მოსამსახურის ქალიშვილი.[13]
გახევებული უყურებდა როგორ ეხუტებოდა ლანა ლუკას,ლუკასაც ჰქონდა ხელები მოხვეული და მონოტუნურად ეფერებოდა თმებზე,ეს ყველაფერი ისეთი საშინელი სანახავი იყო მისთვის,არ იცოდა რა ექნა, მისდა უნებურად წამოუვიდა ცრემლები და რომ არ ცაქცეულიყო ქვე მდგომ ტუმბოს ჩამოებღაუჭა,ხელი მოხვდა ტუმბოზე მდგარ ქოთანზე და ქოთანი ნამხსვრევებად იქცა,ხმაურზე ლანამაც და ლუკამაც მარიასკენ გამოიხედეს,ლუკამ ხელი უშვა ლანას და მარიასკენ გადაწყვიტა წასვლა,მაგრამ მარიამ უკან დაიხია,რამდენ ნაბიჯსაც ლუკა გადასდგამდა მარიასკენ,იმდენიმვე ნაბიჯით მიდიოდა მარია უკან,ბოლოს ძალა მოიკრიფა და სირბილით წავიდა გასასვლელისკენ,მირბოდა უკან მოუხედავად და რაც ძალი და ღონე ჰქონდა,როგორც იქნა გასცდა ლუკას სახლს და იქვე სკამზე ჩამოდა,ცრემლებს კი საშუალება მისცა წამოსულიყვნენ,არადა როგორ ენდობოდა ლუკას,ეგონა რომ მამაკაცსაც უყვარდა,მერე ფეხზე წამოდგა და ქვაფენილს დაუყვა,თან ცრემლებს იწმენდდა,არ უნდოდა ვინმეს ზედმეტად სუსტი მოჩვენებოდა,იგივე ხდებოდა მის ცხოვრებაში,ოღონდ ამჯერად დედის ნაცვლად თვითონ ემხვრეოდა ოცნებები... -მარია,ჩამოვედიიი..-გაისმა გოგონას ენერგიული ხმა და მოთენთილობა ცოტათი მოუხსნა,ამ გოგოს მაგიური შესაძლებლობა გააჩნდა,ყოველთვის შეეძლო ადამიანის ხასიათზე მოყვანა -ელა,როგორ გამიხარდა-ნაკლებად შესამჩნევი ნაღველი ჰქონდა ხმაში,მაგრამ დაქალი ის არის,რომელიც ყველაზე კარგად შენიღბულ ტყუილსაც მიგიხვდება -მარია,რამე დაგემართა? ნაღვლიანი ხმა გაქვს! - მკაცრად ჩაილაპარაკა გოგონამ -არაფერია,ცოტათი გადავიღალე- იცრუა გოგონამ -ეს ცოტათი გადაღლას არ ჰგავს,დროზე მობრძანდი ჩემთან! -კარგი,კაპიტანო,მოვდივარ-გაიღიმა,თითქოსდა ელა მის წინ მდგარიყო და დაინახავდა მის ღიმილს -ნუ თუ გინდა გემრიელობებიც მომიტანე -ჩემზე უფრო მეტი გემრიელობა რა გინდა?-კისერი ამაყად მოიღერა გოგონამ -ჰო,შენ რო შაქარში ჩაგყარო ისეთი მწარე იქნება იმ წამს გამაფრთხობინებს სულს - გამაოაჯავრა გოგონამ -მე კი არა შენ ხარ მასეთი -ჩაიბუტბუტა გაბუტულმა-კარგი ჰო,მოგიტან,მსუნაგო,იცოდე ყავა გაკეთებული დამახვედრე-გააფრთხილა და ტელეფონი გაუთიშა,იქვე მდგომ სუპერ მარკეტში შევიდა და ტკბილეულობებით დაიხუნძლა,განაგონი ჰქონდა რომ დეპრესიას ტკბილი შველოდა,გაეღიმა,თავი გააქნია და ელასკენ მიმავალ გზას დაადგა. -ოჰ,დამადგა საშველი?-გაიკრიჭა ელა და გოგონა გულში ჩაიკრა- თურმე როგორ მომნატრებიხარ- ამოიბუტბუტა მის მხრებზე თავმიდებულმა -კარგი,თუ არ დამახრჩობ კარგი იქნება-ენა გამოუყო დაქალს -ან როგორ ხარ,ან როგორ იმგზავრე,გზაზე უსიამოვნება ხომ არ შეგხვედრია,ან რაიმე,არა,რათ გინდა,გამოგაყრის-ამოილაპარაკა გაბრაზებულმა -დამშვიდდი,ეს დავდო და მერე კარგად ჩაგიკოცნი პუტკუნა ლოყებს -პუტკუნა შენ ხარ! - არ დათმო გოგონამ -კარგი,ელა,დამშვიდდი,ახლა მოდი ჩემთან -გულში ჩაიკრა მონატრებული დაქალი და სანამ მონატრების შეგრძნება ბოლომდე არ აივსო,მანამ არ გაუშვია -თუ არ გინდა ახლა მე დამახრჩო შემეშვი-გაუღიმა მარიას -მოდი ესენი ამოვალაგოთ,თან ყავა გააკეთე შენ -მე შენი ბრძანება უკვე შევასრულე,როგორც ჩანს შენც შეგისრულებია,ამიტომ მხოლოდ ამათი ამოლაგებაღა დარჩა - გოგონებმა ტკბილეულობები ამოალაგეს და აივანზე გავიდნენ -აბა,მომიყევი როგორ გაქვთ შენ და ბექას საქმე?-ჩაეკითხა მარია,როდესაც ყავა მოსვა,ელას თვალები გაუბრწყინდა,შემართებით დაწყო ლაპარაკი -ძალიან კარგად,მშვენივრად,უკვე ერთად ვართ,აქეთ მე და ბექა ერთად ჩამოვედით. -ვაუ,მშვენიერია-გულწრფელად გაუღიმა მეგობარს,მისი ბედნიერება საკუთარი ბედნიერების ტოლფასი იყო -ახლა შენ მითხარი რატომ გქონდა ნაღვლიანი ხმა,ხომ კარგად გაქვთ ურთიერთობა? -არა..-ტუჩზე იკბინა გოგონამ,ელას გული შეეკუმშა,მოსალოდნელი უბედურების გაგება წინასწარ ეტკინა თითქოს -რა ხდება?-ხმა აერია გოგონას -დღეს ერთად ვიყავით,მაიამ ყველაფერი გაიგო..-აღარ დააცადა გოგონას ელამ -წინააღმდეგია?- პირი გააღო გოგონამ -არა,არა,მაია არ არის წინააღმდეგი,პირიქით,მოვეწონე -აბა რა მოხდა? -დამაცადე,დედაჩემმაც გაიგო-არც ახლა დააცადა გოგონამ -დედაშენია წინააღმდეგი? ვფიქრობდი,მარია,მაგაზეც,ოღონდ არ იდარდო,ბევრი არგუმენტი მაქვს მის დასაყოლიებლად -არა,ელა,ეს არაფერ შუაშია,მამამ ითავა თავის თავზე დედასთან დალაპარაკება -აბა რა მხოდა?-სულგანაბული ელოდა პასუხს -თუ დამაცდი გეტყვი!- შეუღრინა გოგონას -მარია,დავიხვჩვი,მითხარი რა მოხდა -როდესაც დავბრუნდი მისაღებში ლუკა და ლანა ერთმანეთს ეხუტებოდნენ,ლუკა კი თმებზე ეფერებოდა...-ამოიგმინა გოგონამ და ლამაზად დაწნილ ხის სკამს მიეყრდნო,წამით დადუმდა ელა,თითქოს რაღაცას ფიქრობსო -იქნებ არასწორად გაიგე ყველაფერი? იქნებ ისე არ იყო როგორც შენ იფიქრე -არამგონია,ელა,ლუკამ იცოდა რა რეაქცია მექნებოდა ამ ყველაფერზე... -ლუკამ დაგინახა? -კი,ორივემ დამინახეს -მერე ლუკამ რა ქნა? -ხელი უშვა ლანას და ჩემსკენ წამოვიდა,ალბათ დალაპარაკება სურდა იმაზე რომ ეს ის არ იყო რაც მე ვიფიქრე,ბლა ბლა ბლა და ათასი სისულელე -მარია!-უყვირა გოგონამ -ელა,არ მითხრა რომ დამნაშავე კიდევ მე ვარ!-ისევ მოსვა ყავა და შოკოლადიც მიატანა -რა თქმა უნდა,იქნებ რა ხდებოდა,რატომ ხარ ასეთი სუსტი,მოგესმინა,რას გეტყოდა,მიგესვა ლანა საკუთარ ადგილზე! მე რომ ვყოფილიყავი ასე ადვილად არ დავნებდებოდი!- გამწარდა ელა -საქმეც იმაშია,ელ,რომ მე შენ არ ვარ,მე სხვანაირი ვარ,ხომ მიცნობ,არ ვარ იმდენად ძლიერი,როგორც შენ.. -მესმის,საყვარელო,მაგრამ ეს მიამიტი ხასიათი ლანასთან საბრძოლველად არ გამოდგება...თავს უნდა შესძახო რომ გამოიღვიძო.. -ახლა ერთადერთი რაც მიშველის დალევაა! - განაცხადა თამამად მარიამ,ელას ყბა დაეწია -დარწმუნებული ხარ რომ ალკოჰოლის დალევა გსურს და არა ნატურალური წვენის? -როგორი სასაცილო ხარ ზოგჯერ- გამოაჯავრა დაქალი და ტელეფონი აიღო,რათა გადაემოწმებინა სახლში იყვნენ თუ არა მისი მშობლები,თან სანამ მამუკა ტელეფონზე უპასუხებდა,მანამ ელას უთხრა- მოემზადე კლუბში მივდივართ -კარგი,მე ბექას დავურეკავ -კარგი,წამოვიდეს თუ ვერ ისვენებ მის გარეშე -კარგი-გამოაჯავრა გოგონამ,ამასობაში კი ტელეფონს მიღმა მამუკას ხმაც გაისმა -მა,სახლში ხართ? -არა,მარია,მე და დედაშენმა გარეთ გადავწყვიტეთ ვახშმობა -აჰ,კარგი -რამე ხომ არ გინდოდა,შვილო? -არა,მა,გემრიელად მიირთვით -ჰო,შვილო,რაც შეგეხებათ თქვენ,თიასთან ყველაფერი მოგვარებულია..-თბილი ხმით მიმართა მამუკამ და გოგონას გული შეეკუმშა..ლუკას გახსენებაზე უნებურად წამოუვიდა ცრემლები და ეცადა სანამ ელა შეამჩნევდა მანამ მოეწმინდა,მაგრამ ელას ვერაფერს გამოაპარებს,ყველაფერი შეამჩნია,მაგრამ არ დაუმჩნევია არაფერი,ნუ ჯერ-ჯერობით... -მზად არის ბექა? -კი,ოც წუთში გამოგივლითო -კარგი,მაშინ მე წავალ და მოვემზადები -არა,რატომ წახვალ,ჩვენ გაგიყვანთ,თან შენს ახალ სახლშიც მოვალთ -ჰო,როგორც გენებოს ,ქალბატონო ელიზაბეტ! -გაუღიმა დაქალს და თან ენა გამოუყო,მოუსვენრად წრიალებდა იქეთ-აქეთ და მანამ არ დაისვენა,სანამ ბექამ არ მოაკითხათ,მერე მოერიდა ბექასი და შედარებით მშვიდად იყო... 888 -თია,გაუგე მათაც,ისინი ბავშვები აღარ არიან,ისინი ჩამოყალიბებული ადამიანები არიან და იციან რასაც აკეთებენ -მამუკა რას იტყვის ზურაბი? ან მაია? ღმერთო,რას იტყვიან ,როდესაც ამ ამბავს გაიგებენ-ნერვულად ატრიალებდა ჩანგალს მაკარონს მიღმა -თია,დაწყნარდი,ვერ ვხვდები უარი რატომ უნდა თქვან? ცუდად რატომ უნდა მიიღონ? ანგელოზივით ქალიშვილი გვყავს,ესეც რომ არ იყოს ისე კარგად გყავს აღზრიდილი ვინმემ რატომ უნდა დაიწუნოს? -მამუკა,არ გესმის,მაიამ ისე მიმიღო როგორც ახლობელი,მიუხედავად იმისა რომ უცხო ვიყავი ერთი წამითაც არ მიგვრძვნია თავი უცხოდ იმ ოჯახში,ხომ იტყვიან ჩვენი სიკეთით სარგებლობდაო? -თია,როგორც ჩანს მაია არ გაგიცვნია კარგად,ის არ ჰგავს ისეთ ქალს როგორიც სხვები არიან -მეშინია.. -თია,არაფერი დაუშალო მარიას,ის უკვე დიდია, და იცის რასაც აკეთებს,თან არც ლუკაა პატარა,ოცდაშვიდი წლის არის და მანაც იცის რას აკეთებს და რა უნდა,ვფიქრობ ამ ჯერზე არ უნდა ჩავერიოთ მათ ურთიერთობაში და არჩევნის თავისულფება უნდა მივცეთ დამიჯერე,საყვარწელო.-ხელზე დაადო თავისი დიდი მტევნები და თვალებში ჩახედა,ზუსტად იმ თვალებით უყურებდა მამუკა ცოლს,როგორც ოცი წლის წინათ...თიამ მხოლოდ თავი დაუქნია მამაკაცს და ვახშმობა განაგრძო... 888 ერთმანეთის გაცნობა შედარებით მშვიდ დონეზე წავიდა,მარიას მოეწონა ბექა,ასევე ბექასაც,მისი ახალი სახლის მისამართი უთხრა მამაკაცს და უკანა სავარძელზე მშვიდად მოთავსდა,ვერც წრიალებდა რიდით და ვერც მოუსვენრად ცქმუტავდა,იყო ერთ ადგილზე გაშეშებული და თავს ირთობდა გარეთ ყურებით,რომ ცრემლები არ გადმოვარდნოდა,ტელეფონი აწრიალდა,დახედა ლუკა იყო,ეგრევე გაუთიშა ხმა,მაქსიმალურად ცდილობდა არ ეტირა და მხნედ ყოფილიყო,რაც გამოსდიოდა,მაგრამ თუ მარტო დარჩებოდა აუცილებლად გასკდებოდა და ტირილით აავსებდა იქაურობას,როდესაც მანქანა მის სახლთან გაჩერდა ბექა და ელა შეიპატჟა სახლში და სანამ ისინი ყავას სვამდნენ,მანამ გარდერობის წინ ტრიალებდა,ბოლოს არჩევანი შავ კაბასა და შავ მაღლებზე შეაჩერა,გულთან გაკეთებული ჭრილიდან ლამაზად მოჩანდა მისი უნაკლო გულ-მკერდი,თმები გაიშალა და უწესრიგოდ დაიყარა მხრებზე,არც უცდია ზდმეტი მაკიაჟის გაკეთება,რადგან ასე უფრო მოსწონდა მისი თავი,ვიდრე სხვადასხვა კრემებში,როგორც იქნა მოწესრიგდა და ქვევით ჩავიდა -მზად ვარ-ამცნო მისი მზად ყოფნის შესახებ და უხერხულად შეიშმუშნა,როდესაც ორი წყვილი თვალი მასზე შეჩერებული დაინახა,კაბის ბოლოებს წვდა და ქვევით დაუწყო ქაჩვა,მაგრამ ელამ შეაჩერა -რას აკეთებ? -მგონი ზედმეტად მოკლეა -არა,დაუჯერე ელას, ძალიან გიხდება,არ არის მისი დაგრძელება საჭირო -მადლობა..-მეყსეულად წამოწითლდა ღაწვებზე და ეცადა თმებით დაეფარა წითელი ლოყები -კარგი,წავედით-ომახიანად შესძახა ბექამ და ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ელას,მარიას არ გამორჩენია მათი ეს ჟესტი,მაგრამ არაფერი უთქვამს,ბოლოსთვის შემონახვა გადაწყვიტა,როგორც იქნა მიაღწიეს კლუბამდე და თავისი ადგილიც დაიკავეს -დღეს ყველა ვსვამთ?-თვალები ჭყიტა ბექამ -როგორც ჩანს ყველა-გაუღიმა მარიამ -კარგი,რა გაეწყობა,მანქანის აქ დატოვება მოგვიწევს-სწრაფად გამხიარულდა ბექაც -თანახმა ვარ-ჩაერია ელა -მაშინ,რას გაუმარჯოს?-იკითხა მარიამ -ჩვენ,ჩვენ გაგვიმარჯოს-სწრაფად წარმოსთქვა სადღეგრძელო ელამ და ისევე სწრაფად დალია,როგორც თქვა -გაგვიმარჯოს-ერთხმად დაეთანხმნენ ბექაც და მარიაც და მათაც ერთდროულად გადაკრეს არაყს,მარიას გააჟრჟოლა,იგრძნო როგორ აივსო მისი სხეული ალკოჰოლით და დაბუსუსდა,იშვიათად გრძნობდა ასეთ შეგრძნებას,ბოლოს ელას დაბადების დღეზე დალია და ისიც კარგად ინანა,მთელი გზა იმას გაიძახდა არ უნდა დამელიაო -ცოტა ხანს თუ შევჩერდებით ეგრევე სინანულს დავიწყებ,ამიტომ სჯობს კიდევ დაასხა ,ბექა-გაუღიმა მამაკაცს და ახლა უკვე თამამად წამოჯდა სკამზე,სამ ჭიქაზე ცეკვაც მოუნდა და ფეხზე წამოიჭრა,ბევრი ეხვეწა ელამ არ იცეკვოო,მაგრამ ბექამ დაუშალა,შეეშვი გაერთოს როგორც უნდაო,ელაც დაყვა მამაკაცის თხოვნას და ახლა თვითონ დაიწყეს ცეკვა. მთელი სულითა და გულით,ტკივილითა და ბედნიერებით ცეკვავდა მარია და ცდილობდა მთელი ემოცია ცეკვაზე გადაეტანა ყურადღებასთან ერთად,არც ფიქრობდა იმაზე თუ როგორ გამომწვევად იქნევდა თმებს,ხელებს თუ უკანალს,უბრალოდ ცეკვავდა თავდავიწყებით და ცდილობდა ყველაფერი დაევიწყებინა,ანაზდად ვიღაც აეკრო უკნიდან და საკმაოდ გამეტებით დაუწყო ხელების ცეცება მთელ სხეულზე,წამოახურა,ოღონდ არა სიამოვნებისგან,არა ისე როგორც ლუკას შეხება იწვევდა,ეს უფრო ამაზრზენი იყო,ვიდრე სასიამოვნო,ხელი მოუქნია,მაგრამ უცნობმა აიცილა,ამით ისარგებლა და კიდევ უფრო ახლოს მიიკრო,სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ბექა და ელა ვერ ხედავდა ამ ყველაფერს,კიდევ სცადა ხელის მოქნევა მარიამ,თუმცა მამაკაცმა შეაჩერა და ტუჩებზე მხეცივით ეცა,გოგონას ლამის გული აერია,თუმცა მოიკრიბა უკანასკნელი ძალები და მამაკაცს ფეხბშუა ამოარტყა,როგორც ჩანს ამაზე გამწარდა უცნობი და მარიას თმებში წვდა,ხელის დარტყმა უნდოდა,როდესაც ვიღაცამ შეაჩერა,ჯერ მარიას გაუშვა ხელი,შემდეგ კი თვითონ წავიდა ფრენით დახლისკენ,როდესაც მარიამ თვალები გაახილა მის წინ ლუკა იდგა გამწარებული თვალებით და დაიფიცებს რომ ახლა მას ადამიანის მოკვლაც შეეძლო,მარიამ ხელი გაიშვირა უცნობისკენ,რომელიც ლუდის ბოთლიდ მოდიოდა ლუკასკენ და საბედნიეროდ ლუკამ მეყსეულად მოახდინა რეაგირება,შუშა თავის ნაცვლად ხელზე დაეფშვნა და სისხლმაც თავისთავად იწყო დინება,შუა კლუბში ჩხუბი გააჩაღეს და რომ არა ბექა და სხვა ბიჭები ალბათ ან ერთი მოკვდებოდა ამაღამ ან კიდევ მეორე,როდესაც მთვრალი უცნობი გაიყვანეს კლუბიდან და ლუკასა და მარიას ბოდიში მოუხადეს მომხდარი არეულობის გამო მხოლოდ ახლა მოეგო გონს მარია,მაგრამ ლუკამ არ აცადა და გულში ჩაიკრა -შენ რომ რამე დაგმართნოდა იცოდე ჭკუიდან გადავიდოდი..-ბუტბუტებდა გოგონას თმებში თავჩარგული მამაკაცი და ხარბად ისუნთქავდა მის სურნელს,მარია ერთხანს თვითონაც ტკბებოდა სიტუაციით,მაგრამ როდესაც მათკენ მომავალი ლანა დაინახა მამაკაცი უხეშად მოიშორა და თავი გააქნია მომხდარის დასავიწყებლად,ლუკამაც გააყოლა მარიას მზერას თვალი და ღრმად ჩაისუნთქა,როდესაც ლანა დაინახა,ალბათ წინასწარ გათვალა მოსალოდნელი ალიაქოთი -ლუკა,როგორ დაეცი ამ დონემდე? - ხმამაღლა,ყველას გასაგონა წარმოთქვა ეს სიტყვები,აშკარად სკანდალი და მედია სურდა,რომელიც უკან მოჰყვებოდა -ლანა ,ადექი და წადი,იცოდე მდგომარებით ნუ სარგებლობ -არა,შენ ხალხში ერთხელ დამამცირე,ახლა უკვე ჩემი ჯერია,წარმატებული ბიზნესმენის შვილი როგორ დაეცი ამ დონემდე,ვიღაც მდაბიოს გამო როგორ ჩაერთვე ორთაბრძოლაში,ვიღაც მოსამსახურის ქალიშვილის გამო,ოფიციანტის გამო,ღმერთო ჩემო,ეს ჩემამდეც კი ვერ მოვა,ისეთი გოგო მაინც აგერჩია,რომელზეც შემდეგში ვიეჭვიანებდი,ვიღაც ანა-მარია კანდელაკს რომ მიახტი.-მობეზრებულად გადაატრიალა თვალები და ცეცხლი ჩაუდგა,როდესაც ლუკას ხელები დაინახა,რომელიც მარიას ხელს უჭერდა,ერთიანად ცახცახებდა გოგონა,შიშისგან,დიახ,შიშისგან,ზუსტად ის მოხდა რაც არასდროს უნდოდა მომხდარიყო,ის წამოაყვედრეს ლუკას,რასაც ასე არიდებდა თავს -კმარა,ლანა,საკმარისია,კანდელაკი კი არა, ალექსანდრია გახლავართ,მამუკა ალექსანდრიას ქალიშვილი,მამაჩემს რომ მოუნდეს ათასჯერ გაგყიდის და უკანვე გიყიდის,თუმცა ჰო,მოსამსახურის ქალიშვილი გახლავარ! მოსამსახურის,ის იმ ძლიერ ქალთა რიცხვს მიეკუთვნება,რომლებადეც შენ ვერასდროს მიხვალ,დიახ,ის მოსამსახურე იყო,იმის გამო რომ ერთადერთი ქალიშვილი ერჩინა,დიახ ის სხვებისგან განსხვავებით პატიოსნად იბრძოდა და სუფთა შრომით ცდილობდა ქალიშვილის გამოკვებას,მე არ მრცხვენია იმის რომ მოსამსახურის ქალიშვილი ვარ,პირიქით მეამაყება რომ დედაჩემის შვილი ვარ,მეამაყება ასეთი ძლიერი დედა რომ მყავს-ლანა მართალია გამწარდა,მაგრამ არ დაიტყო გამწარება და ბოროტულად გადაიხარხარა -რას ლაპარაკობ-ირონიულად მიმართა გოგონას-ასეთი გავლენიანი მამაკაცის ქალიშვილი თუ იყავი დედაშენი რატომღა გახდა მოსამსახურე? -ლანა!- უღრიალა ლუკამ,მაგრამ მარიამ გააჩერა -არა,ლუკა,ჯერ მე მაცადე,როგორც ჩანხს ჰგონია რომ დედამიწაზე ერთადერთია,მაგრამ ასე არ არის,შენნაირები რომ არსებობენ ამ ქვეყნად უხვად,სწორედ მაგიტომ დამაშორა ბედმა მამას ცხრამეტი წელი,მაგრამ უფლის წყალობით იგი დაბრუნდა ჩვენს ცხოვრებაში,გაირკვა სიმართლე და ახლა ისეთი ბედნიერი და ჰარმონიული ოჯახი ვართ,როგორებზეც ოცნებობენ,დიახ მე დედა მოსამსახურე მყავხს,მამაკი მხოლოდ ახლა ვიპოვე,მაგრამ მე არ მრცხვენია ჩემი ბედის,მე მეამაყება! -ერთი ამ გომბიოს შემიხედეთ,როგორ არ გრცხვენია,როგორ არცხვენ ჯერ მამუკას,მერე კიდევ ერისთავებს,ისინი არასდროს მიიღებენ შენნაირს ოჯახში,ალბათ გიყენებს ლუკა და მერე ისევ ჩემთან დაბრუნდება-გოგონამ ხელი გამოგლია ლუკას,მაგრამ მამაკაცმა ძად მოუჭირა და არ დააცალა -ლანა,საკმარისია,მარიას არასდროს გამოვიყენებ,ის ჩემი ცხოვრების სიყვარულია და მოგწონს ეს თუ არა,მას მალე ჩემი გვარი დაამშვენებს!-ამაყად განაცხადა უმცროსმა ერისთავმა და აცახცახებული გოგონა გულში ჩაიკრა... ტაშის დაკვირს ხმა გაისმა ერთ კუთხეში,შემდეგ სხვებიც აყვნენ და ოვაციებით დააჯილდოვეს ახალგაზრდა მამაცი წყვილი და გამწარებული ლანა გააცილეს კლუბიდან,მარიას კი მამაკაცისგან წამოსული სითბოსა და ენერგიისგან სულ გადავიწყებოდა ის უსიამოვნება,რომელიც ახლახანს კლუბში მოხდა,თუმცა არ დავიწყებოდა ის ფაქტი,რომელსაც დღეს დილით შეესწრო,მერე ანაზდად მოშორდა ლუკას სხეულს და ცივი გამომეტყველებით შეხედა -დღეს კი კარგად ეფერებოდი...-თავი განზე გაწია,ლუკას გაეღიმა გოგონას გაბუტვაზე,ვერ მოითმინა და ტუჩებზე დაეკონა... ---------- ვიცი ბავშვებო,რომ ელოდებოდით,მაგრამ კომპიუტერმა აურია,იმდენი რაღაც მეწერა,თან ვირუსები,ესა ისა და ვინდოუსის გადაყენება მომიწია, გპირდებით აწი ამდენ ხანს არ მოგიწევთ ლოდინი, მადლობა რომ კითხულობთ. მიყვარხართ! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.