, ძალზედ თბილი მელოდია გაჟღერდა. ნიკა ჩემსკენ შემობრუნდა და სათნო თვალებით შემომხედა. • ბარბარე ასათიან, ნებას დამრთავთ თქვენთან ვიცეკვო? - ნიკას ვუყურებდი და დღეს უკვე მესამედ გავიფიქრე, რომ მიყვარდა... • სიამოვნებით, მაგრამ თქვენ ცეკვა არ გიყვართ. - მეც სათნოდ გავუღიმე და შევეცადე რაც შეიძლება მეტი სიყვარული მეჩვენებინა. • თუკი ჩემს დედოფალს ვასიამოვნებ, თავად მეც სიამოვნებით ვიცეკვებ. • ნამდვილი ჯელტმენი ბრძანდებით. • მაშ ვიცეკვოთ? • კეთილი, ვიცეკვოთ. ხელი ჩამკიდა და სცენისკენ წავედით. ნიკამ ხელი ნაზად მომხვია წელზე, მე კი თავი მის მხარს დავადე. ვიფიქრე მხოლოდ წერზე ვიტრიალებთ და ვიფიქრებთთქო, მაგრამ შვეცდი... ნიკა არაჩვეულებრივად ცეკვავდა, ჩემზე და ბევრ აქ მყოფ მოსწავლეზე უკეთ... მისი სიტყვები გამახსენდა, როცა მითხრა ცეკვა არ მიყვარს და ბანკეტის მეფობის კანდიდატთა სიიდან ამიტომ ამოვეწერეო... • ნიკა არაჩვეულებრივად ცეკვავ. - ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით ვუთხარი. • ვოვ, რაოდენ დიდი პატივია, ბანკეტის დედოფალმა კომპლიმენტით შემამკო. • და იმაზე რას იტყვი, რომ შენ დღეს ბანკეტის მეფე უნდა გამხდარიყავი. • მაგრამ ცეკვა არ მიყვარს. • და ასე არაჩვეულებრივად ცეკვავ, ცოტა არ იყოს უცნაურია. • გამომიჭირე... - მდუმაარედ გაეღიმა. მისი სახე არ დამინახავს, მაგრამ თვალწინ წარმომიდგა რაოდენ სიმპატიური იქნებოდა. - მე შენთან ახლაც ვცეკვავ, სხვები კი ჯერ კიდევ ელიან ამას. • როგორც უკვე ვთქვი, ნამდვილი ჯელტმენი ბრძანდებით. • თავად შენც ელი ცეკვას... მასთან... არ ვიცი, მომეჩვენა თუ არა, მაგრამ მის უკანასკნელ სიტყვებში სევდა გამოსჭვიოდა. მე კი არაფერი მითქვამს... შუაღამე ახლოვდებოდა, უფრო ზუსტად კი ათი წუთიღა რჩებოდა საათს იმისთვის, რომ ოცდამეოთხე ბრუნი შეესრულებინა. ნიკამ კიდევ ერთი შამპანიურის წიქა შემომთვაზა და ჩემი, როგორც მომავალი დედოფლის სადღეგრძელო დალია. მე კი ის ვადღეგრძელე აწყლიანებულ თვალებში ჩავხედე, რომლებიც თვალს მჭრიდნენ. და აი საათმა შეასრულა ოცდამეოთხე ბრუნი, ზუსტად შუაღამე შესრულდა. პატარა სცენაზე, სადაც სამი კაცი ძლივს დაეტეოდა და რომელიც ზუსტად სამი კაცისტვის იყო განკუთვნილი, სკოლის დირექტორი, ჩემი მეწყვილის ბიძა აბრძანდა, რათა მასთან მიეხმო ის ორი ადამიანი, ვისაც ასევე ეკუთვნოდა ეს ადგილი, ადგილი პატარა, მაგრამ ყველასთვის საპატიო სცენაზე. მუსიკამ დაკვრა შეწყვიტა, წყვილებმა ცეკვას ანებეს თავი, ყველას ყურადღება ამ, ესოდენ პატივსაცემმა ადამიანმა მიიბყრო. მან მისასალმებელი , შემდეგ კი მისალოცი სიტყვა წარმოთქვა. მოგვილოცა სკოლის დამთავრება და მომავალში წარმატებები გვისურვა... და აი დადგა ის ნანატრი მომენტი... • ... პირველი მეფის ტიტულის მფლობელს დავასახელებ. კონკურენცია მაღალი იყო, განსაკუთრებით ორ ახალგაზრდა ყმაწვილს შორის, მაგრამ საბოლოოდ ღირსეულმა გაიმარჯვა. მინდა მივულოცო წლევანდელი ბანკეტის მეფის ტიტული და მისთვის განკუთვნილი გვირგვინი გადავცე არაჩვეულებრივ ახალგაზრდა ყმაწვილს, გიორგი ნაპირელს. ამას მოველოდი, მაგრამ მოლოდინი ყოველთვის რეალობაზე მარტივია. მოლოდინში და მის გამო ჩავარდნილ ფიქრებში მთელს სხეულზე მდუღარე არ გევლება და ეს შეგრძნება ერთი და იგივე აზრის ათასჯერ განმეორებისას, ათასჯერვე არ გიბყრობს. ხელ-ფეხი არ გიკანკალებს და შიშის უჩვეულო, მაგრამ ამავდროულად გასაკვირვად სასიამოვნო გრძნობა არ გეუფლება. არც კი ვიცოდი გამხარებოდა თუ არა, ან კიდევ მდომებოდა თუ არა დედოფლობა. ამ შემთხვევაში გიორგისთან მომიწევდა ცეკვა. ეს ერთდროულად სასიხარულოც იყო და შემაძრწუნებელიც. რა დამემართა მაშინ, როცა მხოლოდ კალამი უნდა გამომერთმია მისთვის, რა დამემართა მაშინ, როცა ჩვენი სხეულები მხოლოდ ერთი უჯრედით შეეხვნენ ერთმანეთს და წარმოიდგინეთ რა დამემართებოდა ახლა, როცა მასთან მომიწევდა ცეკვა. როცა მისი ხელები ჩემს წელს შემოევლებოდა, მე კი მის მხრებს ჩავეკონებოდი... რა შეგრძნება დამეუფლებოდა ახლა? შიში, ტკივილი, სიხარული?.. ღმერთმა იცის, იქნებ არც არაფერი მეგრძნო, ანდაც ადგილზე მოვმკვდარიყავი... გიორგიმ სცენაზე მისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა. თავზე კი მშვენიერი გვირგვინი მოირგო. ახლა დედოფლის დასახელების ჯერი დადგა. გულმა გამალებით დამიწყო ცემა, ისევე როგორც ყველა გოგონას ამ დარბაზში. მაგრა არა, ჩემსავით გული, ალბათ მხოლოდ ლიდა ბედიას უცემდა. • ახლა კი დედოფლის დასახელების ჯერი დადგა. მიუხედავად მამაკაცებს შორის ასეთი მაღალი კონკურენციისა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქალბატონებს შორის არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო გაგვიჭირდა. ორი ძალზედ ღირსეული მანდილოსანი უდავო ფავორიტები იყვნენ, ეს ჟიურის ყველა წევრმა ერთხმად აღიარა. მაგრამ ჩვენი მოვალეობა იყო ამოგვერჩია საუკეთესოო, საუკეთესოთა შორის. ორივე ღირსეული მოწინაააღმდეგე იყო, მაგრამ ღირსეულთა შორის კიდევ უფრო ღირსეულნი იმარჯვებენ და აი ვინ გამოდგა ღირსეულთა შორის ღირსეული, გთხოვთ მივესალმოთ წლევანდელი ბანკეთის დედოფალს, ქალბატონ ბარბარე ასათიანს. და აი ახლა გამისკდა მიწა ფეხქვეშ და თან ჩმაიტანა, მაგრამ ეს იყო სიხარულის ეიფორიის გამოძახილი. დაიბინდა ირგვლივ ყველაფერი. ვიგრძენი რა ძლიერ ჩამიკრა გულში ნიკამ და მისი სხეულიდან გადმოღვრილმა სითბომ ცოტა გამომაფხიზლა. უამრავ ცნობისმოყვარე, მოშურნე მზერას გვრძნობდი ჩემ გარშემო, მაგრამ ერთერთი მათგანი განსკუთრებიოთ მწველი იყო. განსაკუთრებული სიძულვილით აღსავსე მზერა. ეს ლიდას მზერა იყო... ჩემდა, და ვფიქრობ თქვენდა გასაკვირადაც ბედნიერი სულაც არ ვიყავი მიზნის მეორე ნაწილის პირნათლად შესრულების გამო... ეს მხურვალე სიძულვილი აუტანელი იყო, სულს მიხუთავდა, სუნთქვას მიძნელებდა... ახლა ყველაზე მეტად მისი დანახვის მეშინოდა, ლიდას სიძულვილისგან წითლად აკიაფებული თვალების დანახვის, ამიტომ დავხარე თავი და გაუაზრებლად დავიწყე სცენისკენ სვლა. თვალები მთელი ძალიით დავხუჭე, რათა გამოვფხიზლებულიყავი. ცოტა გრძნობაზე მოვედი, მაგრამ რაღაც უფრო რეალური შეგრძნება მჭირდებოდა, იმისთვის რომ ამ სამყაროს დავბრუნებოდი. პირველი რაც თავში მომივიდა და რაც გავაკეთე , იყო ის რომ ჩემი საკმაოდ გრძელი და ბასრი ფრჩხილებით საკუთარი ხელი დავისერე. კანი ამეწვა და ამ ცხადმა ფიზიკური ტკივილის შეგრძნებამ მგრძნობელობა დამიბრუნა. როცა თვალებიდან სრულყოფილად გამოვიხედე და ჩემმა ტვინმაც ფუნქციონირება განაგრძო, საშინელი შეგრძნება დამეუფლა, წარულისეული, უსიამოვნო შეგრძნება... ძველი ბაბი გამახსენდა, როცა სკოლის დარბაზის იატაკი მეფეთა თვალებში. გარად იმისა, რომ თავი დაბლა მქონდა დახრილი მხრებშიც უწინდებურად მოვხრილიყავი. ეს, რომ გავაცნობიერე, სასწრაფოდ თავი ავწიე მაღლა და მხრებშიც გავიმართე. სცენას მივაბყარი მზერა, გიორგის ალმაცერი ღიმილის დანახვაზე დამბურძგლა და საშინლად შემრცხვა ჩემი ასეთი დაბნეულობის გამო, წარსულში წამიერი დაბრუნების გამო. მერე ისევ გიოს გავუსწორე მზერა და მთელი სხეულით დავიძაბე, დავიძაბე როცა გამახსენდა, რომ მასთან უნდა მეცეკვა... ათასი აზრი დატრიალდა თავში, ათასი ფიქრი და შეგრძნება აირია ერთმანეთში, ცოტაც და გული წამივიდოდა, გული წამივიდოდა, რომ არა გიორგი ნაპირელის გამოწვდილი ხელი, სულისდამხუთავი ღიმილის თანხლებით, რომელიც კიბეზე ასვლისას მომაგება.გული წამივიდოდა, რომ არა მის ხელს შეგებებული ჩემი აცახცახებული მტევანი და მორცხვად ქვემოთ დახრილი თვალები, რომ არა მხურვალება რასაც მთელს სხეულში ვგრძნობდი და რომ არა ფიქრი სიყვარულზე, რომელსაც ამ ადამიანისადმი ვგრძნობდი, რომელსაც მთელი ჩემი გული დაებყრო და სხვა აღარაფრისთვის დაეტოვებინა ადგილი. მის ხელს ჩავეჭიდე და კიბეზე ავდგი ფეხი. გიორგის გვერდით ჩემთვის განკუთვნილი ადგილი დავიკავე და გვირგვინიც მოვირგე. მოულოდნელად დარბაზი შეიცვალა, ყველა წყვილი წრიულად განლაგდა და საცეკავო სცენა შეიქმნა. დირექტორმა საცეკვაოდ მიგვიწვია სცენაზე. საშინელმა დაძაბულობამ მომიცვა, რაც დარწმუნებული ვარ ჩემს საეზეც აღიბეჭდა. ჩემში ჩასახული შიშის მიზეზი იყო, ასეთი აშკარა სიახლოვე მასთან...ამდენი ხნის შემდეგ, ასე აშკარად პირვლად ვიგრძენი, რომ ჩემს გვერდით იყო და ეს შეგრძნება აღემატებოდა ფიზიკურობას, მე მას სულიერად ვგრძნობდი ჩემში. საოცარი მზერა გამოსჭვიოდა მისი თვალებიდან. თუ ამ მომენტს ავღწერ, როგორც ზედმეტად, მთელი არსებით, სულით, ხორცით, სხეულით და გულით შეყვარებული ქალი, მაშინ ვიტყვი, რომ მის მზერაში სიყვარულის ახსნას ვგრძნობდი, საოცარ სითბოს, სიყვარულს და სიხარულს განვიცდიდი. მისი თვალები ასხივებდნენ. მისი მზერის შემყურე კი, თავად მეც გავსხივოსნდი... შეყვარებული ვიყავი, შეყვარებული სრულიად უცხო და ამავდროულად ყველაზე ახლობელ ადამიანზე... სხვისი თვალით ყოველივე ჩემს მიერ აღწერილი შეიძლება შეუმჩნეველი იყო, მაგრამ მე, როგორც შეყვარებულ ქალს, ქალს, რომელმაც სიყვარული პირველად იგემა მთლიანად მატყვევებდა და მწვავდა... დირექტორმა მოსწავლეების მიერ შექმნილი სცენისკენ მიგვანიშნა... (გაგრძელება იქნება) ................... ესეც ასე იმედია მოგეწონებათ ველი თქვენს შეფასებებს და კომენტარებს იცოდეთ, რომ თითოეული კომენტარი ძლიან მახარებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.