შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

13 თვე (1)


3-03-2016, 01:40
ნანახია 3 171

***
ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც 14 თებერვლის, სიყვარულის დღის დილა გათენდა და როდესაც ტელეფონის ხმამ გააღვიძა და ცალი თვალით წაკითხულმა შეტყობინებამ თავზარი დასცა. „გოგო, გავიპარე“- წერდა ანკა. არ იცოდა გახარებოდა, გაგიჟებულიყო სიხარულით თუ სიბრაზისგან, მაგრამ ერთი ის იცოდა რომ ჩვეულებრივ შოკში იყო. წამოხტა და მაშინვე ოთახში სიარული დაიწყო, როცა ტელეფონი ისევ ახმაურდა და ანკას დედის სახელი დაიწერა. მძიმედ გადაყლაპა ყელში გაჩხერილი ბურთი და უპასუხა ტელეფონს:

-ხო, მაიკო..
-სესო, ანკას ვურეკავ და გამორთული აქვს და რომ გაიღვიძებს დამირეკოს რა..
-რა?-ძლივს ამოიღო ხმა სესილიმ
-რა გჭირს ქალბატონო ბევრი დალიეთ გუშინ?-სიცილით უთხრა მაიამ.
-ა, ჰო.. კიი.. კაი მაიკო მეც ეხლა გავიღვიძე და შეგეხმიანები, გკოცნი..-უპასუხა სესილიმ და სწრაფად გათიშა ტელეფონი. მოწყვეტით დაჯდა საწოლზე და გაშტერებული მიაჩერდა კედელს.

სესილია და ანკა ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ერთმანეთი გაიცნეს როცა სესილია 5 წლის იყო ანკა კი 7 წლის. მიუხედავად იმისა, რომ ანკა 2 წლით უფროსია სესილიაზე ის უფრო პატარას შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე სესილია. გიჟდებიან ერთმანეთზე და პირდაპირი მნიშვნელობით ერთმანეთის გარეშე არ სუნთქავენ. როდესაც ანკამ ჩააბარა უნივერსიტეტში მასინ გაიცნო ირაკლი და როგორც თვითონ იძახის თვალი თვალს რომ შეეჩეხა მანდ დაიწყო ყველაფერიო. ირაკლი ჯანხოთელი მაშინ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იყო და ყველასათვის სასურველი ბიჭი. ზოგს გარეგნობა მოსწონდა, ზოგს მისი ოჯახური მდგომარეობა, ზოგს კი უბრალოდ ის მოწონდა რომ ირაკლი იყო ჯანხოთელი. ანკას მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი თავიდანვე მოეწონა მაინც დაიფასა თავი და დადგა იმ გოგოებზე მაღლა, რომლებიც სახეს იხოკავდნენ ბიჭის გამო. ზუსტად ეს მოეწონა ირაკლის ანკაში რომ გოგომ ინტერესი არ გამოხატა მის მიმართ და არ ჰგავდა სხვა გოგოებს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო დიდი წვალების მერე ირაკლი და ანკა იყვნენ ერთად და ორი წლის თავზე კი გაიპარნენ. ძალიან მოსწონდა ირაკლის სესილია და სესილიას ირაკლი, და უხაროდა დაქალის აციმციმებული თვალების ყურება. ირაკლი სულ ეხუმრებოდა ჩვენი ბავშვიკო ხარ და როცა ოჯახს შევქმნით უნდა გიშვილოთო. ამ ფიქრებში იყო, როდესაც ტელეფონი ისევ ახმაურდა. არც დაუხედავს ისე უპასუხა:

-ჰა, ბავშვიკო მომილოცავ თუ გამლანძღავ?-სიცილით ჰკითხა ირაკლიმ.
-ვაიმე, ირაკლი! ორივეს ვიზამ მარა ჯერ მაგ თავნება გოგოს მივხედავ. მაია მირეკავს და მე ვიშტერებ თავს, რა წესია ვერ გავიგე? გეთქვათ მაინც რა...!-გამოფხიზლდა სესილი ფიქრებიდან.
-რა მეთქვა, ტო.. გუშინ დათვრა შენი დაქალი და ან მომოყვანე ცოლად ან გშორდებიო და მე რავიცოდი მეორე დღეს თუ ცოლიანი გავიღვიძებდი?-ისევ სიცილით უპასუხა ირაკლიმ. პარარელურად ანკას ხმა ისმოდა არ დაუჯერო ამ სულელსო.
-აუ, მომისმინეთ! დარეკეთ მაიასთან რა..
-დამშვიდდი ბავშვიკო, დავრეკავთ აბა რას ვიზამთ.. შენ კიდევ მოემზადე და გამოგივლიან.
-ვინ გამომივლის? სად ხართ?-დაიბნა სესილი.
-კოტოშა გამოგივლის. სად და კოტოშას სახლში ვართ საგურამოში..
-ვაიმე, ირაკლი ფანტაზიაში გაიჭედე?-სიცილით ჰკითხა სესილიმ.
-შენ ენა დაგიგრძელებია ხო იცი?! არაუშავს, როცა გიშვილებ ენასაც მივხედავ..-უპასუხა ირაკლიმ,-აჰა, შენ დაქალს დაელაპარაკე თორე შემჭამა.
-აუ, სესოოოოოოოოო,-გაიწელა ტელეფონში ანკა,-გავთხოვდი გოგო! გჯერა? მე არ მჯერა! პროსტა, არ დაიჯერო ერთი სიტყვაც კი რა.. ხო, იცი გათხოვება ჩემს გეგმებში არ შედიოდა შენ მაინც ხომ იცი?
-კი, როგორ არა. ღამე ბოდავ ხოლმე ირაკლის ცოლი ვარ ირაკლის ცოლიო,-სიცილითვე უპასუხა სესილიმ.
-ვაიმე, რა შევცოდე ასეთი ირაკლის მხარეს რომ გადახვედი?-ნაწყენი ხმით ჩაილაპარაკა,-კაი, წავედი და მოკლედ, ჩაიცვი რა გულიანკა იწყება..-გააგრძელა მხიარული ხმით ანკამ და გაუთიშა ტელეფონი. გახარებული გაიქცა ოთახიდან და სამზარეულოში საბავშვო სკამში მოთავსებული ნუციკო ჩაკოცნა, შემდეგ კი დედას ჩაეხუტა.
-რა იყო, დე? რა მოხდა?-იკითხა ნინომ და შვილს ჩაეხუტა.
-რა ხდება დე და ჩვენი ანკა გაგვითხოვდა..!-წამოიძახა ბოლო ხმაზე სესილიამ.
-ვაიმე, მართლა? რას ამბობ! რა მაგარია! ირაკლი კარგი ბიჭია ძალიან.! როგორ გამიხარდა.. ახლავე დავურეკავ მაიკოს,-თქვა თუ არა მოიმარჯვა ტელეფონი ნინომ.
-არა, არ გინდა. აი, ნახე ცოტახანში თვითონ დარეკავს მაიკო,-ღიმილითვე უპასუხა და სამზარეულოდან გავიდა.

დიდხანს იპრანჭებოდა. ჯინსი და თბილი მაისური ჩაიცვა, გრძელი ქერა თმები მაღლა აიწია და სარკეში თავის ანარეკლს შეხედა. არა, მშვენიერი გოგო იყო. მაღალი, გრძელი ქერა თმით, ყავისფერი თვალებით, სწორი ცხვირითა და საშუალო ზომის ტუჩებით. რატომღაც თავისი თავი წარმოიდგინა მეორე ნახევრის ამპლუაში და გაეცინა. 17 წლისაა და არასოდეს ჰყოლია შეყვარებული.არადა, მის კლასელებსა და მეგობრებს უკვე მოესწროთ ათეულობით ბიჭის „გამოცვლა“. ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ ახლოს არავის იკარებდა. უბრალოდ არ უნდოდა. წარმოიდგენდა მის გვერდზე ბიჭს, მაგრამ მაინც სძელვდა ურთიერთობის არცოდნის კომპლექსები და მაშინვე უკუაგდებდა ფიქრებს. ვერასოდეს წარმოედგინა თავი შეყვარებული, სხვაზე რომ ზრუნავს და არა თავის პატარა დაიკოზე, ნუციკოზე. ვერ წარმოიდგენს როგორ შეიძლება ვინმე ისე შეუყვარდეს, რომ ანკასავით ლაპარაკისას სხვა პლანეტაზე მოგზაურობდეს. იცნობდა ირაკლის ძმაკაცებსაც, მაგრამ ყველა როგორც პატარა დას ისე უყურებდა. ფიქრები ისევ ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინა.

-რძლის დავ!-ჩასძახა მუდამ მხიარულმა კოტოშამ.(კოტოშა მეგობრებმა შეარქვეს. ერთხელ შეტყობინება მოუვიდა ვიღაც გოგოსგან, რომელიც კოტოშად მოიხსენიებდა კოტეს და ამის მერე აიტაცეს მეგობრებმა გაკვდება ეს სახელიო).
-ვა, სიძის ძმავ!-არანაკლებ მხიარულად უპასუხა სესილიამ.
-არაბიოლოგიურო-ს დავამატებდი. ბიოლოგიური ერთი ყავს და ეყოფა ისეთია,-გაიცინა კოტოშამ,-ჩამოხვალ თუ რა გავაკეთო ბუას დავუძახო?
-ჩამოვალ 5 წუთში,-ჩასძახა სესილიამ.
-კაი და..-ისე გათიშა ტელეფონი ვერ მოასწრო წინადადების დამთავრება კოტოშამ.

სასწრაფოდ ჩაიცვა თბილი ქურთუკი, ნინოს გასძახა წავედიო და კუნტრუშით ჩაირბინა 5 სართული. ნაცნობი მანქანის დანახვისას გაეღიმა და ჩქარა გააღო კარი, ჩახტა მანქანაში, მაშინვე ღვედი გაიკეთა და მიმართა კოტოშას:
-აუ, წავედით კოტოშ რა..ჩემი გათხოვილი გოგოს ნახვა მინდა!
-ყველა უცხო ბიძიებს ასე უხტები მანქანაში?-მოესმა ბოხი და ცინიკური ხმა. სწრაფად მოტრიალდა და სულ სხვა ბიჭი შეხვდა.
-მე..მე...-დაიწყო ლუღლუღი და ღვედს ხელი მოჰკიდა, რომ მოეხსნა.
-ალბათ, დაავიწყდა ეთქვა კოტოშას შენს წამოსაყვანად მე მოვედი,-უპასუხა ბოხი ხმის პატრონმა მშვიდად და მანქანა დაქოქა. სესილია გაოცებული უყურებდა და ფერი არ ედო სახეზე.
-წავედით?- სესილიამ ნელა დაუქნია თავი და თვალები აარიდა მძღოლს. უცნობს ჩაეცინა და მანქანა დაძრა. მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ, მაგრამ ერთი-ორჯერ გახედა მისთვის უცნობ პიროვნებას. ეს ბიჭი არასოდეს ენახა. შავი სასწაულად შავი ფერის თვალები ჰქონდა, ხორბლისფერი კანი და თხელი ტუჩები, თმა და წვერი დაბალზე ჰქონდა შეჭრილი. ტუჩთან კი პატარა ხალი ჰქონდა, რომელიც უფრო მეტ ეშხს სძენდა ამ გარეგნობას. „ღმერთო, სესილია! რაზე ფიქრობ? რას აკვირდები მის ტუჩებს და ხალს ხო ვაფშე..! იფიქრე ანკაზე და ირაკლიზე..!აუ, ნეტა ვინ არის?“-გაიფიქრა სესილიამ და სასწრაფოდ თვალი აარიდა უცნობს.

საგურამოში ასულებს სახლში მოფუსფუსე ანკა დახვდათ, რომელსაც უკვე შეფერებული ჰქონდა ცოლისა და დიასახლისის როლი და ხაჭაპურებსა და კერძებს ანაწილებდა თეფშებზე. სესიალიას დანახვაზე მაშინვე გამოიქცა და ჩაეხუტა დაქალს, რომელიც 24 საათი არც კი იყო გასული რაც არ ენახა.

-აუ, ნახე! რა ბიჭი მყავს შეხედე პროსტა..! ასეთი ბეჭედი სადმე გინახავს? მე მარტო კინოებში!-ემოციებს აფრქვევდა ანკა და არა თითზე დაკოფსილ ბეჭედს აჩვენებდა დაქალს.
-ვუაიმე, ბავშვიკო მოსულა!- ომახიანად შემოსძახა ირაკლიმ და ხელში აიტაცა ცოლის დაქალი.
-გილოცავ, სიძევ რა გოგო ჩაგაბარე ნახე პროსტა! თმის ღერი ჩამოუვარდება და შენ ნახე პროსტა..!-უთხრა სესილიამ, როგორც კი ძირს დასვა ირაკლიმ და მუშტი აჩვენა.
-ჯერ ერთი სიძე კი არა მამიკო დამიძახე დღეიდან და მერე მეორეც თმის ღერი აქეთ ჩამომივარდება ვატყობ! ქორწილში მელოტი ვიქნები,-სიცილითვე უპასუხა ირაკლიმ.
-ირა, გადმოიტანეთ ესენი რა,-ისევ ბოხი ხმა გაიგო და კარში დამდგარი ბიჭი დაინახა, რომელსაც ტუჩის კუთხე ჩაეტეხა და სესილიას უყურებდა. ისე დაიბნა მაშინვე თავი ჩახარა და ქურთუკის შესაკრავს დაუწყო წვალება. ირაკლიც მაშინვე გავიდა ოთახიდან და დატოვა გოგოები სამზარეულოში. სესილიამ ქურთუკი გაიხადა და მეგობარს მიეხმარა სუფრის გაწყობაში. ბიჭები ნელ-ნელა შემოდიოდნენ და შემოჰქონდათ პროდუქტები და სასმელები, როცა ყველაფერი შემოზიდეს ანკამ სამზარეულოდან გაყარა დაგვაცადეთ სუფრის გაშლაო.

-გოგო, გაიცანი ხო?-ჰკითხა ანკამ სესილიას.
-ვინ ანკ?
-ჩემი მაზლი. ვინ ჩამოგიყვანა აბა?
-რა? შენი მაზლი? ეგ ხო ესპანეთშია წასული..-შეიცხადა სესილიამ.
-ხოდა, დღეს გამთენიისას ჩამოვიდა და ირაკლიმაც მის ჩამოსვლას დაამთხვია რა ჩვენი ამბავი.
-არ ვიცოდი.. არა, არ გამიცნია..-აღელვებულმა ძალით მშვიდი ხმით უპასუხა მეგობარს და ხაჭაპურის ბოლო ნაჭერი დადო თეფზე.
-კაი?! მთელი გზა ხმა არ ამოგიღიათ?-გაოცდა ანკა.
-შენ წარმოიდგინე და არა.
-ის კიდე ხო, მარა შენ რაღა დაგემართა? ენა მხარზე გაქვს გადადებული,-გაიცინა ანკამ და თეფშებით დახუნძლული გავიდა მისაღებ ოთახში, სადაც ბიჭებს მაგიდა უკვე აეწყოთ. სესილიაც გაჰყვა მეგობარს და დააფიქსირა შავი თვალები, რომლებიც საოცრად აბნევდა. როგორც თვითონ იტყოდა ბრინჯივით დაბნეული იყო. ცოტა ხანში კოტოშა და მათი რამდენიმე ახლო მეგობარი ამოვიდა და სუფრას მიუსხდნენ. ბევრი არაფერი ჰქონდათ, მაგრამ დალოცეს ახალდაქორწინებული წყვილი. მთელი საღამო ირაკლის ძმას ხმა არ ამოუღია, მხოლოდ მის გვერდზე მჯდომს თუ ელაპარაკებოდა და სესილიასაც არ უყურებდა, რითიც ძალიან მშვიდად იყო გოგო და უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს.

-ბავშვიკო, დალიე?-ჰკითხა ირაკლიმ.
-კი, დავლიე ცოტა-ცოტა..-უპასუხა სესილიამ და შავი ღვინო მოსვა.
-მერე, ხვალ ქართულზე მე ჩავარაკრაკო შუშანიკი?
-შენ თუ ვაფშე იცი შუშანიკი ვინ იყო მაშინ ერთი ორად მშვიდად ვიქნები ანკას პონტში,-უპასუხა სესილიამ და თვალი ჩაუკრა ირაკლის.
-დათა, უცებ გაგარკვევ სიტუაციაში რა. სესილია არის ანკას დაქალი, მაგარი ახლო დაქალი.კი, გაიცნობდი გზად. ხოდა, წელს აბარებს უნივერსიტეტში და გადავწყვიტეთ ვიშვილოთ რა.. ბარემ, გაზრდილი შვილი მაგრა გაასწორებს, არა?
-კი, ვიცი. გზაში ვილაპარაკეთ და გავიცანი ასე თუ ისე,-უპასუხა დათამ. ამ დროს ანკამ თვალები დაუქაჩა დაბნეულ სესილიას რა ხდებაო.
-ხოდა, ჩემო სესილია კი გაგიცნია ჩემი ძმა და თუ დაგჭირდა იცოდე გყავს ბიძა, რომელიც ესპანელმა მაჩოებმა თუ შეგაწუხეს წამში მოუგვარებს თემას რა,-გაუცინა ირაკლიმ სესილიას. სესილიამ ძლივს გაიღიმა და გახედა დათას, რომელიც თავისებურად იღიმოდა და მიხვდა, რომ სუთქვა უჭირდა. აარიდა თვალები და მოიმიზეზა ნინოს უნდა დავურეკოო. სასწრაფოდ წამოდგა ფეხზე და გავიდა ოთახიდან. სახლში ყოფნა არ უნდოდა, ვერ სუნთქავდა და გულიც აჩქარებული ჰქონდა. სასწრაფოდ გააღო კარები და გარეთ გავიდა. ღრმად ჩაისუნთქა თებერვლის ცივი ჰაერი და სულ არ წუხდა იმაზე, რომ ყინავდა და უბრალოდ მაისურით იდგა გარეთ. ცას ახედა და დაინახა რომ ერთი ცალი ვარსკვლავიც კი არსად ჩანდა, მაგრამ საოცრად ლამაზი ღამე იყო. მთვარე მთელ ცაზე აკაშკაშებულიყო და ღრუბლებს სხვადასხვა ფორმა მიეღოთ. ისე გაერთო ცის ყურებით, რომ მხარზე შეხებამ გამოაფხიზლა. შეშინებული გახტა გვერდზე და როგორც კი გამოიხედა შავ თვალებს შეეჩეხა. უყურებდა თვალებს, რომლებიც ღამეზე შავი იყო. აკვირდებოდა და ვერაფერს ხედავდა წყვდიადის გარდა, რომელიც საოცრად იზიდავდა.

-თავს რატომ არ ხრი?-მშვიდად უთხრა დათამ. სესილია შეცბა, არ მოელოდა დათას ამ შეკითხვას.
-რატომ უნდა დავხარო?-კითხვა შეუბრუნა
-გამომართვი, გაცივდები..-უთხრა დათამ და ქურთუკი გაუწოდა. სესილიამ გამოართვა და ჩაიცვა ისე, რომ მისი თვალებისთვის არ მოუშორებია თვალი.
-ჩემი გეშინია,-ისევე მშვიდად უთხრა დათამ და სიგარეტს მოუკიდა,-ცდილობ არ გეშინოდეს, მაგრამ გეშინია.
-რა გინდა?-პირდაპირ ჰკითხა სესილიამ, რომელიც ნელ-ნელა წყობიდან გამოდიოდა.
-„ბიძას“ ესე უნდა ელაპარაკო?-ცინიკურად უპასუხა დათამ და სიგარეტის ბოლო გამოუშვა, რომელზეც ხველება აუტყდა სესილიას. ხმას არ იღებდა არც ერთი. დათა ცას უყურებდა, სესილია დათას. რაღაცას გრძნობდა, ოღონდ რას ჯერ თვითონაც ვერ ხვდებოდა. დათამ თავი დახარა და ქვემოდან ამოხედა მიშტერებულ გოგონას, ჩაიცინა თავისთვის და უთხრა:
- გაცივდები, პატარავ.


***
გამარჯობა!
გილოცავთ დედის დღეს!ყველა დედას და მომავალ დედებს:)

დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ ისტორია და გთხოვთ, დააფიქსიროთ აზრი:)

მადლობა დიდი!:)



№1 სტუმარი mariami

hhmm dzaliankargia! Shemdegtava veli

 


№2 სტუმარი დაკო

ძალიან მაგარია! გააგრძელე

 


№3  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Vauu ra kargiaaa.gaagrdzele raaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent