წვიმაში გარეთ 32 თავი დასასრული
* * * თეომ გაბრუებულმა ჩაიარა საფეხურები.გამუდმებით ლუკას სიტყვები უტრიალებდა თავში"აბა რა გეგონა სულელო ხვეწნას დაგიწყებდა?საკუთარი ბედნიერება შენი სისულელის გამო გაუშვი ხელიდან"შეუტია მეორე მემ.იქვე სკამზე ჩამოჯდა და მოფუსფუსე ხალხს გახედა. -რა გჭირს თე.რა დაგემართა.რამდენი რამე გადაიტანე და ამ ერთმა ბიჭმა როგორ გაგტეხა ვეღარ გცნობ,ერთი მოწუწუნე და მუდამ სევდიანი ქალი გახდი.ჩაილაპარაკა თვალცრემლიანმა და კაფის მიმართულებით გაემართა. * * * სასწაულად გაიწელა დრო საავადმყოფოში.ისე მოსაღამოვდა პასუხს არავინ იძლეოდა.როგორც იქნა ეღირსა და ექიმი გამოჩნდა დერეფანში.ქუდი მოიხადა და ვაჩეს წინ შედგა. -რა რა მოხდა?ხმა გაებზარა ბიჭს -გილოცავთ.გაეღიმა ექიმს.ორი უმშვენიერესი ბიჭის მამა გახდით. -ანი როგორაა?ხმა აუკანკალდა კორინთელს.ყველამ სმენა დაძაბა. -შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი მეუღლით.პირველად ვნახე ასე თავგამოდებით იცავდეს დედა შვილებს.თითქმის სასწაულია მაგრამ კარგადაა.გადავიტანეთ,იყო გართულებები მაგრამ როგორც გითხარით მაგარი ცოლი გყავთ. -ანუ კარგად არის? -დაღლილია.თვალი ჩაუკრა ექიმმა ბედნიერ მამას და იქაურობას გაეცალა. -არის არის ჩემი გოგო ცოცხალია,კარგადააა.ღრიალებდა ვაჩე და ბიჭებს ეხუტებოდა. * * * სახლში 5 დღის შემდეგ გამომწერეს და მაშინ დაიწყო დიდი აურზაური ჩვენს ცხოვრებაში.ორივე ერთად ტიროდა,ერთად შიოდათ.გიჟებივით დავრბოდით მე და ვაჩე აქეთ იქით.დღის ბოლოს გადაღლილები მივესვენებოდით დივანზე და გაშტერებულები ვიჯექით სანამ თავიდან არ დაიწყებოდა ყველაფერი. -შენ აზრზეც არ ხარ რა ბედნიერი ვარ თქვენ რომ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში.ჩამჩურჩულა ვაჩემ და უკნიდან მომეკრო. -მე კიდე შენით ვარ ბედნიერი.რო იცოდე როგორ მიყვარხარ. -დღეს ბიჭები გამოვლენ. -გოგოებიც.ძველებურად შევიკრიბებით. უცებ პატარას ტირილი გაისმა და ორივე დაფეთებულები გავიქეცით ბავშვების ოთახისკენ. * * * მარი სევდიანად უყურებდა პატარა ფაჩუჩებს და ცდილობდა ცრემლები დაემალა. -რას აკეთებ მარ? -არაფერს თე. პატარებს საჩუქრები ვუყიდეთ მე და დათომ. -შემომხედე.ერისთავი დაქალისკენ დაიხარა -არ შემიძლია.ტირილი აუტყდა მარის.შვილი მინდა -ყველაფრს აქვს თავისი დრო ხო იცი. -რაღა დრო თე.მივრჩვიე უკვე რო დედა ვერასდროს გავხდები.დათო მეცოდება გიჟდება პატარებზე და მისი არასდროს ეყოლება. -რა გჭირს შენ?რას გავს შენი საქციელები როგორ ლაპარაკობ.რას ქვია უშვილო ხარ.ყველაფერი იქნება კარგად მთავარია დამშვიდდე გაიგე?ხალხს წლობით არ ყავს შვილი შენ კიდე ერთი წელია რაც გათხოვდი. -ნეტა მჯეროდეს.ცრემლები მოიწმინდა მარიმ -ხოდა დამიჯერე რა დამიჯერე.წამო ეხლა წავიდეთ თორე სირცხვილია ეგრე ხომ არ მივალთ. -გადი და გამოვალ მალე.გაუცინა მარიმ ერისთავს და აბაზანისკენ გაეშურა. * * * ყველანი მისაღებში ვისხედით და ათას უაზრობას ვსაუბრობდით.პატარები ხელიდან ხელში გადადიოდნენ და საკმაოდ ხალისობდნენ. -აბა მეგობრებო რაღაც მინდოდა მეთქვა თქვენთვის.ფეხზე წამოდგა ვაჩე -აუუ არ გინდა რა.რაღაცა სასწაულს იტყვის და გულებს გაგვიხეთქავს ყველას.გაეცინა დათოს. -მაცადე.შეუბღვირა კორინთელმა და ტელევიზორის მხარეს გადაინაცვლა. -ადრე ბავშვობაში ჩვენ ყველამ ერთი თამაში მოვიგონეთ.ჩვენი სურვილები ფურცლებზე დავწერეთ და ანის დაჩაზე მიწაში ჩავფალით. -ღმერთო.ამოვილაპარაკე და ცრემლებმაც არ დააყოვნა. -თითქმის ყველას სურვილი ერთმანეთს დაემთხვა.როგორც ჩანს ბავშვობაშიც კი ვიცოდით რომ ჩვენი გზები არასდროს გაიყრებიდა. ვაჩემ მახსოვრობის ბარათი ამოიღო და ტელევიზორში შეაერთა.რამოდენიმე წამში ეკრანზე დიდი ეზო გამოჩნდა სამი სახლით.გაკვირვებულმა და თვალცრემლიანმა გადავხედე ოთახს,ყველა ჩემს დღეში იყო. -ხო მეგობრებო ეს ჩვენი ოცნებააა.ეს სახლი ერთ ერთს დაადო ხელი.დათოსი და მარისია.ეს უკან როა ლუკასია და ეს ჩვენი.გახსოვთ სულ ერთად როგორც ერთი გუნდიო.ხოდა მეგობრებო ამის შემდეგ მარტო მეგობრები კი არა მეზობლებიც ვართ. -ვაჩე.ეს ეს დათო ფეხზე წამოხტა და კორინთელს გადაეხვია.ყველა ტიროდა ოთახში. -მოიცა მოიცა მე გამომტოვეთ?ხმა ამოიღო ლექსომ.შეხედეთ ეკრანს.თქვენი ღობის უკან რო სახლია ის მე ვიყიდე.ხო ხედავთ ვერ გშორდებით.გაეცინა უფროს ხარძიანს. * * * ცრემლები უწყვეტად სდიოდა თეოს თვალებიდან.უაზროდ უხაროდა მისი მეგობრების ბედნიერება.ფიქრი ტელეფონის ხმამ გააწყვეტინა,ნომერი არ ეცნო ამიტომ აივანზე გავიდა. -გისმენთ. -გამარჯობა თეო.გაისმა მეორე მხარეს თორნიკეს ხმა. -შენ?როგორ ბედავ? -მორჩი ისტერიკებს და მომისმინე.ხო იცი ესე იოლად რო არ შერჩება შენს ტურფას ეს ამბავი. -არ მოგისმენ.ხმას აუწია ერისთავმა -მაშინ ლუკას მოვკლავ. -რა?ხმა აუკანკალდა ერისთავს.მაგას ვერ გაბედავ. -ვითომ რატო ვერ გავბედავ?ხელს რა შემიშლის? -რა გინდა?ძლივს ამოიკნავლა ერისთავმა. -აი ეს მომწონს.დაწყებულის დამთავრება მინდა. -გიჟი ხარ ავადმყოფი.მაინც გიპოვის პოლიცია -მიპოვნოს მერე,მე მაინც მივიღებ ჩემსას. -არ დაგთანხმდები ეხლავე ვეტყვი ყველას სიმართლეს. -მე გაგაფრთხილე როგორც კი რამეს იტყვი ყველა შენს მეგობარს დავხოცავ და პირველ რიგში ლუკათი დავიწყებ. -გთხოვ.ხმა აუკანკალდა ერისთავს -მოიქეცი ისე როგორც გეუბნები და არავინ დაზარალდება. -რა უნდა გავაკეთო ? -ეს უკვე მომწონს.1 საათსი სასტუმროში გელოდები.მისამართს მესიჯად მოგწერ და უაზრობების გარეშე იცოდე.გაიგე? -გავიგე. დიდხანს ეჭირა გათიშული ტელეფონი ხელში და სივრცეს გაჰყურებდა.საშინლად სტკიოდა გული თუმცა ბევრი არც უფიქრია მეგობრებს შარში არაფრით გახვევდა.მძიმედ ამოისუნთქა და ოთახში შებრუნდა.გაშტერებული ჩამოჯდა სავარძელში და უაზროდ მიაშტერდა მეგობრებს.მესიჯმაც არ დააყოვნა ისედაც იცოდა რაც ელოდა ამიტომ ტელეფონი იქვე დადო მაგიდაზე და თვალები დახუჭა.ამასობაში ლუკას მობილური ამღერდა და როგორც კი დახედა ბიჭმა ეკრანს იმ წუთში ანიშნა ბიჭებს რაღაც და აივანზე გავიდა ყველა. -თეო კარგად ხარ?ფიქრებიდან ლუკას ხმამ გამოიყვანა. -კი რა იყო?ჩაილაპარაკა დაბნეულმმა -არაფრის თქმა არ გინდა?ჩაერია დათო -რამ გაგაგიჟათ.არაფერი არ ხდება რას მიმაშტერდით.ფეხზე წამოხტა და გიჟივით გავარდა გარეთ. -სწრაფად დაურეკე გამომძიებელს და სატუმროსთან გელოდებით.იმ არაკაცს ჩემი ხელით უწერია სიკვდილი.კბილებში გამოსცრა ბაბლუანმა და გარეთ გავიდა. * * * თეომ ბარში შეიარა და არაყი მოითხოვა.არაფრით დაუშვებდა ფხიზელი მისულიყო სასტუმროში.საათი შეამოწმა და არეული ნაბიჯით გაემართა შესასვლელისკენ.რეგისტრატურაში ნომერი იკითხა და ნელა აუყვა კიბეებს.კართან შეჩერდა,მძიმედ ამოისუნთქა და ოთახში შევიდა. -მოვედი.ძლივს გასაგონად ამოილაპარაკა და ფანჯარასთან მდგომ მამაკაცს გახედა.გრძნობდა როგორ უკანკალებდა სხეული.ცივი ოფლი ასხამდა.მამაკაცი ნელა შემობრუნდა და აწურულ ქალს გახედა. -შენ აქ რას აკეთებ? -შენთვითონ რას აკეთებ აქ? -მე მე მეგობარს უნდა შევხვდე. -მაგ მეგობარს თორნიკე ხო არ ქვია? -იცი? -მე ყველაფერი ვიცი რაც შენს ირგვლივ ხდება.მოიცა შენ რა მთვრალი ხარ?გაეცინა ლუკას ერისთავმა იგრძნო როგორ მოეკეცა ფეხები.ლუკა წამებში გაჩნდა ქალთან და ხელი შეაშველა. -მაპატიე ლუკა.ამოიტირა თეომ.ხო მთვრალი ვარ ფხიზელი ვერ მოვიდოდი. -რა გაპატიო.ამ დონეზე რო გიყვარვარ ხო?ჩემ გამო იმისთვისაც იყავი მზად რო ღამე იმ არაკაცთან გაგეტარებინა. -მაპატიე გთხოვ.მაგრამ ის ის დამემუქრა. -ვიცი დამშვიდდი.უკვე იქაა სადაც მისი ადგილია. -საიდან გაიგე?ცრემლიანი თვალებით ახედა ბიჭს. -ვიცოდი ისეთი არაკაცი იყო ასე იოლად არ დაგანებებდა თავს.ამიტომ ჩემ მეგობარს ვთხოვე და შენი ნომერი მოსმენაზე ავაყვანინე.აქედან გავიგე ყველაფერი. -მიყვარხარ.ძალიან მიყვარხარ.ხელები შემოხვია ერისთავმა ბიჭს. -მაიმცდამაინც ეს უნდა მომხდარიყო რო მაგას მიმხვდარიყავი? -მაპატიე. -გაპატიე დიდი ხნის წინ.იცი რატო იმიტო რო ჩემი ცხოვრების აზრი ხარ ერისთავო.სწრაფად წამოაყენა ფეხზე ქალი და საწოლისკენ წაიღო -წამოდი დაიძინე და გამოფხიზლდი ცოტა. * * * ხუთი წელი გავიდა ამ ამბებიდან.ვაჩეს ნაყიდ სახლებში ვცხოვრობთ სამი ოჯახი და კიდე ჩვენ უკან ლექსოს ოჯახი.უფროსმა ხარძიანმა არც აცადა თიკოს დაფიქრება დაავლო ხელი და წამოიყვანა.ყველანი ვისხედით ეზოში და ყავას ვსვამდით.ტყუპები ეზოში დარბოდნენ ბურთით ხელში. მოულოდნელად მარი გამოვიდა სახლიდან გაფითრებული. -რა მოხდა მარ.ფეხზე წამოხტა დათო -მე მე ორსულად ვარ.ამოილუღლუღა მარიმ.მერე იყო მილოცვები,აღნიშვნა .მოკლედ ვცხოვრობდით ჩვეულებრივი ცხოვრებით.მრავლად იყო კინკლაობაც,კამათიც მაგრამ რაც მთავარია უსაზღვროდ გვიყვარდა ერთმანეთი.ბედნიერმა გადავხედე აივნიდან ეზოში შეკრებილ ხალხს და გამეღიმა.სწორედ ეს ხალხი შეადგენდა ჩემთვის ბედნიერებას და მე ყველა გვერდით მყავდა.ბედნიერმა ჩავიარე კიბეები და მომღიმარ ქმარს კალთაში ჩავუხტი. -რამ გაგახარა ქალბატონი? -მარის ამბავმა ვაჩე და კიდე ერთი ამბავი მაქ. -გისმენ. -მგონი ისევ მოგიწევს ჩემი სურვილების შესრულება. -ვერ მივხვდი?გაკვირვებულმა გამომხედა ვაჩემ -თავს არ მანებებთ კორინთელები არა.იქნებ ეხლა მაინც იყოს გოგო. კორინთელს სახე გაუნათდა და ტუჩებზე წამეტანა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.