შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს უშენოდ! (4)


2-03-2016, 00:06
ავტორი natia_888
ნანახია 2 127

სანდროზე ფიქრები ამყვა. საიდან გამოჩნდა ეს ბიჭი ჩემ ცხოვრებში, ან რისთვის გამოჩნდა...
საღმოს ბავშვებმა შეკრება გადაწყვიტეს. რათქმაუნდა მეც შემომთავაზეს, მაგრამ ვიუარე, ხასიათზე არ ვიყავი. სახლში დავრჩებითქო ვუთხარი სალოს სკოლის მერე, მე ნუ დამელოდებითთქო და შინისაკენ ავიღე გეზი. ხვალ შაბათია, ამიტომ თავს უფლება მივეცი წიგნებისგან დამესვენა. მარკეტში გავიარე, ჩიფსები, წვენები და მსგავსი სასუსნავები მოვიმარაგე, საინტერესო ფილმი ავარჩიე და საღამოც თავისთავად დაიგეგმა.
დაახლოებით ათი საათი იყო, ზუსტად არ მახსოვს. ფილმის განცხრომაშ ვიყავი კარზე ზარი რომ გაისმა. გამიკვირდა... მშობლები ერთი კვირის შემდეგ ჩამოვიდოდნენ, ბავშვები კაფეში იყვნენ, ვინ უნდა ყოფილიყო. ვიფიქრე სალოს უჩემოდ მოეწყინა და შემომიარათქო. წამოდგომა რომ დავაპირე, ტელეფონს დავხედე, სალოს სამი შეტყობინება დამხვდა, რაშვრებიო მწერდა, შეტყობინებებმა ეჭვი დამიდასტურა და კარისკენ არხეინად გავემართე. სანამ ურდულს ჩმოვწევდი კიდევ ერთხელ დაიწკრიალა ზარმა. კარგი გავაღე.
- ოჰოოო, გამართლებაც ამას ქვია. - ჩემს წინ ბრგე მამაკაცის სილუეტი ასვეტილიყო. სილუეტითქო რომ ვამბობ, პირდაპირი მნიშვნელობით ვგულისხმობ. იმდენად მთვრალი იყო სახე წაშლოდა, ადამიანის არაფერი ეტყობოდა. სხეული დამეზაფრა. - არა, კი ვიფიქრე გოგო მაინც შემხვდესთქო, მარა ანგელოზზე არაფერი მიფიქრია. - პირში ენას ძლივს აბრუნებდა და ისეთი სუნი ასდიოდა კინაღმ ადგილზე ჩავიკეცე. მაღალი იყო, ჩსხმულიც. მოკლესახელოანი ჯინსის ჟილეტი მოეცვა გაბანჯგვლულ, შიშველ სხეულზე. მხარზე წითელი ფერის, გაურკვეველი ტატუ ეხატა. სახეზე ათიოდე პირსინგი მაინც ექნებოდა, ჯინსის ჭუჭყიან შარვალზე კი დაჟანგული ჯაჭვი ჩამოეკონწიალებინა.
- რა გნებავთ? - აკანკალებული ხმით ვთქვი.
- რა უნდა მნებავდეს. - ბოლო სიტყვა ხაზგასმით თქვა. - შემომიშვი სახლში. - კარების დახურვა ვცადე, მაგრამ უცნობი ჩემზე გაცილებით ძლიერი გამოდგა და კარი ხელით შეაკავა. - რაო?!! არ მიშვებ შიგნით!! - სახე გაუგებრად დაემანჭა.
- უკაცრავად მაგრამ არ გიცნობთ, უმჯობესია წახვიდეთ. - ყველანაირად ვცდილობდი სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ მიჭირდა.
- ლაწირაკო!! - დაიღრიალა, ამ სიტყვის პირადპირი მნიშვნელობით. - რომ გეუბნები შემომიშვითქო, ეს ნიშნავს შემომიშვის და უნდა შემომიშვა. - გაუგებრად საუბრობდა. კარის მიხურვა კიდევ ერთხელ ვცადე. ამაოდ... შედეგად ის მივიღე, რომ უცნობი კიდევ უფრო განრისხდა და პირდაპირ ოთახში შემომეჭრა. კარი ღია დავტოვე და ნელი ნაბიჯით უკან დავიხიე. კაცი მიახლოვდებოდა,მანამ სანამ კედელს არ ავეკარი. - ანგელოზს გავხარ.... - ძრღვებში სისხლი გამეყინა. უცნობმა ჩემს სახეზე ჩამოწეული თმის გადაწევა სცადა, მაგრამ თავი მკაფიოდ გავწიე.... გაღიზიანდა და მკლავში მაგრად ჩამჭიდა ხელი. კედელს მიმანარცხა.
გადავწყვიტე მეკივლა, მაგრამ მივხვდი ვერ შევძლებდი. კაცმა ხელი მეორე მკლავშიც ჩამჭიდა და თვისთვის რაღაც ჩაილაპარაკა, შემდეგ კი თვი ჩემი ყელის მიმართულებით წამოიღო. ზიზღის და შიშის ჟრუანტელმა ერთიანად დამიარა და თვალები თვხუჭე. სანამ მის შეხებას ვიგრძნობდი რაღაც მოხდა. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს დაბმული იყავი და გაგათვისუფლესო, თვალების გახელას ვერ ვბედავდი.
როცა არაადამიანური ხავილი და ვიღაცის თუ რაღაცის ძირს ძლიერ დანარცხების ხმა გავიგონე, მხოლოდ მაშინ გავახილე თვალი და....
სანდრო ასათიანი სახეწაშლილი იდგა ჩემს მისაღებში და უცნობის ძირსგართხმულ სხეულს ისე დაჰყურებდა, როგორც გაშმაგებული ნადირი შესაჭმელად გამზადებულ მსხვერპლს.
ზუსტად ვერ გეტყვით რა უფრო ვიგრძენი მაშინ, შვება თუ შიში, მაგრამ მკაფიოდ მახსოვს, როგორ ჩასისხლიანებოდა ცისფერი თვალები სანდროს და ისევ ის მოზაიკა გამოსახვოდა სხეულზე. ხელები ისე ძიერ მოემუშტა, გეგონებოდა სადაცაა ვენები დაუსკდებაო. მუშტზე სისხლის კვალიც ეტყობოდა, მაგრამ როცა უცნობის სახელს მოვკარი თვალი, მივხვდი, რომ სისხლი სანდროსი არ იყო.
ძირს გაშოტილმა კაცმა კიდევ ერთხელ ამოიგმინა. სანდრომ ანთებული თვალები მიანათა და დახრა დააპირა. მივხვდი რისთვისაც და მაშინვე მის წინ ავესვეტე. არ ვიცი ასეთი სულელური გზა მის გასაჩერებლად თავში საიდან მომივიდა, მაგრამ მთელი ძალით ჩავეხუტე.
- გაეთრიე აქედან, თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია!!! - ვიხავლე და სანდროს თვალებს გავუსწორე მზერა.
უცნობი ზლაზვნით წამოდგა და ოთახიდან გავიდა. როგორც კი დავრწმუნდი აღარ ჩანდა სანდროს ხელი გავუშვი და მთელი სხეულით ავცახცახდი. მდუღარე ცრემლების ნაკადი დაეშვა ჩემს სახეზე და ასათიანის ხელებში ჩავესვენე.

***


- კატო... როგორ ხარ? - თველი რომ გავახილე სანდროს სახე მეფეთა თვალებში. ჩემს ოთხში ვიწექი. წამოვიწიე მაგრამ თავბრუ დამეხვა და უკან დაწოლა მომიწია.
- რომ გითხრა კარგადთქო დამიჯერებ?
- არა... მაპატიე. - სანდროს თვალები ისევ ამღვრეული ჰქონდა.
- რა სანდრო?
- რაც დღეს გადაიტანე.
- შენ რა შუაში ხარ?
- ადრე უნდა მოვსულიყავი.... მაშინ არაფერი მოხდებოდა.
- შენ აქ საერთოდ არ უნდა მოსულიყავი... - თავბრუსხვევა ისევ ვიგრძენი და დავიმანჭე. - მაგრამ მოხვედი და გადამარჩინე.... მაპატიე, უკანასკნელი სიტყვაა, რომელსაც შენ უნდა მეუბნებოდე.
- ის ნაძირალა... ღმერთო... ჩემო პატარავ, რისი გადატანა მოგიხდა... - ჩემსკენ დაიხარა და შუბლზე ნაზად მაკოცა. - მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. ვერაფერი ვთქვი. - კატო მისმინე. - მკაცრი ხმით განაგრძო. - აღარასდროს გაბედო კარის ისე გაღება თუ გარეთ არ გაიხედავ !!! საერთოდან აღარასდროს გაბედო სახლში მარტო დარჩენა!! გესმის?!
- კი სანდრო მესმის. - მილეული ხმით ვთქვი და თვალზე მდუღარე კურცხლი ჩამომიგორდა.
- ჩუუ. - სანდრომ ცრემლი მომწმინდა და თმაზე ხელი მზრუნველად გადამისვა. - ჯერ პატარა ხარ, ძლიან პატარა... ნამდვილი ანგელოზი და ასეთების გადატანა არ უნდა გიწევდეს.... შენ, ასეთების გადატანა არასდროს უნდა გიწევდეს გესმის?!. - შუბლზე კიდევ ერთხელ მაკოცა. - კატ მისმინე! - ის თვალები მომანათა უკვე რომ მიყვარდა. - კარგად მისმინე! - არ აგრძელებდა სანამ რამეს არ ვიტყოდი.
- გისმენ.
- გპირდები... ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასს გეფიცები... მსგავსი რაღცის გამოცდა აღრასდროს მოგიწევს... გესმის ჩემი?! ვერასდროს ვერავინ გაბედავს ეს ლამაზი სახე ცრემლით დაასველოს! ვერავინ გაბედავს ეს პატარა გული შეაშინოს და ეს ნათელი თვალები აამღვრიოს!!! ძმის, მამის და დედის საფლავს ვფიცავარ ყოველთვის დავიცავ ამ გულს, ახლა ასე გამალებით რომ ცემს. - თვალზე კიდევ ერთი ცრემლი დაგორდა, სანდრომ კი კვლავ შეაჩერა....

***

დრო რომ გავიდა უკეთესად გავიაზრე რა მოხდა მაშინ ჩემს თავს... უკეთესად გავაანალიზე ის საფრთხე რის წინაშეც ვიდექი... ყოველ გახსენებაზე მდუღარე მევლებოდა და გონება ბინდით მევსებოდა... მეშინოდა.
შემდეგ სანდრო, მისი მკლავები, დაძარღვული ყელი, მისი თალები, ამღვრეული გამოხედვა... მისი გაშმაგებული სახე მახსენდებოდა... მახსენდებოდა მისი სიტყვები... მისი ფიცი და საოცარი სიმშვიდით ვივსებოდი... თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი....
ის ინციდენტი ჩემი და სანდროს გარდა არავის გაუგია. ჩვენი პატარა საიდულმო იყო.
მას შემდეგ დაიწყო ყველაფერი. მას შემდეგ დაიწყო ჩემ ცხოვრებაში განსხვავებული და განსაკუთრებული ეტაპი. ეტაპი, როცა შენზე ვიღაც უჩვეულოდ იწყებს ზრუნვას... როცა ისე გიფრთხილდება, თითქოს მისი გული იყო და შენ თუ რამე დაგიშავდება მასაც იგივე მოუვა... ეტაპი როცა ვიღცის სამყაროდ გრძნობ თვს... როცა გვერდში გყავს, ის, ვისაც ღამე გააღვიძებ და კოშმარს მოუყვები, რომელმაც ძილი დაგიფრთხო.... როცა გვერდში გყავს ის, ვისი საფიქრალიც მხოლოდ შენი ბედნიერებაა... ვისთვისაც ყველაფერი ხარ, ყველაფერი ამ სიტყვის სრული გაგებით....
***
იმ დღიდან ერთი კვირის მანძილზე სანდრო ყოველდღე მნახულობდა. სკოლაშ მოდიოდა, საღამოობით სახლში მაკითხავდა, მაგრამ შინ არასდროს შემოდიოდა, მხოლოდ ამოწმებდა უსაფრთხოდ ვიყავი თუ არა. მისი ეს მზრუნბველობა მათბობდა და უძიროდ ცისფერი თვალები დღითიდღე ღრმად სახლდებოდნენ ჩემში.
ერთი კვირის თვზე ჩემებიც ჩამოვიდნენ. დიდი შვება იყო სახლში მარტო ყოფნა რომ აღარ მიწევდა, კიდევ უფრო დავმშვიდდი და ძველი ინციდენტიც ასე თუ ისე დავიწყებას მიეცა.
- კატო, კატ დამელოდე... - ზურგს უკან სასიამოვნო ხმა დამეწია. სკოლის ეზოდან წამის გამოსული უკან შევბრუნდი და სანდრო დავინახე. - დამელოდე... - ჩემთან მოსული შედგა და ქოშინით ამოიგმინა... - რაშვრები.?
- სახლში ვაპირებ წასვლას... შენ აქ საიდან გაჩნდი? - სული მოითქვა, გვერდში ამომიდგა და ჩემი სახლის მიმართულებით ნელი ნაბიჯით დავიწყეთ სვლა.
- შენ სანახავად მოვედი. რაღაც უნდა გითხრა.
- გისმენ.
- მივდივარ.
- სად? - გული მომეჭმუჭნა.
- არ ვიცი, უბრალოდ ერთ ადგილზზე ამდენხანს გაჩერება დიდი ხანია უცხო საგნად იქცა ჩემთვის, ასე აღარ შემიძლია.
- კარგი... - ახლა ყველაზე მეტად მინდოდა მეყვირა, მისთვის სილა გამეწნა.... მეთქვა დარჩითქო... მეთხოვნა... მეხვეწა... მეტირა.... მაგრამ საკუთარ თავს წინააღმდელგობა დავუწიე, უბრალოდ დავთანხმდი და პირვლად პტაქტიკულად დავასაბუთე ჩემი მოსაზრება ადამიანური ტკივილის მიმართ შეუვალობასთან დაკავშირებით.
- ასე მარტივად მიშვებ?
- შენ თუ ასე ადვილად მიდიხარ, მე ვინ ვარ რომ დაგაკავო. - თავს ძლივს ვიმაგრებდი, რომ არ ამტირებოდა.
- კარგი.... მაშინ მშვიდობით. - მის თალებში დიდი სევდა იკითხებოდა.
- მშვიდობით... - კბილებში გამოვცარი.
სანდრო გაბრუნდა, მე კი ერთ ადგილზე გავიყინე. სამი ნაბიჯი გადადგა, შემდეგ შედგა. მომიახლოვდა, იმდენად ახლოს, რომ მის ცხელ სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი... ჩემსკენ დაიხარა, ნაზად მაკოცა შუბლზე... თვალებზე... ტუჩებზე და წავიდა..

***

აი ამას ვგულისხმობდი, როცა ვთქვი ყოვლად არაპროგნოზირებადიათქო... რა იყო მისი ჩემ ცხოვრებაში მოსვლა და ისევ უკან წასვლა... არც არაფერი.... გამოჩნდა, გული მიისაკუთრა და ახლა ისევ მიდიოდა... დამპირდა რომ დამიცავდა, ჩემს გულს დაიცავდა, მაგრამ ახლა თვად მტკენდა.... უცნაური იცით რა იყო? .... როგორც იმ საღამოს, ახლაც მშვიდად ვგრძნობდი თავს.... მტკიოდა მაგრამ მშვიდად ვიყავი.
ღამის თორმეტი საათი იყო. მშობლებს ეძინათ, მე კი ისევ სანდროზე ფიქრებს შევყოლოდი და მისაღებში ოთხად მოკეცილი ვიწექი. კარზე კაკუნი გაისმა, უსიამოვნოდ დამეძაბა სხეული. ზანტად წამოვდექი და კარს მივუახლოვდი. სანდროს სიტყვები გამახსენდა, კარი ისე აღარასდროს გააღო თუ არ გაიხედები გარეთო და შესამოწმებლად, თუ ვინ იყო გარეთ, კარს ავეკარი.... გამეღიმა. კარი გავაღე.
- ასე ადვილად რატო გამიშვი?
- რომ შემეჩერებინე თავს დავადანაშაულებდი.
- რაში?
- შენი სიმშვიდის და ბედნიერების დანგრევაში.
- შენ ამ ქვეყნად ყველაზე სულელი გოგო ხარ!!!
- რატოომ?!!! - ხმას მეც მასავით ავუწიე.
- უკვე ორი კვირაა საქართველოში ვარ და შენს გადა არაფერი არსებობს ჩემთვის!!! უკვე ორი კვირაა კუჭში დაგდევ და თვალებში შემოგციცინებ, საკმარისია ინატრო და მზად ვარ გაუჩენელი გავაჩინო. შენ თუ იღიმი მეც მაშნვე მეღიმება!!! შენ ხარ ყველგან ჩემს ირგვლივ, შენვე ხარ ჩემში!!! შენ ხარ ჩემი სიმშვიდეც და ბედნიერებაც !!! სხვა რომელ სიმშვიდეზე საუბრობ?!! რომელი ბედნიერება უნდა დამინგრიო ამიხსენი??? სამი წელია აჩრდილად ვცხოვრობ, სამი წელია საკუთარ ლანდს გავურბივარ და ამდენი ხნის მერე პირვლად ვიგრძენი როგორ ძგერს გული ჩემში, შენ კი გამიშვი... ისე გამიშვი მიზეზიც არ მკითხე, ისე გამიშვი ცრემლიც კი არ გადმოგვარდნია... სულელი ხარ!!! ყველაზე სულელი, პატარა სულელი გოგო!!! მე კი მიყვარხარ!!! - რაც ამ წამს ვიგრძენი სიტყვებით არ გამოითქმის... რაც მაშინ მოხდა ჩემში ვერ აიხსნება.... მისი თვალები მახსოვს... ასეთი თვალები არასდროს ჰქონია...
- მაშინ არასდროს არსად წახვიდე!!! - ცრემლებმა ჩემს სახეზე თავისით იპოვნეს კალაპოტი... სანდრომ კი ჩემი ტუჩები იპოვნა.... ხელები წელზე ძლიერ მომხვია და ხელში წამოტაცებული ისე ჩამიხუტა თავი მის განუყოფელ ნაწილად ვიგრძენი.

(გაგრძელება იქნება)

.....................


იმედია დღევანდელი თავი მოგეწონათ

ჩემო კარგებო, სამწუხაროდ ამ თვის შემდეც ცოტა დაგვიანება მომიწევს ხოლმე, რადგან პარალელურად უნდა ვწერო, მე კი დროის სერიოზულ დეფიციტს განვიცდი....

მაქსიმალურად შევეცდები ხშიად დავდო, გპირდებით

დიდი მადლობა თითოეული კომენტარისთვის, რომელითც ძალიან მახარებთ



№1  offline წევრი natia-natia

რათქმაუნდა კარგი თავი იყო არაუშავს დაველოდები ოღონდ ძაანაც არ დააგვიანო და თავები გაზარდე ♥♥♥

 


№2  offline წევრი natia_888

natia-natia
რათქმაუნდა კარგი თავი იყო არაუშავს დაველოდები ოღონდ ძაანაც არ დააგვიანო და თავები გაზარდე ♥♥♥

დიდი მადლობა <3 კარგი, გპირდები ყველანაირად ვეცდები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent