- მისტერ უჟმურო ოდესმე იცინით? (14)
ემილი ღამით წვიმის ხმამ გამაღვიძა.. ის დღე ამომიტივტივდა თავში, მათესთან ერთად რომ დავსეირნობდი წვიმაში.. ზუსტად ისეთი წვიმაა, კაცმა რომ არ იცის, კიდევ როდის იქნება.. უცნაური იდეა მომივიდა.. ჩავიცვი და გამყოფ ფანჯარაში გადავძვერი... მათეს საწოლთან მივედი და მისი გაღვიძება ვცადე.. მან კი ხელი მომჭიდა და ერთი მოძრაობით მის ქვემოთ მომაქცია... - ემილი - ჩაილაპარაკა მძინარემ, ჩამეხუტა და ძილის გაგრძელება სცადა.. - ეე, გამოფხიზლდი რა.. მისტერ უჟმურო გამოფხიზლდი რა.. - ახლა წვალება დავუწყე.. მან თავი ასწია და თავისი თაფლისფერი თვალები შემომანათა - რა არ გასვენებს.. შუა ღამეა.. ამ დროს.ბავშვებს უნდა ეძინოთ.. - არ მეძინება, შეხედე როგორ წვიმს.. - როგორ - გაიხედა ფანჯრისკენ.. - მისტერ უჟმურო კაცმა არ იცის, კიდევ როდის იქნება ასეთი წვიმა.. უნდა გავიდეთ.. - ჩაიღიმა - წვიმების სეზონი იწყება.. შემოდგომა მოდის და ალბათ გახშირდება, ასეთ წვიმაც მალე იქნება და უფრო ძლიერიც.. - რა არარომანტიკული ადამიანი ხარ მისტერ უჟმურო... მაგრამ რა კარგია, რომ მე ეს არ მადარდებს.. ადექი, მივდივართ.. - ავდექი და ტანსაცმელი მივაწოდე.. ისიც უკმაყოფილოდ აიზლაზნა და ჩაცმა დაიწყო ( მე, რა თქმა უნდა, მისგან ზურგით ვიდექი).. ფრთხილად ჩავიარეთ კიბეები და წვიმაში გავედით.. სულ ოდნავ ციოდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო საყვარელ ადამიანთან ერთად წვიმაში სეირნობა.. - ემილი, ეს სისულელეა, შეიძლება გაცივდე.. - კარგი რა, მანამ როლერებზეც დაგაყენე, გაჩუმდი და წამოდი... - არ ვიცოდი სად მიმყავდა, მაგრამ მაინც არ ვეშვებოდი.. ქუჩაში გავიყვანე.. მივუყვებოდით ხალხისგან დაცლილ ქუჩებს, ხელები.ეთმანეთისთბის ჩაგვეჭიდა.და წვიმა თხემით-ტერფამდე გვასველებდა.. უცებ შემაჩერა და მისკენ მიმაბრუნა და ტუჩებზე მომეწბა.. - არ ვიცი, რატომ გიყვარს წვიმა, მაგრამ ის, რაც შენ გიყვარს, მეც მიყვარს.. ისევე უპირობოდ, როგორც შენ მიყვარხარ... - მითხრა, როცა მომშორდა და გულზე მიმიკრო.. - მეც ძალიან მიყვარხარ.. - რატომ, მე ხომ ასეთი არარომანტიკული ვარ..- გამემაიმუნა და შებრუნდა, ხელებით კი რაღაც ჯებირს მიეყრდნო.. მეც ზურგიდან მივეხუტე.. - არ ვიცი და ვფიქრობ, როდესაც ამის პასუხი მეცოდინება, მაშინ ალბათ, არ მეყვარები.. - დაე, ვერასოდეს გაიგო მაგ კითხვის პასუხი - შემობრუნდა და ისევ ჩამეხუტა - მოდი წავიდეთ, სულ მთლად დავსველდით და არ მინდა გამიცივდე.. - ხელი მომხვია და სახლისკენ წავედით.. ისევ ფრთხილად ავიპარეთ და ოთახებში დავბრუნდით.. მარიამს ღრმად ეძინა, მშრალი ტანსაცმელი ავიღე და სააბაზანოში შევედი.. ცოტა ხანში საწოზე ვიწექი და ვფიქრობდი.. თითქმის ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ თითქმის.. ისევ ნინოსთან ვარ ფიქრებით.. ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, რა უნდა მას მათესგან?.. ის ხომ ტატოს საყვარელია.. ფული? ქონება? რა, რა რა? ბალიში თავზე წამოვიმხე, მერე უცებ, თითქოს გონება გამინათდა, წამოვვარდი.. -იქნებ თვითონ მათე უნდა.. ეს უკანასკნელი წინადადება ხმამაღლა მომივიდა.. უცებვე დავწყნარდი და კვლავ ფიქრებში გავები.. გადავწყვიტე, რომ პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში დაველაპარაკებოდი მათეს ამ ყველაფერზე.. დილით ადრიანად გავიღვიძე, ჩავიცვი და შამზარეულოში ჩავედი.. ჯერ მხოლოდ მე მეღვიძა.. ყავა მოვამზადე და მაგიდასთან მშვიდად ჩამოვჯექი და ყავის სმას შევყევი, თან ბლოკნოტით და ფანქრით ხელში ჩანახატს ვაკეთებდი.. ყავას მოვრჩი და ფინჯანი ონკანთან მივიტანე.. უეცრად ვიგრძენი ნაცნობი სხეულის ჩახუტება, გამეღიმა, სევბრუნდი და მეც ჩავეხუტე.. - დილამშვიდობისა - მითხრა მათემ და ლოყაზე მაკოცა.. - დილამშვიდობის - ვუთხარი მეც და მოვშორდი.. არც მიკითხავს, ისე მოვუმზადე ყავა და წინ დავუდგი, მანაც გამიღიმა და ყავას დასწვდა.. სიტყვის თქმა არ დასცალდა, რადგან ნაზი დეიდაც შემოვიდა ლიზასთან ერთად.. მათემ მადინვე ლიზა აიყვანა.. საოცრად ჰგავს ლიზა მამას, ან მე ვამსგავსებ ასე.. თან რაც მთავარია, ძალიან უყვართ ერთმანეთი.. სამზარეულოდან გავედი, ვაპირებდი ოთახში ავსულიყავი და ოფისში წასასვლელად მოვმზადებულიყავი, როგორც ყოველთვის ნინოს ოთახი უნდა გამევლო.. კარი დაეკეტა, მაგრამ დიდი ფანჯარიდან კარგად ჩანდა, როგორ ათვალიერებდა რაღაც დოკუმენტს.. ცოტა ხანში გამოვიდა, მეც შევედი და დოკუმენტს შევხედე.. თვალები შუბლზე ამივიდა, ეს დოკუმენტი ქორწინების დასარეგისტრირებელი საბუთები აღმოჩნდა.. ნინოს და მათეს სახელზე.. ახლა ყველაფერი ცხადი იყო.. ნინოს მათესთან ქორწინება უნდოდა.. აი მთავარი მტკიცებულება. ნაბიჯის ხმა გავიგე და დაბნეულმა დოკუმენტი თავის ადგილზე დავაბრუნე და ფარდას ამოვეფარე, ალბათ ცხოვრებაში ასე არაფერი შემშლია, მაგრამ არ მინდოდა ნინოს გაეგო, რომ ვიცოდი და კიდევ რაიმე მოემოქმედა.. ნინო შემოვიდა და შრმდეგ სააბაზანოში შევიდა, დრო ვიხელთე და მათესთან ჩავედი.. ყველაფერი ვუთხარი და ოთახში ავათრიე, მაგრამ იქ საბუთები აღარ დაგვხვდა.... - აქ ჰქონდა, გეფიცები ვრმი თვალით ვნახე.. - შევუბრუნდი მათეს, მაგრამ მის გაბრაზებულ სახეს შევეფეთე.. - არ ვიცი რა უნდა ჩემგან ემილის, თუ თვალში არ მოვდივარ დღესვე წავალ აქედან - ნიანგის ცრემლები გადმოყარა მან.. - ემილი, კაბინეტში წამოდი - სერიოზულად მითხრა მათემ და გავიდა.. - მე და შენ კარგად ვიცით რაც ხდება ნინო, ცუდი თამაში წამოიწყე, მაგრამ მაგ ნიღაბს მალე ჩამოგგლეჯ.. - ოჰ, ემი.. ვნახოთ რა მოხდება, როდესაც შენი შეყვარებული ჩემზე იქორწინებს.. რაც არ უნდა მოიმოქმედო, მისი ცოლი მე გავხდები და არა შენ.. - ნერვები მომეშალა, მაგრამ მათესთან წავედი.. აუცილებლად უნდა დამერწმუნებინა... კაბინეტში შევედი.. - ემილი, ამიხსენი ეს რას ნიშნავს - აღელვებული ჩანდა ის - ასახსნელი არის რამე, ნინო გატყუებს.. მე ის დოკუმენტი ვნახე, ჩემი თვალით.. თანაც ის ჩუმად ტატოს ხვდება.. - ემილი, მე და ნინო ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით, როგორც და-ძმა ისე ვართ.. ეს შეუძლებელია, რათომ არ გესმის.. იქ არანაირი საბუთი არ იყო.. რაც შეეხება ტატოს, ჩვენ ყველანი ერთად ვიზრდებოდით და ის, რომ ტატო ასე მომექცა, არ აისახება მათ ურთიერთობაზე.. - გაბრაზებული იყო, ახლა არაფრის თქმას აღარ ჰქონდა აზრი.. - კარგი - მხრები ავიჩეჩე და ოთახი გულდაწყვეტილმა დავტოვე.. არავისთან საუბარი არ მინდოდა და აღარც სამსახურში წასვლა.. როლერები მოვირგე და თბილისის ქუჩების დასალაშქრად გავედი.. გაურკვეველი მიმართულებით წავედი.. დიდ ხანს ვიარრ, ტელეფონში სიმ-ბარათი გავთიშე და ყურსასმენებით საყვარელი მელოდიების მოსმენა დავიწყე.. მაინც მას დაუჯერა, თითქოს მოვიგონე ყველაფერი.. მაგრამ რა გასაკვირია, მე ხომ ხელთ არანაირი მტკიცებულება არ მაქვს.. უმოქმედობის დრო აღარაა, რაღაც უნდა გავაკეთო.. მთელი დღე ასე გავატარე, ქუჩაში ვსეირნობდი, როლერებზე ვიდექი და რაც მთავარია, დროებით აღარაფერზე ვფიქრობდი... ისევ წვიმდა, უფრო ძლიერად და უაზროდ, ისე, მე რომ არ მიყვარს.. საღამომდე ასე ვიარე, უმისამართოდ და სახლში მთლად სველი დავბრუნდი.. - სად იყავი ემილი, ასე აღარასოდეს მოიქცე - მითხრა მკაცრად, გაბრაზებულმა მათემ.. - პატარა არ ვარ და ისე ვიზამ, როგორც მე მომინდება - მეც არანაკლებ ვიყავი გაბრაზებული.. ზურგი ვაქციე და ოთახისკენ წავედი, მარიამს ჩავჩურჩულე, რომ თიკოსთან ერთად ოთახში მოსულიყო.. -ემილი - დამიძახა მათემ, მაგრამ აღარ ვუპასუხე, მერე უკან გამომყვა, მაგრამ კარი დავკეტე და ვეღარ შემოვიდა... თბილი შხაპი მივიღე, მშრალი ტანსაცმელი ავიღე და ოთახდი გავედი.. გოგოები უკვე მოსულიყვნენ.. თიკომ საჭმელი ამომიტანა, მარიამმა ყავა.. გოგოებს ყველაფერი მოვიყევი და რჩევა ვკითხე.. - პირველ რიგში, ამას უნდობლობად ნუ შეაფასებ ემი - თნილად მითხრა მარიამმა - აბა რა არის? ხმაც კი არ ამომაღებინა.. - ემი, უბრალოდ მას ამის დაჯერება არ უნდა გესმის? მას საყვარელი ადამიამების დაკარგვა აღარ უნდა.. - არ ვიცი, ახლა მთავარია ის დოკუმენტები ვიპოვოთ.. გოგოები დახმარებას დამპირდნენ.. ამ უაზრო.ძიებაში კი ერთი კვირა გავიდა.. ჩემს თავს ვწყევლიდი, რომ იმ დღეს ის საბუთები იქ დავტოვე.. მე ხომ სულ სხვა რაღაცას ვგეგმავდი... ასე ხდება, ზოგჯერ გგონია, რომ ფურორს მოახდენ, ემზადები, ყველაფერს აკეთებ, მაგრამ ბოლოს ისე ჩაიფუშება ყველაფერი, როგორც უბრალო გახეთქილი ბუშტი... მარიამი იმ დღის მერე, როდესაც დემემ ლაშა სცემა, ყველაფერი მოწესრიგდა.. ეს რომ ლუკამ გაიგო აულ გადაირია, ძლივს შევაჩერეთ, რომ საპატიმროში არ მიჭროდა და იქვე არ მიესიკვდილებინა.. ჩემი დემესთან ურთიერთობა კი უფრო გაღრმავდა.. სახლში რომ მივედით ყველამ უამრავი კითხვა დაგვაყარა, დემემ ყველას ყველაფერი აუხსნა და ოთახში ამიყვანა.. რამდენიმე ხანში კი ნაყინით ხელში ამოვიდა.. - იქ ნაყინი უნდა გვეჭამა და ვიფიქრე, რომ აზრი არ აქვს ნაყინს სად შევჭამთ, მთავარია ერთად - გამიღიმა და გვერდით ჩამომიჯდა.. ჩემთვის შოკოლადის ნაყინი წამპეღო, თავისთვის კი ალუბლის.. - აბა პირი დააღე - პატარა კოვზით ნაყინი მომაწოდა.. - ახლა შენ - მეც იგივე გავიმეორე.. - და მეე? - თავზე დაგვადგა ემილიანა და პირი დააღო, ჩვენც მივაწოდეთ.. - ახლა დაიკარგე აქედან - უთხრა სიცილით დემემ.. - აუ ეს თუ გაპატიო რა - უთხრა ემიმ და ნაყინზე ხელი აიკრა, ნაყინი კი მთელ სახეზე მოეცხო, მე სიცილი ამიტყდა - შენ რაღა გაცინებს -მითხრა და ნაყინი მეც მომაცხო.. - ახლა ერთმანეთის ლოყებიდან ჭამეთ ნაყინი - მოგვაძახა და ოთახიდან გაიქცა.. მალე მოვწესრიგდით მე და დემე, შემდეგ დაბლა ჩავედით და ისევ მხიარულად გავაგრძელეთ ყოფა.. მეორე დღეს არც ისე ადრე ავდექი, როცა დაბლა ჩავედი ემილი ვეღარ ვნახე.. არც მათემ იცოდა სად იყო.. ვურეკავდით და არ იღებდა.. არც მათე იძახდა არაფერს.. ვნერბიულობდით.. მთელი დღე ასე გავატარეთ.. მძოლოდ საღამის დაბრუნდა, მთლად სველი და მთხოვა, რომ თიკოსთან ერთად ავსულიყავი მასთან.. იქ ყველაფერი გვიამბო.. ნინოს საქციელი უკვე გულისამრევია.. მე და თიკომ კი გადავწყვიტეთ, რომ ნინოს ყველა ნაბიჯისთვის გვეთვალთვალა.. მთელი ერთი კვირა ასე გავიდა.. თუმცა ვერაფერს ვპოულობდით, მაგრამ მაინც ვუთვალთვალებდით.. ამ კვირის მანძილზე დემეს ხშირად ვესაუბრებოდი, მაგრამ ემიმ მთხოვა, რომ ნინოს ამბებზე არ მესაუბრა.. ცალკე ლილის და გიოს ქორწილიც ახლოვდებოდა... სულ რაღაც ორ დღეში ისინი ლამაზ ქპრწილს გადაიხდიდნენ.. თიკო გინდა დაიჯერეთ, გინდა არა, მაგრამ ლუკას გამოჩენამდე, ჩემი ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაწყენი იყო.. მას მერე, რაც ჩემმა ''ძვირფასმა'' დამ და ტატომ ჩაიდინეს, თითქოს მოვკვდი, მოსიარულე ფიტულად ვიქეცი.. ყველაზე საშინელი ისაა, რომ ამაზე არავისთან მისაუბრია, რადგან არ.მინდოდა, რომ სხვებსაც იგივე იმედგაცრუება ეგრძნოთ, როგორც მე.. ლუკა კი ის მუხტი აღმოჩნდა, რომელიც ასე ძალიან მესაჭიროებოდა, იმისთვის, რომ მთლად არ ჩავფერფლილიყავი.. მისი გამოჩენა არც ისე სასიამოვნო იყო, რადგან ძალიან შემაშინა.. ამის გამო სულ გავურბოდი და თავს ვარიდებდი.. მაგრამ უფრო მეტად, ისევ იმედგაცრუების შემეშინდა, რადგან პირველივე დანახვისას ვიგრძენი მის მომართ რაღაც განსაკუთრებული.. მე ნელ-ნელა ვიხიბლებოდი მისი სილაღით, მხიარულებით და გულწრფელობით.. იმ გაღიზიანების ქვეშ, რასაც მის მიმართ ვიჩენდი, დიდი სითბო იმალებოდა.. დიახ, ვმალავდი, რადგან წარსულის კვალი ისევ აჩნდა ჩემს ცხოვრებას.. შემდეგ ავარიაში შეიძლებოდა მოვყოლოდი და მან მიშველა.. მართალია ძალიან არ დაზარალებულა, მაგრამ სერიოზულად შემეშინდა.. ასეა თუ ისე, ცხოვრებამ ემოციების კონტროლი კარგად მასწავლა და გამომდიოფა ეფიქრა, რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და მეტი არაფერი.. ეს კი იმის ბრალია, რომ ირთიერთობების მეშინია.. ლუკა თავის ავადმყოფობას იმიზეზებდა, ამას მაშინ უფრო მოვხვდი, როდესაც მის ოთახში ის პლედი ვნახე, რომელიც ემიმ იმ ვითომ არაბ ქალბატონს ათხოვა. სიმართლე გითხრათ, ამაზე არ გავბრაზდი, პირიქით, გავმხიარულდი.. ლუკას ვუვლიდი და ვგრძნობდი, რომ უფრო ვუახლოვდებოდი.. ერთ დღესაც, როდესაც მის ოთახში ავედი და საჭმელი ავიტანე, მძინარე დამხვდა.. მისი შეფხიზლება ვცადე.. როდესაც ხელი შევახე, სააწაულად ცხელი მეჩვენა.. შეშინებულმა თერმომეტრს დავავლე ხელი და სიცხე გავუსინჯე.. 39 და 5 ხაზი.. ეს ძალაინ მაღალი სიცხეა... დაბლა ჩავედი და სიცძის დამწევს დავუწყე ძებნა.. ღამე იყო და არ მინდოდა, რომ ვინმე გამეღვიძებინა.. ვიპოვე სიცხის დამწევი და ოთახში ავირბინე.. ძლივ-ძლივობით დავალევინე ფა წამოსვლას ვაპირებდი, როდესაც ხელით დამიჭირა, ვიგრძენი, როგორ სუსტად იყო, ძალა საერთოდ არ ქონდა.. - დარჩი რა - მისუსტებული ხმით მთხოვა.. მეც არ შევეწინააღმდეგე და დავრჩი.. გვერდით მივუწექი და დავაკვირდი.. თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ სიცხიაგან ჩაწითლებული.. თუმცა საოცრად მწვანე და ლამაზი.. მისი შავი თმა, ახლად ამოსული წვერი.. მისი სახის ნაკვთები, ის ძალიან კარგი იყო, ასეთიც კი.. ახლა ისე მომწონდა, რომ მასზე ვზრუნავდი, რომ ასეთვდროს, მას გვერდით მე ვჭირდებოდი.. - როგორ გაცივდი - ვკითხე და შევხედე.. - ფანჯრიდან გარეთ ვიყურებოდი, ძალიან წვიმდა, მეც დავსველდი და ყურადღება არ მივაქციე.. - რამე ჭამე? - ვკითხე ისევ.. - ჭამის თავი არ მაქვს, - ისევ სუსტი ხმით მითხრა, ჩამეხუტა და ჩაეძინა.. ვგრძნობდი, როგორ უწევდა დაბლა სიცხე.. თუმცა მანამ ძილში ერთ ფრაზას იძახდა: ''ჩემთან დარჩი, არ წახვოდე''.. არ ვიცი ვის ეიბნებოდა, მაგრამ რამდენჯერმე გაიმეორა.. მეც ვუთხარი, რომ მასთან ვარ და მალე ორივემ დავიძინეთ.. დილით ყველა შეშფოთებული იყო, რადგან ემილი არ ჩანდა. როცა ის დაბრუნდა და უველაფერი გვიამბო, ნინო უფრო შემძულდა.. სერიოზულად მრცხვენია, რომ ის ჩემი დაა... ემის ყბელანაირად დავეხმარები.. მაგრამ ეს ერთი კვირა, სრულიად წარუმატებელი იყო.. რას აღარ ვეცადეთ, მაჰრამ უშედეგოდ.. ის კი რაც ერთი კვირის შემდეგ მოხდა, უბრალოდ შოკია.. მათე ემილისთან ყველაფერი რიგზე იყო.. როგორც ყოველთვის, ის ჩელქობდა, მე კი ამით ვტკბებოდი.. ის ჩემი ცხოვრების აზრი გახდა.. ყველაფერი რიგზე იყო, ყოველ დღე უფრო მეტად მიყვარდებოდა.. დილა მისით იწყებოდა და მისით მთავრდებოდა.. მაშინ კი, როდესაც ჩავთვალე, რომ ყველაფერი რიგზე იყო, მადინ აირია ბევრი რამ.. ემილი ეჭვობდა, რომ ნინო რაღაც ჩუდს აპირებდა.. მე უბრალოდ, ამის წარმოდგენაც არ მინდოდა.. მე უკვე ვიწვნიე საყვარელი ადამიანების ღალატი და არ მონდოდა იმის დაჯერება, რომ ნინოც ამას ჩაიდენდა.. ეს შეუძლებლად მიმაჩნდა.. მე და ის სულ და-ძმასავით ვიყავით.. ეს შეუძლებელი იყო.. არ გეგონოთ, რომ ემილიდი ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ რაღაც შეეშალა და არასწორად გაიგო.. იმ დღის მერე ემილი ცოტა გაცივდა ჩემს მიმართ.. ვცდილობდი, ისევ ისე ვყოფილიყავით, მაგრამ ვერა.. მინდოდა გაეგო, რომ ეს იჭუნდობლობა არ იყო, მაგრამ ბოლომდე არც მისმენდა.. მთელი არსებით საქმეზე გადაერთო.. ოფისი, ქორწილი, ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ ახლა თავს მარიდებდა.. უფრო ჩემთან კამათს გაურბოდა.. მე კი ნინოსთან ურთიერთობას გავურბოდი.. მასთან იშვიათად ვატარებდი დროს, მეგონა ემის ეს მოეწონებოდა, მაგრამ არა, ის მაინც დისტანციას იცავდა.. ერთი კვირა გავიდა ასე.. დღეს თითქმის ყველა გასულია.. სახლში ნაზი დეიდა.. თიკო, ემი და მარიამი, ასევე ლუკა, საბა და ანა, ლილის და გიოს ქორწილთან დაკავშირებით იყვნენ გასულები.. კარზე ზარი დარეკწს, მალე კი ნაზი დეიდა შემოვიდა, ხელში უამრავი დოკუმენტით.. - ოფისიდან გამოაგზავნეს შვილო.. ხელი უნდა მოაწერო - მითხრა და თბილად გამიღიმა.. მეც ავიღე კალამი და ხელმოწერას შევუდექი.. რამდენიმე დოკუმენტს თვალი გადავავლე, საეჭვო არაფერი ჩანდა, ამიტომ ხელი ყველაფერს მოვაწერე.. ცოტა ხანში ოფისის თანამშრომელი შემოვიდა, საბუთები გამომართვა და წავიდა.. რამდენიმე წუთში შემობრუნდა და მაგიდაზე რაღაც ქაღალდი დააგდო.. - ეს ზედმეტია ბოს - მოთხრა და ისევ წავიდა.. ავდექი და დოკუმენტთან გავცნდი, გული ცუდს მიგრძნობდა.. უნდა.ამეღო, როდესაც ნინომ დამასწრო, გაიღიმა და მომახალა - უნდა უყურო ხელს რას აწერ ძვირფასო.. - რას გულისხმობ, ხუმრობისთვის არ მცალია ნინო.. გთხოვ, დამობრუნე და წადი..' - ოჰ, აიღე, ძვირფასო მეუღლევ..- დამციმავი ჩანდა მისი ტონი.. ქაღალდებს დავხედე და გავშეშდი..- არც მასეთი სიხარული არაა საჭირო - ისევ განაგრძო მან.. - მოკეტე - ვუყვირე და ხელი ყელზე მოვუჭირე..- ეს, ეს როგორ? არც კი იცი რა გააკეთე.. მე კი, როგორ გენდობოდი.. შენ ყოველთვის დად გთვლიდი - მინდოდა მიმეხრჩო, მაგრამ ნაზი დეიდა შემოვიდა და მოვშორდი.. - რა ხდება შვილო - შენს კა..პა დიშვილს ჰკითხე, ჰკითხე აგვიხსნას, ასე რათომ მოიქცა, რაში დასჭირდა ჩემთან მოტყუებით დაქორწინება.. მთელი ცხოვრებაა ბედნიერებას ვეძებ, ძლივს ემი ვიპოვე და მან წამართვა ეა ბედნიერება.. მის გამო ემილის ვაწყენინე, ის კი ბ...ვით მოიქცა.. - მივაყარე ხმამაღლა.. საბრალო ქალმა გულზე ხელი მიიჭირა, ცუდად იყო.. სასწრაფოში დავრეკე, უკვე ნერვებს ვერ ვიკავებდი.. ყველაფერზე ვოყავი წამსვლელი.. ამ დროს კი ემიჭიც მოვიდა.. საშინელი სიტუაცია დახვდა.. თვალებში ვერ ვუყურებდი.. ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ჩემი წინდაუხედაობის ბრალი იყო, რომ მე ვალდებული ვიყავი, რომ მისთვის დამეჯერებინა.. იმის.მერე კი, რაც ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი მოეჩვენა, ემის ხმაც კი აღარ ამოუღია.. მეგონა იმიტომ, რომ აზრი შეიცვალა.. ახლა კი ვხვდები.. არაფერს ამბობდა, რადგან საუბარი შეიძლება მასთან, ვინც გისმენს.. - რა მოხდა - იკითხა ათრთოლებული ხმით ემილიმ და გადმოგვხედა.. - რა და ის, რომ შენი ყოფილი შეყვარებული.უკვე ჩემი კანონიერი ქმარია - მიახალა ემიმ.. მე კი მისთვის თვალის გასწორება ვერ შევძელი.. მას თვალები აუწყლიანდა.. თავისი ოთაცისკენ გავარდა.. მე უკან გავყევი, შეიძლრბა შემეშალა, მაგრამ სანამ გვიანი არაა, შეცდომა უნდა გამომესწორებინა.. - ემილი - მივდევდი და ვუყვიროდი, ის კი ხმას აღარ მცემდა.. - ემი გთხოვ, მომისმინე, ვიცო, ჩემი ბრალია, მაგრამ გთხოვ, დამოჯერე, ყველაფერს გამოვასწორებ.. - ისევ არ მესაუბრებოდა.და ბარგს კრავდა.. - ემილიი - გაჩუმდი, გესმის? გაჩუმდი, ერთი სიტყვის გაგებაც აღარ მინდა.. არც კი ვიცი რა უნდა გითხრა, მართლა არ ვიცი - ცრემლები მოსდიოდა.. - მე მხოლოდ შენ მიყვარხარ ემილი.. - კი, მაგრამ შენი ცოლი ნინოა.. რაც არ უნდა მოხდეს, ის ყოველთვის შენი პირველი ცოლი იქნება.. - შენ ხარ ჩემი ოჯახი, ნინო სულ ფეხებზე მკ...ა.. მასთან განქორწინებას ხვალვე გავაფორმებ.. - ერთხელ მაინც გადაავლე თვალი რასაც ხელი მოაწერე? ახლა კი არა, ექვსი თვე ვერ შეძლრბ გაყრას.. წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ქონება ტატოს გადაუფორმდება, ლიზაზე კი მშობლის იფლებევს დაკარგავ.. მე როგორ გთხოვე, როგორ გთხოვე, რომ უბრალოდ ფრთხილად ყოფილიყავი.. გაგაფრთხილე, რომ ის და ტატო ერთად მოქმედებდნენ, მაგრამ ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო.. - ემილი, გთხოვ, ყველაფერს გამოვასწორებ.. - ვერაფერს ვეღარ გამოასწორებ, შანსი გქონდა, რომ ეს ყველაფერი აგეცილებინა.. მაგრამ არა, არ გამოიყენე, რადგან ჩემს სიტყვებში თავის დროზე ეჭვი შეიტანე... მე, ლუკა და მარიამი ისევ ჩემთან გადავალტ..ალეამაჩემიც დაბრუნდება და დემეტრეც.. მე კი შენი დანახვაც აღარ მინდა.. - ექოდ ჩანესმოდა ეს სიტყვები'. იქვე კუთცეში ჩავიკეცე და თავზე ხელები მოვიჭირე.. მეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი.. ყველაფრის დალეწვა მინდოდა.. ასეც მოვიქეცი.. ოთახში ყველაფერი გავანადგურე.. თავს ვიკავებდი, რომ ნინო არ მომეკლა და მასზე ხელი არ ამეწია.. საღამოს რომ ოთახში შემოვიდა ლამის გავგიჟდი.. - მე შენი ცოლი ვარ, გინდა შენ ეს, თუ არა.. ამიტომ მოგიწევს ამიტანო, მე აქ დავწვები.. - გავგიჟდი, ხელი ჩავავლე და აივანზე გავათრიე, ბალიში და პლედი ვესროლე და სიტყვის უთქმელად ჩავკეტე.. ამ დღის მერე კი ყველაფერი შეიცვალა.. მე ჩემს თავში ჩავიკეტწ, აღარაფერი მინდოდა.. ხსნას სასმელში ვეძებდი.. საღამოობით ნინოს ისევ აივანზე ვკეტავდი.. ლილის და გიორგის ქორწილშიც კი არ წავსულვარ.. ერთი კვირა სასმელს მივეძალე, მაგრამ თიკოს წყალობოთ გონს მალე მოვეგე და გამოსავლის ძიებას შევუდექით.. შურისძიება მწარე იქნებოდა, ნინო ემილის ყოველ ცრემლზე აგებდა პასუხს, დასაწყისი კი ეს იუო, ჯოჯოხეთად ვაქცევდი ჩემს სახლში მოს ყოფას... ****** ესეც დაძაბულობით სავსე თავი.. იმედია, რომ მოგეწონებათ.. შემდეგი თავი უკვე დასასრული იქნება.. ველოდები თქვენს შეფასებებს'' გმადლობთ გულთბილი კომენტარებიათვის, შეცდომების გამო ბოდიში, ტელეფონით ვწერ♥♥♥ მიყვარხართ და ველი თქვენს შეფასებებს ♥♥♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.