შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ძალა (7 თავი)


3-03-2016, 20:46
ავტორი Lonelygirl
ნანახია 1 801

1 საათზე მეტი ვიყავით ინგლისურზე და შემდეგ გამოვედით.
-დღეს რა ხდება სად მიდიხართ?-დაიწყო ანუკამ.
-არვიცი,-გულწრფელად ვუპასუხე.
-გიორგიმ თქვა გეგმები გვაქვსო,-ჩამეკითხა.
-ხო, მეც გამიკვირდა, ჩემთვის არაფერი უთქვამს,-მეც მაინტერესებდა რა გეგმები ჰქონდა.
-ოჰჰოჰ, საინტერესოა, როგორც ჩანს სიურპრიზია,-გაუხარდა.
ამ საუბარში ვიყავით რომ გიოს მანქანა დავინახე, მელოდებოდა.
-ირაკლი არ მოვა?-ვკითხე ანუკას.
-არა, მითხრა საქმე მაქვსო, საღამოს უნდა ვნახო. -ღიმილი მოეფინა სახეზე.
-წამოდი მაშინ გაგიყვანთ, სახლში მიდიხარ?
-არა, დედამ მომწერა მოვალო და წამიყვანს. წადი შენ, გელოდება ბიჭი,-გიორგისკენ მანიშნა.
-მარიამ წავიდეთ,-დამიძახა,-წამოდი გაგიყვანთ, სად მიდიხარ?-შესთავაზა ანუკას.
-არა, დედამისი მოდის, ჩვენ წავიდეთ.-ვუთხარი გიოს, ანუკას ვაკოცე და მანქანისკენ წავედი. ჩავსხედით და დაძრა მანქანა. ხელზე ხელი წამავლო, შემდეგ ნაზად მაკოცა, თან გზას უყურებდა. ამასობაში ვერც კი შევნიშნე რომ საკმაოდ დიდი გზა გვქონდა გავლილი.
-სად მივდივართ,-ფიქრებიდან გამოვერკვიე.
-რომ მივალთ ნახავ,-არ მითხრა მაინც,-მოგეწონება.
-შორს არი?-ვკითხე.
-არა, მალე მივალთ, მოთმინება მარიამ,-გამიცინა.
-იქნებ სხვა საქმე მაქვს და არ მცალია, - დავიწყე წუწუნი,-არ უნდა მკითხო?
-ჩემზე მნიშვნელოვანი რა საქმე უნდა გქონდეს?-არ ესიამოვნა ეს კითხვა.
-რავიცი... იქნებ მასწავლებელი მაქვს,-უცებ მოვიფიქრე.
-ვიცი რომ არ გაქვს, მარიამ და ტყუილად ნუ წუწუნებ,-მითხრა და ისეთი საყვარლად შემომხედა ვერაფერი ვეღარ ვუთხარი.
მალე მანქანა გაჩერდა, ირგვლივ მიმოვიხედე ულამაზესი ადგილი იყო. როგორც ჩანს სასტუმრო და რესტორანი იყო, თუმცა ძალიან დიდი ეზო ჰქონდა, ულამაზესი ბაღი, მცენარეები, ცხოველები. ირგვლივ სულ ტყე იყო, მწვანეში იყო ჩაფლული ყველაფერი. აქაიქ სავარძლები ელაგა, ტბაც იყო იქვე ახლოს. ასეთი სილამაზე არასდროს მინახავს.
მანქანიდან გადავედით, გიომ ხელი მომხვია და დიდ ჭიშკარში შევედით. ვიღაც კაცი იდგა კარებთან, მგონი დაცვა იქნებოდა, გიორგის მიესალმა. ალბათ აქ აქამდეც დადიოდა და იცნობდა. გიომ გასაღები მისცა მანქანის და უთხრა ჩემს სადგომზე დააყენეო. როგორც ჩანს აქ ძალიან ხშირად დადიოდა, იქნებ ყველა თავისი გოგო აქ მოყავდა. გულში რაღაც ჩამწყდა, არ მინდოდა ამაზე მეფიქრა მაგრამ არ შემეძლო. შიგნით შევედით შენობაში, ძალიან ელეგანტურად იყო მოწყობილი ყველაფერი. ბართან გოგონა იდგა, მასთან მივედით.
-გაამარჯობათ,-ისიც იცნობდა.
-გამარჯობა,-გიორგიც მიესალმა,- გარეთ დავსხდებით ტბასთან და მიმტანი გამოგვიგზავნე.
გოგონაც დაეთანხმა, ახლავეო და გამოვედით. მას დავყვებოდი უხმოდ, თან ირგვლივ სილამაზით ვტკბებოდი და თან გულში რაღაც მჩხვლეტდა. ტბასთან მივედით, ულამაზესი ხის სავარძლები ელაგა და წინ მაგიდაც იდა. იქვე დავდექით, ტბას გავყურებდით, გიორგიმ გულში ჩამიკრა და ორივე ვდუმდით. მალე ვიღაც გოგო მოგვიახლოვდა.
-უკაცრავად,რას ინებებთ?-მიმტანი იყო ალბათ.
სავარძელზე დავსხედით, გვერდით დამისვა.
-რას შეჭამ?-მკითხა გიორგიმ. მენიუს ჩავხედე და გადავფურცლე.
-ქოქოსის ნამცხვარი და წვენი ნებისმიერი,-ვუთხარი.
-თქვენ როგორც ყოველთვის?-ჰკითხა მიმტანმა .
-არა, მეც იგივე,-უპასუხა.
ეს ბოლო წვეთი იყო, ძალიან გავბრაზდი. როგორც ყოველთვისო, ანუ აქ მართლა ხშირად დადიოდა. როგორც ჩანს გოგოებზე ამით ახდენდა შთაბეჭდილებას. მეც ალბათ ერთ-ერთი მათგანი ვიყავი.
-რატომ არაფერს ამბობ?-ჩემი სახე ხელებში მოიქცია,-არ მოგწონს აქ?
-მომწონს,-მოკლედ ვუპასუხე.
-რა მოხდა, ისევ იმაზე ბრაზობ აქ დაუკითხავად რომ მოგიყვანე?-მიხვდა რომ გაბრაზებული ვიყავი,-უბრალოდ სიურპრიზის გაკეთება მინდოდა, ნუ ბრაზობ რა.
-არა, ეგ არაფერ შუაშია,-ისევ გაბრაზებულმა ვუპასუხე და ავდექი, მას მოვშორდი და იქვე მოაჯირს დავეყრდენი. ნუთუ მატყუებდა, იქნებ არ ვუყვარდი. ამ ფიქრებმა გონება ამირია და ვერც ვიგრძენი ისე გადმომიგორდა ტკივილისგან ცრემლები.
-რა მოხდა?-მომიახლოვდა,-რამე არასწორად გავაკეთე?
ხმას არ ვიღებდი, არ ვიცოდი რა მეთქვა. მხოლოდ იქვე მოაჯირს ვეყრდნობოდი და ცრემლი გამდიოდა. მისი დაკარგვის შიშით ვტიროდი და იმის შიშით რომ ყველაფერი ტყუილი იყო რასაც მეუბნებოდა.
-შენ რა, ტირი?-შეშლილი სახე ჰქონდა რომ შემომხედა,-მოდი ჩემთან,-მითხრა და უნდოდა გულში ჩავეკარი.
-შემეშვი, -ვუთხარი და ხელი გავაშვებინე.
-რა გჭირს, მითხარი, რა მოხდა?-საოცრად განერვიულდა, ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა,-რამე დავაშავე?
-აქ რისთვის მომიყვანე?-გადავწყვიტე ყველაფერი პირდაპირ მეთქვა,-გოგოებზე ასე ახდენ შთაბეჭდილებას? ყველა შენი გოგო აქ მოგყავს?-ისე მივაყარე კითხვები რომ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო. საშინლად დაიბნა, ვერ მიხვდა რას ვეუბნებოდი.
-რას ამბობ მარიამ?-ისევ მომიახლოვდა,-გაგიჟდი? ასე რატომ ლაპარაკობ?
-აქ ყველა გიცნობს, მიმტანმაც კი იცის რას ჭამ როცა მოდიხარ,-მივახალე,-როგორც ჩანს ხშირად მოდიხარ,-თან მეტირებოდა,-შენთვის ერთ-ერთი მათგანი ვარ ვისაც უბრალოდ აქ მოიყვან და გაერთობი?-პირდაპირ მივახალე.
-მარიამ, - ხელი წამავლო,- შემომხედე, ნუ სულელობ. ხოო აქ ხშირად მოვდივარ მაგრამ შენ ერთადერთი გოგო ხარ ვინც აქ მოვიყვანე. მარიამ,-ცრემლი მომწმინდა,-გთხოვ რა ნუ ტირი.
-მატყუებ!-ამოვისლუკუნე.
-ჩემი სულელი ეჭვიანი გოგო,-ოდნავ გაიღიმა,-მისმინე, აქ ძალიან ხშირად მოვდივარ რადგან ეს ადგილი მამაჩემს ეკუთვნის და მართალი ხარ, აქ ყველა მიცნობს,-დაასრულა და გულში ჩამიხუტა. ეს რომ გავიგე, ცოტა დავმშვიდდი მაგრამ ძალიან შემრცხვა რომ სისულელეზე გავბრაზდი.
-აუ, ბოდიში, მეგონა ... -აღარ დამამთავრებინა და ტუჩებზე მეძგერა. დიდხანს ვეხუტებოდით ერთმანეთს სანამ მიმტანმა შეკვეთა არ მოგვიტანა და მაგიდასთან დავსხედით სავარძლებში.
-ძალიან შემაშინე, ვიფიქრე რომ უნებურად რამე გაწყენინე,-თვალებში მიყურებდა. ისე შემრცხვა, არ ვიცოდი რა მეთქვა.
-მაპატიე,-ვუთხარი და ძალიან მაგრად ჩავეხუტე.
-ოჰო, ეს ამად ღირდა,-გაუხარდა,- მისმინე, რაღაც მინდა გითხრა, შემომხედე,-თვალებში მიყურებდა,-ვიცი იმიტომ ნერვიულობ, რომ შენამდე ბევრი გოგო მყავდა, მაგრამ დამიჯერე ეს სულ სხვაა. უბრალოდ ვერთობოდი და თითოეულმა მათგანმა იცოდა რომ არ მიყვარდა. ის სულ სხვა იყო და შენ სულ სხვა ხარ. არასოდეს არავინ მყვარებია, შენ ერთადერთი ხარ, მინდა სულ ჩემს გვერდით იყო, სულ მენატრები,- მის ხმაში გულწრფელობა იგრძნობოდა,-მინდა რომ წარსულზე არ იფიქრო, მე შენ მიყვარხარ დღეს ახლა ამ წუთას და სულ მეყვარები. დამიჯერე, ეჭვიანობის მიზეზი არ გაქვს, რადგან ჩემთვის ერთადერთი ხარ. მიყვარხარ!
-მეც მიყვარხარ! ძალიან ძალიან მიყვარხარ,-ვუთხარი და მივეხუტე. მის გულის ცემას ვგრძნობდი. ვტკბებოდით ერთმანეთით და უბედნიერესები ვიყავით.
---------------------------------------------------
იმედია მოგეწონათ ახალი თავი. არ ვიცი მოგწონთ თუ არა, გთხოვთ, დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი და გადავწყვეტ გავაგრძელო თუ არა



№1  offline წევრი Sad Girl

კარგია,გააგრძელე,აუცილებლად. love

 


№2  offline წევრი Lonelygirl

Sad Girl
კარგია,გააგრძელე,აუცილებლად. love

მადლობა.. იმედია სხვებსაც მოწონთ თორემ აზრი არ ექნება გაგრძელებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent