შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი 13 ელფერი


2-03-2016, 17:30
ნანახია 1 542

[ჩემი 13 ელფერი][ნაწილი1 #1]
ყველაფერი ასე დაიწყო, დილით ყვირილმა გამაღვიძა.
ჩემს დაბადებისდღემდე ხუთი დღე იყო დარჩენილი, როგორც ოჯახი მპირდებოდა ყველაფერი გრანდიოზული უნდა ყოფილიყო. მეგონა ეს ყვირილი სახლში, ჩემი დაბადების დღის მზადებასთან დაკავშირებით, გაურკვევლობამ გამოიწვია. საწოლიდან წამოვდექი ნელ-ნელა და კარს მივუახლოვდი, ყვირილი არა და არ ჩერდებოდა. კარებთან მივედი, შეშინებული ვიყავი, თითქოს ბრძოლის ველზე ვაპირებდი შესვლას, მაგრამ მაშინ, როცა დედაჩემის ყვირილის ხმა გავიგე, ვიგრძენი ვენებში სისხლის დუღილი და ჩემი გახშირებული სუნთქვა, თითქოს და ფილტვებს ხეთქავდა. ეს შიშზე მეტი იყო, ეს იყო ბრაზი. კარი გავაღე და ბოლო მომენტში რაც გავიგე ის იყო, რომ დავინახე, როგორ იყრებოდა ჩემი კარიდან გამოსროლილი თასის ნამსხვრევები. უცებ ყველაფერმა ჩემს ირგვლივ ფერი დაკარგა, ვხედავდი სისხლს, რომელიც ჩემი სხეულიდან წვეთდა. დავეცი და მე ისევ ვიგრძენი შიში, თუმცა ეს უფრო ღრმად ჩამწვდა ვიდრე მანამდე. შეხება ვიგრძენი, ვიგრძენი მამამ როგორ ამიყვანა ხელში, ძალა დაკარგულმა მამამის მკლავებში თავი გვერძე გადავაქანე და დავინახე დედა, შეშლილს ჰგავდა, არასდროს მინახავს ის ასეთი შეშინებული, ფერ დაკარგულ სახეზე ცრემლის მსხვილი წვეთები გორავდა. მამას სახლიდან გავყავარ და გონებას ვკარგავ, ხმები ბუნდოვნად მესმის თუმცა შემიძლია გარჩევა თუ რას ამბობენ. მშობლები განუწყვეტლივ მიმეორებენ, რომ ძლიერი უნდა ვიყო, არ დავიძინო და მათთან დავრჩე. ნელ-ნელა თვალები გავახილე, ბურუსიდან ნათელი ეფინეოდა ირგვლივ ყველაფერს, ყველაფერს რაც ასე უცხო იყო ჩემთვის. თავი მარტო სულად ვიგრძენი, თუმცა ეს მანამდე იყო, სანამ მჭიდროდ ჩაჭიდულ დედაჩემის მხურვალე ხელს ვიგრძნობდი. დედა ჩუმად ამოვილუღლუღე და უცებ მისმა შეკრუმა სახემ შუბლის გახსნა დაიწყო, შეშუპებულმა თვალებმა ცრემლების ღვრა და ღიმილი მის სახეზე, დიდიხანია ასე არაფერი გამხარებია, მეც გავიღიმე, ვუთხარი, რომ მენატრებოდა! ჩემთან მოვიდა შუბლზე მაკოცა და ვკითხე თუ რატომ ტიროდა?! მითხრა, რომ ჩემი დანახვა ახარებდა, ეს კი მხოლოდ სიხარულის ცრემლები იყო. დედამ ტელეფონი აიღო მამას დაურეკა და უთხრა! რომ კარგად ვიყავი.
მამამ საჩუქარი მომიტანა, გახარებული იყო ჩემი გამოჯანმრთელებით.
რამდენიმე დღეში სახლში წამიყვანეს და როდესაც სახლში შევედით ირგვლივ ისეთი სიჩუმე იყო გული მეტკინა, ვეღარ მოვითმინე და ვთქვი რა ცარიელია ირგვლივ ყველაფერი! დღეს ხომ იუბილე მაქვს?! მამამ მხარზე ხელი დამადო და მითხრა შემდეგ წელს დიდი დაბადეის დღე გექნება, დემამ სიტყვის დასრულებაც არ აცადა, მკაცრი ტონით უპასუხა! ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ ის ერთ თვეში დეიდა როზასთან გადავა საცხოვრებლად და სწავლასაც იქ გააგრძელებს. გახარებული ვიყავი ამ ამბის გაგებით, რადგან სიახლეები ყოველთვის მიზიდავდა. ეს კი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მიმზიდველი შემოთავაზება იყო ჩემთვის. ახალი სკოლა, ახალი მეგობრები, ახალი ქვეყანა და ახალი თავგადასავლები.
აი ერთი თვეც გავიდა და უკვე ჩავფრინდი, ქვეყანაში სადაც თავისუფლებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ ადამიანები. აეროპორტში ვიღაც აფუღული, სმოკინგში გამოწყობილი კაცი დამხვდა, ფურცლით ხელში წარწერით... მე ველოდები სტეფს! თავიდან ჩემი აწ გარდაცვლილი ბიძაჩემი პიტერის სული მეგონა. მაგრამ როდესაც მივუახლოვდი და მან მომმართა წამობრძანდით ბატონო სტეფან დეიდა როზა გელოდებაო მივხვდი, რომ უბრალოდ მძღოლი იყო, ამიტომ ვთხოვე ბარგის წამოღებაში დამხმარებოდა. მანქანასთან მივედით მძღოლმა საბარგულის კარი გაღო და ჩემი ბარგი ჩაალაგა, მე კი მანქანაში ჩავჯექი, ყურში გარნიტურა (ყურსასმენი) გავიკეთე მანქანის მინას თავი მივადე და ფიქრებში გადავეში. ცოტახანში ტელეფონზე ზარი შემოვიდა, დედამ დამირეკა აინტერესებდა როგორ ვიფრინე, ტელეფონის ზარმა ფიქრები გამაწყვეტინა, ამიტომ შევეცადე სახლში მისვლამდე, ქალაქი მანქანიდან შემეთვალიერებინა. ძალიან მალე ქალაქის ცენტრალურ უბნებში არსებულ ბილბორდებზე დეიდა როზას პოსტერები გამოჩნდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიის დამაარსებელი, თითქმის ყველგან ის იყო, ავტობუსებზეც მისი პოსტერები ჩანდა. უკვე მოსაბეზრებელიც კი გახდა ყველგან მისი დანახვა. როგორც იქნა მივედით, სახლი ქალაქიდან ოდნავ მოშორებით იყო. უზარმაზარი სახლია ასეთები მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი სახლს კი რამდენიმე, უმშვენიერესი, ძვირადღირებული მანქანები უმშვენებდა გარე ფონს. ვიცოდი, რომ დეიდა როზა მდიდარი იყო, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. და თქვენთვის რაოდენ დაუჯერებელიც არუნდა იყოს დეიდა როზასთან მართლაც პირველად ჩამოვედი. სახლში შევედი, დეიდა სახლში არ იყო ერთ-ერთმა მოახლემ ჩემი საძინებელი მანახა. საძინებელი იმდენად დიდი იყო საერთოდ ვერ ავსებდა სივრცეს, ტახტი,რამდენიმე კამოდი,დივანი, სავარძლები და მინის მაგიდა. ცოტა მოვიწყინე ირგვლივ მხოლოდ ნეგატიურ ფერებს ვხედავდი. შავი, თეთრი, ნაცრისფერი, ყავისფერი. თუ ამ ფერთა გამას გავითვალისწინებთ, ვფიქრობ დეიდა როზა უჟმური, მბრძანებლური ხასიათის მქონე, მშრომელი, კაპარჩხალა ქალი იქნება. თუმცა ჩემს ყურადღებას სახლში, მრავლად არსებული შიშველი ნახატები და ფოტოები იწვევს და მიჭირს ბოლომდე ჩამოყალიბება მისი ხასიათის,
ერთმხრივ გაწონასწორებული თუმცა მეორემ მხრივ სექსუალური მოძალადის სახლს ვხედავ.
"თავისუფალი მწერალი"
#1 შემდეგი ანუ #2 დაიდება რამდენიმე დღეში უბრალოდ ვერ გადავწყვიტე გაგრძელება კვირაში ერთჯერ თუ ორჯერ დავდო?!



№1  offline წევრი nini namicheishvili

აუ რატო არა ეაგრძლებ ? ისე სიახლის დამატება ყოველ დღე (უფრო ზუსტად დღეში ერთხელ შეიძლება ) ხოდა რათ უნდა ამდენი დრო ? აღარ გააგრძელებ ? sad მე მომეწონააა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent