შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- მისტერ უჟმურო ოდესმე იცინით? (10)


28-02-2016, 01:26
ავტორი tsn
ნანახია 6 028

ემი
არც ისე ადრე გამეღვიძა.. თერთმეტი ხდებოდა, რომ გამოვფხილდი.. თავბრუ უსევ მესხმოდა.. ეს იმის ბრალია, რომ სისხლი დავკარგე, მცირე რაოდენობით, თუმცა, როცა როსედაც ანემია გაქვს.. ოთახში მარტო ვიყავი.. მოვწესრიგდი.და დაბლა ჩავედი..
- ემი, როგორ ხარ? ახლა შენთან საჭმელი მომქონდა - გამიღიმა მათემ და ლოყაზე ხელი მომითათუნა..
- კარგად, გმადლობ - მეც სანდომიანად გავუღიმე.. ''საღ'' ხელზე ხელი ჩამჭიდა და სამზარეულოში გამიყვანა..
- სად გაქრა ყველა? - ვკითხე მას, რადგან სახლში ვერავის ხმა ვერ გავიგე..
- მარიამმა და თიკამ ლიზას გასეირნება გადაწყვიტეს.. ნინო და ნაზი დეიდა კი რაღაც საქმეზე.. პრაქტიკულად, მე და შენ მარტო ვართ.. მაგიდასთან დამსვა და გვერდით მომიჯდა.. დაიანებული მარჯვენა ხელი მქონდა და ჭამა ნიჭირდა.. დიდი არაფერი, პიცა ვჭამდით, მაგრამ ხელი მაინც მტკიოდა..
- პირი გააღე - გამიცინა და პიცის ნაჭერი პირთან მომიტანა..
- გმადლობ - გავუღიმე და პიცას წავეტანე.. - მაგარია -ცერა თითი ჰაერში ავზიდე..
- იცი მე გამოვაცხე, შენთვის - ეს რომ მითხრა ლუკმა გადამცდა და ხველა ამიტყდა.. მან კი ფორთოხლის წვენი მომაეოდა..
- ასეთი საშინელია? - მოწყენილი სახით მკითხა
- არა, პირიქით.. უბრალოდ, არ მეგონა თუ მზარეულობა გეხერხებოდა..
- შენ რომ ცოტა ადრე გაგღვიძებოდა, ნახავდი რა როგორ მეხერხება.. იცი აქაურობა რას გავდა? ნაომარი ტერიტორია გეგონებოდა - სიცილი ამიტყდა, ისიც იცინოდა..
- მეგონა.ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი იყავი.და პიცას არ ეტანებოდი - ველუღლუღებოდი და თან ვღეჭავდი..
- მთავარია, რომ შენ გიყვარს - ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა..
- ხელი ძალიან გტკივა? - სიჩუმე მათემ დაარღვია...
- არა, არც ისე - გავუღიმე..
- მაპატიე ემილი..
- კარგი რა, ბოდიშს რატომ მიხდი - მხრები ავიჩეჩე..
- იმიტომ, რომ სულ გპირდებოდი, რომ ვერავინ ვერაფერს დაგიშავებდა.. შენი დაცვა კი, სინამდვილეში... სინამდვილეში ვერ შევძელი
- მათე შეწყვიტე.. - ხელზე ხელი ჩავჭიდე- შენი ბრალი არ ყოფილა.. დაივიწყე ასეთი აზრები... - მან მხოლოდ თმა ამიჩეჩა
- წამლებიც უნდა დალიო, აიღე- ახლა წამლები მომაჩეჩა.. კარზე ზარია, გაქცევა დავაპირე, რომ გამეღო, მაგრამ მათემ მანიშნა იჯექიო.. მალე ლილისთან და გიოსთან ერთად შემოვიდა.. მათი დანახვა ძალიან გამიხარდა.. ორივეს მოვეფერე და გული ვიჯერე.. არც ისე შეცვლილი იყო ლილი, ძალიან ბედნიერი ჩანდა..
- გავიგეთ რაც მოხდა- გულში ჩამიკრა გიომ
- ახლა როგორ ხარ? ყველაფერი რიგზეა? - მკითხა ლილიმ..
- კი, კარგად ვარ, თქვენ არ იდარდოთ - გავუღიმე და სავარძელში მოვთავსდი..- აბა ახალი რა ხდება
- რა და ქორწილის გადახდა გვინდა, ორ კვირაში.. - გახარებულმა მომაძახა ლილიმ..
- ორი კვირა ცოტა დროა, მაგრამ რაღაცას მოვახერხებთ.. ყველაფერს ჩემი ხელებით გავაკეთებ.. - მერე ხელებს დავხედე და დაბინტული ხელი რომ დავინახე დავამატე - უფრო სწორად ხელით - და გავიღიმე...
- შენს გარდა სხვას ვის ვეტყოდით - გვერდით მომიჯდა დაქალი და მაგრად მომეხუტა.. - ანა სადაა? - მკითხა უცებ..
- ალბათ იქ, სადაც საბა - გავუღიმე და თმა ავუჩეჩე..- აბა, როგორ შეეწყე ახალ ოჯახს?
- მშვენივრად.. ნელი დეიდას ჩემზე კარგად იცნობ, რა სჭირს შეუწყობელი.. ხო იცი რა მაგარი ქალია..
- ხო, ვიცი.. მართლა მაგარი ქალია.. მე, გიოს და დემეს სულ უკან დაგვდევდა..
- ხოო, თან გაიძახოდა ''ცოტაც ჭამეთ''- ხმაზეც მიბაძა დედამისს გიომ.. უცებ ძელი უადგილოდ ავიქნიე და ჭრილობიდან სისხლი წამომივიდა..
- მე მივხედავ - დაამშვუდა ლილიმ ბიჭები და ოთახში ამომყვა.. ჭრილობას მისუფთავებდა და თან ფიქრობდა..
- შენი აზრით ვინ იყო - უცებ შომამანათა თვალები..
- არ ვიცი.. მხოლოდ ის ვიცი, რომ ქალი იყო.. საყურე ჩამოვგლიჯე.. მაგრამ ისეთია ეს საყურე ბიჭზეც წავიდოდა.. ხომ იცი, დღეს უამრავი ბიჭი დადის გახვრეტილი ყურით...
- ყველა დამნაშავე, ოდესმე რაიმე კვალს ტოვებს.. იმედია იპოვნიან... - ხელი შემიხვია და დაბლა ჩავიდა.. გონებაში მისი სიტყვების გადახარშვა დავიწყე.. იქნებ რაიმე მართლა დატოვა.. იმ ადგილზე მივედი და ძებნა დავიწყე.. არ ვიცი რას ვეძებდი, მაგრამ არც ვჩერდებოდი.. და აი, ვიპოვე.. კონტაქტური ლინზა.. ნეტავ ვისია? ან გამომადგება? მაგრამ თუ ამ სახლში არავინ ატარებს ლინზას, ე.ი თავდამსხმელისაა.. ვნახოთ, ვნახოოთ... სახლში შევირბინე და თიკოს შევასკდი..
- კარგად ხარ? რატომ დარბიხარ - მკითხა ღიმილით
- კი, კარგად ვარ.. არ ვიცოდი, თუ დაბრუნდით.. მარიამი სადაა?..
- მისაღებში არიან..
- რაღაც მინდა გკითხო, შეიძლება?.. - ვკითხე სხვათაშორის..
- კი, რა კითხვა უნდა - გამიღიმა ისევ..
- ცუდად არ მიიღო, უბრალოდ მაინტერესებს, თვალების ლინზას ხომ არ იყენებ?
- არა, რატომ იფიქრე? - მხრები აიჩეჩა მან..
- რაავი, ისე.. უცხო ფერის თვალი გაქვს და მაგიტომ უფრო..
- კარგი რა ემიი.. უბრალოდ ლურჯი თვალი მაქვს.. ეს რა უცხო ფერია - გადაიკისკისა მან..- ხო, ისე ნინო ატარებს კონტაქტურ ლინზებს, ოღონდ ჰგონია არ ვიცი - ისევ გადაიკისკისა და გზა განაგრძო... საინტერესოა.. ორი მოსაზრება გამიჩნდა.. ან თავდამსხმელი ნინოა, ან უბრალოდ სადღაც დაკარგა და წავაწყდი.. რა უნდა ვქნა? სანამ მოვა მის ოთახს დავათვალიერებ.. ნინოს ოთახში შევიპარე, მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვნახე.. რაღაც ამ ბოლოს არ მიმართლებს.. როგორც შევიპარე, ისევე გამოვიპარე და მისაღებისკენ ავიღე გეზი.. შესული არ ვიყავი, ფეხი გამიცურდა და უნდა დავცემულიყავი, როდესაც მათემ დამიჭირა..
- ემიი, სად გეჩქარება ხოლმე?.. - გამიღიმა და გამასწორა..
- ძირითადად არ მეჩქარება, მაგრამ უკვე ხასიათში მაქვს მემგონი - გავუღიმე..
- ხელი როგორ გაქვს?
- კარგად.. სამსახურში რატომ არ ხარ?
- აქედან ვაძლევ მითითებებს და ყველაფერი რიგზეა..
- კარგი.. მარიამი სადაა?- მისაღებში არავინ იყო და დამაინტერესა..
- სამზარწულოში, რაღაცას ამზადებს.. - მეც სამზარეულოსკენ წავედი.. მარიამი ქურასთან იდგა, ღიღინებდა და რაღაცას ამზადებდა..
- მმმ, რა მაგარი სუნი დგას.. რას აცხობ? - ვკითხე და მაგიდასთან ჩამოვჯექი..
- რას და გემრიელობას.. ჩემი რეცეპტია.. ასე ვთქვათ ჩემი გამოგონება - ისე ლამაზად გამიღიმა.. უცებ ჩემმა ტელეფონმა დარეკა.. დემემ დამირეკა.. ისე მომენატრა მისი ხმის გაგება.. ცოტა ხანს მას და მამას ვესაუბრე.. უკვე მონატრების პიკზე ვიყავი.. ამდენ ხანს ჩემგან შორს არცერთი ყოფილა.. როგორც წესი, სამი-ოთხი დღე.. ახლა კი თითქმის ორი კვირა.. თვალზე ცრემლი მომადგა და ძლივს შევიკავე.. მობილური მოვისროლე და საწყის პოზიციას დავუბრუნდი.. მარიამმა შემამჩნია და გვერდით მომიჯდა..
- მალე ჩამოვლენ ემი, ნუ ღელავ..
- როდის მალე, ხვალ ჩემი დაბადების დღეა.. მე კი მათ გარეშე მომიწევს ყოფნა..
- მეც ძალიან მომენატრა ჩემი ძმა - მითძრა მან..
- მარიამ, დემე მხოლოდ ძმა კი არა არის ჩემი, ის ყველაფერია.. მე და მან ძალიან ბევრი გადავიტანეთ.. დედა რომ დაიღუპა მე რვის ვიყავი, ის თოთხმეტის.. მამა დეპრესიაში ჩავარდა.. ძირითადად სამსახურზე გადაერთო.. უჭირდა, ძალიან უჭირდა.. მეც დედასთან ერთად ვიყავი მანქანაში და ხშირად ავარიაც კი მესიზმრებოდა ხოლმე.. ამ დროს დემე იყო ორივეს პატრონი.. ჩვენ, ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ ტკივილს განვიცდიდით.. ის ღამეებს ათენებდა, როდესაც ცუდად ვიყავი.. ის მივლიდა, დეპრესიიდან გამოვყავდი.. ჩემს პირველ მოგონებებშიც ისაა.. მან სიარული მასწავლა.. ავარიის მერე კი, როდესაც ხმასაც კი არ ვიღებდი, ხელახლა მასწავლა ლაპარაკი.. თუმცა მას ყველაზე მეტად უჭირდა.. იმ პერიოდში, დედასთან ერთად ჩვენც დაგვკარგა.. ბევრი იბრძოლა, რომ ჩვეულ ცოხვრებას დავბრუნებოდით და შეძლო.. მოახერხა და ისევ ოჯახი გავხდით, დანაკლისით, თუმცა მაინც ოჯახი... ახლა კი მარტო ვარ..
- მარტო არ ხარ ემიი... იცი, გუშინ მთელი ღამე მათე იყო შენთან და ყურადღებას გაქცევდა.. დღეს პიცას ისეთი მონდომებით ამზადებდა.. იცოდე, ამის მერე არ თქვა, რომ მარტო ხარ, ჩჩენ ყველას ძალიან გვიყვარხარ...
- მართლა ჩემთან იყო?..
- შენ მარტო ეგ გაიგე? - თმა ამიჩეჩა და ელექტრო ღუმელს მიუბრუნდა.. - აი, ჩემი საავტორო ნაშრომიც მზადაა, მიირთვი..
- მმ... უგემრიელესიაა, რა ქვია?
- არ ვიციი.. ხომ გითხარი, ახლა მოვიგონე.. შენ დაარქვი რამე- გამიღიმა მარიამმა..
- მე ვარქმეეევ... რა თქმა უნდა, ჩემს სახელს - გავიცინე და კიდევ ერთ ნაჭერს დავწვდი... ცოტა ხანში ლიზასთან მივედი, ვეთამაშე და ოთახში ავედი.. დარწმუნებული ვარ, რომ თორმეტი საათის შემდეგ მოლოცჩები დაიწყება.. ყოველდღე ხომ არ ვხვდები ოცი წლის...

მათე
მთელი ღამე ემილის გვერდით გავატარე.. მის გვერდზე ვიწექი და მის სუნთქვას ვითვლიდი.. თავს დაძინების უფლება მივეცი, ვიცოდი, რომ ემი ღამით არ გაიღვიძებდა, რადგან წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო.. დილით ადრიანად გამეღვიძა და გადავწყვიტე გამეხალისებინა ცოტა, ამიტომ მისთვის პიცის გამოცხობა გადავწყვიტე.. ხვალ ემის დაბადების დღეა, გადავწყვიტეთ, რომ სიურპრიზი მოვუწყოთ, ამიტომ, დანარჩენები ამ საქმეზე გავგზავნე.. მეც ვაპირებდი წასვლას, მაგრამ არ მინდოდა ემი ისევ მარტო დამეტოვებინა.. პიცა ჩემი ხელით ვაჭამე, რადგან ხელი ისევ სტკიოდა.. ცოტა ხანში ლილი და გიორგი მოვიდნენ.. გიორგის ადვილად დავუახლოვდი.. ემის ხელიდან სისხლი წამოუვიდა და ლილიმ ჭრილობის შესახვევად აიყვანა.. ჩვენ დრო ვიხელთეთ
- აბა ხვალ რა უნდა ვქნათ - მკითხა გიომ..
- ახლა მარიამი და თიკა გავგზავნე, რომ მოსართავი საშუალებები მოიტანონ.. ცალკე ნაზი დეიდა და ნინო საჭმლის თაობაზე არიან მისულები.. ახლა რომ რაღაცების მზადება დავიწყოთ სიურპრიზი აღარ გამოვა..
- კარგი.. მეც რითაც შევძლებ დაგეხმარებით.. ე.ი არავინ მივულოცავთ, სანამ არ მოვა ცხრა საათი.. ხო, დემეტრეც მოდის და ნიკოლოზიც, ამიტომ მათი დროებით დამალვაც მოგვიწევს - გაიღიმა გიომ.. მალე ლილიც გამოჩნდა და წასვლა გადაწყვიტეს.. საბას და ანასაც შევუთანხმდი და ხვალინდელი დღის გეგმაც დაწვლილებით მოვუყევი.. ახლა ემის წვალების დროც დადგა.. თითქმის თორმეტი იყო ემისთან შევედი.. მას ეგონა, რომ მისალოცად ვიყავი..
- ემი, რაღაც საქმე მაქვს...
- გიისმენ...
- მე, შეგიძლია სანამ დაწვები ამ დოკუმენტს გადახედო და კორექტივები შეიტანო? - მივაყარე სწრაფად და დავაკვირდი.. ცოტა არ იყოს გაბრაზდა.. თუმცა ეა მხოლოდ სიურპრიზის ნაწილია.. ემი მარტო დავტოვე და გამოვედი..
დილით ადრიანად ავდექი.. მარიამი და თიკო გავიდნენ, რადგან ემი ადვილად გატეხავდა.. ნაზი დეიდა და ნინო კი ცდილობდნენ თვალში არ მოდებოდნენ.. იც ჩამოვიდა.. ძალიან ლამაზი იყო.. მოკლე ლურჯი სარაფანი ეცვა, თმა გაშლილი ჰქონდა, მაგრამ გზადაგზა იწნიდა.. მაგიდასთან ჩემი ადგილი დავიკავე.. მან ყავა გამიკეთა.. ხელი ისევ შეხვეული ჰქონდა, მაგრამ უძლებდა..
- გმადლობ - ჩვეუკად გამოვართვი ფინჯანი და ყავის დალევა დავიწყე.. ის იდგა და მიყურებდა.. ხო, დღეს ისევ ''მისტერ უჟმური'' გავხდი..
- რამე ხომ არ გავიწყდება, მისტერ უჟმურო - ჩაიფხუკუნა ემიმ..
- აა, ხპ.. დამავიწყდა მესურვებინაა... - ეგონა მივულოცავდი ისევ - დილამშვიდობისა.. დილამშვიდობის ემი... ხელები მხრებზე მოვუთათუნე და ჩემი ქეისი ავიღე..
- შენ რა მიდიხარ? დამელოდე... - მითხრა მან..
- არა, შენ ისვენებ.. ხელი ისევ გაწუხებს და არ მინდა, რომ გაირთულო..
- ოო, მისტერ უჟმუროო
- აიტყვა აღარ გავიგონო..
- ჯანდაბა, ლაპარაკსაც მიშლიან, ჩემს დაბადების დღეზე - ჩაიჩურჩულა, მაგრამ გავიგე.. არ მინდა მოიწყინოს, მაგრამ რა ვუყო, სიურპრიზის ნაწილია.. სამსახურში საქმეს დროულად მოვრჩით.. სახლში დავბრუნდი.. მაგიდასთან მოვკალათდი და ჟუნალის კითხვას შევუდექი... მალე ემიც გამოჩნდა..
- მარიამი და თიკო სად არიან? - იკითხა მან..
- წავიდნენ, რომ ერთ ადამიანს უთხრან- ალბათ ჰგონია, რომ მივულოცავ... -გილოცავ, ქორწინების ორი წლისთავს.. კარგი გრძნობაა არა, როცა მპდიან და გეუბნებიან - ავდექი და თმა ყურზე გადავუწიე - გილოცავ, ქორწინების ორი წლისთავს.. - გაბრაზდა და წავიდა..
ცოტა ხანში დივანზე ვიჯექი.. ემი მეორე მხარეს იდგა და მოუსვენრად იყო..
- დღეს რა დღეა მისტერ უჟმურო - არა რა, სულ რომ მინდოდეს, მაინც არ დამავოწყებს დღევანდელ დღეს..
- ოთხშაბათი - წყნარად მივუგე მას..
- კიდევ რა დღეა - შემომიბრუნა კითხვა..
- ოო, ღმერთო.. როგორ დამავიწყდა, გილოცავ.. დღეს ის კონტრაქტი გავაფორმეთ, რომელსაც ასე ძალიან ვცდილობდით..
- ჰო, მაგარია - მომიგო უჟმურად და წავიდა.. ნეტავ სადამდე გააგრძელებს, თავი აქეთ-იქით გავაქნიე და დანარჩენებს დავუკავშირდი.. ამასობადი საღამო მოახლოვდა.. ბიჭები უკვე მოდიოდნენ.. ისევ ემი გამოჩნდა და დივანზე დაჯდა.. სწორედ ახლა გამოჩდნენ ბავშვები, ხელში ყუთებით და მოსართავებით.. ემიმ ხმაური გაიგონა და უკან მიტრიალება გადაწუვიტა, როდესაც დავახველე და ემის მივმართე..
- წყალი, ემი წყალი მომაწოდე ... - ჟურნალების მაგიდაზე მდგარი წყალი მომაწოდა.. ამასობაში კი ყველანი დაიმალნენ..
- ემი, ოთახში ადი და დაისვენე.. ჯერ ისევ სუსტად ხარ.. - ვუთხარი და თავის ოთახში ავგზავნე .. ამ დროს დავიწყეთ ყველაფრის მორთვა.. ფერადი ბუშტები გავბერეთ და მათი ზღვა დავაყენეთ ოთახში.. ციმციმა ნათურები ჩამოვკოდეყ.. ლამაზ-ლამაზი ბანერები წარწერით.. სინათლე ჩავაქრეთ და უკვე ემი უნდა.შემომეტყუებინა ოთახში, როდესაც თვითონ ჩამოითბინა.. ამჟამად ვარდისფერი პიჟამა ეცვა..
- იცი რა, მისტერ უჟმურო? დღეს მივხვდი, რომ მართლა მისტერ უჟმური ხარ.. ყველანი მეუბნებით, რომ მარტო არ ვარ და თქვენთან ისე უნდა ვიყო, როგორც ჩემს პჯახში მაგ... - სიტყვა შუზე გავაწყვეტინე და სინათლე ავანთე.. ყველა წამოიშალა მისალოცად.. ემიმ სიხარულისგან ხტუნაობა დაიწყო..
-ე.ი გახსოვდა?
- ემი, რომც მდომოდა, მაინც არ დამავიწყდებოდა, იმდენჯერ დამესხი თავს - მან გადაიკისკისა და მომეხვია.. ბედნიერი იყო და მეც მაბედნიერებდა მისი ღიმილი... ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო, როდესაც კარიდან მისი მამა და ძმა შემოვიდნენ.. გაექანა და ზედ შეაფრინდა ჯერ ერთს, მერე კი მეორეს... ცოტა ხანში ტორტის გაჭრის დრო მოვიდა.. ემის ხელი ისევ ტკიოდა, ამიტომ ტორტის დაჭრადი დემე მიეშველა..
- იცით, მე მეგონა, რპმ ეს ყველაზე საშინელი დაბადების დღე იყო.. მაგრამ ახლა, მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაზე, ყველაზე მაგარი დაბადების დღე იყო.. მე სურვილიც კი აღარ დამრჩა ჩასაფიქრებელო.. დაგვირბინა და ყველას ჩაგვეხუტა.. ამ დღემ მშვიდად და მხიარულად ჩაიარა.. ჩვენი სიურპრიზი შედგა..


მარიამი..
ჩემი ცხოვრება, სოფლიდან ჩამოსვლის შემდეგ, ძირფესვიანად შეიცვალა.. ემი როგორც საკუთარი და ისე შევიყვარე.. მისგან იმ ყურადღებას და სითბოს ვგრძნობ, რაც არასოდეს მიგრძვნია.. შემდეგ მისი ძმა გავიცანი.. დემეტრე.. საერთოდაც, ალბათ პირველი შეხვედრის მერე, ფიქრობს, რომ სილელი ვარ.. ცომის საბეტყელებლით გავუტეხე ცალი წარბი.. ყველანაირად სცადა, რომ აღარ მენერვიულა და ცოტა გავხალისებულიყავი.. სასეირნოდ წამიყვანა, მესაუბრა.. ის ძალიან კარგი ადამიანია.. მისი წასვლის შემდეგ კი, თავიდან ვერ ამოვიგდე.. დილით თუ საღამოს, დღის ყოველ მომენტში მასზე ფიქრები არ მშორდენიან.. მისი თაფლისფერი თვალები მუდამ თან დამყვებიან.. მაგრამ მე ისიც არ ვიცი, ფიქრობს თუ არა ჩემზე.. ვახსოვარ თუ, არა.. იქნებ არც კი ვახსოვარ.. აი, ასეთი ფიქრები მაწუხებს.. როდესაც ემი მასზე საუბარს იწყებს, ვხვდები, რომ ვერც ვერასოდეს დამავიწყდება.. მას შემდეგ კი, რაც ემიმ მასზე მომიყვა, მისდამი უზარმაზარი ნდობა და პატივისცემია გრძნობა გამიჩნდა.. მე ისედაც ვფიქრობდი, რომ ის კარგი იყო.. ახლა კი ვიცი, რომ უბრალიდ კარგი კი არა, საუკეთესოა.. მისი სიყვარული ოჯახის მიმართ უსაზღვროა.. მხოლოდ ოჯახის კი არა, ყველას მიმართ კეთილია...
ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე, როგორი იქნება ჩვენი შეხვედრა.. რას ვიზამ, ან ის რას იზამს.. ჩამეხუტება? ჩავეხუტები?.. ჯანდაბა.. არაფერი ვიცი..
როცა ემი მეუბნება, რომ მოენატრა, მეც ვგრძნობ მის მონატრებას.. ასეთი რა მჭირს, მენატრება ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ერთხელ შევხვდი და ისიც არ ვიცი, მას ვენატრები თუ არა..
ემის დაბადების დღისთვის სიურპრიზი დავგეგმეთ.. ვიცოდი, რომ დემეტრე და მამამისი მოდიან.. ჰოი საოცრებავ, რომ აეროპორტში მე უნდა დავხვშე და დროებით გადავმალო.. სახლში რომ დავბრუნდე, ემი ისე იზამს დროზე ადრე მიმალოცინებს, ანუ მეც უნდა გავქრე დროებით.. მის მერე, რაც სოფელში დამემართა, თავისუფლად გადაადგილების ცოტა მეშინია.. ყველგან საფრთხეს ვხედავ და ეს პარანოია შემიწირავს.. აეროპორტამდე მათეს მძღოლმა მიმიყვანა.. ცოტა ხანში სასურველი რეისის დაჯდომა გამოაცხადეს.. ვღელავდი.. ველოდებოდი მამაკაცს, რონლის მიმართ გაურკვეველ ლტოლვას განვიცდი და არც კი ვიცი, ის რას იფიქრებს, რას იზამს.. ნერვიულად დავდიოდი აქეთ-იქით. მის მოახლოვებასაც კი ვგრძნობდი.. შევბრუნდი და მის პირისპირ აღმოვჩნდი, მასთან ძალიან ახლოს..
- მარიამ - სასწაულად გამიღიმა და წელზე ხელები მომჭიდა, მერე ცალი ხელი კისრამდე აიტანა და გულში ჩამიკრა.. ყველაზე სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა.. დენმა თმის წვერუდან ფეხია ფრჩხილამდე დამიარა.. პულსაცია, სუნთქვა.. ყველაფერი გამიხშირდა და ჩემი სისხლის მოძრაობასაც კი ვგრძნობდი.. ნელ-ნელა მეც შემოვჭიდე ხელები და ჩავეხუტე.. არცერთი ვჩქარობდით მოშორებას, მაგრამ მოგვიწია.. დემეს მამა გამოჩნდა და თავი უხერხულად ვიგრძენი..
- მა, ეს მარიამია, რომ გიყვებოდი - მესიამოვნა მისი ნათქვამი ''რომ გიყვებოდი''.. ე.ი ჩემზე ყვებოდა.. ე.ი ვახსოვდი..
- სად მივდივართ - მკითხა დემემ...
- იქ, სადაც ემილი არ იქნება და ვერ გაგვაფუჭებინებს სიურპრიზს - მეც გავუღიმე..- იმედი მქონდა, რომ შენ მოიფიქრებდი
- კარგი.. წავიდეთ.. - მითხრა და მანქანაში მოთავსდა.. ცოტა ხანში უხნობ გზას დავადექით.. - სახლის მორთვას უშენოდ ხომ შეძლებენ- მკითხა მან..
- მგონი კი..- ცოტა ხანში მანქანა გაჩერდა და ბატონი ნიკოლოზი ჩავიდა, იქ გავუვლიდით წასვლისას.. ქალაქში ვიყავით, ჩემთვის უცნობ ქუჩაზე, მაგრამ მათეს სახლთან ახლოს..
- სად მივდივართ? - ვკითხე მას..
- იქ, სადაც ადრე ვიყავით.. -ისევ დიდი მინდორზე მივედით.. ამჯერად ცოტაც გავიარეთ და ლამაზი, პატარა ქოხი დავინახე..
- მოგწონს? - მკითხა თბილად და თვალებში შემომხედა..
- კი, აღფრთოვანებული ვარ..
- წამოდი.. - ხელი ჩამჭიდა და გამაქცუნა.. ერთად მშვენივრად ვატარებდით დროს..
- მარიამ, ისევ ყველაფრის გეშინია?
- ყველაფრის არ მეშინია.. მხოლოდ იმის, რომ სოფლიდან შეიძლება მომძებნონ..
- ნუ გეშინია მაგის.. ვერაფერს დაგიშავებენ... - სანდომოანად გამიღიმა და დამამშვიდა.. ცოტა ხანი დავყავით ასე.. შემდეგ მათეს სახლში დავბრუნდი.. დემე და ბატონი ნიკოლოზი მპგვიანებით უნდა მოსულიყვნენ..
ყველაფერი რიგზე იყო.. ემი ძალიან ბედნიერი იყო, თუმცა ბედნიერების ზენიტს მაშინ მიაღწია, როდესაც დემე და მამამისი დაინახა.. ყველაფერმა მაგრად ჩაიარა..ცოტა არ იყოს, დავლიეთ და მოგვეკიდა.. ყველა მათესთან ვრჩებოდით.. სასმელს მიჩვეული არ ვარ და ცოტა ვერ ვიყავი კარგად.. ჰაერზე გავედი და გრძელ სკამზე დავეშვი.. ღრმად ჩავისუნთქე და ფიქრებში გავერთრ.. ჩემი ძმა მენატრება.. უკვე პიკზე ვარ ისე.. როდის უნდა ჩამოვიდეს.. ახლა, როდესაც ვუყურებ ემის და დემეს, მინდება, რომ ლუკა აქ მყავდეს..
ცოტა ხანს ასე ვიყავი.. ავდექი, უნდა გავბრუნებულიყავი, მაგრამ უცებ ვიღაც მომეხვია.. ნაცნობი სურნელი მომიტანა სიომ და გულმა ისევ ორმაგად ცემა დაიწყო..
- მენატრებოდი - მომესმა სასმელიშგან უფრო დაბოხებული, მაგრამ თბილი ხმა.. გამეღიმა.. მისკენ შევბრუნდი და მეც მოვეხვიე..
- დემე მე..- არც ვიცი, რა უნდა მეთქვა, მაგრამ გამაჩუმა..
- ჩჩ, არაფერი მითხრა კარგი? არაფერი თქვა, უბრალოდ მაგრამ ჩამეხუტე.. ჩამეხუტე.. - უფრო ძლიერად ჩამჭიდა მკლავები და მეც გავიმეორე.. ის კი თმაზე ხელს მისვამდა და თან მეხუტებოდა..




*******

ესეც შემდეგი.თავიი... ტელეფონით ვწერ და შეცდომების გამო ბოდიშს გიხდით.. ველოდები თქვენს შეფასებებს.. იმედი მაქვს, მოგეწონებათ.. გმადლობთ და მიყვარხართ ♥♥♥



№1  offline წევრი Pepper

უფუფ რა კარგი თავი იყო <3
მათე და ემი <3
დემეს და მარიამის წყვილი ძალიაააან მინდა შედგეს მომწონს ეს ორი ერთად <3
ველი მომდეცნო თავს <3

 


№2  offline წევრი natia-natia

ძალიან კარგი იყო

 


№3  offline მოდერი tsn

Pepper
უფუფ რა კარგი თავი იყო <3
მათე და ემი <3
დემეს და მარიამის წყვილი ძალიაააან მინდა შედგეს მომწონს ეს ორი ერთად <3
ველი მომდეცნო თავს <3

მიხარია, რომ მოგწონს ♥♥♥♥

 


№4  offline წევრი kaxelii

Mate da emize ufro bevri minda.
Ertxel dzlivs shemxvda chemi saxeli istoriashi da aqc uaryofit personazs hqvia :(

 


№5  offline მოდერი tsn

natia-natia
ძალიან კარგი იყო

გმადლობ ♥♥

nino k.d.
Mate da emize ufro bevri minda.
Ertxel dzlivs shemxvda chemi saxeli istoriashi da aqc uaryofit personazs hqvia :(

იქნება მეტიც ))) აბა რა გითხრა სახეკზე, მთავარი ხომ პოროვნულობაა, ვიდრე სახელი ♥♥

 


№6 სტუმარი A

Vau umagresi iyo saswaulad lamazi da tbili.

 


№7  offline მოდერი tsn

A
Vau umagresi iyo saswaulad lamazi da tbili.

გმაფლობ ♥♥

 


№8  offline მოდერი tsn

რუსკა ტუსა
Dzalian kargi tavii iyo <3 iqneb ninos da tatos azric mogvasmenino kargi iqneba <3

ვნახოთ რა იქნებაა ♥

 


№9  offline წევრი mimimimo

ვუიმე, ეს რა საოცრება იყო..
ძალიან მომეწონა ეს თავი..
ყველაზე კარგი იყო..
ყოჩაღ..
თავის მოცულობაც მშვენიერია, მაგრამ მაინც არ მყოფნის და რა ვქნა :დდ
გელოდები.. წარმატებები :))

 


№10  offline მოდერი tsn

mimimimo
ვუიმე, ეს რა საოცრება იყო..
ძალიან მომეწონა ეს თავი..
ყველაზე კარგი იყო..
ყოჩაღ..
თავის მოცულობაც მშვენიერია, მაგრამ მაინც არ მყოფნის და რა ვქნა :დდ
გელოდები.. წარმატებები :))

გმადლობ.. მიხარია, რომ მოგწონს ♥♥♥

 


№11  offline წევრი cancara

კაი კაი გოგო ხარ ესე გაგრძელე ძალიან მომწონს

 


№12  offline მოდერი tsn

nino araxamia
კარგი იყო ლამაზო ძალიან :* :* :* ..ველი მომდევნმო თავს ესე გაგრძელე :*

გმადლობ ♥♥ მიხარია, რომ მოგეწონა..

cancara
კაი კაი გოგო ხარ ესე გაგრძელე ძალიან მომწონს

გმადლობ ♥♥

 


№13  offline წევრი lamazmani

dzaan magari iyo momwons mariamis da demes wyvili da emis da metesi xo saertod dzaan magari xar momwons dzaan veleodebi moutmenlad shemdeg tavs❤❤

 


№14  offline მოდერი tsn

lamazmani
dzaan magari iyo momwons mariamis da demes wyvili da emis da metesi xo saertod dzaan magari xar momwons dzaan veleodebi moutmenlad shemdeg tavs❤❤

ძალიან, ძალიან დიდი მადლობაა ♥♥

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

ვგიჟდები მე ერთნაირი დოზით ორივეზე აი ვაფრენ ამ წყვილზე wink თავისთავად შენზე ასეთი კარგი ისტორია რომ გვაცუქე wink

 


№16  offline მოდერი tsn

sameone crazy girl
ვგიჟდები მე ერთნაირი დოზით ორივეზე აი ვაფრენ ამ წყვილზე wink თავისთავად შენზე ასეთი კარგი ისტორია რომ გვაცუქე wink

ძალიან დიდი მადლობა ♥♥♥

 


№17 სტუმარი Black

Mm ugemrielesi tavi iyo lamasoo:Dvelodebi shemdegs tsn<3

 


№18  offline მოდერი tsn

Black
Mm ugemrielesi tavi iyo lamasoo:Dvelodebi shemdegs tsn<3

დიდი მადლობა ♥

 


№19 სტუმარი Ana

აიი რაასაც ქვიაა ზეე მოთხროობა ვგიჯდებიი ისე მომეწონა არა მარტო მისი მთავარი აზრი რომელიც გარკვეულ წილად უკვე ჩანს არამედ ისიც თუ როგორ აღწერ შენ ამას მართლა დასაფასებელია მოუთბენლად ველი გაგრძელებას

 


№20  offline მოდერი tsn

Ana
აიი რაასაც ქვიაა ზეე მოთხროობა ვგიჯდებიი ისე მომეწონა არა მარტო მისი მთავარი აზრი რომელიც გარკვეულ წილად უკვე ჩანს არამედ ისიც თუ როგორ აღწერ შენ ამას მართლა დასაფასებელია მოუთბენლად ველი გაგრძელებას

ძალიან ძალიან დიდი მადლობა.. მიხარია თუ მოგწონს ♥♥

 


№21  offline წევრი Guitaristxati

სუპერ გოგო ხარ , სუპერ ისტორიით <3

 


№22  offline მოდერი tsn

Guitaristxati
სუპერ გოგო ხარ , სუპერ ისტორიით <3

გმადლობ

 


№23 სტუმარი LaNa

Cota ufro didi tavebi dade ra?
Ise magaria.

 


№24  offline მოდერი tsn

LaNa
Cota ufro didi tavebi dade ra?
Ise magaria.

მემგონი ნორმალური ზომისაა, მაგრამ მაინც ვეცდები გავზარდო ♥♥♥

 


№25  offline აქტიური მკითხველი terooo

არა და ვამბობდი კიდევ ერთი სიყვარულის ისტორიათქო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent