თავხედი ხელები (სრულად)
მარჯანიშვილის მეტროს ექსკალატორზე თავპირის მტვრევით ჩავირბინე და ქაქანით შევვარდი გაჩერებულ მატარებელში. ვაგონი თითქმის ცარიელი იყო. მოწყვეტით დავვარდი სკამზე და ღრმად დავიწყე სუნთქვა, სკამის საზურგეს მოყრდნობილმა. არა რა, ცანცარა ვარ, ნამდვილი ცანცარა. ხომ მაფრთხილებდა ნატა, მია არ შეხვდე იმ ბიჭს, რაღაცნაირი, თვალებით გიყურებს და არა მგონი კარგი ზრახვები ქონდესო? არაა! მე მაინც შევჯექი ვირზე, რას ერჩი უპარტონო ლეკვივით საცოდავი თვალები აქვს, რა უნდა დამიშავოს, ათასჯერ მთხოვა და კაფეში წავიდეთო, წავყვები ეს ერთხელ და ავუხსნი, რომ მხოლოდ მეგობრობა შემიძლია მასთან, მეტი არაფერი და შემეშვება-მეთქი და აი რა მივიღე... მთელი საღამო მშვიდად გავატარეთ, გულიანად ვიცინე მის ხუმრობებზე და როდესაც მოწონება-სიყვარულზე ჩამოაგდო სიტყვა, მაშინვე ვაჯახე , ვიცი რომ მოგწონვარ და მე მხოლოდ შენთან მეგობრობა შემიძლია-მეთქი. ამაზე აიჭრა და რა აიჭრა ეს ბუნჩულა ბიჭი. ხელი დამავლო კაფიდან სირბილით გამომიყვანა, და როდესაც თავის მანქანასთან ფაქტიურად მიმათრია, ჩემი კოცნაც დააპირა. ხელიდან გავუსხლტი და მეტროს შემოვაფარე თავი. 2 წუთში სუნთქვა დავირეგულირე და სკამზე გავსწორდი და სირბილისგან მკერდზე მოღეღილი მაისური შევისწორე. თბილი ქურთუკი ხელში მეკავა, ჩაცმა ვერ მოვასწარი, ის იდიოტი ხომ მეტრომდე მომდევდა... სწორედ ქურთუკის ჩაცმის პროცესში ვიყავი, რომ ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. ჯერ ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ თმაც რომ შევისწონე და მწველ მზერას რომ უწყვეტად მაიც ვგრძნობდი , მერე მოვთვალიერე ვაგონი და მზერა ჩემს წინ, სკამზე მჯდომ მამაკაცზე შევაჩერე. ასე დაახლოვებით 45-50 წლის იქნებოდა. თმა შუბლთან გათხელებული და ბაკებთან შევერცხლილი ჰქონდა, თვალებთან ნაოჭები მის ასაკს ააშკარავებდნენ. ვითომც არაფერი, მაგრამ ისეთი ამაზრზენი თვალებით მიყურებდა, სუნთქვა შემეკრა. სკამზე გავსწორდი და თვალი მოვარიდე. რამდენიმე წამში ისევ გამექცა მისკენ თვალი და ისევ ის მზერა... პირდაპირ მჭამდა თვალებით. ბებერი იდიოტი! მატარებელი შემდეგ სადგურზე გაჩერდა, მერე კი ისევ გზა გავაგრძელეთ. ისევ ვგრძნობდი მზერას და ცოცხალი თავით აღარ ვიყურებოდი მისკენ. ავნერვიულდი, მისი ამაზრზენი მზერა, გამოხედვა მჭამდა. თვალი ისევ გამექცა მისკენ. კაცი წამოდგა ფეხზე და წამის წინ ჩემს გვერდზე განთავისუფლებულ აგდილზე დაჯდა. შევიშმუშნე და მეორე მხარეს მივიკუნჭე. ჯერ ადგომა დავაპირე, მაგრამ მერე გადავიფიქრე, ამ ნაბი*ვარს არ დავანახებ, რომ მისი მეშინოდა. ბოლო წვეთი ის იყო რომ კაცმა ქურთუკისა და მაისურის ქვეშ ხელი მოხერხებულად შემიცურა. როგორ წამოვვარდი სკამიდან მეც არ მახსოვს. ბრაზი სახეზე მაწვებოდა, მაგრამ დიდი ძალისხმევის შედეგად თავი როგორღაც შევიკავე და თავზე არ ჩამოვამხე ცა. კართან მივედი და ჩამოვდექი. გადავწყვიტე შემდეგ სადგურძე ჩავსულიყავი და სხვა მატარებელს გავყოლოდი. ბოლო წვეთი ის იყო, რომ ის საზიზღარი არსებაც წამოდგა და ჩემგან ოდნავ მოშორებით დადგა. მისკენ გაცეცხლებული შევბრუნდი და პირი საკივლელად რომ დავაღე, გვერდიდან ვიღაც დამეტაკა და გადამეხვია. -როგორ ხარ ფერიავ?-მომესმა უცხო, თუმცა საოცრად სასიამოვნო, ოდნავ ბრაზშეპარული ხმა.- თამაშში ამყევი.- ჩამჩურჩულა შეუმჩნევლად და მომშორდა. სახეზე მივაშტერდი, აშკარად არ ვიცნობდი, თორემ შეიძლებოდა ასეთი ფიზიკურობის პატრონი დამვიწყებოდა? პირდაღებული მივაჩერდი. მხოლოდ მაშინ მოვედი გონს, როცა ჩემსა და იმ ნაგავ კაცს შორის მოექცა და თვალები დამიბრიალა მიპასუხეო. -ამმ... კარგად შენ როგორ ხარ?- ამოვიბოდიალე. ღმერთო, ასეთი თვალების პატრონი დედამიწაზე თუ დადიოდა ვინმე, რატომ არ ვიცოდი? -მეც კარგად.ჩვენები როგორ არიან?-ისევ მკითხა და მხარზე ხელი მომხვია. მისი ეს ჟესტი იმდენად მესიამოვნა, ლამის ხელებში ჩავადნი. „გამოფხიზლდი მია, რა ჯანდაბა გჭირს?“ თვალები მის თვალებს მოვაშორე და ყელში გაჩხერილი ნერწყვი გადავაგორე გაჭირვებით. -ყველა კარგადაა. - ცალი თვალით დავინახე, „პირში ჩალა გამოვლებულის“ სახით როგორ გაბრუნდა ამაზრზენი კაცი და საკუთარ ძველ ადგილს გაუბრუნდა. -სად ცხოვრობ? სახლამდე მიგაცილებ.- მზრუნველად მითხრა ბიჭმა. -მე... ვარკეთილში მივდივარ მეგობართან.-მზერა მასზე გადავიტანე. ცოტა დავმშვიდდი როცა „ზედმეტი“ ხალხი ჩამოგვშორდა. -აზრი არ აქვს, გაგაცილებ.- ისე თქვა რომ შეკამათებას აზრი არ ჰქონდა, მით უმეტეს რომ მე საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, პირიქით... მეტროდან ხელჩაკიდებულმა გამომიყვანა. მეტროდან დაახლოვებით ხუთი წუთის სავალზე ცხოვრობდა ნატა, ამიტომ ფეხით გავუყევით ჯავახეთის ქუჩას. -რა გქვია?-სიჩუმეში გაისმა მისი ხმა. -მია. შენ? -იცნობდი?-ორი წუთი ისევ უხმოდ ვიარეთ და შემდეგ კითხვა შემომიბრუნა. -ვის?-დამაბნია მისმა კითხვამ. -იმ კაცს, თვალებით რომ ძალადობდა შენზე.-გაეცინა. -არა.-მის ნათქვამზე მეც გამეცინა.- გოგონების დაცვის საოცარი სტრატეგია გაქვს შემუშავებული. -საერთოდ ამ ხერხს იმ შემთხვევაში თუ მივმართავ, როცა „მოძალადე“ ასაკით ჩემზე ორჯერ უფროსია. არ შემიძლია მათზე ხელის აწევა, თორემ უსუსური გოგონების დაცვის უკეთესი ხერხიც მაქვს.- ხელები მომუშტა და მივხვდი რა ხერხსაც გულისხმობდა. ნატას კორპუსთან გავჩერდი, სადარბაზოს წინ და თვალებში მივაჩერდი, მის წინ ორ ნაბიჯში მდგომი. -ასე ხშირად იქცევი?-ენამ წამისწრო. - როგორ?-ტუჩები მოპრუწა, აშკარად ღიმილის შეკავებას ცდილობდა. ღმერთო, როგორი სიმპატიურია. -ხშირად იცავ გოგონებს... „მოძალადე თვალებისგან“?- ჯანდაბა! მოკეტე მია! რა კითხვაა ახლა ეს? ჩემი ცნობისმოყვარეობის გრძნობა ყოველთვის მარცხვენს. როდის ვისწავლი ენაზე კბილის დაჭერას? -არა, შენ პირველი ხარ.-გამიღიმა. არა, ეს უბრალოდ ღიმილი არ იყო... მომაჟადოვებლად გამიღიმა. ვგრძნობდი, როგორ ვდუნდებოდი ნელ-ნელა და როგორ ვდნებოდი სანთელივით მის თვალებში ჩაძირული. -ღამე მშვიდობის, მია.-თითქმის ჩურჩულით მითხრა. ისეთი ხმა ჰქონდა... ვნებიანი... მე კი დებილივით მივშტერებიდი, და ადგილიდან ვერ ვიძვროდი. ჩემსკენ გადმოიხარა და ლოყაზე ძალიან ნახად შემახო ტუჩები. თითქოს ათასობით ვოლტს მიმაერთეს, ისეთმა ძლიერმა მუხტმა დამიარა ორგანიზმში. მუხლებში სისუსტე და თავბრუს ხვევა ვიგრძენი, შევბარბაცდი. წამის მეასედში შემომხვია ხელი და წაქცევისგან მიხსნა. მის ყელზე მქოცნდა ცხვირი მიბჯენილი და სასიამოვნოდ გამაბრუებელ სურნელს ხარბად ვიყნოსავდი. -მინდა რომ გაკოცო.- მომესმა მისი ხმა, რომელშიც უკვე დაუფარავი ვნება და ჟინი იგრძნობოდა. სხეული დამეჭიმა, მაგრამ მის სხეულხე აკრული მოშორება ვერ შევძელი. მუხლები საშინლად მიკანკალებდა. გული ისე მიცემდა, მგონი მიკრო ინფაქტის წინა ნიშნები დამეწყო. პირი გავაღე და შეძლებისდაგვარად ღრმად დავიწყე სუნთქვა. -ვიცი რომ შენც იგივე გინდა. -ისევ განაგრძობდა ჩურჩულს.მისი სუნთქვა ყელზე მეცემოდა და მთიშავდა. -საიდან იცი?- მის თავდაჯერებულობაზე სიბრაზემ წამომიარა, ბრაზმა კი მაიძულა გონებასა და ენას შორის კავშირი როგორღაც აღმედგინა. ისეთი სუსტი მქონდა ხმა, თავადაც გამიჭიდა მისი ცნობა. -შეიძლება არაფერს მეუბნები, მაგრამ შენი სხეული მეუბნება ყველაფერს... შენი სხეულის ცახცახი, აფრიალებული გულის ცემა, შენი ღრმა სუნთქვა და მოკვეთილი მუხლები, შენი ხმა... ვიცი, შენც გინდა რომ გაკოცო, მია!- ხელი ჩემს წელზე აასრიალა და ხელხემალს ზევით ამოუყვა. ოოხ! გავბრაზდი და მერე როგორ გავბრაზდი. -შენ... „მოძალადე თვალებისგან“ იმიტომ დამიხსენი, რომ შენი „თავხედი ხელები“ გეტარებინა ჩემს სხეულზე?- ხელი მკერდზე მივარტყი და მოვიშორე. -მწარე ენა გაქვს.მია! -ისევ ეს თავშეკავებული ღიმილი. ისევ მითრევდა მისი ხიბლი სადღაც სიღრმეში. -მერე არც იცი როგორი მწარე!-მივაძახე და სადარბაზოში შევირბინე. აღარ უნდა დავემორჩილებინე მის მზერას, თორემ ცოტაც და საკუთარი ნებით მივაფრინდებოდი ტუჩებზე. -დარწმუნებული ვარ, ტუჩები გაქვს ტკბილი.-მომაძახა ბიჭმა, მაგრამ მისკენ აღარ მივბრუნებულვარ. არადა როგორ მინდოდა კიდევ ერთხელ შემევლო მისთვის თვალი... მეოთხე სართულამდე სირბილით ავედი და ზარის ღილაკს იქამდე არ ავუშვი ხელი, სანამ კარში ნატა არ გამოჩნდა. კარი გამოგლიჯა სტუმრის სითავხედით აღშფოთებულმა და საჩხუბრად მომზადებული სიტყვები პირზე შეაშრა, როცა ცალი ხელით მუხლზე ჩამოყრდნობილი, ცალი ხელით კი ზარია ღილაკს მიყრდნობილი დამინახა. -რა გჭირს გოგო, მშვიდობაა?-მკითხა გაოცებულმა და სახლში შემატარა. -წყალი...-ამოვიკვნესე. -რა იყო, მიქელა დაინახე?- სიცილით მკითხა, როცა სამზარეულოდან ჭიქით წყალი გამომიტანა და გამომიწოდა. სულმოუთქმელად დავლიე. -არა, ვენერას სული შემხვდა მესამეზე.-საწყალი ვენერა ბებო, ორი დღის წინ გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე. მოკლედ, ნატას ყველაფერი მოვუყევი. ჯერ უემოციოდ მისმენდა და თხრობა რომ დავამთავრე, მეცა და ორ საათიანი ლექცია ჩამიკითხა. ჯერ დათოზე მლანძღა, გეუბნებოდი რომ არ იყო ეგ დალაგებულიო. მერე „მოძალადე თვალებზე“ გადავიდა. მარტო ჩემთან რომ დაგიგრძელებია ეგ ენა, ვერ ამოიღე იქ ხმაო? ბოლოს „თავხედ ხელებზეც“ გადავიდა, ვერ ამოიპატიჟე სახლში, ვნახავდი ერთი, როგორმა ბიჭმა დაგახვია თავბრუ და ვინ გახდა შენი მოწონების ღისიო. ერთი სიტყვით ყველანაირად შელახული ჩავესვენე საწოლში და მგონი უძრავად მეძინა გათენებამდე. თუმცა ჩემი „თავხედი ხელები“ მესტუმრა სიზმარში. ის იყო და ის, მეტჯერ არც ცხადში და არც სიზმარში აღარ მინახავს. ჯერ ჩემდაუნებურად მეფიქრებოდა მასხე. ერთი-ორი ღამეც დამათენდა თავზე, მაგრამ როგორღაც თავს ვაიძულე, რომ დამევიწყებინა. -3 კვირის შემდეგ- საშინელებაა, როცა ღრმა ძილიდან რაღაც ან ვიღაც გაღვიძებს. სწორედ რომ ახლა ისე ვგრძნობდი თავს, რომ ვინც მობილურზე მირეკავდა და ძილს მიფრთხობს, მინდა საიქიოს გზას გავუყენო. თვალები არ გამიხელია, არც თავი წამომიწევია, ისე მოვაფათურე ხელი ტუმბოზე, სადაც ტელეფონი მეგულებოდა, დავწვდი და ნომრის უნახავად ვუპასუხე. -ვინ ხარ? საათი არ გაქვს სახლში?-ნამძინარევი ხმით ჩავძახე ყურმილში. -უი, მია გაგაღვიძე?-ლანას ხმა მომესმა. -არა, მძინავს ისევ. რა იყო, ამ დილა ადრიან, რა ცეცხლი გიკიდია?- ამოვიფრუტუნე. -აუ. მიაა...- ხმა საეჭვოდ დაითბო ლანამ. -რაღაც უნდა გთხოვოთ. -გთხოვოთ არა, უნდა მოგთხოვოთ, მია.- ახლა ლუკას ხმა მომესმა. როგორც ყოველთვის „სფიქერზე“ ჰქონდათ ჩართული და ორივე ერთდროულად მელაპარაკებოდა. -აი მია, დადგა ის დრო, როცა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხის გება მოგიწევს. -რა დანაშაულისთვის?- ჯერ ისევ მეძინა და ვერც ვიაზრებდი მათ სიტყვებს. -რა რომელი გოგო? რა ადვილად დაივიწყე ქორწილის მეორე დღეს, დილის შვიდ საათზე რომ დაგვადექი თავზე და არ მაცალე ცოლით ტკბობა, აი იმ დანაშაულს გამოისყიდი დღეს.-ისევ ლუკას ხმა მესმოდა. -ოოო... ლუკა ეგ როდის იყო? რით ვერ დაგავიწყდა?-ახლა ეს საიდან გაიხსენა? კი დავადექი თავზე ქორწილის მეორე დღეს და თან ნატაც წავიყვანე, მარტო რომ ვიქნები, არ მომკლას ლუკამ და ჩემი ცხედარი არ მოიშორის-მეთქი. მაგრამ ამის მერე უკვე 4 წელი გავიდა. -მაგას რა დამავიწყებს გოგო? მაშინვე გითხარი, რომ ამისთვის მიიღებდი საკადრისს და აჰა...-იცინოდა ლუკა. -რა იყო სახრჩობელაზე მგზავნით თუ გილიოტინაზე უნდა დამადებინოთ თავი? -არა მია, დამი უნდა დაიტოვო სამი დღით.- შემპარავი ხმით მითხრა ლანამ. -რა?- ხმამაღლა ვიკივლე და საწოლზე სწრაფად წამოვჯექი. თავზე შემოდებული ბალიში იატაკზე დავარდა. -არა! არ მინდა! სახრჩობელა და გილიოტინა მირჩევნია. არა! შანსი არ გაქვთ. -მკაცრად წამოვიყვირე. -მია გთხოვ რა... ხომ იცი შენს გარდა არავისთან დარჩება ამდენ ხანს.- გთხოვ რა, ჩემო გოგო, გევედრები.- ლანა ჩემს სუსტ წერტილს მიადგა. იცოდა, რომ როცა რამეს მთხოვდნენ უარს ვერ ვეუბნებოდი.. მგონი ეს ჩემგან ისწავლა.- თინამ და შალვამ დარეკეს, უნდა ჩავიდეთ აჭარაში. წავიყვანდი დამიანესაც, მაგრამ თოვლია იქ სახლში ვერ გავაჩერებ და გამიცივდება ვიცი. -კარგი, კარგი...- ამოვილაპარაკე ფარ-ხმალ დაყრილმა. -ხომ შეიძლებოდა რომ საახალწლოდ არ წასულიყავით? -როცა ვახერხებთ, მაშინ მივდივართ. თან აღარ მოგიწევს ჩვენთვის საჩუქრის ყიდვა, ეს იქნება შენი საახალწლო საჩუქარი. ჩვენ კი ჩამოგიტანთ რამე საჩუქარს.- ლუკაც კმაყოფილი ჩანდა ასე ადვილად რომ დამითანხმეს. -როდის მიდიხართ? -ნირწამხდარმა ვიკითხე. ასეთ ხასიათზე იმიტომ კი არ დავდექი, რომ დამიანე არ მიყვარდა, პირიქით ვგიჟდებოდი მასზე. სხვა თუ არაფერი, დამი ჩემი ნათლულია. უბრალოდ ბავშვი ძალიან ცელქია. ძალიან, ძალიან ცელქია. -ხვალ საღამოს. იმედია არაფერი გქონდა დაგეგმილი.- ლანას ბედნიერ ხმაზე გამეცინა. -კი მქონდა, თუმცა თქვენ ამაზე არ იდარდოთ. რა თქმა უნდა მირჩევნია დამიანე ვწყემსო საახალწლოდ, ვიდრე მეგობრებთან ერთად გავერთო კლუბში. ვგიჟდები ძიძის როლზე. -მოთოკე მია, მოთოკე ირონია.-იცინოდა ლუკა. -თქვენნაირ უჟმურ და უხალისო ხალხს, საიდან გყავთ ასეთი ალქაჯი ბავშვი?-ცოტას მაინც წავკბენდი სამაგიეროდ. -ნათლიამ დაანათლა გენაცვალე, თორემ მშვენიერი ბავშვი იყო თავიდან.-არც ლუკა ჩამომრჩა. -თავი დამანებეთ ცოტას წავიძინებ და ხვალ გამოვალ. რომელზე მიდიხართ მითხარით ბარემ, ჩემი ლაღი ცხოვრების უკანასკნელი საათები მინდა დავითვალო. -31-ში წავალთ, საღამოს ხუთ საათზე. ყველაფერს მომზადებულს ვტოვებ, მხოლოდ სუფრა გააწყეთ შენ და ნატამ. -ნატა უკვე დაითანხმეთ, თუ მე უნდა ჩავუვარდე მუხლებში?- მოსალოდნელი ხვეწნა-მუდარა რომ გამახსენდა, სახე მომექცა. -მე დავურეკავ.- დიდი მადლობა მია, მიყვარხარ. -მეც. დამირეკე.-პასუხს აღარ დავლოდებივარ, გავთიშე და ძილი გავაგრძელე. _____________ მე და ნატა ისევ ერთად ვიყავით ჩემს ორ ოთახიან ბინაში. მხოლოდ რამდენიმე დღე გავატარეთ ნატას სახლში, როცა მისი მშობლები ჩამოვიდნენ ამერიკიდან და მათი უკან დაბრუნების შემდეგ, ისევ ჩემს ბინაში გადმოვედით. ნატამ ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში დაიწყო მუშაობა მდივნად და ყოველ საღამოს ისეთი დაღლილი ბრუნდება სახლში, ლამის აბაზანაშიც შევყვე და დაბანაში დავეხმარო. საშინელი უფროსი ჰყავს, ნამდვილი დესპოტი. ჩემს გოგოს ისე აწვალებს, რომ ორჯერ სახლში ტირილით დაბრუნდა. ორივეჯერ ვიწევდი, თვალებს დავთხრი-მეთქი, მაგრამ ნატამ არ გამიშვა, მაგას მე მოვიყვან ჭკუაზეო. არ ვიცი რა, ახალგაზრდა ბიჭი რატომაა ისეთი ჯმუხი და ტირანი, რომ თანამშრომლებს ასე ექცევა? არადა ნატა თავისი საქმის მცოდნეა, დარწმუნებული ვარ არაფერი ეშლება, მაგრამ ის გაბღენძილი იდიოტი მაინც პოულობს საჩხუბრად მიზეზს. საუბედუროდ 31 დეკემბერი სამუშაო დღეს დაემთხვა და ნატაც მუშაობდა რა თქმა უნდა. ანუ ლანასთან წასვლა მარტო მიწევდა. დილით ადრე ავდექი რომ მათთან წასვლამდე საახალწლო სუფრისთვის რამე მომემზადებინა.ჩავიცვი და სამზარეულოში შევფრატუნდი ჩანთით ხელში. მარკეტში უნდა წავსულიყავი პროდუქტებისთვის. -დილა მშვიდობის.- სამზარეულოში შესულს მომესალმა ნატა, ყავა უკვე მოემზადებინა და მიირთმევდა.-ასე ადრე რამ აგაყენა? -დღეს დამისთან ხომ მივდივარ და მანამდე რამეს მოვამზადებ, არ შევრცხვეთ თოვლის პაპა რომ გვესტუმრება, სუფრაზე ხომ უნდა დავუდოთ რამე?- ჩანთაში ვიქექებოდი და მანქანის გასაღებს ვერაფრით ვაგნებდი. დილიდანვე აგრესიას ვაფრქვევდი, რომ ვიცოდი რა საშინელება მელოდა მომდევნო სამი დღე, ხასიათიც შესაფერისი მქონდა. -მეც დამირეკა ლანამ, მეც თქვენთან ვიქნები და დაგეხმარები მია.-ჩემი გამხნევება სცადა.- ამოყავი თავი მაგ ჩანთიდან, რას ეძებ გოგო?- შემომიტია. -ბუდას ქანდაკებას, მადლობა უნდა გადავუხადო, მხსნელად რომ მომივლინა შენი თავი.-დავემანჭე. -მოდი, მოდი ყავა დალიე, გაცივდება. - სიცილით მითხრა. -მანქანის გასაღები არ გინახავს?-მაგიდასთან მივედი და ოხვრით დავეშვი სკამზე. -მისაღებშია მაგიდაზე.-ისევ გამიღიმა.- ვეცდები დღეს მალე წამოვიდე, ისევ თუ არ გაიგიჟა თავი გაბრიელმა (ნატას უფროსი) და ახალ წელს ოფისში არ შემახვედრა, დაგეხმარები. -რატომ არ მაცლი, მაგ გაბრიელს მივუჩინო საკუთარი ადგილი? დავჭმუჭნი, გავანადგურებ...-ახლა ამაზე ავტეხე ბუზღუნი. -დღეს მარცხენა ფეხზე ადექი?-დამცინა ნატამ და მერე ისევ დასერიოზულმა.- მაცალოს ვაჟბატონმა, ისეთ დღეში ჩავაგდებ..- დაიკვეხნა. -რამეს უპირებ? თუ გინდა გავიტაცოთ და ვაწამოთ.- აი ჩვეული მია იღვიძებს ნელ-ნელა ჩემში და როგორც ყოველთვის მავნებლური აზრების გადმოლაგება დავიწყე. -გავაგიჟებ მია. აი ნახავ!- გაიჯგიმა ნატა. -ოო, რამე გამომრჩა?-სმენა დავძაბე და გონება ახალი ამბის მისაღებად და დასამუშავებლად მოვამზადე. -გახსოვს, რომ გითხარი, ჩემი თანამშრომელი კოტე მეპრანჭება-მეთქი? -თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და მანაც განაგრძო.-გუშინ დილით, სანამ გაბრიელი მოვიდოდა სამსახურში, კოტე შემოდიდა ოთახში და ერთი წითელი ვარდი და სუნამო მომიტანა. გამორთმევას ვაპირებდი, მაგრამ გაბრიელი რომ შემოვიდა და ეს სიტუაცია დაინახა, ისე გაგიჯდა, ლამის შუაზე გაგლიჯა საწყალი კოტე. ის რომ გაისტუმრა ოთახიდან თავის სუნამოთურთ და იმ საწყალ ვარდს ეცა და იატაკზე მოისროლა. მთელი დღე ისე გამაწამა... ყველაფერზე ყვიროდა და ყველა დაცოფა ვინც კი მის კაბინეტში აღმოჩნდა. გუშინ საღამოს დამიბარა ოთახში და გამაფრთხილა, ასეთ ამბავს თუ ისევ შევესწარი კოტეს სამსახურიდან გავუშვებ და შენ იქნები ამაში დამნაშავეო. კეთილი ინებე და იმუშავე, აქ არაა საპაემნო ადგილიო. ხვდები? იეჭვიანა კოტეზე...-ღიმილით დააყოლა ბოლო წინადადება. -მერე? -დამაბნია მისმა ღიმილმა. -ჯერ გადავამოწმებ სწორი დასკვნა გამოვიტანე თუ არა და თუ ჩემი ვარაუდი გამართლდა...-ბოროტული ღიმილი აუთამაშდა სახეზე. -ჯოჯოხეთში მოხვდები შენ ნატა!-ვუწინასწარმეტყველე. -მე კი არა ჯოჯოხეთში ის ტირანი მოხვდება. დაგვხოცა ერთი თვეა ამდენი ხალხი. ყველა მის ჭკუაზე დავრბივართ და მაინც სულ უკმაყოფილო სახე აქვს. -გატაცების და წამების იდეას ისავ ძალაში ვტოვებ. დაფიქრდი და დამიკავშირდი. მე ახლა მარკეტში წავედი და მერე მზარელობას, ძიძის პროფესიაც უნდა შევუთავსო, ასე რომ დაკავებული ვიქნები მთელი დღე. -სკამიდან წამოვხტი და მისაღებში გავვარდი გასაღებისთვის.- საღამოს გელოდებით მე და დამიი...- ბოლო წინადადება გავწელე და სახლის კარი გავიხურე. ___________ მარკეტში ბოდიალის შემდეგ, პროდუქტები ავიტანე სახლში და ნამცხვრის გამოცხობას შევუდექი. თან დამისთვის საყიდელ საჩუქარზე ვფიქრობდი. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა მიართვას საჩუქარის თოვლის პაპამ? ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრე, მაღაზიაში გავლა გადავწყვიტე, იქ შევარჩევ რამეს-მეთქი. ასეც მოვიქეცი და მშვენიერი მანქანა ვუყიდე , რომელიც დისტანციური პულტით იმართებოდა. იმედი მაქვს მოეწონება დამის და ერთ დღეში არ მოუღებს ბოლოს. სამი საათი იყო, როცა ლანასთან მივედი. ზარზე დიდხანს ვრეკავდი, უკვე მეგონა არავინ არის სახლში-მეთქი, რომ კარის მეორე მხრიდან ფეხის ხმა მომესმა. ზღურბლზე ლანა გამოჩნდა.. -თქვენთან ცუნამია?-ფხუკუნი ავტეხე, როცა ლანა შევათვალიერე. თმა გაწეწილი ჰქონდა და მთელი ტანსაცმელი სველი. სახეზე ნატანჯი გამომეტყველება აიკრა. -დედააა... მომესმა დამის ხმა. -მოვდივარ დე, მანდ იყავი.-ახლა ლანამ გასძახა და მერე მე მომიბრუნდა.- დამიანეს ვაბანავებ და... შემოდი, ვამთავრებთ უკვე. ლანა სააბაზანოში გავარდა. მე მოვშინაურდი. ფეხზე ჩექმა გავიხადე და ოთახის თბილი ჩუსტები ამოვიცვი. საჩუქარი საგულდაგულოდ გადავმალე და ლანას ოთახში შევედი. -ნათლიიი...- დაიჭყვიტინა ჩემმა გოჭმა, ლანას ხელიდან დაუსხლტა და ჩემსკენ გამოვარდა ფეხშიშველი. ხელები გავშალე და ეს პატარა არსებაც მაშინვე შემომაფრინდა ზედ. -მომენატრე ჩემო ბიჭო, ნათლიას გული ვინაა?-დავუკოცნე ცხელი წყლისგან აწითლებული ლოყები. -დამიანე მახალაძე.- წამოიძახა პატარა კაცმა და თვალის დახამხამებაში ზედ ამომაცოცდა. -მოიცადე დამი, ჯერ ჩაიცვი და მიას მერე ეთამაშე დე, გაცივდები. ხომ იცი არ შეიძლება ასე სიარული.-ლანამ ამაგლიჯა დამიანე მხრიდან და საწოლზე დასვა, რომ მისთვის ტანსაცმელი მოერგო. ძლივს აკავებდა პატარა მეამბოხეს საწოლზე და ერთი წვალებით ჩავაცვით ტანსაცმელი. -ლუკა სადაა?-ვკითხე ლანას. -მალე მოვა, მარკეტშია ჩასული. -მია, იცი დედა და მამა შალვა ბიძიასთან და თინა დეიდასთან მიდიან.-კალთაზე ამომაცოცდა დამიანე. -კი ვიცი.-თავი დავუკარი. -მე მტოვებენ.-ისე საწყლად ამოილაპარაკა, გული დამეწვა. -მე ხომ შენთან ვრჩები, ჩემო ბიჭო?არ გინდა ჩემთან ერთად რომ იყო?-ვითომ ვიწყინე. -მინდა. ნათლი ხომ მეთამაშები?-თვალები გაუნათდა. -კი გეთამაშები.-თავი დავუკარი და ლოყაზე მოვეფერე. დამიმ ჩემგან თავი დაიხსნა და იატაკზე გადაგორდა.ლანამ მაშინვე დაავლო ხელი და ფეხზე წამოაყენა. -დამიანე, ჩვენ რაზე შევთანხმდით?-მკაცრად ჰკითხა. -იატაკზე არ ვიგოლაო, აქ ბაქტელიებია, აბაზანაში დაუკითხავად ალ დავსველდე, გალეთ ალ გავიპალო და დენთან ალ მივიდე.-ჩამოარაკრაკა დამიანემ მე კი ლამის გადავბჟირდი მის პასუხზე. -კიდევ? -წარბი აწია ლანამ. -კიდე, მია ალ გავაბლაზო და დავუჯელო.-უპასუხა და ფეხები ააბაკუნა გამიშვიო. ლანამაც ხელი გაუშვა და დამიანე სასწრაფოდ გავარდა ოთახიდან. -ის არ ასწავლე? სავარძელში წყნარად ჩაჯექი და გაზეთი წაიკითხე, სათვალე მორგებულმაო?- გავცინე ლანას. -ნეტავ ამის ნახევარი შეასრულოს დაც დაიზეფირა და...-ამოიქშინა ლანამ და თმა შეისწორა. -მია ძალიან თუ გაგაწვალა, დარეკე და მაშინვე წამოვალთ. -ნუ ნერვიულობ შენ. წადი და ეს სამი დღე კარგად დაისვენე. მივხედავ მე ჩემს ბიჭს როგორმე. მალე ლუკაც მოვიდა. როგორც ყოველთვის დავჭამეთ ერთმანეთი და ლანამ მომზადება რომ დაიწყო წასასვლელად, მე დამიანეს ჩავაცვი. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლის კარი გამოვიხურეთ. -გასართობ ცენტრში მივდივალთ?-მკითხა აღტაცებულმა დამიანემ. -არა, უფრო მაგარ ადგილას, ჩემო გოჭო. მაგრად გავერთობით ახლა მე და შენ.- მანქანა დავქოქე და რუსთაველისკენ ავიღე გეზი. დამი მთელი გზა არ აჩერებდა ენას და თავის ბაღის შეყვარებულზე მელაპარაკებოდა. ადგილზე მისვლის შემდეგ, დამი ძალიან გაერთო. ნაძვის ხის ირგვლივ დარბოდა და ჩემს წინ პოზიორობდა. ხან ცხენზე დაჯდომა და სურათების გადაღება მოინდომა, ხან სანტასთან სურათი... ბუშტები ვუყიდე და სახის ნიღბები. მთელი სახე ბამბის ნაყინით ჰქონდა დასვრილი. სახეს ვუწმენნი, როდესაც თავს სანტას ფორმაში გამოწყობილი ბიჭი წამოგვადგა და წელში გამართულს, ხელში პატარა ფურცელი მომაჩეჩა.ფურცელზე ეწერა: სანტა კლაუსი და თოვლის პაპა გამოძახებით. სანტა გამოძახებით? რა მაგარია! ეს აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე? დამიანე გააფრენდა სიხარულით. -უკაცრავად ...- უკვე მიბრუნებულ „სანტას“ დავუძახე.- ახლა რომ დავრეკო, იქნება ვინმე თავისუფალი? -სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ერთი წუთით...- ბიჭმა ჯიბიდან კალამი ამოიღო, ფურცელზე რაღაც დაწერა და გამომიწოდა.-აი ერთ-ერთი თანამშრომლის ნომერია, დაურეკეთ, როგორც ვიცი არაა გამოძახებული. -ვაიმე, დიდი მადლობა.-გულიანად გავუღიმე. მალე ნატაც მოვიდა და ბავშვი მან გადაიბარა. მე ცოტა ხნით მანქანაში ჩავჯექი და მითითებულ ნომერზე დავრეკე. -გისმენთ.-სასიამოვნო ბარიტონი მომესმა. -საღამო მშვიდობის. სანტას გამოძახება მინდა. თქვენმა თანამშრომელმა მომცა თქვენი ნომერი და...-ჩამოვურაკრაკე. -თქვენი სახელი?-მკითხა მოულოდნელად. -მმ...მია.- არა, ახლა ეს რა შუაში იყო? -კარგით მია, მისამართი და დრო მითხარით.-თითქოს ეს ხმა მეცნობოდა, მაგრამ საიდან ვერ ვხვდებოდი. -ფასზე არ შევთანხმდეთ?-გაკვირვებულმა ვიკითხე, როცა მისამართის გაგების შემდეგ მემშვიდობებოდა. -ამაზე მოგვიანებით შევთანხმდებით. კარგად.-მომახალა და ყურმილი დამიკიდა. -თავხედი სანტა...- გაკვირვებულმა წამოვიძახე. და მანქანიდან გადავედი. ___________ საღამოს როცა სახლში დავბრუნდით უკვე რვა იყო საათი. მე და ნატა საქმეებს ვინაწილებდით. ჯერ მე ვმეთვალყურეობდი დამიანეს, რომ სახლი თავზე არ დაემხო, ნატა კი სამზარეულოში ფუსფუსებდა. მერე კი პირიქით. მთელი საღამო იმდენი ირბინა დამიანემ, მე და ნატა ქანცგაწყვეტილები კედლებსღა ვეყუდებოდით. ბოლოს როგორღაც თავის მოწესრიგება და სუფრის გაწყობაც მოვახერხეთ. მაგიდას მორიგეობით ვყარაულობდით, დამიანე რომ არ მიახლოვებოდა, თორემ მთელი მაგიდა ნოხზე იქნებოდა წამში გართხმული. ზუსტად 12 საათზე აივანზე გავცვივდით და ულამაზეს სანახაობას შევცქეროდით, თან ერთმანეთს ახალი წლის მობრძანებას ვულოცავდით. დამიანეც ყიჟინით მიეგება ახალ წელს და ლოყებზე მკოცნიდა. სახლში რომ შევბრუნდით, კარზე ზარის ხმა გაისმა. ნატას გადავულოცე დამიანე და კარის გასაღებად გავქანდი. ზღუბლზე გუდა აკიდული სანტა კლაუსის დანახვაზე, გამეღიმა. -მობრძანდით სანტა. -გავუცინე. სახის მიმიკები შეეცვალა, ეს მგონი გაღიმების მანიშნებელი იყო. სახეზე დავაკვირდი. შუბლს ქუდი ხოლო სახის ნახევარს თეთრი, ფაფუკი „წვერი“ უფარავდა. თვალების ირგვლივ ნაოჭები არ ჰქონდა, რაც იმას მიუთითებდა, რომ ჩვენი ლაპლანდიელი სანტა ახალგაზრდა იყო. მაგრამ... რაღაც არ მასვენებდა, მის სახეს მიშტერებული ვცქმუტავდი. მისი თვალები სადღაც მინახავს, მაგრამ დამიანეს წყალობით აზროვნება და მეხსიერება დაქვეითებულმა, ვერაფრით გავიხსენე სად. -ახალ წელს გილოცავთ.-როგორც იქნა პირი დავხურე და მის თვალებს თვალი მოვწყვიტე, საიდანაც ირონია მდინარის ნაკადივით ჟონავდა. -მეც გილოცავთ.-ისევ საშინლად ნაცნობი ხმა... გამაჟრჟოლა... ოთახში შევუძეხი, სადაც ნატა და დამიანე იყვნენ. დამიანე მაგიდისკენ იწევდა და თან ხმამაღლა გაჰყვიროდა. -ჭიქა მინდა, ნატა...-ფართხალებდა დამი. -დამიანე. -დავუძახე, რომ როგორმე მისი ყურადღება მიმეპყრო.-ნახე შენთან ვინ მოვიდა... დამიანე მაშინვე მობრუნდა ჩვენსკენ და სანტა რომ დაინახა, სიხარულით შემოქკრა ტაში, -სანტა მოვიდა მია?-მკითხა გახარებულმა. -კი, საყვარელო.-გამეცინა მის კითხვაზე. დამიანე დაიბნა. თვალებს ატრიალებდა გაოცებული და არ იცოდა რა გაეკეთებინა. -ჩაეხუტე სანტას.- გუდა დაბლა დადო სანტამ და ხელები დამიანესკენ გაიწოდა. დამი მაშინვე მოწყდა ადგილს და სანტას მიეკრო. მთელი ერთი საათი გაჩერდა სანტა ჩვენთან. დაიანე სიხარულისგან ჭკუაზე არ იყო. ხან იმღერა ხან იცეკვა, ლექსებს ამბობდა, ზღაპრებს ყვებოდა და ეს მაშინ, როცა ჩვენთვის ერთი ლექსიც კი არ ჰქონდა ნათქვენი. ბაღის მასწავლებელი კი გვეუბნებოდა, ლექსებს ამბობსო, მაგრამ მე არ ვიჯერებდი და აი, ბავშვს თურმე რამდენი ლექსი სცოდნია... პირველი იყო საათი, როცა სანტას წასვლა გავითამაშეთ და ნატამ ბიჭი სააბაზანოში დამალა. მე კი დამი დასაძინებლად შევიყვანე. კიდევ ბევრი იცელქა და მელაპარაკა დამიმ და როგორც იქნა ჩაეძინა. აღფრთოვანებას ვერ მალავდა ბავშვი, მიყვებოდა, რა კარგი იყო სანტა. მოეწონა მისი მორთმეული აჩუქრებიც. კი წამოიძახა დამიანემ, მე ავტომატი დავაწერინე დედიკოს შენს წერილში და თვითმფრინავი რატომ მომიტანეო, მაგრამ ჩვენმა სანტამ თავი ადვილად დაიძვრინა და შემდეგ წელს მოგიტან ავტომატს, თუ დედიკოს აღარ გააბრაზებო უთხრა. მოკლედ, ნამდვილი პროფესიონალი იყო ჩვენი სანტა კლაუსი . თმა გავისწორე და ფეხაკრეფით გამოვიპარე ოთახიდან. მისაღებს მიახლოვებულმა სიცილის ხმა გავიგე. ოთახში შევედი და რას ვხედავ, სანტას წელს ზევით ფორმა გაუხდია და შავი მაიკით და სანტას წითელი შარვლით იჯდა მაგიდასთან, ჩემგან ზურგით. -დაიძინა?-ნატამ შემამჩნია და ღიმილით გადმომხედა. -კი.-ძალა გამოცლილი მივედი მაგიდასთან და ჩამოვჯექი. ჩემს ჭიქაში წვენი დაესხა ვიღაცას. ჭიქას ხელი მოვავდე და მოვსვი. ზუსტად ამ დროს შევხედე ჩვენს სანტას, რომელიც დაჟინებით მიყურებდა. წვენი გადამცდა და საშინელი ხველა ამივარდა, როცა ჩემს წინ მჯდომ ბიჭში „თავხედი ხელები“ ამოვიცანი. იჯდა სრულიად მშვიდად, თმა არეული და სახე დაწყნარებული, მშვიდად სუნთქავდა. მხოლოდ მისი თვალები გამოხატავდნენ ემოციებს, თუმცა ახლა მათი კითხვისა და ამოცნობის თავი არ მქონდა. სახეზე სიმწრით წამოვწითლდი და თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა. პირზე ხელაფარებული გავვარდი სამზარეულოში. ხველებ-ხველებით წყლით ავავსე ჭიქა და მოვიყუდე. ვინმემ მითხარით, რომ მომელანდა, ვინმემ დამაწყნარეთ... ვკიოდი უხმოდ და თვალებს უმწეოდ ვაცეცებდი. აქ რა უნდა? მაინც და მაინც ის და ზუსტად მაშინ, როცა მასზე ფიქრების დაიგნორება ვისწავლე. მაგიდის ზედაპირს ხელებით დავეყრდენი და პირღიამ დავიწყე სუნთქვა. ახლა რა უნდა მექნა? გავსულიყავი და ვითომც ვერ ვიცანი? ასე ვერ მოვიქცეოდი, უკვე გავეცი ჩემი თავი, ჩემივე ქევით და ახლა დებილის როლს ვერ მოვირგებდი... ის იყო სამზარეულოდან გასვლა შთავაგონე თავს და მობრუნებას ვაპირებდი, რომ ის ვიგრძენი. ჩემს უკან იდგა, ოთახში წამში გავრცელდა მისი სურნელი და სუნთქვა შეკრულს ნესტოებზე მომეხალა. ვგრძნობდი, როგორ დაიმუხტა მთელი სამზარეული. მისი ხშირი და ღრმა სუნთქვა კისერზე მეცემოდა და ჩემს თმას შეუმჩნევლად არხევდა, სხეული მისი შეხების მოლოდინში დამეჭიმა. -ისუნთქე.-მისი ხმა მომესმა, ვნებით გაჟღენთილი ხმა და ვიგრძენი რომ მე ის მინდოდა, მჭირდებოდა. მისი შეხების სურვილი მკლავდა. თითქოს საუკუნე ველოდი და როგორც იქნა წელზე ვიგრძენი მისი ხელი. თვალები თავისით დამეხუჭა, მუხლები ამიკანკალდა... ხელი ფრთხილად წამოიღო წელიდან გვერდებისკენ და მუცელზე ნელა შემომიცურა. დედამიწის ბინადრად აღარ ვითვლებოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს კოსმოსსაც კი გავცდი. მუცელზე ხელები ძლიერად მომიჭირა. ხელები... თავხედი ხელები... -მგონი, დროა გასამრჯელოზე დავილაპარაკოთ!- სადღაც შორიდან ჩამესმა მისი ხმა. ______________ -მგონი, დროა გასამრჯელოზე დავილაპარაკოთ!-სადღაც შორიდან ჩამესმა მისი ხმა. გაშეშებული ვიდექი. ვერაფერს ვგრძნობდი მის გარდა. ვერც ერთ ორგანოს ვერ ვითავისებდი, ტვინის არსებობა სულ დამავიწყდა, მუცლის ქვედა ნაწილში კუნთები სასიამოვნოდ დამეჭიმა და იქიდან წამოსული სასიამოვნო ტალღები, მთელ ორგანიზმს მოედო. თვალები გავახელე და მაგიდის პრიალა წედაპირს დაშტერებულმა, მის ანარეკლს მოვკარი თვალი. თვალები დაეხუჭა და ჩემს ყელთან სუნთქავდა. მისი სიახლოვე მაგიჟებდა. თვალები ისევ დამეხუჭა. ძალიან ნელა შემომაბრუნა. თვალების გახელა ვიკადრე და თვალებში მივაჩერდი. შავი თვალები უელავდა, უცინოდა, უბრჭყვიალებდა. ერთი ხელი ხელზე მომკიდა და თითები გაყინულ თითებზე მომიჭირა. მისი მუხტი გადმომედო. ამ თითქოს უბრალო და არაფრის მთქმელმა ჟესტმაც კი ჭკუიდან გადამიყვანა. გამალებით ვეჭიდებოდი მაგიდის კიდეს. თვით კონტროლის მნიშვნელობას ვეძებდი, თუმცა ვგრძნობდი, რომ მალე არც კი მეცოდინებოდა ამ სიტყვის არსებოდა. ხელი ახლა ჩემი ყელისკენ წამოიღო და ჩამოშლილი თმა უკან გადამიწია. ჯერ თითები ჩამომისვა ყელზე, შემდეგ კი ცხვირი გამიხახუნა არტერიაზე. ოოჰ... ვგრძნობდი როგორ დარბოდნენ ჩემში ჭიანჭველების ჯარი, ვგრძნობდი, როგორ ვცახცახებდი ვნებისგან, გონება დაბინდული. შენგძნებებს მინდობილი ვიდექი. უბრალოდ სხვანაირად არ შემეძლო. ვერ ვეწინააღმდეგებოდი მის ხელებს, რომელიც თავხედურად შემიძვრა მაისურის ქვეშ და გვერდებზე ძლიაერად მომიჭირა. ტუჩები ერთმანეთს დავაშორე და ღრმა ოხვრა მომწყდა. მას კი გაეღიმა, უფრო გათამამდა... წელიდან გაცოცებული თითები, ჯინსის შარვალში ჩამიცურა. როგორ მინდოდა მისი შეჩერება, მაგრამ პარალიზებულივით ვიდექი და ხმას ვერ ვიღებდი. გულის ცემა გასამმაგებული მქონდა, ღრმად ვსუნთქავდი, მაგრამ ჰაერი მაინც არ მყოფნიდა. მისმა თითებმა სრულად აითვისა ჩემი წელი, მუცელი, ყელი, სახე... მეხებოდა სადაც უნდოდა, მაგრამ მხოლოდ ხელებით. თვალებ დახუჭული და ტუჩებგახსნილი მის ტუჩებს ვუცდიდი. მინდოდა ეკოცნა, სიგიჟემდე მინდოდა... -მთხოვე!- მომესმა მისი ხმა, მაგრამ რაღაცნაირად დაბოხებული, არაამქვეყნიური, ვნება მორეული. -მთხოვე, მია!-გახსნილ ბაგეებთან ძალიან ახლოს დამიჩურჩულა. რა? რა უნდა? რა ვთხოვო? დაბნეული და გულაჩქარებული ველოდი მის პასუხს. ნებისმიერ ბრძანებას შევასრულებდი, ნებისმიერ რამეს დავთანხმდებოდი... ამ წუთას ყველაფერზე თანახმა ვიყავი, თუნდაც აქვე, ამ მაგიდაზე დავნებდებოდი, მაშინ როცა მისაღებში ნატა და საძინებელში დამიანე იყო. -თქვი, მია! მთხოვე!- ისევ გამიმეორა, მიბრძანა... მისი ტუჩებიდან წარმოთქმული „მია“ სულ სხვანაირად ჟღერდა. ცალი ხელით მაგიდაზე შემომსვა და ხელები ფეხებზე ამისრიალა. -რა... რა გთხოვო?-ამოვიკნავლე. ოღონდ ეთქვა, ნებისმიერი რამ... -მია, ცოცხალი ხა...-სამზარეულოს კარი შემოგლიჯა ნატამ და სიტყვა შუაში გაუწყდა, როცა დაგვინახა. მისმა ხმამ რეალობაში დამაბრუნდა და თითქოს ჰიპნოზიდან გამომიყვანა. სასხრაფოდ მოვიშორე ბიჭის თავხედი ხელები, რომელიც აშკარად უკმაყოფილო იყო ნატას გამოჩენით. ხელით მკერდზე მსუბუქად მივკარი და მაგიდიდან ჩამოვხტი. -ამმ... ტუალეტი დერეფნის ბოლოშია, საშა.-მკაცრი, მაგრამ საშინლად დაბნეულმა თქვა ნატამ. ორივეს ზურგი ვაქციე და სახე გახურებული ფანჯარასთან მივედი. ფეხის ხმა მომესმა და მივხვდი რომ „ის“ ოთახიდან გავიდა. „ის“ საშა... -რა ჯანდაბა გჭირს მია?- საშას გასვლისთანავე ჩემთან გაჩნდა ნატა და მისკენ შემაბრუნა. თვალებში შევხედე და არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა. საკუთარი საქციელით აღშფოთებული ვიდექი ჩემი საუკეთესო დაქალის, დის წინ და ნერვებს აყოლილი ვკანკალებდი. -მე... არ ვიცი...- ტუჩებზე ხელი მივიდე, თვალები ცრემლით ამევსო. რა გავაკეთე? რას ვაკეთებდი? -ახლა, მე იმ ვაჟბატონს მივხედავ და შენ მერე მოგივლი.- მუქარით თქვა ნატამ და სამზარეულოდან გასვლა დააპირა. -ნატ...არაფერი უთხრა, უბრალოდ წავიდეს, გთხოვ...- ცრემლები უკვე ღაწვებზე ჩამომიგორდა. ნატამ უბრალოდ თავი დამიქნია და სამზარეულოდან გავიდა. გავიგე როდის გაიხურა საშამ კარი და ველოდი ნატას, რომელიც წესით უნდა შემოვარდნილიყო სამზარეულოში და გამოველანძღე, მაგრამ არ ჩანდა. როგორც ჩანს დაფიქრების საშუალებას მაძლევდა. რაფაზე ჩამოვჯექი და განათებულ ქალაქს გავხედე. რა უნდა მეფიქრა? ვერ ვხვდებოდი რას ვაკეთებდი, სრული ჰიპნოზის ქვეშ ვიყავი, აზროვნება გადაკეტილი მქონდა... მაგრამ ეს ამართლებდა ჩემს საქციელს? სრულიად უცხო მამაკაცს, უფლებას ვაძლევდი ჩემს სხეულზე ეთარეშა თავისი თავხედი ხელებით და ეს მე სულაც არ მადარდებდა იმ მომენტში, პირიქით, უფრო მეტი მინდოდა... მაგიდას გავხედე და მთელ სხეულში დამიარა ჟრუანტელმა. რამდენიმე წუთის წინ ამ მაგიდასთან ვიყავით მე და ის... ქვედა ტუჩი კბილებში მოვიქციე გაუაზრებლად. რა მემართება? 23 წლის ასაკში, პირველად ვიგრძები ვნების ქარცეცხლში მოყოლა რასაც ნიშნავდა. არავისთან, არასდროს მსგავსი არაფერი მიგრძვნია. არავის მოახლოვება არ მინგრევდა სხეულს ისე, როგორც საშას სიახლოვე. არავის შეხებაზე არ გადავრეულვარ... -აბა ქალბატონო, ამიხსნი ბოლოს და ბოლოს რა მოხდა თუ ძალით ამოგქაჩო?-როგორ წამომადგა თავზე ნატა ვერ მივხვდი. თვალებ მოჭუტული მიყურებდა. -არ ვიცი, ნატა. არ ვიცი, გეფიცები.-ისევ ამემღვრა თვალები. მრცხვენოდა ჩემი საქციელის ჩემი თავშეუკავებლობის. -რა არ იცი გოგო, ნუ გადამრიე. შემოვდივარ სამზარეულოში და რას ვხედავ? ჩემი დაიკო ვიღაც ლაპლანდიელ ტიპს მაგიდაზე შემოუსვამს და სადაცაა სე*სით დაკავდებიან. არ დაივიწყო ისიც, რომ ჩემი დაიკო ქალიშვილია და მის პარტნიორს პირველად ხედავს. აბა, როგორ მოგწონს? -თვალები დამიქაჩა ნატამ, მიპასუხეო. -მეორედ ვნახე. -ამოვისრუტუნე პასუხად. -ვინ ნახე მეორედ ეს „კლაუსი“? -ხო.- სხვა ვითარებაში გამეცინებოდა სანტა კლაუსის შემოკლებულ ვარიანტზე „კლაუსი“, მაგრამ ახლა ნამდვილად არ მეცინებოდა. -ოჰ, დიდი შვებაა, რადგან მეორედ ნახე, მაშინ ბოდიშს ვიხდი, სწორად მოქცეულხარ, უნდა დანებებოდი მაგიდაზე... -ნატა!-გავაწყვეტინე გაბრაზებულმა. -არა, რა ნატა? ხომ იცი, ჩვენ ერთმანეთისთვის ყველაფერი ვართ. ერთმანეთზე ვაგებთ პასუხს. შენი დაც ვარ, მეგობარიც, დედაც და მამაც... ახლა დედის როლი ყველაზე მართებულად მიმაჩნია. მია. რაზე ფიქრობდი?-ნატასაც აემღვრა თვალები. -საქმეც ესაა ნატა. არ ვფიქრობდი საერთოდ. აზროვნება წამერთვა. საერთოდ გამეთიშა გონება. უბრალოდ... არ ვიცი... მსიამოვნებდა მისი შეხება... არავინ და არაფერი მახსოვდა... -ვხედავ, ჰორმონები გიტევს და ვერ იმორჩილებ...-ამოიფრუტუნა ნატამ. -წამოდი, დავსხდეთ ცოტა დავლიოთ და მომიყევი სად ნახე ის „კლაუსი“ პირველად.-საშას ზედმეტსახელი უკვე აჰკიდა ნატამ, როგორც ჩანს. ბევრი არ დაგვილევია, მიუხედავად მომხდარისა, მაინც მახსოვდა, რომ საძინებელში დამიანეს ეძინა და სულ რაღაც 6 საათში გაიღვიძებდა. რა თქმა უნდა თუ გამიმართლებდა და ამდენი ხანი ეძინებოდა. ნატას რომ ვუთხარი საიდანაც მეცნობოდა საშა, ლამის გაგიჟდა. თუ ის იყო, სად გამაშვებინე ვერ დავტოვეთ აქო? რა თქმა უნდა ხუმრობდა, მაგრამ მოგვიანებით სერიოზულად მკითხა: -მია, დარწმუნებული ხარ, რომ შემთხვევით შეხვდით ახლა ერთმანეთს? მაინც და მაინც ეს როგორ მოხვდა ჩვენთან? არ ვიცი თუ ეს უბრალო დამთხვევაა, ვაღიარებ რომ ბედისწერა მართლა არსებობს... -რა ბედიწერა, გადაირიე? ბოლოჯერ მოხდა ჩვენი შეხვედრა. არ მგონია ეს მეტჯერ განმეორდეს, და დიახ, ეს უბრალო დამთხვევა იყო რომელიც ხშირად არ მეორდება. -როგორც ინებებთ ქალბატონო.-ხელები დანებების ნიშნად ასწია.- ისე, ლანა რომ გაიგებს მის სამზარეულო მაგიდაზე ლამის რომ დაკარგე ქალიშვილობა, გადაირევა...- აფხუკუნდა ნატა. -გოგო!-დავუქაჩე თვალები.-ამ თემაზე არ ვხუმრობთ ნატა! -კარგი, ბოდიში. მაგიდა ავალაგეთ ერთობლივი ძალებით და მერე დასაძინებლად გავუშვი ნატა, შეიძლებოდა ხვალ დილით დაერეკა მის ტირან უფროსს და სამსახურში გასვლა ებრძანებინა. ამიტომ მის გასაძლებად კარგი იქნებოდა გამოძინებული და დასვენებული რომ ყოფილიყო ჩემი გოგო. მე კი ჭურჭლის რეცხვას შევუდექი და თან ფიქრებს მივეცი თავი. ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჯერ ისედაც მეეჭვებოდა სადმე კიდევ შევხვედროდი საშას, და ასეც რომ მომხდარიყო, ასე ახლოს აღარასდროს მოვუშვებდი ჩემამდე. აშკარა იყო, რომ მისი სიახლოვე გონებას მითიშავდა. მეშინოდა ჩემი თავის, მეშინოდა, რომ ვერ მოვთოკავდი თავს და სისულელეს ჩავიდენდი. ქალიშვილობის თემაზე ჩაციკლული არასოდეს ვყოფილვარ. არაქალიშვილ გოგოს „ბი*ად“ ნამდვილად არ შევრაცხავდი. თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემი უბიწოება მიმეძღვნა იმისთვის, ვინც მეყვარებოდა და ჩემთვის ძვირფასი იქნებოდა, თუნდაც ქორწინების გარეშე... ნამდვილად არ მინდოდა რომ ეს საშასთან მომხდარიყო, მაგრამ ამას ახლა ვფიქრობდი, მისგან შორს მყოფი... ახლა შემეძლო რომ სწორი გადაწყვეტილებები მიმეღო... მაგრამ მის სიახლოვეს მოვთოკავდი თავს? ფიქრებში ჩაძირულმა, როდის დავამთავრე დალაგება, ვერ მივხვდი. სააბაზანოში გავქანდი. წყალი გადავივლე და იმ ოთახში დავიძინე, სადაც დამიანეს ეძინა. ___________ დილით, სახეზე თბილი ხელების შეხებამ გამაღვიძა. -ნათლია... მია...- სახეზე ხელებს მისვამდა დამიანე, რომელიც ჩემს საწოლში გადმოსულიყო. -გამარჯობა პატარავ.-ისევ თვალებ დახუჭულმა ვაკოცე ლოყაზე. -მია, დედა ალ მოვიდა?-საწყალი ხმით იკითხა. მაშინმე დავაჭყიტე თვალები. -ჯერ არა, ჩემო გოჭო. დღესაც მე და შენ ვიქნებით ერთად. სადმე წავიდეთ და გავერთოთ ხომ?- ვცდილობდი გამემხიარულებინა. -ახლავე მოდი ჩემთან... ჯერ ცოტას გაკოცებ, გიკბენ და მერე გავერთოთ... დამიანე საწოლზე დავაწვინე და მუცელზე ვუღუტუნებდი, ის კი საყვარლად ჭყვიტინებდა. -მიაა... გამიშვიიი...-გაჰკიოდა ბოლო ხმაზე ჩემი მსხვერპლი, როცა კარი ნატამ გააღო. -გავიგე აქ ვიღაც დამიანეს მიირთმევს და მეც მშია ცოტა.- ნატაც შემოგვიხტა საწოლში მე და დამიანეს და ორივემ კარგად ჩავკოცნეთ პატარა კაცი. -თქვი, ვისი გული ხარ შენ?-ვეკითხებოდი გაბოჭილ დამიანეს. -მია ნათლიასი.-მპასუხობდა ხითხითით და ჩემი და ნატას ხელებიდან გაქცევას ცდილობდა. როგორც იქნა, დავეხსენით დამის და ნატამ აბაზანაში გააქანა მოსაწესრიგებლად, მე კი ტელეფონს დავწვდი შესამოწმებლად. ახლაღა გამახსენდა, რომ გუშინ საღამოს მერე უხმო რეჟიმი მქონდა ჩართული, დათოს გაუთავებელი რეკვის გამო. 64 გამოტოვებული ზარი და უამრავი შეტყობინება დამხვდა. ალბათ ახალ წელს მილოცავდნენ და ასე იმიტომ იყო ტელეფონი გადაჭედილი. ყველაზე მეტი ზარი ლანასგან იყო. ჯანდაბა! მომკლავს ნამდვილად! მაშინვე გადავრეკე. -მია! გოგო როგორ ხარ? დამი როგორაა?- საშინლად აღელვებული ხმა მომესმა. სინდისმა შემაწუხა ასეთი უყურადღებო რომ ვარ. -კარგად ვართ ყველა ლანა. მაპატიე საყვარელო, ტელეფონს ხმა გამოვურთე და ახლა ვნახე შემოსული ზარები. -მია, შენ ნორმალური ხარ? ახლა წამოსვლას ვაპირებდით. მოვკვდი ნერვიულობით. -ხმაზე მივხვდი რომ ტიროდა.- ლუკა, მოდი. მია რეკავს. -აშკარად შორს მყოფ ლუკას დაუძახა ლანამ. -მია, ცოცხალი ხარ?-მომესმა ლუკას ხმაც.-კარგად ხართ? დამიანე სადაა? -დამის ნატა ბანს, ყველა საღ-სალამათები ვართ. რა იყოთ ხალხო, რას დაიხვიეთ ქვეყანა თავზე?- ახლა მართლა მომეშალა ნერვები. რა მოხდა ახლა ასეთი? მხოლოდ ერთი საღამო არ ვუპასუხე... -არა გოგო, არაფერი. უბრალოდ ვიფიქრეთ, მიას და ნატას ხომ არ დამართა ინფაქტი დამიანემ, ტელეფონს რომ არ პასუხობენ-მეთქი?-იცინოდა ლუკა.- კარგი რა ლანა, რა გატირებს? არ გესმის კარგად ვართო- ახლა ცოლს გაუწყრა ლუკა. -მია, დამალაპარაკე რა ჩემი ბიჭი...-მთხოვა ლანამ და დამიანეც შემოჭრა ოთახში, რომელსაც ნატა მოსდევდა პირსახოცით ხელში სახის გასაწმენდად. -დამი, მოდი დედას დაელაპარაკე.-დავუძახე ნატას გაბრაზებით გართულ ბავშვს და ტელეფონი გავუწოდე. კარგა ხანს ეტიტინა დამიანე ლანას და ლუკას. მოუყვა გუშინდელი სანტას სტუმრობის ამბავი... ლანაც დაწყნარდა და დაემშვიდობა პატარა კაცს. მეც ჩავიცვი ტანსაცმელი, საწოლი გავასწორე და სამზარეულოში გავედი. ნატას დამისთვის საჭმელი მოემზადებინა და ისიც გემრიელად ილუკმებოდა. მეც ჩამოვჯექი სკამზე და ყავის ჭიქას მოვავლე ხელი. უცებ, ნატას ტელეფონი აწრიალდა, რომელიც მაგიდაზე იდო. ეკრანს დავხედე და წარწერა წავიკითხე „ტირანი“. -არა... რა ჯანდაბა უნდა?- ამოიკვნესა ნატამ და ტელეფონს დასწვდა უკმაყოფილო სახით. ________________ -გისმენთ, ბატონო გაბრიელ.-ოფიციალური ტონი დაიჭირა ნატამ. ისეთ საწყალი და შეშინებული ხმა ჰქონდა, კიდევ ერთხელ დავემუქრე იმ გაბღემძილ გაბრიელს თვალების დათხრით. -კი მაგრამ, ახლა სახლში არ ვარ და ეს დრო არ მეყოფა, მომზადება მჭირდება...- თვალები გააკვესა ნატამ და შუბლზე აღელვებულმა მიიდო ხელი. მე დემეტრე ხელების დასაბანად გავუშვი და ნატას ვანიშნე „სფიქერი“ ჩართე-მეთქი. ისიც დამემორჩილა. -ქალაქში არ ხარ?-მომესმა მკაცრი, ბოხი ხმა და მეც ტანში გამცრა. ეს თუ სულ ასე საუბრობს, შეშინდებოდა ჩემი გოგო, აბა რა იქნებოდა? -ქალაქში ვარ, უბრალოდ მეგობართან დავრჩი და აქ არ მაქვს ტანსაცმელი...-საწყლად ამოილაპარაკა ნატამ. -არ მაინტერესებს, ნატალი! მისამართი მომწერე სადაც ხარ მოგაკითხავ და ერთ საათში მზად დამხვდი.-უფრო მკაცრად თქვა გაბრიელმა. მეც უკვე შემეშინდა მისი და დავფრთხი. რაო, რას ვამბობდი თვალების დათხრაზე? -კი, მაგრამ...-ნატა რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ყურმილი დაუკიდეს. ჯერ ადგილზე გაშეშდა ნატა მერე კი წამოიკივლა:- არა, ეს ახლა ნორმალურია? -რა უნდა? სად უნდა წახვიდე?-ვკითხე გაოგნებულმა. ვაღიარებ, მეგონა აქამდე ცოტას აჭარბებდა ნატა როცა თავის უფროსზე ყვებოდა, მაგრამ ისეთი თავხედი აღმოჩნდა... -წვეულებაზე ნებავს წასვლა და მე უნდა გავყვე, თან იქ სხვა კომპანიების წარმომადგენლებიც იქნებიან და მჭირდებიო.ერთ საათში როგორ მოვასწრო მომწადება? მარტო სახლში გასასვლელად მინდა ამდენი დრო. -თვალები ცრემლით აევსო. -მოიცა, რამეს მოვიფიქრებთ, არ იტირო! მოდი ლანას კაბებიდან აარჩიე რომელიმე, ან მე აგირჩევ შენ სააბაზანოში შედი...-ვუთხარი და ლანას ოთახში წავედი. კარადა გამოვაღე და კაბებს გადავხედე. -მია, ამას შეხედე...-ფხუკუნით შემოვიდა ნატა ოთახში და კბილის პასტაში თავიდან ბოლომდე ამოსვრილი დამიანეც შემოიყვანა. ჯერ უხმოდ თვალებ გაფართოვებული ვუყურებდი ბავშვს და ბოლოს სამივეს ერთად აგვივარდა სიცილი. ნატა აბანოში გავარდა, მე დამი სკამზე ჩამოვსვი და ჭკვიანად მოქცევის სანაცვლოდ საჩუქარს დავპირდი. ისიც მორჩილი ბავშვის ნიღაბს ამოფარებული გასუსული იჯდა, მე კი თავით ვიყავი ლანას კარადაში წარჭობილი და შესაფერის კაბას ვეძებდი. ბოლოს ერთი ლურჯი, ტანზე მომდგარი, მუხლს საკმაოდ აცელილი კაბა შევარჩიე, რომელიც ნატას ძალიან მოუხდებოდა. კაბას წინ არ ჰქონდა ღრმა დეკოლტე, მაგრამ ზურგზე ჰქონდა სამკუთხუდის ფორმის ღრმა ჭრილი. ამავე ფერის ფეხსაცმელიც გადმოვაწყე, რომელსაც მაღალ ქუსლზე ლამაზად დაუყვებოდა თვლები. ნატა სააბაზანოდან გამოვიდა და თმის დახვევას შეუდგა. სასწრაფოდ მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა და ჩემი შერჩეული კაბა რომ დაინახა, აქ გაჯგიმა ფეხები, ამას არ ჩავიცვამო... რამდენიმე წუთიანი კამათის შემდეგ, ნატას ტელეფონის ეკრანზე ისევ გამოჩნდა „ტირანი“. ნატამ უპასუხა ახლავე მოვდივარო და სასწრაფოდ გამოეწყო კაბაში. -ძალიან გიხდება ნატა, მართლა ძალიან ლამაზი ხარ.-ვუთხარი აღფრთოვანებულმა.-იმ შენს გაბრიელს დასცვივა ის დასათხრელი თვალები, აი, ნახავ! კი ვქაქანებდი, მაგრამ მისმენდა ვინმე? ნატა უკვე კიბეებზე ჩარბოდა. -ნელა გოგო კისერი არ მოიტეხო. ისე ლანას უთხარი გაჩუქოს ეგ კაბა, მართლა ძალიან გიხდებააა...-ხმამაღლა გავძახე უკვე თვალს მოფარებულ გოგოს და სახლში შევედი. ლანას ოთახში შევედი და რას ვხედავ, დამიანეს მთელი ტანსაცმელი ძირს გადმოუყრია და ლუკას მაისურს ეწვალებოდა ჩასაცმელად. -დამი! -ხმამაღლა წამოვიძახე სანახაობით უკმაყოფილომ და მასთან მივირბინე. -მია, მამა ლომ მოვა და ეს ლომ მეცმევა, მეტყვის უკვე დიდი ხალო, ხო? -მკითხა და საყვარელი თვალებით ამომხედა. მთელი ბრაზი მაშინვე დამავიწყდა. -არა, პატარა კაცო. მამა მაშინ გეტყვის დიდი ხარო, როცა მართლა გაიზრდები.- ავუხსენი. -აუ, ნათლი, მალთლა ლოდის გავიზლდები?- ისევ მკითხა როცა აბანოსკენ წავიყვანე. -მალე ნათლი...-რა უცნაურ კითხვებს სვამს ეს ბავშვი, რა არის? დედამისის ფეხია რა... -აუუ, მიაა, როდის მოვა ეს მალე?- უკმაყოფილოდ აჭუჭყუნდა დამიანე. ______ნატა_________ კიბეები სირბილით ჩავიარე და სადარბაძოდან სწრაფი ნაბიჟით გავედი. ეზო მოვათვალიერე და მაშინვე მომხვდა თვალში შავ მანქანაზე მიყრდნობილი მაღალი და საშინლად სიმპატიური უფროსის სილუეტი. მისკენ თავდახრილი წავედი, თუმცა მანამდე მისი შეთვალიერება მაინც მოვასწარი. როგორც ყოველთვის კლასიკურად იყო გამოწყობილი, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად გამოიყურებოდა... რაღაც იყო შეცვლლი, თუმცა ვერ ვხვდებოდი რა... -დილა მშვიდობის.- ჩემი ხმა მეც ძლივს გავიგე. -გამარჯობა. დაიგვიანე... -მითხრა მკაცრად და მაშინვე უკუვაგდე ფიქრები მის სიმპატიურობაზე და მისდამი ბრაზი წინ წამოვწიე. -მაპატიეთ. -ამოვილაპარაკე.- ახალ წელს გილოცავთ, ბატონი გაბრიელ!- ხმა ცოტა დავითბე. -მეც გილოცავ!-თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა და მის თვალებში თითქოს კმაყოფილებაც კი ამოვიკითხე, თუმცა მხოლოდ მიბრუნდა და მის გვერდით სავარძელში მომათავსა. მთელი გზა უხმოდ ვიმგზავრეთ. თვითონ ხმას არ იღებდა და მე რომ რამე მეთქვა, ალბათ ადგილზე დამმარხავდა. წარბ შეკრული იჯდა და წინ იყურებოდა. მხოლოდ რამდენჯერმე შევნიშნე მისი გამოხედვა და შემდეგ ისევ გზას უშტერებდა თვალს. რესტორნის წინ გააჩერა მანქანა. მეც ღვედი შევიხსენი და გარედან დავაკვირდი საახალწლო მორთულობას. -აქ სერიოზული საზოგადოებაა ნატალი, შესაფერისად უნდა მოიქცე!-მითხრა მოულოდნელად. -უკაცრავად? ვერ ვხვდები რას გულისხმობთ...- მთელი სხეული ამიხურდა სიბრაზისგან. იდიოტი! ეს რა ფიქრობს რომ საზოგადოებაში მოქცევა არ ვიცი? -ზუსტად იმას, რაც ვთქვი. დღეს ვეცდები რომ ერთ-ერთ მასალის მომწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გავაფორმო და შენი დახმარებაც შეიძლება დამჭირდეს. ამიტომ საქმეზე იყავი მობილიზებული.- მითხრა კუშტი სახით და მანქანიდან გადავიდა. ისე მომეშალა ნერვები, რომ ცრემლები მომაწვა. აქედან გაქცევა და მისგან დამალვა მომინდა, თუმცა ადგილიდან არ დავძრულვარ. თვალი გავაყოლე გაბრიელის დინჯ ნაბიჯებს. მანქანას გრაციოზული მოძრაობით შემოუარა და კარი გამიღო. ჯერ კიდევ დებილივით შევცქეროდი, მან კი ჩაახველა და ხელი გამომიწოდა დასახმარებლად. -გმადლობთ.- ამოვიჩურჩულე და მასთან ერთად შევედი რესტორანში. პირღია ვიყურებოდი აქეთ-იქით. საზოგადოება მართლაც „ნარჩევი“ გახლდათ. მგონი მხოლოდ მე ვიყავი „გლეხების“ ფენის წარმომადგენელი. ასეთი მაღალი დონის საღამოები, ფილმებში თუ მინახავს მხოლოდ. ყველა საუცხოოდ გამოიყურებოდა. გაბრიელმა დარბაზში შემაცილა და ერთ-ერთი მრგვალი მაგიდისკენ გამიძღვა, სადაც მხოლოდ 2 ადგილი იყო თავისუფალი, როგორც ჩანს ჩვენთვის. -გამარჯობა.- მივესალმე ყველას მას შემდეგ, რაც გაბრიელმა მოიკითხა ყველა და მის გამოწეულ სკამზე დავსკუპდი. -იცნობდეთ, ეს ნატალია, ჩემი მდივანი. - ჩემზე მიუთითა მაგიდის წევრებს. ისევ თავი დავუკარი, ყველამ თავისი სახელი მითხრა და ხელზე მეამბორნენ სათითაოდ. ნერვები მომეშალა. რა საჭირო იყო ასეთი ოფიციალურობა? თავი სამეფო კარის სტუმარი მეგონა და ლამის მეც რევერანსით დავიწყე მისალმებები. საუბრის მიხედვით მივხვდი, რომ სწორედ მათზე მელაპარაკებოდა გაბრიელი მანქანაში. კომპანია რომლის სათავეშიც გაბრიელი ჩადგა უკვე ერთი თვეა, არც ისეთი წარმატებული გახლდათ როგორიც ერთი შეხედვით გარედან ჩანდა. აქამდე ამ კომპანიის სათავეში გაბრიელის ბაბუა იდგა. ავადმყოფობის გამო ჩაანაცვლა ბაბუა შვილიშვილმა, მაგრამ მანამდე რამდენიმე ხელშეკრულებაზე მოაწერა გაუაზრებლად ხელი ბაბუამ და გაბრიელსაც პრობლემებითა და ვალებით სავსე კომპანია დარჩა კრიზისიდან გამოსაყვანი. ზუსტად ამიტომ ვიყავით ახლა აქ. უნდა გაგვეფორმებინა ხელშეკრულება, რომელიც ძალიან სჭირდებოდა კომპანიას. გაბრიელ ჯაჭვლიანის მდივნის ადგილის დაკავება, ადვილი სულაც არ იყო. ქასთინგისა და რამდენიმე გასაუბრება-გამოცდის შემდეგ დავიწყე მუშაობა კომპანიაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმე ძალიან კარგად ვიცოდი, მხოლოდ ამით არ შევუფასებივარ ბატონ ჯაჭვლიანს. არ ვიცი როგორ, მაგრამ ჩემში სანდო პიროვნება დაინახა. გასაუბრებაზე მოსულმა ბევრმა ადამიანმა იცოდა თავის საქმე კარგად, შეიძლება ჩემზე კარგადაც, თანაც რამდენიმეს მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდათ, მაგრამ მაინც მე ამიყვანა გაბრიელმა. როგორც იქნა მოვამთავრეთ საქმეზე ლაპარაკი. გამრიელმა არც თუ ისე ადვილად დაითანხმა ჩვენს მაგიდასთან მჯდონი 4 მამაკაცი, რომ ჩვენთან თანამშრომლობა უსაფრთხო იყო. არც მე დამიზოგავს თავი მათ დასარწმუნებლად. -მშვენიერი ქალბატონი ბრძანდებით, ნატალი.-უკვე მერამდენედ მეუბნებოდა კომპლიმენტს ჩემს გვერდით მჯდარი, დაახლოვებით გაბრიელის ასაკის მამაკაცი, ნოე, რომელიც ისევ ხელზე მეამბორა. - ასეთ მომხიბლავ და ჭკვიან მდივანზე, არც მე ვიტყოდი უარს, გაბრიიელ! -რა თქმა უნდა არ იტყოდი, მაგრამ არ გაგიმართლა ნოე. -წარბებს ქვემოდან გაბრაზებული მზერა სტყორცნა ნიეს და მერე მე გამომხედა.-ნატალი უკვე მუშაობს და არა მგონია უკმაყოფილო იყოს სამუშაო ადგილით. ვცდები ნატალი? -არა, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ.- ენა ჩამივარდა და სახე ამეფაკლა.- ღმერთო რას მაჟინდება ეს კაცი სახეზე? ან როდის იყო ვინმეს მზერა ასე მაწითლებდა? რა ჯანდაბაა? -რადგან ასეა, საცეკვაოდ მაინც გავიწვევ ამ მშვენიერ არსებას, თუ წინააღმდეგი არ იქნება.-გადმომხედა თვალების ციმციმით. როგორც ჩანს რამდებიმე ბოკალმა ღვინომ, რომელიც ჩვენს აქ ყოფნაში მიირთვა ნოემ, საკმაოდ შეათრო. -არა, რა თქმა უნდა.- მის გამოწვდილ ხელს ჩავეჭიდე და წამოვდექი. ხელი წელზე მომადო და ფრთხილად მიბიძგა მოცეკვავე წყვილებისკენ. ვიგრძენი, როგორ გაგვაცილა გაბრიელის დაჟინებულმა მზერამ... -კარგად ვერ ვცეკვავ...-შევაპარე ნოეს, როცა ხელები მხრებზე შემოვაწყვე და მუსიკის რიტმს ავყევით. -ნუთუ არსებობს რამე, რაც შენნაირ ქალს არ გამოსდის?- უეცრად შენობით მომართვაზე გადმოვიდა ნოე, რამაც ცოტა გამაკვირვა. თანაც ვიგრძენი როგორ მომითათუნა ხელი მოშიშვლებულ ზურგზე. მთელი საღამო თქვენობით მომმართავდა და ამ უაზროდ მაღალფარდოვან სიტყვებს მახარჯებდა და ახლა მისმა მომართვამ მართლა გამაოცა. ჩემდაუნებურამ ამეწია წარბები მაღლა. -რა მოხდა ნატალი? მომბეზრდა ეს გადამეტებული თავაზიანობა და პირფერობა. ამ საღამოზე მხოლოდ ერთი რამაა რეალური, რომ მართლა ლამაზი და ჩემთვის ძალიან სასურველი ქალი ხარ.-მითხრა და ერთი ხელი წელიდან ნელა ჩაასრიალა ქვევით. ხელი მისი მხრიდან ავიღე და მისი ხელი, რომელიც ჩემი უკანალისკენ მისრიალებდა, ისევ წელზე დავაბრუნე. კი ვიცი სხვა მდგონარეობაში რომ ვყოფილიყავით, ახლა რასაც ვიზავდი, მაგრამ ახლა, ძლივს მიღწეულ ხელშეკრულებას, საფრთხეს ნამდვილად ვერ შევუქმნიდი. -პირველი მე დავთანხმდი თქვენს კომპანიასთან ხელშეკრულებას, იმედია ამისთვის ჩემი მადლიერი ხარ.-უფრო ახლოს მიმწია და თითქმის მთელი სხეულით ამიწება თავის სხეულზე. -დიახ, მადლიერი ვარ!- კბილებში გამომცრა. შევუბღვირე. -მერე? გამოხატე მადლერება. მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ ხშირად მოგვიწიოს შეხვედრა მე და შენ..- ამაზრზენი ღიმილი მაჩუქა და სახეზე ჩამოშლილი თმა ყურს უკან გადამიწია. ტანში გამცრა სიმწრით. ტუჩები გამეტებით მივაწებე ერთმანეთს, რომ ენაზე მომდგარი სალანძღავი სიტყვები შემეკავებინა. -თუ შეიძლება, ნატალის მოგტაცებთ! მასთან ცეკვა მინდა!-გვერდიდან მომესმა გაბრიელის ხმა. შვებით ამოვისუნთქე. ნოე მაშინვე მომშორდა და მორჩილად გადაულოცა ჩემი ხელი გაბრიელს. მეც სწრაფად გადავბარგდი ჩემი მხსნელის მკერდზე და შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ ეს იყო შვება? მისი სიახლოვე რომ ვიგრძენი, წამში გამეყინა სისხლი ძარღვებში. -უკმაყოფილო ჩანხარ.-ყურთან მიჩურჩულა გამრიელმა. -არა!-არც კი ვიცი საიდან ასეთი სიმტკიცე ჩემს ხმას. -ანუ კმაყოფილი ხარ მასთან ცეკვით?- ჩაიბუბუნა და ცეკვა შეწყვიტა. სახეზე შევხედე და ახლა მივხვდი რაც შეცვლილიყო მასში. თმა შეეჭრა და ზევით აევარცხნა. ისე უხდებოდა მის კაცრ სახეს... -რა?- საშინლად დამაბნია მისმა კითხვამ. -გსიამოვნებდა ხელებს რომ გიფათურებდა, ის ნაბი*ვარი?-მხარზე მტკივნეულად ჩამავლო ხელი. ენა გადავყლაპე. ხელი მტკიოდა, თუმცა ადგილიდან არ ვიძვროდი და თვალებში შევცქეროდი დაბნეული. -დავემშვიდობოთ და მივდივართ აქედან.- მაგიდასთან წამიყვანა. არც მახსოვს როგორ დავემშვიდობეთ მაგიდის წევრებს, მაგრამ ცივი ჰაერი რომ მომხვდა, მივხვდი, რომ უკვე გარეთ ვიყავი გაბრიელთან ერთად. მანქანაში ჩამაგდო და თვითონაც ჩაჯდა. -ღვედი! -მიბრძანა და მანქანა ადგილს მოჭყვიტა. ისე სწრაფად მიაქროლებდა მანქანას, შიშით სავარძელს ვიყავი აკრული. უცებ დაამუხრუჭა და მანქანიდან გადავიდა. სწრაფად გაჩნდა ჩემს მხარეს და წამში გადამსვა გარეთ. გააზრება ვერ მოვასწარი ისე დამაცხრა ბაგეებზე. გიჟივით მკოცნიდა და ამ კოცნაში ვგრძნობდი მის გაბრაზება, ეჭვიანობას, სიშმაგეს. ერთი ხელით სახეს მიჭერდა და მეორე წელზე მომხვია. ჯერ გავიბრძოლე, მინდოდა მომეშორებინა, მაგრამ ამან უფრო გააბრაზა, ისე ველურივით მკოცნიდა, მეგონა მომაჭამდა ტუჩებს, ამიტომ გავინაბე და მოვეშვი, თვალები დავხუჭე და აქამდე მთელი ძალით მომუწული ბაგეები, ერთმანეთს ნელა დავაცილე. ჩემი წინააღმდეგობა რომ ვეღარ იგრძნო გაბრიელმა, ნელ-ნელა დაწყნარდა, კოცნა შეარბილა, გაანაზა და გააღრმავა. რას ვგრძნობდი მე? კმაყოფილებას, სიამოვნებას, სითბოს, რომელიც მთელს სხეულს მოედო. სიხარულს, რომელიც მთელ გულს მოედო და სიამაყეს, რობ თავად გაბრიელ ჯაჭვლიანი გავტეხე და გაიძულე გრძნობები გამოეხატა. -კიდევ ერთხელ რომ დავინახო ვიღაცა მოგეკაროს, იცოდე მოვკლავ!-მტკიცედ მითხრა, როცა მომშორდა და ისევ ვირივით დამეძგერა ტუჩებზე. _______მია________ კარზე ზარის ხმა გაისმა. დამიანეს ხელი ჩავკიდე და კარისკენ გავაქანე. -დედაა...- დაიჭყვიტინა პატარა ცელქმა და ლანას ყელზე შემოეხვა. -როგორ ხარ, დე... დედას სიხარულო, დედას სუნთქვა...-სახეს უკოცნიდა ლანა დამიანეს და თან სახლში შემოვიდა ბავშვით ხელში, მე კი კიბეზე ჩანთით ამომავალ ლუკას დაველოდე. -სიძეე! როგორ ხარ?-გადავეხვიე კარებში შემოსვლამდე. -მია, როგორ გამხდარხარ გოგო, რა მოხდა სირბილში გავარჯიშებდა დამიანე?- გამაჯავრა.- როგორ ხარ? -მშვენივრად ვარ ლუკა. თურმე რა მაგარი გრძნობაა თავისუფლება...-ხელები განზე გავშალე. -ხო? და ვინ მოგანიჭა ეს შეგრძნება?- ეჭვით მოჭუტა თვალები და ამათვალიერ ჩამათვალიერა. -შენ, ჩემო განუმეორებელო სიძევ. მორჩა, ამოვედი ვალიდან. თქვენს წინაშე ჩადენილი საშვილთაშვილო ცოდვა, გამოვისყიდე როგორც იქნა, ალილულია!- ხელები „ზეცისკენ“ ავწიე შუა სადარბაზოში მდგომმა. -მორჩი გოგო!-ვითომ გამიწყრა ლუკა. შემიშვი სახლში მომენატრა ბავშვი.-მაინც ამოგიქექავ რამეს იცოდე! -საჩვენებელი თითის ქნევით დამემუქრა და დამიანე ჩაიკრა გულში, რომელიც ყიჟინით მირბოდა მამისკენ. -დე, იცი, სანტა კლაუსი იყო მოსული ჩემთან, შენ ლომ მეუბნებოდი მოვაო, გახსოვს? მოვიდა! მითხლა დედას ლომ ალ გააბლაზებ, იმ საჩუქალს მოგიტან ლასაც მოგინდებაო.-ახარა დამიანემ. -რა კარგია დე.-გულზე მიიხუტა შვილი ლანამ. -იმედია, მთლად მანქანა და აგარაკი არ მოგინდება მომავალ წელს მა, თორემ დატოვებ „სანტას“ ანგარიშს ნულზე.-ჩაიფხუკუნა ლუკამ. ამ ამბის გახსენებამ სევდა მომგვარა, სამი დღე გავიდა საშას სტუმრობიდან და მას შემდეგ არ გასულა წუთიც კი, მასზე რომ არ მეფიქრა. -მია. მითხარი რომ სახლში რამე საჭმელია და შევძლებ კუჭის ამოვსებას და ერთი კარგი ბიჭი ჩემზე იყოს. გაგაცნობ და მოგიშორებ ავიდან ვოლოს და ბოლოს.- დამთრგუნველი ფიქრებიდან ლუკას ხმამ გამომიყვანა. -კი, არის... გავაწყობ მაგიდას და შემოდით.-ამოვილაპარაკე ხასიათ წამხდარმა და სამზარეულოში გავედი. მაგიდაზე თეფშებს ვაწყობდი, სამზარეულოში ლანა რომ შემოვიდა. ჯერ უხმოდ მადევნებდა თვალს და შემდეგ ჩამოჯდა და მეორე სკამზე ხელი დამიტყაპუნა, აქ დაჯექიო. -აბა...- წარბები აქაჩა ზემოთ. -რა? –თავი გამოვიშტერე. -ვაიმე, მია, რა გგონია არ გიცნობ? ასეთი სახე სულ სამჯერ გქონდა ცხოვრებაში, ერთხელ მსუქანა ნიკომ შენი ბულკი რომ შეჭამა მეოთხე კლასში, მეორედ, აგვისტოს ომის დროს და მესამედ, სამი დღის წინ, დამი რომ დაგიტოვეთ. რა მოხდა, რაც არ ვიცი?-ხელების ქნევით მითხრა თავმობეზრებულმა ლანამ, -ლან!-თვალები ცრემლით ამევსო.- ლანა... მე ისე მოვიქეცი...-უკვე ვტიროდი. -რა, რა მოხდა, ჩემო ლამაზო? მია, რატომ ტირი, ნუ მაშინებ გოგო, თქვი!-დამიყვავა. არა, რა მატირებდა ახლა? უბრალოდ, ამ სამი დღის მანძილზე იმდენი ემოცია დამიგროვდა, რომ ახლა ცრემლებად მოწოლილს ვეღარ ვაკავებდი. ყველაფერი მოვუყევი და თან უნებურად მომდგარ ცრემლებს, მუშტებით ვიწმენდდი. ლანა წარბ შეკრული მისმენდა. -აქამდე ეს ამბავი რატომ არ მითხარი? ნუ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას...-თვითონვე უპასუხა საკუთან უადგილო კითხვას. -ასე რატომ განიცდი, მია? მოგწონს ის ბიჭი? -არ ვიცი ლან, მაგრამ სულ მასზე მეფიქრება. ასე უცებ შეიძლება ვინმე მოგეწონოს? შეიძლება ორჯერ შეხვედრის მერე დღე და ღამ მასზე ფიქრობდე? -თავი მის მხარზე ჩამოვდე და ავსლუკუნდი. -სამეფო სუფრას მიწყობ მია? არა, ვიცი ვიმსახურებ, მაგრამ...-სამზარეულოში სიცილით შემოსულ ლუკას პირზე შეაშრა სიტყვები როცა ასე დამინახა. მაშინვე დასერიოზულდა და ჩემსკენ წამოვიდა.-მია, რა მოხდა ჩემო პატარავ, რატომ ტირი? ვინმემ გაწყენინა?- ლანას მხრიდან ამაწევინა თავი ჩემს წინ ჩამუხლულმა და თვალებში ჩამხედა. -არა...-გაურკვევლად ამოვილაპარაკე. -მე რას მიმალავ გოგო, მითხარი რა ხდება. ხომ იცი როგორ მიყვარხარ? შენი გულისთვის ყველას დავუთვლი ძვლებს...-ისეთი ხმით თქვა ლუკამ, რომ დავრწმუნდი ასეც იზავდა. -მოკლედ ლუკამაც გაიგო რომ მომწონდა ბიჭი რომელიც სანტას ფორმით მათ სახლში გამოგვეცხადა და რომ მისი მხოლოდ სახელი ვიცოდი. რა თქმა უნდა მოყოლის დროს მათ სამზარეულოში მომხდარი „ამბები“ გამოვტოვე. -არც კი მჯერა... თვით მია ტირის ბიჭის გამო? ნუ ინერვიულებ ჩემო გოგო, მიწიდან ამოვთხრი შენს რომეოს და მოგიყვან.-ისევ ჩვეულ ამპულას დაუბრუნდა ლუკა, როცა მოისმინა ჩემი „მსუბუქი სასიყვარულო ისტორია“. -დაგმარხავ, ლუკა მახარაძევ!- წამოვიძახე ბრაზ მორეულმა და სკამიდან წამოვხტი.- თქვენი ყურება აღარ შემოძლია, იმედია, თქვენი ვალი გადავიხადე და ცოტა ხანს მაინც არ შემაწუხებთ.- თავაწეულმა წარმოვთქვი სიტყვები და თითებით „ცოტა ხანი“ მოვუხაზე. ნატა სამსახურიდან დაბრუნდა თუ არა აბაზანაში შევაგდე და იქიდან გამოსულს უკვე დავახვედრე არჩეული ტანსაცმელი. მართალია ციოდა, მაგრამ არა უშავს, ტატო გამოგვივლიდა მანქანით და წაგვიყვანს კლუბში. -მია, რას აიჩემე დღეს ეს კლუბი? არ შეიძლება ხვალ წავიდეთ? ძალიან დაღლილი ვარ.- საცოდავი სახით გამომხედა ხალათში გახვეულმა ნატამ. -არც იფიქრო რომ გადამაფიქრებინებ. სამ დღიანი ტყვეობიდან დავაღწიე თავი და არ უნდა ავღნიშნოთ? არ მაინტერესებს ნატა, შენ სულ დაღლილი ხარ, იმ იდიოტის ხელში და რა აზრი აქვს დღეს წაგიყვან ძალით თუ ხვალ... -კარგი, კარგი მოვდივარ, ამოისუნთქე გოგო არ გაიგუდო.-მითხრა სიცილით. მოკლედ კარი მალე გავიხურეთ და ტატოს მანქანაში შევხტოთ სასწრაფოდ, რომ კაბებში არ გავციებულიყავით. -გოგონებო როგორ ხართ?-გვკითხა ტატომ. ჩემმა სტუდებტობის მეგობარმა. -ვაიმე ტატუნა როგორ ვიქნები ამ ყინვაში? წავიდეთ სწრაფად დავლიოთ და მაგრად გავერთოთ.-მივაყარე და მხარზე ხელი მივკარი, მალე დაქოქე-მეთქი. კლუბში შესულებს ჩვეული სიტუაცია დაგვხვდა, მუსიკა, ხმაური ალკოჰოლისა და სიგარეტის მძიმე სუნი, ფერადი და მოციმციმე განათება... ბარისკენ წავედით სამივე და მაღალ სკამებზე შემოვსხედით. -რას დალევთ აბა გოგონებო?- გვკითხა ტატომ. -აუ, სამი არაყი რა- მაშინვე წამოვყავი თავი. -ამით დავიწყოთ და მერე თქვენ რაც გინდათ- მავედრებელი მზერა მივაპყარი ტატოს. სამივე ერთნაირად ვსვამდით. ჩემს მერე ტატო უკვეთავდა სასმელებს და ერთმანეთის მიყოლებით გამოვცალეთ ხუთ-ხუთი ჭიქა. სანამ ვიჯექი, მეგონა სასმელი არ მეკიდება-მეთქი სასმელი, მაგრამ ფეხზე როგორც კი ავდექით და ცეკვა დავიწყეთ, მერე მივხვდი, რომ მშვენივრადაც მომკიდებოდა. -მე დავჯდები ცოტა ხანს.- მთელ ხმაზე ვიყვირე რომ ამ ხმაურში, მოცეკვავე ნატას და ტატოს ჩემი ხმა გაეგოთ და ბარბაცით წამოვედი დახლისკენ. მკრთალ განათებაში შორიდანვე შევამჩნიე, რომ ჩემს ადგილზე ბიჭი იჯდა და მე მომშტერებოდა. ჯერ ბრაზი მომერია სხვა ადგილი ვერ ნახა-მეთქი? მაგრამ რამდენიმე ნაბიჯით რომ მივუახლოვდი, და ბიჭი საშას რომ მივამსგავე, აი, აქ უკვე ფერი წამივიდა. წარბ შეკრული ქვემოდან მიყურებდა და თვალებიდან ბრაზს აფრქვევდა. ფეხზე წამოდგა და საჩვენებელი თითით თავისთან მიმიხმო. დაპროგრამებულივით დავემორჩილე და მისკენ გადავდგი ნაბიჟი თუ არა, შებრუნდა და წავიდა. ანუ უნდოდა გავყოლოდი? წამითაც არც კი დავფიქრებულვარ, ისე გავყევი უკან. ბიჭი ხალხს ნელა მიარღვევდა და მეც უკან მივყვებოდი, რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით. საპირფარეშოსკენ აიღო გეზი და ქალთა ტუალების წინ ჩამავლო მხარში ხელი და შევიდა. უცებ შეამოწმა ყველა კაბინა და როცა მარტოდ დამიგულა, საფირფარეშოს მთავარი შემოსასვლელი კარი სწრაფად გადაკეტა. -აბა, მია. კარგად ერთობი?-მკითხა ერთდროულად მკაცრად და ვნებიანად. ამას როგორ ახერხებდა? უხმოდ მივშტერებოდი. ჯერ ისედაც ნასვამს, ფეხზე მყარად დგომა მიჭირდა და გრძნობებ არეული, აზროვნების უნარს გაჭირვებით ვინარჩუნებდი. თუმცა ეს მანამდე, სანამ შორს იდგა ჩემგან. მომიახლოვდა, ხელი მაჯაზე მომკიდა და ისევ ვიგრძენი ნაცნობი მუხტი როგორ გადმოვიდა ჩემში, ჯერ ხელზე მომედო და იქიდან მთელ სხეულში დამიარა. გამაკანკალა. საშა კი თვალს არ მაშორებდა, ჟინით მიყურებდა თვალებში. ხელი მკლავზე ამაყოლა და გაშლილი თმა უკან გადამიწია. -ეს კაბა ძალიან გიხდება.-ჩემსკენ გადმოხრილმა, ვნებიანი ხმით ჩამჩურჩულა. თვალები დამეხუჭა და ჩემს ტუჩებს ჩემდაუნებურად ოხვრა აღმოხდა. მისი სურნელი ისე მაბრუებდა, ცოტაც და მხოლოდ ინსტიქტების მონა გავხდებოდი. ჩემსკენ დახრილი უფრო მომიახლოვდა და ცხვირი ლოყაზე გამისვა- საუცხოო სურნელი გაქვს, ნაზი, ყვავილების...- არ წყვეტდა ჩემს ყურთან ჩურჩულს... „უნდა მოშორდე მია“ ჩემს თავში წითელი წარწერა ციმციმენდა. ფეხი უკან გადავდგი, მაგრამ ისიც გამომყვა, კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და უკვე მაგიდას მივეყრდენი წელით. -ყველა გზა მოჭრილი გაქვს მია, მხოლოდ ჩემსკენ შეგიძლია სვლა...-ისევ გამაბრუებლად მიჩურჩულა და ხელები გვერდებზე ჩამავლო. ინსტიქტურად წავავლე მეც მაჯებზე ხელი და მისი კანი შევიგრძენი, მისი ხელები, ჩემი... ჩემი თავხედი ხელები... -მომენატრე, შენი სურნელი მომენატრა და კიდევ სურვილი მკლავს შენი, ვიცი შენც, მაგრამ... ჯერ უნდა მთხოვო, მია! -ხელები კაბის ქვეშ შემიცურა და ზევით აასრიალა. მომდგარი კაბაც ზევით აიყოლა. თვალებ დახუჭული ვიდექი და მხოლოდ სასიამოვნო შეგრძნებებით ვტკბებოდი. ხმას ვერ ვიღებდი... ამ წუთას მისი ვიყავი, სხეულით, გონებით, გულით, სულით... კაბა წელამდე ამიტანა და ახლა წელზე და უკანალზე დააცოცებდა თავის თავხედ ხელებს. თითების ყოველი მოჭერა სხეულზე, ჩემს ოხვრას იწვევდა, და სულაც არ მადარდებდა ეს ფაქტი. ვნებამ მთლიანად შემიპყრო, როცა მისი ხელები ჩემს მკერდს შეეხო. ფეხზე დგომა მიჭირდა, ამიტომ ცალი ხელით ამწია და მაგიდაზე შემომსვა. -მიდი მია, მთხოვე, თქვი ბოლოს და ბოლოს...-მოთმინება დაკარგულმა მომიჭირა მკერდზე ხელი და ჩემი კვნესაც გაისმა ოთახში. -რა...-ამოვიკვნესე გონება დახშულმა და უცებ ამომიტივტივდა მისი ნათქვანი ფრაზა „მინდა რომ გაკოცო, მია. ვიცი ეს შენც გინდა“ რა თქმა უნდა ამას მიმეორებდა ამდენ ხანს, უბდა რომ ვთხოვო... კოცნა... სანამ მე ჩემს ფიქრებში ვიყავი არეული, საშამ მეორე ხელიც მკერდთან ამოიტანა და ლიფის ქვეშ შემიცურა ხელები. მთელს სხეულში რომ სასიამოვნო კრუნჩხვამ დამიარა, ოხვრას სიტყვებიც ამოვაყოლე. -მაკოცე! ჟანდაბა! მაკოცე ბოლოს და ბოლ...- სიტყვა დამთავრებული არ მქონდა ისე დამეძგერა ტუჩებზე. გაშმაგებული ვუკოცნიდით სანატრელ ტუჩებს ერთმანეთს. არ მზოგავდა და არ ვზოგავდი. ხელები მის კისერზე მქონდა მოხვეული და მთელი ძალით ჩემსკენ ვიზიდავდი, თითქოს მასთან შერჭყმას ვცდილობდი. მთელი სხეულით ვიყავი მასზე აკრული და მისი ტუჩებიდან და ხელებიდან ერთდროელად ვიღებდი სიამოვნებას. ძლივს მოვწყდით ერთმანეთს და შუბლებით ერთმანეთს მივეყრდენით. თვალებ დახუჭული ღრმად ვსუნთქავდი და ვნებისგან აკანკალებული სხეულის დაოკებას ვცდილობდი. საშამ ხელი მომხვია წელზე და ფრთხილად ჩამომსვა მაგიდიდან. საკუთახი ხელით გამისწორა კაბა და თმა. ხელი ჩამავლი და კარისკენ სწრაფად წამიყვანა. ორ წუთში უკვე მაგიდასთან ვიჯექი მარტო. ნატა და ტატო ისევ ხალხში იყვნენ არეულები და მუსიკის რიტმს აყოლებდნენ სხეულს. მე კი დახლთან მარტო ვიჯექი და სიმარტოვისგან გამოწყეულ ცრემლებთან გამკლავებას ვცდლობდი. ___________ნატა_____________ დილით მაღვიძარას საძულველმა ხმამ გამაღვიძა. დღეს შაბათია და ამ კვირაში ბოლო სამუშაო დღე მაქვს. ხვალ კი შემეძლება მთელი დილა საწოლში ვიკოტრიალო. საწოლიდან ზლაზვნით ავდექი და სააბაზანოში საცვლებიანად გავფრატუნდი. ეს ჩვევა ვერა და ვერ მოვიშორე. სააბაზანოდან გამოსულს და უკვე საკმაოდ გამოფხიზლებულს სამზარეულოდან ხმაური მომესმა და იქ შესულს მია რომ დამხვდა, თვალები შუბლზე ამივიდა. -მია, გღვიძავს? რა იყო მსოფლიო ომი იწყება თუ მიწისძვრას ველოდებით?- ვკითხე დაეჭვებულმა. -დიახაც, მღვიძავს და ვერ წარმოიდგენ რატომ... ამისთვის ფანტაზია არ გეყოფა.- წარბები ამითამაშა. -მიდი, ყოვლის მომცველი ტვინის პატრონო, შენ გამომხილე...- დავცინე. -რადგან ასე მთხოვ... მოკლედ, გახსოვს დეკემბერში გასაუბრებაზე რომ ვიყავი გაზეთ „ელიტაში“?-ორივე ხელის თითები ერთმანეთს მიაჭირა და ჩემს პასუხს დაელოდა. -ნუ... შენ ბევრ გასაუბრებაზე იყავი და...- გავწელე სათქმელი და გავითამაშე მეხსიერების დაბინდვა. -ხასიათს მაინც ვერ წამიხდენ!- ენა გამომიყო.- მოკლედ გუშინ დამირეკეს და დღეს გასაუბრებაზე დამიბარეს.- მთელ სამზარეულოში კივილით დაიწყო სირბილი და მერე ყელზე მომაჭდო მკლავები. -მართლა? რა მაგარია...-მთელი გულით ვუთხარი და მასთან ერთად მეც ავკუნტრუშდი. -უფრო სწორედ, ეს საცდელი სამუშაო დღე იქნება. რაღაცას დამავალებენ და შესრულებული დავალება თუ არ მოეწონებათ, დავრჩები კიდევ ასე. აუ, იცი რა მაგარი ჟურნალია? ყველაზე ცნობილი, მდიდარი და გამოჩენილი ხალხი ხვდება მათ ფურცლებზე. იმედია , რამე მომაკვდინებელ დავალებას არ მომცემენ ახლა.- ნერვიულად აიქნია ხელი მიამ. -გოგო, არ გადამრიო ახლა, არ დაიწყო ნერვიულობა. შენი საქმე მშვენივრად იცი და თავს ყველაფერს გაართმევ. ამდენი წელი ისწავლე და პრაქტიკებიც გავლილი გაქვს. სანერვიულო არაფერია. შენზე აქტიურ ჟურნალისტს სად იპოვიან?- გავამხნევე. -ვერც ვერსად...- სიცილით მითხრა და სკამისკენ მიბიძგა. -დაჯექი ყავა გავაკეტე და მოგიტან. ის „ტირანი“ რას შვება? -არაფერსაც არ შვება. მორგებული აქვს კეისრის გვირგვინი და განკარგულებებს იძლევა მარტო.-ხასიათი წამიხდა გახსენებაზე. -კიდევ არაფერი უთქვამს?-ყავით სავსე ჭიქა წინ დამიდგა და თვითონაც ჩამოჯდა მაგიდასთან. -რა უნდა ეთქვა? ბოდიში იმ დღეს ცოტა დავლიე და ამიტომ გაკოცეო?-გაგულისებულმა წამოვიძახე. თუმცა არ ვიცი კონკრეტულად რა მწყინდა, ის რომ შეიძლებოდა მართლაც იმიტომ მაკოცა, რომ ნასვამი იყო თუ იმიტომ რომ არ მოვწონდი? -ნატა, მოგწონს არა?-ისეთი სახით მიყურებდა მია, თითქოს ახლა თავად აღმოაჩინა რომ დედამიწა მრგვალია და არა ბრტყელი. -არა.- წამოვიძახე გაბრაზებულმა და მაგიდიდან წამოვხტი. გონება წითლად მინთებდა წარწერას „გაოგიჭირეს“. -ნატალი! ახლავე დაბრძანდი!- მიბრძანა წარბშეკრულმა მიამ და ისევ სკამზე მიმითითა. -დამაგვიანდება.-ამოვიფრუტუნე და სკამზე ძალა გამოცლილი დავენარცხე. -გადაიტანთ ორივე. მითხარი, მოგწონს? -თვალებში მომაშტერდა მია. -აუ, მია... მომწონს... ვიცი ვირია, ნამდვილი გაუთლელი, უხეში, ქედმაღალი იდიოტია, ტირანია, მაგრამ რა ვქნა, მომწონს. გავიძახოდი, ჭკუას ვასწავლი, გავაგიჟებ-მეთქი, მაგრამ მგონი აქეთ ვგიჟდები...- გაშლილ ხელებში ჩავრგე სახე. -ჩემო საყვარელო, შენ არაფერზე იდარდო, იქნებ მასაც მოსწონხარ? -არ ვიცი, მია. იმ კოცნის მერე ხმას არ იღებს. რომ მოვწონდე არ მეტყოდა არაფერს? -აცალე ცოტა ხანს, იქნებ და გეუბნება?-დამაიმედა. -კარგი, ახლა კი უნდა წავიდე, თორემ მომკლავს მართლა რომ დავაგვიანო.- წამოვხტი და მიას მოვეხვიე. -წარმატებებს გისურვებ ჩემო გოგო. არ ინერვიულო მია!- საჩვენებელი თითი დავუტრიალე ცხვირწინ. -არის ქალბატონო, არ ვინერვიულო!- „ჩესტი ამიღო“ მიამ და მეც სასწრაფოდ შევვარდი ჩემს ოთახში მოსაწესრიგებლად. _____________ მთელი დღე მოღუშული დავაბიჯებდი სამდივნოში, ყველანაირად ვცდილობდი თავი ამერიდებინა გაბრიელის კაბინეტში შესვლა. ძალიან არეული ვიყავი იმ კოცნის შემდეგ. არ ვიცოდი ეს რატომ გააკეთა. ნუთუ მართლა ყველაფერი ღვინის ბრალი იყო? იმ კოცნის შემდეგ, უბრალოდ ლანას სახლთან მიმიყვანა და მითხრა. -სახლში ადი და დაიმახსოვრე რაც გითხარი. ხვალ სამსახურში არ დააგვიანო. -სულ ეს იყო. რა დასკვნა უნდა გამომეტანა მისი საქციელიდან? მაგიდაზე დახვავებულ ხელმოსაწერ ფურცლებს დავხედე და ისევ ნერვიულად მოვარიდე თვალი. როგორ ვნატრობდი ახლა ვინმე შესულიყო გაბრიელთან, რომ მისი თანხლებით შემეტანა საბუთები. ვერიდებოდი გაბრიელთან მარტო დარჩენას. ვერიდებოდი კი არა მეშინოდა მასთან მარტო დარჩენის. ისე გავიდა ნახევარი დღე, რომ გაბრიელს „მნახველი“ არ მოუვიდა, ამიტომ ხელმოსაწერ საბუთებს ხელი დავავლე და კარზე მორიდებით დავაკაკუნე. -მობრძანდით!-მიბრძანა კარს მიღმა მყოფმა ხმამ. ჰაერი ღრმად შევისუნთქე და კარი შევაღე. - შეიძლება, ბატონო გაბრიელ?-ვიკითხე გაპარული ხმით. -შემოდი. -ჩემი ხმის გაგონებისთანავე სწრაფად ამოწია თავი ქაღალდებიდან და შემომხედა. -ხელმოსაწერი საბუთები გაგიმზადეთ...-საქაღალდე დავანახე. -მაგიდაზე დამიტოვე!- თვალი არ მოუშორებია, ისე მითხრა. თავდახრილი, უხმოდ შევიძურწე ოთახში და მაგიდაზე დავუდე საქაღალდე. ვგრძნობდი, მის დაჟინებულ მზერას და მინდოდა თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდნილიყავი კაბინეტიდან და მის მზერას დავმალვოდი, მაგრამ ფიქრებს არ ავყევი და დინჯი ნაბიჯებით მივუახლოვდი კარს. -ნატალი! -მომესმა ჩემი სახელი მისი ბაგეებიდან წარმოთქმული. გამცრა. -დიახ...-ამოსუნთქვას ამოვაყოლე პასუხი. -წასვლამდე შემოიარე.-ურეაქციოდ მითხრა და ისევ თავი ჩარგო საბუთებში. „დიახ“- მეთქი ვთქვი და კარი გამოვიხურე. მთელი ნახევარი დღე ამაზე ვფიქრობდი. რატომ დამიბარა, რა უნდოდა? ნერვიულონისგან ტუჩები დავიჭამე. შესრულდა თუ არა 7 საათი ჩემი სამუშაო საათებიც დამთავრდა და მეც გაბრიელის კაბინეტისკენ მიბაშურე. დაკაკუნების შემდეგ კარი ფრთხილად შევაღე. -სამუშაო საათები დამთავრდა, ბატონო გაბრიელ და... -გარეთ დამელოდე და დაგიძახებ!- თავ აუწევლად გასცა ბრძანება გაბრიელმა და მეც ხმა ჩამაგდებინა. -როგორც იტყვით.-ვთქვი და კარში გასვლამდე ენა გამოვუყავი გაბრაზებულმა. ჩემს სკამზე მოვკალათდი და ფეხები მაგიდაზე შემოვაწყე. თან გაბრიელს გულში “ლამაზი“ სიტყვებით ვამკობდი. რამდენიმე წუთში ტელეფონზე ზარი გაისმა. მოულოდნელობისგან შევხტი, წამოვიკივლე , სკამი გასრიალდა და იატაკზე გავადინე ზღართანი. წელს ქვევით ყველა ძვალი მეტკინა და სახეც მომექცა. მალე ალბათ ბავშვივით ავტირდებოდი, კაბინეტიდან გაბრიელი რომ არ გამოვარდნილიყო გიჟივით. ერთი ამათვალიერა და რომ ნახა არაფერი მჭირდა, ირონიულად ჩაიღიმა. -სულ ასეთი მოუხერხებელი ხარ?-ხმაშიც გარეოდა მწარე ირონია. ხელი მომავლო და 2 წამში ფეხზე დამაყენა. -შენ, სულ ასეთი უხეში...- წამოვიძახე დაუფიქრებლად და როცა უკვე მივხვდი დანაშაულს და ენას კბილები დავაჭირე, უკვე გვიან იყო. გაბრიელი წარბშეკრული მიყურებდა და არც მის თვალებში გაელვებული ბრაზი მიქადდა კარგ რამეს. -ჩემს კაბინეტში, ჩქარა!-მიბრძანა გამწვანებულს და გზა გამინთავისუფლა, რომ მის წინ მევლი. -ბატონო გაბრიელ, მე...-თვალებში ცრემლები ჩამიდგა. ისე მიყურებდა... თვალებით მკლავდა... ალბათ, უკვე ათასჯერ გამითხარა საფლავი გონებაში. -რა გითხარი?-ხმა უფრო გაიმკაცრა, თითქოს აკლდა სიმკაცრე. თავი ჩავღუნე და ძლივს გადავდგი ნაბიჯები. კუდუსუნი საშინლად მტკიოდა და სიარულში ხელს მიშლიდა. კაბინეტში შევიძურწე და მის მაგიდასთან დავდექი. თვითონ მაგიდას შემოუარა და თავის სავარძელში ჩაჯდა. თავის აწევის მეშინოდა, მობუზული ვიდექი და სასჯელს ველოდი. -ახლოს მოდი! -ისევ ბრძანება მომესმა. თუმცა მის ხმაში ბრაზი გამქრალიყო. უხმოდ მივუახლოვდი მაგიდას. მისთვის ისევ არ შემიხედავს. -ჩემთან ახლოს ნატალი და არა მაგიდასთან ახლოს!- ახლა უკვე თავმობეზრებულის ხმა ჰქონდა და არა გაბრაზებულის. გაკვირვებულმა შევხედე და ისედაც აჩქარებული გული, უარესად ამიძგერდა. ახლოს მივედი, სულ რაღაც ორი ნაბიჯიღა გვაშირებდა ერთმანეთს. -ისე იქცევი, რომ ნერვები მეშლება.-ამ სიტყვებზე უცბათ წამოდგა სკამიდან და წინ დამიდგა. უკან ვაპირებდი დახევას, მაგრამ სწრაფად ჩამავლო მკლავებში ხელი და გულზე მიმიხუტა. მოულედნელობისგან თუ დაძაბულობისგან ავკანკალდი. სხეულს ვეღარ ვიმორჩილებდი. არ მინდოდა მისი შემშინებოდა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მისი მეშინოდა კიდეც, თუმცა ეს რა გასაკვირი იყო? დღე და ღამ გვეჩხუბებოდა და ტერორში ვყავდით მთელი თანამშრომლები. ნელა მომიშორა სხეულიდან. ნიკაპზე ხელი მომავლო, მაღლა ამაწევინა და ისევ მაკოცა. ახლაც ისეთივე რეაქცია მქონდა, როგორც პირველი კოცნის დროს. გავბრაზდი, საშინლად გავბრაზდი. ხელი ვკარი და მის ხელებს სწრაფად დავუსხლტი. -ხელი აღარ დამაკარო იცოდე!- ახლა მე გავეცი ბრძანება. საერთოდ დავივიწყე ის ფაქტი, რომ ჩემი უფროსი იყო და სიტყვები უნდა შემერჩია მასთან ლაპარაკის დროს. არ მივცემდი იმის უფლებას, რომ ჩემით ეთამაშა. მართალია, მომწონდა, მაგრამ არ მივცემდი უფლებას მაშინ ეკოცნა ჩემთვის, როცა თავად მოუნდებოდა და მერე ისე მომქცეოდა, როგორც არარაობას, როგორც ჩვეულებრივ ხელქვეითს. -ნატა!-ჩემი სითამამით გაკვივებულმა გაბრიელმა წარბები მაღლა აზიდა. -ამის ატანას არ ვაპირებ. მე აქ თქვენი ვნებების დასაკმაყოფილებლად არ ვარ და თქვენი მდივნის მოვალეობებში ესეც თუ შედის, მე ხვალვე წასვლის განცხადებას შემოგიტანთ.-გავკაპასდი. უკან დახევას არ ვაპირებდი.- ახლა უკვე ნატაც ვარ ხომ? აქამდე ნატალი ვიყავი... გაბრიელი უხმოდ მიმზერდა. შემდეგ შუბლზე გადაისვა ხელი და ისევ მომაშტერდა. -მიდი მოემზადე. მივდივართ!-ჩვეული ხმით მიბრძანა. -სად?-გამიკვირდა. -ენა ნუ დაიგრძელე შენ! მიდი მალე და გამოვალ ახლავე...-შემომიტია და მეც წამის შემდეგ ჩანტა ჩაჭიდებული ველოდი. გული გამალებით მიცემდა, ხელები მიკანკალებდა. ნეტავ სად მივდიოდით? გაბრიელმაც არ დააყოვნა და სწრაფად გამოვიდა კაბინეტიდან. წინ მე გამატარა და თვითონ უკან გამომყვა. მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი და ნერვიულობით ფეხებიღა მებლანდებოდა. -სახლში გაგიყვან!-მითხრა შენობიდან გასვლის შემდეგ. უხმოდ დავუქნიე თავი და მისი მანქანისკენ გავემართე. მთელი გზა არც ერთს არ ამოგვიღია ხმა. და მეც მივიღე გადაწყვეტილება, რომ ხვალ სამსახურიდან წავიდოდი. -გმადლობთ.-ჩუმად ვთქვი და გადასვლა დავაპირე. -ნატა.- ხელზე ხელი ჩამავლო და გამაჩერა.-ხვალ წასვლაზე სიტყვაც არ დაგცდეს, თუ არ გინდა ჩემი გაგიჟება ნახო.-სრული სერიოზულობით მითხრა. -თქვენს გაგიჟებულ სახეს ყოველ დღე ვხედავ.-დამაშინა ვაჟბატონდა თავისი ჭკუით... -არ გინახავს, დამიჯერე.-გაეცინა.-ყველა ჩემს ქცევას თავისი მიზეზი აქვს იცოდე... და ხო კიდევ, სამუშაო საათებში ნატალი ხარ. -ნახვამდის, გაბრიელ!- აი, ესეც შენი არა სამუშაო საათები. ნიშნისმოგებით ავუწიე წარბი. „გაიქეცი ნატა, მალე თავს წაგაგდებინებს“-მიყვიროდა გონება, თუმცა თვალ მოუშორებლად შევცქეროდი. -არ დააგვიანო ხვალ. და იცოდე ცხრა საათიდან შვიდ საათამდე, ბატონი გაბრიელი ვარ.- გამიცინა. შემდეგ ჩემსკენ გადმოიხარა და ისევ ტუჩებზე დამეწაფა. არ გავნძრეულვარ. თვალები დავხუჭე და ჩემს თავს უფლება მივეცი ამ კოცნისგან სიამოვნება მიმეღო.თუმცა, არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცი. -ნახვამდის ნატა.- მიჩურჩულა ტუჩებთან და შუბლზე ძალიან ნაზად მაკოცა. მიბნედილი თვალები ძლივს გავახილე და გაბრუებული გადმოვედი მანქანიდან. _______მია_______ დილით ნატა რომ გავისტუმრე, მეც ავეწყე და გავვარდი გასაუბრებაზე. გამომცემლობაში მისული, ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი და ბოლთის ცემით დავახვიე ყველას თავბრუ. კაბინეტისკენ მიბიძგა არსაიდან მოსულმა გოგონამ და მეც მორჩილად გავყევი. აი კაბინეტში შესულმა კი სავარძელში მოკალათებული ქალი დავინახე, ქალბატონი თამარი, გამომცემლობის ხელმძღვანელი. აბუზული მივუახლოვდი და მის შემოთავაზებულ სკამზე ჩამოვჯექი. ჩემს წინ ქერა, მოკლე თმიანი ქალი იჯდა და წარბ აწეული მათვალიერებდა. თმა აბიომში დაეყენებინა და ყოველ ფენაზე მოხდენილად შეეხვია ბოლოები შიგნით. ისეთი „გაფიჩინებული“ შეხედულება ჰქონდა, აშკარა იყო, რომ თმაზე მთელი ბოთლი ლაქი ჰქონდა დაცლილი. სახეზეც სქლად ედო მაკიაჟი და წვრილი ტუჩები მუქი შინდისფერი ტუჩსაცხით დაეფარა. -სახელი...- ამათვალიერა. -მია... მია მაისურაძე.-სწრაფად ვუპასუხე. -მოკლედ, მია, პირდაპირ გეტყვი ყველაფერს, ბევრი დრო არ მაქვს და ამიტომ ყურადღებით მომისმინე, მეორედ აღარ გავიმეორებ. ორშაბათს, გექბენა პირველი საცდელი დღე. მგონი უკვე იცი, რომ ამ გამომცემლობაშ მოხვედრის შანსი ყველას არ აქვს და ამიტომ ეცადე ყველაფერი ისე გააკეთო როგორც საჭიროა. დილით აქ გამოივლი და ჩასაწერ მოწყობილობას წაიღებ. შემდეგ მიხვალ ახლად გამოჩეკილი ბიზნესმენ, ალექსანდრე ტაბატაძის კომპანიაში და მისგან აიღებ ინტერვიუს. თემა შენ თვითონ შეარჩიე, მაგრამ კარგი იქნება თუ მისი წამატების საიდუმლოს ჩასწვდები. თუ პირადსაც გამოქექავ რამეს, მთლად უკეთესი. მოკლედ მისგან ვრცელ ინტერვიუს აიღებ. თუ შესძლებ ამას, ხომ დარჩები ჩვენთან და იმუშავებ თუ არა და ჩვენ ალექსანდრეს ბოდიშს მოვუხდით და სხვა, უკვე აქ მომუშავე და გამოცდილ თანამშრომელს გავგზავნით. შეხვედრა დრო უკვე დათქმულია: ორშაბათს, დილის ათ საათზე უკვე მის კაბინეტში უნდა იყო. და კიდევ, არ ვაპირებ რომ ამ პიროვნებაზე მე მოგაწოდოთ ცნობები, თავად გაარკვიე. და ბოლოს კარგი იქნება ფოტოზეც თუ დაითანხმებ. ეს ინტერვიუ ექსკლუზიურია, ფოტოებიც თუ იქნება დართული და ფიზიკურადაც თუ ნახავს ხალხი უკეთესი იქნება. კითხვები გაკვს?-2 წუთში ჩამომირაკრაკა ყველაფერი და დაღლილი სახით მომაშტერდა. -აა..არა...- ყბაჩამოვარდნილმა ვუპასუხე და მის „თავიდან მომწყდი“-ს მზერას თვალი გავუსწორე. -ძალიან კარგი. მაშინ სამშაბათს დილით გელოდები უკვე დამუშავებული ინტერვიუთი ხელში. იმედი არ გამიცრუო მია.- ამაყად გადმომხედა. -ვეცდები ქალბატონო თამარ.- თავი დავუკარი. -ნახვამდის. ისე გამოვიხურე კაბინეტის კარი, რომ მისი აღარც ხმა გამიგია და არც მზერა აღარ მღირსებია. მთელი კვირა დღე შფოთში და ცნობების შეგროვებაში გავატარე. ბევრი ვერაფერი გავარკვიე, რადგან, როგორც თამარმა მითხრა, პირველ ინტერვიუს მე ვიღებდი მისგან და სწორედ მე უნდა გამერკვია ყველაფერი. მხოლოდ გავიგე ის, რომ ალექსანდრე ტაბატაძე, დედის ერთა, 29 წლის ბიზნესმენი იყო, რომელმაც წარმატება ჯერ ლონდონში მიაღწია და შემდეგ მშობლიურ ქვეყანას დაუბრუნდა. უსწავლია ოქსფონდში, ბიზნესის ფაკულტეტზე. ახლა საქართველოში სამშენებლო მასალა შემოჰქონდა და სამშენებლო კომპანიებს ამარაგებდა. ამ ნახევარ წელიწადში, რაც საკუთარი კომპანია დააარსა და წამატებას მიაღწია, ბათუმშიც გაუხსნია ფილიალი. სულ ეს იყო, რაც მის შესახებ გავარკვიე. ცოტა გუგლში მოვიძიე, დანარჩენი კი ჩემმა მეგობარმა, თემომ გამირკვია. სანამ ეს ბიჭი გვერდით მყავს მე, სასურველი იმფორმაციები რომ არ მომაკლდება, ამაში ეჭვი არასდროს შემიტანია. ორშაბათი დილა სრული საგიჟეთი იყო. დილის რვა საათზე უკვე ჩაცმულ დახურული ვიყავი და სახლიდან გავედი. ჩემი მანქანით წავედი ჯერ გამომცემლობაში და შემდეგ ჩამს რესპოდენტთან. მანქანაში ყოფნის დროს, ყოველ ხუთ წამში ერთხელ ვამოწმებდი, ის ბლოკნოტი ხომ არ დამრჩა-მეთქი, სადაც წინა ღამით, წინასწარ მომზადებული კითხვები ჩამოვწერე. ზუსტად 10 წუთით ადრე ვიყავი ბატონი ალექსანდრეს კაბინეტის წინ და ნერვიულობით მუხლის თავებიც კი მიკანკალებდა. სავარძელში ვცქმუტავდი, ვწრიალებდი. შემდეგ წყალი მოვითხოვე, გამშრალი ყელის ჩასაწმინდად. -ბატონი ალექსანდრე კაბინეტში გელოდებათ, წამობრძანდით. -დაყენებული სახით მითხრა გოგონამ და მეც სწრაფად ავედევნე მიმავალს უკან. თან კიდევ ერთხელ გადავამოწმე ჩამწერი და ბლოკნოტი ხომ მაქვს-მეთქი...-აქ დამელოდეთ. -ხელის აწევით გამაჩერა და კაბინეტზე ძალიან ფრთხილად დააკაკუნა.- ბატონო ალექსანდრე, ჟურნალისტი მოვიდა, შემოვუშვა?-ნახევარი ტანით შევიდა გოგონა კაბინეტში და შემდეგ მე დამითმო გზა, თუმცა, მე ალექსანდრეს ნებართვა შესვლაზე, არ გამიგია. შევედი და სანამ ჩემი რესპოდენტისკენ თვალს გავაპარებდი, კარის ხმა მომესმა და მდივანმა გოგონამ მარტო დამტოვა კართან ატუზული. -მია? -მომესმა ნაცნობი ხმა და ვიგრძენი, როგორ გადამკრა სახეზე ათასმა ფერმა ერთად. ____________ თვალებ გაფართოვებული, განრისხებული ვუყურებდი ჩემს წინ, სავარძელში მოთავსებულ მამაკაცს, რომელსაც სახეზე დიდ გაოცებას ვამჩნევდი. ტუჩები ერთმანეთს დაეშორებინა და თვალები მასაც გაფართოვებოდა. თუმცა, მისმა ასეთმა მდგომარეობამ მხოლოდ რამდენიმე წამს გასტანა. თვალის დახამხამებაში სახეზე ისევ სიმშვიდე გადაეკრა. -შენ... ხო, შენ... მაშ.. საშა არა?- ორი ოქტავით ხმამაღლა წამოვიძახე. გაცეცხლებული ვმუშტავდი ხელებს. თუმცა რამ გამაბრაზა ასე, თავადაც ვერ გეტყოდით. თუმცა, რაღა რამ? ის არც საშაა და არც ლაპლანდიელი „კლაუსი“. ის თვით ალექსანდრე ტაბატაძეა, ამხელა კომპანიის მფლობელი... სავარძლელზე წამოიწია, წინ გადმოიხარა და ხელები მაგიდაზე შემოაწყო. თავდახრილმა ქვემოდან ამომხედა. ამ ჟესტმა ისე მომთენთა და გამათბო, სავარაუდოდ მალე სანთელივით ლღვობას დავიწყებდი. უნებურად ყელი ჩავიწმინდე და საკუთარ თავს შემოვუძახე, გამაგრდი-მეთქი. თავი წამოვწიე და ამაყი მზერა ვესროლე. ისე თავხედურად შევყურებდი თვალებში, თითქოს რამდენიმე დღის წინ თავად არ ვევედრებოდი ერთ კოცნას. შიგნიდან ვიწვოდი, არაფერი მინდოდა იმის გარდა, რომ ახლა მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩავეტანე. -ესე იგი, შენ ხარ ის ჟურნალისტი, ვინც ჩემგან ინტერვიუ უნდა აიღოს, არა?- მკითხა ღიმილ შეპარულმა. ჩემი ჩამოუყალიბებელი კითხვა კი უპასუხოდ დატოვა. მონუსხული შევყურებდი თვალებში. ასე როგორ მნუსხავდა? ასე, შორიდან როგორ მიმორჩილებდა? მოსვენება დავკარგე, ერთ ადგილად ვცქმუტავდი. საშინლად მწვავდა იმის სურვილი, რომ შევბრუნებულიყავი და საკუთარი თავი მეხსნა მისგან... თუმცა, უმწეო ბავშვივით ერთ ადგილზე გაშეშებული ვიდექი და მხოლოდ სუსტი თავის დაკვრით შემოვიფარგლე. უცნაურია, სად გაქრა წამის წინ აბობოქრებული მრისხანება? -იმედია, მთელი ინტერვიუს დროს ასე არ იდგები... ჩამოჯექი! -მითხრა საქმიანი ტონით და მისი მაგიდის წინ არსებულ სავარძელზე მიმითითა. ნელი, არეული ნაბიჯებით წავედი სავარძლისკენ და მოწყვეტით ჩავეშვი. თვითონ კი ტელეფონის ყურმილს დაავლო ხელი და მხოლოდ ერთ ღილაკს დააჭირა თითი. -თათული, არავინ შემოვიდეს. თუ დამჭირდი, თვითონ დაგიძახებ... ვიცი და გადადე!-თქვა მკაცრად და სწრაფად დაკიდა ყურმილი. ისევ გაოგნებული ვუყურებდი, სულ დამებნა მოკრებილი აზრები, გათენებული ორი ღამე და ნაწვალები და მოპოვებული ინფორმაციები გონებიდან ამომიფრინდა. ახლა, მხოლოდ მას ვხედავდი ჩემს წინ მჯდარს, სოლიდურად გამოწყობილსა და მომაკვდინებლად სექსუალური მზერის მქონეს... თავხედ ხელებს... -რა შემოგთავაზო? ყავა, ჩაი...- დაარღვია სიჩუმე. გრძელი თითები მაგიდაზე მიმდევრობით ააკაკუნა... -წყალი...-შევაწყვეტინე მის თითებს მიშტერებულმა. უზარმაზარი ჭიქით მომიტანეთ წყალი ვინმემ... იქნებ ყელში მობჯენილი გული როგორმე გადავატანინო... ისევ დაუკავშირდა თათულის და წყალი მოითხოვა ჩემთვის. ორ წუთში მომიტანეს და უხმოდ რომ ჩავცალე ჭიქა, ცოტა გონებაც გამეწმინდა. „ მიდი, მია, გონება მოიკრიფე. არ დაგჯაბნოს ამ იდიოტმა“-თავს შემოვუძახე და ჩახველებით ყელი კიდევ ერთხელ ჩავიწმინდე. -მოკლედ, ბატონო ალექსანდრე, ვფიქრობ, აღარ გჭირდებათ იმის შეხსენება, რომელ ჯურნალს აძლევთ ინტერვიუს. როგორც აღმოვაჩინეთ, ერთმანეთის გაცნობაც არაა საჭირო, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ.- მტკიცედ ვთქვი. როგორც ჩანს ენა ჯერ არ გადამიყლაპავს და შემეძლო წინადადების გამართვაც. -დიახ, ვიცი რომელ ჟურნალს ვაძლევ ინტერვიუს და დიახ, მშვენივრად ვიცი ვინც ხარ...-ბოლო სიტყვებზე გაეცინა. -თუ შეიძლება საქმეს ცოტა სერიოზულად მოეკიდეთ, ბატონო ალექსანდრე! ამ ინტერვიუზე ჩემი მომავალი სამსახურია დამოკიდებული...- მაშინვე ენაზე ვიკბინე როგორც კი სათქმელი დავასრულე... ჯანდაბა! მია, მოკეტე! -ანუ? ჯერ არ ხარ სამსახურში აყვანილი და ამ ინერვიუს ვარგისიანობით აგიყვანენ?-წარბები შეყარა. ღმერთო, როგორი მიმზიდველია...-ვხედავ ჩემს ექსკლუზიურ იტერვიუს რა ფასი ჰქონია თქვენთან...-მართალია, წარბები შეყრილი ჰქონდა და მკაცრ იმიჯს ირგებდა, მაგრამ აშკარად იკითხებოდა მის ხმაში ის, რომ ეს დიდად არ ადარდებდა. -არა, უბრალოდ...-დავიწყე უაზრობ ბლუყუნი.-იცი... -კარგი, მიდი დაიწყე...-ხელი ამიქნია, თუმცა მისი ოდნავ შესამჩნევი ღიმილი მაინც არ გამომპარვია. როგორც იქნა მოვწყვიტე მზერა და ჩემს ბლოკნოტში ჩამოწერილ კითხვებს ჩავხედე. გონებაში მაშინვე გადავხაზე კითხვები მის პირად ცხოვრებაზე. ინტერვიუმ საინტერესოდ ჩაიარა. ნელ-ნელა მოვეშვი და მთლიანად თუ ვერა, ნახევრად მაინც ჩავერთე ჩემს საქმეში. ალექსანდრე აშკარად ჩემზე თავისუფლად გრძნობდა თავს, რა თქმა უნდა მას ხომ არავინ ატყვევებს მთელი ერთი საათის განმავლობაში ზედმეტად ზესექსუალური მზერით და თავგზას არავინ ურევს? როგორც იქნა ინტერვიუს ჩაწერა დავამთავრე და დასასრულს გაკვრით მისი ფოტოებიც ვახსენე, კარგი იქნებოდა ამ ინტერვიუს თუ დავურთავთ-მეთქი და არც ამაზე მიმიღია უარყოფითი პასუხი.ამაც ძალიან გამახარა. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, და თუ ამ ინტერვიუს მოიწონებდა ქალბატონი თამარი, საქართველოს ყველაზე რეიტინგული და გაყიდვადი ჯურნალ „ელიტის“ გამომცემლობაში დავიწყებდი მუშაობას. -ძალიან დიდი მადლობა, ბატონო ალექსანდრე, ასეთი გულღია და ამომწურავი პასუხებისთვის.- თავაზიანობა არ დამვიწყებია არც მას შემდეგ, რაც ჩამწერი გამოვრთე. -როდის გამოქვეყნდება ინტერვიუ?- სხვათაშორის იკითხა, გრაციოზულად წამოდგა სავარძლიდან და მაგიდას ნელა შემოუარა. ჩემს წინ გაჩერდა და მაგიდას მიეყრდნო. უხმოდ შევყურებდი ქვემოდან და მის ყველა მიმოხრას და ნაკვთს ვაკვირდებოდი. მე ხომ ამის საშვალება არასდროს მქონია? ჩვენი ვნებით გაჟღენთილი და არეულ-დარეული, ჩემთვის გაურკვეველი ურთიერთობა ხომ სულ სამი, უცნაური შეხვედრით შეოიფარგლებოდა? დუმილი საშინლად გამიგრძელდა და აზრზე მოსასვლელად თავი შეუმჩნევლად გავაქნიე. -ზუსტად ვერ გეტყვით.- აღელვებულმა ბლოკნოტი და ჩამწერი ჩანთაში დაუდევრად ჩავტენე და სავარძლიდან წამოვხტი. უნდა წავსულიყავი აქედან, თორემ ვეღარ ვძლებდი უკვე, სული მეხუთებოდა და სუნთქვა მიჭირდა...- მე დაგტოვებთ და რაც შეეხება ფოტოებს, ამაზე წინასწარ შეგითანხმდებით. ნახვამდის!- მივაყარე და შემოვბრუნდი. ჩემს ორგანიზმში არსებული უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და თავშეკავებული ნაბიჯებით გავემართე კარისკენ, რომ ჩემთვის შიში და გაქცევის სურვილი ალექსანდრესაც არ შეემჩნია. მივდიოდი კარისკენ და ვგრძნობდი მის ყოველ ნაბიჯს, რომელიც ჩემთან აახლოვებდა. ხელი კარის სახელურს სწრაფად ჩავავლე და ის იყო უნდა გამეღო, რომ მისი ხელი ჩემს ხელზე მოხვდა და კარის გაღების საშვალება არ მომცა. ერთი ხელი მუცელზე შემომიცურა და ცხვირი კეფას ააყოლა. ადგილზე გავიყინე. მაშინვე მომეხსნა დაძაბულობა, თვალები სიამოვნებისგან მიმელულა და სუნთქვა გამიხშირდა. მკერდი აჩქარებით ამიდ-ჩამიდიოდა. მთელს სხეულში სასიამოვნო ტალღებს ვგრძნობდი და ბუსუსებს ნებას ვაძლევდი მთელი სხეული დაეფარათ. -მომენატრე, შენი სურნელი მომენატრა და კიდევ, შენი სურვილი მკლავს...- კიდევ გამიმეორა უკვე ნათქვამი სიტყვები. თავისუფალი ხელი ავწიე და ჩემს არტერიაზე მოალერსეს, ზურგით მდგარმა, შეძლებისდაგვარად მოვხვიე კისერზე ხელი. მაგიჟებდა მისი სიახლოვე, მაგიჟებდა მისი სურნელი, მისი ხმა, სიტყვები, ალერსი... -უნდა წავიდე! -მინდოდა მტკიცედ მეთქვა, მაგრამ ჩემს ხმაში ვერაფერი ვიგრძენი, რაგდა მოზღვავებული ვნებისა, ამან უფრო შემაშინა.- უნდა წავიდე, მართლა! ალექსანდრე!- ხელი თმიდან მოვაშორე და ჩემს მუცელზე მოთარეშე მის ხელს დავადე. -ხვალ, საღამოს, 6 საათზე გამოგივლი. მოემზადე, საღამოზე მომყვები.-ჩამჩურჩულა ყურში, არტერიაზე მაკოცა და თვალის დახამხამებაში დამატოვებინა მისი კაბინეტი. თვალები ფართოდ გავახილე და აქეთ-იქით გავაცეცე. სიტუაციის დაძვერვის შემდეგ, რომ დავრწმუნდი არავინ მაქცევდა ყურადღებას, დერეფანი გავიარე და პირველივე თავისუფალ დივანზე ჩამოვჯექი. ხელები გახურებულ სახეზე ჩამოვისვი და საკუთარი თავის დაწყნარებას შევუდექი. რამდენიმე წუთი დამჭირდა გონს მოსასვლელად. მკლავზე გადაკიდული ქურთუკი მხრებზე მოვიხურე და ჩანთა ჩაბღუჯული ჩავედი მანქანასთან. ჩავჯექი და აკანკალებული ხელებით ჩავრთე გათბობა. მოიცა, რა მითხრა? საღამოზე უნდა წამომყვეო?და მე აზრს არც მეკითხება ხომ? არსად წასვლას არ ვაპირებ, საღამო კი არა ხვალ მე სამუშაო დღეს ვგეგმავ და დღეს ეს ინტერვიუც დასამუშავებელი მაქვს... ამ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ ქურთუკის ჯიბიდან „Awolnation“-ის „ sail“ გაისმა და მეც დენდარტყმულივით შევხტი. არა! ზარი აუცილებლად უნდა შევცვალო, თორემ ერთხელაც შემიწირავს. ჯიბიდან ამოვაძვრინე ტელეფონი და ეკრანზე ლანას სურათი რომ დავლანდე, ღიმილი გადამეკრა სახეზე. -ხო, ცუნცულ! როგორ ხარ?-მოვიშველიე ძველი მიმართვა. -აუ, მია, გცალია? სად ხარ?- ხმა გაპარულმა მკითხა ლანამ. -რა ხმა გაქვს გოგო, ტირი? კარგად ხარ? დამიანე კარგადაა? ლუკა?- მივაყარე კითხვები გულამოვარდნილმა. გული გადამიქანდა. ლანა ძალიან იშვიათად ტიროდა. ამიტომ მისი ტირილი კარგს არაფერს მოასწავლებდა. -ყველა კარგად ვართ. დამიც კარგადაა და ლუკაც. უბრალოდ... აუ, ჩემთან გამო რა. გთხოვ. ნატაც წამოიყვანე და მოდი რა. -რა გჭირს. გოგო, ნუ გადამრიე, მითხარი წესიერად, გამისკდა გული.-ჩავყვირე ტელეფონში. -ნუ ყვირიხარ გეხვეწები, ისედაც ცუდად ვარ, თავი მისკდება. მოდი რა მალე და აქ ნუღარ მალაპარაკებ.- შემომიტია. -ნატასაც დაურეკე და გელოდებით. -კარგი, მალე ვიქნები.-ტელეფონი გავთიშე თუ არა, მაშინვე ნატას დავურეკე და ლანასთან მოსვლა ვთხოვე. მითხრა, „მოვალ, დღეს მთელი დღეა გაბრიელი არაა და წამოვალ ჩემი საქმეები უკვე მოვრჩი“-ო. ათ წუთში უკვე ლანას სახლის სადარბაზოს კიბეებზე ავირბინე და კარზე დავაკაკუნე. -მოხვედი? -ამოიტირა ლანამ და გადამეხვია. -რა მოგივიდა ლან, რამე გტკივა? მარტო ხარ? ლუკა და დამი სად არიან?-მისი ტირილისგან დასიებული თვალები რომ შევნიშნე, მთლად წამერთვა ხმა. -ლუკამ წაიყვაა დამი სასეირნოდ. მარტო ვარ.- სამზარეულოში შევედით და სკამებზე ჩამოვჯექით. ამ სამზარეულოსა და მაგიდის დანახვა, ახლა სულ სხვა ემოციებსა და მოგონებებს აღძრავდა ჩემში, მაგრამ სასწრაფოდ უკუვაგდე გარყვნილი ფიქრები და ლანაზე მოვახდინე კონცენტრირება. -ამოიღებ თუ არა ხმას?-შევუტიე გულ აჩქარებულმა. -მე და ლუკამ ვიჩხუბეთ.-თქვა ხმა ჩამწყდარმა. -რა?-ლამის თვალები გადმომცვივდა გაოცებისგან. 4 წლის ცოლ-ქმრობის მანძილზე, მე მათი ჩხუბის ამბავი ჯერ არ მსმენია. ამაზე სულ დავცინოდი მათ, ასეთი შეხმატკბილებული ოჯახი ჯერ არ მინახავს და ოდესმე რომ იჩხუბებთ ჩაიწერეთ და მე მას საქართველოს ისტორიაში შევიტან, რომ მომავალ თაობას დარჩეს-მეთქი. -უფრო სწორად, მე ვეჩხუბე და ლუკა გაბრაზებულია ჩემზე. -სახე ხელებში ჩარგო. -ვაიმე ლანა, მორჩი ამ თვითგვემას და მოყევი ნორმალურად.-გავღიზიანდი. -რა მოვყვე, მია? მეც არ ვიცი რა მჭირს. ყველაფერი მაღიზიანებს. ბოლო ერთი კვირაა დავაწყვიტე ნერვები ლუკას. ვიცი, რომ არასწორად ვიქცევი, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ. ხან რაზე ვეჩხუბები, ხან რაზე. დღეს რომ მოვიდა სამსახურიდან და მომიახლოვდა, რაღაც მძაფრი სუნამოს სურნელი ვიგრძენი, ლამის გული ამერია, ვკითხე ეს რა სუნია, ვისი სუნამოს სურნელი გაქვს-მეთქი, ჩემიაო მითხრა, მაგრამ არ დავუჯერე და ვიჩხუბეთ. ხოდა დამის გავასეირნებო მომაძახა, ჩააცვა და წაიყვანა, მე, მართლა მეგონა, რომ ის სუნამო მისი არ იყო, მია, გეფიცები. სუნი მართლა არ მეცნო. მერე კი ოთახში ვნახე და ასეთი სუნამო მართლაც აქვს, მე კი ვერ ვიცანი და... თან, ეს სუნამო მე ვუყიდე, წინა თვეს...-სიტყვა გაუწყდა და ისევ ატირდა. ფეხები სკამზე შეოაწყო და შუბლით დაეყრდნო. მე ჯიბიდან მობილური ამოვაძვრინე და ნატას შეტყობინება გავუგზავნე: - „ნატ, აფტიაქში შეიარე და რამდენიმე ორსულობის ტესტიც იყიდე რა?“ ერთ წუთში პასუხი მომდის. - „ვისთვის?“ -და თვალებ გაფართოვებული სმაილიც მიუწერია. -„ლუკაა ორსულად“-არც მე დავაყოვნე პასუხი. -„ირონიაში ბევრს გიხდიან? იტყვი რა ხდება?“- ამჯერად გაბრაზებული სმაილი მიაწერა ნატამ. -„მალე მოდი და გაიგებ“-მივწერე და ნატას ლოდინში ყავის გაკეთება დავიწყე. ჩაიდანი ჩავრთე და ორ ჭიქაში გავანაწილე ყავა, მესამე ჭიქაში კი ჩაის ფერი მოვათავსე. ლანა ყურადღებას არ მაქცევდა და მაგიდის პრიალა ზედაპირს დაშტერებოდა. ჩაიდანი გავთიშე და ახლა ადუღებული წყალი გადავანაწილე ჭიქებში. -იჯექი, მე გავაღებ, ალბათ ნატა მოვიდა.- სკამიდან წამოწეულ ლანას ვუთხარი, როცა კაკუნის ხმა გაისმა და კარისკენ გავქანდი. -მოიტანე ტესტი?-კარის გაღებისთანავე შეთქმულივით გადავუჩურჩულე. -კი.- მანაც გადმომიჩურჩულა, სამი ტესტი ხელში ჩამიდო და შესასვლელი მოათვალიერა.-ის სტიქიური მოვლენა სადაა?-მოიკითხა დამიანე. -ლუკა ასეირნებს.-ვუთხარი და სამზარეულოში შესვლამდე ტუჩებთან თითი მივიტანე „ხმა არ ამოიღო-მეთქი“ ვანიშნე და ტესტები მის ჩანთაში ჩავყარე. -შენ ეს დალიე, მიდი.-ჩაის ჭიქა დავუდგი წინ ლანას.-დაგამშვიდებს.- თვალები დავუბრიალე, როცა გაპროტესტება დააპირა. მე და ნატა ყავას მივირთმევდით და თან მოკლედ ავუხსენი ნატას, რაც ხდებოდა ლანას თავს. მუსაიფს რომ მოვრჩით, ნატას ჩანთიდან ამოვკრიფე ორსულობის ტესტები და ლანას მივაჩეჩე ხელში. -მიდი ახლა, ტესტი ჩაიტარე და კარგი ამბით გამობრუნდი უკან.- თავით კარისკენ მივუთითე. -რა?-თვალები გაუფართოვდა ლანას.- გოგოებო, არ ვარ ორს... -შეამოწმე უკვე?- სიტყვა გააწყვეტინა ნატამ. მაინც რა ლამაზია ეს გოგო, როცა გაბრაზებული წარბებს ზევით ქაჩავს... -არა... -მაშინ შედი რა და აქ გელოდებით ჩვენ...-ხელი მოკიდა და ტუალეტისკენ წაიყვანა, თვითონვე შეუძახა შიგნით და კარი გამოიხურა.- გაინძერი ლანა, გელოდებით. - გარედან კიდევ ერთხელ დაუძახა ნატამ, რადგან ორივემ ვიცოდით, რომ ის ისევ გაშეშებული იდგებოდა.- ახლა იმას მუცელში თუ ჩემი ნათლული ჰყავს, სიხარულისგან გავაფრენ.- მითხრა ჩემსკენ მომავალმა ნატამ და ცერა თითით უკან დარჩენილი კარისკენ მიმითითა. ათი წუთი ველოდეთ და სანამ ბრახუნით კარი არ ჩამოვიღეთ მე და ნატამ, მანამდე ვერ გამოვიყვანეთ მტირალი ლანა გარეთ. -ორსულად ვარ! -სიხარულ-სიცილ ნარევი ტირილით გვითხრა ლანამ. მერე იყო, წივილ-კივილი, ხტუნვა, სირბილი, სიცილი და ერთი ტაშფანდურა. როგორც იქნა ჩავიწყნარეთ. პირველი ქმედება: მაშინვე შეტყობინება ვაფრინეთ ლუკასთან, თვალის დახამხამებაში სახლში გაჩნდი-მეთქი. მართლაც 20 წუთში მოვიდა ლუკა, მაგრამ ვინ რა აცადა? დამიანეს ხელი დავავლეთ და გარეთ გამოვცვივდით მე და ნატა. ახლა მარტო ყოფნა არ აწყენდათ ბეღურებს. 7 ______ნატა______ დამიანე გასართობ ცენტრში წავიყვანეთ მე და მიამ. -ნატა უნდა წავიდე. ინტერვიუ უნდა დავამუშაო. დაიტოვე რა დამი შენ...-ყელი პატარა ბავშვივით გამოიწელა მიამ -წადი, გოგო, რას მეხვეწები, დავიტოვებ. აუ, ისეთ დღეში ჩამაგდო ლანას ამბავმა, ვერც კი გკითხე ინტერვიუზე. როგორ ჩაიარა?-შემრცხვა ჩემი უყურადღებობის გამო. -შოკის მომგვრელად.-გულწრფელად მიპასუხა და ჩანთა გადაიკიდა მხარზე.- მერე მოგიყვები რა. წავალ იმ ურჩხულს დავემშვიდობები და გავიქცევი სახლში. -მეც ისე გადამეხვია, თითქოს ერთი წელი ვეღარ ვნახავდით ერთმანეთს და დამიანესკენ გავარდა. მარტო დარჩენილი, მეც დამიანესთან წავედი და ფერადი ბუშტებით დავიწყე მასთან ერთად ბავშვივით თამაში. მთელ შენობაში დამიანეს ყიჟინის ხმა ისმოდა, ძლივს ვაოკებდი, რომ ყველაფერს არ მოსდებოდა. ამ ბავშვის ყვლაზე მეტად ის მიყვარდა, რომ იცოდა ზღვარი სითავხედესა და ცელქობას შორის. ბავშვია და რა ქნას, არც იცელქოს აბა? დამიანე პატარა მანქანაში ჩავსვი და ყოველ მიხვევა-მოხვევაზე ტაშით ვაჯილდოვებდი,როცა ტელეფონის ხმა მომესმა და სასწრაფოდ ვუპასუხე გულაფანცქალებულმა. -გისმენთ, ბატონო გაბრიელ! -სამსახურში რატომ არ ხარ, ნატალი?-მაშინვე მაჯის საათს დავხედე. სამუშაო საათების დასრულებას, ნახევარი საათი აკლდა. -იცით..- მისმა მკაცრმა ტონმა ენა ჩამაგდებინა. -არ მითხრა, რომ ისევ სამსახურიდან წასვლაზე ფიქრობ, ნატალი!- ხმას უფრო აუწია. -ხომ გაგაფრთხილე მე შენ? .-არა, უბრალოდ, სასწრაფოდ მომიწია გამოსვლა. თქვენ არ იყავით, საქმეც დასრულებული მქონდა და ქალბატონი დიანასგან ავიღე ნებართვა.-მაშინვე ვიმართლე თავი. -მე ვარ შენი უფროსი თუ დიანა? საქმე მაქვს, სად ხარ?! მოვალ...- მითხრა საქმიანად. -ნატაა, მიყულეე...- ჩემთან ახლოს ისე მოვიდა დამიანე, რომ ლაპარაკის დროს ვერც შევამჩნიე. -ახლავე პატარავ, დამელოდე რა...- თავზე გადავუსვი ხელი დამიანეს და ხელი ჩავკიდე, რომ არსად გაქცეულიყო. -ახლა მიყულე ლაა... ნატა, მიყულეე...-გაჯიუტდა დამიც. -იცით, ახლა არ შემიძლია. ხვალამდე ვერ მოიცდის „საქმე“?-სასწრაფოდ ვუპასუხე ჩემს ტირანს და დამიანეს უხმოდ დავუკარი თავი, გიყურებ-მეთქი. -ნატალი, სად ხარ-მეთქი.- ისეთი ხმით გამიმეორა კითხვა, მაშინვე ჩავძახე მისამართი ყურმილში. 15 წუთში გამოჩნდა მისი საშინლად სიმპატიური პირი-სახე გასართობ ცენტრში. ისე მეუცხოვა მისი აქ დანახვა, თითქოს დაუშვებელი იყო „დიდი გაბრიელი“ ამ კედლებში ყოფილიყო. ის შეგრძნება დამებადა, პატარას რომ მქონდა, როცა გგონია, რომ მასწავლებელი არ ჭამს და ბუნებრივი მოთხოვნილებები არ აწუხებს და უცებ საპირფარეშოდან გამოსულს რომ დაინახავ... -საღამო მშვიდობის.-მივესალმე მოახლოვებულს. ის კი დაიხარა და უბრალოდ შუბლზე მაკოცა. მისმა ქმედებამ დამაბნია. ვერასდროს გათვლი რას მოიმოქმედებს ეს კაცი, სწორედ ამიტომაა, რომ მის გვერდით ყოველთვის დაძაბული ვარ. არ ვიცი, როდის რას უნდა ველოდო მისგან. -ნატა, ეს ბიძია ვინ ალის?- სასწრაფოდ მოიჭრა დამიანე ჩემთან და ხელზე ჩამეჭიდა. მის ამ ქცევაზე ყოველთვის ძალიან ვხალისობდით. ახლაც გამეღიმა.ძალიან მესაკუთრე გახლდათ ეს ვაჟბატონი და დაქალებს ერთმანეთის მოსიყვარულების საშვალებასაც კი არ გვაძლევდა. მახსოვს ერთელ ლანამ მოიყვანა ჩვენთან და რომ დაინახა მიას კალთაში ჩავუდე თავი, მანამდე არ მოისვენა, სანამ არ ამაყენა და თვითობ არ მოთავსდა მიას მუხლებზე. -ჩემია ნართლია! -განმიცხადა ამაყად და გამარჯვებულის სახით გადმომხედა. ზუსტად ხუთი წუთის შემდეგ, მია წამოაგდო ჩემი კალთიდან და ახლა ჩემს მუხლებზე დაიდო ბინა, იგივე ტექსტის თანხლებით. ზუსტად, რომ შესაფერის დროს გაუჩენს დაიკოს ან ძამიკოს ლანა და იმედია გადავაჩვევთ როგორმე ამ ქცევას. თუმცა ახლა იმ აზრმა გამიელვა თავში, საერთოდ თუ მოგვცემს თავის დედმამიშვილთან მიკარების უფლებას? -ნატაა... ვინ ალიის?- ხელზე დამქაჩა, საკუთარ ფიქრებში გართულს. -მე, ნატას მეგობარი ვარ.- დამიანეს ხელი გაუწოდა. –გაბრიელი მქვია, შენ?- ღმერთო, როგორი წარმოუდგენელი იყო ეს სიტუაცია ჩემთვის... „გაბრიელი“ და „ბავშვი“ -თითქოს ერთმანეთს გამორიცხავდნენ. -დამიანე მახალაძე. - დიდი კაცივით ჩამოართვა ხელი დამიმაც, მე კი სიამაყის შეგრძნებამ მომიცვა. გაბრიელმა ქვევიდან ამომხედა და გამიღიმა. საშინლად დამაბნია მისმა ღიმილმა. ასეთ გულღია სიცილს მის სახეზე პირველად ვხედავდი. -ნატა ჩემია!- წამოიძახა უცებ დამიანემ. ცალ ფეხზე ხელები მომხვია და ზედ ლოყით მომეკრო. -მართლა?-გაიცინა გაბრიელმა. - ამჯერად ასე იყოს პატარა კაცო და მერე ვიკამათოთ ამაზე. -მამამ მითხლა, მალე გაიზლდებიო.-ამაყად განუცხადა დამიანემ, როგორც ჩანს მიმართვა „პატარა კაცო“ არ მოუვიდა თვალში. -გაიზრდები, აბა რა.-სასწრაფოდ დავეთნხმე მე დასაშოშმინებლად და ფეხზე ამდგარ გაბრიელს მივუბრუნდი. -რამე მნიშვნელოვანია? -კი.-უბრალოდ მომიგო. -ნატა, მშია.-ისევ ხელზე დამქაჩა დამიანემ, მაგრამ ერთი ხელით ისევ ფეხზე მეხვეოდა. -ახლა სახლში წავალთ და დედა გაჭმევს, დამი. -ვიცოდი რომ არ შიოდა, რადგან აქ მოსვლამდე ვასადილეთ მე და მიამ. ასე იმიტომ ჭირვეულობდა, რომ მისი კუთვნილი ყურადღება, ახლა გაბრიელსაც გადავუნაწილე. გაბრიელმა ბავშვს გადახედა და მერე მე შემომხედა. -ახლა ჩვენ მაკდონალდსში წავიდეთ და გემრიელად მივირთვათ, მერე კი სახლში წავიდეთ. რას იტყვი?- დამიანეს დაეკითხა, რომელმაც ეჭვით აათვალიერა უცნობი ბიძია.- მერე ნაყინიც ვჭამოთ...-დაამატა გაბრიელმა. დასრულებული არ ჰქონდა სიტყვა გაბრიელს, რომ დამიმ ხელი გამიშვა და მის მკლავებში გაეხვია. ნაყინიო? ეს ისაა, რითაც დამიანეს გული უნდა მოიგო. ნება რომ დაგერთოთ ამ პატარა ვაჟკაცისთვის, საუზმეზე სადილსა და ვახშამზე მხოლოდ ნაყინით შემოიფარგლებოდა... -კი, წავიდეთ.-დაეთანხმა მაშინვე. -ნატა წავიდეთ ლაა...- ყელი გამოიწელა პატარა ცუღლუტმა. -ნაყინი უკვე ჭამე დამიანე, დედაშენი მომკლავს ამდენ ნაყინს თუ გაჭმევ ამ ზამთარში.-მე სულაც არ მხიბლავდა ეს აზრი. -ხო და არაფერს ვეტყვით დედას.- წარბი ამიწია გაბრიელმა. დამიანე ხელში აიტაცა და გასასეველისკენ წავიდა. მერე მომიბრუნდა და ადგილზე გაქვავებულს მკითხა:- შენ რჩები, ნატალი? -იდიოტო!-ჩავიბურტყუნე გაბრაზებულმა და უკან ავედევნე. ______ რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე სასურველ ადგილზე ვიყავით, რა თქმა უნდა, დამიანემ შეცვალა სურვილი და მხოლოდ ნაყინი მიირთვა. მოგვიანებით სახლში წავიყვნეთ, რა თქმა უნდა გაბრიელის მანქანით. სახლში ავიყვანე, ლანას მივაძახე საღამოს დაგირეკავ -მეთქი და სასწრაფოდ გამოვბრუნდი უკან, რადგან გაბრიელი მანქანაში მელოდა. მოვთავსდი თუ არა მის გვერდით სავარძელზე, მანქანა უხმოდ დაძრა. დაძაბული ვიყავი, არ ვიცოდი ასეთი რა საქმე ჰქონდა, რომ თითქმის ორი საათი დამიანეს „გაუძლო“ და მერე მე მელოდა ... -ძალიან გონიერი ბავშვია დამიანე!-თავის სიტყვებში დარწმუნებულმა თქვა. -კი, გონიერია...- დავეთანხმე და გვერდულად გავხედე.- რა საქმე გქონდათ, ბატონო გაბრიელ?-მოთმინება დაკარგულმა ვიკითხე. -სამუშაო საათები დამთავრდა, ნატა!- წარბი ამიწია. -რა საქმე გქონდა, გაბრიელ?- თავმობეზრებულმა ამოვილაპარაკე. -ხვალ კიდევ ერთი საღამო იმართება და მინდა ერთად წავიდეთ. ამჯერად, მასალების შემომტანი კომპანიის მფლობელიც იქნება იმ საღამოზე და მასთან პირადად შევძლებთ გასაუბრებას და ჩვენი ხელშეკრულების გაფორმებას.- ვხედავდი, როგორ ნერვიულობდა ამ საკითხზე.- ამ შანსს ვერ დავკარგავ, ნატა. -ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ხელშეკრულება შენთვის. ყველაფერში დაგეხმარები.-ხელზე ხელი დავადე. -ხომ ხვდები, ვერავის ვერ ვენდობი, შენს გარდა. არ ვიცი ამას როგორ ახერხებ, მაგრამ საკუთარი სიცოცხლის მონდობაც კი შემიძლია შენთვის. ენა გადავყლაპე. ვხვდებოდი, რომ მენდობოდა, ყველა საქმეში მახედებდა, ყველა დოკუმენტთან მიმიწვდებოდა ხელი, მაგრამ ასე ღიად პირველად მელაპარაკებოდა ამ საკითხზე. ვიციოდი, რომ რაღაც უნდა მეთქვა, ვხვდებოდი, რომ ჩემს პასუხს ელოდა, მაგრამ ვერაფერი ვთქვი... -მოკლედ, ხვალ სამუშაო საათების მერე სახლში გამოგივლი და ერთად წავალთ. -გასაგებია.- თავი დავუკარი. -და კიდევ, იქ ნოეც იქნება და მინდა შეძლებისდაგვარად შორს დაიჭირო მისგან თავი.-მკაცრად გადმომხედა. -კარგი.-მშვიდად კი ვუპასუხე, მაგრამ ნერვები მიღუტუნებდა, ისე მაფრთხილებდა, თითქოს მე ძალიან მსიამოვნებდა იმ თავხედის გვერდით ყოფნა. ისე მიმიყვანა სახლამდე, ხმა არც ერთს აღარ ამოგვიღია. ვგრძნობდი, როგორი დაძაბული იყო. ვიცოდი, როგორ ნერვიულობდა კომპანიაში შექმნილ სავალალო სიტუაციაზე. საკუთარი თვალით ვხედავდი, ჩასაძირად განწირულ საოჯახო ბიზნესს მხოლოდ გაბრიელი როგორ ექაჩებოდა ზევით. და მინდოდა, მთელი გულით მინდოდა დავხმარებოდი... სამსახურიდან წამოსვლაზე რა თქმა უნდა აღარ ვფიქრობდი, მით უმეტეს ახლა, როცა ასე პირდაპირ გამომიცხადა ნდობა... შუა გზაზე ვერ მივატოვებდი, ვერ ვუღალატებდი, გაჭირვების ჟამს, მარტოს ვერ დავტოვებდი... უკვე დიდი ხანი იყო გასული, რაც მანქანა ჩემი სადარბაზოს წინ იყო გაჩერებული, მაგრამ არ გადავსულვარ. გაბრიელიც ჩუმად იჯდა და დაჟინებით იყურებოდა წინ. გონებით სხვაგან იყო, მე კი მხოლოდ მის სახეს ვხედავდი და სხვა ვერაფერს. პირველად ვაკვირდებოდი ასე მის სახეს, მუდამ მოქუფრულს... უზადო პროპილი ჰქონდა. შავი სწორი წარბები და შავი თვალები, სწორი ცხვირი და საშუალოდ მსხვილი ტუჩები. გამაჟრჟოლა, როცა მისი ტუჩების შეხება გამახსენდა და მზერა მოვარიდე. -ხვალამდე, გაბრიელ!-ვუთხარი მშვიდი ხმით და კარი გავაღე. -ნატა!- დამიძახა და მისკენ მიმაბრუნა. ძალიან ნელა მომიახლოვდა და მაკოცა. პირველად მკოცნიდა ასე ნაზად და პირველად ვიგრძენი მისგან, რომ მიფრთხილდებოდა. მეც თვალებ დახუჭული ვკოცნიდი და სულაც არ ვფიქრობდი იმაზე, რა იქნებოდა ხვალ, ან რა ბედი გვეწეოდა ჩვენ, ან საერთოდ არსებობს თუ არა „ჩვენ“? -ხვალამდე, ნატა!- ჩურჩულით მითხრა და საჩვენებელი შუა თითების ზურგით ლოყაზე მომეფერა. უბრალოდ გავუღიმე და მანქანიდან გადავედი. არეულმა აიარე კიბეები და სახლში შევედი. მიას უკვე მოეწრო ლანას სკაიპში გამოჭერა და ეჭორავებოდა. -მე არ დამელოდეთ ხომ, ჭორიკნებო!- წამოვიძახე და მიას მივეკარი ზურგიდან, მერე ლეპტოპს დავავლე ხელი და დივანზე გადავჯექი.-აბა მოყევი რა და როგორ უთხარი ლუკას, მალე... მიაც ჩემს გვერდით გადმოვიდა და ერთად მოვისმინეთ ლანას ამბები. მერე სამზარეულოში ყავის თანხლებით მოვისმინე მისი ინტერვიუს ამბავი და მოსმენილმა შოკში ჩამაგდო. ეს რა ეშმაკი ბიჭი ყოფილა ჩვენი სანტა? ბოლოს მე მოვუყევი გაბრიელის შესახებ და მის მიმართ ჩემი არეული გრძნობების ხსენებაც არ დამვიწყებია. _________მია__________ დილის 10 საათზე უკვე გამომცემლობაში ვიყავი და ქალბატონი თამარის კაბინეტთან მოუსვენრად ვცქმუტავდი. საქაღალდეს ხელში ვატრიალებდი და წინ და უკან სიარულით ვახვევდი ყველას თავბრუს. -ქალბატონი თამარი კაბინეტში გელოდებათ.- ისევ არსაიდან გაჩნდა ეს გოგო და მისმა ასეთმა უეცარმა გამოჩენამ, ლამის ინფაქტი დამმართა. -უჩინმაჩინის ბიძაშვილი ხარ?-გულგახეთქილმა უაზროდ ვკითხე და უკან ავედევნე. -უკაცრავად?- თვალები დამიქაჩა გოგონამ. -არა, არაფერი.- გავუღიმე და მის თვალების ბრიალს ყურადღება არ მივაქციე, ახლა ამისი არც თავი მქონდა, არც დრო და არც ნერვები. -დღეს ცუდ ხასიათზეა, იმედია, ცოცხალი გადაურჩები.-შურის მაძიებლური ღიმილით მითხრა და კაბინეტის კარისკენ მიმანიშნა, შედიო. -როგორ გამიმართლა.- შიშისგან აფართხალებული გულის ცემა არ შევიმჩნიე და ამაყად ჩავუარე გვერდზე. აქ რა გულთბილი მიღება სცოდნიათ, როგორც ჩანს, უკვე გავიჩინე „კეთილ მოსურნე“ ჩემს „ახალ სამსახურში“. -ქალბატონი თამარ!- კაბინეტში შევედი და კარი დავხურე. -შემოდი. მია ხომ?-დაღლილი სახით ამომხედა „ჩემმა უფროსმა“ და ხელით მიმანიშნა სავარძლისკენ. ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ორი დღის წინ, ანალოგიური ვარცხნილობა და მაკიაჟი ჰქონდა, მხოლოდ ჩაცმულობა შეეცვალა. ნუ, მაშინაც და ახლაც მხოლოდ პიჯაკს და პერანგს ვხედავდი... -დიახ, მია მაისურაძე.- თავი დავუკარი და გავუღიმე. იქნებ როგორმე მოვალბო ეს ყინულის დედოფალი... -აბა, ჩაწერე ინტერვიუ?- როგორც იქნა დახურა საქაღალდე და სრული ყურადღება დამითმო. -დიახ, დავამუშავე და მოვიტანე. ჩანაწერიც აქ მაქვს.- ჩანაწერიც და საქაღალდეც გადავაწოდე. -რაც შეეხება ფოტოებს, ბატონი ალექსანდრე თანახმაა, მხოლოდ დროის შეთანხმებაა საჭირო. -ისევ გავუღიმე, როცა მის სახეზე კმაყოფილება ამოვიკითხე. -ძალიან კარგი. შეგიძლია წახვიდე, მე გადავავლებ თვალს ამ ყველაფერს და პასუხს გაგაგებინებთ.-უგულოდ მითხრა და საქაღალდე გახსნა. -კარგით. ნახვამდის.- მოღუშული სახით წამოვდექი სკამიდან და გამოვედი კაბინეტიდან.არა ეს რა წესია? ახლა მთელი დღე უნდა ვინერვიულო პასუხზე. -როგორც ჩანს, არ გაგიმართლა, უიღბლოვ!-დამცინავად მითხრა, ისევ არსაიდან გაჩენილმა უჩინმაჩინის ნათესავმა და „თანაგრძნობით“ მომითათუნა მხარზე ხელი. -პასუხს დღეს გავიგებ, საყვარელო და ვიცი, ჩემი სამსახურში მიღების ამბავი ყველაზე მეტად შენ გაგიხარდება.- „გავუღიმე“ და გულში მუქარებით სავსე გუდა ვესროლე. მარტო იმიტომ ღირს აქ სამსახურის დაწყება, რომ ამ არამკითხეს საკუთარი ადგილი მივუჩინო. შენობიდან აჩქარებული ნაბიჯით გამოვედი და გეგმის მიხედვით მაღაზიებისკენ ავიღე გეზი. ბევრი ფიქრისა და ათაჯერ შეცვლილი აზრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ წავყვე დღეს საღამოს ალექსანდრეს საღამოზე. ძალიან ვნერვიულობდი, შესაფერისად უნდა გამოვიყურებოდე, მე ხომ თავად ალექსანდრე ტაბატაძე მიწევდა კავალერობას, ხოდა მის გვერდზე კარგად უნდა გამოვიყურებოდე... კაბა შევარჩიე, მუხლს საკმაოდ აცელილი იყო, მაგრამ არც საგანგაშოდ მოკლე, შავი და ვერცხლისფერი ორნამენტებით გაწყობილი, გულზე და ზურგზე სამკუთხედი ჭრილებით. შესაფერისი აქსესუარებიც შევარჩიე და სალონისკენ ავიღე გეზი. თმა და მაკიაჟი სადად გავიკეთე. გრძელი თმა ტალღისებურად დავიყარე მხრებზე, კაბაც მოვირგე და ჩემი მობილურიც აწკრიალდა. უკვე საღამო იყო და გამომცემლობიდან ზარს ისევ ველოდი. უცხო ნომრის დანახვაზე სასწრაფოდ ვეცი ტელეფონს და ვუპასუხე. -სადარბაზოსთან გელოდები. -მხოლოდ ეს ჩამესმა ყურში და სანამ გავიაზრებდი, რომ ალექსანდრე რეკავდა და სანამ გული საგულედან ამომიხტებოდა, სანამ გაოცებას მოვასწრებდი, ჩემი ნომრის ქონაზე და სანამ გაბრაზებას მოვასწრებდი ასეთ ტონზე, მანამდე გამითიშა და პირდაღებული დამტოვა. ნატასთვის, წებოვან ქაღალდზე წერილი დავწერე და მაცივარზე მივაკარი: „ნატა, ხომ არ დაგავიწყდა, ალექსანდრესთან ერთად მივდივარ რაღაც საღამოზე, დაიძინე არ დამელოდო გასაღები მიმაქვს. მიყვარხარ! მია.“ ბურდღუნით ჩავიარე კიბეები და სადარბაზოდან კაბის სწორებით გავედი. -გასაოცრად გამოიყურები, მია.-მხოლოდ ეს მითხრა ჩემს წინ მდგარმა. მეც ავათვალიერე და სმოკინგში გამოწყობილს გავუღიმე სუნთქვა შეკრულმა. -შენც არა გიშავს.-მივუგე და მისკენ წავედი. - ძალიან სექსუალური ხარ!-კიდევ ერთი დამაბნეველ-დამათრობელი კომპლიმენტი მითხრა და ხელი წელზე მომავლო. კარი გამიღო და უკანა სავარძელზე მომათავსა. თვითონაც მეორე მხრიდან მომიჯდა და მისი ყურებით გართულმა, ახლაღა შევნიშნე, რომ მძღოლის ადგილზე სხვა იჯდა. უხმოდ ვიმგზავრეთ. შენობაში შესულს თვალები გაოგნებისგან გამოფართოვდა. ყველაფერი ულამაზესი იყო, ყველაფერი ბრწყინავდა... უდიდესი დარბაზი ძირითადად თეთრ ფერებში იყო გაწყობილი. შუა დარბაზში ულამაზესი შავი როიალი იდგა, რომელსაც თეთრებში გამოწყიბილი ქალბატონი მისჯდომოდა და კლავიშებზე ნაზად დაასრიალებდა თითება. ნაზი კლასიკური მუსიკაც სასიამოვნოდ მეღვრებოდა გონებაში. ალექსანდრემ ხელი წელზე მომხვია და ახლოს მიმიზიდა. -მოგწონს?-ჩამჩურჩულა. მისი ხმაც ისე შეეფერებოდა ამ გარემოს... მშვიდი, ხავერდოვანი და იდუმალი... -ძალიან...-მეც გადავუჩურჩულე და ფართოდ გავუღიმე. როიალის ირგვლივ ერთმანეთისგან საკმაოდ დაშირებით იდგა მაგიდები და მე და ალექსანდრეც ერთ-ერთი მაგიდისკენ დავიძარით. -ხშირად დადიხარ ასეთ საღამოებზე?- ვიკითხე სა თან ისევ დარბაზის დეკორაციების თვალიერებით ვიყავი გართული. კედლებს ხელოვნების ძვირად ღირებული ნახატებიც ამშვენებდა. მინდოდა ყველაფრის ნახვა მომესწრო, შეიძლებოდა ასეთ გარემოში ვეღარასდროს მოვხვედრილიყავი. -ვცდილობ თავი ავარიდო.- მხრები აიჩეჩა. -რატომ? -გამიკვირდა. -უყურებ ამ ყველაფერს და ფიქრობ რომ ყველაფერი გადასარევადაა, ხომ? არადა თვითოეულ მაგიდასთან შეიძლება საშინელი ინტრიგები იხლართებოდეს. აქ მყოფი ყველა ადამიანი მსხვილი ბიზნესის პატრონია, ყველა ერთმანეთს ეპირფერება, ყველას ერთმანეთის შურს... აქ იმდენი სიყალბეა...დავიღალე მათი სახეების ყურებით. მაგიდასთან მივედით, სადაც ორი მამაკაცი იჯდა. ორივემ დიდი მოწიწებით მოიკითხა ალექსანდრე. -მია, გაიცანი, ეს ნოე მალაზონიაა, ეს ბატონი კი, ზურაბ ნარიმანიძე.- წარმიდგინა ორივე და მეც ღიმილით დავუკარი თავი. ამ მოსაბეზრებელი გაცნობის ცერემონიის შემდეგ, ჩვენც მათ მაგიდასთან მოვთავსდით. უამრავ საკითხზე იმსჯელეს. მე ძირითადად არაფერში ვერეოდი. როგორც გავიგე, ორივე ახლად გაცნობილი მამაკაცი, ალექსანდრეს კომპანიაში მუშაობდა, თანაც ორივე კარგ თანამდებობაზე . ალბათ ერთი საათი იქნებოდა, რაც მაგიდასთან ვიჯექი და მოწყენილობითაც მოვკვდებოდი, რომ არა ალექსანდრე, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა, მისი ხელი ჩემს წელზე თარეშობდა და მოწყენისა და მოდუნების საშვალებას არ მაძლევდა. -საღამო მშვიდობის.- მომესმა ჩემს უკნიდან და ყველა მაგიდასთან მჯდომის მსგავსად, მეც ხმის მიმართულებით შევბრუნდი. -ნატა?- გაოცებულს ამომხდა. ჩემს უკან ნატა და სასიამოვნო აღნაგონის მამაკაცი იდგა. ნატას მისთვის ხელკავი გამოუდია და მაგიდის წევრებს უღიმოდა. -მია? აქ რა გინდა?-ჩემმა დანახვამ ისიც გააოცა. -საღამოს ყველაზე ნათელი სხივი შემოგვიერთდა?- ნოე ნატასკენ დაიძრა. დავინახე როგორ აიბზუა ცხვირი ნატამ. ყოველთვის ასე იქცეოდა, როცა რამე არ მოსწონდა. ნოე დაიხარა და ნატას ხელზე ემთხვია.- მოხარული ვარ, თქვენი ნახის შესაძლებლობა რომ მომეცა. -ბატონო გაბრიელ!- მაგიდასთან მოიხმო ალექსანდრემ გაბრიელი და ნატა. შემდეგ ჩემი თავი წარუდგინა და გაბრიელმაც დიდი სიამაყით წარუდგინა ნატა ალექსანდრეს. -ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს.- წარბები ზევით აქაჩა ნატამ, როგორც ჩანს, ლანას სამზარეულოში შესწრებულ სცენების გახსენება არ დაიზარა. -დიახ ვიცნობთ, დაბრძანდით. როგორც იქნა პირადად გაგიცანით, ბატონო გაბრიელ!- სასწრაფოდ თემა შეცვალა ალექსანდრემ. და დაიწყო ჩემთვის საშინლად დამღლელი და მომაბეზრებელი საუბარი. ნატაც თავით იყო ამ საუბარში ჩართული და ტოლს არ უდებდა არავის. გული ისე მქონდა სავსე სიამაყით, როგორც დედას ეამაყება თავისი შვილის გონიერება. მოღწეული შეთანხმება შანპანიურით აღნიშნეს. ნატას თვალებიდან სიხარულის ნაპერწკლები სცვიოდა და ვხვდებოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის მიღწეული შეთანხმება. -ვიცეკვოთ?-ჩამჩურჩულა ალექსანდრემ, ჩემს პასუხს არც დალოდებია ისე წამომაყენა ფეხზე და მოცეკვავე წყვილებისკენ წამიყვანა. ხელები შემომაკრა წელზე და წამში სასურველ სხეულზე აღმოვჩნდი აკრული. თმის ღერიდან დაწყებულმა ბუსუსებმა მთელ სხეულზე დაიდეს ბინა. ხელები ნელა შემოვხვიე ყელზე და ცერა თითი ყელზე არსებულ არტერიაზე ნაზად დავუსვი. მისი სიმხურვალე წამში გადმომედო. -როგორ მაგიჟებ, მია! რომ იცოდე... -ჩემსკენ დაიხარა და ახლა მან ამისვა ცხვირის წვერი არტერიაზე. გამაკანკალა... თავი მკერდზე მივადე და მის გულის ცემას დავუგდე ყური. თითქოს ისიც მუსიკის რითმს აჰყოლოდა, ისე ძგერდა. თვალები მივნაბე. სიამოვნებით ვიქნებოდი ასე მთელი სიცოცხლე... -რაღაც აუხსნელს მმართებ, ეს არც ვნებაა, არც ჟინი... უბრალოდ ვიცი, რომ სულ ჩემთან უნდა იყო და ჩემი უნდა იყო. მხოლოდ ჩემი...- ჩურჩულით მეუბნებოდა და ცალ ხელს ზურგზე ნაზად მისვამდა. -ხო და ვიქნები...-მთელი გულით ვთქვი თავაუწევლად და ვიგრძენი რომ გაიღიმა. მეც გამეღიმა. ვერავის ვეღარ ვხედავდი ჩვენს ირგვლივ. ვიყავით მხოლოდ ის და მე. -მია, გირეკავენ!- უცებ ნატა ხმა მომესმა და ალექსანდრეს მკერდიდან თავი წამოვწიე. ნომერი მაშინვე ვიცანი, ხელი ვტაცე ტელეფონს და აივანზე გავვარდი. -„გისმენთ“- ჩავძახე ყურმილში. -„მია, თამარი ვარ, ჯურნალ „ელიტის“ მთავარი რედაქტორი“. -„დიახ, ქალბატონო თამარ, გისმენთ“. -„მია, მინდა მოგილოცოთ. მომავალი ორშაბათიდან შეგიძლიათ ჩვენს გამომცემლობაში დაიწყოთ მუშაობა“. -„რა? ღმერთო... დიდი მადლობა, ქალბატონო თამარ! ანუ, მოგეწონათ ინტერვიუ?“-წამოვიყვირე. -„დიახ, მომეწონა. დანარჩენზე პირადად ვისაუბრებთ. ორშაბათს გელოდებით 10 საათზე. ნახვამდიას, მია.“ -„დიდი მადლობა, ნახვამდის, ქალბატონო თამარ!“- ტელეფონი გავთიშე თუ არა, მაშინვე დავიწყჰე სიხარულით ხტუნეობა.- იეს! იეს! რა მაგარია... -ასე რამ გაგახარა?- ალექსანდრეს ხმა მომესმა, ვერც კი მივხვდი როდის გამოვიდა აივანზე. ხტუნვა-ხტუნვით გავქანდი მისკენ და გახარებული კისერზე ჩამოვეკიდე. -ამიყვანეს, ამიყვანეს...-ვწიკვინებდი ხმამაღლა. -სამსახურში მიგიღეს.- ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რატომ ვკუნტრუშებდი ასე. -კი. მიმიღეს. ისეთი გახარებული ვარ...- ჩემი მარწუხებიდან გავანთავისუფლე და მის წინ ერთი ბრუნი გავაკეთე. -ეს ამბავი უნდა ავღნიშნოთ.-თვითონაც გამხიარულდა ჩემი შემყურე. ჩემთან ახლოს მოვიდა და აივანზე მოკუნტრუშე ხელებში მომიქცია.-სადმე წავიდეთ რა, მოვშორდეთ ამ გარემოს.-მითხრა მშვიდად. -წავიდეთ.- თავი დავუკარი. ყველანაირი წინადადება მისაღები იყო ჩემთვის, რომელიც ასო „თ“-ს შეიცავდა. მასთან ერთად მინდოდა და ადგილს არ ჰქონდა მნიშვნელობა. დაიხარა და ტუჩებზე დამაცხრა. მაშინვე წავავლე თმაში ხელები და მივეკარი. მაგიჟებდა მისი სიახლოვე, მისი შეხება, კოცნა, სურნელი... სახე ამიხურდა და მთელ სხეული ამიალდა. ვიწვოდი ფაქტიურად. ალექსანდრე მომშორდა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. -რას აკეთებ?-მაშინვე გავაპროტესტე სუნთქვა შეკრულმა. -აალებისგან გიცავ.- მითხრა და ხელი ხელზე ჩამკიდა. წამოდი ყველას დავემშვიდობოთ და აქედან წავიდეთ. ________ რამდენიმე წუთში უკვე მის გვერდით ვიჯექი მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით მივდიოდით. -სად გინდა წასვლა?-დამეკითხა უცებ. -არ ვიცი, სადმე, სადაც მოზღვავებულ ენერგიას დავხარჯავ. ბევრს დავლევ და ვიცეკვებ. - სწრაფად მივაყარე სიტყვები. -კლუბში წავიდეთ?-გაუკვირდა, როცა თავის დაკვრით დავეთანხმე. -მეგონა უფრო რომანტიკულ გარემოს არჩევდი. აღარაფერი მითქვამს, მხოლოდ მხრები ავიჩეჩე პასუხად. კლუბში შესვლისთანავე გავმხიარულდი. ბართან დავსხედით და რამდენიმე ჭიქის შემდეგ უკვე ვცეკვავდით. მის კისერზე ვიყავი ჩამოკიდული და მთელი ტანით ზედ ვეკვროდი... თავს ვერ ვაკონტროლებდი, გამომწვევად ვიქცეოდი და ვნებიანად ვარხევდი სხეულს.. მის გვერდზე სხვანაირად არ შემეძლო. ვიცვლებოდი, ჩემში სხვა, ვნებით სავსე ქალი იღვიძებდა. ალექსანდრე ზურგიდან ამეკრო და ხელები მუცელზე შემომხვია. სახით ყელში ჩამეფლო და არტერიაზე სველი კოცნა დამიტოვა. შემდეგ ისევ ვსვამდით და ისევ ვცეკვავდით. მთელი კლუბი თავზე დავიმხეთ... ვერც კი მივხვდი, როგორ ავღმოჩნდი მის მანქანაში, მის კისერზე ჩამოკიდული. მთელი მონდომებით ვუკოცნიდი სახეს, ყელს, ტუჩებს. ჩემს თავს არ ვგავდი... ახლაც კი მიკვირს, როგორ მივედით დანიშნულების ადგილადმე და არაფერს შევასკდით. თვალის დახამხამებაში შევაღენგრიეთ ოთახის კარები. ალექსანდეს მუცელზე ვყავდი შესმული, და მეც მის წელზე მოთავსებულ ფეხებს მთელი ძალით ვუჭერდი. წამში გამანთავისუფლა მაისურისგან და საწოლზე მომისროლა. აკისკისებული, მაშინვე იდაყვებზე წამოვიწიე, რომ მისი მოქმედება არ გამომრჩენოდა. ხელები თავის მაისურს ჩაავლო და თავს ზემოდან გადაიძრო. ჩემსკენ წამოვიდა და ზევიდან მომექცა. ხელი კისერზე მოვავლე და ჩემსკენ დავქაჩე, ტუჩებზე სწრაფად დავწვდი და ქვედა ტუჩზე კბილები ჩავავლე... დილით მუცლის ყრუ ტკივილმა გამაღვიძა. სიცივე და თავის ტკივილი ვიგრძენი. უბრალოდ კი არ მციოდა, ვკანკალებდი, ვიყინებოდი... აბა რა იქნებოდა? შუა იანვარში, ზაფხულის თხელი საბანი მეფარა. ოთახს თვალი მოვავლე, მაგრამ გარემო არ მეცნო. სასწრაფოდ წამოვჯექი, მაგრამ... -ვაიმე, თავი...- წამოვიკვნესე და თავზე ხელები მოვივლე. გონების დაძაბვა მიჭირდა, ნუთუ ის რაც ახსოვდა ჩემს გონებას, სიმართლე იყო? ოთახში მხოლოდ მე ვიყავი. საათი დილის შვიდის ათ წუთს უჩვენებდა. თვალებიდან ცრემლები ჩამომვარდა. აბა რას ველოდი? ველოდი, რომ დილით მასზე ჩახუტებულს გამეღვიძებოდა და მომავალს მხოლოდ მასთან ერთად დავხატავდი? არა, ამას არ ველოდი, ეს უბრალოდ ის იყო რასაც ვიოცნებებდი... საწოლოდან წამოვიზლაზნე და ჩემი ტანსაცმლის მოძებნა დავიწყე. როგორც იქნა მოვიძიე ყველაფერი და სასწრაფოდ გამოვეწყვე. საწოლს ვეცი და თეთრეული გადავაძრე. ოთახში უჯრები ამოვქექე და თეთრეული ძლივს ნაპოვნ ცელოფანში ჩავტენე. მხოლოდ ქურთუკს ვერ ვპოულობდი, არადა უამისოდ წასვლა სიგიჟე იქნებოდა. სახლშიც ძალიან ციოდა და გარეთ ალბათ საშინლად ყინავდა. ოთახიდან გამოსულმა სახლს მოვავლე თვალი. ლამაზი და ძალიან მყუდროდ მოწყობილი იყო. ისევ ოთახში შევბრუნდი და კარადიდან ის ჟაკეტი გამოვიღე, რამდენიმე წუთის წინ ცელოფნის ძებნის დროს რომ წავაწყდი. ტანზე შემოვიცვი. ფეხსაცმელებში ჩავყავი ფეხები და სახლის კარი გავიხურე. ეზოც ცარიელი იყო, არსად ჩანდა ალექსანდრეს მანქანა. რა თქმა უნდა, წავიდა... მიიღო ის რაც უნდოდა და წავიდა. თუმცა მას არაფერში ვადანაშაულებდი. ეს მე ვიყავი სულელი, ეს მე გადავირიე მასზე და მე მივეცი გუშინ ყველაფრის უფლება. ჩემი ნებით ვიწექი მასთან და ახლა დათესილს ვიმკიდი. ჭიშკარს გავცდი და როცა მივხვდი, რომ გარემო კვლავ უცნობი იყო, ფეხით დავადექი გზას. თვითონაც არ ვიცი სად მივდიოდი, არც ის ვიცი რამდენი ხანი ვიარე ასე, მაგრამ გონს მაშინ მოვედი, ჩემს წინ მანქანა რომ გაჩერდა. -ტაქსი ხომ არ გნებავთ?-მკითხა შუახნის კაცმა, რომელიც უცნაურად მათვალიერებდა ჩემზე სამი ზომით დიდ ჟაკეთში გამოწყობილს. -დიახ, თუ შეიძლება.- ამოვილაპარაკე და უკანა სავარძელზე შევძვერი. სახლის მისამართი ვუთხარი, სავარძელზე ღრმად ჩავწექი და მინას თავი მივადე. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი მომხდარს, მაგრამ ცრემლები მაინც იკვალავდნენ ყელისკენ გზას. გონება მთელი ძალით ცდილობდა არ ეფიქრა წარსულზე, მაგრამ გული გრძნობდა წვას, გახლეჩვას ლამობდა, სისხლისგან იცლებოდა. ხელი მივიჭირე გულზე. ასე რატომ მტკიოდა? მე ხომ მის მიმართ მხოლოდ ვნება მქონდა? ხომ ვიყავი მასთან? ხომ მქონდა მასთან სექსი? ახლა რა მჭირს? რატომ ვგრძნობ იმედ გაცრუებას? მე ხომ არ მიყვარდა ალექსანდრე? თუ... თუ... -გოგონა, ცუდად ხართ? საავადმყოფოში ხომ არ წაგიყვანოთ? რამე გტკივათ?- შეწუხებულმა გამომხედა უკანა ხედვის სარკეში მძღოლმა. -არა.- სრუტუნით მოვიწმინდე ცრემლები ჟაკეტის მკლავებით. -კარგად ვარ. აღარაფერი უთქვამს მას შენდეგ, მაგრამ მის მზერას ვგრძნობდი და მალე მისი ხმაც გავიგონე. -მოვედით.-ჩემკენ შემობრუნდა.-მართლა კარგად ხართ? -არა, არ ვარ კარგად.- ვუთხარი და ჩანთის მოძებნა დავიწყე, მაგრამ ვერაფერს მივაგენი. სავარძელზე მხოლოდ დასვრილი თეთრეულით გატენილი ცელოფანი იდო, ეს როდის წამოვიღე, არც კი მახსოვდა... -იცით, ჩანთა დავკარგე...-შეშფოთებულმა გავხედე მძღოლს.- ახლავე ჩამოგიტანთ ფულს. აქ ვცხოვრობ მეორე სართულზე, თუ გნებავთ წამობრძანდით. -საჭირო არაა. არ მინდა შვილო ფული.წადი და თავს მიხედე, ბიძიკო.- გამიღიმა. -დიდი მადლობა. -ამოვილაპარაკე. მისმა სითბომ ისევ ცრემლებით ამივსო თვალები. -კარი გავაღე და ჩემი ცელოფნიანად გადმოვედი. სადარბაზოსკენ წავედი და თეთრეული პირველივე ურნაში ჩავუძახე. კიბეები გაჭირვებით ავიარე და კარზე ზარი დავრეკე. მეორედ აღარ დამჭირდა, რადგან კარი მაშინვე გაიღო და ჩემს წინ გაბრიელი აისვეტა. შეშფოთებული მიყურებდა, ნუთუ ასე საშინლად გამოვიყურებოდი? გვერდით უხმოდ გავწიე და სახლში შევაბიჯე. მისაღებში დივანზე იჯდა ნატა. იდაყვები მუხლის თავებზე ჩამოედო და გაშლილ ხელის გულებში სახეს მალავდა. ფეხის ხმაზე ამომხედა, სასწრაფოდ წამოვარდა და მხრებში მეცა. -მია, სად იყავი? გინდა გადამრიო? იცი რომელი საათია?- მიკივლა მთელ ხმაზე და შემანჯღრია. ხმას ვერ ვიღებდი. ნატას ტირილისგან თვალები დასიებოდა. მეც ცრემლები წამომცვივდა. -მითხარი, მია. სად იყავი. ალექსანდრესთან ერთად იყავი? რამე დაგიშავა? ხმა ამოიღე ნუ შემშალე!-სლუკუნით მეუბნებოდა ნატა. -კარგად ვარ...- მხოლოდ ეს ამოვილაპარაკე და ნატას ხელები მოვიშორე. -არა, არ ხარ კარგად. მითხარი, სად იყავი მთელი ღამე!- არ მომეშვა ნატა და ისევ მკლავებში ჩამაფრინდა. -ეს რა გაცვია?-ალექსანდრეს ჟაკეტს ხელი ჩაავლო.-მითხარი მია, რამე დაგიშავა? მოვკლავ... -გეყოფა, ნატა! არავის არაფერი დაუშავებია. ისევ მე ვვნებ საკუთარ თავს. არაფერი მომხდარა ისეთი, რაც არ მინდოდა. გეყოფა! შემეშვი!- ვუკივლე ხმა ჩახლეჩილმა და ოთახისკენ გავვარდი. -მია! -უკან გამომეკიდა, მაგრამ დავინახე როგორ დაიჭირა გაბრიელმა. -აცადე, დაწყნარდება და მერე დაელაპარაკე.- თავზე აკოცა და მიიხუტა. კარი შიგნიდან ჩავკეტე და ტანსაცმლის კარადას ვეცი.ყველაფერი იატაკზე გადმოვყარე და ჩემოდანში უწესრიგოდ ჩავტენე. შემდეგ აბაზანაში შევიკეტე გაურკვეველი ვადით და ხმამაღლა მოვთქვამდი. ______ -მია, სად მიდიხარ?-შეშფოთებული მომვარდა ნატა, როცა ოთახიდან ჩემოდნით ხელში გავედი. -არ ვიცი. უნდა წავიდე ცოტა ხანს. გთხოვ, არ ეცადო გადამაფიქრებინო. ახლა რომ არ წავიდე, მოვკვდები. -კი, მაგრამ სად...- უმწეოდ გააცეცა თვალები ნატამ. -ნატა, გთხოვ, გამიგე... მანქანა მიმყავს. მობილური დავკარგე, მაგრამ... ახალ ნომერს რომ ავიღებ, დაგირეკავ.- გავაწყვეტინე სიტყვა. ახლა ვერაფრით დავუთმობდი. აქ სული მეხუთებოდა, ჰაერი არ მყოფნიდა, ვკვდებოდი... -მიყვარხარ...- ტირილით გადამეხვია ნატა. -მეც.- მხარზე ჩამოვადე თავი და მის უკან მდგარ გაბრიელს გავხედე. „მასთან იყავი“ ტუჩების მოძრაობით, უხმოდ ვუთხარი. მან უბრალოდ თავი დამიქნია და გამიღიმა. ნატას ხელი გავუშვი და ჩემი ბარგიანად გამოვედი სახლიდან. _______ნატა_______ -ნატა, ნუ ტირი. დაბრუნდება! ცოტა ხანს მარტო იქნება და დაბრუნდება...- გულზე მიმიკრა გაბრიელმა., როცა მიამ კარი გაიხურა და მე გულამოსკვნილმა დავიწყე ტირილი. -სად წავიდა?.. რატომ წავიდა?.. -მოვთქვამდი ხმამაღლა. -ხომ გითხრა? დაგირეკავს და გეტყვის. არ ინერვიულო, გთხოვ, ნუ ტირი. -მეჩურჩულებოდა გაბრიელი. დივანზე ჩამოჯდა და მეც მუხლებზე დამისვა. პატარა ბავშვივით მარწევდა და მინანავებდა. ცრემლებით, მისი პერანგის დანამვის უფლებას მაძლევდა... მთელი ღამის უძილოს, როდის დამეძინა არ ვიცი. მას შემდეგ, რაც წვეულებიდან მია და ალექსანდრე წავიდნენ, მე და გაბრიელი კიდევ დიდხანს დავჩით. გაბრიელმა ცოტა დალია კიდეც. პირველად ვხედავდი ნასვამს. იცინოდა... პირველად ვხედავდი ასეთ მხიარულს... აწი იქნებ ყავაშიც ცოტა ალკოჰოლი გავურიო, სანამ გაბრიელს მივართმევ-მეთქი, ესეც კი ვიფიქრე... მთელი საღამო გვევდიდან არ მომცილებია. ხალხში გავერიეთ. ზუსტად ვიცოდი, რატოც ამაყენა და იმ მაგიდის წევრებს რატოც მომაშორა გაბრიელმა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. ნოე მთელი საღამო თვალებით მჭამდა, მაგრამ მე ყურადღება არ ვაქცევდი და გაბრიელის ყურადღებით განებივრებული ვმხიარულობდი. ღამის პირველ საათზე მომიყვანა სახლამდე. -ყავას არ შემომთავაზებ?- გამიცინა. -ყავაზე დაგპატიჟებთ...- მეციდა და ისეთი ვთქვიი ეს სიტყვები, თითქოს ჩემი ინიციატივით წამოვაყენე ეს წინადადება. -დიდი სიამოვნებით.-მითხრა და მანქანიდან გადავიდა.თვალი ხარბად გავაყოლე მის სხეულს, რომელმაც მანქანას შემოუარა და კარი გამიღო.-გთხოვთ... კიბეები სიცილ-სიცილით ავიარეთ, მაგრამ რომ გეკითხათ სიცილის მიზეზი, ვერც ერთი გეტყოდით. საკეტს გასაღები ძლივს მოვარგე და სახლში შევედით. გამიკვირდა შესასვლელში სინათლე რომ არ ენთო. მიას სიბნელეში ძილის ეშინოდა და შესასვლელში ყოველთვის გვენთო სინათლე.სიმართლე გითხრათ, აქედან სინათლე მიას საძინებელში არ აღწევდა, მაგრამ მთელ ღამეს გაათევდა და ვერ დაიძინებდა, თუ აქ სინათლე ანთებული არ იყო... გაბრიელს მისაღებში შევუძეხი და მე მიას საძინებელში გავქანდი. კარი ჩუმად შევაღე და შევიჭყიტე. მისი საწოლი ხელუხლებელი რომ დავინახე, ლამის გული გამისკდა. ყოველთვის ვიცოდით ერთმანეთის ასავალ დასავალი. მაშინვე მისაღებში გავედი და ჩანთას ვეცი. -რა მოხდა?- სერიოზულად მკითხა გაბრიელმა. ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და მიას ნომერი ავკრიფე.- ნატალი! -მია სახლში არაა. ტელეფონიც გათიშული აქვს...- ნერვიულად ამოვილაპარაკე და კიდევ ერთხელ გავუშვი ზარი მის ნომერზე. -მერე? მია დიდი გოგოა და როგორმე მიხედავს თავის თავს.- გაიკვირვა გაბრიელმა. -არა, შენ არ გესმის. ჩვენ ასე არ ვიქცევით, გაბრიელ. ყოველთვის ვიცით ერთმანეთის ასავალ დასავალი... კარგად რომ იყოს დამირეკავდა და მეტყოდა, რომ არ მოდიოდა სახლში, ან აგვიანდებოდა.- ნელ-ნელა შიში ისადგურებდა ჩემს გულში. -შეიძლება დაავიწყდა დარეკვა ნატა, მაინც და მაინც ცუდს ნუ იფიქრებ.- დასამშვიდებლად მითხრა. -არ გესმის? ასე არ ვიქცევით ჩვენ. იცის რომ ვინერვიეულებ. კარგად რომ იყოს დამირეკავდა.- უკვე ცრემლები ჩამიდგა თვალებში. ცოტაც და ხმამაღლა ავტირდებოდი. ვიცოდი, რომ რაღაც ისე არ იყო, გული მიგრძნობდა. სასწრაფოდ ზურგი ვაქციე გაბრიელს, რომ ჩემი ცრემლები არ დაენახა. -ნუ ნერვიულობ, ნატა. იქნებ დაეძინა, ან...- ჩემს დასამშვიდებლად სიტყვებს ეძებდა. -ნატა, შემომხედე. -მისკენ შემაბრუნა.- ტირი? -კი.- სლუკუნით დავუქნიე თავი.- ვიცი რაღაც უჭირს, გაბრიელ. გული მიგრძნობს...-ამოვიტირე და გულზე მივეკარი. მანაც სწრაფად მომხვია წელზე ხელები და ძლიერად მიმიკრა. -ნუ გეშინია, აი, ნახავ, კარგად იქნება... დამშვიდდი. მთელი ღამე თეთრად გავათენე. ცრემლებს ვერ ვიჩერებდი. ასე არასოდეს მოქცეულა მია. რაღაც ისე ვერ იყო, თორემ აუცილებლად დამირეკავდა. -იქნებ რამე დაუშავა ალექსანდრემ, ჰა? -უკვე მეასედ ვკითხე სამზარეულოდან გამოსულ გაბრიელს და ცრემლიანი თვალები მივანათე. -დავრეკოთ რა პოლიციაში. -ნატა, ხომ გითხარი, ადამიანის გაუჩინარებიდან თუ 48 საათი არ გავა, ძებნას არ დაიწყებენ. იქნებ ერთად არიან? შუა ღამეა და... -დამირეკავდა...- მაინც ჟიუტად წამოვიძახე. -ეს გამომართვი.- ყავით სავსე ჭიქა მომაწოდა.- დალიე, ცოტა გონებაზე მოხვალ. -გმადლობ. -ამოვიბუტბუტე.- ეს რას მოვესწარი? დიდი გაბრიელ ჯაჭვლიანის მოდუღებულ ყავას ვსვამ.- ამოვილაპარაკე ის, რაც ვიფიქრე. ამაზე გაბრიელს სიცილი აუტყდა და ყავა შარვალზე გადმოექცა. ინტიქტურად ფეხზე წამოვარდა და მეც იგივე გავაკეთე. სულ დამავიწყდა რომ ხელში ცხელი ყავით სავსე ჭიქა მეჭირა და ნახევარი გულ მკერდზე გადავისხი, რასაც ჩემი კივილი მოჰყვა. გაბრიელი სწრაფად მეცა და მაისური წამში გამაძრო. მის წინ მხოლოდ ელასტიკითა და ბიუსჰალტესით ვიდექი, მაგრამ ამას ვინ ჩიოდა? სიმწრით ცრემლები წამომცვივა. ხელი მაჯაზე მომავლო და სააბაზანოსკენ გამაქანა. ხელი ცივ წყალს შეუშვირა და ყელის ქვევით დამადო. შვება ვიგრძენი, მაგრამ 2 წამის შემდეგ ხელი გაუთმა და წვა ისევ ვიგრძენი. ისევ იგივე გაიმეორა და ისევ დავმშვიდდი. -დამშვიდდი, არაფერია, დამშვიდდი.- მამხნევებდა მტირალს. სარკეში ჩემს ანარეკლს მოვკარი თვალი. ყელის ქვემოთ მკერდამდე საშინლად გამწითლებოდა კანი. -მეწვის, ძალიან მეწვის.-ამოვიტირე. -მოითმინე ძვირფასო.- მითხრა ხელზე ხელი მომკიდა და ცივი წყლას მიუშვირა. ხელი რომ საკმაოდ გამიცივდა მკერდზე დამადებინა და აბაზანიდან გავიდა. -გაბრიელ!- ტირილით დავუძახე. -ახლავე მოვალ. -დამიბრუნა პასუხი და ორ წუთში შემობრუნდა აბაზანაში. ხელში რაღაც ნაჭერი ეჭირა, ცივი წყლით დაასველა და ოთახში გამიყვანა. - დაწექი!- მიბრძანა და მეც სასწრაფოდ გავიშოტე დივანზე. სველი ტილო ძალიან ფრთხილად მომაფარა დამწვალ გულ მკერდზე. -მე 5 წუთით გავალ აფთიაქში და მალე დავბრუნდები. ამ ნაჭერს თუ მეორე მხრიდანაც მიიფარებ, როცა გათბება, უფრო გესიამოვნება. -მითხრა და სასწრაფოდ გავარდა, ისე რომ სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი. მართლაც მალე მოვიდა. ხელში აფთიაქის ცელოფანი ეჟირა. -როგორ ხარ?-მზრუნველად მკითხა. -მეწვის. -შევჩივლე. -მაზი მოვიტანე. ახლა ამას წაგისვამ და გაგივლის.- სველი ნაჭერი ამაცალა და პატარა ყუთი გახსნა. დივანზე ჩამომიჯდა და თითების წრიული მოძრაობით ნაზად მისვამდა გულმკერდზე წამალს. ქუთუთოები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს და წვას გაჭირვებით ვიტანდი. მაზის წასმა დაამთავრა და მეც შვებით ამოვისუნთქე. ჩემსკენ დაიხარა და დამწვარ ადგილებზე სული შეუბერა. -მითქვამს შენთვის, რომ ძალიან ლამაზი ხარ?-მოულოდნელად მითხრა და კიდევ ერთხელ შემიბერა სული. -ნწ...- თავი გავაქნიე პასუხად ენა დაბმულმა. თავდახრილმა, ქვემოდან ისე ამომხედა, სულ დამავიწყდა დამწვალ- დათუთქული ადგილები. -ბევრი დამიშავებია, თუ არ მითქვამს.- ისევ სული შემიბერა და შემდეგ სახესთან მოიწია. -გაბრიელ!- მინდოდა ავმდგარიყავი. მის ასეთ სიახლოვეს ვერ ვუძლებდი, მაგრამ არ გამიშვა. კიდევ უფრო მომიახლოვდა. გული უკვე ყელში მიცემდა. ძალიან ნაზად მაკოცა. დავდნი. ხელები მაშნვე მის კისერზე მოვათავსე. სახეზე მეფერებოდა ცერა თითებით და გამალებული მიკოცნიდა სახეს და ტუჩებს. -ნატა, ჩაიცვი სანამ მოთმინება დამიკარგავს.-მითხრა სუნთქვა გახშირებულმა. ფეხზე ავდექი და ოთახში შევედი. ახლა ისევ ვიგრძენი სიმხურვალე დამწვარი გულმკერდიდან მოღებული მაიკა გამოვიღე და ფრთხილად გადავიცვი. საათს შევხედე. დილის შვიდი საათი იყო. ისევ დარეკვა ვცადე მიასთან, მაგრამ ისევ გათიშული იყო. მისაღებში გავედი. გაბრიელი სავარძელში იჯდა. -რა გავაკეთო, გაბრიელ? რომ არ დაბრუნდეს რა ვქნა? გავგიჟდები. სად მოვძებნო ისიც არ ვიცი.- დივანზე ჩამოვჯექი და სახე ხელებში ჩავმალე. -მომისმინე.- ჩემს წინ ჩაიმუხლა და სახეზე ხელები მომკიდა.- ცოტა ხანიც დავიცადოთ და ისევ თუ არ გამოჩნდა ალექსანდრესთან წავიდეთ. მე მანამდე მისამართს დავადგენ. -კარგი.- არ ვიცი რატომ მაგრამ მისი თვითოეული სიტყვის მჯეროდა. -წავალ ჩაის გავაკეთებ.- ფეხზე წამოდგა და თავზე მაკოცა. მე კი ისევ წინანდელ პოზას დავუბრუნდი. კარზე ზარის ხმა გავიგე და მაშინვე გამომძახა გაბრიელმა მე გავაღებო. მე ყურადღება არ მიმიქცევია ამისთვის, მია რომ ყოფილიყო გასაღებით გააღებდა კარს. ______ გაბრიელის სხეულზე აკრულს გამეღვიძა. ჩემს ოთახში, ჩემივე საწოლში ვიწექით ორივე. თავი მის მკერდზე მომეთავსებინა და მის მკლავებში ჩამალული მშვიდად ვსუნთქავდი. გაბრიელსაც მშვიდად ეძინა. მკერდი რითმულად აუდ-ჩაუდიოდა. სახეზე სიმშვიდე ეწერა. ისე მინდოდა ახლა მის ტუჩემს შევხებოდი, რომ გამაკანკალა. მისი მკლავებიდან ხელი ფრთილად გამოვაძვრინე და სახეზე ჩამოვუსვი. როგორც ჩანს ღრმად ეძინა, უფრო გავთამამდი და საჩვენებელი და შუათითები ნაზად გადავატარე ქვედა ტუჩზე. -თუ არ მოისვენებ, კარგ ჩიტს დაიჭერ.-მითხრა თვალებ გაუხელლად. -შემაშინე.-ლამის გული გამიხეთქა მისმა ხმამ. შევხტი და გულაჩქარებულმა ღრმად ჩავისუნთქე. ხელი მის გულზე მოვათავსე. არ ვიცი რატომ, მაგრამ თავს უხერხულად საერთოდ არ ვგრძნობდი,რაც წესით მის გვერდით წოლის დროს უნდა მეგრძნო. თვალები გაახილა და გადმომხედა. -არასდროს მომწონდა ახლად გაღვიძებული ქალის სახე... -მითხრა მოულოდნელად. ჩემდაუნებურად შევკარი წარბები. ღმერთო რა გაუთლელია... -ხო? -წამოვიძახე უკმაყოფილო ხმით და მისი მკლავებიდან გამოძრომა ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. -ხო, მაგრამ ახლა მგონი აზრი მეცვლება.- ჩაფიქრებულმა მითხრა. -ამას ყველას ეუბნები ვინც შენს გვერდით იღვიძებს?- ნერვებ მოშლილმა წამოვიძახე და მკრალებოდან დავუსხლტი. -არა, ამ ფრაზას არასდროს ვიყენებ. ვის გვერდითაც ვიღვიძებ, როგორც წესი მასთან წინა ღამით სექსი მაქვს ხოლმე და ამ სიტყვების დახარჯმა აღარ მიწევს.- მხრები აიჩეჩა და საწოლში წამოჯდა. -ხო?- შევუღრინე და მისკენ შევბრუნდი თვალების ბრიალით. ის კი საწოლიდან წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. ახლოს დამიდგა და ხელები წელზე შემომიცურა. -ამის მეტი სიტყვა არ იცი?- ირონიულად მკითხა. -დამცინი ხომ?- უარესად მომეშალა ნერვები და მისი ხელებიდან გასანთავისუფლებლად გავიბრძოლე. -მომწონს რომ ეჭვიანობ. ნუ ფართხალებ! - ნიკაპზე ხელი მომავლო და თავი გამიკავა. -მაშინ უფრო მომწონდი ჯმუხი და უხეში რომ იყავი. ვერ გიტან ასეთს...-გაწიწმატებულმა მუთხარი. -აჰა, გულახდილი საუბრების დროა ხომ? ანუ მოგწონდი, როცა ჯმუხი და უხეში ვიყავი? შენ არ იცი, რომ უფროსს თვალი არ უნდა დაადგა?-ჩემს დაცინვას აგრძელებდა გაბრიელი. -გამიშვი. -ავფართხალდი. სიბრაზისგან თუ სირცხვილისგან თვალზე ცრემლები მომადგა. -რა სულელი ხარ, გოგო. რა გეშველება?- თავზე ხელი გადამისვა და მიმიხუტა უკვე ასრუტუნებული.- რა მალე ვარდები? -ასე ნუ იქცევი...- ამოვიჩურჩულე. -ასე როგორ? ნუ გეხუტები? -აი, ისევ აგრძელებ! -წამოვიძახე. -კარგი, კარგი. მაპატიე...- თავი ამაწევინა და მონდომებით დამწვდა ტუჩებზე. უმალ ჩამიცხრა ბრაზი და მის მკლავებში გავინაბე.- ვითომ ხომ დიდი ხარ, შენს საქმეს ხომ ფანტასტიურად უმკლავდები, საოცრად სექსუალური ხომ ხარ, მაგრამ ამავდროულად ისეთი ბავშვური ხარ... -ვაიმე, გაბრიელ!- ხმამაღლა წამოვიძახე და მისი მკერდიდან სწრაფად წამოვწიე თავი. -რა იყო?-თვალები გაუფართოვდა. -ორი საათია. სამსახური...- წამოვიყვირე და კედელზე დაკიდული საათისკენ გავიშვირე ხელი. -რა გაყვირებს? დღეს არ მივდივართ. -მითხრა მშვიდად. -რა? -თვალები დავქაჩე. -არა, უნდა წავიდე, იმდენი საქმე მაქვს.ისეთი ტირანი უფროსი მყავს...- სიტყვა გავწელე. -შენი ტირანი უფროსი თანახმაა დღეს სახლში იყო, ოღონდ მხოლოდ ჩემს გარემოცვაში.-რატომღაც საერთოდ არ მოხვდა გულზე, მისი მიმართულებით გასროლილი შხამი. -ხო მართლა, როდის უნდა შემიცვალო სახელი შენს ტელეფონში? -რა? ჩემს ტელეფონში იქექებოდი? -არა, რომ დაგეძინა გუშინ შენს ტელეფონს ვეძებდი მიამ არ დარეკოს მეთქი და რომ დავრეკე...-თავი გაიმართლა. -ააა...-წამოვიძახე და კარადასთან მივედი. -და როდის შემიცვლი სახელს? -როცა დაიმსახურებ.- სამზარეულო იცი სადაცაა და ყავას თუ გააკეთებ, ცუდი არ იქნება.- მივაძახე და სააბაზანოს კარი შევიკეტე. წყალი გადავივლე და უცებ გამოვედი. ჯინსის შარვალი ამოვიცვი და თხელ მაიკაზე ჟაკეტი შემოვიცვი. სარკეში გუშინდელ დამწვრიბას გავაკვირდი. მხოლოდ აქა იქ მემჩნეოდა სიწითლე, მაგრამ აღარ მეწვოდა. მხოლოდ შეხებაზე მქონდა ცუდი შეგრძნება. ფეხაკრეფით შევედი სამზარეულოში და მოფუსფუსე გაბრიელს დავაკვირდი. ყავა უკვე გაეკეთებინა და კრუასანისთვისაც მიუგნია და თეფშებზე ანაწილებდა. -ასე იდგები და მიყურებ თუ დამეხმარები?- ჩემსკენ არ მოუხედავს ისე მკითხა. -მირჩევნია გიყურო. -გავიცინე. -მაშინ მაგიდასთან დაბრძანდით და მე მოგემსახურებით.- ჩემთან მოვიდა, ხელჩაკიდულმა მიმიყვანა და მაგიდასთან სკამზე ჩამომსვა. ყავის ჩიქა წინ დამიდგა და თვითონაც ჩემს წინ დაჯდა. -მშვენივრად მოშინაურდი, ყავაც ძალიან გემრიელია.-ვუთხარი, როცა ყავა მოვსვი. -სხვა რა გზა მაქვს? როგორც მახსოვს შენ დამპატიჟე ყავაზე, აქ ამომიტყუე და ახლა კი ხედავ როგორ ვტრიალებ ახალი რძალივით სამზარეულოში. ამას გარდა მშვენიერი სამზარეულო გაქვს.- გამიცინა. ხმა აღარ ამომიღია.ნეტავ მია რას აკეთებდა? ნეტავ ის მაინც ეთქვა სად მიდიოდა, ასე აღარ ვინერვიულებდი. სადაც ვნახარ იმ იდიოტ სანტას იქვე დავმარხავ... -ნატა! -ფიქრებიდან გაბრიელის ხმამ გამომიყვანა.- რა მოხდა? -ნეტავ მია რას აკეთებს? სადაა? ისიც კი არ ვიცი რა უჭირს და როგორ დავეხმარო?- ხმა გაბზარულმა ვკითხე. -ეს ახლა არც მიამ იცის. როცა გაერკვევა საკუთარ თავში და მიხვდება რა უჭირს, მერე დაბრუნდება.-თმაზე ხელი გადამისვა.- თმას რატომ არ იშრობ? გაცივდები. -დამეზარა.-მხრები ავიჩეჩე. -მიდი, გაიშრე. მერე ვისადილოთ და სამსახურში გავიაროთ. -მარკეტში ვარ გასავლელი. მგონი არცაა სახლში არაფერი. -როგორც ჩანს შენ და შენი დაბნეული დაქალი ჰაერით იკვებებით. ამიტომ ხართ ორივე ერთად ორი კილო. ________ -სამსახურის შემდეგ სახლში მომიყვანა და თვითონ სახლში წავიდა. მთელი დღე ველოდი მიას ზარს მაგრამ არაფერი ისმოდა. ნერვიულობისგან თავი მისკდებოდა. მარკეტში ჩავედი და ცოტ-ცოტა ყველაფერი ამოვიტანე სახლში. არაფრის მომზადების თავი არ მქონდა და ვერც შიმშილს ვგრძნობდი. ცელოფნებიდან პროდუქტს მაცივარში ვალაგებდი, ჩემი ტელეფონის ხმა რომ გავიგე და თავპირის მტვრევით გამოვვარდი სამზარეულოდან. -„ნატა.“-მიას ხმა მომესმა ყურმილიდან. -„მია, როგორ ხარ? სად ხარ? აქამდე რატომ არ დამირეკე? მოვკვდი ნერვიულობით.“-ამოუსუნთქავად მივაყარე კითხვები. -„კარგად ვარ. ბათუმში ვარ. კვირის ბოლომდე დავრჩები და ჩამოვალ“- მისი ხმა არ მომეწონა. თითქოს სხვა მელაპარაკებოდა. -„რა მოხდა? ასე რატომ გაქანდი მანდ? რატომ არ მეუბნები რა გჭირს?“ -„ახლა არა რა, რომ ჩამოვალ, ამაზე მერე ვილაპარაკოთ.“-ხმა გაებზარა. -„კარგი. არ ინერვიულო რა, ყველაფერი მოგვარდება. მიყვარხარ დაო.“-მეც უკვე ვსრუტუნებდი. მისი ტკივილი მტკიოდა... -„არ იტირო. მეც მიყვარხარ!“. -მითხრა და გათიშა. ტირილ-ტირილით შევალაგე მაცივარში პროდუქტები და მერე ყავა გავიკეთე. ცოტა ხანი ლანას ვესაუბრე სკაიპით. გადავწყვიტე, არაფერი მეთქვა ჯერ -ჯერობით მიას შესახებ. ახლა მისთვის ნერვიულობა არ შეიძლებოდა. აბანოდან გამოსულმა თმა გავიშრე და საწოლში შევგორდი. იმ მხარეს დავწექი სადაც გუშინ გაბრიელი იწვა და მისი სუნით გაჟღენთილ ბალიშს ჩავეკარი. ფიქრებმა შემითრია. როდის მოვასწარი მისით ასე ავსება? სულ რამდენიმე საათია არ მინახავს და უკვე ძალიან მენატრება. ღამის ორი საათია და ჯერ კიდევ მასზე ვფიქრობ. ნუთუ შემიყვარდა? რატომ მირბის ჩემი ფიქრები სულ მისკენ? ფიქრი მობილურზე მოსულმა შეტყობინებამ შემაწყვეტინა. თვალები შუბლზე ამივიდა, როცა შეტყობინების ავტორი, ჩემი ფიქრების მთავარი ობიექტი აღმოჩნდა. „ეს უკანასკნელია, როცა ასე ვარ, შენგან შორს... მალე ყველაფერი შეიცვლება!“ საერთოდ ვერ გავიგე ამას რატომ მწერდა. ან იქნებ სხვასაც სწერდა? ტელეფონი ბალიშის ქვეშ ამოვიჩარე და მხარი ვიცვალე. მიუხედავად მთელი რიგი მცდელობებისა, დილის 6 საათამდე თვალი ვერ მოვხუჭე. მიაზე ვფიქრობდი, ნეტავ რა იყო მიზეზი მისი გაქცევის? იმედი მაქვს რამე არ დაუშავა იმ კლაუსმა თორემ, ვანანებ საერთოდ რომ მოევლინა ამ ქვეყნად. გაბრიელის გამოგზავნილი წერილიც ალბათ მილიონჯერ გადავიკითხე. საწოლში ვწრიალებდი ვცქმუტავდი და რომ დავრწმუნდი ძილი აღარ მომეკარებოდა სააბაზანოში გავბანცალდი. დაახლოებით ერთი საათი გავატარე ცხელ წყალში მწოლიარემ, მერე წყალი გადავივლე, ხალათით და თავზე ფირსახოც მოხვეული გავედი სამზარეულოში. ყავა გავიკეთე და მაგიდას მივუჯექი. თავი მტკიოდა და თვალებიც მეცრემლებოდა. ალბათ უძილობის გამო... სამსახურში წასასვლელად გამოვეწყე. თვალები შემშუპებოდა ამიტომ ვეცადე მაკიაჟით დამემალა,თუმცა რამდენად გამომივიდა არ ვიცი. „სამსახურში აბვიანებთ, ნატალი! სადარბაზოსთან გელოდები.“-ისევ მივიღე შეტყობინება. მაშინვე სამზარეულოს ფანჯარას გავეკარი და სადარბაზოსთან გაბრიელის მანქანა რომ დავინახე, ტუჩებს თავი ვერ მოვუყარე და ფართოდ გამეღიმა სიამოვნებისგან. სულ თავპირის მტვრევით ჩავირბინე 2 სართულის კიბეები და სადარბაზოდან გავვარდი. -ასე რამეს მოიტეხ, ნატა!-გაეცინა ჩემს საქციელზე. -დილა მშვიდონის.- არ შევიმჩნიე მისი კომენტარი. ახლოს მივედი და მის წინ გამოვიჭიმე. -დილა მშვიდობის.- გამიღიმა. მოულოდნელად დაიხარა და შუბლზე მაკოცა. თავით ფეხებამდე დამიარა სიცხემ და ბოლოს გულში მოიყარა ერთიანად თავი. ისე გამალებით ამიძგერდა გული, ცოტაც და ამომიხტებოდა საგულედან. როგორ მომნატრებია მისი შეხება, სახე, ხმა...- ცუდად გეძინა?- თვალის უპეებზე გადამისვა ცერა თითები. -ცუდად მეძინა.- თავი დავუკარი. თითებით ლოყებზე მომეფერა და თვალები დამიკოცნა. მეც პატარა მორჩილი ბავშვივით ვიდექი გასუსული და მისი შეხებით ვტკბებოდი. -წავიდეთ, დავაგვიანებთ.- კარი გამიღო და მერე თვითონაც გვერდით მომიჯდა.-მიამ დარეკა? -კი ბათუმში ვარო. კვირის ბოლოს ჩამოვალო... -კარგადაა?-გამომხედა. -არ ვიცი, რაღაცას დარდობს, რაღაც აწუხებს და მე არ ვიცი, ვერაფრით ვეხმარები..- პატარა ბავშვივით დამებრიცა ტუჩები და სატირლად მოვემზადე. -არ იტირო, ნატა. თვალები ისედაც შეშუპებული გაქვს.- შეშფოთებულმა გამომხედა. -არ ვიტირებ!- ვუთხარი და მომდგარი ცრემლები „გადავყლაპე“ ______ მთელი დღე გიჟივით დავრბოდი აქეთ-იქით და ორი დღის დაგროვილ საქმეს ერთად ვაკეთებდი. „მაინც და მაინც დღეს მაცვია ეს მაღლები, დამატყდა ფეხები“- ბუზღუნით დავრბოდი დერეფანში და ჩემს მაგიდაზე დაგროვილ საქაღალდეების გროვას კაბინეტებში ვანაწილებდი.არც შესვენებაზე გავსულვარ. მთელი დღე გაბრიელმაც ვერ გამოყო თავი კაბინეტიდან. მხოლოდ ერთხელ გავიდა თათბირზე და მერე ისევ საქმეში ჩაიძირა. უკვე დღის ბოლო იყო, მობილური რომ აწრიალდა. „ტირანი“ რომ დავინახე წარწერა, მაშინვე გადამეყარა დაღლილობა. ტელეფონს ვეცი და ვუპასუხე. -დაიღალე და მშიერი ხარ, ხომ? -მის ხმაშიც ვამჩნევდი დაღლილობას. -კი, დავიღალე და მშიერი ვარ. შენც ხომ?-სავარძლის საზურგეზე გადავწექი. თან მეცინებოდა ჩვენს ბავშვობაზე. ისე ვსაუბრობდით ტელეფონით, თითქოს ერთი კარი არ გვაშორებდეს ერთმანეთს. -მეც. ხუთ წუთში გამოვალ და წავიდეთ!-ჩვეული მბრძანებლური ტონით მითხრა. -დიახ, ბატონო გაბრიელ!- ავფხუკუნდი. -ნუ მაიმუნობ, ნატა!- მითხრა და გამითიშა. მოვწესრიგდი და გაბრიელიც გამონდა. მანქანამდე ძლივს მივაღწიე და ქშენით ჩავჯექი. ფეხზე გავიხადე და სკამზე ავიკეცე. -მთელი დღე ამით როგორ დადიხარ?-მიმანიშნა ჩემს ცატამბრჯენებზე. -წვალებით!- გამეცინა.-ჩემს შესახვევს გავცდით, გაბრიელ! -წამოვიძახე და უკან მივბრუნდი დასარწმუნებლად. -მერე ვინ გითხრა, რომ შენთან მივდიოდით?-მშვიდად მკითხა. -აბა? -ჩემთან. მიას ჩამოსვლამდე ჩემთან იქნები! -რა ? რატომ?-ნეტავ ახლა რაღა მოიგონა? -მარტოობის გეშინია, ნატა.-თავის სიტყვებში დარწმუნებულმა მითხრა.- უძილობა გაქვს და ნერვიულობ, ნორმალურად არ იკვებები... საკმარისი მიზეზია თუ გავაგრძელო? -მერე შენ დამამშვიდებელი ხარ თუ ძილის წამალი?- გამეცინა. -თავისუფლად შემიძლია ჩამოთვლილ მიზეზებს ვუშველო... -მართლა? როგორ, ერთი გამიმხილე რა...- წარბები შევყარე. - ჩემთან გადმოხვალ-მეთქი, ხომ გითხარი?- გაიკვირვა. -და ამით ავტომატურად მოგვარდება ყველაფერი?- ირონიულად ვიკითხე. -დიახ.- აშკარად არ შეიმჩნია ჩემი ირონია. -ვერა, გაბრიელ. შენთან ვერ გადმოვალ. მია რომ ჩამოვიდეს? გასაღები არ აქვს და სახლში უნდა დავხვდე. თანაც ყველაფერი სახლში მაქვს, პირადი ნივთები, ტანსაცმელი... მოკლედ, გამორიცხულია...- გამოვიტანე დასკვნა და თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე. -კარგი.- მტკიცედ მითხრა, უცებ, ისეთი სისწრაფით შემოაბრუნა მანქანა და საპირისპირო მიმართულებას დაადგა, შიშით სავარძელს ავეკარი. -გადაირიე? გული გამიხეთქე. რას აკეთებ?- გულ გახეთქილმა ვიყვირე. -კარგი, არ გადმოხვიდე ჩემთან. მაშინ მე გადმოვდივარ შენთან. -გაბრიელ... -არ მაინტერესებს, ნატა!-გამაწყვეტინა. მანქანა გზიდან გადაიყანა.- ხომ ხვდები, რომ ჩემთვის სულ ერთი არ ხარ? ხომ ხვდები, რომ ბევრს ნიშნავ ჩემთვის? შენგანაც ვგრძნობ სითბოს, ვგრძნობ, რომ არც შენ ხარ გულცივი ჩემს მიმართ. სხვა რა პრობლებაა, ვერ ვიგებ. ის რომ შენს სახლში გავათევ ღამეს, ან პირიქით შენ გაათევ ჩემს სახლში რამდენიმე ღამეს, არ ნიშნავს, რომ რამე ისეთი მოხდება, რაც შენ არ გენდომება. ეს ზედმეტ პასუხისმგებლობას არ გაკისრებს. ახლა გაიგე?-ისე მიყურებდა თვალებში, ვერ გავძელი და მზერა მოვარიდე.- მე მიყურე, ნატა! გაიგე რაც გითხარი? -კი.-თავი დავუქნიე. -ძალიან კარგი. ანუ, შენთან ვრჩებით. -მითხრა და მანქანა ისევ ჩემი სახლის მიმართულებით წაიყვანა. მოიცა, რაო, რა მითხრა? ჩემთვის ბევრს ნიშნავო? ეს რას ნიშნავს? რომ ვუყვარვარ? თუ მოვწონვარ? თუ... თუ... ღმერთო, შენ მიშველე და ახლა არ მომკლა ნერვიულობა-სიხარულისგან და მეტი არაფერი მინდა... მანქანიდან უხმოდ გადავედით. გაბრიელმა უკანა კარი გააღო და სპორტული ჩანთა აიღო, შემდეგ მომიახლოვდა და ხელი წელზე მომხვია. -ეგ რა არის?-ვკითხე ინტერესით. -ჩემი ბარგი.-ისეთი ხმით მითხრა, თითქოს გუშინაც მისი ბარგის გადმოტანაზე ვსაუბრობდით და გადამავიწყდა. ჩემს სახეზე გაეცინა.- შენგან ყველაფერს უნდა მოელოდეს კაცი, ნატა, ამიტომ ყოველი შემთხვევისთვის ბარგიც წამოვიღე. -ააა...- გაკვირვებულმა და სიტუაციაში გარკვეულმა ამოვიძახე. სახლშ შევედით თუ არა, მაშინვე გავიძრე ფეხსაცმელები და იქვე მივყარე. „ აღარასოდეს ჩავიცვამ!“ გულში პირობა დავდე და მაშინვე სამზარეულოში გავედი. ყავის გასაკეთებლად ჩაიდანი დავდგი გაზქურაზე და მისაღებში შევედი, სადაც გაბრიელი მეგულებოდა. -მოდი.- დივანზე მჯდარმა ხელი დამიტყაპუნა თავის გვერდზე და ჩამომჯდარი გულზე მიმიხუტა.- დღეს ძალიან ბევრი საქმე გქონდა მეც და შენც. ნორმალურად ვერც მოგკარი თვალი და ძალიან მომენატრე.- თავზე რამდენჯერმე მაკოცა. -მართლა?- მისი სიტყვები გულში სითბოს მივივებდა, სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა და გამეღიმა. -მართლა... ვიცი, ცოტა უცნაურად გეჩვენება ჩემი საქციელი, შეიძლება გეგონოს რომ შენთან ურთიერთობაში ძალიან ვჩქარობ, მაგრამ დამიჯერე წუხანდელმა ღამემ მიმახვედრა, რომ უშენოდ ყოფნა არ შემიძლია. მთელი ღამე გავათენე, ნატა. ერთი სული მქონდა როდის დავინახავდი შენს ლამაზ თვალებს.- ჩურჩულით მითხრა და ორივე თვალზე მაკოცა.- შენს პაწია ცხვირს და შენს სავსე, ტკბილ ტუჩებს.-მორიგეობით მაკოცა ჯერ ცხვირის წვერზე და შემდეგ ტუჩებზე. მეც განაბული და სიამოვნების მორევში გადავარდნილი მივყვებოდი მის სურვილებს. თავი გვერდით გადამივარდა და ყელზე ჩასულს გზა გავუხსენი. ნაზად მეალერსებოდა. ხელები მის თმაში ავბლანდე და სწრაფად გადავჯექი მის კალთაში. ჩემმა სითამამემ გააოცა.მეც შოკში ჩამაგდებდა ჩემი საქციელი, სადღაც გარედან რომ მედევნებინა თვალი, რადგან არასდროს ვყოფილვარ ასეთი თამამი მამაკაცთან ურთიერთობაში. ახლა კი თავის კონტროლი მიჭირდა. ვკოცნიდი და უფრო მეტი მინდოდა. მე გაბრიელი მინდოდა მთლიანად. მინდოდა მისი სხეული, სული, გონება, გული... ყველაფერი... მაისური გამაზრო და ხელები ძლიერად დამისვა ხერხემალზე. მისი მხურვალე ხელებმა ცეცხლი მომიკიდა. ათრთოლებული თითებით მოუხერხებლად გავუხსენი პერანგის ღილები და მოშიშვლებულ მკერდზე დავუსვი თითები. ნელა ავაყოლე პრესზე ხელი, მკერდზე, ყელზე და ბოლოს ისევ მის კისერზე მოვათავსე. მის ტუჩებს ყელზე ვგრძნობდი და ყოველი შეხებისგან დადაღული, ღრმა სუნთქვას, სიამოვნებისგან გამოწვეულ ხმებს ვაყოლებდი. -ნატა, ახლა თუ არ გავჩერდი, მერე გვიან იქნება. არ მგონია ამისთვის მზად იყო...- ჩუმად მითხრა და ყურის ძირში მაკოცა. მისმა ხმამ რეალობაში დამაბრუნა. სახეზე სიმხურვალე ვიგრძენი. მისი კალთიდან წამოვფრინდი და იატაკზე დაგდებულ ჩემს მაისურს ვეცი. სასწრაფოდ გადავიცვი და ჩემი ოთახისკენ მოვკურცხლე. -გამოვიცვლი.- მივაძახე გაბრიელს, რომ არ გამომყოლოდა და კარები შევიკეტე. ეს რა დღეში ვიყავი? ჩემი თვითკონტროლი განადგურებულია. ჯანდაბა! როგორ ვკვნესოდი მის ყოველ შეხებაზე... მას რომ არ გავეჩერებინე, ახლა... ღმერთო, როგორ მრცხვენოდა გაბრიელის... -ნატა ყავა მზადაა.- ხმა მომესმა და ოთახიდან გავედი.- სად გავარდი? -არსად.- ვთქვი თუ არა სახე ამიხურდა. თვალი მოვარიდე. -ახლა არ მითხრა, რომ გცხვენია...-სიცილი ატეხა.- ნატა, კარგი რა, ახლა არ გადამრიო, გოგო... -ნუ დამცინი! -შევუბღვირე უარესად აწითლებულმა. -კარგი რა, ნატა. მოდი აქ.- ხელზე მომქაჩა და მუხლებზე ძალით დამისვა. ხელები მჭიდროთ მომხვია რომ არ წამოვმხტარიყავი. -ნატა, მე შენ ძალიან მიზიდავ და ვიცი, შენც იგივეს გრძნობ ჩემს მიმართ. ამის არ უნდა შეგრცხვეს. ის რასაც განიცდი, როცა გეხები, ეს ვნებაა... შენი თავის არ უნდა გრცხვენოდეს. მეც მინდოდა შენი კოცნა და შენც გინდოდა... რა არის აქ სასირცხვილო? მიდი ახლა გადასკუპდი და ყავა დალიე. მერე ვივახშმოთ, თორემ მალე ჩემი კუჭი ხმობას დაიწყებს.- მოწყვეტით მაკოცა და გვერდით სკამზე გადამსვა. ___________ მეორე დღეს სამსახურში ერთად შესულებს ყველამ თვალი გამოგვაყოლა. გაბრიელი სავარაუდოდ ვერაფერს ამჩნევდა და მეც იგივეს ვცდილობდი. ისედაც ამ ბოლო დღოს ყველა ეჭვის თვალით გვიყურებს და დარწმუნებული ვარ უკვე ნახევარზე მეტი გაბრიელის საყვარლობაში მდებდა ბრალს. სასწრაფოდ მოვიშორე შემაწუხებელი აზრები თავიდან და მუშაობას შევუდექი. გაბრიელიც შეხვედრაზე გავიდა და მოწყენილობისგან სულს ვღაფავდი. აპარატდან ყავა ჩამოვასხი და ჩემს მაგიდასთან მივიტანე. კარის გაღების ხმა მომესმა და გაბრიელის მოლოდინში სიხარულით გავაცეცე თვალები კარისკენ, რომ ხელში ნოე შემრჩა, ყვავილის თაიგულითა და ამაზრზენი ღიმილით. -ნატალი, ლამაზო, როგორ ხარ? ეს შენ მოგიტანე.- ჩემსკენ წამოვიდა, ლოყაზე მაკოცა და ყვავილები გულზე მომაკრო. მაშინვე ვიგრძენი ალკოჰოლის საშინელი სურნელი და ცხვირის წველი ამეწვა. -არ ღირდა შეწუხებად, ბატონო ნოე.- ყვავილებს ხელი მოვკიდე და მაგიდაზე უდიერად მივყარე. -ბატონი გაბრიელი გასულია. შეხვედრაზე შეუთანხმდით? -საერთოდ, მე გაბრიელის სანახავად არ მოვსულვარ აქ. ვიცი რომ შეხვედრაზეა. ალექსანდრეს ხვდება. დღეს კონტრაქტს აფორმებენ და ხვალიდან უკვე საქმესაც შევუდგებით. ჩემი წყალობით...- ბოლო სიტყვები გამოკვეთა.- და რადგანაც შენ და გაბრიელმა ის მიიღეთ რაც გინდოდათ, ახლა მე ვითხოვ ჩემსას.- ხელები მრავლის მეტყველად გაშალა და ჩემს წინ მდგარ სავარძელში ჩაეშვა. -რას გულისხმობთ?-თავი გავისულელე. -რას არა, ნატალი, ვის! რა თქმა უნდა შენ გგულისხმობ! შენ მიიღე ხელშეკრულება, ჩემი წყალობით და მე მინდიხარ შენ, ხელშეკრულების სანაცვლოდ. ხოდა აქ ვარ...-სახეზე ისეთი თვითკმაყოფილება ეხატა, ლამის გული ამერია, მაგრამ ამავდროულად ისტერიკული სიცილი ვერ მოვთოკე და ხმამაღლა გამეცინა. -მგონი თქვენ მთლად ნორმალური არ ხართ ხომ? ეს რა სისულელეა...- სიცილით ვთქვი. -სისულელეა, არა? მე შენ გასაგებად გითხარი რომ შენს მადიერებას ველოდი. ხო და იმას მივიღებ რასაც ველოდები საყვარელი.-სავარძლიდან ადგა და კარისკენ წავიდა. მეგონა წასასვლელად მაგრამ წამში მომესმა კარის საკეტის ხმა.-კარგია რომ ეს კარი იკეტება თორემ მომიწევდა გაბრიელის ოთახში, მის მაგიდაზევე შენი გაჟ***ა. -ახლავე გაეთრიე აქედან, ავადმყოფო! როგორ ბედავ?!- ხმას ავუწიე. -ეს პირველი ნაბიჯია ისტერიკისკენ? - ირონიულად მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა. ტელეპონის ყურმილს დავავლე ხელი და ღილაკს თითი დავჭირე. -დაცვა, ჩემს...-ვერც კი დავინახე ისე მომიახლოვდა და ტელეფონის ყურმილი ხელიდან გამომგლიჯა, სწრაფად მოავლო ხელი და კედელს შეანარცხა. -ტყუილად ირჯები ნატალი, იმას მივიღებ რაც მინდა და წავალ! თუ გგონია შენი წინააღმდეგობა შემაჩერებს ძალიან ცდები. -ერთი ნაბიჯიც კი არ გადმოდგა ჩემსკენ! -ხელის აწევით ვანიშნე გაჩერებულიყო. ხელზე ხელი წამავლო და ზედ ამიკრა. გამიღიმა და სახეზე სასმლის მყლარი სუნი შემომაფრქვია. -უკარებას თამაშობ პატარა ქალბატონო? არ გიხდება. ვიცი, რა ჩიტიც ბრძანდები. შენს უფლოსს ხომ ჩაუგორდი უკვე, მე რას მიწუნებ? მეც გამისინჯე გემო, იქნებ მასზე უკეთევი ვარ. -ხელი გამიშვი, ბინძურო არაკაცო. -ხელები მკერდზე მივაჭირე, მაგრამ ვერაფერს გავხდი. -პირველივე ნახვაზე ისე მიწვევდი, ნატალი, გგონია ახლა დამაჯერებ რომ ჩემთან სექსი არ გინდა? გეყოფა უკარებას როლის თამაში არ გიხდება. წელზე შემიცურა ხელი.. ერთი წამოკივლება მოვასწარი, რომ უცებ შემაბრუნდა დატუჩებზე ხელი ამაფარა. ცალი ხელით მოხვეტა ჩემს მაგიდადან ყველაფერი და იატაკზე გადმოუძახა. ხელი ზურგზე დამაჭირა და მაგიდაზე მუცლით დამალურსმა. ვერაფერს ვხდებოდი. მხოლოდ მთელი ძალით ვკიოდი. ვგრძნობდი შარვალზე როგორ მეჯაჯგურებოდა და ვერაფერს ვაკეთებდი. ზურგზე ხელს მთელი ძალით მაჭერდა და ადგომის საშვალებას არ მაძლევდა. -მაინც მივიღებ ჩემსაც ძუ*ნავ! ვერ დამიძვრები!- ჩამყვიროდა ყურებში. მერე ბუნდოვნად მახსოვს როგორ შემოამტვრია კარი გაბრიელმა, როგორ ამაგლიჯა სხეულიდან ნოე, მახსოვს როგორ ურტყავდა გაგიჟებული ისედაც დასისხლოანებულს. არ ვიცი ვინ წამომაწენა მაგიდიდან,ვინ გამისწორა წელზე წამოწეული მაისური, ვინ დამიჭირა მუხლებ მოკვეთილი და ვინ მიკრავდა გულზე, მხოლოდ გაბრიელის გაგიჟებული თვალები მახსოვს, რომელიც ძლივს ააგლიჯეს დაცვის ბიჭებმა ნოეს გულწასულ სხეულს. მაშინ გამოვიხედე თვალებიდან როცა მისი ხელები მხრებზე მომეხვია და ხელში აყვანილი შემიყვანა კაბინეტში ვიღაცამ წყლიანი ჭიქა მიაწოდა და გაბრიელმაც ძალიათ დამალევინა წყალი. სულ წამდენიმე წამში ამივარდა ისტერიკული ტირილი. მხოლოდ მაშინ როცა გულზე მიმიკრა. -ჩუმად, ჩუ... ყველაფერი დამთავრდა. ნატა, გეფიცები აღარავის მივცემ უფლებას ამდენად მოგიახლოვდეს. ჩუ... ჩუ... მე კი ვტიროდი და ვტიროდი, გაუჩერებლად. მერე კი დამშვიდებულს მომესმა გაბრიელის ხმა -მიყვარხარ, ნატალი! მთელი გულით და გონებით, მთელი არსებით მიყვარხარ. მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი. -მეც მიყვარხარ!-ამოვიჩურჩულე. ______ ამ ამბის შემდეგ, ორი დღე გავიდა. გაბრიელი გვერდიდან აღარ მშორდება. მხოლოდ ღამით გაიძულებდი, რომ დივანზე დაეძინა. თუ კომფორტს იწუნებ, შენს სახლში მიბრძანდი-მეთქი, მივაძარე ცხვირაბზუებულს და მას შემდეგ მორჩილად დაიდო ბინა მისაღებში.თუმცა, ღამის განმავლობაში ვგრძნობ, როგოს შემოდის ოთახში და საწოლზე ჩამომჯდარი მიყურებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ეს საიდუმლო ვიცი, დილით არაფერს ვიმჩნევ, თუმცა ჩემს გულს ეს იმდენად უხარია, რომ ლამის გამისკდეს... ____________ მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ღამე ცალ-ცალკე დავწექით დასაძინებლად, დილით მაინც ჩემს საწოლში გავიღვიძეთ ორივემ. მახსოვს როგომ შემოწვა საწოლში შუა ღამეს და შენი ხმა არ გავიგოო ჩურჩულით მიბრძანა. მაშინვე მის მხარზე მოვათავსე თავი და მგონი არც გავნძრეულვართ მთელი ღამე ისე გვეძინა. ახლაც მისი ძლიერი მკლავები მეხვეოდა მხრებზე და თავი ისევ მის გულზე მედო. მისი გულისცემა ჩემთვის ისეთი სიმშვიდის მომგვრელი იყო, თავი სამოთხეში მეგონა. -გაიღვიძე ძილისგუდავ?- მიჩურჩულა და თავზე მაკოცა. -დილა მშვიდობის.- გამეღიმა და შევხედე.- მეზარება სამსახურში წასვლა. ასე ბევრად კარგად ვგრძნობ თავს.-დავიწუწუნე. და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე. -საერთოდ, მე შემიძლია უკეთესადაც გაგრძნობინო თავი, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ხვალ 2 დღის საქმეს გააკეთებ?- ჩამეკითხა. -არც დაგვიანება შეიძლება?- სახე დავმანჭე და საცოდავი თვალებით შევხედე. -გააჩნია რის გაკეთებას ვაპირებთ... - სიტყვა კარზე ზარის ხმამ გააწყვეტინა. -ვნახავ ვინაა. -გველნაკბენივით წამოვვარდი ფეხზე. ხალათი მოვიცვი და კარისკენ გავვარდი. -ოთახიდან ცხვირი არ გამოყო, გაბრიელ! -გამაფრთხილებლად დავუქნიე თითი და ოთახიდან გავვარდი. ამ დილა ადრიან ისევ ვენერა დეიდა თუ მომადგა, არ ვიცი რას ვუზავ რა... რამდენი წელი უნდა გვაკონტროლოს ასე და მოახსენოს მიას მშობლებს ყველაფერი? აღარ ვართ იმდენად დიდები, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენებურად ვმართოთ? კარი გავაღე და ის ღიმილი რომელიც ვენერას მოვუმზადე, სახეზე მიმეყინა, რადგან კარებში ალექსანდრე დავინახე. _____მია_____ უკვე მერამდენე დღე იყო ბათუმში ვიყავი... დროის მსვლელობას მხოლოდ იმიტომ ვადევნებდი თვალს, რომ ორშაბათიდან სამსახურში მელოდნენ. ისეთი ხალისი აღარ მქონდა როგორც აქამდე, მაგრამ არ ვაპირებ დეპრესიაში ყოფნას და სახის მოხოკვას. კი, მტკივა, ძალიან მტკივა, მაგრამ ამას გადავლახავ. მე ხომ, თითქოს ველოდი ალექსანდრესგან მსგავს საქციელს? თითქოს ამისთვის მზადაც ვიყავი, მაგრამ ასეთი ფორმით არა... ჩამოსვლისთანავე მოვძებნე პატარა სასტუმრო და იქ დავბინავდი. ზღვის პირას იყო და ამიტომ შევაჩერე მასზე არჩევანი, თუმცა დიდად არც მიფიქრია ამაზე. თითქმის ყოველ ზაფხულს ამ სასტუმროში ვჩერდებით ხოლმე, და ამიტომ დაბარებულივით მოვადექი სასტუმროს. შაბათი დილა გათენდა. მხოლოდ ეს დღე და ხვალ თბილისში დავბრუნდები. საშინლად არ მინდა წასვლა, მაგრამ ახლა სხვა გზა არ მაქვს. ვერც ჩემს თავს და ვერც ჩემს ცხოვრებას ვერ გავექცევი. ან რა მოხდა ასეთი საგანგაშო? ვიცი, რომ ამ ამბავს ასე არ უნდა გადავყვე, მაგრამ ჩემი ქვეცნობიერი მკლავს. შიგნიდან რაღაც ძალიან მტკივა, გული მტკივა, სული მიკივის და ვერაფერს ვაკეთებ. მარწუხები გულიდან არ მეშვება, პირიქით, რაც დღეები ერთმანეთს მიყვება, მით უფრო მჭიდროდ მიჭერს. დილით მხოლოდ ყავა დავლიე და ჩვეულებისამებრ სანაპიროზე წავედი. ქურთუკი მჭიდროდ შემოვიკარი სხეულზე და ხელები ერთმანეთში ავხლართე. ნაპირს გავუყევი და ამოჩემებულ ადგილზე პირდაპილ ცივ ქვებზე დავჯექი. ვერც სიცივეს ვგრძნობდი და ვერც ყინვას. საოცრად მიზიდავდა ტალღების ხმა, მღელვარე აფორიაქებული ზღვის ყურება. ასე ირეოდა ჩემს გონებაშიც ფიქრები. ყოველ აბობოქრებულ ტალღას ვადევნებდი თვალს. აი, წამოიზარდა ტალღა წყლის ზედაპირზე, მოდის ნაპირისკენ და ნელ-ნელა უფრო ძლიერდება და იზრდება. უკვე ნაპირამდე მოსული, მთელი ძალით ეხეთქება ნაპირს და აქაფებული და ნაპირს დაპატრონებული , ნელ-ნელა იხევს უკან. საბოლოოდ ის ქაფებიც ქრება და რჩება ნაპირი მარტო და მხოლოდ ტალღის კვალი აჩნია. მიმორეული ქვები და სველი სანაპირო. შემდეგ ისევ თავიდან მეორდება ყველაფერი... აი, ასე... უწყვეტად... მე ჩემს თავს ახლა ამ სანაპიროსთან ვაიგივებ. სწორედ ასე აბობოქრდა ალექსანდრე როცა ჩემსკენ წამოვიდა. ნელ-ნელა უფრო და უფრო იზრდებოდა ჩემში და ბოლოს ისე წავიდა ჩემგან, არც კვალის დამჩნევა არ დავიწყებია... არ ვიცი რამდენი ხანი დავყავი სანაპიროზე, შეიძლება რამდენიმე წუთი, ან საათიც კი. მთელი სხეული გაყინული მქონდა, მაგრამ ადგომას და სასტუმროში დაბრუნებას მაინც არ ვაპირებდი. შემდეგ ის ვიგრძენი. ჩემს ზურგს უკან... დავიფიცებდი, რომ მის მზერას ვგრძნობდი, მისი სურნელი მცემდა, რომელიც ასე მენატრებოდი. მისი სუნთქვა მესმოდა ასეთ ქარსა და ტალღების ხმაურში. გაშეშებული ვიჯექი და ჩემს გულისცემას ვითვლიდი გაუაზრებლად.მოსი ჩემსკენ გადმოდგმული ყოველი ნაბიჯი მათბობდა, რეალობაში მაბრუნებდა, ადამიანს მხდიდა, გულს მითბობდა სულს მილამაზებდა... წურგს უკან მომიჯდა და ფეხები ჩემს ირგვლივ გამოშალა. მე კი ისევ გაუნძრევლად ვიჯექი. მის სახეს ისევ ვერ ვხედავდი. სურვილი მკლავდა რომ შევბრუნებულიყავი და მისი სახე დამენახა, თუნდაც ერთხელ მოვხვეოდი, თუნდაც ერთხელ მეკოცნა და მერე თუნდაც მოვმკვდარიყავი... -საუცხოო სურნელი გაქვს, ნაზი, ყვავილების... -მითხრა უკვე ნათქვამი სიტყვები. ხელები მუცელსა და წელს შორის შემომაჭდო და ძლიერად მომხვია. მისი ხმის გაგონებისთანავე თვალები დავხუჭე და ჩემს თავს მხოლოდ ერთ რამეს ვუმეორებდი „მოვიდა, მოვიდა, ის ჩემთანაა“. -სად გამექეცი, მია, სად დამემალები?-მიჩურჩულა და ყურის ძირში მაკოცა. გამაჟრჟოლა მაგრამ ისევ უხმოდ და გაუნძრევლად ვიჯექი. ისე ვიყავი ადგილს მიყინული, თითქოს ჩემი გამოძრავება მას გააქრობდა. -ვერსად წახვალ მია, ყველა გზა ჩემსკენ მოდის. ყველა გადადგმული ნაბიჯი ჩემთან მოგიყვანს.- თვალებიდან მორიგეობით გადმომცვივდა ცრემლები და მის ხელებს ზევიდან ჩემი ხელები შემოვხვიე. უკან ოდნავ გადავიხარე და მკერდზე ზურგით მივეყრდები. -რატომ მოხვედი?-ამოვიკვნესე. -მიეხედავად იმისა რომ სხეულს ვერ ვიმორჩილებდი და გულს ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებოდა, ენა ენორჩილებოდა გონებას. -მეკითხები კიდევ? არ შემოძლია შენი გაშვება, მია, მიყვარხარ!-ისეთი ხმით მითხრა, თითქოს ეს ისედაც ცხადი იყო და მე სულელი ვერ ვხვდებოდი მხოლოდ.- გესმის რას გეუბნები? არ ვაპირებ გაგიშვა და მე შორიდან გიყურო. -მერე და რატომ გამიშვი? რატომ მომექეცი ასე?-ხმა გამებზარა.- მე ის ქალი არ ვარ, რომელიც დილით საწოლში მარტო უნდა დატოვო, ალექსანდრე. არ ვაპირებ... -შენ ის ქალი ხარ, რომელიც მიყვარს!- სიტყვა გამაწყვეტინა.- ადექი, გაყინული ხარ სასტუმროში ვილაპარაკოთ. ჩემს პასუხს არც დალოდებია, ისე წამომაყენა ფეხზე. ჩემი გატოშილი სხეული თავის სხეულზე აიკრა და სასტუმროსკენ წამიყვანა. მისი სხეულის სითბო რომ შევიგრძენი, მაშინ დამაწყებინა კანკალი. აბა რა იქნებოდა? ვხედავდი როგორ იმალებოდა მზე ზღვის ქვეშ. მე კი დილიდან აქ ვიჯექი. მორჩა! ფილტვების ანთება გარანტირებული მქონდა... ნომერში როგორც შევედით, ალექსანდრემ გეზი სააბაზანოსკენ აიღო და მეც თან გამიყოლა. ცხელი წყალი ჩართო და საკუთარი ხელით მხდიდა ტანზე. -მე ვიზავ...-ამოვიკნავლე, როცა ჯინსის შარვლის ღილს ხელი წაავლო გასახსნელად. ყურადღება არ მომაქცია, უცებ დავრჩი საცვლების გარეშე მის წინაშე. -ახლა სასწრაფოდ მიიღე ცხელი აბაზანა და გამოდი, გელოდები.- მითხრა და მარტო დამტოვა მთელი საათი დასჭირდა ჩემს სხეულს, რომ კანკალი შეეწყვიტა. თან სულელივით მეღიმებოდა აკანკალებულს, რომ ვიცოდი გარეთ ალექსანდრე მელოდა... როგორც იქნა გავლღვი და თავზე ტილო შემოხვეული და ხალათით გავედი ოთახში. ალექსანდრე სავარძელში იჯდა ჩაფიქრებული. ფეხის ხმაზე გამომხედა და ჩემსკენ წამოვიდა. ხელი ჩამკიდა და საწოლისკენ წამიყვანა. გულმა რეჩხი მიყო, ხელის განთავისუფლება ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ალექსანდრემ ხელი საბნის ყურს მოკიდა გადასწია და საწოლში შემსვა. ნეტავ შემეძლოს იმ ემოციებისა და რეაქციების გადმოცემა, რასაც მის ყოველ შეხებაზე, გამოხედვასე, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე ვგრძნობდი. ჩემი სხეული და სული და გული მე აღარ მეკუთვნოდა... ფენი გამოიტანა აბაზანიდან, დანის წყაროსთან მიაერთდა და საწოლზე მუხლებით ამოვიდა. მის ყოველ მოძრაობას ხარბად ვადევნებდი თვალს და პირი ნერწყვით მევსებოდა. სააბაზანოში სიცივისგან ვკანკალებდი, ახლა კი ვნებით. თავიდან პირსახოცი მომხსნა და ჩართული ფენის ჰაერი მხრებზე დაფენილ თმაზე მომიშვა. ნელა და ნაზად დაატარებდა თითებს ჩემს თმაში და დრო და დრო თავზე მკოცნიდა. -მაგიჟებს შენი სურნელი, ნეტავ იცოდე, როგორ მიჭრს ახლა თავის შეკავება. -გახურებული ტუჩები მომაკრო ყელზე. მთელ ტანში დამიარა ცახცახმა. ეს ალექსანდრემაც შენიშნა და მაშინვე მომშორდა.- ჯერ ვისაუბრებთ და დანარჩენი მერე... _______ ხელში ჩაის ფინჯანი მეჭირა და ნერვიულად ვსვამდი. ალექსანდრე ჩემს წინ იჯდა და თვალს არ მაშორებდა. -იცი, პირველად რომ დაგინახე, მეტროში, ვიფიქრე ანგელოზი იყავი. ისეთი ლამაზი, იყავი, მაშინვე ჩამებეჭდე გონებაში. იმ დღის შემდეგ, დღე არ გასულა შენზე არ მეფიქროს. შენი დაქალის, ნატას სახლთან ყოველ ღამეს მოვდიოდი, ხან გხედავდი სახლში მიმავალს, ხან ვერა, შემდეგ საერთოდ აორთქლდი... თითქოს მეც შენი დავიწყების მცდელობაში ვიყავი და რუსთაველზე დაგინახე დამიანესთან ერთად. მთელი საღამო შორიდან გიყურებდი. იქ ჩემი მეგობრის ძმას მოვაკითხე, სწორედ იმას, ვინც ჩემი ნომერი შემოგაჩეჩა ხელში. მერე სანტა კლაუსის ფორმით გამოგეცხადე. მაშინ, რომ შეგეხე... შენი სურნელი რომ შევიგრძენი...- თვალები დახუჭა და გაიღიმა...რამდენიმე წამის შემდეგ ისევ განაგრძო. -ბოლოს როგორც იქნა, გამოხვედი სახლიდან და კლუბში გამოგყევით. იქ რომ გაკოცე, საბოლოოდ დაგისაკუთრე, მია... შენ მაშინ გახდი ჩემი ქალი, ჩემი გოგო... მერე რა მოხდა? უცებ შენ გამომეცხადე და გამომიჭირე, რომ არ ვიყავი საშა, როგორც ბებიაჩემი მეძახდა და ვიყავი-ალექსანდრე... დანარჩენი მოვლენები შენთან ერთად განვითარდა. კი ორივე მთვრალები ვიყავით, როცა სექსი გვქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისე გიყურებდი როგორც ნებისმიერ ქალს, მია. მე ვიცოდი რასაც ვაკეთებდი, მიუხედავად იმისა, რომ მთვრალი ვიყავი. დრო რომ დაბრუნდეს იგივეს გავაკეთებ... -ხო? აბა რატომ დამტოვე მარტო? რატომ მიმატოვე საწოლში, ისე როგორც ბო*ი?-აქამდე ჩუმად მჯდარი თუ მხოლოდ ცრემლებით შემოვიფარგლებოდი, ახლა ვეღარ გავუძელი სიჩუმეს და მსმენელის როლს. ეს უკვე ის შემთხვევა იყო, რომელიც აუტანლად მტკიოდა. -საიდან მოიტანე რომ მიგატოვე? მთელი ღამე შენს ფერებაში გავატარე. მიუხედავად იმისა, რომ მთვრალი ვიყავი, ძილი არ მომკარებია. შენს ნაკვთებს ვსწავლობდი, შევიგრძნობდი, ვითავისებდი. დილის ექვსზე წამოვდექი, რომ სახლში რაღაცეები ამომეტანა, რომ შენთვის საუზმე საწოლში მომერთმია, რომ შენდამი სიყვარული გამომეხატა. უკან დაბრუნებულს კი სახლი ცარიელი დამხვდა მია. ლამის ადგილზე მოვკვდი, იქ რომ არ დამხვდი... მთელი ქალაქი შემოვირბინე, არც სახლთან გამოჩნდი, არც მეგონრის სახლთან და მივხვდი, რომ ქალაქში არ იყავი. მერე კი ნატას დავადექი თავზე და... ნუ აქ უკვე ჩვენს თემას ავცდები, ეს ჩვენ აღარ გვეხება...- გაიცინა...- მართალი ხარ მია, შენ ის ქალი არ ხარ, რომელიც დილით საწოლში უნდა მიატოვო. შენ ის ქალი ხარ, რომლისთვისაც დილის ექვსზე ადგები, რომ ნაბახუსევს ბორჯომი და ლანგარზე საუზმე დაგახვედრო, გესმის? მე შენ მიყვარხარ, მია! მაპატიე, მაგრამ მე შენ არსად გაგიშვებ... ფეხებზე დაფარებული საბანი სწრაფად გადავიძრე, შიშველი ფეხით გავირბინე ჩემსა და ალექსანდრეს შორის მანძილი და მუხლებზე ჩამოვუჯექი. მის მკლავებში მოქცეული, ვნებიანად გადაცხერი ტუჩებხე და ხალათი ერთი ხელის მოსმით მოვიშორე სხეულიდან. -მეც მიყვარხარ! - გამოვუცხადე ჩემს ზემოთ მოქცეულს და მის კოცნაში ჩავიკარგე. დ ა ს ა ს რ უ ლ ი ჩემო საყვარლები, მოვიდა თქვენი გზა აბნეული და უმუზობით დატანჯული მარი. როგორ ხართ? ძალიან მომენატრეთ ყველა. თქვენი სითბო მომენატრა უზომოდ. სიმართლე გითხრათ ეს ის არაა რაც ამ ისტორიისთვის მინდოდა. მაგრამ ფაქტიურად უმუზოდ დაწერილი ისტორიაა და არც კი ვიცი რამდენად ღირდა ამის ატვითვა. უბრალოდ მოცემული სიტყვა მინდოდა შემესრულებინა. იმედია, მთლად საშინელება არ გამოვიდა. ახლა ისე ვნერვიულობ, როგორც ბავშვობაში გამოცდაზე გასვლის წინ... მოკლედ, არ ვიცი, არ ვიცი... შეფასება თქვენზეა, მე კი უდიდეს ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის და დიდი მადლობა ყველას ვინც გვერდით მედექით ამდენი ხნის მანძილზე და მამხნევებდით. იმედი მაქვს გახსოვთ, რომ თქვენს მარიამს უზომოდ უყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.