შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცალმხრივი არომატი!


6-03-2016, 17:21
ავტორი მორი-ელი
ნანახია 2 555

გაზაფხულის წვიმა მალპობდა,მაგრამ მაინც მყარად ვიდექი,იების კონით ხელში და ველოდებოდი,განა არ ვიცოდი რომ არ მოვიდოდა,მაგრამ სულ სხვა გემო ჰქონდა მის გამო რომ ვიდექი წვიმაში და ვიჟღინთებოდი.შარვლის ჯიბეები ამობრუნებული მქონდა,რადგან ყვავილების გამყიდველს ბოლო კაპიკი ჩავუთვალე და სევდანარევი ღიმილით გამოვბრუნდი.ვინც კი ჩამიარა,ცინიკურად შემომხედა,ერთმა ჯიბისკენაც კი წაიღო ხელი,მაგრამ ჩემი მზერა რომ შენიშნა,უხმოდ ჩამიარა.მე მხოლოდ სიყვარულის მოწყალებას ველოდი,რომელიც რატომღაც არ ჩანდა.არც განძრევა მინდოდა,იქნებ მაშინ მოსულიყო,როცა მე სისუსტე დამძლევდა და სახლში წავიდოდი.ისე უსაშველოდ იწელებოდა წამებიც კი,მაგრამ მაინც არ ვიძვროდი,ნეტავ რა მაკავებდა.ნუთუ ასე ძლიერად შეუძლია ადამიანს სიყვარული,ისე რომ დამპალიც კი ელოდებოდეს.იებს წვიმა შველოდა,რომ არ ჩამომჭკნარიყო.ჩემი საშველი კი არადა-არ იყო.უკვე მაკანკალებდა კიდეც,ისედაც დამპალ ზედას სველ ტანზე მთელი ძალით ვიკრობდი,თითქოს გამათბობდა,მაგრამ რწმენა მაინც ხომ მქონდა რომ მცირედი სითბო ჩამეღვრებოდა სხეულში.მანქანამ ისე გაიარა,მთელი გუბის წყალი ზედ გადამავლო,თითქოს სისველე მაკლდა.მოშორებით გაჩერდა და კარი ნელა გაიღო საჭის მხარეს.ჩემი სამოსი იმასთან იაფფასიანი მეჩვენა.რაღაც საოცრად იხდენდა,რაც ძალიან შემშურდა,დავიბოღმე და კარგად დავაკვირდი მეორე მხარეს,საიდანაც მოველოდი რომ ქალი გადმოვიდოდა,ისიც ისეთივე ძვირადღირებულ სამოსში,როგორშიც მამაკაცი.იმედებმა გაამართლა,მაგრამ ის სითბო რასაც სველ ტანსაცმელშიც კი ვეძებდი,სადღაც გაქრა.ჩემს პირდაპირ იდგა ქალი,რომლის გამოც მე ლამის მთელი დღე ვლპები.ხმაამოუღებლად ჩავუარე გვერდით და იები ფეხებთან დავუყარე.ძალიან მაინტერესებდა მისი რეაქცია,მაგრამ ისე შევედი შემხვედრ შენობაში,უკან არ მიმიხედავს.



№1  offline წევრი შოკი მოკი

გაგგრძელე <3 სიამოვნებით წავიკითახვ თავიც გაზარდე... <3 ^.^ და "დამპალი" ცოტა უშნოდ ხვდებოდა ყურს <3 ისე ყველაფერი კარგია love

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

შოკი მოკი
გაგგრძელე <3 სიამოვნებით წავიკითახვ თავიც გაზარდე... <3 ^.^ და "დამპალი" ცოტა უშნოდ ხვდებოდა ყურს <3 ისე ყველაფერი კარგია love

ეს არაა რომანი მოკლე ისტორიაა. ჩანახატი. <3 მადლობ რომ წაიკითხე
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline წევრი ფორთოხალი

"ლპობა" ძალიან უხეში ტერმინია მსგავსი ნაწერისთვის.
ცოტა მეტი რომ ყოფილიყო, უკეთესი, მაგრამ კარგი იყო. :))

 


№4  offline მოდერი წითური გოგონა

ან ზედმეტად შეკრული იყო ჩანახატი
ან ზედმეტად არა.
კითხვისას სიტყვები ზედმეტი მეჩვენა და არეული.
ნოტებივით უნდა დაგეწყო და სიმღერა შეგექმნა...
არ შეგიქმნია
ან ვერ.
უღიმღამო რაღაცეებზე გქონდა აქცენტი გაკეთებული...
არ ვიცი
მე
ეგრე
მომეჩვენა.
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№5  offline წევრი kakulia

ძალიან კარგია heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent