შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრეზია და კედარი (გაგრძელება 14)


2-03-2016, 22:32
ავტორი ani-ka
ნანახია 1 924

* * *
რომ გამეღვიძა ჩემ თმებს ეთამაშებოდა.
–გაგაღვიძე? მაპატიე.–დამნაშავე სახე მიიღო.
–გააგრძელე, გთხოვ...–მის ყელში ჩავრგე თავი და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი. თითები თმაში შემიცურა, ძლიერად ჩამიკრა გულში და თმაში მაკოცა.
–ჩემი პატარა თბილი და ტკბილი გოგო ხარ, ნუცი... როგორ მიხარია, რომ გიპოვნე...
მის მკლავებში თავს ყველაზე უსაფრთხოდ ვგრძნობდი. პირველი ლექციის შიშიც სადღაც ქრებოდა.
მთელი დღე დადებითად დამუხტულმა გავატარე. უნივერსიტეტში მივედი და თათბირს დავესწარი. ცხრილიც გადმომცეს, სილაბუსების შედგენა მომთხოვეს და გამომიშვეს.
საღამოს გახარებული გამოვქანდი სახლში– არ დამხვდა!
ვახშმად მის მშობლებთან ერთად ჯდომა ისევ მარტოს მომიწია. გამახსენდა ის დრო, როცა ჩემი მეუღლე მეზიზღებოდა. როცა მაინტერესებდა რა იმალებოდა იმ სიცივის და გულგრილობის მიღმა და ვერაფრით ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა გამეჭრა ეს ყინული.
ყინული დაიძრა და გალხვა კიდეც, მაგრამ აი... ისევ მარტო ვიყავი.
პირობა, რომ ყველაფერი საიდუმლოდ შეგვენახა, ჩემთვის ძალიან მოუხერხებელი აღმოჩნდა.
ადრე დავწექი, როგორც ყოველთვის, მაგრამ გადავწყვიტე დავლოდებოდი და მის მოსვლამდე არ დამეძინა.
ლოდინი დიდხანს არ მომიწია. სულ რამდენიმე გვერდის წაკითხვა მოვასწარი წიგნში, რომლითაც სტუდენტებს მოუწევდათ ეხელმძღვანელათ.
–ისევ ჩემთან რჩები?–დაუკაკუნებლად შემოვიდა და ჩემი დანახვა ცოტა არ იყოს, გაუკვირდა კიდეც. თუმცა მალე ისევ ჩემმა საყვარელმა ღიმილმა გაუსერა სახე.
–შენ ხომ ჩემი მეუღლე ხარ...–გავუღიმე და ტუჩები საკოცნელად მივუშვირე. მთელი დღე მენატრებოდა. წიგნი სადღაც მოვისროლე, რადგან ძალიან სწრაფად მომიახლოვდა, მომეხვია და რბილი ტუჩებით ნაზად დამეკონა ტუჩებზე. ჩემი მაისურის ბრეტელი სრულიად მოულოდნელად მხრიდან მკლავზე რომ აღმოჩნდა, გავიწიე და ბრეტელი თავის ადგილას დავაბრუნე.
–რაღაცაზე უნდა ვილაპარაკოთ.
–რა მოხდა?–შეშფოთებული სახით მომიწვა გვერდით.
–როდემდე ვაპირებთ ასე გაგრძელებას?
–ხომ ორივე შევთანხმდით, რომ ჯერ–ჯერობით ჯობდა არავისთვის გვეთქვა?
–ჰო, მაგრამ როდემდე ვაპირებთ? როდის დავრწმუნდებით, რომ დროა? რომ შეგვიძლია აღარ დავმალოთ.
–ნუცა ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა დრო მოვა, მივხვდებით. შენ მგონი დროზე ადრე გინდა ყველა მიახვედრო რა ხდება ჩვენ შორის. მეორე დღეა ჩემ ოთახში იძინებ.
–არ მეგონა ამის უფლება თუ არ მქონდა.–ნაწყენი და შეურაცხყოფილი სახით წამოვდექი და კარისკენ გავემართე. კართან დამეწია, დამიჭირა და მომაბრუნა.
–არა, ნუცი, არასწორად გამიგე. თუ ვმალავთ, მაშინ უნდა დავმალოთ. ან საერთოდ, რატომ წახვედი? ერთად ისე მხიარულად ვიყავით...–მიცინის საყვარლად და მე უნებლიედ ის მომენტი გამახსენდა, რამაც გამაქცია ამ ოთახიდან. მეც გულწრფელად გამეცინა. წყენამ უცებ გაიარა.
–მთელი დღით სად იკარგები?–ვერ მოვითმინე და მაინც ვკითხე გასვლამდე. უცებ დასერიოზულდა და სახე უცნაურად შეუვალი გაუხდა.
–საქმეზე.
–ანუ არ მეტყვი.
–ანუ ეს ისეთი სფეროა, რომელიც არ დაგაინტერესებს.
–ეს მხოლოდ შენი აზრია.–ვთქვი ისევ უკმაყოფილოდ და კარი გამოვაღე.–თუ რამე დაგჭირდეს, ჩემ ოთახში ვიქნები...–ვთქვი კარის მოხურვამდე. „რამეს“ განსაკუთრებულად ხაზი გავუსვი. ის იყო დერეფანში გასულმა კარის სახელურს ხელი გავუშვი, რომ კარი გაიღო, ხელი მტაცეს და უკან შემითრიეს...
* * *
–მაგას შეეშვი, მძიმეა!–ხელიდან გამომტაცა ხარახურით სავსე ყუთი ილიამ.
–ფრთხილად! ჭურჭელია!–შევკივლე მინის ჭახუნის გაგონებაზე და კარები დავუჭირე, რომ სახლში შესულიყო. მერე პიკაპთან დავბრუნდი და ტელევიზორს შემოვხვიე ხელები.
–რას აკეთებ? გაგიჟდი?!–გამოვარდა ისევ გიჟივით.
–ტელევიზორი მომაქვს!–ყუთი ჰაერში ავწიე და მეორე წამს ილია რომ არ შემომშველებოდა, მიწაზე მოადენდა ზღართანს ნამსხვრევებად ქცეული.
–გაუშვი ხელი.–დამიბრიალა თვალები.
–ერთად შევიტანოთ.–ჯიუტად არ ვემორჩილებოდი.
–ანუკა, ხელი გაუშვი.–გამიმეორა მკაცრად. ვეღარ გავძელი და ტელევიზორს ზემოთ მისკენ გადავიხარე და ბრაზიან ტუჩებში საკოცნელად.
სადაც იყო ჩვენი ტუჩები შეერთდებოდა, მაგრამ აღძრულ სურვილს დაუკმაყოფილებლად ჩაკვლა ემუქრებოდა– საიდანღაც ნუცა გამოხტა თავის ქმართან ერთად.
–თქვენ დროს არ კარგავთ, ხომ?–გავიგონე ნუცას ხმა და ყოველგვარი მაგია გაქრა. დარჩა ორი სულელი ტელევიზორით ხელში, რომელთაც თვალები საეჭვოდ მიენაბათ.
ილიამ უხერხულად ჩაახველა, სტუმრებს მიესალმა და ტელევიზორი ხელიდან გამომტაცა.
–ჯერ არ გელოდით.–თავი ვიმართლე გაწითლებულმა.
–ნუ ხარ ასეთი მკაცრი.–ნუცას მეუღლემ თვალი ჩაუკრა და დატვირთული პარკებით ხელში სახლში შევიდა.–ჩემმა მეგობარმა ღიმილიანი მზერით გააცილა. ეს ისეთი ინტიმური მომენტი იყო, რომ შემრცხვა მისი მოწმეობის.
ნუცა მაგრად გადამეხვია და მაკოცა.
–ძალიან მიხარია ასე ბედნიერს რომ გხედავ.
–მე კი შენი ამბავი მახარებს.–ვუპასუხე და კარს გავხედე, რომლის მიღმაც კონსტანტინე მეგულებოდა.
–ჰო, თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დადგა.–პიკაპიდან მომცრო ყუთები ავიღეთ და სახლისკენ გავემართეთ.–მაგრამ მისი ოჯახის წევრებს ჯერ კიდევ არაფერს ვეუბნებით ანუ ჩვენი ურთიერთობის სიმყარეში დარწმუნებული არ ვართ.–სევდიანად გამიღიმა ბოლოს.
–იქნებ შენგან ელოდება ნაბიჯს, დადასტურებას, რომ შენც იმავეს ფიქრობ, რასაც ის?!
* * *
მე და ილია, ნუცი და კონსტანტინე. ვუყურებდი ილიას როგორ მიხსნიდა ლუდის ბოთლს და ვუყურებდი ნუცას, რომელიც ქმარს ჩიპსის ნატეხებს უყრიდა პირში. მზერა გაბრწყინებული ჰქონდა. პირდაპირ ანათებდა.
ილია გვერდით მომიჯდა, ლუდის ბოთლი მომაწოდა, მიმიხუტა და ფილმის ყურება განვაგრძეთ. რომ მოსაღამოვდა, სტუმრები წავიდნენ და მე და ილია მარტონი დავრჩით არეულ–დარეული, მოუწყობელი სახლის პირისპირ.
სანამ ილია ფეხბურთის მატჩს ოვაციებით და თან საკმაოდ ხმამაღლა გულშემატკივრობდა, თაროებზე წიგნებისა და სუვენირების დალაგება დავიწყე.
ცოტა ხანში „ვიღაცის“ მკლავები შემომესალტა წელზე, კეფაზე კი თბილი სუნთქვა მომელამუნა. ნაზი კოცნისგან ჟრუანტელმა დამიარა და გავშეშდი. კოცნები ნელ–ნელა წინ მოიწევდა ლოყისკენ ყურის ძირის გავლით. კოცნები ტუჩებთან დაბოლოვდა, რადგან ვერ მოვითმინე და სახე მივაბრუნე მისკენ.
ვინაიდან შევატყვე, რომ საქმე კოცნით დასრულებისკენ სრულებით არ მიდიოდა და ილიას თითები უკვე ჩემი მაისურის შიგნით, შიშველ ბეჭებზე მოუთმენლად და საეჭვოდ დასრიალებდნენ და თან ჩემი ბიუსტჰალტერის შესაკრავს ეძებდნენ, მის ტუჩებს მოვშორდი და თვალებში ჩავხედე, თან მისი სახე ხელებში მქონდა მოქცეული.
–ჩვენ სახლი გვაქვს დასალაგებელი.–ვცდილობდი დამაჯერებელი ხმა მქონოდა.
–მოიცდის... აი, მე კი ვერ მოვიცდი....–მისი ხმა... ის უფრო დამაჯერებელი იყო!
* * *
მე და ჩემი კონსტანტა (მუდმივა) ერთად რომ მივედით სახლში, ყველას ყურადღება მივიპყარით. სახლში სტუმრები გვყოლია და კარი რომ შევაღეთ, მათ გაბადრული სახეებით შემოგვხედეს (მისი მშობლების მზერას გაკვირვებული უფრო ეთქმოდა, თუმცა არაფერი შეიმჩნიეს).
სტუმრება გარიგების შესახებ, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდნენ და ერთმანეთის შესახებ წვრილმანებს გვეკითხებოდნენ. და ჩვენც ვპასუხობდით. თან მორცხვ მზერას ვაპარებდი ქმრისკენ, რომელმაც ახლოს დამისვა და ხელი გადამხვია.
სტუმრები რომ წავიდნენ, მისი მშობლები დაკვირვებით, გამომცდელი მზერით დაგვაცქერდნენ.
–რა ხდება, აღარ იტყვით?–მოუთმენლად იკითხა ზურაბმა და ვიგრძენი, რომ ყველაფრის თქმის დრო დადგა.
პაუზა გაიწელა. დავიძაბე. კონსტანტას შევხედე, თვალებში უყურებდა მამამისს წარბშეკრული. დაძაბული სახით. ნელა აიღო ხელი ჩემი მხრიდან და წინ გადაიხარა. როგორც ავაზა ნადირობისას.
–რას გულისხმობ?–იკითხა ძალიან ნელა. ცივი ხმით.
–თითქოს თქვენ შორის რაღაც ხდება.
–ჩემსა და ამ ქალბატონს შორის არაფერი შეცვლილა. ეს უბრალოდ თამაში იყო. თამაში სტუმრებისთვის. თქვენც ხომ ეს გინდოდათ?! და არც გაბედოთ ამაზე სხვანაირად ფიქრი. იმიტომ, რომ შენს მიერ არჩეული გზა ჩემთვის სასიკეთო არასდროს იქნება.–დაასრულა განაჩენივით, წამოდგა და გავიდა. ჩემთვის არც შემოუხედავს. და იქნებ ასეც ჯობდა, რადგან იქ კარგს ვერაფერს დაინახავდა...
* * *
თავის არიდება კარგად გამომდის ხოლმე. ამიტომ მეორე დღეს უნივერსიტეტში წასასვლელად ისე მოვემზადე, კონსტანტინესთან არ მილაპარაკია არც წინა ღამის ინციდენტზე და არც სხვა თემაზე– პირადად ჩემ საძინებელში მეძინა.
დილით საუზმეზე არც მიფიქრია. მანქანაში ჩავჯექი და ეზოდან გავედი, მაგრამ სიჩქარის აკრეფა ვერ მოვასწარი– გზაზე ვიღაც გადამიდგა. საკმაოდ მკვეთრად დავამუხრუჭე და ქალში „ნაძია“ ამოვიცანი.
ქალი გრაციოზული მოძრაობით დაიძრა და მანქანაში გვერდით მომიჯდა.
–სალაპარაკო მაქვს.–მითხრა და ღვედი შეიკრა.
–კარგი.–ავიჩეჩე მხრები და მანქანა დავძარი.
ფრთხილად ვატარებდი და მეღიმებოდა იმაზე, რომ ჩემი ქმრის საყვარელი „დამადგა“.
–აქ შევიდეთ.–კაფესთან გავაჩერე მანქანა.–ოღონდ გაითვალისწინე, ბევრი დრო არ მაქვს.–გავაფრთხილე გადასვლისას. კაფეს სიღრმეში შევედით და კედელთან მდგარ მაგიდასთან ჩამოვსხედით.
შეკვეთის მოსატანად წასულ მიმტანს თვალი გავაყოლე, ვიგრძენი „ნაძია“ პირდაპირ მბურღავდა მზერით. მზერა გავუსწორე და ვუთხარი:
–გისმენ.
–სათქმელს პირდაპირ გეტყვი. მაინტერესებს რა ხდება შენსა და კანსტანწინს შორის?–„დაიწყო!“ გამიელვა თავში.
–ვერ გავიგე?!–ირონიულად ჩამეღიმა. რა ვქნა, ვერ მოვითმინე და მანაც იგრძნო, რომ მისი მღელვარება და ფორიაქი ჩემში ღიმილს იწვევდა, ამიტომ გაჩუმდა, ღრმად ჩაისუნთქა, თავი ხელში აიყვანა და მერე დაიწყო:
–არ ვიცი კანსტანწინი რას გეუბნება ან როგორ დაგარწმუნა, რომ თქვენი ქორწინება შეიძლება რეალობად იქცეს, მაგრამ შენ კარგი გოგო ხარ და სიმართლის ცოდნას იმსახურებ.
–რისი თქმა გინდა?–ყავა მოსვა მეტი ეფექტისთვის და მხოლოდ შემდეგ გააგრძელა:
–იმის, რომ ჩემი კანსტანწინი შენ უბრალოდ გიყენებს.
–ეგ უკვე მითხარი ადრე.–წარბშეკრული წამოვდექი, მაგრამ ხელზე ხელი ჩამავლო და დაჯდომა მთხოვა.
–ეს მართლა ასეა. აბა, ყოველდღე ჩემთან რატომ დადის? მე მოვთხოვე, რომ შენთვის სიმართლე ეთქვა, მაგრამ მეუბნება, რომ ჯერ არ შეიძლება. ჯერ ფული უნდა ჩაიგდოს ხელში და მერე კი ყველაფერს მიატოვებს, შენც იმ ყველაფერთან ერთად და მერე კი უკრაინაში დავბრუნდებით.
თავდახრილი ვუსმენდი. ის გაჩუმდა. ხმას არც მე ვიღებდი. მელოდა.
–ეს უნდა დაგიჯერო?–ვთქვი ბოლოს და თვალებში შევხედე.
–დამიჯერებ თუ არა, ეს მხოლოდ შენი საქმეა. მე მხოლოდ შენი გაფრთხილება მინდოდა.
–ჰოო? მაშინ რატომ ჩანდი სასოწარკვეთილი, როცა მანქანაში მიჯდებოდი?!
–იმიტომ, რომ თქვენი ამბავი დროში იწელება. მე კი სულ მენატრება კანსტანწინი. ამდენი ლოდინი აღარ შემიძლია.
–მეგონა ყოველდღე შენთან დადიოდა, როგორც წეღან თქვი.–შევუღრინე საკმაოდ უხეშად. თუმცა არ დაიბნა.
–მოდის, მაგრამ რამდენიმე წუთით და მაშინვე გამორბის, ეს კი ჩემთვის საკმარისი არაა. მინდა მალე მორჩეს ყველაფერი.
–იმაზე არ გიფიქრია, რომ მას უბრალოდ აღარ უყვარხარ?–მან თავი დახარა. ცოტა ხანს ასე იყო, მაგრამ როცა თვალებში შემომხედა, მტკიცე მზერა ჰქონდა.
–თავს ნუ მოიტყუებ, ნუცა!–ჩემი სახელი უცნაურად წარმოთქვა, თითქოს კბილებს შორის ცრიდა მუქარით.–შენ არ იცი რა იყო, რა არის ჩვენ შორის. ჩვენი სიყვარული სამუდამოა და ნუ იფიქრებ, რომ შეგიძლია ჩვენ შორის ჩადგე. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა.–დაასრულა გამოსვლა, წამოდგა და წავიდა.
* * *
უსიამოვნო შეხვედრა გონებიდან ამოვიგდე და გადავწყვიტე კონსტანტასთვის არც კი მეამბნა მომხდარი. ის უბრალოდ გამწარებული ქალი იყო, რომელსაც სიყვარულს დაპირდნენ და შემდეგ მიატოვეს. მესმის, რომ ჩემი ქმარი ცუდად მოიქცა, მაგრამ ამის გამო ჩემ სიყვარულს ვერ დავთმობდი. კონსტანტინეს რომ ის ყვარებოდა, მე გავუშვებდი, ინტრიგების ჩახლართვას არ დავიწყებდი მათ დასაშორებლად.
უნივერსიტეტიდან გამოსულს ჩემსავე მანქანაზე მიყრდნობილი დამხვდა ჩემი მეუღლე. ხელები ფართოდ გაშალა ჩასახუტებლად და მეც სიამოვნებით, ყოველგვარი თავპატიჟის გამოდების გარეშე ჩავეკარი გულში.
–გუშინ ხომ არ გეწყინა?–ჩამხედა თვალებში. ისე თბილად მიყურებდა წყლიანი თვალებით, რომ ძალიან მომინდა ნაზად მეკოცნა. ყველაფერი დამავიწყდა, ისიც კი, სად ვიყავით.
–მივხვდი ასე რატომაც მოიქეცი...
–ვერ შევძელი... არ შემიძლია ზურა გავახარო. არც კი მკითხეს ისე მოაგვარეს ყველაფერი და ახლა ნიშნისმომგებიანი მზერა, რომ „აი, ხომ გითხარი, ასე ჯობდა!“ ამას ვერ ავიტან. ძალიან მიყვარხარ და მინდა სულ შენთან ვიყო, მაგრამ ამას მათ ვერ ვეტყვი. მაპატიე...–ვერ ვიტყვი, რომ გულს არ მტკენდა მისი სიტყვები... არა, აჯობებს გულახდილი ვიყო და პირდაპირ ვთქვა, რომ მისმა სიტყვებმა თავზარი დამცა! გამოდიოდა, რომ ჩემივე ქმრის საიდუმლო საყვარელი უნდა ვყოფილიყავი სიამაყის თუ სხვა სულელური მიზეზის გამო. უნდა დამემალა სიყვარული, რომელსაც კანონიერი მეუღლის მიმართ ვგრძნობდი. რა მწარე დაცინვა იყო ბედის მხრიდან! და თანაც არც კი ვიცოდი ასე როდემდე გაგრძელდებოდა. თავი ჩავხარე, რომ ჩემი აცრემლებული თვალები არ დაენახა.
_ეს შენ, ჩემო დედოფალო....-უცებ ჩვენ შორის არსაიდან გაჩნდა სისხლივით წითელი ვარდების თაიგული.- ისეთი კარგი ხარ... და ტკბილი...–მისი ტუჩები ჩემკენ მოიწევდა, მაგრამ დროულად გავაჩერე.
–აქ არა...–მიმოვიხედე და მივახვედრე რას ვგულისხმობდი. ხელები დანაშაულის მაღიარებელივით გაშალა და მანქანის კარი გამიღო. თვითონ მძღოლის მხარეს დაჯდა და დავიძარით.
* * *
2 თვის შემდეგ.
ლექციების დამთავრების შემდეგ მარტო, ფეხით ვბრუნდებოდი ჩემ ცარიელ სახლში. წყნარი საღამო იყო. შემოდგომას გავდა მკაცრი სიმშვიდით თებერვლის საღამო. ქუჩა თითქმის ცარიელი იყო. ჩემი სახლივით. ჩემი გულივით უკაცრიელი. დავუყევი ბოლო შესახვევს და ჩემი ნაქირავები სახლის ფანჯრებს რომ ჩავხედე თვალებში, ჩემ გვერდით მანქანა გაჩერდა. წამიერად შევყოვნდი. კონსტანტინემ– ჩემმა ქმარ–ყოფილმა ჩემი პაუზით ისარგებლა და მითხრა:
–შეიძლება ვისაუბროთ?
სიმართლე გითხრათ, მსგავსი საუბრები უკვე ყელში მქონდა ამოსული ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან, კოლეგებისგანაც კი. ერთადერთი მხოლოდ სიმშვიდე მინდოდა. სიმშვიდე და მეტი არაფერი.
წინააღმდეგობის გაწევის, გაქცევის ძალას ვერ ვგრძნობდი საკუთარ თავში, ამიტომ კარი გამოვაღე და დავჯექი. ქმარ–ყოფილს ალბათ გაუკვირდა ჩემი უეცარი მორჩილება. გახარებული მიუჯდა საჭეს და დაძრა.
კაფეში შევედით. ყავა მოვსვი და ვთხოვე:
–დაიწყე, გისმენ.
–მომენატრე.–მომახალა მაშინვე. მის ნათქვამზე ჩემზე გავლენა არ მოუხდენია. ეს მანაც შეამჩნია, სიგარეტის კოლოფიდან ღერი ამოაძვრინა, მაგრამ სანამ პირთან მიიტანდა, გამოვართვი, შუაზე გადავტეხე და საფერფლეზე დავყარე.
–კონსტანტინე, რა გინდა ჩემგან? ჩვენ უკვე აღარ ვართ ცოლ–ქმარი, აღარც ოფიციალურად. ეს სწორედ ისაა, რაც შენ გინდოდა.
–მე მხოლოდ მამაჩემის გამწარება მინდოდა.
–იმედი მაქვს, კმაყოფილი ხარ.
–არა, არ ვარ კმაყოფილი. შენთან მინდა.
–შენ უკვე გყავს საყვარელი ქალი გვერდით.
–თუ ნადიაზე ამბობ...
–ჰო, მასზე ვამბობ.
–როგორ ჩაიხლართა ყველაფერი...–ამოიოხრა და სკამის საზურგეზე გადაწვა.
–მოდი, დაგეხმარები.–ახლა მე გადავიხარე მისკენ საქმიანად.–შენ ეგოისტი ბავშვი ხარ, რომელსაც ბევრი სათამაშოდან ერთ–ერთი გაუსხლტა ხელიდან და ამიტომ იმას მისდევს, ჰგონია, რომ ის უნდა. სხვა რომ დაეკარგა, მაშინ იმას გაეკიდებოდა. ხომ ასეა? შენ საერთოდ რა იცი რა არის სიყვარული. თანადგომა. შენ უკვე გააკეთე არჩევანი. როდემდე უნდა მდიო?
–სანამ არ დამიბრუნდები.
გავშრი. როგორ იყო ასეთი უსინდისო? მთავაზობდა მეორე ვყოფილიყავი მის ჰარამხანაში. თვალები დავხუჭე და შევეცადე თავი დამეწყნარებინა.
–მე შენგან წამოვედი. გამოვერიდე იმ ტყუილებს და ინტრიგებს, რაშიც შენ მხვევდი. და ახლა მშვიდად ვარ, როგორც არასდროს. გთხოვ, ნუ მოდიხარ და ნუ მირღვევ სიმშვიდეს შენი სულელური შემოთავაზებებით.
წამოვხტი და გასაქცევად მოვემზადე. მკვეთრი მოძრაობის გამო რაღაც გამახსენდა და თვალები შიშისგან დავაჭყიტე, ამასობაში მისმა ძლიერმა ხელმა მაჯა დამიჭირა. უცნაურად, ეშმაკურად იცინოდა...



№1 სტუმარი ანი88

ვეღარ გავიგე რა უნდა ამ კონსტანტინეს, წინა თავებში თითქოს გულწრფელი მომეჩვენა… ახლა სრულიად საპირისპირო გამოჩნდა, არაკაცივით იქცევა. ბოლო მინიშნებას თუ სწორად მივხვდი, ნუცაორსულად უნდა იყოს :)

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

რაღაცნაირად ცივი და და უემოციო გახდა ეს ისტორია. თითქოს რაღაც უნდა იყოს, მაგრამ მერე უცებ სხვა განზომილებაში გადახტებიან და რაც "ზემოთ" წავიკითხე თითქოს სულ ტყუილად. ეს ბიჭი გასაგებად მაინც ამბობს რასაც წარმოადგენს და გოგო რა ჯიშისაა აქამდე ვერ მივხვდი.

 


№3 სტუმარი darina

Mgoni orsulad aris nuca da imedia ar daumalavs, ar var momxre rodesac qalebi kacebs bavshvis arsebobas umalaven, rac ar unda chaedinat mat, kargi tavi iyo da imedia male sherigdebian, momwons es wyvili.Ilias da anas ambavi gamixarda, imedia isev ar aurevs es bichi, ana ar imsaxurebs meored misgan aset mopyrobas.

 


№4 სტუმარი L D

მე ძალიან მომწონს, მაგარია და ჩახლართულია, ეს კანსტანწინი რა ეგოისტია მაგრამ მაინც მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent