შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- მისტერ უჟმურო ოდესმე იცინით? (9)


25-02-2016, 21:31
ავტორი tsn
ნანახია 6 288

ემილი
სამი საათი ხდებოდა, როდესაც ნაბიჯების ხმა მომესმა და ძილბურანიდან გამოვედი.. ფრთხილად ავდექი და ოთახიდან გავიპარე.. კიბეები უხამუროდ ჩავიპარე და მკვრივ სხეულს შევასკდი.. ხელი მტაცა და კედელს მიმაკრა.. მატე იყო.. რაღაცის თქმას აპრებდა, როდესაც პირზე ხელი ავაფარე და ჩავჩურჩულე
- გესმის? აქ ვიღაცაა
- კი, ფრთხილად აბრუნდი ოთახში - მანაც ჩამჩურჩულა..
- არა.. არც შემეკამათო.. წავედით.. - უცებ მივედით კართან და იქ მხოლოდ ნინო დაგვხვდა..
- არაფრის ხმა გაგიგია? - ვკითხე და კართან მივედი.. კარი ღია დამხვდა..
- არა, უბრალოდ წყალი მინდოდა და მერე თქვენც გამოჩნდით.. - არც კი მიმიქცევია ყურადღებაა.. ფაქტი ისაა, რომ მე კარი ჩემი ხელით ჩავკეტე, თანაც შიგნიდან.. ახლა კი ღიაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ შიგნიდან გააღო..
- მათე, კარი ღიაა.. მაგრამ ზუსტად მახსოვს, ჩემი ხელით ჩავკეტე - ნინოსკენ არც კი გამიხედავს..
- ემილი.. იქნებ არასწორად ჩაკეტე.. იქნებ სულაც ნინოს ნაბიჯების ხმა გავიგეთ..
- შეიძლება - რომ დავუფიქრდი, შეიძლება ასეც კი ყოფილიყო..ნინო უცებ გაქრა იქიდან.. მათეც მიდიოდა, როდესაც ხელი ჩავჭიდე და მოვატრიალე..
- ყველაფერი კონტროლიდან გამოდის მათე, სასწარფოდ რაიმე უნდა ვიღონოთ.. პირველ რიგში ლიზა გავგზავნოთ სადმე.. აქ საშიშია..
- შენც გეშინია არა? - გამიღიმა და ახლოს მოვიდა.. ცალი ხელი ლოყაზე ჩამომისვა და ჩამეხუტა.. ისე მეხუტრბოდა, თითქოს გავექცეოდი.. - არაფერი მოხდება.. მაგრამ წყნარად რომ იყო, ლიზას სვანეთში გავაგზავნი - ძალიან თბილი მეჩვენა მათე.. აქამდე მსგავსი რამ არ მიგრძვნია.. ახლა კი მისგან სითბოს ვგრძნობდი და ეს ძალიან მახარებდა.. მაინც რა ხდებოდა ჩვენს შორის? არ ვიცი, რაღაც ნამდვილად იყო და მე ეს გრძნობა მომწონდა.. ოთახში ავედი, თბილად მოვკალათდი და ვცადე დამეძინა, მაგრამ მაინც მათეზე ფუქრები მომეძალა.. ვეღარ გავჩერდი დაწოლილი.. ყურსასმენები მოვირგე, ჩემი საყვარელი მუსიკები ჩავრთე.. იმ ფანჯარაზე მოვკალათდი, რომლითაც ჩემი და მათეს ოთახები იყოფა.. ცოტა ხანს ვუსმენდი და ისე უცებ ჩამთვლიმა ვერც გავიგე.. როგორც ჩანს, მძინარე მთელი სხეულით ფანჯარას მივეყრდენი.. მათეს კი, სწორად მაშინ მოუნდა, აქამდე უფუნქციოდ დარჩენილი ფანჯრის გაღება.. მე კი საყრდენის გარეშე დავრჩი და პირდაპირ მათეს მკლავებში ჩავვარდი.. ის ძირს დაეცა, მე კი მის ზემოდან მოვექეცი.. თავი ავწიე და მის გაოცებულ სახეს დავაკვირდი.. ყურსასმენი მოვიძრე და თვალებში ჩავაცქერდი.. ძალიან ლამაზი თვალები აქვს.. თაფლისფერი, რომელიც მომენტებში მწვანეცაა.. ნეტავ იცოდეთ, რა საოცრად მიზიდავს..
- მე, მუსიკებს ვუსმენდი და ჩამძინა -ყურსასმენიანი ხელი მაღლა ავწიე..
- კარგი, არაუშავს..
- ადგები? - ძლივს მოვწყვიტე ნახევრად შიშველ მათეს თვალი და წამოდგომა დავაპირე.. ისიც დაბნეული ჩანდა მაგრამ ჩემს გაწვდილ ხელს ხელი მაინც შეაგება.. როგორც ჩანს, ცუდად დაეცა.. ავაყენე და საწოლამდე მისვლაში ვუშველე.. მძიმედ დაებერტყა და მეც მიმიყოლა..
- დარჩი რა - რაღაც სასწაული ხმით მთხოვა და ისევ ძლიერად მიმიხუტა.. არც შევეკამათე.. ეს სიტუაცია მომწონდა.. დილით ისევ გადავძვრებოდი ფანჯრიდან და ნაზი დეიდასთან იქნებოდა უხერხული, რაც ძალიან მაღელვებდა.. როგორც იქნა ამ ღამით მშვიდად დაძინებაც შევძელით.. რამდენიმე საათში გამეღვიძა.. მათეს ძალიან საყვარლად ეძინა.. მის ცალ ხელზე თავი მედო.. მეორე ხელი კი თვალებზე მიეფარებინა.. მე გამაიმუნება გადავწყვიტე.. ჩემი ნაწნავის ბოლო ავიღე და მის ტუჩებს გადავატარე.. საყვარლად შეიშმუშნა.. მე ისევ იგივე გავიმეორე.. ახლა უფრო მკვეთრი რეაქცია ჰქონდა.. ის-ის იყო მესამედ უნდა ჩამომესვა თმა, ხელი დამიჭირა და მის ქვეშ მომაქცია..
- ტუჩებს სულ სხვა ფუნქცი აქვთ - მხოლოდ ეს თქვა და ტუჩებზე მეცა.. ეს არ იყო ჩემი პირველი კოცნა, მაგრამ ეს იყო პირველი კოცნა, რომელმაც ასეთი გრძნობა ჩამიღვარა გულში. გულისცემა ამიჩქარდა და სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა..
- აი ასე - უცებ მომწყდა და ცხვირზე თითი მომარტყა.. მერე ადგა და სააბაზანოში შევიდა.. შესვლისას ჩემმიერ ნასროლი ბალიში მოხვდა.. მე კი გავიქეცი და პირდაპირ ფანჯრიდან გადავხტი ჩემს ოთახში.. წონასწორობა ვეღარ დავიცავი და იატაკზე გავიშალე.. ნელ-ნელა ავიხედე მაღლა და გაღიმებული მარიამი დავინახე.. ხელს მიწვდიდა ადგომაში დასახმარებლად.. მეც შევაგებე ხელი და ავდექი..
- მომეჩვენა, თუ მართლა მათეს ოთახიდან გადმოძვერი - ეშმაკურად მკითხა
- არ გეჩვენება.. ვაიმე გვერდებიი.. - დავიწუწუნე მე
- იქ რა გინდოდა ემილი? - გაუკვირდა მარიამს..
- ოო ეგ გაიგე და ის ვერა გვერდები რომ მტკივა - ჩავიფხუკუნე..
-მათე მართალია, პატარა ბავშვი ხარ რა.. რა მოხდა იქ? - მე ყველაფერი მოვუყევი.. წინა ღამის ამბებიყ დაწყებული, ამ კოცნის ჩათვლითაც..
- და შენ ბალიში ესროლე?
-კიი
- მერე გამოიქეცი
- კიი.. აუ მარიამ, უკვე მერამდენედ იმეორებ ამ ფრაზებს რა..
- კარგი ახლა ჩამოვაყალიბოთ თეორემა.. ე.ი A წერტილი გადაკვეთს B წერტილს , მისტერ უჟმური კი შეიყვარებს ჩვენს შეშლილს..
- ჰმ.. მორჩა გავებუტე სულ ყველას.. - ჩემს ნივთრბს ხელი დავტაცე და სააბაზანოში შევიჭერი.. დიდ ხანს ვიდექი წყლის ჭავლის ქვეშ და მომცდარს ვიაზრებდი.. სასიამოვნო კოჩნა იყო.. ასეთი არასოდეს არაფერი მიგრძვნია.. აქამდე ვერ ვიაზრებდი მის მიმართ გრძნობებს.. ახლაც ყველაფერი ამერია გონებაში.. ის ფიქრობს ჩემზე? ან თუ არაფერს გრძნობს ეს კოცნა რა იყო.. გონზე ცივი წყლის ნაკადმა მომიყვანა.. გამოვფხიზლდი და მომზადებას შევუდექი.. მისტერ უჟმურო, აი ნახავ, თუ არ გავიგო შენი გრძნობები.. თმები არ გამიშრია, უბრალოდ გავიშალე და გავედი.. სამზარეულოში ლიზა და ნაზი დეიდა დამხვდნენ...
-გამარჯობა - მივესალმე ნაზი დეიდას და ლიზასთან მივედი.. ფუმფულა ლოყები დავუკოცნე..
- ლიზ, აბა თქვი მა-მა - დავუმარცვლე პატარას, რომ გაეგო
- მა- მააა - ამოთქვა მანაც.. პატარა ეშმაკუნა.. სადაცაა წლის გახდება.. მაგრამ სიარულსაც ცდილობს და საუბარსაც.. როცა ვეტყვი, ლიზა, მოდი გაკოცო-მეთქი, ტუჩებს დაბერავს და ნიკაპს ჰაერში წევს, მერე კი შუბლს ტუჩებზე მირტყამს.. ასე მოსწონს.. ლიზას ხელი ჩავჭიდე და სასტუმრო ოთახისკენ გავიყვანე.. ყველა იქ იყო.. გადავწყვიტე, მათესთვის ყურადღება იმდენად არ მიმექცია.. მალე ნაზი დეიდამ და ოჯახის დამხმარემ მაგიდა გააწყვეს.. მათესთან კონტაქტში შესვლას არ ვაპირებდი.. ერთი სიტყვით, დღეს გულგრილობის დღე გამოვაცხადე... მე მის წინ ვიჯექი, მაგრამ ხმას არ ვცემდი.. ალბათ მოსწყინდა და მთხოვა
- ემილი, მარილი მომაწოდე რა
- მარიამ, აი მიაწოდე - გადავხედე მარიამს და სამარიკე გადავულოცე..
- გმადლობთ - მხრები აიჩეჩა მან და თან თავი გაიქნია აქეთ-იქით.. ცოტა ხანში თხილიან ნამცხვარს დასწვდა, თან მე მიყურებდა.. ჯანდაბას, რა ჭკუამ მისცა.. ხომ იცის, რომ თხილზე ალერგია გაქვს.. ხელზე, რომლითაც ნამცხვარს დასწვდა ვუბწკინე და ნამცხვარს მოვაშორე..
- შენ თხილზე ალერგია გაქვს - ვცადე გაბრაზებული ვყოფილიყავი
- ჰოო? კიდევ რაზე მაქვს ალერგია? - მკითხა ეშმაკურად
- თხილზე და ყველანაირ ადამიანურ გრძნობაზე - მშვიდად ვუპასუხე და კიდევ ერთი ლუკმა მივიტანე პირთან.. აღმოჩნდა, რომ მაგიდასთან ყველა შემოგვცქეროდა.. უხერხულად გავიღიმე და ჭამა განვაგრძე.. უცებ ლიზამ წამოიყვირა
- მამაა - მათეს თვაკები გაუბრწყინდა.. აშკარად ძალიან ესიამოვნა.. ბავშვი კალთაში გადმოისვა და მოეფერა
- როდის ისწავლე მაა - თან კოცნიდა..
- ემილიმ ასწავლა - გაიღიმა ნაზი დეიდამ
- ხო, ემილი თანატოლებთან ადვილად შედის კონტაქტში - ანუ მეც ლიზას ჭკუის გამომიყვანა.. მე კი ფეხი ფეხზე ძლიერად მივარტყი და სახე შეეცვალა..
- ემიკის უფროსებთანაც არ იჭირს ურთიერთობა - ვუთხარი და მაგიდიდან ავდექი..
- ყავას ხომ დალევთ? - ვკითხე ყველას და გადავხედე, ყველა თავს იქნევდა.. სამზარეულოში გავედი და ყავის მომზადება დავიწყე.. მალე მათეც შემოვიდა.. არც ის მცემდა ხმას.. ვაშლის გათლა დაიწყო, მაგრამ, ეტყობა საფღაც დაფრინავს.. ჯერ იმხელაზე გათალა, ისე, რომ ლამის თითი მოიჭრა.. დანა ჰაერში გავაჩერებინე..
- ასე თითებს დაიჭრი, რაზე ფიქრობ? - მან უბრალოდ ჩაიღიმა.. მე ვაშლი გავითალე და მივაწოდე...
ცოტა ხანში ყველანი ყავას მივირთმევდით და შოკოლადს ვაყოლებდით
- ემილი, მოზადე და სამსახურში უნდა წავიდეთ - შემახსენა მათემ.. ჯანდაბას, რა კარგი იყო სახლში..
- მალე დავბრუნდეთ, კარგი? მარიამი მარტო არ დავტოვოთ..
- მარტო რატომ? სახლში ბევრნი არიან..
- მარიამის ამბავი არავინ იცის.. ის კი იმდენადაა შეშინებული, რომ ყველა გაფაჩუნებაზეც კი გული უსკდება.. - მეტი არაფერი მითქვამს.. წყნარად მივედით ოფისში და მუშაობას შევუდექით.. მე ისევ ვცდილობ, რომ ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ არ გამომდის.. საკონფერენციო დარბაზისკენ მივდიოდით, უეცრად ფარდა ჩამოვარდა საკიდთთან ერთად და ორივე ქვეშ მოგვიყოლა.. არაფერი მოგვსვლია, უბრალოდ ფარდაში გავეხვიეთ ორივე... მე ფეხი ამიცდა და მათემ დამიჭირა.. ისევ საკოცნელად მოიეევდა, მაგრამ ჩემი ცხვირი არავის დაეკითხა და ცემინება ამიტყდა.. როგორც ჩანს დამლაგებლები კარგად არ ზრუნავენ ყველაფრის სისუფთავეზე.. ამის მოვლას რაღა უნდა.. ალბათ მთელს შენობაში ერთადერთი ფარდაა... დანარჩენ ფანჯრებზე კი ჟალუზებია..
- რა გჭირს - დამცინოდა მათე..
- ალერგია მტვერზეე - საცოდავად ვუთხარი.. ის ისევ იცინოდა..
- მე მინდოდა გაგეცინა ხოლმე და არა ჩემთვის დაგეცინა - გავუბრაზდი და მოვიშორე.. მან მაინც დამიჭირა, მე კი პირი მოვაღე, დასაცემინებლად
- კარგი კარგი - ხელები ზემოთ აზიდა - გიშვებ.. მე წავედი, მაგრამ ის მაინც ჩემზე იცინოდა..
- პიცა მინდა - ავუტყდი მათეს.. უკვე თითქმის სახლში წამოსვლის დრო იყო..
- ოო, დიდება ღმერთს.. შენ რა მელაპარაკები? - შეიცხადა და თან შუბლზე ხელი მომადო - კარგად ხარ? - გავბრაზდი, ხელი მოვაშორებინე და გავტრიალდი, მან კი ხელი ჩამჭიდა და მისკენ მიმიზიდა
- რომელი პიცა გინდა? - თბილად მკითხა..
- პეპერონი..
- კარგი, მოემზადე და გავიდეთ რომელიმე პიცერიაში..
- კარგი.. - თხუთმეტ წუთში მართლაც მზად ვიყავიყ.. პიცერიაში შევედით და ადგილები დავიკავეთ.. შეკვეთაც მივეცით და დაველოდეთ..
- ემილი შენები როდის მოდიან, არ გიკითხავს?
- რა იყო, მოგბეზრდა ჩემი შეფარება - მკვახედ ვუპასუხე..
- ნუ სულელობ რაა.. მასე გგონია? - კითხვა შემომიბრუნა.. - უბრალოდ ჩვენს პროექტს სჭირდებიან..
- ჩვენ ვერ მივხედავთ? ახლა რომ წამოვიდნენ, იმათ უფლება ექნებათ, რომ უჩივლონ და ჯარიმა დააკისრონ..
- რა გაეწყობა.. მივხედავთ.. - მალე შეკვეთაც მოიტანეს.. პიცა მათესაც გავუნაწილე.. ცოტა ხანში საპირფარეშოში გავიდა.. მე მისი კოლა დავმალე.. როცა მოვიდა ერთ-ერთ სოუსს დაწვდა..
- დარწმუნებული ხარ - ვკითხე სოუსსზე, მაგრამ სიტყვა დასრულებული არ მქონდა, როდესაც უკვე გაესინჯა და ახლა პირი ეწვოდა.. ხელით მანიშნებდა, რომ რაუმე სასმელი მიმეწოდებინა.. მე კი ვითომ ვერ ვიგებდი..
- პიცა? მისტერ უჟმურო მეტი პიცა აღარაა - ჩოტა გაბრაზდა და ისევ მანიშნა, თან ახველებდა..
- აა, ისევ სოუსი გინდა არა? აი.. - გავუწოდე, ის კი უფრო გაბრაზდა, დაავლო ხელი ჩემს ენერგეტიკულ სასმელს და ერთი მოყუდებით დაცალა..
- ემილი არ ვიცი რას გიზამ..
- კარგი რა, რას მემუქრები.. - მხრები ავიჩეჩე..
- არ გემუქრები, მეტიჩარავ..
- მისტერ უჟმური. - ჩავილაპარაკე ჩემთვის - წავიდეთ უკვე.. თან რამდენიმე პიცაც გავიყოლოთ სახლში, დანარჩენებისთვის..
- კარგი.. - მართლაც, ცოტა ხანში სახლში ვიყავით... სახლში არც ისე დიდი ხნის მისულები ვიყავით, როდესაც დაგვირეკეს და ისევ ქალაქგარეთ დაგვიბარეს შეხვედრქზე.. ჯანდაბა, რაღა ასეთ ადგილებს ირჩევენ რა.. მარიამთან ავედი..
- მარიამ, მე და მათეს შეხვედრაზე გვიწევს წასვლა.. შენ აქ ხომ კარგად ხარ?
- კი ემი, მაგაზე არ ინერვიულო..
- მარიამ, იცოდე ნინოს არ ვენდობი.. ამიტომ ფრთხილად იყავი და მის ყველა საქციელს დაუკვირდი.. ვერ ვხვდები, ახლა რა მიზნით გამოჩნდა, მაგრამ არ მომწონს.. ინტუიციურად, მისგან საფრთხეს ვგრძნობ..
- მისმინე ემი, ისევ ისეთი მშიშარა და გულუბრყვილო აღარ ვარ, როგორიც ადრე.. ვისწავლე, როგორ უნდა გავუმკლავდე პრობლემებს და არა გავექცე.. ნუ ღელავ.. მე კარგად ვიქნები..
- აი ეს მომწონს, ლიზას მიხედე.. - პატარა ჩანთაში ორი ხელი ტანსაცმელი ჩავაწყე.. მოკლე საზაფხულო სარაფანი ჩავიცვი, მოსაცმელიც ავიღე, რომელიც ყოველი შემთხვევისთვის ყველგან დამაქვს ხოლმე, ზურგჩანთა მოვიკიდე და მათესთან ჩავირბინე..
- ასე მოდიხარ? - მკითხა და ალმაცერად შემომხედა.. ნეტავ რა არ მოეწონა.. ვითომ კაბის სიგრძე? არ ვიცუ, არ ვიცი..
- რამე პრობლემაა? - ავიჩეჩე მხრები..
- არანაირი - კარისკენ დავიძარი და ისიც გამომყვა.. სახელურს ხელუ მოვკიდე და მანაც მოკიდა.. მისი შეხებისას ელექტრონებმა დამიარეს
- აქ მე ვჯდები.. - შევუბღბირე..
- ვიცი, უბრალოდ ჟარი უნდა გამეღო - მობეზრებულად ჩაილაპარაკა.. კარი გააღო, სავარძელზე მოვკალათდუ, როდესაც ჩემკენ დაიხარა და თმისსამაგრი მომაძრო.. წელამდე ხვეული თმა ჩამომეშალა..
- აი ასე უკეთესია - გამიღიმა და თმისსანაგრი თვითონ შეინახა.. რა ჯანდაბა ემართება ამ ბოლო დროს.. არა, უნდა ვაღიარო, მისი ყურადღება ძალიან მსიამოვნებს.. ისიც მსიამოვნებს, რომ ახლა, როდესაც ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო, უს ყველანაირი ხერხით ცდილობს ჩემი ყურადღების მიპყრობას.. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სჭირდება.. არც ისე დიდი მანძილი გვქონდა გავლილი, რომ წვიმა დაიწყო, ელ-ჭექით... გზად მძიმე ავარია იყო და გაჩერება მოგვიხდა.. მალე პატრულის თანამშრომელი მოვიდა
- მძიმე შემთხვევაა.. ყველაფერს ვაკეთწბთ, რომ მოძრაობა აღდგეს, მაგრამ ეს ხვალ დილამდე არ მოხერხდება.. შემოვლითი გზით წასვკას არ გირჩევთ.. წვიმამ რამდენიმე ჯებირი დააზიანა და ბევრი ადგილი.დაიტბორა.. უმჯობესია უკან დაბრუნდეთ, ან აი იმ სასტუმროში მოთავსდეთ - გვანიშნა მიმდებარე სასტუმროზე..
- გმადლობთ.. შწგვიძლია რაიმეთი დაგეხმაროთ? - იკითხა მათემ..
- არა, დაზარალებულები უკვე გადავიყვანეთ საავადმყოფოებში.. უბრალოდ ძლიერი წვიმაა, ამან კი გზების სერიოზული დატბორვა გამოიწვია..
- რა უნდა ვქნათ?.ახლა სახლში დაბრუნებაც საშიშია.. - ვკითხე მათეს..
- ორი წუთით მადროვე ემილი - მთხოვა მათემ და მობილურით დარეკა.. შეხვეშრა მეორე დღისთვის გადადო..
- სასტუმროში შევიდეთ.. ახლა უკვე ღამეა.. გზა იმდენად არ ჩანს, უკანაც ვერ დავბრუნდებით.. შეხვეშრა ხვალ დილით იქნება.. - მითხრა და სასტუმროსკენ წავედით..
- ცალ-ცალკე ოთახები აღარ გვაქვს.. წვიმის და ავარიის გამო საატუმრო გადაიჭედა.. ერთ ნომერს შემოგთავაებთ ორისთვის.. - მოგვახსენა მენეჯერმა.. მათე მოვიდა და სიტუაცია ამიხსნა.. სისულელე იქნებოდა, ახლა ამაზეც უარი რომ გვეთქვა, ამიტომ ოთახი ავიღეთ.. არც თუ ისე გვიან იყო.. საჭმელად ჩავედით.. დესერტად შოკოლადი მოგვიტანეს, რომელშიც, თურმე ალკოჰოლი იყი შერეული.. ეს ერთ-ერთი კულინარიული მეთოდია.. ჩვენ კი მანამ ვერ გავიგეთ, სანამ შემთხვევით არ მოვკარით ყური ამ ამბავს, მაგრამ უკვე აღარ გვადარდებდა.. არ ვიცი რა სახის ალკოჰოლია,.მაგრამ აშკარად კარგად იმოქმედა.. მათეს სიცილი აუტყდა..
- რატომ იცინი? - ვკითხე მეც სიცილით..
- შენ რაღატო იცინი? - კითხვა შემომიბრუნა..
- სულ ასე რატომ იცი მისტერ უჟმურო? შეგეკითხები ტუ არა კითხვას უკან მიბრუნებ.. - ვერ ვბრაზდებოდი.. ალკოჰოლი არ მაძლევდა საშუალებას - სულ ასეთი ხარ
-როგორი ვარ? - მკითხა გულუბრყვილოდ, არა, ამასაც მოეკიდა უკვე..
- როგორი და უჟმური.. ყველაფრის კონტროლი გიყვარს და ბრძანებების გაცემა - ენამ წინ გამისწრო.
- შენ კი ჯიუტი და მეტიჩარა..
- შენ ქედმაღალი
- შენ კი თავნება.. - ორივე სიციკით ვწყდებოდით, თუმცა რა იყო სასაცილო, წარმოდგენაც არ გვქონდა..
- მაგრამ შენ ძალიან საყვარელი ხარ.. - ახლა უკვე ხელები ჩამჭიდა.. მე არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან, ძალიან მომწონს შენთან ურთიერთობა.. ჩემს ცხოვრებას მზესავით ანათებ.. - მიყურებდა და მიღიმოდა..
- მე ვიცი რატომ - ამაყად გამოვუცხადე მე
- რატოომ - ჩამეძია ის..
- იმიტომ, რომ, ისევე, როგორც შენ, მეც ძალიან მომწონს შენთან ურთიერთობა - ვუთძარი მხიარულად და სიცილი ავტეხეთ..
- მისტერ უჟმურო, გავიდეთ აქდან.. - ავტყდი მე..
- რომ წვიმს ემი?
- მერე რა.. ასეთი წვიმა როდის იქნება კიდევ, კაცმა არ იცის - ავკისკისდი ისევ.. რას მიშვრება ეს ალკოჰოლი, ჯერ ისედაც ერთი ბეწო ჭკუა მქონდა და ის უჯრედების გამითიშა თავში..
- წამოდი.. - ხელი ჩამჭიდა და გარეთ გამიყვანა.. ეზოში გავედით და წვიმაში სეირნობა დავიწყეთ.. ხელჩაკიდებულები მივდიოდით და არ გვაღელვებდა, გვაწვიმდა თუ გვათოვდა..
ყველაფერი კარგად იყო.. მივსეირნობდით, ვიცინოდით და ყველაფერი კარგად იყო.. ამდენი პრობლემის მიუხედავად, ყველაფერი მშვენივრად იყო..
- ემილი რა მჭირს? - მკითხა მათემ, მე კიდევ გამეცინა..
- და რა გჭირს? - ვკითხე მეც..
- არ ვიცი.. მაგრამ, როდესაც ერთად ვართ გული მიჩქარდება, თავში ყველაფერი მერევა.. - მთვრალიც ძალიან საყვარელი იყო.. ხვალ არაფერი გვემახსოვრებოდა, დღეს კი გრძნობებს გამომჟღავნების უფლებას ვაძლევდით.. უფრო სწირად, ალკოჰოლი აძლევდა..
- მე არ ვიცი რა გჭირს, ან მე რა მჭირს.. იმიტომ, რომ მეც მასე მემართება.. - რა ჯანდაბა მაცინებდა, მაგრამ ვიცინოდი.. ისიც იცინოდა.. გეფიცებით, მსგავსი სიცილი არავის აქვს.. ან მე არ მიხარია სხვების სიცილი ასე.. ის ნელ-ნელა დაიხარა და ისევ მაკოცა.. ფრთხილად და ნაზად მკოცნიდა.. ძალიან ძალიან სასიამოვნოდ..
- არ დავბრუნდეთ? - ვკითხე მას, როდესაც გონს მოვეგე
- როგორც მეტყვი - გამიღიმა და ისევ სასტუმროს გზას დავადექით..
მალე ოთახში ვიყავით.. როგორღაც გამოვიცვალეთ და დივანზე ჩამოვსხედით.. ისე ჩაგვეძინა, ვერ გავიგეთ.. მეორე დღეს მასზე მიხუტებულს გამეღვიძა.. მაგრაშ ვიყავი მასზე მიკრული და წინა ღამე საერთოდ არ მახსოვდა, თანაც თავი ძალიან მტკიოდა.


მათე

დილით ემილიზე ჩახუტებულს გამეღვიძა.. თავი გახეთქვაზე მქონდა.. არც არაფერი მახსოვდა.. ემილიც მაშინ ფხიზლდებოდა.. ცოტა ხანში მოვწესრიგდით და შეხვედრაზე წავედით.. საშინლად დამღლელი იყო ყველაფერი.. ამ სიტუაციას თავის ტკივილიც ამძაფრებდა.. დრო იმაზე მეტად გაიწელა, ვოდრე წარმომედგინა.. მათი საუბარი თავში არ რჩებოდა.. ემილიც ჩემსავით იყო.. სახეზე ეტყობოდა.. ნეტავ მას თუ ახსოვს გუშინ რაც მოხდა?.. ამას მოგვიანებით ვკითხავ.. იმის თავიც არ მაქვს, რომ ემილის თვალებში გავეჩხირო, გუშინდელივით.. გუშინ, რაც ვაკოცე მის მერე, ცდილობდა ყურადღება არ მოექცია ჩემთვია.. რაც, ცოტა არ იყოს არ მომეწონა.. მე მომწონს, როგორ ზრუნავს ჩემზე და ლიზაზე.. მთელი დღე მისი ყურადღების მიქცევას ვცდილობდი.. ხან თხილიანი ნამცხვარი ავიღე.. ხან ვითომ ვეცემოდი, ხან რა და ხან რა.. გამომდიოდა კოდეც.. მართალია, ბრაზობდა, მაგრამ გულისსიღრმეში ჩემზე ღელავდა.. ერთადერთი რაც არ მახსოვს, გასული საღამოა.. როგორც მივხვდი, შოკოლადში იყო ალკოჰოლი, რადგან მის მერე არაფერი მახსოვს, რაც ის გავსინჯე..
დღეს არც ემილის ქონდა არაფრის თავი.. ნაკლებს საუბრობდა და თავზე ხელებს იჭერდა.. ცოტა ხანს გამოვედი.. სადღაც ყავა და თავის ტკივილის გამაყუჩებელი ვიშოვე და ემისაც მივუტანე.. მივუტანე და სასწაულად გამიღიმა.. ეს ღიმილი ღირდა ამდენი ხნის სიარულად.. წამალი მივეცი და ყავაც გვერდზე დავუდგი.. შეხვედრას მოვრჩით თუ არა, წამოვედით... როგორც ჩანს წამალმა ემიზე ძლიერად იმპქმედა.. მთელი გზა ეძინა.. სახლთან რომ გავჩერდი, მაშინაც კი არ გაუღვიძია.. ხელში ავიყვანე და ოთახში ავიყვანე.. გზად მარიამი შეგვხვდა
- რა სჭირს? - იკითხა შეშინებულმა
- არაფერი, გამაყუჩებელი დალია და ჩაეძინა.. აღარ გავაღვიძე.. - საწოლზე დავაწვინე და გამოვედით..
- როგორ ჩაიარა შეხვედრამ? - მკითხა მარიამმა..
- დამღლელად.. წესით გუშინ უნდა შევხვედროდით, მაგრამ გზაზე ავარია იყო და სასტუმროში მოგვიწია დარჩენა - მეც გავუღიმე.. მარიამი ძალიან კარგი გოგოა.. როგორც უმცროსი და, ისე მიყვარს უკვე.. აღელვებული მეჩვენა
- მარიამ, ღელავ რამეზე? - ვკითხე მას..
- ვფიქრობ სოფლიდან მეძებენ.. მეშინია.. ლუკა (მისი ძმა) არ ვიცი როდის ჩამოვა..
- ნუ ნერვიულობ.. აქ რომც გიპოვონ, არ დავუშვებ, რაიმე დაგემართოთ.. - მეგობრულად მივკარი ხელი..
მალე ემილიც ჩამოვიდა.. ცოტა არ იყოს სუსტად მეჩვენა.. არ იმჩნევდა, მაგრამ ვატყობდი.. ბოლოს, ლამის დაეცა და დავიჭირე..
- რა გჭირს? კარგად ხარ? - ვკითხე აღელვებულმა
- კი, უბრალოდ, ჰაერზე გავალ.. - დაიჟინა და მეც გავუშვი.. ცოტა ხანში ხმაური შემომესმა, გავედი და ემის ხელიდან სისხლი სდიოდა..
- რა დაგემართა - მადინვე მივვარდი. არ მეგონა, ცოცხალი თუ გადავრჩებოდი..
- ვიღაც თავს დამესხა, დანა ჰქონა - ნერვიულობას ფარავდა.
- ალბათ ის იყო.. ჩემი ყოფილი საქმრო - ცრემლები გადმოსცვივდა მარიამს
- არა, ქალი იყო.. - ჩაფიქრებული იყო ემილი..
- საიდან იცი? დაინახე? - ვკითხე შეშფოთებულმა..
- აი ამით.. საყურე მოვაძრე - საყურე ყველას გვაჩვენა..
მალე პატრულის და სასწრაფოს მანქანები იდგნენ ჩვენს ეზოში.. ჩვენება ემიმ მისცა და საყურეც.. ემილის ჭრილობა ხელისგულზე ჰქონდა, მთლიანად გაეჭრა.. ექიმებმა დაუმუშავეს და ნემსიც გაუკეთეს.. თანაც გამაფრთხილეს ყურადღება მიმექცია, რადგან წამალი ძლიერ მოქმედი იქნებოდა.. ხელიც გადაუხვიეს და დაგვტოვეს.. ემი ოთახში ავიყვანე და დავაწვინე..
- რა უცნაურია.. ყველაფერი ტრიალებს - გაიღიმა მან..
- ალბათ წამალი მოქმედებ - თავზე ხელი გადავუსვი.. წასვლას ვაპირებდი, ხელზე რომ მომეჭიდა..
- დარჩი რა - თვალენი შემომანათა და მთლიანად მის არსებაში დავიკარგე.. ახლა ზუსტად ვიცი, რომ მის მიმართ მოწონებას კი.არა სიყვარულს ვგრძნობ.. ახლა კი დროა ჩემი სიყვარულის გამოხატვა ვისწავლო, რაც ძნელი იქნება, მაგრამ არა დეუძლებელი.. მთელი ღამე მის თავთით გავატარე.. მის ყობელ სუნთქვას ვითვლიდუ, ყოველ გულისცემას.. მის სახეზე და თმებზე უმისამართოდ დავაცურებდი ხელებს.. რამდენჯერმე მარიამიც შემოვიდა, მაზი დეიდაც, ნინოც და თაკოც, მაგრამ ემილი ცალი ხელით ისე მეჭიდებოდა, მისგან აღარ წავედი და მთელი ღამით მასთან დავრჩი..

ავტორი

ალბათ, ყველანი დაინტერესებულნი ხართ, რა ხდება უარყოფით პერსონაჟებში.. ნინო უბრალოდ არ გამოჩენილა მათეს ცხოვრებაში.. ის და ტატო ძალიან ახლობლობენ.. მათ აკავშირებთ... საწოლი და საერთო გრძნობა, არა ერთმანეთის მიმართ, არამედ მათეს მიმართ.. ეს გრძნობა კი სიძულვილია.. ტატოს სიძულვილის მიზეზი ისაა, რომ მათე, როგორც პიროვნება, ყველასთვის უფრო საყვარელი იყო.. ის ყოველთვის პირველობას ართმევდა ტატოს.. ყოველთვის ყველას მათე უფრო უყვარდა.. სძულს, იმიტომ, რომ ყოველთვოს მათეს ფონზე განიხილავდნენ მას.. მათეს კი უყვარდა, რპგორც ღვიძლი ძმა.. განა არ იცოდა? იცოდა, ნაგრამ ბოღმამ დააბრმავა.. მას მერე კი, რაც მათემ გამოააშკარავა და ციხისთვის გაიმეტა უფრო შეიზიზღა.. ნინო კი, ნონს მათე ''უყვარდა''.. როგირ არ ეცადა, მაგრამ მათე, როგორც დას ისე უყურებდა.. უყვარდა მათე, მაგრამ როგორც უმცროსი და და ეს აცოფებდა ნინოსაც.. ნინო ისეთი ქრ იყო, რომ დამჯდარიყო და ბიჭის მოლოდინში ცრემლების ზღვა დაედინა.. პირდაპირ ინტროგების ხლართვას შეუდგა.. ტატოს და მათეს დაპირისპირება, გარკვეულწილად, მის კისერზეა.. ვერაფრით მოახერხა მათეს ყურადღების მიპყრობა, ახლა კი, როდესაც ტატომ ემილიზე გააფრთხილა, ჩამოვიდა, რადგან ისევ ინტრიგები აქვს ასახლართი.. რაც შეეხება საწოლს, ის და ტატო დიდი ხანია ამ მხრივ თავს არ იკავებენ.. უკვე წლებია.. ასე გამოჩდნენ ეს ორინი.. მაგრამ საკითხავი ისაა, რომ ზოგჯერ, ცხოვრებაში ჩნდებიან ბოროტი ადამიანები, მაგრამ მათი საქციელი. სიკეთის მომტანი უფრო არის წყვილებისთვის, ვიდრე ზიანის.. აი ახლაც, როდესაც ნინომ ის მოშორება გადაწყვიტა, ვერაფერს გახდა.. თუმცა ახლა მათე მთელს ყურადღებას ემიზე ამახვილებს.. ემის ოთახშია.. მისი ხელი უჭირავს და მის სახეს ეფერება...
ახლა კი, თქვენის ნებართვით კიდევ ერთ წყვილთან, საბასთან და ანასთან გადავალ

ანა
ამჟამად მე და საბას სიტუაცია დაგვეძაბა.. პიღველი პაემნის შემდეგ სულ ვხვდებით ერთმანეთს, მაგრქმ გუშინ, როდესაც ბარში შევედით, ვიღაც გადაპრანჭული გოგო კისერზე შეახტა.. თითქოს იქ არ ვიყავი.. ვიეჭვიანე, დიახ ვიეჭვიანე.. იქ ჩემთან ერთად იყო და სხვას ეხვეოდა.. მთელი დღეა თავს ვაროდებ, არ მინდა რაიმე უხეშად ვუთხრა.. პატარა არ ვარ და ვხვდები, რომ ჩემამდე ბევრი გოგო ეყოლებოდა.. იმასაც ვიაზრებ, რომ ის გოგო შეახტა კისერზე და არა თვითონ.. მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ.. ისე მოვეჩვიე, იმდენი საერთო გამოვძებნეთ, იმდენად დავახლოვდით, რომ მეშინია.. მეშინია, რომ ერთ დღეს გამოჩნდება ვიღაც, ვინც მის თავს წამართმევს.. ახლაც შესვენებაზე მარტო გავდივარ, არ მინდა შემატყოს, რომ გუშინდელზე ისევ ვფიქრობ.. კიბეზე ჩავდიოდი, როდესაც ხელი ჩამავლეს და კითხეში მიმიმწყვდიეს.. თავი ნელ-ნელა მაღლა ავწიე და საბა დავინახე
- გაგიჟდი? ლამის გული გამოსკდა - გულზე ხელი მივიდე..
- შეგეშინდა არა? - ეშმაკურად გამიღიმა.. - უნდა იცოდე, რომ ჩემ გაღდა ვერევინ გაბედავს ასე მოქცევას.. ჩემ გარდა ვერავინ შეგეხება.. მითხრა და ტუჩებზე მომეწება.. პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, მერე კი უბრალოდ აზროვნებია უნარი დავკარგე.. თმებში ხელები შევუცურე და კოცნაში ავყევი.. ცოტა ხანში მომშორდა..
- ანა, მიყვარხარ - პირი ლამის ღია დამრჩა.. ეს პირველი ''მიყვარხარ'' იყო.. მისი ბაგეებიდან კი ძალიან თბილად ჟღერდა.. ტანში ჟრუანტელმა დამიარა და გულმა უცნაურად დამიწყო ცემა..
- მეე, მე.. მეც მიყვარცარ - ვუთხარი და თბილად ჩავეხუტე... მთელი დარჩენილი დღე ერთად გავატარეთ და ოფისიდანაც ერთად გავედით...



**********
ესეც შემდეგი თავი.. ტელეფონზე ვწერ და ბეჭდური შეცდომები ალბათ ბევრია, ამიტომ ბოდიშით.. ველოდები თქვეს შეფასებებს.. თითოეულის აზრი მნიშვნეოვანია ჩემთვის .. კიდევ მინდა გკითხოთ, სიუჟეტი მოსაბეზრებელია? იმას ვგულისხმობ, რომ იმდენად პრობლემური არაფერია, რაც პრობლემაა კი ადვილად გვარდება.. ველოდები თქვენს შეფასებებს.. მიყვარხართ ყველა და გმადლობთ, რომ მამხნევებთ თქვენი კომენტარებით....



№1  offline წევრი blue jeans

აუ აუ პირვლეი ვარ :დ ძალიან მაგარია ძალიან მომწონს გამიზარდა ახალი თავი რომ ვნახე და ძალიან მიყვარს ახლა დავჯდები და ჩემთვის ტკბილად წავიკითხავ ასიანი ვიცი რომ ძალიან მაგარია <3

 


№2  offline მოდერი tsn

blue jeans
აუ აუ პირვლეი ვარ :დ ძალიან მაგარია ძალიან მომწონს გამიზარდა ახალი თავი რომ ვნახე და ძალიან მიყვარს ახლა დავჯდები და ჩემთვის ტკბილად წავიკითხავ ასიანი ვიცი რომ ძალიან მაგარია <3

გმადლობ, იმედია გაგიმართლდება მოლოდინი ♥♥♥

 


№3 სტუმარი MariaMi

ძედა, რა ტკბილი იყო..
ჰო, აი ნინო რატომაც არ მომწონდა მე..
ტატო მომაშორე..
ჩემი აზრით ის გოგო ნინო იყო.. ://
მარიამი დემეტრეს მალე შეახვედრე.. აი ყველაზე მეტად მარიამი და დემერე მაინტერესებს..
საბა და ანაც ძალიან საყვარლები არიან..
გიო და ლილი რაღაც არ ჩანს ად იმედია მალე გამოჩნდება..
რაც შეეხება ემის და მათეს სულ მათზეა და ცოტა სხვა პერსონაჟებიც ჩართე რომ უფრო მრავალფეროვანი გახდეს.. მოსაბეზრებელ ისულაც არაა. <3 მე ძალიან მომწონს და სათაურმაც ძალიან გამიტაცა.. ამიტომ გელოდები ახალი თავით <3 <3

 


№4  offline მოდერი tsn

MariaMi
ძედა, რა ტკბილი იყო..
ჰო, აი ნინო რატომაც არ მომწონდა მე..
ტატო მომაშორე..
ჩემი აზრით ის გოგო ნინო იყო.. ://
მარიამი დემეტრეს მალე შეახვედრე.. აი ყველაზე მეტად მარიამი და დემერე მაინტერესებს..
საბა და ანაც ძალიან საყვარლები არიან..
გიო და ლილი რაღაც არ ჩანს ად იმედია მალე გამოჩნდება..
რაც შეეხება ემის და მათეს სულ მათზეა და ცოტა სხვა პერსონაჟებიც ჩართე რომ უფრო მრავალფეროვანი გახდეს.. მოსაბეზრებელ ისულაც არაა. <3 მე ძალიან მომწონს და სათაურმაც ძალიან გამიტაცა.. ამიტომ გელოდები ახალი თავით <3 <3

ძალიან დიდი მადლობა, უბრალოდ წინა თავებში მთხოვეს მათეზე და ემიზე გვაინტერესებსო.. მაგრამ არც დანარჩენებს დავტოვებ ისე.. ყველას გადავწვდები.. შემდეგ თავში აუცილებლად ყველა იქნება ♥♥♥

 


№5 სტუმარი Black

Magari xar tsn<3

 


№6  offline მოდერი tsn

Black
Magari xar tsn<3

გმადლობ ♥♥

 


№7 სტუმარი Black

Usayvarlesi tavia,velodebi shemdegs<3

 


№8  offline მოდერი tsn

Black
Usayvarlesi tavia,velodebi shemdegs<3

მიხარია, რომ მოგწონს ♥♥

 


№9 სტუმარი A

Ara ras ambob ra mosabezrebeli piriqit dzalian momwons martla. Arcki vici ra gitxra mara me aseti upro momwons zedmetad chaxlartva yoveltvis ki araa sachiro. Patarpatara problemebi da mati swrapi mogvarebaa swored upro cxovrebiseuls rom xdis. Ase gaagrdzele. Axal tavs male veli.

 


№10  offline მოდერი tsn

A
Ara ras ambob ra mosabezrebeli piriqit dzalian momwons martla. Arcki vici ra gitxra mara me aseti upro momwons zedmetad chaxlartva yoveltvis ki araa sachiro. Patarpatara problemebi da mati swrapi mogvarebaa swored upro cxovrebiseuls rom xdis. Ase gaagrdzele. Axal tavs male veli.

ძალიან ძალიან დიდი მადლობა.. მიხარია, რომ მოგწონს ♥♥♥♥

 


№11  offline წევრი Pepper

ძალიან ძალიან კარგი თავი იყო <3
ემილის და მათეს დაუთბათ ურთიერთობა რაც ძალიან მომწონს <3
დემეტრეს და მარიამის შეხვედრა იქნება საოცრება <3
ანას და საბას მდგომარეობაც მახარებს <3
ველი შემდეგ თავს <3

 


№12  offline მოდერი tsn

Pepper
ძალიან ძალიან კარგი თავი იყო <3
ემილის და მათეს დაუთბათ ურთიერთობა რაც ძალიან მომწონს <3
დემეტრეს და მარიამის შეხვედრა იქნება საოცრება <3
ანას და საბას მდგომარეობაც მახარებს <3
ველი შემდეგ თავს <3

დიდი მადლობა.. მე კი შენი თბილი კომენტარი მიხაღია ♥♥

 


№13 სტუმარი მია

საოცრება ხააარ,ერთი სული მაქვს მეორე თავი როდის დაიდებააა love

 


№14  offline მოდერი tsn

მია
საოცრება ხააარ,ერთი სული მაქვს მეორე თავი როდის დაიდებააა love

ძალიან დიდი მადლობაა ♥♥♥

 


№15  offline მოდერი tsn

რუსკა ტუსა
Metqi agar wavikixavtqo magram sataurs rom vxedav dzalauneburad mekitxeba :D interesi mklavs ra moxdeba da rogor amitom ver davtove mkitxvelis pozicia :D kargixar <3

გმადლობ ♥♥ მიხარია, რომ მოგწონს და კითხულობ

 


Dzalian kargia Dalian momwons
--------------------
romantikosi mwerali

 


№17  offline მოდერი tsn

lann❤
Dzalian kargia Dalian momwons

გმადლობ ♥ მიხარია, რომ მოგწონს ♥♥♥

 


№18 სტუმარი rezii

Vaime ra magaria .... Caspian momwons

rezii
Vaime ra magaria .... dzalian momwons

 


№19  offline მოდერი tsn

rezii
Vaime ra magaria .... Caspian momwons

rezii
Vaime ra magaria .... dzalian momwons

გმადლობ ♥♥♥ მიხარია, თუ მოგწონს ♥♥

 


№20 სტუმარი LaNa

Magariaa. Male gaagrdzelee. :-* <3

 


№21  offline მოდერი tsn

LaNa
Magariaa. Male gaagrdzelee. :-* <3

გმადლობ.. საღამოს ახალ თავს ავტვირთავ ♥♥♥

 


№22  offline მოდერი tsn

nino araxamia
ვაუ :*....მაგარი იყო მართლა :*..სიტყვები არ მყოფნის :* fellow

გმადლობ ♥♥

 


№23  offline აქტიური მკითხველი terooo

რამდენიმე ადგილჯ თითქოს გაურკვეველი იყო. გარბოდი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent