შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ გავიმარჯვეთ! (სრულად)


5-03-2016, 19:20
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 656

-სადაზღვეო ბარათი მომცა,უფასოდ ჩავიტარებ გამოკვლევეებს-ვუღიმი ანას,რომელიც უცნაურად მომჩერებია.
-იმ ბიჭს მოსწონხარ,მგონი-ეღიმება და ხელს ხელზე მიჭერს.
-არა,არ მოვსწონვარ..უბრალოდ ექიმია და დაითრია.
-კარგი რა,შენ მოგცა და არა ვინმეს სხვას,მაგალითად,მე-ხმას უწევს და შემდეგ ხარხარში გადადის.
-არა,არ არსებობს.არ მოვსწონვარ-მეღიმება და ირაკლის სახეს ვიხსენებ,იმ მომენტში როგორი ღიმილით მიყურებდა.
-ნიცა,გიყურებდა ..იცი,როგორ გიყურებდა? ძალიან საყვარლად-თვალებს ძაბავს ანა.
-კარგი,წავედი..ხვალ კი ერთადერთი თავისუფალი დღე საავადმყოფოში უნდა გავატარო..ალბათ,მორჩები ხუთისთვის და დაგირეკავ.
-კარგი-ჰაეროვან კონცას მიგზავნის და მანქანასთან თვალებით მიმაცილებს.
მარტო ვცხოვრობდი.მაცივარი გავაღე და უღიმღამოდ დავიწყე ჭამა.ძალიან დაღლილი ვიყავი,იმისდა მიუხედავად,რომ ექვსი საათიც არ იყო.ეს უცნაური და არასასიამოვნო გრძნობა არ მომეწონა.ყავა დავისხი და ფანჯრიდან დავიწყე ყურება.ფოთლები სცვიოდა.ეს უკვე მეექვსე შემოდგომა იყო,რაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი და მეორე შეოდგომა,რაც ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში დავიწყე მუშაობა ჩემი პროფესიიით,ეკონომისტობით.
გამეღიმა,მე ხომ ცხოვრებისგან მუდამ საუკეთესოს ველოდი,მუდამ მქონდა იმედი იმისარომ ყველაფერი უკეთ იქნებოდა,რომ ბედის ბორბალი მუდამ წაღმა იტრიალებდა.
ფილმის ყურება გადავწყვიტე.“დანიელი გოგონა“ ჩავრთე.ამ ფილმა წელს აიღო ოსკარი და უკვე მესამეჯერ ვუყურებ,მგონი.
სასიამოვნოდ გავიდა ორი საათი,მერე ემოციებით სავსე ავდექი,გავისეირნებ-მეთქი.კორპუსთან ბაღი იყო და იქ სეირნობა ძალიან მიყვარდა.ჟაკეტი გამოცვი და გასაღები ავიღე,ყოველი შემთხვევისთვის მაინც ვკეტავდი ხოლმე კარს.
-წავედით...-საკუთარ თავს ვუთხარი და ლიფტის ღილაკს დავაჭირე.შემოდგომის ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.ეს სეზონი არ მიყვარდა,რადგან რაღაც გარდამავალი ხანა იყო,თუმცა მის სილამაზეს მაინც ვერ ვუარყოფდი.
მივაპობდი ფიანდაზად დაფენილ ჭრელ-ჭრელ ფოთლებს და მუსიკებს ვუსმენდი.მარტო სიარულიც მიყვარდა ხოლმე.გზას არ ვუყურებდი,უბრალოდ მივდიოდი,როცა კინაღამ ვიღაცის ველოსიპედი შემასკდა.
-ბოდიშით-პატარა ბიჭი აწითლდა და თავჩაღუნულმა დამტოვა.
-გეტკინა? ჰო არ დაშავდი?-ახლა ახალგაზრდის ხმა მომესმა.ვიცანი ხმა,ეს ირაკლის იყო.შორტებით ა და უსახელო მაისურით იყო და ისიც მუსიკებს უსმენდა,მგონი.
-არა.აქ საიდან?-გამიკვირდა.
-აქეთ გადმოვედი,არ იცი?-ისე მკითხა,თითქოს მასთან ძალიან ახლოს ვყოფილიყავი.
-არ ვიცოდი.კიდევ მადლობა ბარათისთვის.
-არაფრის,კიდევ ბევრი მაქვს და ვინმეს თუ უნდა,პრობლემა არაა.
-მადლობა მაინც-გამეღიმა და წინ ერთი ნაბიჯი გადავდგი.
-დოქტორანტურაში აპირებ ჩაბარებას?-გვერდით ამომიდგა და გამომყვა.
-კი,შენ ამთავრებ,ჰო?
-კი,წელს ვამთავრებ.
-მაგარია-შევხედე,გავუღიმე და ისევ მეორე მხარეს გადმოვატრიალე თავი.

ირაკლისთან საუბრით ნასიამოვნები ვიყავი და მალევე ჩამეძინა.მომდევნო დღის გამოკვლევებზე ცოტა არ იყოს ვღელავდი,თუმცა თავს იმით ვიმშვიდებდი,რომ თითოეულ წვრილმანზეც კი მენერვიულებოდა.
საავადმყოფოში უხერულად შევედი,არ მიყვარდა მსგავსი ადგილები,სწორედ,ამიტომ არ ჩავაბარე ამ განხრით,როცა მშობლები ძალიან მაძალებდნენ.
-გამოკვლევები მინდა ჩავიტარო.
-აქედან დაიწყეთ-გამიღიმა ქალმა და ხელით მიჩვენა,საითკენაც უნდა წავსულიყავი.
ანალიზებმა და დასხივებებმა დიდი დრო წაიღეს,ათასი რამ გამიკეთეს.მეგონა,რომ უნდა წამოვსულიყავი,მაგრამ კიდევ დაამატეს რამდენიმე რამ.
-რამე დაავადება ხომ არ ჰქონიათ თქვენს გვარში?-ქალს სახეზე უკმაყოფილება გამოეხატა.
-არა,არ ვიცი.
-დაფიქრდით.
-არ ვიცი.რა მჭირს?
-პაატასთან შედით-მიმართვა მომაწოდა და მანიშნა,ადექიო.
-პაატა ხართ? აქ გამომგზავნეს-დაბნეული შევედი ოთახში და ჩამოვჯექი,მას შემდეგ.რაც მანიშნა,დაჯექიო.
-დიდი ხართ და გესმით,ჰო?-კაცმა სერიოზული გამომეტყველება მიიღო.
-დიახ,რა მჭირს?
-რაღაც სიმსივნერუ წარმონაქმნი უნდა იყოს.დაფიქრდით,ვინმეს ხომ არ სჭირდა რამე.
-გამახსენდა-სახე გამინათდა და ფეხზე წამოვდექი-ბებიაჩემი,დიდი ბებია გარდაიცვალა მკერდის კიბოთი,მაგრამ ეს ხომ არ მექნება? არანაირი კვანძი.
-ღმერთ ჩემო!-გამომეტყველება შეეცვალა კაცს.
-ღმერთო...რა მჭირს?-ცრემლები ძლივს შევიკავე.
-გაგსინჯავთ,გაიხადეთ-მაისური ისე სწრაფად გადავიძვრე,რომ სირცხვილი სულ არ გამხსენებია.ორ წუთში ზემოთ მთლიანად შიშველი დავწექი და ხელები უკან დავაწყვე.
-შეგიმოწმებთ-გვერდით ჩამოჯდა კაცი.კაცს კი ვეძახდი,თუმცა ძალიან ახალგაზრდა იყო.30 წელზე მეტის არ იქნებოდა.
-აი,ვერ გრძნობთ?-პირდაპირ მკითხა და სახე შეიჭმუხნა.
-არაფერს მიმალავთ..კარგია...რა მჭირს?
-იმედია,არაფერია სერიოზული..დასხივებაზე შედით..
-ღმერთო..სულ იმის მეშინოდა,რომ რაღაც მომაკვდინებელი დაავადება შემეყრებოდა-მაისურს ხელი ვტაცე და ფეხზე წამოვდექი.
-შეიძლება,არაფერია.
-შევალ.მადლობა-უკანმოუხედავად გავედი და შემდეგ ოთახში შევვარდი.ცოტა ხანში პაატას ხმა გავიგე და შემეშინდა.შეშინებული ადამიანივით საუბრობდა მამაკაცი.
-მორჩა..ჩაიცვით-ქალმა გამორთო აპარატი და ისევ გადაულაპარაკა პაატას.
-სიმსივნეა,ჰო? რომელი სტაციაა?-სახე შემეცვალა და თვალებზე ხელი ავიფარე,თითქოს ასე რამეს გავექცეოდი.
-ასეა,ნიცა..მაგრამ დღეს ინკურნება..
-რამდენი პროცენტი? გინდათ,რომ ცალი მკერდი მომაჭრათ?-ცრემლების დამალვა არ მიცდია.არ ვაპირებდი,რომ ძალით ვყოფილიყავი ძლიერი.
-სამოცდაათი..დაწყნარდით..-ხელი მხარზე მომხვია და სკამზე დამსვა.მთელი სხეულით ვკავკალებდი.არ მინდოდა,რომ მარტომკერდა ვყოფილიყავი.არ მინდდოა,რომ თმა გამცვენოდა.
-ჯერ ქიმიოთერაპია.ხვალ მოდით,გადადება არ შეიძლება.
-რა? ხვალ? მერე სამსახური?უნივერსიტეტი?-ხმა შემეცვალა.
-კიდევ კარგი,რომ მოხვედით..მადლობა უთხარით მაგ ბარათს მომცემს,სხვანაირად თქვენ მოკვდებოდით...-მამაკაცმა ტონი შეცვალა.
-ჰო,სხვანაირად არ მოვიდოდი...არაფერი მაწუხებდა!-ფეხზე წამოვდექი და იქაურობას ზიზღით შევხედე.ყველაფერი მძულდა და ყველაფერი მაკარგვინებდა წონასწორობას.
-ხვალ გელოდებით-კარებისკენ გაიხედა,თავისუფალი ხარო.მეც ძლივს წამოვდექი და გარეთ გავედი,ლიფტი როგორ გამოვიძახე და როგორ ჩავედი დაბლა,არ ვიცი..საშინლად ვგრძნობდი თავს,დროის შეგრძნებაც კი დამკარგვოდა,თუმცა ვგრძნობდი,რომ საღამო უნდა ყოფილიყო.
ეზოში ჩამოვჯექი სკამზე,წასვლისთვის ძალა არ მქონდა,ფსიქოლოგიურად არ შემეძლო ადგომა,მაგრამ მალე ფიზიკურადაც ვერ შევძლებდი.გულში დათვლა დავწყე და ტელეფონს დავხედე.ანასგან იყო რამდენიმე ზარი,მაგრამ არ გადამირეკავს.არ ვიცოდი,როგორ ამეხსნა რა მჭირდა.
მეორე დღეს ჩვეულებრივ წავედი სამსახურში,საღამოს ლექციებზეც შევიარე.არ მინდოდა,მეფიქრა იმაზე,თუ რა მჭირდა.ანას თავს ვარიდებდი,მაგრამ კაფეტერიაში მაინც შემხვდა,ცივ სასმელს ყიდულობდა,როცა დამინახა.
-რა ხდება? რამე გჭირს?-ირონიით მკითხა.
-მეც ასე მეგონა..აქ ვერგეტყვი,მაგრამ უნდა გითხრა...სხვა ვის ვუთხრა? მშობლებს ვერ გამოვუტყდები ჯერ.
-ორსულად ხარ?-გაეცინა,თუმცა,სეიროზული გამომეტყველება რომ შემამჩნია,მაშნვე გაჩერდა-რა ხდება?
-მკერდის სიმსივნე მაქვს.იმედია,არავინ გვისმენს.
-რა? საიდან?
-მემკვიდრეობითია.დიდ ბებიას ჰქონია.
-არ გახსოვდა?
-არც მიფიქრია..ირაკლი რომ არა,ფეხებს ეგრევე გავფშეკდი..ახლა კი 70 პროცენტია ჩემი შანსი.
-არ მჯერა...ღმერთო-გადამეხვია ანა და სუნთქვა შემეკრა.ყველზე მეტად ამ ცხოვრების მწამდა და არ მჯეროდა,რომ,შესაძლებელი იყო,ამ ყველაფერს დავმშვიდვებობოდი.
-მისმინე,ხვალ გამოგყვები..გავაცდენ სამსახურს .მთავარი,შენი ჯანმრთელობაა.
-იქნებ არ გავიკეთო.
-რა? სულელი ხარ? დანებებას აპირებ?-ხმას აუწია ანამ.
-ჩუმად..ზეგ წავალ,ხვალ მნიშვენლოვანი დღეა..
-კარგი,ვიმახსოვრებ იცოდე...
ერთი კვირა ისე გავიდა,რომ ექიმთან არ მივსულვარ,სულ რაღაცებს ვიგონებდი.საკმაო რაოდენობით მქონდა ფული შეგროვილი,მუშაობის გარეშეც დიდ ხანს გავძლებდი,მაგრამ მაინც მეშინოდა.არ მინდოდა,რომ ჩემს ძველ ცხოვრებას ჩამოვშორებოდი.მიყვარდა ჩემი სამუშაო,მიყვარდა ანა და ყველაფერი,რაც მქონდა,გარდა სიმსივნისა.
ლექციიდან გამოვდიოდი,როცა თვალი მოვკარი ირაკლის,რაღაც ლექცია ჰქონდა ახალბედებთან,ალბათ..დიდი ხნის ნანახი არ მყავდა და გამიკვირდა,რომ შევხვდი..მინდოდა,გავცლოდი და არ გამოვსაუბრებოდი,თუმცა შემამჩნია და დამიძახა.
-ნიცა!
-გამარჯობა-წამიერა მისკენ შევტრიალდა.
-სად დაიკარგე? გამოიყენე ჩემი..
-ჰო-მაშინვე დავეთანხმე,სიტყვა არც კი დავასრულებინე.
-ნიცა,რა ხდება? ჰო კარგადაა ყევლაფერი?-ინტერესით შემომხედა და მანიშნა,არ წახვიდეო.ვიგრძენი,რომ რაღაც იცოდა და საშინლად შემეშინდა.არ მინდოდა,რომ ჩემი მდგომარეობის შესახებს ყველას და საერთოდ ვინმეს გაეგო.
-არაფერი,უბრალოდ გადავიღალე-ვუპასუხე და ძალით გავიღიმე.
-არ გინდა,სადმე გავიდეთ..გავისეირნოთ?-გამიკვირდა მისი შემითავაზება.არ მეგონა,რომ ამის თქმას აპირებდა,თუმცა გამიხარდა,რომ არაფერი იცოდა.
-კარგი,გავიხდი ამ ხალათს და წავიდეთ-ოთახიდან მალე გამოვიდა და ლიფტისკენ წამიყვანა.
-სად წავიდეთ აბა?
-რავი,სადმე-გამეღიმა და გვერდით გავიხედე,თავს შეუძლოდ ვგრძნობდი,მაგრამ არ მინდოდა,რომ მისთვის მეთქვა.
-ფერი არ გადევს,ნიცა-მანაც შენიშნა,თუმცა რა მიხვედრა უნდოდა,ის ხომ ექიმი იყო.
-გადავიღალე..
-სუნთქვა გიჭირს..რა ხდება?-ხელით შემაკავ,თორემ წავიქცეოდი..
-საავადმყოფოში უნდა წაგიყვანო..მე მოგხედავ-მანქანაში ჩამსვა,მეც ვერ შევეწინააღმდეგე,მოსულიერებულიც კი არ ვიყავი.ოც წუთში ხელით გადმომიყვანა მანქანიდან და ადმინისტრაციაში ნერვიულად ალაპარაკდა.ეტყობოდა,რომ შეშინებული იყო.იმ წამებში კიდევ უფრო დავიბენი.არ მინდოდა,რომ რამე გაეგო.ირაკლი უნივერსიტეტიდან ვიცნობდი,მხოლოდ ნაცნობები ვიყავით,თუმცა არ გამკვირვები,რომ ასე აღელდა,ის ხომ ექიმი იყო.შევეცადე,რაციონალურად მეაზროვნა და არ მეფიქრა იმაზე,რომ ირაკლისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი.სულ რომ არაფერი,ეს ჩვენი პირველი გასეირნება იყო,გასეირნება საავადმყოფოში.
-არ წასულხარ..დღეს ხომ წვულებაზე მიდიოდი?-ნაცნობს შეხვდა ირაკლი,თუმცა წონასწორობა არ დაუკარგავს და ისევ კომფოტულად ვიწექი.
-ეს ვინაა? არ წავსულვარ..შენი მეგობარია?-ჰკითხა მამაკაცმა,რომლოს სახესაც ვერ ვხვდებოდი.
-ცუდად გახდა..სუნთქვა უჭირს და ფერი არ ადევს..გული წაუვიდა კინაღამ..
-იქნებ მე დაგეხმარო.
-შენ ხომ სიმსივნებეებზე მუშაობ-ჩაეღიმა ირაკლი..
-იკა,ეს ხომ...ეს ნიცაა?-ამ კითხვამ ამაკანკალა..ეს პაატა იყო და ყველაფერს იტყოდა..რატომ გამიკვირდა,რომ ირაკლის იცნობდა?!
-იცნობ?-გაუკვირდა ბიჭს.
-როგორ არა..ღმერთო,კიდევ კარგი მოიყვანე.დაზღვევა შენ მიეცი?
-ჰო,რა იყო..-გაუკვირდა ბიჭს.
-ჩათვალე,რომ დღეს მეორეჯერ აძლევ სიცოცხლის შანს.
-რას ამბობ,ბიჭო?
-არ უთქვამს..ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ უნდა მოსულიყო.
-რაზე? არ უთქვამს.
-ქიმიოთერაპიებზე.
-რაო? რა სჭირს?
-მკერდის სიმსივე...-ამის თქმა და ირაკლის შერყევა ერთი იყო.კიდევ კაგრი პაატრამ შეაშველახელი,თორემ ძირს დავენარცხებოდი.
-მეგონა,იცოდი..-თავი გაიმართლა ექიმმა და ირაკლის ჩემი თავი გამოართვა.
-ნიცა,რატომ? რატომ?-თავისთვის საუბრობდა.ჯერ კიდევ შოკში იყო.
-რატომ არ მოხვედი?-პაატაამ მკაცრად შემომხედა.-დღეს აქ დარჩები,ხვალ მერე აღარ მოხვალ,ქიმიოთერაპიას დავიწყებთ.
-არ მინდა,რომ თმა გამცვივდეს...ვერ შეიგნე,რომ არ მინდა,მკერდის მოჭრა?-ნადირივით შევხედე და სახე ხელებში ჩავრგი.
-სიკვდილი გინდა აბა?-ირაკლის ხმა გავიგე და ავთრთოლდი.ის ჩემს წინ ჩამუხლულიყო და თვალებში მიყურებდა.
-მეშინია!-ცრემლები გადმომცვივდა და ფეხზე წამოდგომა ვსცადე..
-არა,მოიცადე..-ისევ დამაწვინა ირაკლიმ.
-ჩემი ცხოვრება აქ სრულდება-ორივე მამაკაცს შევხედე და თვალები დავხუჭე.ამის გაცნობიერება თავადაც კი მიჭირდა.
-უნდა ვიბრძოლოთ-ხელი ჩამკიდა ირაკლიმ.
-არა,ეს მე უნდა ვიბრძოლო და არა შენ...
-შენთან ვარ!-ცრემლები მომწმინდა და პაატას გახედა-რომელი სტადიაა?
-მესამე.
-ღმერთო...შენ წადი,მე წავიყვან მას ..
-არა,მერე არ მოვა.
-ახლა ვერ დარჩება,ხვალ თავად მოვიყვან.
-კარგი,გენდობი...დაღლილი ვარ ძალიან,სახლში უნდა წავიდე რა-პაატამ ჩანთა აიღო და ზომბივით გავიდა ოთახიდან.
-რატომ არ მითხარი?
-შენი აზრით? განა მინდოდა,რომ გაგეგო? არ მინდა,ვინმემ იცოდეს,როგორი უსუსური და სუსტი ვარ...როგორი მარტომკერდა,რომელსაც არავინ შეხედავს ზედ....
-მთავარია,გადარჩე...ერთად მოვიგებთ..არ გჯერა ჩემი?-ერთი ხელი კისერზე მომხვია,მეორე ფეხებზე და ამსწია.
-ჩემით წავალ რა -შევეწინააღმდეგე და ფეხი ძირს დავდგი,მანაც დამსვა,ოღონდ დამოუკიდებლად არ გამიშვა,ხელი ბეჭებზე მომხვია და უკან გამომყვა.
-ნიცა,დამშვიდდი.
-შენ რა გიჭირს ...მე ვარ ასეთი განწირული..-ამჯერად ცრემლები შევიკავე და ისე შევხედე ბიჭს.
-ნუ საუბრობ იმაზე,რაც არ იცი-მკაცრად თქვა და მანქანისკენ წამიყვანა.
-სახლში მინდა..
-არა,ჩემთან წავალთ.მარტო ვერ დაგტოვებ..გაიგე,რა მითხრა? ეს შენი შანსია..
-ჰო,ჩემია და,ამიტომ შენ ნუ იღებ გადაწყვეტილებას.
-სხვანაირად არ შეიძლება..
-ჰო,ეს ექიმების სენია.
-არა,რატომ გგონია,რომ შენთან მხოლოდ ეს მაკავშირებს? ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ...უბრალოდ ახლა ამაზე რატომ მალაპარაკებ?
-კარგი,ოღონდ დავიძინო და ჯანდაბას-დავმორჩილდი და მანქანაში ჩავჯექი.ნახევრად გათიშული ვიყავი და ვერაფერს ვგრძნობდი.მხოლოდ მაშინ გამოვფიხლდი,როცა ირაკლიმ მანქანა დაამუხრუჭა.
-შენით თუ აგიყვანო?
-ჩემით-დაუფიქრებლად დავეთანხმე,ფეხებში ძალა არც მქონდა.
-იტყუები,მომხვიე ხელი და აგიყვან-კარები გააღო და ღვედი გამიხსნა.
დივანზე დამაწვინა,თავში ბალიში ამომიდო,მე კი თანდათან მოვდიოდი აზრზე,მისი სახლი შევათვალიერე იქამდე,სანამდეც თვალით შევსწვდი,შემდეგ კი ოდნავ წამოვიწიე.
-მარტო ცხოვრობ?-დავინტერესდი,ეს მდგომარეობის განმუხტვაში მაინც დამეხმარებოდა.
-ჰო და შენ?
-მეც..ირაკლი,მადლობა ყველაფრისთვის.არ მეგონა,თუ...
-გეყოფა,უბრალოდ დაიჯერე,რომ მარტო არ ხარ..-გვერდით მომიჯდა,მე კი თავი მკერდზე მივადე,ის ჩემთვის საყრდენი იყო,უკვე ვგრძნობდი,რომ მიგებდა და გაქცევას არ ცდილობდა,მისთვის მნიშვნელოვანი იყავი...
-გამოჯანმრთელდები-თავზე ხელი გადამისვა...-თმები რა ლამაზი გაქვს..
-თმებზე საუბრობ? ვერ ხვდები,რომ მკბენ?
-უი,ბოდიში...

დილას მასზე თავს დადებულს გამეღვძა.რომელი საათი იყო ისიც არ ვიცოდი,ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა,სად ხარო,ანა იყო.
-ანა,ვიწყებ ქიმიოთერაპიას დღეს.
-წამოგვყვები.სად ხარ?
-ირაკლის მივყავარ,გაიგო ყველაფერი და..
-სად ხარ ახლა,ნიცა?-ანერვიულდა ანა.
-მერე მოგიყვები,ჩემზე არ იდარდო,კარგი?
-საღამოს გნახავ,იცოდე.
-კარგი.
ამ დროს ირაკლისაც გაეღვიძა,თავი წამოსწია და გადასაფარებელი გადამხადა.
-ავდექით.
-ირაკლი,მეშინია!-ფეხზე ახალი ძალებით წამოვდექი.
-გაძლიერდი! მარტო არ ხარ!
-კარგი,წავედით.რომელი საათია?
ნახევარ საათში პალატაში ვიყავით და ექიმს ველოდებოდით.პაატას ესაუბრებოდა ირაკლი და ნერვიულად იხედებოდა ხოლმე ჩემკენ.მერე მოვიდა,აქ ვიქნებიო და ხელი ჩამკიდა.არ მეგონა,რომ ვინმე ასე ამომიდგებოდა გევრდში.
-მედიცინის გჯერა,ჰო? გადავრჩები?-სევდიანი ხმით ვკითხე.
-კი,გადარჩები!
-შენ კარდიოქირურგი ხარ,ჰო?
-ჰო.
-მერე არ გცალია და..
-აქ მინდა..შენთან მინდა,ნიცა...-გვერდით მომიჯდა და თავი ჩემს საწოლზე ჩამოადო.
-რატომ? შენ ხომ ნორმალურად არც მიცნობ?

ასე გადიოდა დრო..ქიმიოთერაპიის კურსი დავასრულე,თავს კიდევ უფრო სუსტადდ ვგრძნობდი,ირაკლი ისევ არ მშორდებოდა,ანა ისევ მეუბნებოდა,რომ ირაკლი ჩემზე გიჟებოდა,თვალებში აწერიაო,თუმცა მე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი.
-ოპერაცია მეორე კვირას ჩავატაროთ-გადაწყვიტა პაატამ.
-ანუ ცალი მკერდი უნდა მომაჭრათ?-უკვე მერამდენჯერ ვეკითხებოდი,არ მახსოვდა.
-ოპერაციას გაიკთებთ მერე,მთავარია,გამოჯანმრთელდეთ-იმედიანად თქვა პაატამ..
-ნიცა,ჩემსაც მოგცემ!-გაიხუმრა ანამ.
-გეყოთ რა! თქვენ რა გედარდებათ,ეს მე ვიქნები უჟასი-გარეთ გავედი და ლიფტისკენ ავიღე გეზი.შიგნით ირაკლი დამხვდა და დამაფრთხო.
-შემეშინდა-კედელს მივეყრდენი და დაველოდე,როდის დააჭერდა ღილაკს.
-როგორ ჩაიარა?
-მალე დაგაფრთხობ.იმ კვირაში-თავი გავაქნიე და ცრემლები ძლივს შევიკავე,ძლიერად ყოფნა ხომ ძალიან რთულია.
-არა,შენ გგონია,მკერდის გამო მაინტერესებ?-სიცილი აუტყდა ბიჭს.
-მაგრამ..
-არავითარი მაგრამ..შენთვის არ მითქვამს,რომ მიყვარხარ,მაგიჟებ....
-ახლა გეცოდები!-ლიფტის კარი გაიღო და გარეთ გავედი.
-არა,ადრეც ასე იყო..უბრალოდ შენ სხვა განხრით სწავლობდი და იშვიათად გხვდებოდი..შენ სხვანაირი ხარ და ..
-ბანალური ფრაზა!-საავამდყოფოს კარებისკენ წავედი,ისე რომ უკან არც მიმიხედავს,ის გამომედევნა და მანქანასთან გამაჩერა..
-შემომხედე,თვალებში შემომხედე....ნიცა,დამშვიდდი...და ნუ ხარ ასეთი აგრესიული,ნუ მკრავ ხელს..
-აბა ახლა რატომ მეუბნები ამას?
-როცა ბედი გამეხსნა და შენთან გასეირნების საშუალება მომეცი,იცი,რაც მოხდა...-იმ წამს მოიწია ახლოს და ბაგეები ჩემსას შეეხო,ჩიტივით ვიგრძენი თავი...ბედნიერების გრძნობა დამეუფლა,იმ წამებში თავს არარაობად არ ვგრძნობდი.

არაჩვეულებრივი გრძნობაა,როცა ადამიანს უყვარხარ ისეთი,როგორიც ხარ,უყვარხარ ავადმყოფიც და ჯანმრთელიც,ლამაზიც და მახინჯიც,თუმცა მაინც მეშინოდა იმ დღის..აკანკალებული შევედი პალატაში და ტანსაცმელი გამოვიცვალე,იმ დღეს უნდა დამეკარგა სილამაზე და ძალიან მეშინოდა,ჯანმრთელობაზე მეტად გარეგნობა მადარდებდა,გარეგნობა,რომელზეც მთელი წლების მანძილზე ვზრუნავდი ფიტნეს დარბაზებით,სალონებით,სოლარიუმებით,მასაჟებითა და კიდევ ათასი რამით.
-მიყვარხარ!-ეუცრად ირაკლის სახე დავინახე და გული ამიფართხალდა...არ მეგონა,ასე თუ ვუყვარდი.სახეზე ეწერა ყველაფერი,ვჰრძნობდი,რომ მარტო არ ვიყავი.
-მეც! და არ მიმატოვო..დამპირდი!
-ცალმკერდაც მეყვარები!-თავი ისევ ჩამოდო ჩემს საწოლზე,როგორც მაშინ და თვალებში ჩამხედა,ჰაეროვნად მომისვა ხელები ხელებზე და მერე ტუჩებზე შემახო თავისი გავარვარებული ბაგეები.
-მოვედი-ამ დროს ანაც შემოვიდა,ნერვიულობდა,თუმცა არ იმჩნევდა..
-კარგად ვიქნები...
-კარგით,გადით-შემოვიდა პაატარა და ანიშნა,გადითო.
-კარგად იქნება-ხელი მხარზე დაადო ირაკლის და თვალი ჩამიკრა.
-ჩემი 70 პროცენტი.

გამეღვიძა..გამოვერკვიე ბურუსისგან.იმისდა მიუხედავად,რომ თავი კარგად მეგრძნო,უარესად ვიყავი.ფსიქოლოგიურად ვკვდებოდი,როცა მოკვეთილ მკერდზე მეფიქრებოდა.მტკიოდა,რომ ასეთ მდგომარეობაში უნდა მეცხოვრა,.უთმობას პარიკით გავუმკლავდი ორი კვირის წინ და ამას პროტეზით თუ ვუშველიდი,თუმცა რა..ყოველ დღე შხაპის მიღების უნდა შემშინებოდა..
-როგორ არის?-ირაკლის ხმამ ამათრთოლა.არ მინდოდა,რომ შემოსულიყო.
-წარმატებით ჩაიარა.ჯანმრთელია.ეტყვი ?
-კი,ვნახავ..-მისი ფეხის ხმა გავიგე თუ არა,მაშინვე მოვიკრიფე გონება.
-არ შემოხვიე,ირაკლი.არ მინდა,რომ ასეთი მნახო..ანას დაუძახე,სხვა არავის.
-ანა დაბლაა და მალე ამოვა.ჯანმრთელი ხარ,ნიცა...უნდა ავღნიშნოთ?
-რა? ის,რომ მახინჯი ვარ.
-არ ხარ,შენ ყველაზე ლამაზი ხარ.
-ვერ დამაბრმავებ...ვერა,იკა.ვერა!
-რა ხდება?-პალატაში ანა დავინახე და მაშინვე სახე გამინათდა.
-მერე მანახებ?-ხუმრობით მკითხა და ლოყაზე მაკოცა.
-კარგად ვარ ახლა,მაგრამ მახინჯი ვარ..
-არ ხარ-ირაკლი შემოვარდა და კისერზე მომეხვია..
-ნუ მეხები.
-რატომ?-შეიცხადა.
-ახლა გაზაფხულია ...გაიხედე გარეთ-ანამ სცადა,რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.
-მიყვარხარ,ნუთუ არ გესმის? ვასრულებ პირობას.არასდროს მიგატოვებ...

ეს სიტყვები და ცხოვრების თავიდან დაწყება...ექვსი თვე დამჭირდა იმისთვის,რომ ხალისი დამებრუნებინა..მიხაროდა,რომ გადავრჩი,თუმცა ის უფრო მახარებდა,რომ შეყვარებული ვიყავი....ყოველ დღე ხალისით იყო სავსე.მაგისტრატურა დავასრულე და დოქტორატურაშიც ჩავაბარე,ირაკლი გვერდში მედგა,სამსახურშიც დამაწინაურეს..უბედნიერესი ვიყავი,როცა ის ოპერაციებზე მიყვებოდა,როცა ჩემთან ერთად ხალისობდა და იცინოდა..ეს მახარებდა და ძალას მძენდა..არასდროს საუბრობდა ჩემს ოპერაციაზე,რომ დისკომფორტი არ მეგრძნო.ანას ქორწილში მეჯვარე ვიყავი და მას შემდეგ სულ მეუბნებოდა,რომ მეც უნდა გავბედნიერებულიყავი.

-დღეს მივიდეთ პაატასთან,კარგი?-ირაკლი გარეთ დამხვდა,როცა სამსახურიდან გწმოვედი.
-არ გელოდი..გვიანი არაა?
არ ყოფილა გვიანი,მივედით და,როგორც აღმოჩნდა,ყველაფერი კარგად ყოფილა..მიხაროდა,ეს ორმაგი ბედნიერება იყო ჩემთვის,განსაკუთრებით იმან ამიფართხალა გული,პაატამ,რომ მითხრა,შეგიძლია ახალ ოპერაციაზე იფიქროო...გამიხარდა,რომ მეორე მკერდის ქონასაც შევძლებდი.
-მადლობა-გადაეხვიე ექიმს და შემდეგ ირაკლის მოვეხვიე..
-წავედით,მალე თმებიც გაგეზრდება..ისე პარიკიც გიხდება-მკერდზე მიმიკრო და ლიფტისკენ წავიდა...
-გახსოვს,ამ ლიფტში რომ ამიხსენი სიყვარული?-ღიმილით ავხედე.
-მაგას რა დამავიწყებს...კიდევ გეტყვი,რომ ძალიან მიყვარხარ...ისევ აქ გეტყვი,რომ..-ჩაიმუხლა,მე კი ხელები ავიფარე სახეზე...-ცოლად გამომყვები?
-ღმერთო..-კინაღამმ გული წამივიდა.ბეჭედი თითზე ჩამომაცვა და შემდეგ გამომცდელად შემომხედა..-კიდევ მაქვს სიუპრიზი..-ეს ბარათი გამომართვი,კარგი პლასტიკური ქირურგია,ამერიკაში ოღონდ...
-ვერ წავალ.
-წავალთ-გგამიღიმა და კარიც გაიღო...კოცნა-კოცნით გავედით გარეთ..ბედნიერი ვიყავი და ვფიქრობდი,ნუთუ ამდენი რამ უნდა გადამეტანა იმისთვირომ ცხოვრება სხვა ფერებში შემეგრძნო..

-ჩვენ გავიმარჯვეთ..-მეორე წარმატებული ოპერაციის შემდედ ჩემთვის ჩავილაპარაკე...ვიგრძენი,რომ თავიდან დავიბადე და ერთი სული მქონდა,როდის ვნახავდი ირაკლის..მალე ისიც შემოვიდა,მოღიმარი სახით მომიჯდა გვერდით და ინტერესით აღსავსე თვალებით მკითხა,ქორწილი როდის გვექნებაო.
-როცა გვინდა...არ ვიცი..მთავარია,რომ ჩვენ გავიმარჯვეთ..
-ჰო,ჩვენ გავიმარჯვეთ....ახლა ჩვენი ბედნიერების ჯერია!



№1  offline მოდერი Eleniko13

aq ra shuashia, magram siaxles ar damidebt ? ori saatia velodebi moderacias rodis gaivlis.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2  offline წევრი შამხათი

კარგია, რომ ასე მარტივად გაქვს აღწერილი ეს ყველაფერი. რაც ამ დაავადების დროს სინამდვილეში ხდება, გაცილებით რთულია და ბევრჯერ ცუდი შედეგებით მთავრდება. ამას ვამბობ მე, რომელსაც მემკვიდრეობით მაქვს ეს დაავადება. ძნელია ასეთ თემაზე წერო და კარგია რომ ჰეფი ენდით დაამთავრე. ისე კარგი გოგო ხარ, ხშირად ვკითხულობ შენს ნაწერებს და მომწონს.

 


№3  offline წევრი teddy))

Dzalian momewona da kargadac iko agwerili :* pirvelad vkitxulob shens istoriebs :* ubralod cota ufro meti emocia tu ikneboda ufro kargi iqneboda es chemi azria :* warmatebebi!

 


№4  offline წევრი nutsa214

კარგი იყო უბრალოდ გამოთქმები ცალმკერდა და მარტომკერდა თუ რაღაც მსგავსები არ მომეწონა. ბევრს სჭირს მსგავსი რაღაც და მხოლოდ იმიტომ რომ მკერდის ჯირკვლები ამოჭრილი აქვთ არ ნიშნავს რომ მახინჯები არიან ან ვინმეს დააფრთხობენ . უხეშად ჟღერდა და არ მომეწონა.

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

nutsa214
კარგი იყო უბრალოდ გამოთქმები ცალმკერდა და მარტომკერდა თუ რაღაც მსგავსები არ მომეწონა. ბევრს სჭირს მსგავსი რაღაც და მხოლოდ იმიტომ რომ მკერდის ჯირკვლები ამოჭრილი აქვთ არ ნიშნავს რომ მახინჯები არიან ან ვინმეს დააფრთხობენ . უხეშად ჟღერდა და არ მომეწონა.

რა თქმა უნდა,მართალი ხარ,ეს თვითონ ამბობდა საკუთარ თავზე ხომ ხვდები? რომ აბუქებენ ხოლმეადამიანები იმას,რაც სჭირთ,ასე არ ჩანდა,რადგან თვითონ ამბობდა.
შამხათი
კარგია, რომ ასე მარტივად გაქვს აღწერილი ეს ყველაფერი. რაც ამ დაავადების დროს სინამდვილეში ხდება, გაცილებით რთულია და ბევრჯერ ცუდი შედეგებით მთავრდება. ამას ვამბობ მე, რომელსაც მემკვიდრეობით მაქვს ეს დაავადება. ძნელია ასეთ თემაზე წერო და კარგია რომ ჰეფი ენდით დაამთავრე. ისე კარგი გოგო ხარ, ხშირად ვკითხულობ შენს ნაწერებს და მომწონს.

გმადლობ
teddy))
Dzalian momewona da kargadac iko agwerili :* pirvelad vkitxulob shens istoriebs :* ubralod cota ufro meti emocia tu ikneboda ufro kargi iqneboda es chemi azria :* warmatebebi!

ჰო,ასე გადავწყვიტე,რომ ნაკლები ემოცია ჩამედო,ჩემს ნაწარმოებებისგან განსხვავდებოდა ამით,უბრალოდ მერე ძალიან შორს შევტოპავდი და.

 


№6  offline მოდერი Tako Tako_2

ძალიან კარგად არის აღწერილი

 


№7 სტუმარი Gamaferkmtale

Kaia mara ufro cvlad rom iyos ufro kai iqneba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent