მოსამსახურის ქალიშვილი.[12]
888 დიდ ხანს ფიქრობდა მარია რა გაეკეთებინა,შემდეგ თავში ერთმა იდეამ წამოუქროლა,მართალია ცოტა ბავშვურად ეჩვენა,მაგრამ სიყვარულმა კითხვები არ იცის..მოიცა,რა გაიფიქრა,სიყვარულმაო?! გამოდის ჩვენი გოგო უკვე გამოუტყდა საკუთარ თავს,დიახ მარია ალექსანდრია უგონოდ არის შეყვარებული ლუკა ერისთავზე..ფეხაკრეფით აირბინა კიბეები,როდესაც ლუკას ხმა გაიგო,რომ სააბაზანოში შედიოდა,მისი ოთახის კარები გააღო და პირველი რაც მკვეთრად იგრძნო ეს ლუკას სურნელი იყო,რომელიც მთელს ოთახში არომატულად იყო მოდებული,თითოეულ კუთხე-კუნჭულში,ღრმად შეისუნთქა,მერე საკიდზე ჩამოკიდებული პერანგები და შარვლები ჩამოხსნა და იქვე დაიმალა,ისე რომ სხვა ვერ შეამჩნევდა,მაგრამ იგი ყველაფერს ნახავდა. როდესაც ლუკა პირსახოც შემოხვეული გამოვიდა სააბაზანოდან სუნთქვა შეეკრა,აქამდეც ენახა მისი სხეული,მაგრამ ახლა სხვანაირად გრძნობდა მას,წყლის წვეთებით დანამული კუნთები უფრო სხვანაირად ბრწყინავდნენ მზის შუქზე და იმხელა ნერწყვი გადაყლაპა,რომ ლამის დაიხრჩო,ღრმად ჩაისუნთქა და მოგუდულად დაახველა,მერე დაელოდა ლუკას შემდეგ ნაბიჯს,გულში კი ლოცულობდა,რომ მთლიანად არ გაშიშვლებულიყო მამაკაც,უფალმაც ისმინა მისი თხოვნა და მამაკაცი აღარ გაშიშვლებულა,კარადას მიადგა და როდესაც პერანგები და შარვლები ვერსად დაინახა ქვევით დაიძრა ყვირილით,მარიამ კი დრო იხელთა და საწყის მდგომარებას დაუბრუნა ისინი,როდესაც ოთახში ლუკა შემოვიდა იგი მარტო არ იყო მას თან მაია ახლდა,ლუკას გაოგნებული სახე არასდროს დაავიწყდება,როდესაც პერანგები თავის ადგილას დაინახა,თვალები რამდენიმეჯერ დაახამხამა და ახსნა დაიწყო -დედა,გეფიცები წუთებისწინ აქ არაფერი იყო-მაია თითქოსდა მიხვდა ვისი ხრიკებიც უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი და თამაშში აჰყვა გოგონას -ლუკა,მამაშენი მართალია,შენი დასერიოზულება არიქნება-თავი გააქნია რამდენიმეჯერ და ქუსლების კაკუნით ოთახიდან გავიდა,ლუკა ერთხანს გახევებული იდგა,მაგრამ შემდეგ გონს მოეგო და ჩაცმას შეუდგა,ჯერი ტელეფონზე მიდგა,რომელიც უკვე მარიას ჰქონდა და ცოტა აკლდა რომ არ აფხუკუნებულიყო,ლუკამ ყველგან დაუწყო ძებნა,მაგრამ როდესაც ვერსად იპოვა კვლავ დედას მიადგა,ამჯერზე მარიამ კვლავ მოახერხა ტელეფონის დამალვა,ხოლო ხელში მამაკაცის ფეხსაცმელი აიღო,რომელიც უკვე გამზადებული ჰქონდა ლუკას -იცოდე,ლუკა,ახლაც თუ მატყუებ და მასულელებ,მესამედ აღარ წამოვეგები შენს მახეს! რათ მინდოდა შენი ტელეფონი,ადამიანო,თუ ღმერთი გწამს?-მოჩვენებითი გაწყრომით ჩაილაპარაკა ტელეფონი და,როდესაც უკანასკნელი საწოლზე დაინახა დადებული ცოტა აკლდა რომ ხმამაღლა არ გაეცინა,შემდეგ ლუკას წარბისაწევით შეხედა და როდესაც მანაც დაიანხა ტელეფონი კვლავ ეცადა ახსნას,მაგრამ მაიამ არ დააცადა -იცოდე მეორედ მსგავს რამეებზე აღარ შემაწუხო!-საჩვენებელი თითი აუქნია მამაკაცს და თავის ქნევით დატოვა ოთახი. ამჯერზეც ლუკა გახევებული იდგა,შემდეგ რაღაცას მიხვდაო და თვალების იქეთ-აქეთ ცეცება დაიწყო,როდესაც ფეხსაცმელი ვერ დაინახა მოგუდული ხმით დაიწყო ძახილი -მაიაა...-ოდნავ მოსცილდა ოთახს და როდესაც მარია ფეხსაცმელს თავის ადგილს უბრუნებდა მოულოდნელად ლუკა შემოვიდა ოთახში და გოგონას მუცელზე მიაბჯინა ცალი ხელი,შემდეგ კი უკნიდან მიეკრო -ჯერ არ გავგიჟებულვარ,მაგრამ ცოტაც და გამაგიჟებ-საშინლად მიმზიდველი და ხრიწიანი ხმით წარმოსთქვა ეს სიტყვები მამაკაცმა და მარიას სიამოვნების ტალღამ დაუარა სხეულში,შემდეგ წელში გასწორდა და უკვე აღარ შეეცადა კისკისის დამალვას,ბოლო ხმაზე გადაიკისკისა... -სამაგიეროდ მე გამაგიჟე უკვე-ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა გოგონამ და მამაკაცისკენ შეტრიალდა,იქ რომ თვალებს გადააწყდა მსგავსი არასდროს ენახა,ისე ბრწყინავდნენ ლუკას თვალები რომ ძალაუნებურად ითენთებოდა,ოღონდ ეს დაღლილობას არ ჰგავდა,პირიქით სასიამოვნო შეგრძნება იყო,მამაკაცმა ერთი ხელი წელსქვეშ შეუცურა,მეორე კეფაზე და მადიანად და მომთხოვნად დაეწაფა მის ტუჩებს.. -რომ იცოდე როგორ მომენატრე..-ბუტბუტებდა მისთვის ერისთავი და კოცნას არ წყვეტდა,როდესაც გული იჯერა,მხოლოდ მერე გაახსენდა ბრაზი და მარიას ჩადენილი დანაშაული,ცალი წარბი აუწია და ალმაცერად გადახედა-მგონი დასჯას იმსახურებ-გოგონამ შრეკის კატის თვალებით გადახედა მამაკაცს და ეცადა ასე მისი გული მოებრუნებია -არა,არა,არა, ნუ მიყურებ ასეთი თვალებით-გააფრთხილა მამაკაცმა და კვლავ მიიზიდა მისკენ -ნუ დამსჯით,ბატონო ლუკა,ამიერიდან თქვენი ყურმოჭრილი მონა გავხდები-კვლავ გადაიკისკისა მარიამ,მაგრამ ლუკას არც უსმენია მისთვის,ერთი მარტივი მოძრაობით მოისროლა საწოლისკენ,სანამ მარია გაქცევას დააპირებდა,მანამ გადააწვა ზევიდან,ხელები დაუჭირა და ღიტინი დაუწყო,გოგონა მაქსიმალურად ცდილობდა ხმის დარეგულირებას რომ ზურაბს ან სხვა ვინმეს არაფერი გაეგო,მაგრამ არ გამოსდიოდა,იმდენად ეცინებოდა რომ ხმას ვერაფერი უშველა -არაფერი გშველის უკვე-ეშმაკურად განაგრძობდა მამაკაცი -კარგი,მორჩა,საკმარისია-ძალა მილეული მარია მაჯერზე უკვე ჩურჩულებდა და მამაკაცს ხელების გაჩერებისკენ მოუწოდებდა -მნებდები? -გნებდები!-განაცხადა გოგონამ და დანებების ნიშნად ხელები მაღლა ასწია -კარგი,ეს ერთ-ერთი სწორი ნაბიჯია-კმაყოფილების ღიმილმა გადაჰკრა მამაკაცს -ასეთი თვითკმაყოფილი იერი ნუ გექნება,თორემ...-მუქარას ეცადა მარია,მაგრამ როდესაც აღარაფერი მოაფიქრდა დადუმდა,ლუკამ კი ანაზდად დაიჭირა მისი სისუსტე და შეტევა განაგრძო -თორემ რა?-ჩაეკითხა ეშმაკურად -თორემ?..-კითხვა გაუმეორა მარიამ -ჰო,თორემ? -თორემ...თორემ..თორემ..-ჩაფიქრდა გოგონა-თორემ ჩემს ნამდვილ ძალებს გამოვავლენ!-როგორც იქნა მოიფიქრა ბავშვური პასუხი და თვითკმაყოფილმა გადახედა მამაკაცს -აქამდე რომ მეურჩებოდი ის რა იყო?-არ დააცადა ზეიმი მამაკაცმა და ხელახლა შეუტია -ის? ის ჩემი ძალების მეოთხედიც კი არ იყო!-ლუკამ იდაყვები მარიას იქეთ-აქეთ შემოაწყო და შემდეგ მათ დაყრდნო,თვალებში ჩახედა გოგონას და გაეღიმა -ესე იგი ფიქრობ რომ მომერევი? -დიახ,მოგერევი!-წამოიძახა გოგონამ -ჩემზე ძალიან სუსტი ხარ,მარია-ორაზროვნად ჩაილაპარაკა მამაკაცმა-მე მოგერევი! -ვერ მომერევი!- უცნაური ღიმილი შეეპარა გოგონას,ლუკა დაინტერესტდა თუ საიდან მოდიოდა ეს ამოუცნობი ღიმილი და თვალებში ჯიქურ ჩააშტერდა -ასე რატომ იღიმი ხოლმე? -ასე,როგორ?- მიუხვდა მარია,მაგრამ მამაკაცის წვალება გადაწყვიტა -აი,ასე,თითქოს მხოლოდ მე მიღიმი ასე..-არ დამალა ფიქრები ლუკამ -თითქოს არა,ასე მხოლოდ შენ გიღიმი-კვლავ თბილი და უცნაური ღიმილით გაუღიმა მამაკაცს და როდესაც ლუკამ სასურველი პასუხი მოისმინა კვლავ დაუკოცნა სახის ნაკვთები -მინდა რომ მხოლოდ მე მიღიმოდე ასე! -მხოლოდ? -მხოლოდ!-დაუდასტურა ლუკამ -სამუდამოდ? -სამუდამოდ-კვერი დაუკრა ლუკამაც და საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ამაყად გადახედა გოგონას -კარგი,ასე იყოს.-გაეღიმა გოგონასაც -მიყვარხარ.-წამოიძახა უეცრად ლუკამ,მარია ერთ ხანს დადუმდა,თითქოს მომესმაო,წაიყრუა,მაგრამ ექო სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა,უფრო მძაფრდებოდა შეგრძნება,უფრო გამალებით ცემდა გული და უფრო ძლიერად მიედინებოდა სისხლი თითოეულ ძარღვში თუ არტერიაში,წამით გულიც კი გაჩერდა,ეს კი იმის დასტური იყო რომ არაფერი მოჩვენებია,ლუკა ერისთავი ახლახანს ასე უბრალოდ,მაგრამ ასე სულისშემძვრელად გამოუტყდა სიყვარულში,სულ სხვანაირი გაუხდა გოგონას თვალები,უფრო მეტი სითბო ჩაიღვარა მათში,არ ეგონა ასე თუ შეცვლიდა ეს ერთი სიტყვა მის გარეგნობას,უფრო თბილი გაუხდა ნაკვთებიც,არ ვიცი როგორ აგიხსნათ,ამის ასე უბრალოდ ახსნა არ შემიძლია,მამაკაციც სულგანაბული ელოდა გოგონას პასუხს -გაიმეორე..-მიუხედავად იმისა რომ ორგანიზმში მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა მაინც არ დაეტყო მის მშვიდ საუბარს ეს აღელვება -მიყვარხარ.-კვლავ გაუმეორა ლუკამ ეს სიტყვები გოგონას თვალებისთვის წამითაც არ მოუცილებია საკუთარი -მეც მიყვარხარ.-აღმოხდა გახარებულ გოგონას და მამაკაცი ვნებიანად დაეწაფა გოგონას ტუჩებს...იმ ტუჩებს რომლის გემოც ასე ეუცხოებოდა და თან ასე იზიდავდა მისკენ,იმ ტუჩებს,რომლებისთვისაც თავს დაუფიქრებლადაც კი გასწირავდა,როგორც იქნა იგრძნო ლუკამ თუ რას ნიშნავს ნამდვილი გრძნობა და ნამდვილი სიყვარული,როგორც იქნა ის ლუკმა იგემა,რომელსაც ასე საგანგებოდ უნახავდა ბედი და იგი ამ ყველაფრით ძალიან კმაყოფილი იყო... მარიამ ყველაფერი უამბო მის ოჯახზე,მამუკაზე,თიაზე,თიას სამსახურზე და საერთოდ როგორ აღმოჩნდა აქ,მამაკაცისთვის არაფერი ყოფილა უცხო,მან ყველაფერი იცოდა,მაგრამ ელოდა როდის მოისურვებდა თვითონ მარია ამ ყველაფრის გამხელა,მან ყველაფერი იმ დღიდან იცოდა,როდესაც სოფლიდან ჩამოიყვანა მარია თბილისში -იცოდი და თავს იკატუნებდი?-გაუწყრა გოგონა -ისევე როგორც შენ!- არ დანებდა მამაკაცი -ვაღიარებ,ორივე შევცდით-დანებდა მარია -ასე უკეთესია-გაუღიმა გოგონას და ტუჩებში აკოცა. -წავალ,წყალს დავლევ და კვლავ დავბრუნდები-ჩაიბუტბუტა გოგონამ და სამზარეულოსკენ გავიდა,თამამად მიაბიჯებდა,რადგან იცოდა რომ სახლში ლუკასა და მის გარდა არავინ იყო,ცოტა ხნის წინ მაიამ მიწერა შეტყობინება რომ ყველა გასულიყო სახლიდან და თავიანთ საქმეებზე წასულიყვნენ... 888 -მამუკა,როგორც ჩანს საერთოდ დაგვიწყნია ჩვენი წარსულის დროინდელი დიალოგი-ავისმომასწავლებლად გაუღიმა ჟანეტმა მის წინ მჯდომ მამაკაცს და ღვარძლიანი მზერა სტყორცნა,ცოტათი ანერვიულდა მამუკა,მაგრამ არ შეიმჩნია,ჟანეტი კი მზად იყო მამუკასთვის უარი ეთქვა,მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი შვილი ბედნიერი ყოფილიყო თავის სიყვარულთან ერთად -როგორც ჩანს კარგად არ გაგიცნივარ,ჟანეტ!-მკაცრად ჩაილაპარაკა მამუკამ -არა,ეს შენ არ გაგიცნივარ,მამუკა,როგორც ჩანს ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი შეგეპარა,იცოდე გიმეორებ,ოღონდ ამჯერად ცოტა ჩასწორებული ფორმით!-მამაკაცი სმენად გადაიქცა,აინტერესებდა ამ ჯერზე რა მოაფიქრდა ამ ბოროტებით გაჯერებულ ქალს- ერთ კვირას გაძლევთ იმისთვის რომ შენ და შენი ცოლ-შვილი აქაურობას მოცილდეთ და ლუკა ლანას დაუტოვოთ,წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამივეს ისე ოსტატურად გაგაქრობთ რომ საერთოდ აღარავის გაახსენდებით -ნამდვილი სიყვარული ყველაფერს შველის,ჟანეტ! ყველაფერს უდგება წინ! შენ ვერაფერს შეცვლი შენი მუქარით! ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ როგორც იქნა და გავერთიანდით,უკვე აღარ გვეშინია შენი!-მიუხედავად იმისა რომ მამაკაცის სიტყვები დამაჯერებლად ჟღერდა,თვითონაც კარგად იცოდა თუ რაზე იყო ჟანეტი წამსვლელი და როგორი სახიფათოც იყო გარისკვა -როგორც ჩანს ვერაფერი შეიგნე იმდენად ხარ დაბრმავებული,მე ჩემი გითხარი,დროის ათვლა დაიწყო-ფეხზე წამოდგა ჟანეტი და იქაურობას გაეცალა.. მამუკა კი ცოტა ხანს ასე იჯდა,მერე კი ქურთუკს ხელი დაავლო და თვითონაც მანქანისკენ გასწია,რომ თიასთვის მიეკითხა და საუბარი დაწყო... 888 -როგორც ჩანს იმდენად არის ჩემი დაქალი გართული ლუკათი რომ აღარც კი ვახსოვარ-ბუტბუტებდა გაბრაზებული ელა -ელა,სულ ახლახანს ესაუბრე მას!-მარიას დაცვას შეეცადა ბექა -ნუ იცავ მას! -არ ვიცავ,ნუ,კარგი ვიცავ,მაგრამ ის ჩემი მომავალი სარძლოა,ამიტომ მომიწევს ცოტა ხანს შენი ბრაზისგან დავიცვა,თორემ დაასახიჩრებ გოგონას-გაუღიმა ელას და გულში ჩაიკრა -როგორ მომენატრა ვერ წარმოიდგენ -სულ ერთი დღეღა დარჩა,ელა,მოითმინე და ნახავ მას -როგორც იქნა მამა იპოვა.-ამოისუნთქა ელამ -მარიას ბედნიერება მეც მიხარია,ძვირფასო.-კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრა გოგონას შევსებული სხეული და ყელზე მიაწება ტუჩები -მიყვარხარ,ბექა,ასეთი კარგი რომ ხარ მაგიტომ!- თითქოს მიზეზი აუხსნა თავისი სიყვარულისა მამაკაცს,მაგრამ ორივემ კარგად იცოდნენ,ამ სიყვარულის მიზეზების ახსნა რომ დაეწყოთ ეს დღე და საერთოდ დარჩენილი ცხოვრებაც არ ეყოფოდათ -მეც მიყვარხარ,ელა,ასეთი ტკბილი რომ ხარ!- უჩურჩულა ელას და მის ტუჩებს დაეწაფა.. 888 ლანა ბოლთას სცემდა ოთახში,ხან ერთ კუთხეს აწყდებოდა,ხან მეორეს და ნერვიულად იკვენტდა ფრჩხილებს,საზარელი ჩვევა დასჩემდა და უკუჩვენებაც სახეზე აქვს,არაფრად უვარგა ფრჩხილები,ელას მარიასა და ლუკაზე მაშინ გაუჩნდა ეჭვი,როდესაც მამაკაცმა ხელი კრა იმ გოგოს გამო,როდესაც მთელს ხალხში ის აიყვანა ხელში და არა ლანა,ამიტომ დაიქირავა ხალხი და ყველაფრის გამოძიება დაავალა,როგორც ჩანს მათალი აღმოჩნდა,ახლა კი ნამდვილად არ აპირებს მოცდას,ეს უკვე მეტისმეტია,მეტს ვეღარ გაუძლებს,ან ნერვიულობას გადაყველა და ჭკუიდან შეიშლება,ან კიდევ იმოქმედებს,უცნაურია,მაგრამ ლანას ილია ჭვჭავაძის სიტყვები გაახსენდა: "მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის,ჩემო თერგო,ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი.." მართალია ლანამ გაიხსენდა,ილია მართალის ეს სიტყვები,მაგრამ სამწუხაროდ გონება იქამდე არ გაწვდა ამ ყველაფრის აზრს,რომ მოძრაობა მხოლოდ მაშინ არის გასამართლებელი,როდესაც ამით ყველას სარგებელს მოუტან და არა ბოროტებასა და ავს! დიდ ხანს დადიოდა იქეთ-აქეთ და სასოწარკვეთას მიცემოდა,მისი შემხედვარე გულში ცოტაოდენი ტკივილი და ძალიან ბევრი სიბრალული ამოგიტივტივდებოდათ,ყველა ქალი ცოდვაა,რომელსაც ცალმხრივი სიყვარული სწვევია,მაგრამ ამავდროულად კარგი,ისინი სიყვარულს სწავლობენ.. და მაინც, ვერასდროს ისწავლი ისეთ სიყვარულს,როგორსაც ცალმხრივად შეყვარებული ადამიანები სწავლობენ... მე ასე ვფიქრობ,თუმცა ლანას ეს სიყვარული სიგიჟესა და ავადმყოფობაში გადაეზარდა,მისკენ ლტოლვაში,მხოლოდ მისთვის არსებობაში,მართალია შეყვარებულ ადამიანს ძალიან უნდა მისი მიჯნური მის გვერდით რომ ჰყავდეს,მაგრამ იგი იმითაც ბედნიერია,თუ ეცოდინება რომ სადღაც,სამყაროს რომელიღაც კუთხე-კუნჭულში იგი ცოცხლობს,სუნთქავს და იღიმის,მიუხედავად იმისა არის იგი შენთან თუ არა.. მე ამას ვეძახი ჭეშმარიტ სიყვარულს,თქვენ კი არ ვიცი,თქვენეულად განსაჯეთ... ჰო, ერთხანს სიარულს მოუკო,შემდეგ გაჩერდა და ერთ წერტილს ცივად მიაშტერდა,შემდეგ ბოროტულად ჩაიღიმა და ტაში შემოკრა,ავისმომასწავლებელი იყო მისი თითოეული ქცევა,თვალები გაყინული ჰქონდა,ფერიც არ ედო სახეზე,ძარღვებიც კი დაბერვოდა შუბლზე,ალბათ ბევრს ნერვიულობდა..მერე ტელეფონი აიღო და თავის ძველ მეგობარს დაურეკა -ქეთა,შენთან დავალება მაქვს -რამე ხდება,ლანა? -არა,უფრო სწორად კი,მინდა რომ ეს საუბარი ჩვენშივე მოკვდეს,ნუ იმ მესამეშიც,რომლის ჩარევაც სავარაუდოდ აუცილებელი გახდება -რა ხდება,ისე მაინტრიგნებ,სწრაფად მოყევი ვერ ვიცდი... -ესე იგი, რა ხდება...-მოყოლა დაიწყო ლანამ,დრო და დრო კი ბოროტულად ჩაიხითხითებდა ხოლმე,იმდენად შესაძრწუნებელი შესახედი იყო ეს გოგო რომ იფიქრებდით ჭკუიდან შეიშალაო,ალბათ ასეც იყო.. ალბათ ძალა არ ეყო,არც სიყვარული და ვეღარ გაუძალიანდა ეჭვებს,ალბათ მართლაც შეიშალა ჭკუიდან... 888 -თია,სალაპარაკო გვაქვს..-როდესაც ქმრის აღელვებული ხმა მოისმინა თვითონაც გადაედო პანიკა და ყველა საქმეს მიანება თავი -მამუკა,საშინელი ხმა გაქვს,რა მოხდა?-მამაკაცის ხელები თავისაში მოიქცია თიამ -ჟანეტი ვნახე,თია,ის აღარ ხუმრობს,მან ყველაფერი იცის და კვლავინდებურად გვემუქრება... -რა უნდა ვქნათ?-ღონე მიელია თიას,და იქვე სკამზე ჩამოჯდა რომ გული არ წასვლოდა,წყალიც ერთი მოსმით დალია -არ ვიცი,ალბათ უნდა დავუჯეროთ და უნდა წავიდეთ აქედან..-მხოლოდ უკანასკნელი წინადადების მოსმენა მოასწო მარიამ და ჩაახველა -არსად წასვლასაც არ ვაპირებთ,მამა! მაპატიე,მაგრამ ისე მხდალად ვერ მოვიქცევი როგორც შენ წლების წინ,არ შემიძლია,შენ შეძელი შენი სიყვარულის დატოვება,მე კი ვერ დავტოვებ!-მკაცრად ჩაილაპარაკა გოგონამ,თიამაც ა მამუკამაც გაოგნებულებმა შეხედეს შვილს,ჯერ ის უკვირდათ აქ საიდან აღმოჩნდა,შემდეგ ის თუ რატომ ჰქონდა ასეთი აბურდული თმები და კიდევ ის რომ რა სიყვარულზე საუბრობდა მარია -მარია?-აღტაცებულს აღმოხდა ქალს- რა სიყვარულზე გველპარაკები,შვილო,შენ ხომ არავინ გყავს?-თითქოს თავის თავს დაუსვაო შეკითხვა და ჩაფიქრა,ცდილობდა გაეხსენებინა რომელიმე დღე მაინც,სადაც მარია სიყვარულს ახსენებდა,მაგრამ ასეთი არ აფიქრდებოდა,შემდეგ მარიას შეხედა,ახლა მისგან მოელოდა პასუხს -დედა,მხოლოდ ეს გაიგე ჩემი სიტყვებისგან? მე არ ვაპირებ აქედან წასვლას,მე აქ მეგობრები მყავს! მე ვერ დავტოვებ ჩემს ოჯახს,ჩემს ქვეყანას,ჩემს მეგობრებს,ჩემთვის ძვირფას ადამიანებს! - საუბრობდა აღელვებული მარია და თანდათან პანიკის შეტევა იპყრობდა,გადაწყვიტა დედისთვისაც გაემხილა სიმართლე- დიახ,დედა მე შეყვარებული ვარ,მე და ლუკა ერისთავს ერთმანეთი გვიყვარს უკვე რამდენი ხანია,მაპატიეთ,მაგრამ მე არ ვაპირებ მის დატოვებას,ჩვენ ერთად ყველაფერს მოვერევით როგროც ერთი დიდი ოჯახი,მა,შენ მაინც ხომ ნანობ წარსულში დაშვებუ შეცდომებს-მამაკაცმა მხოლოდ თავის დაქნევა მოახერხა,გოგონას იმედი მიეცა- ხო და მაშინ რატომ მოუწოდებ შენ შვილსაც იგივე განსაცდელისკენ რომელშიც შენ ჩავარდი გაუთვლელი ნაბიჯით? მესმის შენი,მართლა მესმის,მაშინ მარტო იყავი,მაგრამ ახლა მარტო არ ხარ,ახლა დიდი ოჯახი გყავს..- თიას არაფერ ესმოდა მას შემდეგ რაც სახელი ლუკა ერისთავი გაიგონა,გაფითრებული იჯდა სკამზე და კვლავ ცდილობდა ისინი ერთმანეთისთვის დაეკავშირებინა ,მაგრამ არა და არ გამოსდიოდა -მარია,რა თქვი? შენ და ლუკა? დიდი ხანია უკვე?-ჰაბრაზების მარცვალიც გაეოდა მის ხმას,თან ცოტა შიშიც -არა,დედა,დიდი ხანი არ არის...-შედარებით ჩუმად ალაპარაკდა მარია -ვინ იცის? მაიამ თუ იცის,სირცხვილო,მან მეგობრულად გაგვიღო ოჯახის კარები,შენ კი რა გააკეთე! - ამოიგმინა დედამ -დედა,მაიამ ყველაფერი იცის და არაფერზეა წინააღმდეგი- თავდაჯერებულმა ჩაილაპარაკა გოგონამ -სამაგიეროდ მე,მე ვარ წინააღმდეგი,ასე არასდროს შემლახვია სახელი,შვილო,რატომ მიკეთებ ამას?..-ანერვიულდა ქალი და ქმარი ანაზდად მიუახლოვდა,გულში ჩაიკრა ატირებული მეუღლე და მარიას თვალებით ანიშნა ცოტა ხანს მარტო დაეტოვებინა ისინი,თან ღიმილიც დააყოლა,რომ დაძაბულობა მოხსნოდა გოგონას,მარიაც დაემორჩილა მამაკაცს და ლუკას ოთახისკენ აიღო გეზი,ახლა არ აწყენდა მისი ძლიერი მკლავების მოხვევა და მისი ტკბილი ტუჩების დაგემოვნება,ისინი ჯადოსნურ ნივთებს ჰგავდნენ,მარტივად შეეძლოთ ყველანაირი დაძაბულობისა და უსიამოვნო შეგრძნების მოშვება,მაგრამ სახტად დარჩა,როდესაც მისაღებში გადაშლილი სურათი დაინახა... ---------------- მიყვარხართ! მიყვარხართ! საუკეთესოები ხართ! მადლობა რომ კითხულობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.