შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემა (პირველი თავი)


29-02-2016, 20:49
ავტორი Callie
ნანახია 1 901

საზოგადოებაში ყოველთვის იქნება დავა იმასთან დაკავშირებით ქერა უფრო ლამაზია თუ შავგვრემანი. მაგრამ რასიტყვით წითურებზე? წითელი თმა, სახეზე დაყრილი ჭორფლები სისხლისფერი ტუჩები და დიდი ცისფერი თვალები. წითურები განსაკუთრებულები არიან. მაგრამ წითური რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ თავს განსაკუთრებულად სულაც არ მიიჩნევს. პირიქით ის ყოველთვის ცდილობს გაერიდოს საზოგადოებას, წელამდე დაშვებულ თმასაც ყოველთვის შეკრულს ატარებს.დიდრონ ცისფერ თვალებს კი ყოველთვის ქვემოთ ხრის. სარკეში ჩახედვისას გრძნობს რაღაც განსაკუთრებულს, და იცის რომ საზოგადოების იმ ნაწილს მიეკუთვნება რომლებიც ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან. ყურადღება კი მას აბნევს. საკმარისია ვინმემ შეხედოს რომ სახეზე წითლდება, საკმარისია ვინმემ მხოლოდ ერთხელ შეხედოს და მაშინვე წაიბორძიკებს. ხშირად ყოფილა უხერხულ სიტუაციებში როდესაც რამდენჯერმე წაიბორძიკა და დაეცა, მერეკი მისთვის სრულიად უცხო ადმიანები ხელს უწვდიდნენ და აყენებდნენ. სწორედ ამიტომ ერიდება მას ქუჩაში გასვლის, სწორედ ამიტომ იჭერს ის საზოგადოებისგან თავს შორს. ის მხოლოდ სკოლაში და კერძო მასწავლებლებთან დადის. თავისუფალ დროს კი მეცადინეობასა და მუსიკის მოსმენაში ატარებს.
-სკოლაში მივდივარ,საუზმობას ვერ ვასწრებ მა მაპატიე-კიბეზე ჩაირბინა გოგონამ მამას აკოცა, ჩანთა აიღო და კარებისკენ წავიდა.
-ემა მოიცადე-სამზარეულოდან გასძახა მამაკაცმა, თმაში ოდნავ ჭაღარა შერეოდა, ემასავით მასაც დიდი და სისხლისფერი ტუჩები.
-რამოხდა?-გოგონა კარებთან გაჩერდა და მამას შეხედა
-შენი და დღეს ბაღიდან წამოიყვანე, ალბათ გვიანობამდე ვიმუშავებ.
-კარგი მამა-გოგონამ მამას გაუღიმა და სახლიდან გავიდა. თავზე კაპიშონი დაიხურა და სკოლისკენ გზას გაუყვა. ყურსასმენებში მუსიკას უსმენდა და ვერც კი შეამჩნია როგორ დამოკლდა გზა სახლიდან სკოლამდე. სკოლის შესასვლელთან შეჩერდა ღრმად ჩაისუნთქა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და სკოლაში შევიდა. კიბეებს აყვა, საკლასო ოთახშ შევიდა და მერხთან დაჯდა. მალე კლასი მოსწავლეებით შეივსო.
-რასფიქრობ დღეს გაკვეთილები ჩატარდება?-თქვა გოგონამ და ემას გვერდით მიუჯდა
-რავი, ამბობენ ბიოლოგიის მასწი გათხოვდაო. ფუიან ტიპს გაყვაო-გოგონამ თმები მხრებიდან ზურგზე გადაიწია.
-რა?-გაუკვირდა ემას და თვალები დაჭყიტა-მერე?
-ამბობენ კაი ტიპიაო, ბევრი ფული აქოოო-სიტყვები დააგრძელა გოგონამ
-ნინი დროზე ამოღერღე
-კაი ხო, მოკლედ ბათუმში რარაც კერძო ბიზნესი ქონია, თბილისშიც და ქუთაისსში მისი მეგობრის რესტორნის და სასტუმროს წილშია. ფულიანი მამიკოა რა.-ღიმილით თქვა ნინიმ და სკამს მიეყრდნო.
-კარგია, და გაკვეთილები რატომ არ უნდა ჩატარდეს?
-ნუხარ იდიოტი. სანამ ეს ამბავი სკოლაში გავარდებოდა , ნუ სანამ მე გავიგებდი და მერე სკოლა გაიგებდა, მანამდე მასწავლებლებმაც იცოდნენ და რატქმაუნდა დირექციამაც. ამიტომ დრეს ყველა კლასს სახლში უშვებენ, იმიტომ რო ჩვენი საყვარელი ბიოლოოგიის მასწის ქორწილია, და მთელი სკოლაა იქ მიდის-ტაში შემოჰკრა გოგონამ-ჩვენს გარდა-დაამატა ბრაზით
-კარგი-თქვა ემამ ჩანტას ხელი მოკიდა ნინის მკლავში ხელი ჩაავლო და კლასიდან გავიდა
-ცოტა ნაზად რა ანგელოზო-თქვა ნინიმ და უხერხულად შეიშმუშნა.
-დროზე გავიდეთ აქედან სანამ ვინმეს სკოლის დალაგება არ დაუალებია.-ემა ახლა უფრო ცქარა მიდიოდა, ნინიმაც ააჩქარა ნაბიჯი და ემას წამოეწია.-თან გზაში ყველაფერს მომიყვები-დაამატა ემამ კაპიშონი დაიხურა და სკოლიდან გავიდნენ.
-კაი დავიწყებ და იქნებ შენ სახლამდე მოვასწრო მთლიანი ამბის მოყოლა-სიცილით თქვა ნინიმ და ემას ხელი ჩასჭიდა.
-სახში არ მივდივართ-მკაცრად თქვა გოგონამ და ჩიხში შეუხვია.
-დაიცა აბა სად მივდივართ?
-ჩემი და უნდა გამოვიყვანო ბაღიდან.
-კიმაგრამ რატომ?
-კარგი რა, ბავშვს წესიერად არც აჭმევენ. ძილზე ხო ზედმეტია ლაპარაკი.
-მაგარია-თქვა ნინიმ და ემას გახედა. ორივეს გაეცინა.
-კაი მიდი დაიწყე.
-მოკლედ, ჩვენი პრინცესას პრინცს სერგო ქვია. ამბობენ ცოლი ყავდა და დაშორდნენო. მაგრამ ვინ დაეძებს. ქორწილს ბათუმში გემზე იხდიან. -თქვა ნინიმ და რამდენჯერმე შემოჰკრა ტაში.
-გემზე?-ემა გაოცებული უყურებდა ნინის რომელიც სიხარულით წინ და უკან დახტოდა.
-ხო რაიყო რა გაგიკვირდა. გემზე იდიან კოსმოსურ ხომალდზე კიარა.
-ჰაჰაჰა ძაან სასაცილოა-თვალებმოჭუტულმა თქვა ემამ და დიდ მწვანე შენობასტან შეჩერდა. ეზოში რამდენიმე საქანელა იდგა, შენობის კედლებზზე კი მურთფილმის გმირები გაცოცხლებულიყვნენ.
-მიდი გამოიყვანე შენი გიჟი და.-ხუმრობით თქვა ნინიმ და ერთ ერთ საქანელაზე დაჯდა.ემა ბაღში შევიდა. გოგონას დიდი დრო არ დასჭირვებია, უკან დაბრუნდა და ნინისკენ წავიდა. პატარა გოგოსთვის ხელი ჩაეკიდებინა, ის ემას წელამდე სწვდებოდა. მასაც მისი დის მსგავსად წითელი თმა ცისფერი თვალები და წითელი პატარა ტუჩები ჰქონდა.
-მოდი აქ შე პატარა მაიმუნო-ნინიმ გოგონასკენ ორივე ხელი გასწია გოგონას წამსვე მისკენ გაექანა და ჩაეხუტა.
-ჰა ეხა წავედით- თქვა ემამ და მის დას ხელი მოჰკიდა.
-ანასტასია, აბა მითხარი ბაღი როგორია?-თქვა ნინიმ და პატარა წითურის გვერდით დადგა.
-იცი რა ნინი? ბაღი კარგია ბავშვები არიან მაგრამ მე ძილი არ მიყვარს.-განაცხადა გოგონამ
-სულ შენ გგავს-თქვა ნინიმ და ემას გახედა რომელიც დას ღიმილით უყურებდა.
-შეიძლება ნაყინი ვჭამოთ?-იკითხა ანასტასიამ და ჯერ ნინის შეხედა მერეკი ემას.
-კი შეიძლება-უთხრა ემამ და უახლოეს მაღაზიაში ნაყინი იყიდეს.
-ოღინდ ნელა ჭამე და დიდი ლუკმები არ მოკბიჩო შენ რომ იცი ისე თორე ტვინი გაგეყინება-უთხრა ემამ დას და ცხვირზე ნაყინი მოაცხო.
-ეს უსამართლობაა, შენ პატარა უმწეო არსება დაჩაგრე-თქვა ნინიმ და ემას კაპიშონი გადააძრო.-ჩემი შურისძიება-კბილებში გამოცრა და გაიღიმა.
-ამისთვის გაზღვევინებ-ემა სიცილით გაუყვა გზას. არ ადარდებდა ეფარა თუ არა კაპიშონი, ფარავდა თუ არა მის თმებს ეს უდი, ან უყურებდა თუ არა მას ვინმე, რადგან ახლა მის გვერდით ის ორი ადამიანი იდგა რომელთაც თავის სიცოცხლეზე მეტად აფასებდა.


გამარჯობა. ეს მეორე ისტორიაა... სამწუხაროდ პირველი (მარ-სელი) ბოლომდე ვერ დავდე რადგან წამეშალა.
თუ მოგეწონებათ ეს ისტორია შემიძლია გავაგრძელო <3



№1  offline წევრი teke08

Dzalian kargia momwons...magram ai is pirveli mar-seli ufro momewona da velodebi <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent