მადლობა უცნობ ქურდს..ლამაზი love story სთვის 12
დილით გაღვიძებულს ტატო დამცქეროდა .... -გაიღვიძე პრინცესა? -დილამშვიდობის...მივესალმე და თავი მხარზე მივადე ნეტავ სულ ასე ვიყოთ, შენს გარეშე მოვკვდები გავიფიქრე და ნაძალადევად გავიღიმე მართლაც რომ ტატოსთან ერთად უბედნიერესი ვიყავი, დაუვიწყარი წუთები გავატარეთ ერთად...ვაიმე როგორ მიყვარს ღმერთო როგორ მიყვარს,არ წამართვა მისი თავი ვემუდარებოდი ჩაფიქრებული და სიგარეტის კვამლს ვაყოლებდი თვალს..... -ანნ გინდა ზღვის ნაპირზე გავიდეთ? -კი მინდა სანამ უკან დავბრუნდებით. მივუყვებოდით ნაპირს და ერთმანეთს შევცქეროდით,მომენტალურად გაჩერდებოდა ჩამეხუტებოდა და ისევ გზას განვაგრძობდით.არც კი ვიცოდი თუ ასეთი გრძნობა არსებობდა,ასეთი ძლიერი და ბედნიერი....არასოდეს არ გვიჩხუბია მე და ტატოს საოცარია ,არადა ყველა წყვილი ჩხუბობს ან კამათობს მაინც.ჩვენ კი უბრალოდ გვიყვადა ერთმანეთი -ცის იქითაც ასე ძლიერ მეყვარები მშვენიერო მითხრა და შეჩერდა -ტატო????? ტატო კარგად ხარ?შემომხედე ტატო გთხოვ შემომხედე,ვეუბნებოდი გაფითრებულ სხეულზე ხელს ვკიდებდი და ვცდილობდი გონზე მომეყვანა,ტატო გთხოვ გაახილე თვალები გემუდარები გაახილე თვალები უკვე ვყვიროდი,რამდენიმე ადანიანს მოვკარი თვალი ახლოს.დამეხმარეთ დავუძახე და მათ მოსვლას არ დაველოდე ისევ ტატოსთან მივდი...ჩემო სიცოცხლე გონს მოდი ჩავძახოდი ,პულსი გავუსინჯე და სუსტად უცემდა .თავი დავადე გულზე და მისი გულის სუსტი ცემა მესმოდა.ტატო გემუდარები ,ასე არ დამტოვო ტატოო დავიყვირე და მის მკერდში ჩავმალე აცრემლებული სახე. მერე მერე კი არაფერი მახსოვს.... თეთრხალათიანი სილუეტები ირეოდა ჩემს წინ,ბუნდოვნად ვხედავდი მათ სახეს,უცებ გონებაში გაცოცხლდა კადრები და მოულოდნელად დავიკივლე ტატო....საწოლიდან წამოვდექი და თავბრუ დამეხვა.იწექით არ შეილება ,მეუბნებოდა ვიღაც თეთრხალათიანი. -სადაა ტატო? ტატო სადააა ხელი მოვკიდე და შევანჯღრიე -დამშვიდდით ახლა და დაწექით მამშვიდებდა ის -არ მინდა ,სადაა ტატო, მითხარით სადააა? -მეორე ექიმი შეეცადა ჩემს დამშვიდებას... ყურადღება არ მივაქციე მარტო ტატოს სახელს ვიძახოდი დავუსხლტი ექთანს და კარებისკენ გავიქეცი,ტატოო ისევ მის სახელს ვყვიროდი,დერეფანში გავრბოდი და მას ვეძახდი,გოგონა შეაჩერეთ დაუძახა დაცვას ჩემი პალატიდან გამოყოლილმა ექიმმა,ფორმაში გამოწყობილმა დაცვამ შემაჩერა,მე ვცდილობდი გაქცევას მაგრამ ის ისე მაგრა მიჭერდა,ამ დროს ექიმებიც მოვიდნენ -დამამშვიდებელი წამოიღე დაუძახა ვიღაცას -არ მინდა ,ტატო მინდა მე მითხარით სადაა რა დაემართა ავქვითინდი და ექიმს მივაჩერდი -ცოტა დამშვიდდი და ყველაფერს გეტყვით მეუბნებოდა ის -არ მინდა გემუდარებით მითხარით სადაა?როგორააა ?ვემუდარებოდი და ვერ ვჩერდებოდი დაუსრულებლად ვტიროდი მითხარით გემუდარებით ექიმის დახმარებით დაცვას პალატისკენ მივყავდი,მე ისევ წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობდი -თავი დაანებეთ გაისმა ნაცნობი ხმა და ჩემს წინ მამაჩემი დავინახე -მამა დავიძახე და მისკენ გავიქეცი,კისერზე შემოვეხვიდა უფრო მეტად ავტირდი მამა მითხარი სადაა ტატო? მამაჩემი იდგა მდუმარედ და გულში მიკრავდა -დამშვიდდ ან ცოცხალია... ამ სიტყვებმა ყველაფერი შეცვალა ,ისტერიკული სიცილი ამიტყდა -ცოცხალია?ტატო სადაა მისი ნახვა მინდა მა გემუდარები პალატასთან მიმიყვანეს,,,,, -ანნი შენ ექიმი ხარ და კარგად იცი ტატოს რაც ჭირს ,ისიც იცი რომ მისი გადაღლა არ შეილება შედი მაგრამ იფიქრე ამაზე მითხრა მამამ და კარი შემიღო ტატო იწვა საწოლზე,გაუნძრევლად,თვალები დახუჭული ქონდა და წვეთოვანი ედგა,მის ჯანმრთელობის მდგომარეობას რამდენიმე აპარატი არეგულირებდა და აკონტროლებდა. ტატო ჩავჩურჩულე ყურთან...გაახილე თვალები,მხოლოდ ერთხელ შემომხედე....ცხვირზე ვაკოცე და ჩემი თვალიდან ცამოვარდნილი ცრემლი მოვწმინდე სახიდან....თავი ჩავრგე მის მკერდზე და ასე ვიყავი დიდხანს.... -მშვენიერო.... თავი ავწიე ,ტატოს გაეხილა თავისი ლურჯი თვალები და შემომცქეროდა, -აქ ვარ ტატო... -ანნ შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ -ვიცი ტატო ვიცი.ახლა გაჩუმდი და დაისვენე -არა ანნ,უნდა გითხრა რომ ყველაფერზე მეტად მიყვარხარ, -მეც მიყვარხარ ტატო ცოტახანში ტატოს ისევ ჩაეძინა დიდხანს ვეჯექი თავთან და ვეფერებოდი,მის თითოეულ ნაკვთს ვიმახსოვრებდი ,თითოეულ თმის ღერს ვეხებოდი.... პალატიდან გამოსვლისას ტატოს დედა დამხვდა ,ანა მითხარი რომ გადარჩება?მემუდარებოდა აცრემლებული.საშინელ მდგომარეობაში იყო, მასთან შეიყვანეს პალატაში -მაა მითხარი რა უნდა გავაკეთო? -მამაჩემი დაიბნა?და სათვალე შეისწორა,არვიცი მგონი ის რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა... -თავი დავხარე და უხმოდ გამოვედი ოთახიდან ................................... რამდენიმე დღეში შესაძლებელი გახდა ტატოს თბილიში გადმოყვანა...სახე გაფითრებული ქონდა,მისი ლურჯი თვალები ჩამქრალი იყო და აღარ ციმციმებდნე....მის პალატაში ვათენებდი და ვაღამებდი.მის ხელზე ჩახუტებული ვიძინებდი... -ანნ არ შეილება ასე წადი დაისვენე სახლში ,რამე მაიც ჭამე ვერ ხედავ რომ უფრო და უფრო ხდები -არ მინდა მამა,არაფერი არ მინდა მარტო აქ მინდა მასთან ვუთხარი და ტატოს ბალიში შევუსწორე...ტატომ თვალები გაახილა,წამლები დავალევინე და თავზე ვაკოცე -როგორ გრძნობ თავს ტატო? -კარგად ვარ..გამიღიმა -კარგად იქნები დღეს ცოტა უკეთესად ხარ ვიცი გადაღლა არ შეილება მაგრამ შენთან ვიღაც მოვიდა -ვინ მშვენიერო? -ვიცი გაგიხარდება ,მოიცა დამელოდე ვუთხარი და გავედი შემოსვლისას ჩემთან ერთად ის მამაო შემოვიდა ვისთ ანაც ის რამდნეიმე კვირა ტატო ცხოვრობდა,მისი დანახვა გაუხარდა და წამოჯდა საწოლზე.მამაომ დალოცა და ჯვარი აჩუქა -ყოველთვის დაგიფარავს შვილო,მთავარია რწმენა არ დაკარგო მე ოთახიდან გამოვედი და მარტო დავტოვე. სარკეში საკუთარ გამოსახულებას მოვკარი თვალი და ვერ ვიცანი,შევკრთი და ახლოს მივედი.გაოცებული ვაკვირდებოდი საკუთარ თავს,იმ ძველი ანასტასიასგან მხოლოდ მწვანე თვალები შემორჩენილიყო.... რამდენიმე დღეში ტატო ცოტა უკეთესად იყო,რამდენჯერმე გავისეირნეთ ეზოში,მერე ბაღშიც და თითქოს ხალისი უბრუნდებოდა -ტატო გინდა ჯვარი დავიწეროთ? ვკითხე მოულოდნელად -ჯვარი დავიწეროთ?ანნნნ თვალები გაუბრწყინდა -ხო,ადრეც ხომ გინდოდა დაგვეწერა -კი ეგ ყველაზე მეტად მინდა ანნ გაუხარდა,მაგრამ ....თქვა და გაჩუმდა -მაგრამ რა?????? -შენც ხომ იცი,ჩემს სიტუაციაში ეგ ჩემგან სწორი არ იქნება,მე ხომ... -გაჩუმდი აღარ დაამთავრო,არანაირ სიტუაციაში შენ არაფერი მოგივა გესმის მეორე დღისთვის დავამზადებინეთ ბეჭდები რომელსაც ზედ ჩვენი სახელები ეწერა და ნაცნობ მამაოს მივაკითხეთ -მიხარია უკეთესად რომ ხარ შვილო დალოცა მოძღვარმა მამა გიორიმ მე და ტატოს ჯვარი დაგვწერა,მთელი ჯვრისწერის დროს ხელი არ გამიშვია მისთვის როცა მამაომ ბედნიერება გვისურვა და დაგვლოცა ტატოს ჩავეხუტე და ჩავჩურჩულე რომ ყოველთვის და ყველგან მასთან ვიქნებოდი.. -უკვე ჩემი ცოლი,ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია ანნ -არც ჩემთვის ტატო მიყვარხარ ის ღამე მე და ტატომ სასტუმროში გავატარეთ,რა ბედნიერება იყო როცა მის გულზე მიხუტებულს გამეღვიძა,ტატოს კიდევ ეძინა და მშვიდად სუნთქავდა,სახეზე ვეფერებოდი და ვგრძნობდი რომ მის გარეშე მე ვერ ვიცოცხლებდი... -გაიღვიძე ძილისგუდა ვუთხარი თვალები რომ გაახილა -ხო მშვენიერო,ჩემი ცოლიიი მიყვარხარ -მეც ტატო ვუთხარი და თავი მივადე -გახსოვს ჩვენი პირველი ღამე ბათუმში ანნ? -კი,როგორ არ მახსოვს ტატო... -ყველაზე კარგად მაშინ ვარ როცა შენ ხარ ჩემთან,იმ ღამის მერე უკვე მეგონა რომ შენთან ყოფნის დრო აღარ მეყოფოდა -ტატო გთხოვ გაჩუმდი ,ამას ნუ ამბობ -კაი ანასტასია მოდი ჩემთან მითხრა და უფრო მაგრად მიმიკრა გულში... ალბად მამაჩემი ვერასოდეს წარმოიდგენდა ასე თუ გაუთხოვდებოდა ერთადერთი შვილი,სხვა სიტუაციაშია ძალიან განაწყენდებოდა მაგრამ ახლა ჩვეული სიმშვიდით შეხვდა და ორივე ჩაგვიხუტა ,ბედნიერებას გისურვებთ შვილებო...იმ საღამოს მე და ტატოს დაქორწინება ავღნიშნეთ რესტორანში,ისეთი ლამაზი იყო ყველაფერი და ყველა ჩვენთვის საყვარელი ადამიანი იქ იყო,მაგარმ რატომღაც ყველას თვალებში ვკითხულობდი სიბრალულს,როცა მე შემომხედავდნენ ან ტატოს,ვხედავდი ტატოც ამას გრძნობდა და მოიწყინა, -ტატ რა გჭირს? -არაფერი ანნ არაფერი -არაა მითხარი?გავჯიუტდი -ხედავ მათ სახეებს ,ჯერ ხო მე ვებრალები მომაკვდა ტატო რომელიც შეილება ნებისმიერ წუთს...მერე შენ ახალგაზრდა მომავალი ქვრივი,ალბად არ იყო სწორი ჩვენი საქციელი ეგოისტი ვარ და იმიტომ ანნ შენ ამას არ იმსახურებ გესმის?შენ ბედნიერი უნდა იყო -არ მაინტერესებს მე ვინ რას ფიქრობს გესმის,მე მხოლოდ შენთან ვარ ბედნიერი და ეგ ჩემი გადაწყვეტილება იყო,ეს მე მინდოდა ასე და არასოდეს არ ვინანებ,წავიდეთ აქედან სადმე ტატო მე და ტატო დავემშვიდობეთ და ცოტა ადრე დავტოვეთ რესტორანი,მთვარით განათებულ ქუჩებში დავსეირნობდით,ვგრძნობდი როგორ გაუხშირდა ტატოს სუნთქვა და სახლში წასვლა ვამჯობინე,დღეისთვის საკლმარისია ჯობია დაისვენო ვუთხარი და ხელი მოვკიდე. შუაღამისას ხმაურმა გამაღვიძა -ტატო დავუძახე და სინათლეს მივწვდი ამენთო -ტატო ოფლში ცურავდა .აჩქარებით სუნთქავდა და გაფითრებული ფერი ედო სახეზე -ტატო?ჩავძახ და წამოვხტი,სასწრაფოში დავრეკე და ისევ მასთან მივედი წამლით ხელში,ტატო შემომხედე ეს დალიე უნდა დალიო გესმის ტატო.... გამთენიისას მამაჩემიც მოვიდა სავადმყოფოში -როგორაა? -სტაბილურად მამა -ანნ მგონი დროა ოპერაციაზე ვიფქროთ,მე უკვე გაგზავნილი მაქვს მონაცემები გულზე ,მთავარია დონორი მალე ვიპოვოთ -კი მაგრამ მამ ეგ ოპერაციები ასე ადვილი არაა თან ისეთ მდგომარეობაშია არც კი ვიცი გაუძლებს თუ არა ოპერაცია -ვიცი მაგრამ უნდა გადაწყვიტოთ,მაგდენი დრო არაა ... ღმერთო რა ვქნა ?უფალო დამეხმარე რომ სწორი გზა გავიანხო,საკმარისია ცრემლები ანნ ახლა უფრო მეტად უნდა იყო ძლიერი რომ ტატოს დაეხმარო ვეუბნებოდი საკუთარ თავს და ცრემლების შეკავებას ვცდილობდი რომლებიც ჯიუტად წვეთავდნენ თვალებიდან.... ექთანს სისხლი ავაღებინე და პასუხებს დაველოდე...ის იცოცხლებს აუცილებლად იცოცხლებს ვუმეორებდი საკუთარ თავს,რამდენიმეე საათში მარინამ დამიძახა და კონვერტი მომაწოდა აი შენ რაც გჭირდებოდა....საჩქაროდ გავხსენი და თვალები გამიბრწყინდა ეს უკვე კარგია ,ახლა მთავარია საფრანგეთში დავითანხმო ან ნებისიერ კლინიკაში საზგვარგარეთ ეს უნდა შევძლო....ამ ფიქრებში გართული დავდიოდი მიმღებში და ტელეფონს ვაწვალებდი უხმაუროდ შევედი მამის კაბინეტში და აი ზუსტად ის რაც მჭირდებოდა, ყველა დოკუმენტაციის ქსეროქსი გავაკეთე,დედანი საბუთები ავიღე და სასწრაფოდ გადავაგზავნინე რამდენიმე კლინიკაში სადაც მოგვიწევდა გამგზავრება... საღამოს ტელეფონზე ზარი გაისმა და ვუპასუხე -არა ეს შეუძლებელია მესმოდა ჩემი პროფესორის ნერვიული ხმა -რატომაა შეუძლებელი,მე ასე მინდა და უნდა დამეხმაროთ -ის ცდილობდა აეხსნა და რაღაც გაეგებინებინა მეკი ისევ ჯიუტად ჩემს აზრზე ვიდექი...ყველა ჩემი ნაცნობები და კავშირები გამოვიყენე მაგრამ უშედეგოდ ყველა უარს მეუბნებოდა... სხვა გზა არ რჩებოდა და გადავწყვიტეთ ოპერაციისთვის მოგვემზადებინა მე და ტატო საფრანგეთში მივფრინავდით ,სადაც უკვე გველოდებოდა მამაჩემი....ჩასვლისას პირდაპირ კლინიკაში მივედით ტატოს უამრავი ანალიზი აუღეს და პალატაში მოათავსეს -დავიღალე ანნნ -ვიცი ტატო ვიცი,მაგრამ უნდა გაუძლო -აღარ შემიძლია,შენც ტყუილად იტანჯები,მოხდეს რაც მოსახდენია მართლა.. -არააა არაა ტატო ამას სულ რატომ იმეორებ?გთხოვ ჩემი ხათრით ცოტაც გაუძელი... -მხოლოდ შენ გამო მშვენიერო მითხრა და ჩაეძინა გულის გადანერგვის ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო.თუცა ჯერ ისევ ისევ არ ჩანდა საჭირო დონორი... ამ კლინიკაში გავიარე პრაქტიკა სწავლის დროს,უამრავი ნაცნობი ექიმი ვნახე და ძალიან წუხდნენ როცა იგებდნენ ჩემს ამბავს თუმცა ყველა მაშვიდებდა და მაიმედებდა.. -არ მინდა რაფაელ ტყული იმედები,მეც ხომ ექიმი ვარ და ზუსტად ვიცი შანსები -ხო მაგრამ ყველაფერი ხდება და იმედს ნუ დაკარგავ პატარა გოგო მომმართა ჩვეული ფრაზით და ნიკაპზე თითი მომიჭირა -რაფაელ დამეხმარე?მე ყველა ანალიზი ჩავიტარე საქართველოში და ანალიზები ასევე სხვადასხვა კლინიკებში გერმანიასა და აშშ ში ხომ ანხე პასუხები დამეხმარე ,მე ვიქნები დონორი ტატოსი ისედაც ხომ იცი რომ ვკვდები და მას უფრო აქვს შანსი გადარჩენის -არა ეს შეუძლებელია -რატრომ რაფაელ,შენ შეგიძლია მას მისცე ჩემი გული გესმის,მან უნდა იცოცხლოს -და შენ უნდა მოკვდე? -მე ისედაც მოვკვდები ხომ ხედავ აი ნახე აქ ყველაფერი ნათქვამია ამ ანალიზებში,ნერვიულად გავუწოდე მოპარული სხვისი ანალიზის პასუხების შედეგები. ერთი მაინც იყოს ცოცხახი? -არა სისულელეა აფსურდია ,ასე არ არიგებენ გულებს -ვიცი რაფაელ მაგრამ მე ეს მჭირება,უბრალოდ არ მინდა სიცოცხლე თვითონ დავისრულო,მერე ხომ მაინც გადაუნერგავთ?რა გირჩევნია თავი მოვიკლა და ისე თუ შენ თვითონ გააკეთო ოპერაცია -შენ უნდა დაწყნარდე და დაფიქრდე ეს შეუძლებელია -არა რაფაელ,ყველა საბუთს გავაფორმებ დავადასტურებ ჩემ სურვილს და პრობლემ არ იქნება ოღონდ შემპირდი რომ ამას გააკეთებ, -დიდხანს მეკამათა რაფაელი და აზრს ვერ მაცვლევინებდა,ბოლოს დავუჩოქე და ისე ვემუდარებოდი გაეკეთებინა ოპერაცია... გამოკვლევაზე შედი მითხრა და ექთანი გამომაყოლა, თვალები გამიბრწყინდა,აქაც მოვატყუე და პასუხების მოსვლა 1 კვირაში ვთხოვე მე კი ისე გაყალბებული ანალიზის პასუხებ იავუფრიალე იმავე საღამსო კაბინეტში, რაფაელმა სათვალე მოიხსნა სიბრალულით შემომხედა და სახეზე ხელები აიფარა.... მამასთან მივედი და მოვეხვიე,მამ იცოდე რომ მიყვარხარ და მაპატიე კარგი მაპატიე? -რა უნდა გაპატიო ანნ ,შენ საპატიებელი არაფერი გაგიკეთებია -არა მააა მაინც მაპატიე.....მიყვარხარ ჩავეხუტე და აცრემლებული უკანმოუხდავად გავშორდი ტატოს თვალები ისევ დახუჭული ქონდა,ტატოოო?? ჩავძახე,გესმის ჩემი? -თვალები გაახილა და შემომხედა...მესმის ანნნ -ტატო მიყვარხარ,დამპირდი რომ იცოცხლებ ჩემი გულითვის ტატო ჩემი გულისთვის რადგან ჩემი გული ყოველთვის შენთან იქნება -ანნნ მე შენთვის ვარ ახლაც რომ ვსუნთქავ -ტატოო...ტატო რომ იცოდე როგორ მიყვარხარ ჩემი ცხოვრება ხარ ,დავიხარე და ვაკოცე,ტატომ ხელები შემახო სახეზე და მომეფერა -როგორ დაგტანჯე არაა? -არა ტატო შენ მე უბედნიერესი დღეები მაჩუქე,სიყვარული მაჩუქე.. -თავი ჩავრგე მის მკერდზზე და ავქვითინდი -ტატოს უყვარხარ მშვენიერო -ანასტასიასაც უყვვარხარ....მე მუდამ შენთან ვიქნები აი აქქ ტატო ვუთხარი და გულზე ხელი დავადე...დიდხანს ვიყავი მასთან როცა ჩაეძნა ვაკოცე და და გამოვედი. დაე დასრულდეს ყველაფერი მთავარია შენ იცოცხლო სხვა კლინიკაში ტარდებოდა ჩემი ოპერაცია,რაფაელი ისევ ისე მთხოვდა და მემუდარებოდა გადაიფიქრეო,ყველა დოკუმენტი ადგილზე იყო ხელი მოვაწერე და უკანასკნელ ანალიზებზე შევედი... -უკვე ყველა პასუხი ვნახე რაც ჩამოიტანე მაგრამ აქაც უნდა დავაკვირდე მაინც მიმეორებდა რაფაელი -ვიცი რაფაელ ,მადლობა რომ დამეთანხმე -მადლობა?რომ უნდა მოგკლა გამოსცრა კბილებსშორის -ეგ არაა სიკვდილი ეგ სიცოცხლეა ,შენ სამაგიეროდ მას გადაარჩენ დამაწვინეს და საოპერაციოში შემიყვანეს უკვე მამზადებდნე ოპერაციისთვის,ყველაზე საიმედო დონორი ხარ ასე რომ სულ მალე დავიწყებთ მზად ხარ? -მზად ვარ ვუთხარი და გავუღიმე....უთხარით როცა ტატოს ოპერაცია დასრულდება რომ მიყვარს და გაუფრთხილდეს ჩემს გულს -ვეტყვი,მითხრა რაფაელმა და აწყლიანებული თვალები მომარიდა... რაფაელ დავუძახე -გისმენ ? -ჩემს ჯიბეში წერილია როცა ყველაფერი დასრულდება მამას გაატანეთ დედას ეკუთვნის, რაფაელ მაპატიე შენც, კიდევ რამდენი რამის თქმა მინდოდა მაგრამ ცრემლები მეჩხირებოდა, მეშინოდა როგორ მეშინოდა,მერე კი მერე უცებ ტატოს ღიმილიანი სახე მისი ლურჯი თვალები და ხმა მესმოდა -კარგი გადავცემ, გამომაფხიზლა ფიქრებიდან რაფაელის ხმამ.ახლა უნდა დაგაძინოთ დაიხარა და შუბლზე მაკოცა ვხედავდი როგორ აუწყლიანდა თვალები არ შემიძია არა და ჯიუტად შემომხედა რაფაელ დაიწყე თორემ ამას მე გავაკეთებ გავუმეორე და ხელი მაგრად მოვუჭირე.. -კარგი მოემზადეთ ვიწყებთ გასძახა და თვალი ამარიდა თვალწინ ტატოს განათებული სახე ტრიალებდა ,ვგრძნობდი როგორ შედიოდა სხეულში სითხე ვენიდან,ახლა რამდენიმე წუთში ჩამეძიება და ყველაფერი დასრულდება,მაპატიე უფალო,გადაარჩინე ტატო.... ექიმო შეჩერდით ხმაურით შემოვარდა ვიღაც.... ექიმს უკვე დაესრულებინა წამლის შეშვება და მე ძილ-ბურანში ვიყავი -რაფაელ გაჩერდით არ შეილება ფრანგულად მესმოდა შორიდან -რა ხდება გაურკვევლად გაისმა რაფაელის ხმა -ეს გოგო ჯანმრთელია და ორსულადაა....ჩამესმა უკანასკნელი სიტყვები და გავითიშე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.