სასურველი ხიზანი (15-16)
თორნიკემ ტელეფონი აიღო _სად გაგვიშვით ბიჭო.. რამ მოგაფიქრათ ტოო.. კაი ძმა, მადლობა, თქვენ მიხედეთ მანდ ყველაფერს.. ხო ლიას მიეცით.. ტელეფონი გათიშა და თამთას მიუბრუნდა _ თბილისი მერიოტში მივდივართ.. – გოგონას არაფერი უპასუხია, გზას უყურებდა. მანქანა მალე მიადგა სასტუმროს, შესასვლელში პატივით დახვდნენ, ნომრამდე მიაცილეს და სასტუმროსგან პატარა საჩუქრებიც გადასცეს. _როგორც ხედავ ნომერი ერთია.. _ ჰო, ადვილი შესამჩნევია.. – მამაკაცმა შამპანური დაასხა და თამთას გაუწოდა – როგორიც არ უნდა ყოფილიყო დღევანდელ დღეს გაუმარჯოს – “ეტყობა ასეთი სტილი აქვს” გაიფიქრა გოგონამ და ყვავილების კაფე წარმოუდგა თვალწინ. – ვერ წარმოვიდგენდი ჩემი ცოლი თუ გახდებოდი – მიუახლოვდა გოგონას და ძალიან ახლოდან ჩახედა თვალებში _ ჰო, მეც ვერ წარმოვიდგენდი ქორწინების პირველ ღამეს ჩემი “ქმარი” დივანზე თუ გაათევდა – მკაცრად შეხედა თამთამ, ფუჟერი მაგიდაზე დადგა და აივანზე გავიდა. ხედმა ბავშვობა გაახსენა.. არც ერთი წუთი თავისუფალი დრო, სულ წრეები და ტურები.. თვალწინ წარმოუდგა როგორ დაყავდა დედას ხელჩაკიდებული ხან ოფიცერთა სასახლეში, ხან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ადრე რომ პიონერთა სასახლე ერქვა.. არც ერთ გამოფენას არ ტოვებდა ცისფერ გალერეაში, არც მცირე გალერეაში.. როგორ აძალებდნენ დედა და დამრიგებელი ნაწერები საჯარო ბიბლიოთეკის ტურზე გაეტანა..როგორ დაბრუნდა იქიდან ბროლის პატარა ლარნაკით ხელდამშვენებული და თავს უფლება მისცა პირველი ჰონორარი, რომელიც სულ რაღაც ოცდაათ ლარს შეადგენდა კლასელებში დაეხარჯა. მოგვიანებით როგორ იგებდა იმიტირებულ პროცესებს უზენაეს სასამართლოში და ჯგუფელებთან ერთად მოგებას გურუში აღნიშნავდა.. არც ერთი წელი, არც ერთი თვე ჰქონია მიღწევების გარეშე და რუსთაველზე თავისუფლად მოარული ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ იქ, სადაც ადრე უცხოელი დიპლომატები ეგულებიდნენ და მათ აივანს გაფაციცებით მისჩერებოდა ოდესმე თვითონ აღმოჩნდებოდა არსაიდან გამოჩენილი პრობლემებით, თვითნებურად რომ აიძულებდნენ პიროვნულ ჰარაკირს..აღმოჩნდებოდა სრულიად უცხო მეუღლესთან ერთად და ქორწინების პირველ ღამეს ზუსტად იმ პერიოდზე ფიქრსა და დაბრუნების ოცნებაში გაატარებდა, რა დროსაც ბედნიერ მომავალსა და მყარ ოჯახზე ფიქრს უთმობდა.. _მთელი ღამე აქ უნდა გაათენო? – ფიქრებიდან გამოარკვია ხმამ _არა, შემოვალ ცოტა ხანში.. _დალევ რამეს? _ყავას.. თვითონ გავიკეთებ – კარისკენ დაიძრა. _იყავი, მოგიტან.. – შეაჩერა მამაკაცმა. ცოტა ხანში ჭიქით დაბრუნდა _დიდი მადლობა _საინტერესოა რაზე ფიქრობენ ქალები ქორწინების პირველ ღამეს _ალბათ იმაზე, როგორ გამოიყურებოდნენ სექსუალურად ისე, რომ კომფორტულადაც იგრძნონ თავი – დოლიძეს გაეცინა _საინტერესოა.. დავიჯერო ახლა შენ მაგაზე ფიქრობ? _არ დაგიმალავ და არა! _რატომ? ეს შენი ქორწინების პირველი ღამეა _ უფრო საქმიან ქაღლდებსა და საქორწინო კონტრაქტზე ხელის მოწერის.. საქმიანი ხელშეკრულების გაფორმების მერე მაქსიმუმ ხელს ართმევენ ერთმანეთს, ისიც ფოტოგრაფების წინ, მაგრამ რაკი ახლა მარტო ვართ იყოს.. _რაკი ახლა მარტო ვართ იქნებ განვლილ დაძაბულ დღეებსა და იძულებულ ქმედებებზე არ გვეფიქრა და განტვირთვა გვეცადა? _გააჩნია შენ როგორ გესმის ეს განტვირთვა.. _ისე, როგორც ითქმის და ისე, როგორც წარმოუდგენიათ ადამიანებს ასეთ დროს.. _ მაპატიე, მაგრამ ძალიან დავიღალე.. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ყველაფერს მინდა თუ არ მინდა ჩემი პირველი ღამე ჰქვია და გარეთ ალბათ რამდენიმე დამშეული პაპარაცი დგას ფეხით ვერ გავივლი, ამიტომ დავიძინებ.. _ მეც დავიღალე, მაგრამ ვცდილობ როგორღაც შევამსუბუქო სიტუაცია.. როგორც ჩანს ჩემი “თავდადება” უადგილოა, ამიტომ ნება შენია, ასე იყოს – დიპლომატია მოიშორა მამაკაცმა და აბაზანისკენ გაემართა. თამთამ ჩანთა გახსნა, გოგოებს სექსუალური თეთრეულით და პენუარებით გამოეტენათ, არც თავის მოვლის საშუალებები დავიწყებოდათ. გაეღიმა და მათგან ყველაზე მოკრძალებული ამოარჩია. “წარმოვიდგენ, რომ პიჟამაა” გაიფიქრა და ჩასაცმელად გადააწყო. უცებ თვალი მოკრა აბაზანიდან გამოსულ თორნიკეს, პირსახოცი წელზე შემოეხვია და მეორე პირსახოცით თმას იმშრალებდა. ბოლოს თმა ორივე ხელით გადაიწია და თვალს მიეფარა. თამთამ ლოგინიდან ერთი ბალიში გამოაძრო, არც პლედი დავიწყებია, დივანზე დაუწყო მას და თვითონ აბაზანაში შევიდა. სწრაფად გადაივლო ტანზე წყალი, თმა დაიშალა, უამრავი სარჭი ერთად მოაგროვა და ხალათი შემოიცვა. დოლიძეს შუქი ჩაექრო. ფეხაკრეფით გამოვიდა აბაზანიდან, სწრაფად ჩაიცვა საღამური, კრემები იცხო და უხმაუროდ შეწვა ლოგინში. ზუსტად იცოდა, თორნიკესგან თავდასხმა მოსალოდნელი არ იყო, ამიტომ მშვიდად დაიძინა. მისგან განსხვავებით მამაკაცს უჭირდა მოუხერხებელ დივანზე ძილი და წოლაც.. დიდხანს ეცადა ჩასძინებოდა, მაგრამ ვერ შეძლო. ბოლოს აივანზე გავიდა მოსაწევად. გარე განათების შუქზე ისევ მოკრა თამთას მძინარე სახეს თვალი, არც ერთმანეთზე მიბჯენილი, მადისაღმძვრელი მკერდი გამორჩენია მხედველობიდან და არც ცალი მუხლი, საბნიდან რომ მოუჩანდა. “შე პატარა უკარება..” დაიჩურჩულა ძლივს გასაგონად და ბარიდან ვისკის ორი ფლაკონი გამოიღო.. სასმელმა გაჭრა, დაღლილობა იგრძნო, მოითენთა და მოუხერხებელ დივანზე მასაც ტკბილად ჩაეძინა. დილით ორივე კაკუნმა გააღვიძა.. _ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, საუზმე მოგართვით.. სპეციალურად ახალდაქორწინებულებისთვის.. _მადლობა – მოესმა მამაკაცის ნამძინარევი პასუხი. – დილა მშვიდობისა.. – მიესალმა და აივანზე გავიდა _დილა მშვიდობის.. – თვალებზე ხელი მოისვა და სარკეს გახედა.. ცხვირ-პირი გაბუშტვოდა. ხალათი შემოიცვა და აბაზანისკენ გაემართა თავის მოსაწესრიგებლად. ჩაცმული და გამოფხიზლებული გამოვიდა _როდის წავალთ? _როცა გინდა.. მაგრამ ჯერ საქორწინო სიურპრიზის ბოლო შტრიხი დავაგემოვნოთ – მაგიდაზე მიუთითა თორნიკემ. – ყავას დალევ? _სიამოვნებით – უპასუხა გოგონამ და გაბანტული ვარდი გვერდზე გადადო _ეგ შენ გეკუთვნის.. _ვიცი, მაგრამ სოლიდარობას გიცხადებ.. _სოლიდარობას? _ჰო, კაცისთვისაც ხომ უნდა იყოს რაიმე, გამახალისებელი.. _და როგორ გგონია ქალი ვინ არის? – გაიღიმა თორნიკემ _ამ შემთხვევაში? – ღიმილი დაუბრუნა თამთამაც _ყველა შემთხვევაში მშვენიერო.. აი, პირველი კომპლიმენტიც მიიღე მეუღლისგან _გაუმარჯოს.. – ყავის ჭიქა აწია თამთამ და მოსვა _დაქალებს რომელი პერსონაჟის ღამეს მოუყვები? _არაფრის მოყოლას ვაპირებ.. თუ ჩამაცივდნენ რამეს მოვიფიქრებ.. _არ გერჩივნა მოსაყოლი მართლა გქონოდა? _იმედი მაქვს სიტყვის მასალად მოიტანე დაქალებთან ქორწინების ღამის გარჩევა.. _საერთოდ ასე ხდება, თუ გულწრფელი ხარ ახლა, გამონაკლისი ყოფილხარ.. _აჰა.. და შენ რას მოყვები ძმაკაცებში? _ რომ ძალიან ამაღელვებელი და ცოტა მტკივნეული იყო – სერიოზული სახით თქვა მამაკაცმა, თამთას ხმამაღალი სიცილი აუტყდა – იმასაც დავამატებ, რომ მერე ჩემს გრძნობებს დასცინე – განაგრძო თორნიკემ, გოგონა სიცილს ვეღარ იკავებდა. განწყობა ცოტა გამოუკეთდათ, გაემზადნენ და ნომერი დატოვეს. სახლში მისულებს ზარ-ზეიმით დახვდნენ, ლიას ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.. ეზოში ღიმილით შევიდნენ, თამთას მისდა გასაოცრად გულწრფელად ეღიმებოდა. სახლში შესვლისას თორნიკემ მოულოდნელად ხელში აიყვანა.. გოგონამ ბედნიერი, კეკლუცი ცოლის თამაში განაგრძო, ამან თითქოს გაათამამა მამაკაცი, დასვა თუ არა მაშინვე დაეწაფა ტუჩებზე.. ირგვლის აპლოდისმენტები გაისმა. სწრაფად ავიდნენ საჩუქრებით გამოტენილ ოთახში და კარი მიიხურეს. _თხოვნა მაქვს.. – მიუბრუნდა გოგონა.. _იცი რა? როცა ცალკე ვიქნებით არა, მაგრამ ხალხში როცა მომინდება მაშინ გაკოცებ და შენც ამყვები! _ეს მეტისმეტია.. _ არა, აი ეს არის მეტისმეტი! – ხელი მოხვია მამაკაცმა, მჭიდროდ მიიკრო მკერდზე და ხარბად დაეწაფა ტუჩებზე. თამთას სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა მთელ ტანში, წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო..თორნიკემ როგორც კი იგრძნო, რომ გოგონა მოეშვა მაშინვე შეწყვიტა მისი კოცნა.. – ახლა იგრძნობ განსხვავებას – დასჩურჩულა ტუჩებზე ვნებამორეულმა და კიდევ აკოცა _რას აკეთებ – გაბზარული ხმა აღმოხდა გოგონას _შენით ვტკბები, თან ჭკუას გასწავლი! მინდა იცოდე, რომ შენი ნებისმიერი შეწინააღმდეგება ასე დამთავრდება და ახლა თუ მეტყვი, რომ უსამართლოდ გექცევი სასჯელის ზომას გავზრდი! _ეს იმას ნიშნავს რომ როცა მოგინდება მაშინ უნდა მაკოცო? _ არა ტკბილო! მარტო ხალხში, სხვების დასანახად და შენი სურვილის შემთხვევაში.. ოღონდ ძალიანაც ნუ დააგვიანებ, მე კაცი ვარ გახსოვდეს ეს! – თამთას სიბრაზით ღაწვები აუხურდა..ო როგორ სიამოვნებით შეამკობდა ახლა ამ “ჭკუის მასწავლებელს”, მაგრამ ცივმა გონებამ ისევ სწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.. ხელი გააშვებინა წელიდან და ძალიან მშვიდად უპასუხა _კარგი.. გაფრენა მეორე დღეს იყო დაგეგმილი, მთელი დღე ერთმანეთთან სალაპარაკოდაც ვერ მოიცალეს, არც დედას შეხმიანებია, არც მეგობრებს, ბარგის ლაგებას მოუნდა. წინ მომავალი სიძნელე ელოდა.. თორნიკეს მშობლების გაცნობა! ერთი პირობით დაითანხმა, რომ არ ჩამოსულიყვნენ და ეს პირობა მათი სტუმრობა იყო შტატებში. გზამ ძალიან დაღალა ორივე.. უცხო გარემომ თავისი ქნა, თვითონაც უკვირდა თამთას ისე ეჩვენებოდა დოლიძე ყველაზე ახლობლად გარშემო, მითუმეტეს მისი მშობლების გაცნობის შემდეგ. ძალიან თბილი დახვედრა მოუწყვეს აეროპორტში, უამრავი სიხარულის ცრემლით და თბილი ჩახუტებით. თორნიკეს დედა ძალიან თბილი, საოცრად მოვლილი და სიმპათიური ქალი აღმოჩნდა, მამა მაშინვე მიამსგავსა ლიას, სერიოზული, დარბაისელი და დინჯი, “აი ვის გავს “ჩემი ქმარი”” გაიფიქრა და ღიმილის ფრქვევა განაგრძო. სახლში მისულებს დასვენების საშუალება მისცეს, ამჯერად ერთ საწოლში მოუწიათ განაწილება.. უძილობისგან და აკლიმატიზაციისგან გათიშულს მკვდარივით ჩაეძინა. **************** უცხო გარემოში დილაც სხვანაირი ჩანდა, ნაცრისფრად გათენდა, დაღლილობისგან ისევ უბრუოდა და სტკიოდა თავი. თავს ძალა დაატანა თვალები გაეხილა და რამდენიმე წუთში მოახერხა. თორნიკეს ისევ ეძინა, ერთხანს დააკვირდა მის მძინარე სახეს, ბუნებრივად მამაკაცურს და მომხიბვლელს. ძილშიც შეეძლო დამატყვევებელი იმპულსების სროლა. ამ ყველაფერს მისი თავბრუდამხვევი სურნელი მატებდა ელფერს. თამთამ სასწრაფოდ მოაშორა თვალი სანამ გაიღვიძებდა,ლოგინიდან უჩუმრად გადაძვრა და აბაზანისკენ გაემართა. გამოსულს დოლიძე უკვე გაღვიძებული დახვდა. _დილა მშვიდობისა – მიმართა ნამძინარევი თმით, აჩეჩილი და ჩამოყრილი თმა კიდევ უფრო უხდებოდა. _გოოდ მორნინგ – გაიღიმა თამთამ _ნოტაზე გადართულხარ, ეს კარგია. არ გშია? _არ ვიცი, ყავას ნამდვილად დავლევ – მიბრუნდა და კარისკენ გაემარტა _არ წახვიდე.. ჩვენ ამერიკაში ვართ, აქ ნამდვილად იქნება ახლომახლო სტარბაქსის კაფე, ამიტომ დამიცადე – ენერგიულად წამოხტა და ასეთივე ტემპით ჩაიცვა. სახლიდან გასვლისთანავე იგრძნო, რომ ეს სულ სხვა სამყარო იყო, რადიკალურად განსხვავებული, ერთიანად მოფუსფუსე და და დაუღალავი. ქუჩები ყვითელი ტაქსებით იყო გადაჭედილი, არსად ჩანდა სამარშრუტო ტაქსები, ხალხიც სხვანაირი იყო, გაუტავებლად საუბრობდნენ მობილურებზე, სიარულისას კითხულობდნენ პრესას, ატარებდნენ უზარმაზარ ჩანთებს და შეუფერებელ, თავისუფალ ფეხსაცმელს სოლიდურ სამოსზე. ყველაზე დამახასიათებელი მაინც სპეციფიური სუნით გაჟღენთილი ჰაერი იყო “ნიუ-იორკის სუნი” გაიფიქრა და ქუჩების თვალიერება განაგრძო. აღსაქმელი ძალიან ბევრი იყო, ყოველდღიური, მონოტონურობამდე მისული მოძრაობიდან ძალიან ბევრის შეცნობა შეიძლებოდა.. ყველაზე პატარა, მათთვის უმნიშვნელო ქმედებაშიც კი მათივე ეთნოსი ჩანდა, რომელიც ასე განსხვავდებოდა ქართულისგან და მიუხედავად იმისა, რომ თამთა ტრადიციებით შებოჭილი და გრძელი ქვედაბოლოების მოყვარული გოგონა არ იყო, მაინც ხედავდა უზამრაზარ განსხვავებას ამ სამყაროებს შორის.. ის კი არა ისიც ვერ გაეგო რა ჯობდა, რომელი მათგანი, ერთი – უკვე დამახინჯებული და თითქოს უკვე საკმაოდ მოძველებული და მეორე, ალბათ უფრო დამახინჯებული, მაგრამ ამ სიმახინჯის სილამაზედ წარმოჩენის უჩინარი ნიჭით აღსავსე. უფრო მშრალი და უფრო განვითარებული, უისტორიო და მსოფლიოს ყველა ქვეყნის ისტორიის შემნახველი, ახალი სამყარო, ახალი გარემოთი, რიგებში მდგარი მანქანებით, ორსართულიანი, ღიმილიან-ტურისტებიანი ავტობუსებით, აჭრელებული ბანერებით და ყველაზე, ყველაზე მაღალი ცათამბჯენებით. სტარბაქსის კაფეც მალე გამოჩნდა, ყავის სასიამოვნო სუნმა თავბრუსხვევა გაუმძაფრა გაუმძაფრა გოგონას, თორნიკემ დაჯდომას ყავის წაღება და ცენტრალ-პარკის მახლობლად გავლა ამჯობინა. უამრავი, წამყვანი ბრენდის, ულტრათანამედროვე დიზაინის მაღაზიების მეორე მხარეს სამყაროს სხვა ნაწილი იყო.. შუაგულ ნიუ-იორკში უზარმაზარი ედემი გაეშენებინათ გადამეტებული სიმწვანით. “ჩვენთან მალე ბოტანიკურ ბაღშიც კორპუსებს ჩადგამენ” ჩაეღიმა თამთას. გულმა პარკის სიღრმისკენ გაუწია, გუგლიდან საკმაოდ რეალისტურად ჩანს მსოფლიოს ყველა კუთხე, მაგრამ ნანახი მოლოდინს ყოველთვის აჭარბებს. ძალიან მოეწონა ბუნებრივი, საერთო ხალიჩა, სადაც უამრავი თინეიჯერი, შეყვარებული წყვილი და ოჯახი იყრიდა თავს, ზოგი დასასვენებლად, ზოგიც პიკნიკისთვის. მოშორებით უამრავჯიბიან მხატვარს მოლბერტი გაეშალა და პასტელებს სამუშაოდ ამზადებდა. გოგონა მიუახლოვდა მას.. _შემიძლია დაგხატოთ – ამერიკული, დამახასიათებელი ინგლისურითშესთავაზა მხატვარმა _ არა, გმადლობთ – უპასუხა თამთამ და მიხვდა რამდენად განსხვავდებოდა ნასწავლი ბრიტანული აქაურისგან – ვისურვებდი თვითონ დამეხატა.. შეგიძლიათ ასეთი სერვისი შემომთავაზოთ? – გაუღიმა მხატვარს და ოცდოლარიანი ამოიღო საფულიდან. მხატვარს ჯერ გაუკვირდა, მერე გაეღიმა და პასტელების ყუთი გაუწოდა. თორნიკე შორიდან ადევნებდა თვალს, თავიდან ვერ მიხვდა რა მოლაპარაკებას აწარმოებდა, როცა თამთამ მოლბერტი შორიდან ორივე ხელით მოზომა, სასიამოვნო ღიმილი აუთამაშდა სახეზე. ახლოს არ მისულა, იქვე ჩამოჯდა და ყავის სმა განაგრძო. გოგონა ნახატის დასრულებას არ ჩქარობდა, მხატვარიც იქვე იდგა და მის დასმულ კითხვებს პასუხობდა, თან გემრიელად შეექცეოდა ლუდის. ნახატი დაასრულა, ხელი ჩამოართვა მხატვარს და დაემშვიდობა. “ჰეი” მოესმა ხმა, მიბრუნდა და ისევ მხატვარი შერჩა ხელში “ ეს დაგავიწყდა” გაუწოდა ნახატი “ვინმეს მიეცით ან გადააგდეთ..” ღიმილით დაუბრუნა პასუხი და შემობრუნდა. თორნიკეს ცოტა გაუკვირდა მისი საქციელი და გოგონასკენ გაემართა. _რატომ არ წამოიღე რაც დახატე? _იმიტომ, რომ მე არ მეკუთვნოდა.. წავიდეთ სახლში? _სახლში? უკვე დაიღალე? _მე არა მაგრამ.. უცნაურია ამდენი თავისუფალი დრო რომ გაქვს _ჩემთვისაც.. ამიტომ მაქსიმალურად გამოვიყენებ. _ იცი არ მგონია მთელი ამ დროის ჩემთან გატარება აუცილებელი იყოს.. იმაზე ნუ შეწუხდები, რომ უცხო ქალაქში ვარ, აქ ჩემი რამდენიმე ჯგუფელი ცხოვრობს, გერმანიაში ერთად ვსწავლობდით.. ერთი მათგანი ნიუ-იორკის ერთ-ერთ პაბში მუშაობს, მასთან გავალ. შენი სახლის მისამართიც ვიცი.. – თორნიკე მომღიმარი სახით უსმენდა გოგონას – ახლა სრულიად უცხო ქალაქში ვართ, აქ ნაცნობებს გულითაც რომ მოინდომო ვერ შეხვდები, სავარაუდოდ არც ჟურნალისტები გამოგვეკიდებოდნენ, ამიტომ ჯობია ერთმანეთისგან დავისვენოთ.. _ვერ წარმოიდგენ რა მშვენიერი ხარ ახლა.. _ბატონო? _ სწორად მოგესმა.. – დოლიძე მისკენ დაიძრა, თამთამ უკან დაიხია და გაქცევა დააპირა და ასეც მოიქცა, მაგრამ შორს ვერ წავიდა.. ცენტრალ-პარკის მწვანეზე დაეწია, დაიჭირა და წაქცევისას ისე შებოჭა, განძრევა უჭირდა _რატომ აკეთებ ამას.. – მუდარის თვალები მიაპყრო თამთამ _ წინასწარ გაგაფრთხილე ამის შესახებ.. – ტუჩებზე დააჩურჩულა თორნიკემ და ჩურჩული ვნებიან კოცნაში გადაზარდა. თითოეული კოცნის მერე უფრო უჭირდა თამთას თავის დაღწევა, უჭირდა და არც უნდოდა! მისი ცხელი სუნთქვა უფრო და უფრო ახვევდა თავბრუს.. ჯიბრზე ისიც უფრო და უფრო ხშირად ცდილობდა მის ტუჩებს დაპატრონებოდა, თითქოს გრძნობდა, რომ თამთასაც ქვეცნობიერად საშინლად მოსწონდა ეს დაძალებული ალერსი.. ვნებიანი გამოხტომები იმ მამაკაცისგან, რომელთანაც რაღაც უცნაურმა განგებამ დააკავშირა და რომელიც აყალმაყალის და მამამისის გაფუჭებული საქმის უმტკივნეულოდ გამოსასწორებლად დაქორწინდა მასზე.. უცებ მოვიდა აზრზე, სასწრაფოდ გაითავისუფლა თავი და მამაკაცს ნაწყენი თვალებით მიაჩერდა _ნურაფერს მეტყვი.. ბოდიშს არ მოგიხდი იმისთვის რაც შენც ასე მოგწონს! _ გული მერევა ამ ყველაფერზე! – წამოდგა გოგონა და ტაქსის გასაჩერებლად გაეშურა.. დოლიძე გაყვა მას, მოისმინა მისამართი როგორ უკარნახა და გაღიმებული სახით გააყოლა თვალი. “ღმერთო ეს რა იყო.. რატომ ვერ ვპოულობ საკმარის ძალას, რომ ამის უფლება არ მივცე? როგორც არ უნდა მიზიდავდეს სულ უნდა მახსოვდეს რატომ ვარ მის გვერდით და უფრო მეტად ის, თვითონ რატომ არის ჩემს გვერდით! ესეც მისი ჩვეული მამაკაცური ხერხია ქალის მოხიბლვის.. დარწმუნებულია, რომ ისევე მომიწვენს გვერდით, როგორც ნებისმიერ სხვასთან ახერხებდა აქამდე.. მეც აშკარად ვაძლევ საბაბს, რომ ასე მოიქცეს! ინიციატივა ჩემგან რომ არ მიდის ეს არაფერს ნიშნავს, მთავარია მის ნებას ვერ ვებრძვი საკმარისად.. ეს დამღუპავს! ამას უნდა მოვერიო, ყოველთვის უნდა მახსოვდეს ის, რაზეც ახლა ვფიქრობ და ყველაფერი სწორად იქნება!!!!” პაბთან მივიდა და კარი შეაღო, თვალი მოავლო ბარს და ნაცნობი სახის დანახვაზე თვალები გაუნათდა _შეილა.. _ღმერთო ტატი, ნუთუ ეს შენ ხარ? – ღიმილით გაემართა მისკენ ოცდაათ წლამდე ქერა ქალი _ორაკულს ჰკითხე – სიცილით მიუგო თამთამ _ოჰ ტატი, ნამდვილად შენ ხარ.. როგორ მომენატრე – გადაეხვია და კარგად შეათვალიერა – კარგად გამოიყურები _კარგად ჟღერს კომპლიმენტი ინგლისურად _კჰინკალზე უკეთ – ენა მოიმტვრია შეილამ, სიცილით მიუახლოვდნენ მაგიდას და დასხდნენ _რა უქენი ჩვენს პროფესიას? _გადავწყვიტე ძირითად საქმედ ბიზნესი მექცია, ისე კერძო ადვოკატად ვმუშაობ _რთული გრაფიკი გაქვს! _..რომელიც საშუალებას მაძლევს შვილის მომავალი უზრუნველვყო. შენ რას აკეთებ აქ? _გაგიკვირდება და თაფლობის თვე მაქვს! _ღმერთო გათხოვდი? _არც ასე მარტივადაა საქმე.. ფიქტიური ქორწინება მაქვს ჩემი ოჯახის ჩახლართული საქმის გამოსასწორებლად.. ნუ მკითხავ _იუუუ.. ნუთუ ქართული ყინული გალხვა _არა შეილა..უბრალოდ ახლა ძალიან რთული პერიოდი მაქვს.. დალევაც კი მინდა! _ აი ეგ სწორი გადაწყვეტილებაა! – მხიარულად შესძახა და გაზავებული არაყი მოატანინა. გოგოებმა გვარიანად მოილხინეს, ბლომად დალეულმა ალკოჰოლმა და გერმანიაში გატარებულმა დრომ კარგად გაამხიარულა თამთა. პაბის ცოცხალმა მუსიკამ გოგოები ცეკვის ხასიათზე მოიყვანა _ახლა მე შენ რაღაცას გაგახსენებ — ბენდთან მივიდა შეილა და რაღაც ჩასჩურჩულა ყურში _რას? _ ორაკულს ჰკითხე – თვალი ჩაუკრა ქალმა და ნაცნობი მუსიკის გაგონებისას აღტკინებული თამთა ფეხზე წამოაგდო. შეილას განსაკუთრებით დაუახლოვდა გერმანიაში, ერთ ოთახში ცხოვრობდნენ, მათთან ერთად კიდევ ერთი ამერიკელი იყო, შეილას და თამთას მაინც განსაკუთრებული მეგობრობა ჩამოუყალიბდათ მენტალობის და ეთნიკური განსხვავებულობის მიუხედავად.. ახლაც, მაგისტრატურის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ ისევე ცეკვავდნენ და ერთობოდნენ. თამთასთან ერთი შეზარხოშებული ამერიკელი მივიდა, როგორც ჩანდა ცეკვა კარგად იცოდა და შესთავაზა მასთან ეცეკვა, თან მოხერხებული, სასაცილო მოძრაობებით აწონებდა თავს.. გულიან სიცილში გოგონამ კარებში თორნიკე დალანდა, რომელიც ცოტა გაკვირვებული უყურებდა მის მხიარულებას, მოხერხებულად მოაჩვენა თავი, თითქოს ვერ დაინახა და სასწრაფოდ დათანხმდა ამერიკელს ცეკვაზე. პინო არაჩვეულებრივი მოცეკვავე აღმოჩნდა, საკმაოდ მოქნილი, კარგად აიყოლია გოგონა ცეკვის დროს, არც თამამ მოძრაობებს მორიდებია და არც თამამ შეხებებს. დოლიძე მოქუფრული უყურებდა ერთხანს ამ ყველაფერს, მერე თამთას მიუახლოვდა და მაგიდასთან მიიყვანა _არ გეჩვენება რომ ზედმეტი მოგდის? _ზედმეტი? რას გულისხმობ? _სახლში წავიდეთ.. _იცი? არ მინდა.. შეილა ჩემი მეგობარია _ნუთუ იმ ტიპს შეილა ჰქვია? _ არა და ძალიან მიხარია, რომ ასე არ ჰქვია! ძალიან სასიამოვნო ვინმეა. იცი აქ საქართველო არ არის.. მე ჩემს ამერიკელ მეგობრებთან ვარ და უფლება მაქვს ისე გავერთო, როგორც მინდა.. ძალიან გთხოვ ქორწინების მოწმობას ნუ ამაფარებ ცხვირზე, აქ არავის აინტერესებს შენი და მამაჩემის “სდელკა” და ვერც ჟურნალისტებს ვხედავ! _ნასვამი ხარ? _რა მნიშვნელობა აქვს, ჰო, არა.. ახლავე დავბრუნდები – გასძახა შეილას და პინოს ხელი დაუქნია _თამთა ჯობია წამოხვიდე.. _ გგონია რაკი უცერემონიოდ მკოცნი როცა მოგინდება ამით რაიმეს მოიპოვებ? გგონია ეს მაღელვებს? საქართველოში, ხალხში, შენს მშობლებთან და ახლობლებთან მოსიყვარულე ცოლი ვიქნები, მაგრამ აქ ნამდვილად მაქვს უფლება გავერთო.. შენს ყურადღებას ძალიან ვაფასებ, მაგრამ ახლა არ მჭირდება.. _აბა რას აპირებ? _არ ვიცი, ალბათ არაჩვეულებრივ დროს გავატარებ პინოსთან! – ამის ტქმა იყო და დოლიძე მკლავში სწვდა თამთას, ფული მაგიდაზე მიაგდო და პაბიდან გაიყვანა _ახლავე გამიშვი! ვინ მოგცა უფლება ასე მოიქცე? _ვინ კი არა რამ.. ფხიზელმა გონებამ.. ნებისმიერ პირველ შემხვედრთან სექსი შურისძიების ყველაზე უგუნური ფორმაა.. _ეს მე უნდა გადავწყვიტო.. ხომ არ გავიწყდება, რომ ფიქტიური ქმარი ხარ და მეტი არაფერი? _როგორც ჩანს იმის შეხსენება გჭირდება, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია შენი ოჯახის პანდორას ყუთი გავხსნა და იმედის ანაბარად დაგტოვოთ! ნუ მაიძულებ ასე მოქცევას! – ხმა გაუმკაცრდა თორნიკეს _არ გაქვს უფლება ჩემს პირად ცხოვრებაში ჩაერიო..ასე უხეშად..ამის გაგება ასე ძნელია? _ამას არ ვიზამდი ეს რომ თვითონ არ გინდოდეს! – თამთა აენთო _თვითონ არ მაძლევ გასაქანს.. მუდმივად მაშანტაჟებ გაკოტრებით და მჯობნი ფიზიკური ძალით _სულელური არგუმენტია.. _ ასე თვლი? ძალით რომ არ წამოგეყვანე ახლა აუცილებლად პინოს მკლავებში ვიქნებოდი.. – ჯიქურად მიაჩერდა თვალებში. თორნიკეს სიბრაზისგან ნესტოები დაებერა.. კბილები გააღრჭიალა, რომ გინება არ ამოსცდენოდა და მანქანა გააჩერა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.