შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედის დღე 3 მარტი


3-03-2016, 00:45
ნანახია 6 618

დედაა თუ ანგელოზი?! სწორედ ამას ვფიქრობდი და გამახსენდა, რომ დედა ჩვენი მიწიერი ანგელოზია მე გუშინდელივით მახსოვს, როგორ ვაჩუქე პირველად მას წერილი რომელიც ყველაზე ნათელი გულით და დიდი სურვილით დავწერე, ყოველი სიტყვა ეკუთვნოდა დედას ბევრჯერ ვიმეორებდი, რომ მიყვარს, მჭირდება და რომ მის გარეშე მე უბრალოდ სიცარიელე ვარ... იცი ახლა ვიხსენებ და მეღიმება, შინაგანად მათბობს თითოეული მომენტი. მენატრება ის დრო, მაგრამ მე უფრო დედა მენატრება, ახლა რომ შემეძლოს მივწერო მას თუ რას ვგრძნობ, აი ახლა როცა სულ ორი წუთია დარჩენილი ამ უმშვენიერეს დღემდე, რომ შემეძლოს ვაჩუქო ღიმილი, მოვეხვიო, ვუთხრა თუ როგორ მიყვარს გადავუხადო მადლობა იმისთვის რაც მომცა. საშინელებაა როცა გულით დაგაქვს მონატრება და მითუმეტეს საშინელებაა, როცა არ შეგიძლია მიულოცო თუნდაც ეს ერთი უმშვენიერესი დღე და დაინახო როგორ შეეპარება ღიმილი, გაუპრწყინდება თვალები და როგორ იპრწყინებს მისი ჭაღარა, მინდა მის თფილ ხელებს ვეამბორო.... იმდენი რამ გამიკეთა, იმდენი სითბო მაჩუქა. მრცხვენია კიდეც, რადგან არ შემიძლია ახლა მის გვერდით ვიყო და არვიცი სად არის ახლა. შია? ცივა? ტკივა? საშინელებაა! ყოველი ეს აზრები გუნებას მიფუჭებს და გულს მიმძიმებს... ვიცი მას სიღრმისეულად უჩემობა ტკივა... მჯერა ენატრება ჩემი ჩახუტება.... რა სისულელეა მთელი ცხოვრება საყვარელი ადამიანის გარეშე. რამდენი ნათელი ფერი მაკლია იცი უშენოდ დედა?! რამდენჯერ მინატრია პეპერონით დატვირთული პიცა სოფლის მაწონში გამეცვალა ოღონდ ჩემ გვერდით ყოფილიყავი!
იმდენჯერ მინატრია ზამთარში დახეულ ფეხსაცმელს გაეყინა ჩემი თითები, ოღონდ უშენობით გამოწვეულ ტკივილს არ გაეციებინა ჩემი სული.... არვიცი ახლაც ამას ვწერ და თვალებს ცრემლები მისველებს დღემდე უშენობას ვტირივარ, დღესაც მარტოობას ვებრძვი, არადა იმდენი ადამიანია ჩემს ირგვლივ იმდენი მეამბოხე სული მაჩუქა ცხოვრებამ ჩემი მეგობრების სახით, იცი?! ისინიც მიმარტივებენ ცხოვრებას, მაგრამ მე სრულ ფასოვნება მჭირდება არა მატერიალურად არამედ მორალურად, მე შენც მჭირდები ჩემ ცხოვრებაში. მე მჭირდება ვხედავდე თითოეულ ნაოჭს შენს ლამაზ სახეზე, მე მჭირდება შენ ხედავდე ჩემს შვილებს თუ როგორ დარბიან ისინი, ვხედავდე როგორ უყვები მათ ზღაპრებს და ზამთრის სუსხიან ღამეში როგორ ვსხედვართ ყველანი ერთად თფილ ბუხართან და ვიღიმით,
ვიღიმით იმიტომრომ ბედნიერები ვართ, ბედნიერები ვართ რადგან ჩვენ ერთად ვართ, რადგან მე ისევ შემიძლია მოგილოცო დედის დღე. და აი ახლა სადაც არუნდა იყო მე გიძღვნი ჩემს სიყვარულს, გიძღვნი ჩემს სულიერ სითბოს... მე ვიცი ეს შენ დაგეხმარება. დედები ხომ ყოველთვის გრძნობთ საკუთარი შვილის თითოეულ განცდას, მჯერა ვერასდროს დაგვაშორებს მანძილი, მინდა გესმოდეს, რომ ამ ყველაფრის გარეშეც მიყვარხარ და მჭირდები. გილოცავ! დედის დღეს დედა.

"თავისუფალი მწერალი"



№1  offline წევრი kakulia

ძალიან კარგია heart_eyes kissing_heart დედა ჩვენი ანგელოზია heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი ელენიკო

ძალიან მაგარი სასიხარულო რათქმაუნდა სევდიანიც მაგრამ ძალზე მაგარი ლექსია გაუმარჯოს ქართველ მწერლებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent