შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი ხიზანი (29-30)


7-03-2016, 00:05
ავტორი lipsspil
ნანახია 8 496

თამთა ფრთხილად მივიდა ფოტოებთან, დახედა და სიბრაზემ სახე აუწითლა
_​ნაგავი!.. – აღმოხდა გესლით
_​ეგ ვიცი.. როდის მოხდა ეს?
_​დღეს..
_​ტელეფონი რატომ გამორთე, ამის გამო?
_​არა..
_​აბა?
_​ამაზე მინდოდა საუბარი შენთან.. ჯობია დავსხდეთ და ისე ვილაპარაკოთ.. მაგრამ ეს ფოტოები.. შენ არ გაბრაზდი?
_​ამაზე ამ საუბრის მერე ვილაპარაკოთ!
_ დღეს დამირეკა ფუტკარაძემ.. აუცილებელი საქმე მაქვს, შემხვდიო და გამითიშა. ვიფიქრე ისევ თავისი სისულელეებისთვის მირეკავდა, მაგრამ გადავწყვიტე არაფერი მეთქვა შენთვის. დაველაპარაკები და ბოლოს მოვუღებ ამ ყველაფერს მეთქი.. – თორნიკემ თავი გააქნია
_​რაიმეს თქმა გინდა?
_​მერჩივნა ჯერ შენთვის მომესმინა, მაგრამ გეტყვი! რატომ არ მითხარი, რომ კიდევ დაგირეკა? რაზე ვილაპარაკეთ?
_​ვიფიქრე ამ ეტაპზე და საერთოდაც შენი მიქსევა ძალიან დიდი სისულელე და შეურაცხყოფა იქნებოდა..
_​ვისთვის?
_​შენთვის რა თქმა უნდა.. და ბავშვური საქციელი ჩემი მხრიდან
_ შენი უთქმელობა როგორ გამოიყურება ისიც გეცოდინება.. – თამთა გაჩუმდა – მე გეტყვი! იმ ს თვალში ახლა მე ვარ ! მაგის აზრი მაგრად , ყველას აზრიც!!! მაგრამ ზოგადადაც ასე გამოდის, თვითონ ვგრძნობ ესე თავს! მანამდე ხომ დარწმუნდი, რომ მარტომ ვერ შეძელი მოგეშორებინა? ახლა როგორ შეძლებდი, თუ მანამდე ძალისხმევა დაიშურე?!.. მე უნდა აგაცილო პრობლემები, შენ ქალი ხარ, ქალი, რომელზეც მე ვზრუნავ! შენი ნებისმიერი უსიამოვნება ჩემიცაა, ჩემიც კი არა პირველ რიგში ჩემია და უნდა გესმოდეს ეს! ამაზე ლაპარაკი არ უნდა მჭირდებოდეს..
_​თორნიკე.. ჩვენი ურთიერთობა იმ ურთიერთობას არ ჰგავს, როცა კაცი ასე იქცევა ხოლმე..
_​იმიტომ, რომ შენ არ მიშვებ შენამდე
_​იმიტომ, რომ არ ვიცი რა გინდა ჩემგან! – თორნიკე გაბრაზდა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სწრაფად შეჩერდა..
_​ცალკე დაგლაპარაკები ამ თემაზე, გააგრძელე..
_ მოკლედ.. მისვლისას ვეცადე ტყუილიც კი მეთქვა, რომ შეშვებოდა თვალების ნაბვას.. მგონი უარესი გავაკეთე ამით.. მომისმინა და მითხრა ამისთვის არ დამირეკავს, შენი როგორც იურისტის ნახვა მინდოდაო.. თქვენი მუშები ობიექტიდან მასალებს იპარავენ და ამბობენ, რომ ამის უფლებას დოლიძე გვაძლევსო, ფოტოები დამიწყო წინ.. ახალი ამბავი არ არის, მშენებლობის დაწყებიდან ასეაო, მაგრამ ამაზე რეაგირება ჩემი კეთილი ნება იყო, ახლა აღარ არისო. ვეცადე ამეხსნა, რომ ჯერ ნახვა იყო საჭირო და ფოტოებზეც ქვეკონტრაქტორების მანქანებია დაფიქსირებული, მაგრამ ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალი არ არის და არ მაინტერესებსო.. აზრს მარტო ერთ შემთხვევაში შევიცვლიო..
_​..და რა შემთხვევაშიო? – ყბები აუთამაშდა სიბრაზისგან მამაკაცს
_​მინდა იცოდე უკვე საკმარისად მიიღო პასუხი ამაზე…
_​პასუხთან ერთად კოცნაც! მიპასუხე..
_​დაკითხვის რეჟიმში გადადიხარ..
_​ისიც დააფიქსირე, რომ გაღიზიანებული ვარ და დააიგნორე ეგ მომენტი თუ შეგიძლია.. და რა მოატყუე ასეთი?
_ სისულელე, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე მეტი.. შევთავაზე კონტრაქტი გაეწყვიტა! კომპანიის რეპუტაცია ძალიან დაბლა დაიწევს, ასევე შეგიძლია ყველა სახელმწიფო პროგრამას, ტენდერს, მხარდაჭერას და სესხს დაემშვიდობოთ ბანკიდანო, ჯარიმებიც მიაყოლა და კიდევ.. მითხრა მამაშენი დაგვიჭერს მხარსო. ძალიან გავბრაზდი, შემომელანძღა და რომ ავდექი თვითონაც ადგა..
_​ამ დროს გაკოცა?
_​ჰო, მაგრამ ეს სპეციალურად გააკეთა როგორც ხედავ..
_​არც ისეთი უგუნური ვარ ეს ბრაზილიის ნაგლეჯი დამეჯერებინა მეორე მხარესთან ულაპარაკოდ! მაგრამ პასუხი მაინც მიიღი ამისთვის..
_​რას გულისხმობ?
_​არაფერია ისეთი, მალე მოურჩება..
_ თორნიკე, ზუსტად ამის მეშინოდა!!!! რა იქნება ახლა? იჩივლებს!!! აუცილებლად იჩივლებს.. მითუმეტეს მამა მიქმნის დამატებით პრობლემებს! ალბათ უფრო გონივრული იქნებოდა გადამერწმუნებინა მამა და მერე მეთქვა, მაგრამ მასთან ბრძოლითაც ძალიან დავიღალე.. დოლიძეზე გაბრაზების მიზეზი აქვსო.. ავიხსენი, რომ მამას თავისი სიტყვა უკვე ნათქვამი ჰქონდა, მაგრამ შენც გესმის ალბათ, რომ მისთვის ეს არგუმენტი არ აღმოჩნდა. მამას საშინლად ვეჩხუბე.. მითხრა სახელმწიფოს მხარდაჭერა თუ მექნება და მისი კომპანია განადგურდება ამ სიტუაციიდან ამოვძვრები და შევძლებ სამაგიეროც გადავუხადო შენი ასე გამოყენებისთვისო..
_​შენ რა აზრზე ხარ თამთა?
_​მე – გოგონას ნიკაპი აუკანკალდა – ვუთხარი, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო, რომ დავიღალე და რომ მიყვარდი.. – მამაკაცს სახე შეეცვალა
_​სიმართლე უთხარი?
_​თორნიკე ახლა სხვა თემაზე ვსაუბრობთ, ჩანთებს ხელი მოვკიდე და..
_​გასაგებია დანარჩენი.. სიმართლე უთხარი?
_​არ ვიცი.. გაბრაზებულ გულზე თუ ასე ვუთხარი, გამოდის ასე ვფიქრობდი, თუ გაბრაზებულ გულზე ასე ვფიქრობ ესე იგი ასეა..
_​ლოგიკური დედუქცია არ მჭირდება.. ამ წუთას რას გრძნობ?
_​სიბრაზეს და შენი მხარდაჭერის საოცარ სურვილს!
_​შეგეძლო უფრო მარტივადაც გეთქვა, ან გამოგეხატა..
_​ახლა ამის დროა?
_ ზუსტად! იმიტომ, რომ დანარჩენი უმნიშვნელოა, დღეს ან ხვალ მოგვარდება, მამაშენი პრობლემებს არ შეგიქმნის, თვითონ ვიზრუნებ ამაზე, ფუტკარაძეც ნაკლებად სანერვიულოა, კანონიერ ფლანგზე შენ დგახარ, უკანონოზე თუ გადავა შეიძლება უკეთესიც იყოს! შენ დაისვენე, რამდენიმე საათში დავბრუნდები და სახლში წაგიყვან კარგი? – თმაზე მიეფერა თორნიკე, თამთას ძალიან აუჩუყა გული ამ ჟესტმა, თავი ვეღარ შეიკავა, რომ სახე მის მკერდში არ დაემალა და არ ატირებულიყო. იმ წუთას ძალიან სუსტად გრძნობდა თავს და ერადერთ საყრდენად მარტო თორნიკეს გრძნობდა! მამაკაცმა მზრუნველი ხელები შემოხვია, კიდევ უფრო მიიხუტა და ორივემ იგრძნო როგორ უცახცახებდათ სხეული. ცახცახი მოწყურებულ კოცნაში გადაიზარდა, კოცნაში, სადაც თამთაც აძლევდა თავს უფლებას დაუფარავად გამოეხატა ყველაფერი თორნიკეს მიმართ..
_​იცოდე, რომ კბილებით დავიცავ ჰოლდინგს! – სიმტკიცე გაისმა თამთას ხმაში
_​ვიცი.. – გაუღიმა დოლიძემ — მალე მოვალ..
კარი გაიხურა თუ არა თამთამ დაგროვილი, ფარული შიში და გაურკვევლობა ამოოხრვას ამოაყოლა და მისდაუნებურად გაეღიმა. დივანზე მიწვა და დამშვიდებულს დაეძინა.
თემურ ჩხეიძე მოულოდნელმა სტუმარმა გააკვირვა.
_​მოგესალმებით ბატონო თემურ, მითხრეს თავს კარგად ვერ გრძნობთ..
_​აქ რამ მოგიყვანა? – გაღიზიანება დაეტყო თემურს
_​სანამ დავიწყებდე გეტყვით, რომ მაქსიმალურად მინდა ვეცადოთ ხმას და სიმშვიდეს არ ავუწიოთ.. ვატყობ თქვენი ნდობა ჩემდამი არათუ შეიცვალა, პირიქით!
_​ამის საფუძველი მაქვს და განხილვას არ ვაპირებ!
_​მე ვაპირებ..
_ ლაწირაკო.. იცი როდის მოგიცილებ თავიდან? დაცემული და უქონელი რომ გახდები როგორც თავის დროზე მე მწირავდი! გგონია ჩემი ქალიშვილით თამაშს შეგარჩენ?მოვკვდები და მაინც გაგაგებინებ ვისთან მოინდომე ჭიდაობა!
_ მუქარა თუ დაასრულეთ გავაგრძელებ! ახლა თუ ასე მშვიდად გესაუბრებით იმის ბრალი არაა, რომ თქვენი მეშინია ან ზრდილობა მაკავებს! ჰოლდინგს ვერაფერს დააკლებს ის უბადრუკი თანხმობა ირაკლი ფუტკარაძეს რომ დაპირდით! ამით ჩემი კი არა თქვენი რეპუტაცია შეილახება ხუთი წლის ბიჭივით გაწვდილ კანფეტებზე რომ იცვლით მიმართულებას! ჩემი კომპანია გაჭმევთ და გაცნობის დღიდან მებრძვით.. დღემდე დარწმუნებული ხართ, რომ თამთას გამო ავტეხე ეს აურზაური? მართალია! მაგრამ არა იმ კუთხით, რა კუთხითაც თქვენთვის კარგად ნაცნობმა ჟურნალისტებმა და პრესამ გაგაცნოთ ჩემი თავი! ..და ეს ცალმხრივი არ არის.
_​ამით ვერაფერს გახდები! თამთა იძულებული გახდა შენ შემოგწირვიდა მსხვერპლად, ეს ჩემი ბრალია და აღარ დავუშვებ მაინც ცდილობდე მის გაუბედურებას!
******************************
_ ..და ამისთვის იმ ადამიანს უნდა ჩაუგდოთ ხელში, რომელიც დაუფარავად ამბობს ყველგან, რომ თქვენი ქალიშვილის ლოგინში ჩაწვენა უნდა? ერთს მეორეთი ანაცვლებთ? თქვენი საქციელი არაადეკვატურია ბატონო თემურ.. მესმის, რომ ახლა ფიქრის უნარი არ გაქვთ, მაგრამ იმდენი მაინც უნდა შეგრჩენოდათ, რომ განგესაზღვრათ რეალური საფრთხე! არ დაფიქრებულხართ რატომ მოინდომა თქვენი მხარში დგომა ფუტკარაძემ? როცა დაფიქრდებით გვაცნობეთ მე და თქვენს ქალიშვილს, რომ აზრზე მოხვედით ბოლოს და ბოლოს, თუ არადა თქვენი ინტრიგები სულ ფეხებზე !.. ცნობისთვის მას არაფერი აკავებს კომპანიაში თუ არა საკუთარი სურვილი! მსხვერპლშეწირვას რაც შეეხება თვითონ აქციეთ ზვარაკად! თავისუფლად შემეძლო ჩემდაუნებურად თქვენი ზემოთ ხსენებული სცენარი კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით ამეხდინა! ღმერთს მადლობა გადაუხადეთ, რომ თამთა ჩემთვის სრულყოფილი ქალი აღმოჩნდა.. იმდენად, რომ არ ვაპირებ ვიჯდე და ველოდო როდის ჩაუგდებთ თქვენი უგუნურებით კლანჭებში სხვას! ლმობიერი ვიქნები და იმასაც გაგანდობთ, რომ მიყვარს და მასთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები მაქვს.. ახლა თქვენი ნებაა როგორ მოიქცევით! მე ამით არაფერს ვკარგავ.. – თემური ჩაფიქრდა და კოპები შეკრა
_​მე შენ არ გენდობი!
_​ვიცი! თქვენს შვილს ენდობით?
_​თამთა მაინც ქალია..
_​საკუთარ თავს ენდობით ბატონო თემურ?
_​რისკენ მიგყავს საუბარი?
_ არავის ენდობით საკუთარი თავის გარდა.. მაგრამ თქვენი ოჯახისთვის არავის მოუტანია იმაზე მეტი უსიამოვნება და პრობლემა, რამდენიც თქვენ!! იმდენად არ შეგიძლიათ რაიმე განსაზღვროთ ან ხეირიანად დაგეგმოთ, რომ უამრავი ხალხის გასაკილი და კიდევ რაც ალბათ თქვენთვის ყველაზე უსიამოვნო და მტკივნეულია ჩემი, შვილისხელა, როგორც თვითონ მიწოდეთ ლაწირაკის პრავების კაჩავის ობიექტი ხდებით. დაფიქრდით ამაზე!
_​შენი სისულელეები არ მაინტერესებს! ჩემს საქმეს თვითონ მივხედავ და შენც მოგხედავ როგორც საჭირო იქნება.. იცოდე თამთას რომ კიდევ დაუშავო რამე.. კიდევ რომ ატკინო გული..
_ იგივეს გაგაფრთხილებ! იცოდე თამთამ ერთხელაც რომ იტიროს შენს გამო და ერთხელ კიდევ რომ დაწყდეს გული თვალით აღარ დაგანახებ.. მოვკიდებ ხელს და წავიყვან აქედან! იქ სადაც შენი უგუნურება და პარანოია არ მისწვდება და არ მოუკლავს გულს!.. – თორნიკემ საგრძნობლად აუწია ხმას.. ოთახში ნინო შევიდა. მამაკაცი წამოდგა
_​მაპატიეთ ქალბატონო ნინო..
_​მე მესმის თქვენი თორნიკე.. თუ არ გეჩქარებათ იქნებ ცოტა ხნით დამლოდებოდით მისაღებში? ლუბა ყავით გაგიმასპინძლდებათ
_​სიამოვნებით.. – დოლიძემ ნინო და თემური მარტო დატოვა, ქალი მივიდა ქმართან და სავარძელთან ჩამოჯდა
_ თემურ.. შენ კარგად იცი, რომ აქამდე ამ მარაზმში არ ჩავრეულვარ, მაგრამ ახლა საჭიროდ ვთვლი ყველაფერი დაუფარავად გითხრა! ვიცი კაცი ხარ, მამა და ძნელია შენთვის ქალიშვილის გრძნობებს ჩაწვდე, მაგრამ მე თამთა ვერაფერს გამომაპარებს, მოხარშულს ვიცნობ.. იმ დღიდან აინტერესებს თორნიკე, რაც ნახა.. იმ დღიდან უყვარს, რაც მისგან სითბო იგრძნო.. იმ დღიდან ამჯობინა შენს თავს, რაც პირველი უსამართლობა შენიშნა შენგან მისკენ მიმართული.. ჰო ჰო, კარგად გაიგე უსამართლობა! ეს ბიჭი მართლაც მექალთანე იყო და არასერიოზულად უყურებდა ურთიერთობებს, მაგრამ გაახილე თვალები, კეთილი ინებე და ცვლილებები დაინახე! თვითონაც ხომ შენიშნე, რომ პირველივე ნახვით მოიხიბლა თამთათი, პირველივე ფოტომ გაგრძნობინა, რომ სხვანაირად აუელვარდა თვალები! ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც რომ გვენახა თამთას უბედურებისგან შეცვლილი სახე ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, შენზე უფრო მე ვიბრძოლებდი, რომ ეს ბიჭი ჯანდაბაში გამეშვა, მაგრამ გადასარევად ვხვდები თამთას ის უყვარს! ერთხელ მაინც დაფიქრდი მის სიტუაციაში როგორ უნდა მოქცეულიყო სხვანაირად? მითუმეტეს ისეთი ტირანი მამის შემთხვევაში, როგორიც შენ ხარ! მისი საქციელი შეუშლელი და კაცურია! ეს შენც იცი და ეს გიღრღნის გულს, ხვდები, რომ გაჯობა.. ამიტომ ბრაზობ, მაგრამ დაფიქრდი.. ეს მარტო მის სიძლიერეს ამტკიცებს, მარტო მის სიმტკიცეს.. თუ გინდა ახლა მე ნუ გამომიტყდები, მაგრამ მე რომ გავალ აუცილებლად დაფიქრდი ამაზე. იცოდე.. თუ კიდევ გააგრძელებ კაპულეტივით მოქცევას, ლირივით მიტოვებული დარჩები! – ნინო თორნიკესკენ გაემართა, მის წინ ჩამოჯდა და ლუბას თავისთვისაც სთხოვა ყავა
_​მინდა იცოდეთ, რომ მე თემურივით მტრულად განწყობილი არ ვარ თქვენს მიმართ თორნიკე..
_​ვხედავ და ძალიან მიხარია ქალბატონო ნინო..
_​გთხოვთ ნუ გაკიცხავთ, ნუ გაბრაზდებით მასზე.. პატარაობიდან ასეა გადარეული თამთაზე, სულ ჩასაფრებულია.. თქვენც გახდებით მამა და გაუგებთ..
_​არ არის საჭირო, მასზე არ ვბრაზობ.. შეიძლება კონკრეტულ სიტუაციაში გამოვდივარ მდგომარეობიდან, მაგრამ მესმის კიდეც რატომ აქვს თამთას დაცვის სურვილი ასე მძაფრად..
_ უბრალოდ იმას ვერ იტანთ თქვენგან რომ ცდილობს მის დაცვას? – თორნიკემ ნინოს გამომცდელ, მომღიმარ მზერას შეხედა და ისევ ძლივს შესამჩნევმა ღიმილმა შეუცვალა მკაცრი გამომეტყველება – ჩვენი ოჯახის დამოკიდებულება უკვე იცით.. ჩემი გოგონა საკმაოდ იტანჯა მამის თუ თქვენი ინტრიგების გამო.. მაპატიეთ ასე რომ ვამბობ, მაგრამ..
_​არა არა.. ამის უფლება გაქვთ..
_ მე მხოლოდ ის მინდა ვიცოდე, რომ ჩემი შვილი ბედნიერი იქნება.. ამის განსაზღვრა ალბათ შეუძლებელია, მაგრამ ვგულისხმობ იმ შესაძლებელ ნაწილს, რაც ჩვენს ცნობიერს თუ ქვეცნობიერს ესმის.. ამას მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო გეუბნებით, რომ თქვენში ღირსეულ ადამიანს ვხედავ.. კიდევ ადამიანს, რომელმაც მოახერხა და ამ აურზაურში ჩემი შვილის სიმპათიები დაიმსახურა! თქვენ ჩემი კეთილგანწყობის იმედი გქონდეთ.. მე კი უბრალოდ ტქვენი იმედი მექნება.
_​მადლობა გულწრფელი საუბრისთვის.. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს! დაგტოვებთ.. თამთა მარტოა – ნინოს გაეღიმა
_​წადი.. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!
თორნიკე შინაგანად დამშვიდებული დაბრუნდა უკან, თამთას სავარძელზე ჩასძინებოდა. ფრთხილად აიყვანა და საწოლზე დააწვინა, გოგონას გაეღვიძა
_​მოხვედი?
_​ჰო, მოვედი. წავიდეთ სახლში?
_​მამასთან იყავი? თუ ირაკლი ნახე?
_​თემური ვნახე, დედაშენსაც ვესაუბრე..
_​მერე?
_​მერე წავიდეთ სახლში? – თამთას გაეღიმა და ბავშვივით ჩაეხუტა დოლიძეს
_​ასე უცებ როგორ შეძელი ყველაფრის გარკვევა?
_​მეტი გზა არ ჰქონდა მამაშენს, დედამ კიდევ იცი რა მითხრა?
_​რაო?
_​ვიცი, რომ თამთას უყვარხარო..
_​არ გეტყოდა!
_​მითხრა..მიმანიშნა
_​ყოველთვის იცოდა როდის რას ვფიქრობდი..
_​ახლა გჯერა რომ გიყვარვარ? – გაეცინა მამაკაცს, თამთამ ცხვირი ყელში მიაკოსა
_​ახლა ნამდვილი წყვილი ვართ?
_ ახლა ნამდვილი მთელი ვართ და აღარასოდეს მოგცემ წასვლის საშუალებას! – ის ღამე თამთამ თავის ახალ, ნამდვილ სახლში გაათენა, თორნიკესთან საზიარო ოთახში..თორნიკესთან საზიარო საწოლში.. ნამდვილი, ვნებიანი სექსით გაბრუებულმა და უზომოდ.. უზომოდ ბედნიერმა. დილიღ გაღვიძებულმა იგრძნო, რომ მის მკერდზე იწვა, მისი სხეულით თბებოდა და ის სურნელიც ეცა სიგიჟემდე რომ ენატრებოდა! ბედნიერმა ღიმილმა დაუფერა სახე და ნამდვილი, ყოფილი ქმარი კოცნით გააღვიძა.



№1 სტუმარი darina

Dzlivs agenis damshvideba megirsa, vicodi tornike rom im debili iraklis intrigebs ar ayveboda, amistvis zedmetad chkviania, tavidanve movixible misi pirovnuli sidzlierit, am tavma gamatbo da gamabedniera.

 


№2  offline წევრი shany shany

miyvarxar!! vici rqcarunda bevri dado minc ar meyofa... dzaan monwobs

 


№3  offline წევრი natia-natia

ვოვ აი მესმის დზ მაგარია

 


№4  offline წევრი Pepper

Vgijdevi am motxrobaze <3
Gamoxarda amati ertad yofna
Rogorc iqna <3

 


ვაიმე რა მაგარია ძააან ძაან მაგარია უზომოდ კარგი თავი იყო ეს ისტოტია ჩემი ფავორიტია
--------------------
romantikosi mwerali

 


№6 სტუმარი lizazu

dzalian kargia, magram patara tavi iyo

 


№7 სტუმარი ემი

არ მინდა, რომ დამთავრდეს recourse

 


№8  offline წევრი gvancacuna

Dges dadeb shemdeg tavs ?

 


№9 სტუმარი tinaa ^^^^

ვინც პირველად კითხულობს არ ეცოდინება კომენტარებში რა ხდებოდა ეს იტორია რომ იდებოდა პირველად. ისტორიის საოცარი გაგრძელება და სჯა-ბაასი მიმდინარეობდა. ერთი მომხმარებელი იყო ალექსანდრე, საოცრად აფასებდა თითოეულ დეტალს და ისტორიას სხვა თვალით გვანახებდა. საოცარი მოგონებები მაკავშირებს ამ ისტორიასთან და ყოველთვის სიამოვნებით წავიკითხავ. გული მწყდება ის კომენტარები რომ წაიშალა ისიც ისტორიის ნაწილი იყო :((
მადლობა ავტორს და ახალ ისტორიას ველი მთელი გულით.

 


№10 სტუმარი ემი

tinaa ^^^^
ვინც პირველად კითხულობს არ ეცოდინება კომენტარებში რა ხდებოდა ეს იტორია რომ იდებოდა პირველად. ისტორიის საოცარი გაგრძელება და სჯა-ბაასი მიმდინარეობდა. ერთი მომხმარებელი იყო ალექსანდრე, საოცრად აფასებდა თითოეულ დეტალს და ისტორიას სხვა თვალით გვანახებდა. საოცარი მოგონებები მაკავშირებს ამ ისტორიასთან და ყოველთვის სიამოვნებით წავიკითხავ. გული მწყდება ის კომენტარები რომ წაიშალა ისიც ისტორიის ნაწილი იყო :((
მადლობა ავტორს და ახალ ისტორიას ველი მთელი გულით.


საინტერესო იქნებოდა, მართლა.... მე ვკითხულობ პირველად... ცუდია რო წაიშალა

 


№11  offline წევრი lipsspil

მახსოვს ალექსანდრე ☺ ..და რომ იცოდეთ როგორ მწყდება გული, თან წაშლამდე აღარც კომენტარების წაკითვა შემეძლო@ არ მიშვებდა საიტი. არ ვიცი ასე რატომ მოხდა, ვერ გამცეს პასუხი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent