მეგობრობის მოთხოვნა (9 თავი)
გაბრიელმა დიდი სისწრაფით გაკვეთა ბრბო და სცენასთან ახლო მივიდა. თვალებ დაკაჟული ეძებდა ნაცნობ სახეს და ცდილობდა ყველა ადამიანი შეემოწმებინა ვინც მის ირგვლივ იყო. სცენის მარცხენა ფრთასთან მყოფმა მარჯვნივ გააგრძელა სიარული რათა ყველა ახლოს მდგომი შეეთვალიერებინა. ძებნის პროცესში ვიღაცის ხელი იგრძნო მის მხარზე. -ძმაო სად იყავი? გეძებდი.-ხმამაღლა ჩაყვირა ძმაკაცს. -ეხლა მაგის ახსნის დრო არ მაქ.-ვინაიდან მისი ძმაკაციც წინა რიგებში იყო იფიქრა სესილიზე ვკითხავო-გოგო ხომ არ დაგინახავს ცოტა მთვრალი გაშლილი თმით? შავი ზედა და დახეული ჯინსები აცვია. -ძმაო აქ ყველა თითქმის ეგრე გამოიყურება. -კაი დაიკიდე წავედი და მე არ დამელოდოთ. თანდათან უჭირდა ხალხის მასაში გადაადგილება მაგრამ არ ნებდებოდა. -We love Georgia-იყვირა ჯგუფის სოლისტმა -We love "Sodomi"-ვიღაცის ხმა შემოემა მაგრამ ეს ბგერა თითქოს ქვევიდან მოდიოდა. გაბრიელმა ძირს დაიხედა და იატაკზე მოკუნტული სცენას მიყრდნობილი თმებგაწეწილი გოგო დალანდა. ჩაიმუხლა და თმები გადაუწია. -სესილი...-პასუხი ვერ მიიღო- სესილიააა... - გოგონა ისევ დუმდა - გაბრიელი ვარ შემომხედე. ამ ხმაურსა და აურზაურში სესილიმ მაინც მოახერხა "გაბრიელი ვარ" -ს გაგება და დასიებული თვალები სცენის შუქით განათებულ ბიჭს მიაპყრო. -უნდა წავიდეთ ეთო გეძებს. -ეგ ვინაა? ან შენ ვინ ხარ? საერთოდ სად ვარ? - ისეთი ხმით ყვიროდა სესი მარტო გაბრიელს კი არა ირგვლივ მყოფებსაც ესმოდათ. დაშნიანმა მკლავში ჩაავლი ხელი გოგონას და მის წამოყენებას შეეცადა. სესილის თავბრუ დაეხვა და ისევ წაიქცეოდა გაბრიეკს წელზე ხელი რომ არ შემოეხვია. სახეში გაუტყლაშუნა რამდეჯერ რათა გონს მოეყვანა. სოლისტს სცენის მარცხენა მხარეს გადაენაცვლა და ხალხიც იქეთ გადასულა. მარჯვენა ფრთისკენ შეთხელებულმა ბრბომ საშუალება მისცა გაბრიელს ხელი ჩაეკიდა სესისთვის და უფრო ცარიელ ადგილას გადაეყვანა რათა ჩემთვის მოეწერა. გაჭირვებით აკრიბა ტექსტი თან გოგონას იკავებდა რომ არ წაქცეულიყო-" ვიპოვე და მთავარ გასასვლელთან დამხვდი ". -ჰეიი გესმის ჩემი? სესილიაა?-თან ცალი ხელით იკავებდა და თან თმებს აშორებდა სახიდან. -შეიძლება ოდნავ ნასვამი ვარ, შეიძლება მუსიკა ხმამაღლაა მაგრამ ყრუ არ ვარ.- ამოიბურტყუნა და ნაბიჯის გადადგმას შეეცადა წაბანდალდა და გაბრიელის მკლავებში ამოყი თავი რომლის ძლიერმა დაძარღულმა ხელებმა დაცემისგან გადაარჩინეს ის. -ნუ მიფათურებ... ხე... ხე... ხელთათმანებს...-რას ბოდიალობდა თვითონაც არ იცოდა - ვინ ჯანდაბა ხარ საერთოდ? - გაბრიელის მკლავებისგან თავი დაიხსნა და თამამად განაცხადა- მეც მშვენივრად დავდივარ არავის დახმარება არ მჭირდება. ამის თქმა და ბანდალით "გაქცევა" ერთი იყო. საკმაოდ სივიწროვეში გახსნილმა თასმებმა პატარა ინციდენტი გამოიწვიეს და ფეხებ აბლანდული ვიღაცა ბიჭს მიეჯახა რომელიც წაიქცა და სესილიც ზედ დაეცა. შეწუხებული გაბრიელი მივარდა გოგონას და ისეთი ინერციით წამოაყენა თვითონვე რომ არ დაეჭირა ალბათ კიდევ ვინმეს შეასკდებოდა. -მიხედე რა ძმაო შენ გოგოს დამინგრია გვერდები. -იზვინი რა ბრატ ძაან მთვრალია. ტუალეტი ხოარ იცი სადაა?- ის წაქცეული უცნობი ააყენა თან სესილის ჩაბღუჯოდა მაიკაზე. -არაუშავს აი იმ დერეფანს ხო ხედავ? მანდ შეუხვიე და იქაა სადღაც. გაბრიელმა კიდევ ერთხელ მოუბოდიშა და კორიდორისკენ დაადგა გზას. ხალხი ისევ შემჭიდროვდა და იძელებული გახდა გვერდულად გამძვრალიყო მოცეკვავე საზოგადოებას შორის თან მარჯვენა ხელით გზა გაეკვალა მარცხენათი კი სესილი წამოეყვანა. შეზარხოშებულმა ჩემმა დაქალა ვერ გათვალა რომ გაბრიელისთვის მიებაძა და გვერდულდა გაყოლოდა მას. ამის მოუფიქრებლობის გამო რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ბრბოში შერჩა და ვეღარ გამოეტია. გაბრიელი წინ გაიწია და ამგვარ წინააღმდეგობაში ხელი გაეშვა სესიზე... დაშნიანი წინ დარჩა ტვილდიანი კი უკან. დაბნეულმა ტვილდიანმა სხვებთან ერთად ცეკვა დაიწყო და სულ დაავიწყდა მისი მეგზური. ჩვენი გმირი უკან დაბრუნდა და ხელი ტაცა მოცეკვავეს. ახლოს მიიზიდა და გულზე აიხუტა და გზა ასე განაგრძო. სესილიამ თავი გაბრიელის მკერდზე მიაბჯინა ხელები შემოხვია და მისი გულის ცემას დაუგდო ყური რომელსაც ბაგა-ბუგი გაქონდა. დერეფანთან ხალხი არ იყო ამიტომ ტკიპასავით მიკრული გოგო მოიცილა და საპირფარეშოსკენ წაიყვანა. დერეფანი კარგად იყო განათებული რაც საშუალებას იძლეოდა უფრო გამოეფხიზლებინა მთვრალი გოგონა. გაბრიელმა იფიქრა ცოტას გავხალისდებიო და სესილის ხელი გაუშვა, მის წინ დადგა და უკუს სვლით დაიწყო სიარული. -ჯერ მარჯვენა ფეხი... კარგია... ეხლა მარცხენა... ისევ მარჯვენა- თან ხელით ანიშნენდან შემსკენ წამოდიო -მარჯვენაა გოგო ეგ? შენ რა მთვრალი ხარ?- თან იცინოდა და თან ტუალეტისკენ მიდიოდა. -ნუ დამცინი ისედაც იცი რომ მთვ...- სიტყვა ვერ დაამთავრა რომ გახსნილმა თასმებმა კვლავ იჩინეს თავი მაგრამ ამჯერად გაბრიელი ახლოს იყო და ძირს დასაბერტყად გამზადებული დაცემამდე დაჭირა. ჩემს მიერ გაგზავნილ არც ერთ შეტყობინებასა თუ ზარზე არ უპასუხია მე კი ნერვიულობით ვკვდებოდი. საპირფარეშო დიდი ოთახი იყო სადაც ორი პატარა განყოფილება იკავებდა ადგილს ერთი ქალების მეორე კი კაცების. დანარჩენ ნაწილში ხელის დასაბანი ოთხი ნიჟარა იყო განთავსებული. გაბრილმა სესილი კედელზე მიაყუდა და ყველაზე ახლოს მყოფ ნიჟარას მიადგა რათა ხელები დაესველებინა. სესილიმ თავი ვერ შეიკავა და ძირს ჩასრიალდა ზურგით და იატაკზე მოკალათდა. -რას აკეთებ გოგო? -უკვე გული მოუვიდა გაბრიელს და პეშვში დაგროვილი წყალი სახეში შეასხა იატაკზე მჯდომს. მერე სველი ხელით დაუზილა სახე. ამ დროს ტვალეტიდან ვიღაც ბიჭი გამოვიდა. -ვა მთვრალი ნაშა აგიგდია მათხოვე რა ცოტა ხანი ძმობაში. უკვე კარგად მოფხიზლებულმა სესილიმ მის წინ მუხლებზე მდგომ ბიჭში გაბრიელი იცნო და გაკვირვებული მოავლო თვალი გარემოს. გაბრაზებულ გაბრიელს არ შეუხედია სესისთვის ისე წამოდგა ფეხზე და გაღიმებულ ბიჭს აეტუზა წინ. -ეს გოგო ნაშა არაა ჩემი მეგობარია და დაახვიე ეხლა სანამ ეგ მახინჯი კბილები ჯერ კიდევ გაქ. -მუშტები მომუჭა და მის რექციას დაელოდა. -ნუ მებლატავები თორე ვერც შენ გაახწევთ აქედან მთელი და ვერ ეგ მთვრალი. -მოდი ვნახოთ- ეს უთხრა და ისეთი გაუქამა თავი 180°-ით გრადუსით დაუტრიალა. -ეხლა დაახვიე თუ კიდევ გინდა? -მშვიდობიანად დავიშალოთ ძმაო. ხელაწითლებული სესილისკენ მიბრუნდა მაგრამ ის იქ აღარ იჯდა. ნიჟარაში ჩარგო თავი და წყალს გამწარებული ისხამდა. -გამოფზილდი? -კი მაგრამ თავბრუ მესხმის ძალიან. შენ ხელი როგორ გაქ?- სარკიდან უყურებდნენ ერთმანეთს. -მაგაზე არ იჯავრო წამოდი ეთო გველოდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.