შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსიყვარულოდ [დასასრული]


28-02-2016, 21:40
ავტორი Fangirl
ნანახია 2 475

ამ ხმის გაგონებაზე მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. გაშეშებული ვიყავი და უაზროდ გავყურებდი სივრცეს, ნიკა მელაპარაკებოდა, მაგრამ უშედეგოდ, მაინც არაფერი მესმოდა.
-ძალიან მაინტერესებს ეს ბიჭი ვინ არის? ალბაათ დაიქირავე რომ შენთან ერთად იყოს? (ბაია)
-უეჭველი ეგრეა საყვარელო თორემ ამ მახინჯთან ისე ვინ გაჩერდებოდა, მართალია შეიცვალა, მაგრამ ისევ ისეთი გოიმია.
ნიკამ ვეღარ მოითმინა მუშტი შეკრა და სანდროს პირდაპირ ცხვირ-პირში ხია. სანდრო წაიქცა და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. შემდეგ ნიკა დაიხარა და ცემა დაუწყო.
-ვინ ვარ? ეს გაინტერესებს ვინ ვარ? (უყვიროდა ნიკა და თან ურტყავდა) მისი შეყვარებული ვარ, რამე პრობლემა გაქვს?
ნიკას ყვირილზე გამოვფხიზლდი, შევბრუნდი და დავინახე ნიკა როგორ ცემდა სანდროს და როგორ ცდილობდა ბაია მათ გაშველებას. მევ მივვარდი და ნიკას ვთხოვე რომ გაჩერებულიყო, ნიკამაც თხოვნა შემისრულა და ადგა.
-კარგად ხარ? (მე)
-მე კარგად ვარ შენ როგორ ხარ? (ნიკა)
-შესანიშნავად (მე)
სანდრო ადგა და სისხლი მოიწმინდა, შემდეგ კი ნიკას დაემუქრა:
-მე შენ გიჩვენებ სეირს. (სანდრო)
-მემუქრები ბიჭი? (ნიკა)
-არ გემუქრები, გაფრთხილებ (სადნრო)
-მოდი იცი რას გეტყვი პატარა ბიჭო? შენზე უმცროსები გააფრთხილე კარგი? და ისინი ვისაც შენი ეშინია, აი შენ კი ჯობია მე მიფრთხილდე. არ გავიგო ელენეზე კიდევ რამე თქვა, ელენეს სახელის თქმასაც კი გიკრძალავ, არათუ რამე ზედმეტის თქმას. არ დავინახო მას გაეკარო თორე გაგაფრთხობინებ სულს. (ნიკა) აი შენ რაც შეგეხება ბაია, ჯობია ერთი ადგილი დააყენო და ღმერთს მადლობა უთხრა რომ გოგო ხარ, თორე ვერ გადამირჩებოდი.

ნიკამ ფული მაგიდაზე დატოვა, ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა. სოლოლაკიდან თავისუფლების მოედანზე ფეხით ჩამოვედით, ნიკა მთელი გზა ჩუმად იყო, მეც არაფერს ვეკითხებოდი. ბოლოს გაჩერდა, მობრუნდა ჩემი სახე ხელებში მოიქცია, თვალებში შემომხედა და მაკოცა. შაქარყინულზე ტკბილი ტუჩები ქონდა, იმ წამს ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა, ახლა თამამად შემეძლო მეთქვა რომ მე ის მიყვარდა. არა მარტო იმიტომ რაც მან ბარში გააკეთა, არამედ იმისთვის რომ ვუყვარდი ისეთი უჟმური როგორიც ვიყავი, მან ჩემს გამო ათასობით კილომეტრი გამოიარა, რთულ მომენტებში ჩემს გვერდით იდგა და მამხნევებდა, მაგრამ მისმა დრევანდელმა საქციელმა, ყველაფერი დააგვირგვინა.
რომ მაკოცა არაფერი უთქვამს პირდაპირ თვალებში მიყურებდა და მელოდებოდა რას ვეტყოდი, მაგგრამ მე არაფერი მითქვამს, მხოლოდ ძლიერ ჩავეხუტე, ისე ძლიერ რომ მისი გულის ფეთქვა მესმოდა. აი ასე ჩახუტებულები ვიდექით გაურკვეველი დრო.

***
-ბები დარწმუნებული ხარ რომ სახლში გინდა წასვლა?
-კი შვილო, კარგად ვარ. (ბებო)
-ნანა ბებო მარტო ხომ არ დატოვებთ? (მე)
- მთელი ცხოვრებაა მას ვუძლებ, ახლაც გავუძლებ ნუ ნერვიულობ ( თქვა ნანა ბებომ და ორივემ გადაიხარხარა)
მერე ბებომ შემოგვხედა მმე და ნიკას და გვითხრა:
-რაღაც სხვანაირები ხართ, რა მოხდა?
-არაფერი ბები, (მე)
-ერთად ხართ? (ბებო)
-არა მხოლოდ მეგობრები ვართ (მე)
-ჰოო ასე მხოლოდ ის ფიქრობს, მე კი არა (ნიკა)
ნიკას ვუპწკინე რომ გაჩუმებულიყო ბებომ კი ეს დაინახა.
-გასაგებია (თქვა და ჩაიცინა)

მესამე დღეს ბებო გამოწერეს. ნანა ბებოსთან წავიყვანეთ და დავაბინავეთ, მე და ნიკა კი Tbilisi Mall-ში წავედით რომ საჭმელი გვეყიდამ რადგან სახლში არაფერი იყო და რაც იყო ისიც გაფუჭებული. ამიტომ ბებოს ჩემი მანქანის გასაღები გამოვართვი :
-მე დავჯდები (მე)
-არავითარ შემთხვევაში (ნიკა) სადმე გადამაგდებ და ჩემნაირი სილამაზის პატრონი მეცოდება ამისთვის
-ჩემზე მეტად გიყვარს შენი თავი? (მე)
-რა თქმა უნდა. (მითხრა ნიკამ და ორივემ გავიცინეთ)
ბოლოს რა თქმაუნდა მე დავჯექი, ნიკა არც კი შემეწინააღმდეგა.
რადგან ზაფხული იყო ყველა ფანჯარა ჩაწეული გვქონდა ე.წ "ლუქიც" კი. სიმღერები ბოლო ხმაზე იყო ჩართული, ნიკას ფეხები ფანჯარაზე შემოეწყო და ტელეფონში რაღაცეებს ათვალიერებდა, თან მღეროდა.
საჭმელები და რაღაც-რუღაცეები ვიყიდეთ და მანქანაში დავტოვეთ, მერე კი უკან ავედით რომ
ტანსაცმელები გვეყიდა. ყველა მაღაზიში სათითაოდ ვნახეთ ყველაფერი. მე მგონი ყველაფერი ჩავიცვი. მე და ნიკა ჭკუაზე არ ვიყავით, დავხტოდით, სურათებს და ვიდეოებს ვიღებდით. ამდენი ტანსაცმელი ჩემ ცხოვრებაში არ მქონდა ნაყიდი. ბოლოს ერთმანეთს რომ ვუყურებდით ამდენი პარკებით ხელში, მივხვდით რომ ჩემოდანიც დაგვჭირდებოდა, ამიტომ ორი დიდი ჩემოდანიც ვიყიდეთ და მანქანაში ჩავტენეთ, ჩვენდა საბედნიეროთ, დიდი მანქანა მყავდა LAND CRUISER- ბიძაჩემმა მაჩუქა დაბადებისდღისთვის.
სახლში რომ დავბრუნდით და ბებომ ამდენი პარკით ხელში დაგვინახა დაგვცინა მთელი მაღაზია გამოგიტანიათო. ჩვენც საჭმელები ამოვალაგეთ და ტანსაცმელები ჩავალაგეთ. ბებო და ნანა ბებო საჭმელს აკეთებდნენ. ჩალაგებას რომ მოვრჩით ქალბატონმა ნინომ დარეკა.
-ელენე საყვარელო სახლში ხარ? მოიცა ნიკასაც დავურეკავ და ბარემ ერთად გეტყვით.
-არაა საჭირო ჩემთან ერთადაა (მე)
-პრივეეეტ (ნიკა ქალბატონ ნინოს ძალიან დიდი ხანი იცნობდა დ ამეგობრობდა ამიტომ ასე მეგობრულად ელაპარაკებოდა ხოლმე)
-ძალიან ძალიან კარგი რომ ერთად ხართ. მოკლედ რა უნდა გითხრათ. ხვალ ნიუ-იორკის მაგივრად საბერძნეთში მიდიხართ, ათენში. არაფერზე ინერვიულოთ, ყველაფერი ნაყიდი და დაჯავშნილია, ჩვენი თვითმფრინავით წამოხვალთ, თქვენი ნივთები კი უკვე სასტუმროში გელოდებათ.
-ოქეი, ვუთხარით მე და ნიკამ ერთად.
-თქვენ რაღაც.. (ქალბატონი ნინო) კაი დაივიწყეთ, გკოცნით და შეგეხმიანებით ხოლმე.

-მგონი მიხვდა (ნიკა)
-მაქამდეც იცოდა მაგან (მე)
ნიკას გაეცინა და მაკოცა. ამ დროს კი ბებო შემოვიდა და ჩაახველა.
ჩვენც ეგრევე დამნაშავე ბავშვებივით წამოვხტით.
-რამე მოხდა? (ბებო)
-არ..არაა. არაფერი (ვუთხარი და გავუღიმე)
-მაშინ წამოდით საჭმელი მზადაა (ბებო)
ჩვენც სამზარეულოში გავედით და მივირთვით. მერე კი მე და ნიკა სასტუმრო ოთახში გამოვედით და კინოს ვუყურებდით. ძალიან დაღლილები ვიყავით და სასწაულად მეძინებოდა, ვერც კი შევნიშნე როგორ ჩამეძინა ნიკას მკლავებში, ისევ.
დილით ბებომ გამაღვიძა და ყავა მოგვიტანა მე და ნიკას.
-მადლობა ბებიკო (მე)
-არაფრის საყვარელო. (ბებო) კარგი ბიჭია
-ჰო ასეა (მე) ასე მგონია რო ღმერთმა საჩუქარი გამომიგზავნა. ჩემი მფარველი ანგელოზია
- ძალიან მიხარია საყვარელო თუ ეგრეა. გაუფრთხილდით ერთმანეთს. (ბებო)
თავი დავუქნიე და ბებოც წავიდა. მერე ნიკას ვაღვიძებდი, მაგრამ ვერ იღვიძებდა. მივიხედ მოვიხედე არავინ რომ არ იყო ახლო მახლოს ვაკოცე. ამ საზიზღარმა კი ეგრევე დაჭყიტა თვალები.
-საზიზღარო (მე)
-მეც მიყვარხარ (ნიკა) რომელი საათIა?
-დაწყნარდი ადრე გაგღვიძე, ჯერ ათია, ფრენა ორზეა. (მე)
-ჩემი პრინცესა.
-ზედმეტი არ მოგივიდეს (მე) ვუთხარი და ისევ ჩავეხუტე.

დილა ჩვეულებრივად გავიდა. საუზმე მივირთვით, ნიკამ ტაქსი გამოიძახა. წასვლის დროც მოვიდა. კარებშI ვიდექი და ვისმენდი ბებო როგორ მარიგებდა ჭკუას.
-ჰო, გავიგე ბე, კაი , კაი , ჰოო. არა, კაი , მეც მიყვარხარ. კარგად.
ბებო და ნანა ბებოც გადავკოცნე, ტაქსში ჩავჯექი და აეროპორტისკენ წავედით.
თვითმფრინავში ავედით. რათქმაუნდა ისევ გვერდი გვერდ დაგვიჯავშნეს ადგილები. მმთელი გზა სიმღერებს ვუსმენდით, როგორც ყოველთვის ოღონდ ახლა ერთი ყურსასმენი ნიკას ჰქონდა.
ისევე როგორც ჩემი ერთი ხელი.
-იცოდი რომ საბერძნეთI ჩემი საყვარელი ქალაქია? (ნიკა)
-მართლა? (მე)
-ჰოო, რამდენჯერაც არ უნდა ჩავიდე ისეთივე ემოციები მაქვს როგორც პირველ ჩასვლაზე.
რაღაცნაირად ასე მგონია ჩემი ქვეყანაა, ყველგან ნათელი ფერებია, თეთრი სახლები და ლურჯი სახურავებით რომლებიც ცის ნაწილს გავს. კამკამა სუფთა წყალი. მოკლედ ძალიან მიყვარს.
-ჰოდა კიდევ ერთხელ ჩახვალ. ოღონდ ჩემთან ერთად. (მე)
-მთელს მსოფლიოს მოვივლი შენთან ერთად (მითხრა ნიკამ და შუბლზე მაკოცა)
ბოლოს როგორც იქნა ჩავედით. აეროპორტთან როგორც ყოველთვის მანქანა დაგვხვდა. გაოცებული ვიყურებოდი აქეთ-იქით, ნიკა მაართალი იყო. ულამაზესი ქვეყანაა.
-მოგწონს? (ნიკა)
-მიყვარს (მე)
-ჩემზე მეტად? (ნიკა)
-შენზე მეტად არაფერი მიყვარს (დაუფიქრებლად ვუპასუხე)


-------------------------------------------------------------------------

ჩემო პაწაწუნებო, აბა როგორ ხართ? ბოდიშით რომ გუშინ ვერაფერი დავწერე, ერთI ამბავი იყო ჩემს სახლში. ესეც შემდეგი თავი, იმედია მოგეწონათ. გკოცნით ბევრს


მუდამ თქვენი Frangirl



№1  offline მოდერი bibo

არ მეყო მურაბა მე ეს დასასრული კიდე მინდა მეორე მნაწუილი მარწყვო.ეს არ ეყო სანდრო და ბაიას ვიცი უფრო მეტი უნდა მაგათ,ასე რატო Dულდართ ვერ მივხდი მარეყვოო წარმატებები

 


№2  offline წევრი Fangirl

bibo
არ მეყო მურაბა მე ეს დასასრული კიდე მინდა მეორე მნაწუილი მარწყვო.ეს არ ეყო სანდრო და ბაიას ვიცი უფრო მეტი უნდა მაგათ,ასე რატო Dულდართ ვერ მივხდი მარეყვოო წარმატებები


მადლობა ჩემო საყვარელო ასეთI ტკბილი და კარგი რომ ხარ. ვიცი ძალიან ცუდად და მოკლედ მორჩა მაგრამ ვერ ვახერხებდი წერას. გპირდები სხვა მოთხრობები უკეთესი იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent