შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმაში გარეთ 30 თავი


29-02-2016, 01:16
ავტორი du-da
ნანახია 4 288

* * *
ფრთხილად მივუახლოვდი სასაფლაოს და ტატოს სურათს გავუღიმე.პატიება ვთხოვე ყველაფრისთვის და ჩემი გადაწყვეტილება გავანდე,როგორც ადრე მის სიცოცხლეში სანამ მეგობარი ერქვა.ნელა წამოვდექი და დაღმართს დავუყევი.ამინდმა აურია და ცა საწვიმრად ემზადებოდა,არ ვიცი ამინდის ბრალი იყო თუ ისე მაგრამ გული ცუდს მიგრძნობდა.უცებ ტელეფონმა დაიწკაპუნა და მესიჯი მომივიდა მარისგან.

* * *
ბაბლუანი პალატასთან იატაკზე იჯდა და თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული.
-ლუკა.იყვირა დათომ და ბიჭთან ჩაიმუხლა.როგორ არის?ბაბლუანმა მძიმედ აწია თავი და აცრემლებულმა გახედა მეგობარს.
-არ ვიცი არ მიშვებენ ექიმები.
-ვახ ჩემი
-რო არ მიმესწრო იცი რას უზამდა ის ნ.....რი?
-კიდე კაი მიხვედი.ხელებზე რა გჭირს?სისხლი მოგდის?
სადაა ის ნაგავი?
-თუ გადარჩება და გამოვა მდგომარეობიდან მეორედ დავამტვრევ ძვლებს.
-კარგი ლუკა დაწყნარდი.შენ რო არა არც კი ვიცი რა გვეშველებოდა. თუმცა მეორე პრობლემაც გვაქვს.
-რა მოხდა?
-ანი წავიდა?
-სად წავიდა?როდის? ფეხზე წამოხტა ლუკა.
-დილით წასულა.ნინომ.დამირეკა წერილი დაუტოვები და უთხოვია ცოტახანს მარტო მინდა ყოფნაო.
-ვახ მოკლედ რა ვერ ისვენებს ეგ გოგო ვერა.სად წავიდოდა მითხარი წავალ და მოვიყვან.
-აბა რა ვიცი საით წავიდა. ვაჩე კი გაგიჟდა,ხვალ უკვე აქ იქნებიან.უცებ პალატის კარი გაიღო და ექიმი გამოვიდა.
-როგორ არის?ეცა დათო
-რა გითხრათ.მრავლობითი დალურჯებები აქვს.ამის გარდა წაქცევისგან ტვინის შერყევაც .ერთი კვირა მოუწევს ალბათ აქ წოლა,თუმცა
-რა თუმცა?საუბარი აღარ დაასრულებინა ლუკამ
-ფიზიკურზე მეტად მისი სულიერი.მდგომარეობა მაღელვებს,საკმაოდ დათრგუნულია დამამშვიდებელიც არ შველის.მოკლედ გირჩევთ ფსიქიატრს ანახოთ.

* * * *
გიჟივით ვმართავდი მანქანას.წინ სულ მარის მესიჯი მედგა და თეოზე ვფიქრობდი.მანქანა საავადმყოფოს ეზოში დავაყენე და თითქმის სირბილით ავიარე საფეხურები.დერეფნის ბოლოს მდგარი ბიჭები დავინახე და მათკენ გავიქეცი.
-ანი?
-როგორ არის?
-სძინავს,დამამშვიდებლები აქვს გაკეთებული.
-დაუშავა რამე?ხმა ამიკანკალდა
-არა ვერ მოასწრო.მიპასიხა ბაბლუანმა და ჩემკენ მოტრიალდა.შენ მერე დაგელაპარაკები ქალბატონო.
-ეხლა არ დაიწყო.რადგან აქ ვარ არ ნიშნავს იმას რო გადაწყვეტილება შევცვალე.თეოს ამბავს გავარკვევ და წავალ.
-სად წახვალ?ლაპარაკში დათო ჩაერია
-სადმე.აქედან შორს.
-შენ ფიქრობ გაქცევით უშველი თავს?გაექცევი გრძნობებს?ირონიულად გამომხედა ლუკამ
-მე არ გავრბივარ ადამიანო არა.დასვენება მინდა არ მაქვს უფლება?მშვიდად მინდა ყოფნა.
-აქ ვინ გირღვევს მყუდროებას?
-მეღადავებით ხო?გაცოფებულმა გავხედე ბიჭებს.ყველა მირევს ცხოვრებას უპირველესად კიდე თქვენი ძმაკაცის აჩრდილი.
-აჩრდილზე გამახსენდა. ხვალ ჩამოდის.
გამაოცა დათოს პასუხმა და ჩემი ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა. წარმოუდგენლად მეჩვენა 1 თვეში ალკოჰოლიზმის დამარცხება.
-რა თამაშს თამაშობთ ყველა?კბილებში გამოვცარი
-რას გულისხმობ?გაიოცა დათომ
-კარგი ბატონო.ნურაფერს მეტყვით?მაგრამ ადრე თუ გვიან გავიგებ ამ ამბავს და არ გაპატიებთ იცოდე. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს.
-ნუ სულელობ ან.ყველგან საიდუმლო ნუ გელანდება ოღონდაც.
-კარგი.მე გაგაფრთხილეთ.ამასობაში მარი მოგვიახლოვდა და უკნიდან ჩამეხუტა.
-ექიმმა დღეს არ გაიღვიძებსო ასე რომ წადით და დაისვენეთ.
-არსადაც არ წავალ.გაკაპასდა მარი ჩემი და აქ წევს და მე რა ჯანდაბა დამასვენებს.
-ვაიმე დათო მოკიდე ხელი შენ ცოლს და შენი ცოლის ჯიუტ დაქალს და კაფეში მაინც წაიყვანე.ვიღაცას დაავიწყდა ორსულად რო ბრძანდება.დათოს გაეცინა და ჩვენი პროტესტის მიუხედავად ორივე წაგვიყვანა კაფეში.

* * *
-არც მჯერა ხვალ თბილისში ვიქნებით.მხიარულად შემოკრა ტაში ლექსომ.
-ხოო ასწორებს.
-ჩემთვის კი ასწორებს მარა შენთვის რა მოგახსენო.
-ვაიმე შენი დის შემორიგება თუ შევძელი
-მეეჭვება ვაჩე მეეჭვება.გარდა მაგისა დათოს ლაპარაკი არ მომეწონა დღეს.რაღაც ხდება და არ მითხრა.
-ხო მშვიდობაა ნეტა?აფორიაქდა კორინთელი.
-რამე რო ყოფილიყო არ დამიმალავდა.აი ჩავალთ ხვალ და გაირკვევა ყველაფერი.

* * *
თეომ გაჭირვებით გაახილა თვალები და ირგვლივ მიმოიხედა.ნელ ნელა აღიქვა მდგომარეობა და სისტემას შეხედა.საავადმყოფოს სუნმა ცხვირი აუწვა და აიძულა თვალები დაეხუჭა.გონებამ სწრაფად დაიწყო მომხდარის გახსენება და ტკივილი უფრო ძლიერად დაეჯახა ერისთავს.სუნთქვა შეეკრა იმის წარმოდგენაზე რომ იმ არაკაცმა მასზე ძალა იხმარა.თვალები ფართოდ გაახილა და უაზროდ დაიწყო ყვირილი.წამებში გაჩნდა პალატაში მედდა,რომელიც ამაოდ ცდილობდა აფართხალებული ქალის გაკავებას.
-გამიშვით ხელი ნუ მეხებით. ყვიროდა თეო და გამეტებით ებრძოდა თეთრხალათიანს.
-გაუშვით ხელი იღრიალა ლუკამ და წამებში გააკრა თეო საწოლზე თან ისე რო განძრევის საშუალება არ მისცა.
-გაუკეთეთ დასამშვიდებელი. მიმართა გაკვირვებულ მედდას.
-არ მინდა დასაძინებელი არაა გამიშვი ბაბლუანო არ მინდა დაძინება მოვა ისევ მოვა გამიშვი. მეზიზრები მძულხარ.გაჰკიოდა თეო და უაზროდ ებრძოდა ბიჭს
-დაწყნარდი და დამშვიდდი მე აქ ვარ შენთან ვერავინ მოვა გპირდები.
-გამიშვი გთხოვ ნუ მეხები გამიშვი.
-კარგი ხელს გაგიშვებ და ზედმეტების გარეშე თორე მოვითხოვ რო დაგაბან.გაიგე?
ერისთავმა თავი დაუქნია და ლუკამაც ხელი გაუშვა.ქალი სწრაფად წამოჯდა და აცრემლებულმა გახედა ბიჭს.
-მან მოახერხა?რამე დამიშავა?ძლივს შეძლო ამ კითხვის დასმა.
-არა არა თე მისმინე.არ შეგხებია გესმის?თქვენ შორის არაფერი მომხდარა.დროულად მოგისწარი.
-შენ მიშველე?ხმა ჩაუწყდა ერისთავს.
და ასეთ მდგომარეობაში მნახე?ნახევრად შიშველი.ღმერთო რა სირცხვილია.სახეზე ხელი აიფარა თეომ და ატირდა
-აბა არ გრცხვენია გოგო?რეებს ლაპარაკობ.იმ წუთას სულ შიშველი რომ ყოფილიყავი ვერც აღგიქვამდი.
მოიცა შენ რა ტირიხარ?არ გადამრიო ეხლა რა გატირებს.
-ის სადაა?
-ტრავმატოლოგიურში. გაეცინა ბაბლუანს.რო გამოჯანმრთელდება მერე იქ მიაბრძანებენ სადაც მისი ადგილია.
-მადლობა.ჩაილაპარაკა ერისთავმა
-რა?რამე თქვი და ვერ გავიგე?
-მადლობა თქო.გაეცინა თეოს.შენ რო არა
-ვახ ვახ რას ვეღირსე ამას თვით ერისთავების ასული მიხდის მადლობას.
-ნუ ხარ მასხარა რა.სახლში მინდა.
-მაგას ვერ დაგპირდები ჯერ ტვინის შერყევა გაქვს და ცოტა ხანს აქ მოგიწევს ყოფნა.
-ლუკა რაღაც მინდა გითხრა.
-გისმენ.სავარძელში ჩაეშვა ბაბლუანი.
-აქ რო მოგყავდი რაღაცას მეუბნებოდი ხო?
-ხო.ეშმაკურად გაეცინა ლუკას
-რას მეუბნებოდი?
ბიჭი ფეხზე წამოდგა და თეოს მიუახლოვდა.
-იმას რომ ჩემი სიცოცხლე ხარ,რომ მიყვარხარ და რომ ვერავინ შეგეხება ჩემს გარდა.უცებ დაიხარა ქალისკენ და ტუჩებზე დააცხრა.

* * *
მშვიდად ვმართავდი მანქანას.სვანეთამდე დიდი გზა მქონდა გასავლელი.უცებ ტელეფონმა დარეკა და როგორც კი ლექსოს ნომერი ვიცანი გამეღიმა და მანქანა გზიდან გადავაყენე.
-ხო ძმაო.
-გამარჯობა ანი.
მეტყველების უნარი დამეკარგა საყვარელი ხმის გაგონებისას.ცრემლებმა თავისით მონახეს გზა,თუმცა უცებვე შევახსენე თავს რაც მან გამიკეთა.
-რა გინდა ვაჩე?
-შენთან საუბარი.ხვალ ვბრუნდები ანი.
-მერე?უნდა მიხაროდეს?
-გთხოვ არ გინდა ეს უაზრო ირონია.
-მისმინე ვაჩე.არ მადარდებს დაბრუნდები თუ არა.მე მაინც არ დაგხვდები თბილისში.
-რას ქვია არ დამხვდები. სად მიდიხარ?.ხმას აუწია კორინთელმა
-არ აქვს მნიშვნელობა.იქ სადაც ვერ მომწვდები.დაგავიწყდა ალბათ ეს შენ გამაგდე შენი ცხოვრებიდან.
-მისმიე გთხოვ ხვალ.უკვე მანდ ვიქნები მანამდე რამე სისულელე არ გააკეთო.
-უკვე გავაკეთე სისულელე.ვუყვირე წყობიდანგამოსულმა.
-ან გთხოვ.
-არ ვარ შენი ან არაა.შენ მოკალი შენი ანი საკუთარ შვილთან ერთად.ვუღრიალე და სიტყვის დამთავრება არ ვაცადე ტელეფონი ისე გავითიშე. არ ვიცი რატო ვუთხარი ასეთი ტყუილი ალბათ მინდოდა ისე სტკენოდა,როგორც მე მატკინა.
-არაუშავს პატარა.გვაპატიებს მამიკო ამ ტყუილს.დარწმუნებული ვარ დაგვიმსხურებს ისევ და მერე აუცილებლად დავბრუმდებით უკან.ცრემლები მოვიწმინდე და მანქანა დავძარი.



№1 სტუმარი Qetka

Suli damelia am istoriitt

 


№2  offline წევრი varduka

Cota didi tavebi dadeee raaa

 


№3 სტუმარი darina

ara ra luka rom chemi faviriti personajia es ukve davwere ra vqna ubralod vgijdebi me am bichze, es gogo sisuleleebis gaketebas ar ishlis, imedia male ipovis vache.

 


№4  offline წევრი du-da

მიხარია თქვენს აზრებს რო ვკითხულობ. კი ცოტა გამეწელა ეს ისტორია ან უბრალოდ პატარა თავებს ვდებ და მაგიტო. ერთი ორი თავიც და დავასრულებ.

 


№5 სტუმარი anita

darinas vetanxmebi ani namdvili idiotia raa damgala

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent