ღირსების საფასური ( 5 )
ძილბურანში მყოფი მისმა სიტყვებმა გამოაფხიზლა.თვალები ძლიერ დაახამხამა,იდაყვით დივანს დაეყრდნო და წამოიმართა. _ ნორმალური ხარ? ამ დილაადრიან თავზე ამხელა მაკრატელით მადგახარ და მემუქრები. _ მე გაგაფრთხილე გუშინ აგრონომიის წიგნი იკითხეთქო,ეს მაკრატელი კი არა სეკატორია_ თქვა და მის სახესთან ახლოს უფრო გამომწვევად შეათამაშა. ლიკას შიშისგან გააკანკალა და ყრუდ ამოიკნავლა,საბანი კი ცხვირამდე აიფარა. _ 10 წუთში ეზოში გელოდები_ დაუბარა და ოთახიდან მძიმე ნაბიჯებით გავიდა. _ იდიოტი,ხეპრე,უვიცი,უხეში_ დუდღუნებდა და თან ფაცაფუცით იცმევდა და ალაგებდა. გრძელი ნაჭრის შარვალი და მკლავიანი ზედა მოირგო ბოტასებთან ერთად და ოთახიდან გავიდა. ეზოში დემნასთან ერთად მუშებიც ემზადებოდნენ ვენახში წასასვლელად. არაჩვეულებრივი ,ლამაზი და მზიანი დილა იყო,საამურად ისმოდა ჩიტების ჭიკჭიკი და ფოთლების შრიალი,ცოტა სუსხიც კი სასიამოვნოდ ელამუნებოდა სხეულს. უხმოდ გაჰყვა ვენახისაკენ მიმავალ მუშათა მწკრივს,დემეტრემ რამოდენიმეჯერ გამოხედა იმის შესამოწმებლად მოდიოდა თუ არა.ფეხი შეანელა და როცა გაუთანაბრდა ხმადაბლა გადაულაპარაკა: _ ჩემს გვერდით იმუშავებ. _ როგორც იტყვით მბრძანებელო_ მოჩვენებითი პატივისცემით წარმოთქვა,ხმადაბლა კი გამოაჯავრა_ჩემს გვერდით იმუშავებ. _ მე მითხარი რამე?_ შემოუბრუნდა. _ როგორ გაკადრებთ_ ხელოვნურად გაუცინა და წინ გადაასწრო. თითო მწკრივში წყვილებად ჩადგნენ,დემნა და ლიკა რათქმაუნდა ერთად. _ ეს თავზე დაიხურე,მალე მზე დააჭერს და დაიწვები_ ცოლს ხელში ჭილოფის ქუდი მიაჩეჩა ,თავად კი მუშაობას შეუდგა. _ ამას არ დავიხურავ_ ხელები გაასავსავა და ქუდი ძირს მიაგდო. _ აა,ჰო სულ დამავიწყდა_ მისკენ შემობრუნდა და მარჯვენათი მწკრივის მავთულს დაეყრდნო_ შენ ალბათ რუჯის კრემი გისვია,თუ მზე შენნაირ განათლებულ,ლამაზ და თავხედ გოგონებს არ ეკარება?_ მერე ისევ დაუსერიოზულდა სახეც და ხმაც_ახლა სასწრაფოდ დაიხურე ქუდი და საქმეს შეუდექი ,თორე დასაძინებლად დივანსაც სანატრელს გაგიხდი_ ისეთი მკაცრი და შეუვალი იყო,მისი თვალების მრისხანებამ საშინლად დააბნია ლიკა,სასწრაფოდ დაავლო ხელი ქუდს თავზე ჩამოიფხატა და სეკატორით უაზროდ დაიწყო ყლორტების აჭრა ვაზზე. _ ასე ხომ სულ გაანადგურებ რას აკეთებ?_ მკლავში ძლიერად ჩააფრინდა და მისკენ მოატრიალა. _ მაპატიე,დავიბენი_ თვალები აუცრემლიანდა და ატკივებულ მკლავს დახედა_ მე მართლა არ ვიცი როგორ გავაკეთო. წამით შედგა დემნა მისი აცრემლებული და შეშინებული თვალები ,რომ დაინახა,სინდისმა შეაწუხა და გული მოეწურა,სწრაფად უშვა ხელი.განზე გადგა. ლიკამ აწითლებულ მკლავზე თითები დაისვა და ცრემლები ზედის სახელოთი მოიწმინდა. _ არ მინდოდა გტკენოდა….. _ დაბნეულმა და დაძაბულმა ხელები უაზროდ ააქნია ჰაერში_ცუდად გამომივიდა…… ძალიან გტკივა?_ კითხა,მისკენ გადაიხარა და მკლავზე ამჯერად ფრთხილად წაავლო ხელი,რომ უფრო უკეთ დაენახა. _ ხელი გამიშვი_ ცივად მოიშორა მისი ხელები_ არ შემეხო,უხეში და ველური ხარ,ლამის მკლავი მომატეხე. _უკვე მოგიხადე ბოდიში_ ისევ ჩვეული,ძველი დემნა გახდა მისთვის_ ამით არ მოკვდები,მოდი აქ,მოდი,მოდი რა პატარა ბავშვივით იბუსები,მოდი გასწავლო,როგორ გააკეთო_მაჯაში ძლიერად ჩასჭიდა ხელი და მისკენ მიზიდა,თუმცა ამჯერზე ეს ფრთხილად გააკეთა,ისე რომ არ სტკენოდა. ზურგს უკან ამოუდგა,იმხელა იყო ლიკა აღარც კი ჩანდა.მისი ნაზი და სუსტი თითები მის ძლიერ და გარუჯულ ხელებში მოიქცია,თავი ლამის მის მხრებზე ჩამოსდო,ისე ახლოს იდგა,რომ ლიკას მისი სუნთქვა და შეხება ნერვებს უშლიდა უკვე. _ აი ასე უნდა დაიჭირო სეკატორი_ თითებში ვენახის სასხლავი ჩაუდო და ვაზის ყლორტი მოუზიდა_დააკვირდი რას ვაკეთებ ნუ ფართხალებ_ მსუბუქად გაჰკრა მხარი და მეტად მიიზადა მისკენ ,რომ არ განძრეულიყო. _ ნუ მეხები,ისე ამიხსენი,შეხების გარეშე,ნერვებს მიშლი,მაღიზინებ_ მისკენ შებრუნდა და ხელის მტევნებით მკერდზე მიაწვა და განზე გასწია,მუქარის ნიშნად კი თითი ცხვირთან აუფრიალა. ჯერ მას შეხედა,მერე მის თითს,ისევ მისკენ მიიწია გამოშვერილ ნატიფ თითებზე დახედა,ირონიულად გაიღიმა. _ ეს როგორ მოგივიდა,ლაქი სანახევროდ გადაგცლია_თავი გააქნია მოჩვენებითი სინანულით და ტუჩები დაბრიცა. _ ნუ მეხები გაიგე? ეგ ირონია შენთვის შეინახე ცინიკოსო,ნუ მეხები_ კიდევ უფრო ძლიერად ჰკრა ხელი მკერდზე და განზე გასწია. _ და შენ გგონია იმიტომ გეხები,რომ შენ მაინტერესებ? შენ არ ხარ ის ვინც მე როგორც ქალი დამაინტერესებს,არასოდეს იქნები ის ვისი შეხებაც მომინდება,გაიგე? და ფანტაზიებს ნუ მიეცემი_ სიბრაზისაგან სახეზე წამოენთო,ყელზე ძარღვები დაებერა,სუნთქვა გაუხშირდა,მაგრამ ცდილობდა მაინც მშვიდად ელაპარაკა და სხვების ყურადღება, რომ არ მიექცია. _ მძულხარ,გესმის? მძულხარ,არც შენ ხარ ის ვისი შეხებაც მინდა,არ ხარ და არც იქნები_ ზიზღით შეანათა მისი თაფლისფერი თვალები და ვენახის საჭრელი ფეხებისკენ მთელი ძალით მოუქნია,თავად კი შებრუნდა და სახლისაკენ გაიქცა.ცოტა აცდა,თორემ ბარძაყში ჩაერჭობოდა დემნას,მკვირცხლად შეხტა და უკან დაიხია,სახლისკენ გაქცეულს ცოლს კი მიაძახა: _ ალქაჯი ხარ,_ გაბრაზებულმა მწკრივის სვეტს წიხლი გაჰკრა მერე კი მასზე მოშტერებულ მუშებს მიიბრუნდა: _ ჩემზე ნუ მოცდებით საქმეს მიხედეთ. ატირებული ლიკა კი სირბილით ავიდა მის ოთახში და დივანზე დაემხო. ათი საათი სრულდებოდა ტელეფონის ზარმა,რომ გამოაფხიზლა.მამა რეკავდა.ცრემლები სასწრაფოდ შეიმშრალა,ჩაახველა და ხმა დაიწმინდა. _ გამარჯობა მამა_ მხიარულად ჩასძახა. _ როგორ ხარ შვილო,ორი დღეა შენი ხმა არ გამიგონია ,როგორ გრძნობ თავს?_ ისეთი თბილი და დაძაბული იყო მისი ხმა. _ კარგად ვარ მამიკო,ყველაფერი კარგადაა,არ ინერვიულო_ ცდილობდა ,რაც შეიძლება ლაღად და თავისუფლად ელაპარაკა,თან თვალებზე დადენილ ცრემლებს იმშრალებდა. _ როგორ გექცევა შვილო,ხომ იცი მამა,თუ რამე გაგიჭირდა შენთან ვარ_ მისმა სიტყვებმა მეტად აუჩუყა გული ლიკას. ისე იყო გართული მამასთან საუბრით ვერც კი შეამჩნია,როგორ ამოვიდა კიბეზე დემნა და მისი ხმის გაგონებაზე სანახევროდ გაღებულ კარში შეჩერდა. _ არა მა ,კარგად ვარ,არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს დემეტრეს,იმ კვირაში მისი ძმაც გვესტუმრება ოჯახით.შენ არ ინერვიულო,მე არაფერი მიჭირს,დემნაც კარგად მექცევა. დღეს მეორედ შეაწუხა სინდისმა დემეტრეს,მეორედ იგრძნო,რომ მის შეფასებაში ცდებოდა,მაგრამ ეს წამიერად,საკუთარ თავთან არ სურდა დამარცხება და ვერ დილანდელს თუ ორი დღის უკანდელს დაივიწყებდა.ხმაურით მიჰკრა ხელი კარს და ოთახში შეაბიჯა.მისი დანახვა საშინლად არ ესიამოვნა მისი მოსვლა მაგრამ,არ შემიჩნია. _ მამიკო წავედი ახლა,საღამოს ისევ დაგირეკავ კარგი_ისევ იმ ტემბრში დაემშვიდობა მამას,გათიშა თუ არა მაშინვე მოიცილა სახიდან ხელოვნული ღიმილი და ბედნიერება და დემნას დაბღვერილმა გახედა.მშვიდად მოიხადა ქუდი და ტუმბოზე მისდო,მერე ნელი მოძრაობით მისკენ აიღო გეზი და მის წინ ჩაიმუხლა. _ შესაძლოა შენი გადასახედიდან სასტიკად მოგექეცი ,მაგრამ არა იმ დონეზე,რომ ამ დილით სასიკვდილოდ გამიმეტე_ მკლავში ხელი ჩაავლო და მისკენ შემოაბრუნა,ამ უკანასკნელმა ჯიქურ მიაშტერა მისი თაფლისფერი თვალები_ უბრალოდ წამით თუ დაფიქრდი,რა შეიძლება მოჰყოლოდა შენს საქციელს?_ ისევ ჩამუხლული,მაგრამ მკაცრად,ხმადაბლა და მშვიდად ესაუბრებოდა_ იმის სანაცვლოდ,რაც შენ გააკეთე შემეძლო მეც დამცირებით მეპასუხა,ან მამაშენი გამეკოტრებინა,ან სულაც შენი ცხოვრება გამენადგირებინა და ამისათვის მხოლოდ ორი ნაძირალაც მეყოფოდა,მაგრამ მე არც ისეთი სულმდაბალი ვარ ,როგორც შენ ფიქრობ ან მექცევი.შეიძლება მე მკაცრი და უხეში ვარ შენს მიმართ მაგრამ სხვების წინაშე არ დაგამცირებ,რაც დღეს გააკეთე იმით ჩემი წყენა და შთაბეჭდილება შენზე კი არ გააქარწ....,პირიქით,გააორმაგე_ ისევ მშვიდად წამოდგა ფეხზე,ლიკას აცრემლებული თვალებისათვის ყურადღება აღარ მიუქცევია და გასასვლელისკენ გაბრუნდა,შუა გზაზე შედგა და ისევ მისკენ მიბრუნდა. _ ჰო ეს დივანი ჩემს ერთ მუშას ვაჩუქე,დღესვე წაიღებენ,შენ სავარაუდოდ ან სკამზე დაიძინებ ან იატაკზე_ თქვა და ოთახიდან გავიდა. გამწარებულმა საბანი თითებში მოიქცია,მთელი ძალით მოჭმუჭნა და აზმუვლდა. _ გველი,გველი,გველი. მთელი დღე ისე გავიდა ოთახიდან არც გასულა,შესაბამისად არც ქმარი უნახავს. არ სურდა მასთან საუბარი,ამიტომ ფანჯრის ქვეშ,სადაც დილით დივანი იდგა საწოლი გაიშალა და მოკალათდა.ალბათ ღამის 11 იქნებოდა დემნა,რომ შემოვიდა ოთახში,ლიკას არ ეძინა მაგრამ თავი მოიმძინარა.ერთი შეათვალიერა იატაკზე მოკუნტული ცოლი და კმაყოფილი გაიშხლართა მის რბილ და განიერ საწოლში. მეორე დღისით ისევ ვენახში წაიყვანა სასხლავად მაგრამ ლიკამ ამჯერად,სხვასთან არჩია მეწყვილედ ყოფნა და შეცდომაც ნაკლები მოსდიოდა. _ ლიკუ საყვარელო სახლში წადი და მუშებს ბუტერბლოდები მოუმზადე,ცივი წვენიც არ დაგავიწყდეს_ მზრუნველი მეუღლის როლი მოირგო და თავაზიანად სთხოვა.სიბრაზისგან აენთო ლიკას რისხვა მაგრამ,ხმა არ ამოიღო,მხოლოდ გაუღიმა და სახლისკენ წავიდა. ნახევარ საათში კალათით ხელში მობრუნდა,ლამაზად შეფუთული ბუტერბლოდები ყველას სათითაოდ მიაწოდა წვენთან ერთად. _ მე არ მინდა_ დემნამ არ აიღო მისი მოწოდებული.ეწყინა მაგრამ არ შეიმჩნია.თუმცა ამის გატარებას არ აპირებდა.დემნა მიწაზე იჯდა გვერდით თავისი მობილური ედო და თავად გვერდით მჯდომ მუშას ესაუბრებოდა,ლიკაც ახლოს ჩამოუჯდა და სეკატორი მთელი ძალით დაანარცხა ტელეფონზე,მკვეთრი ჭახანის ხმაზე დაიხედა და მოჩვენებითი სინანულითა და გაოცებით შეიცხადა. _ ვაიმეეე,არ შემიხედავს,მაპატიე ძალით არ მინდოდა_ საწყალი სახე მიიღო და ვედრების თვალებით ახედა ქმარს,ამ უკანასკნელის აიფონ 6_ს კი დედა აღარ ჰყავდა. ჯერ ტელეფონს დახედა მოწურული თვალებით,მერე კი ცოლს გახედა,თავი ხელში აიყვანა და მშვიდად უპასუხა. _ არაუშავს საყვარელო,მთავარია შენ იყო კარგად,სხვას ვიყიდი_ არადა ზუსტად ერთი კვირის ნაყიდი ჰქონდა.თუმცა საპასუხო გეგმა უკვე გონებაში ჩამოყალიბებული იყო. ლიკა კი კმაყოფილი და მიღწეული გამარჯვებით აჟიტირებული მადიანად მიექცეოდა ბუტერბლოდს და არემარეს ინტერესით ათვალიერებდა. სახლში,წესისამებრ თერთმეტ საათამდე დაბრუნდნენ.ლიკა ისევ თავის ოთახში შეიკეტა და საღამომდე ცხვირი არ გამოუყვია.სადღაც შვიდი ხდებოდა ეზოდან დემეტრეს ხმა,რომ შემოესმა. ფანჯარა გააღო და ეზოში გადაიხედა. _ ცოტა ხნით ჩამოდი,რაღაც მინდა გაჩვენო._ ეზოდან ამოსძახა.ლიკამ თანხმობის ნიშანდ თავი დაუქნია და შიგნით შებრუნდა. _ ლიკა ყოველ დილას და საღამოს საქათმიდან ქეთო ბებო კვერცხს იღებს_ თან ეზოს ბოლოსკენ მიდიოდნენ და თან საუბრობდნენ,მზე უკვე ჰორიზონტზე იმალებოდა_ კარგი იქნება ზოგჯერ თუ შეეხიდები და შენც გამოიღებ ხოლმე. _ მეე?_ გაოცება ვერ დამალა და ნაბიჯი შეანელა. _ და რა? რამე პრობლემაა_ შედგა და გამოხედა. _ არანაირი_ უხასიათოდ აიჩეჩა მხრები და უკან აედევნა. _ ესაა საქათმე,მეორეზე აი იმ კიბით უნდა აძვრე_ მიასწავლა,ლიკაც აუყვა კიბეებს_ შიგნით შეძვერი,სიღრმეშიც არის რამოდენიმე ბუდე. _ იქ ვერ შევძვები_ ზიზღით მოავლო თვალი სკინტით სავსე საბუდარს. _ რას ნიშნავს ვერ შეძვრები,ქეთო ბებო ძვრება იმ ხნის ქალი და შენ რატომ ვერ შეძლებ ვითომ? აღარ შეეპასუხა,უხალისოდ შეფოფხდა შიგნით და ხელის ცეცებით ბუდეებს დაუწყო ძებნა.უკვე გვარიანად ჩამობნელებილუყო.საკმაო სიღრმეში შეძვრა თუ არა მაშინვე მიუხურა კარი დემეტრემ და ბოქლომით ჩაუკეტა. _ რას აკეტებ?_ სწრაფად მობრუნდა და რკინის ცხაურს ჩაებღაუჭა ლიკა_ გააღე ახლავე,გაგიჟდი? _ შენ რა გეგონა ვერ მივხვდი ტელეფონი შეგნებულად ,რომ გამიტეხე?_ კმაყოფილმა გაუღიმა და ბოქლომის გასაღები თითზე დააბზრიალა_ ჩაო ჩემო ცოლო_ თქვა და კიბიდან ჩახტა. _ დემნა არ წახვიდე,კარი გააღე ახლავე_ სასოწარკვეთილმა ატირებული ხმით მიაძახა. _ არა _ ახლავე დავრეკავ მამაჩემთან_ სწრაფად მოიქექა ჯიბეები. _ დაგაგვიანდა ცოლო,შენი ტელეფონი მე მაქვს_ და ტელეფონი ჰაერში გააქნია. _ მძულხარ დემეტრე ხუციშვილო,მძულხარ,გამოვალ და ნახე რა დღე გაწიო_ ბობოქრობდა საქათმეში გამომწყვდეული ლიკა და ცხაურს მთელი ძალით არხევდა,თუმცა უშედეგოთ. _ წიწილებს შემოდგომით ითვლიან გენაცვალე_ უკვე საკმაოდ შორიდან ისმოდა მისი ხმა. _ ანდაზებიც,რომ სოფლური მოგყავს, სახლში ,რომ შეხვალ კალოშების გახდა არ დაგავიწყდეს გლეხო,ამ კვერცხებს სულ შენს მანქანაში შევყრი აი ნახავ_ უფრო მეტად გაცეცხლებული და გამწარებული იმუქრებოდა. _ ნუ ხმაურობ ქათმებს ძილს უფრთხობ_ ბოლო დარიგებაც გაიმეტა მისთვის და თვალსაწიერიდანაც გაქრა. ლიკა კი საქათმეში გამოკეტილი და ატირებული,ნერვებმოშლილი კიდევ ერთხელ წყევლიდა იმ დღეც ,როცა დემეტრე გაიცნო. P.s. მთაში ვარ,ინტერნეტი არ მაქვს,ერთერთ კაფეში სპეციალურად იმისთვის მივედი,რომ ვაიფაით მესარგებლა და თქვენ და ჩემი თავიც გამეხარებინა.მიყვარხართ.❤❤❤❤❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.