შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმაში გარეთ 31 თავი


1-03-2016, 15:35
ავტორი du-da
ნანახია 4 303

* * *
თეომ ხელი კრა სავარძელში ჩაძინებულ მარის.
-რა იყო გოგო ომია?ამოიბუზღუნა მარიმ
-რა იყო არ გაძინებს ქმარი ღამე?
-გაილახები ეხლა.
-მისმინე მიდი გთხოვ ექიმს დაელაპარაკე რა.სთხოვე სახლში გამიშვას.
-გადაირიე გოგო?ტვინის შერყევა გაქ.
-მიდი რა. სახლში დავწვები და ვიმკურნალებ.ხო იცი იცოდე გავიქცევი აქედან.
-ოხ მოკლედ რა ამ დაქალებს ეს გაგცევები მაგრად გაქვთ დამუღამებული.
-არ გინდა მარ ნუ გაამტყუნებ ანის.რაც მაგან გადაიტანა მიკვირს კიდე ადეკვატურად რო იქცევა.
-მეშინია რო არ გვაპატიოს ეს ყველაფერი.
-ვაჩე ჩამოვიდა?
-ერთ საათში მოვლენ.ლუკა და დათო წავიდნენ აეროპორტში.
-კარგი მიდი გთხოვ სთხოვე ექიმს და წამიყვანე რა.საწყალი თვალებით ახედა ერისთავმა დაქალს.
-ჯანდაბა შენ.წავალ და ვთხოვ.გაეცინა მარის და პალატიდან გავიდა.

* * *
სასიამოვნო მოგონებებს აღვიძებდა ჩემში ეს სახლი.თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობდი.ხშირად მითქვამს ვაჩესთვის რო დავბერდებით აუცილებლად სვანეთში ვიცხოვროთ მეთქი.ეხლა კი მარტი ვიყავი,ჭიქა ყავით და უამრავი პრობლემით.
-იქნებ უაზროდ ვიქცევი,იქნებ ჯობია კიდევ გავრისკო ერთხელ.მარი მართალია სადამდე დავიმალები ან გაქცევით მომიგვარდება პრობლემა? მე ხომ ვიცი როგორ მიყვარხარ.აუტანლად მომინდა კორინთელთან ჩახუტება,ოღონდ აქ ყოფილიყო და ყველაფერს ვაპატიებდი.თუმცა მალევე თავმოყვარეობამაც შემომიტია.თვალწინ დამიდგა ფულის დასტა და მისი სიტყვები"ბავშვი მოიშორე"ცრემლები წამომივიდა და მუცელზე მოვისვი ხელი.
-ამდენი აიტანე ამ 15 წელში და მხოლოდ.მისი სიყვარული გაძლებინებდა სულელო და ეხლა შენვე დატოვე პრობლემის წინაშე რომელშიც უნდა დახმარებოდი.
საშინელმა დანაშაულის გრძნობამ შემიპყრო,ვინ იცის როგორ ვჭირდებოდი მე კიდე რეებს ვაკეთებ ღმერთო.გიჟივით წამოვხტი ფეხზე და ოთახისკენ გავიქეცი.ჯერ კიდევ ამოულაგებელი ჩემოდანი დერეფანში გავაგორე და მანქანის გასაღებს დავწვდი.საშინელი თავბრუსხვევა და გულისრევა მქონდა ამ ბოლო დროს წელიც აუტანლად მტკიოდა.
-არ გინდა პატარა ცოტაც მაცადე დედიკომ შეცდომა უნდა
გამოასწოროს.

* * *
ქარიშხალივით შემოიჭრა ოთახში ვაჩე და თეოს ჩაეხუტა.
-ჩემი გოგო.როგორ ხარ?
-უკეთ.
-მაშინ უნდა დამემტვრია ძვლები მაგ არაკაცისთვის და ეცოდინებოდა უპატრონო რო არ ხარ.
-კარგი კარგი რაც იყო იყო. შენ როგორ ხარ?
-როგორ ვიქნები თქვენი დაქალის.. ხელში.
-მისმინე ვაჩე.სადღაც ანი მართალია.
-არ გეკამათები მარ.ოღონდ ეხლა რამე მაჭამე და მერე დაწვრილებით მოგიყვებით ყველაფერს.
-ბიჭები სად არიან?
-ლუკას რაღაც საქმე გამოუჩნდა და იქ წავიდნენ. მალე მოვლენ.

* * *
-რო არ დაგთანხმდეს?
-დამთანხმდება.
-შენ თეოს არ იცნობ ძმაო არა.ხელი მხარზე დაკრა დათომ ბაბლუანს.ასე პირდაპირ აჯახო ცოლად გამომყევიო არ გამოვა.
-აბა რას ველოდო?
-ისე სიყვარულის ახსნაზე რამე გსმენია სვანო?
-არ იცით ვითომ რო ვხოცავთ ისედაც ერთმანეთს სულ.სიყვარული და რომანტიკული გამოხტომები რო დავიწყო ამ ბეჭედს მართლა გადამაყლაპებს და მერე მოგიკლავთ მეგობარს.დაიღრინა ლუკამ
-ხოდა მითუმეტეს მერე.რავიცი ლუკა შენი საქმის შენ იცი მაგრამ.აშკარად ჯობია ცოტა მოიცადო.
-თქვენ ვერ ხვდებით ვგიჟდები ჩემთან რომ არაა.ვერ ვიტან სხვა რო ეხება ან ელაპარაკება.ჯერ მის სამსახურში მივიდე იქ კიდე მყავს დასალეწი ერთი ძვლებში.
-გაგირეკია შენ ძმაო.გაეცინა ლექსოს.ყველას კი გეშველათ მარა მე რა ვქნა აღარ ვიცი.თქვენი პრობლემების გამო ხან სად მიწევს წასვლა და ხან სად.ის გოგო ან გათხოვდება უჩემოდ ან ვაბშე აღარ შემომხედავს.
-მოიცა მოიცა ვინ გოგო?გაკვირვებულმა გახედა დათომ
-აი ის ვიპოვე მაშინ რომ გიყვებოდი.შემთხვევით წავაწყდი კაფეში.
-მერე?ნომერი გამოართვი?ან მისამართი.როგორ უნდა ნახო
-რათ მინდა მისამართი რა კაფე გაიქცევა სადმე?იქ მუშაობს მიმტანად.
-ხოო რაღაც ჭამა მომინდა.წამო თან ყავა დავლიოთ რომეო და თან შენი ანგელოზიც ვინახულოთ.გაუცინა ბაბლუანმა და ბეჭედი ჯიბეში ჩაიდო.

* * *
საღამოს ყველა მარისთან იყო შეკრებილი და საუბრობდნენ.
-შენ ქალბატონო რატო გამოეწერე საავადმყოფოდან?
-ჩემს საქმეში ნუ ერევი ბაბლუანო რა.აგდებით უპასუხა თეომ და ბიჭის გაბრაზებულს სახეს თვალი მოარიდა.
-შენ მერე დაგელაპარაკები ამ ყველაფერზე.
-კარგით ეხლა მორჩით თქვენ კიდე მოყევით როგორ მოგვარდა ყველაფერი. მიუტრიალდა დათო ფიქრებში წასულ კორინთელს.
-იმაზე ადვილად ვიდრე ვფიქრობდით.წილოსანი მაგარი ჩმორი არმოჩნდა.იოლად წამოვიდა შეთანხმებაზე.ეხლა ვფიქრობ რო მართლა არ იყო საჭირო ამხელა სპექტაკლის დადგმა ჯობდა ანისაც სცოდნოდა ეს ყველაფერი.უბრალოდ მეგონა საშიში იქნებოდა.
-მაგაში გეთანხმები არ უნდა მოგვეტყუებინა არ იმსახურებდა ამას ჩვენგან.
-ხო იცი სადაცაა რატო არ მიდიხარ?კითხა თეომ ვაჩეს.
-ვაცდი დამშვიდებას არ მინდა უარესად გავაღიზიანო ისედაც მეეჭვება მაპატიოს.
-გაპატიოთ.ზიზღით გადავხედე ჩემს მეგობრებს
-ანი?ფეხზე წამოდგა ლუკა.დიდი ხანია მოხვედი?
-იმდენი ხანი რო კარგად გამეგო თქვენი ტყუილის შესახებ ყველამ იცოდით ხო?
-მოდი წყნარად ვისაუბროთ.სცადა ხელი მოეხვია ჩემთვის ბაბლუანს
-არ მომეკარო.ვუყვირე ლუკას და გოგოებს გავხედე.თქვენც იცოდით?იცოდით რა თქმა უნდა ამიტომ დუმდით ხო? მშვიდად უყურებდით ჩემს ტანჯვას.
-ან არ გეწყინოს რა.ამოილუღლუღა მარიმ
-მეწყინოს?არა მარ არ მეწყინება.მეტკინა თქვენგან ყველაზე მეტად.ამათ არ მოვთხოვ.მაგრამ შენთან არასდროს დამიმალია როგორ ვიყავი.გახსოვს ბავშვობაშიც კი ვცდილობდით ერთმანეთისთვის არაფერი დაგვემალა და იმასაც კი ვეუბმებოდით რაც სათქმელი არ იყო.
-ანი მე ვთხოვე,ფეხზე წამოდგა კორინთელი.ნერვიულობამ პიკს მიაღწია გაუაზრებლად მოვიქნიე ხელი და ვაჩეს გავარტყი.
-ეს ჩემი მოტყუებისთვის.მეორედაც გავარტყი.
-ეს ჩემი შვილისთვის და იმ საშინელი პერიოდითვის რაც შენ გამატარე.შენ საერთოდ იცი მეუღლე რას ნიშნავს?როგორ იფიქრე რო ვერ გაგიგებდი.ან გგონია პირველად მოხდა ეგ?
-რას გულისხმობ?
-წილოსანი ვინ არის საერთოდ მაგაზე საშიში მტერიც მყოლია.როგორ გგონია პირვალდ ითამაშა ტატომ ჩემზე?არა ვაჩე არა არც დაგესიზმრება ჩვენ რა გავიარეთ მაგრამ ერთად გესმის?ერთად.რა უფლებით მომატყუე.ამის მერე როგორ გენდო მითხარი.გაუაზრებლად ვყვიროდი და ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით მცვიოდა თვალებიდან.
-მორჩი ისტერიკას და დამშვიდდი.მიყვირა ლექსომ
-არა არ მომეკაროთ.მოღალატეები ხართ ყველანი.დაფიქრებულხართ მე რას ვგრძნობდი როცა მთელი ღამე წვიმაში გარეთ გავატარე?ან მაშინ საკუთარი შვილის მოკვლა რო მთხოვე?ვინმემ იფიქრეთ?უთხარით რომელიმემ.რო ცოდო ვიყავი?
ხმას არავინ იღებდა ყველას თვალებში ვხედავდი სინანულს.
-იცი რა გააკეთე ვაჩე?თავი შემაზიზღე.
-მორჩი ამ.სისულელეებს გთხოვ.ვიცი რო დამნაშავე ვარ და ამდენი ვეღარ გავიაზრე ისე შემაშინა შენი დაკარგვის საფრთხემ.გთხოვ დამშვიდდი ბავშვისთვის საზიანოა.
-ბავშვისთვის?გიჟივით გამეცინა.რომელი ბავშვისთვის ვის მოკვლაშიც ფული გადამიხადე?
-მორჩი.მიღრიალა კორინთელმა და მკლავში მეცა.
-განქორწინება მინდა.გამოვცარი კბილებში და კმაყოფილმა შევხედე გაფითრებულ ვაჩეს,
-რა თქვი?
-რაც გაიგე.
-ვერ ეღირსები.საკმარისია რაც შენ ჭკუაზე ვიარეთ.როგორც ვატყობ არ გინდა დაინახო რეალობა ამიტომ მე დაგანახებ. წამებში ამაფრიალა ხელში და ჩემი კივილის მიუხედავად მანქანისკენ წამათრია.სწრაფად შემაგდო შიგნით და სანამ გადმოვიდოდი თვითონაც ჩაჯდა.
-ხმა არ ამოიღო თორე კაცობას გეფიცები რაღაც სასწაულს გავაკეთებ.
ფრთხილად გავხედე.თვალები ჩასისხლიანებილი ჰქონდა და საჭეს მთელი ძალით უჭერდა ხელს.ასეთი გამწარებული არასდროს მინახავს.
-სად მივდივართ?ხმა ამიკანკალდა.თვალზე მომდგარი ცრემლი უკან გავაბრუნე.
-არ ვიცი არაფერი აღარ ვიცი.რაც არ უნდა გავაკეთო ყველაფერდ არასწორად იგებ.განა მე არ ვიცი იდიოტივით რო გამომივიდა მაგრამ ანი.მაგ პატარას გეფიცები მანდ რო გყავს შენზე ნაკლებად არ მტკენია გესმის? ეს ამბავი რო გავიგე გონება ამერია.
-ვაჩე.
-მაცადე ლაპარაკი.იმ ღამეს მეც დაბლა ვიჯექი შენთან ერთად გარეთ.
-ხო მაგრამ.გაოცებულმა გავხედე
-რო გეძინა.მთელი ღამე ჩემ მკლავზე იწექი მხოლოდ გამთენიისას დაგტოვე მარტო.რო გავიგე ორსულად იყავი მინდოდა მთები გადამედგა სიხარულისგან.მაგრამ არსებობდა საფრთხე გამიგე გთხოვ.
-გააჩერე.საშინელი გულისრევა დამეწყო.სწრაფად გადაიყვანა მანქანა გზიდან და გადმოსვლაში მომეხმარა.
-უკეთ ხარ? ღმერთო რა ფერი გადევს.ანი მიპასუხე,ეხლავე ექიმთან წავალთ
-არ მინდა უკეთ ვარ.თავგზას მირევდა მისი შეხება.მისი სუნამოს სუნი და წამებში გავიაზრე რო შემეძლო ბედნიერი ვყოფილიყავი და უაზროდ გამეღიმა
-რა გაცინებს გოგო გული გამიხეთქე.ჭამე დღეს რამე?.ოღონდ არ იტირო ეხლა თორე თავს მოვიკლავ.ეს რა სენტიმენტალური გამხდარხარ ტო რა არის?რა უქენი მამი დედიკოს?ჩემს მუცელთან დაიხარა და ტუჩებით შემეხო.
-ორნი არიან.ამოვილურლუღე ძლივს და ისევ თავიდან დამეწყო გულისრევა.

* * *
თეომ მაგიდა აალაგა და სამზარეულოში გავიდა.
-შენ რო უნდა იწვე არ იცი ხო?
-შენ.რო თავი დამანებო არ გინდა?
-არ მაქვს სურვილი.გაეცინა ლუკას
-მისმინე და კარგად დაიმახსოვრე რაც საავადმყოფოში მითხარი მინდა რო დაივიწყო.
-შენ დაივიწყებ?გამომცდელად ჩააჩერდა თვალებში ერისთავს.თეო უცებ მოტრიალდა
-ვეცდები მაინც.გაიგე ადამიანო არ მინდა შემიყვარდე.ბაბლუანმა დაქაჩა და უკნიდან ჩაეხუტა.თეოს სუნთქვა შეეკრა.
-ისუნთქე ერისთავო.
-გამიშვი გთხოვ.არ მინდა აღარ მინდა მეტკინოს და შენც გატკინო.
-შენ ვერაფერს მატკენ გაიგე?გავკარი ყველას ვისაც თავი შენზე მეტი ჰგონია რამეთი.ოღონდ შანსი მომეცი და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იარსებებს
-ლუკა გთხოვ.
-ნუ მთხოვ და შეუშვი ამ პატარა თავში რო მე კითხვის ნიშანი არ დამისვამს არსად.ანუ არაფერი მიკითხავს შენთვის.ისედაც მე მეკუთვნი გასაგებია?მხოლოდ ჩემი ცოლი და შვილების დედა გახდები გავიგეთ ხო?
-ხო.ძლივს ამოიღო ენა ბედნიერებისგან ერისთავმა.



№1 სტუმარი darina

Mgoni yvelaferi dalagda da dasasruliskenac mivdivart, cota guli mwydeba magram yvelafers aqvs dasasruli, leqsosac ushvele daichagra amat devnashi.

 


№2  offline წევრი natia-natia

საყვარლებიიი

 


№3  offline წევრი varduka

სად ხარ საააააადდდ დამელია სული ლოდინიიით

 


№4 სტუმარი anita

eee male dade raaa

 


№5  offline წევრი varduka

Sad daikargeeeeeee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent