რთულია კიდევ ენდო 8
-ვაიმე,ჩემო პატარა შენ მართლა ორსულად ხარ?ელენემ ცრემლიანი თვალებით ახედა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -აქ მართლა ჩემი პატარაა?მუხლებზე დადგა სანდრო და მუცელზე დაუწყო მოფერება.ვაიმე არ მჯერა,ნუთუ აქ მართლა ჩვენი პატარაა,ჩვენი პატარა საოცრება.მერე ცოლს ახედა.შენ რატომ ტირი ელო,არ გიხარია? -რას ამბობ სულელო?პირიქით ეს ბედნიერების ცრემლებია.მერე ქმარს მოეხვია.სანდრომ ხელში აიყვანა და ფრთხილად დააწვინა საწოლზე. -ახლა ხომ იცი,ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ როგორც საჭიროა.კარგად უნდა იკვებო,არ გადაიღალო.კარგად უნდა მოვუაროთ ჩვენს ნამცეცას.ელენეც დაჰყვა ქმრის ნებას და ერთ საათში უკვე ყველამ ყველაფერი იცოდა.მთელი სამეგობრო შეიკრიბა და აღნიშნავდნენ იმას რომ მალე პატარა ონიანი მოევლინებოდა ქვეყანას. -აბა დედიკო ვინ უნდა მოევლინოს ქვეყანას,როგორ ფიქრობ გოგოა თუ ბიჭი?(ნინი) -გოგოა(ალექსანდრე) -ნეტავ შენ რა იცი?შენს მუცელში ხომ არ არის პატარა და რამეს ხომ არ გვატყუებთ?(ნინი) -გეყოფა სისულელეები.რომ ვამბობ გოგოათქო,ესეიგი გოგოა.(ალექსანდრე) -ბიჭია,დარწმუნებული ვარ ბიჭია.გადაჭრით თქვა ელენემ. -დედა როგორც ამბობს ისე იქნება.აი ნახავთ თუ არა.(გიო) -ნეტავ შენ რა იცი.ისე ამბობ თითქოს გამოცდილი ოყო ამ საქმეში.რამდენი შვილი გააჩინე და რამდენის სქესი გამოიცანი ინტუიციით?(ნინი) -გეყოფა.შენ გაჩუმდი,ნახავთ ასე თუ არ იქნება.(გიო) მოკლეთ ყველა ელენეს დასტრიალებდა თავს.ალექსანდრე განსაკუტრებით მზრუნველი გახდა.სამსახურის საქმეებსაც კი სახლიდან გაუსვლელეად აგვარებდა.რამდენჯერმე მივლინებებაში წავიდა და ერთი სული ჰქონდა უკან როდის დაბრუნდებოდა.ჩაეხუტებოდა თავის გაბერილ ცოლუკას და დაელაპარაკებოდა პაწიას მუცელში.მოკლეთ ბავშვმა არ ინდომა რომ სქესი გაეგოთ და მთელი ცხრა თვე ისე გავიდა,ვერ გაიგეს ვინ იყო მომავალი ონიანი,პატარა ქალბატონი თუ პატარა ბატონი.საკმაოდ ცხელი ზაფხული იყო.საღამოს ალექსანდრემ და ელენემ მთაწმინდაზე ასვლა გადაწყვიტეს.მანქანით წავიდნენ და ჯერ ასულებიც არ იყვნენ როდესაც ელენემ ძალიან ხმამაღლა იკივლა. -ვაიმე,მტკივა. -რა მოხდა?რა გტკივა,ცუდად ხარ?მაშინვე გააჩერა მანქანა სანდრომ. -მტკივა სანდრო,მუცელი მტკივა,დღეს ალაგ-ალაგ მტკიოდა ხოლმე მაგრამ ახლა ძალიან მტკივა.დროზე კლინიკაში წავედით,მემგონი მშობიარობა დამეწყო. -რა?ჩემი პატარა იბადება?მაშინვე დაქოქა მანქანა და თხუთმეტ წუთში უკვე კლინიკაში იყვნენ.ექიმმა ელენე გასინჯა და სამშობიარო ბლოკში გადაიყვანეს.ალექსანდრე ვეღარ ითმენდა უკვე ცუდად იყო ნერვიულობისგან.როგორც კი ბავშვებს დაურეკა ყველა იქ გაჩნდა სასწრაფოდ.მთელი ოთხი საათი გავიდა და ჯერ არაფერი იყო.იკვე საშინლად ნერვიულობდა, ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა,ბოლთას სცემდა და გიჟს გავდა ალექსანდრე.როგორც იქნა ექთანი გამოვიდა. -ალექსანდრე ონიანი რომელი ბრძანდებით? -მე ვარ.მაშინვე მასთან გაჩნდა ალექსანდრე. -წამომყევით. -ხომ ყველაფერი კარგად არის?რა ხდება? -რათქმაუნდა.არაჩვეულებრივი ბიჭი შეგეძინათ.ახლა სწორედ დედასთან და პატარასთან მიმყვხართ. -ბიჭის მამა ვარ,იმხელა ხმაზე იყვირა მთელმა საავადმყოფომ გაიგო.ყველა ულოცავდა და მათაც ასევე ძალიან ახარებდათ ალექსანდრეს ბედნიერება. -ხომ ვამბობდი,მარტო მე მჯეროდა ელენესი,ვიცოდი რომ ბიჭი დაიბადებოდა(გიო) -ვაიმე ჩემი პაწია,მამიდა გავხდი,რა ბედნიერებაა,ერთი სული მაქვს როდის ვნახავ(სალომე) ალექსანდრე პალატაში შეიყვანეს.ჯერ პატარას შეხედა რომელიც მიკრული იყო დედის შიშველ მკერდზე და ტკბილად ეძინა.მერე კი ცოლს ახედა რომელსაც ფერი არ ედო სახეზე.მათთან მივიდა და ელენეს აკოცა,შემდეგ პატარასკენ დაიხარა და იმასაც ფრთხილად აკოცა. -როგორი პატარაა,რა ნამცეცაა.ჩვენი პატარა ელო.ჩვენი ანგელოზი.მადლობა იმისთვის რომ ასეთი ბედნიერი გამხადე. -შენ კი მადლობა იმისთვის, რომ შენი წყალობით დედა გავხდი. -მიყვარხართ ჩემო პატარაებო.ისევ მოეხვია ცოლს და ცალი ხელი პატარას მოხვია ფრთხილად.მალე სალო შემოვარდა გიჟივით პალატაში. -მაჩვენეთ,ჩემი ძმისშვილი მაჩვენეთ.დამანახეთ სადაა. -ჩუმად გოგო რა გაყვირებს(ალექსანდრე) -ოხ მამიკო ნუ ბრაზობ,გაიწიე და მიმოშვი ერთი დავხედო.ვაიმე რა პაწია ხარ ჩემო ნამცეცა,ჩემო ლამაზო,შეიძლება ავიყვანო ელო? -არა,ხომ ხედავ სძინავს,თან შენ ისეთი უხეში ხარ,ეს კი ჯერ სულ ციცქნაა(სანდრო) -კარგი რა ალექსანდრე.რათქმაუნდა აიყვანე.(ელენე) სალომემ ბავშვი ფრთხილად აიყვანა,ჩაიხუტა და აკოცა.ისეთი ბედნიერი იყო,რომ ამ სიხარულს ვერც კი გამოხატავდა.მოკლეთ ონიანების ოჯახს პატარა გაბრიელ ონიანი შეემატა.მისი წყალობით სახლი კიდევ უფრო გამხიარულდა და ყველა მას დასტრიალებდა თავს.ძალიან ანებივრებდნენ პატარა გაბრიელს.მას ახლა შემცილე არავინ ჰყავდა და ყველა მის ჭკუაზე დადიოდა.დრო გადიოდა, პატარა ძალიან სწარაფად იზრდებოდა,ცელქდებოდა და მაიმუნდებოდა.ონიანების ოჯახში ძალიან დიდი სიხარული და ბედნიერება სუფევდა.თუმცა მუდმივი ხომ არაფერია.ერთმა წელმა საოცარი სისწრაფით განვლო და უკვე გაბრიელის დაბადებისდღე იყო.ალექსანდრე სამსახურში ოყო.საღამოს ყველა ონიანების სახლში შეიკრიბა,მხოლოდ ალექსანდრეს ელოდნენ.აგვიანებდა ამიტომ ელენემ დაურეკა. -სან სად ხარ?ყველა შენ გელოდებით. -გზაში ვარ მოვდივარ და მალე მოვალ.საქმეები ძალიან გაიწელა და ამიტომ დამაგვიანდა.მალე მანდ ვიქნები.გაუთიშა და ტელეფონი გვერდზე დადო,დაბლა ჩაცურდა.იყოს მერე ავიღებო იფიქრა,მაგრამ მობილურის ზარი ისევ აწკრიალდა და ტელეფონის ასაღებად გვერდზე გადაიწია.ამ დროს გზაზე პატარა ბავშვმა გადაირბინა.სანდრომ დამუხრუჭება ვერ მოასწრო და ბავშვს დაეჯახა.გული შეეკუმშა როცა წარმოიდგინა,რომ ბავშვი შეიძლება მკვდარი იყოს.მაშინვე მანქანიდან გადმოვიდა და ბავშვისკენ გაიქცა.პატარა შვიდწლამდე ბიჭი იყო.მთლიანად სისხლიანი.მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანა.ბავშვის ვინაობა დაადგინეს მშობლებს ყველაფერი შეატყობინეს და მაშინვე იქ გაჩნდნენ.ალექსანდრეს მშობლებმა უჩივლეს და სანდრო დააკავეს.ბავშვის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო.როგორც გაირკვა,ბავშვი ძიძასთან ერათად იყო სახლში,ის სახლიდან გაიპარა და გზაზე გადასვლის დროს სანდრო დაეჯახა.ალექსანდრეს ვერ გაამართლებდნენ რადგან მან წესები დაარღვია.გადაჭარბებული სიჩქარის გამო ვერც კი შენიშნა რომ წითელზე გაიარა სწორედ ეს გახდა ავარიის მიზეზი.ბავშვი გადარჩა.ალექსანდრეს კი ორი წელი მიუსაჯეს.გირაოთი მისი განთავისუფლება არ მოხერხდა.ელენემ ქმარათან შეხვედრა მოითხოვა და მას ამის უფლება მისცეს. ელენე მასთან შევიდა.ალექსანდრე სრულია განადურებული და წაშლილი იყო. -სანდრო,ჩემო ცხოვრებავ.უთრა და მეუღლეს მოეხვია. -მაპატიე ელო,გთხოვ მაპატიე . -პატიებას რისთვის მთხოვ სანდრო? -იმისთვის რომ პირობა ვერ შევასრულე.შენ სულ ბედნიერი უნდა ყოფილიყავი,შენ კი ჩემს გამო ტირი და უბედური ხარ.არ მინდა რომ ასე იყოს.ხომ იცი შენი ცრემლების ყურება არ შემიძლია.გთხოვ არ იტირო.მაპატიე რომ მარტო უნდა დაგტოვო მაშინ როვა ასე გჭირდებით შენ და პატარას. -გეყოფა სანდრო,ისე ლაპარაკობ თითქოს სამუდამოდ მიდიოდე ჩვენგან.ნახავ ეს დრო მალე გავა.მოვახერხებთ და დროზე ადრე გამოგიშვებენ.მანამდე კი ჩვენ დაგელოდებით.ჩვენ მარტოები არ ვართ.ჩვენ შენ გვყავხარ. -ღმერთს მადლობას ვუხდი რომ შენი თავი მარგუნა.ცოლს მთელი ძალით მოეხვია.არ უნდოდა მისი გაშვება,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. -შემდეგში ჩვენი პაწიაც მოიყვანე გთხოვ.ცოლს აკოცა და დაცვამ საკანში წაიყვანა.ეს ამბავი რომ გაიგო ბექამ მაშინვე საქართველოში დაბრუნდა.მის ჩამოსვლას არავინ ელოდა.ყველანი ელენესთან იყვნენ სახლში.მის გამხნევებას ცდილობდნენ.გვერდში ედგნენ და მარტო არ ტოვებდნენ.სალოც მას ამხნევებდა თუმვა მას უფრო სჭირდებოდა ეს.საოცარ სიმხნევეს იჩენდა და თვითონაც უკვირდა თუ ამას როგორ ახერხებდა.პატარა გაბრიელის დანახვაზე ცრემლებს ძლივს იკავებდა.როცა იცოდა თუ როგორ ენატრებოდა თავის ძმას თავისი შვილი. დიდხანს ვეღარ გაძლო,ბავშვებს დაემშვიდობა და წავიდა.სალო ახალი გასული იყო როდესაც ელენესთან ბექა მივიდა.მისმა მოსვლამ ყველა გაახარა. -როგორც იქნა დაბრუნდი ძმა.მაინდამაინც ეს უნდა მომხდარიყო რომ ჩამოსულიყავი?(გიო)უთხრა და მონატრებულ ძმაკაცს მოეხვია. -ბექა როგორც იქნა.როგორ მოგვენატრე(ნინი) ყველა მოიკითხა და სალომე თვალში როგორც კი მოაკლდა მაშინვე იკითხა. -სალომე როგორ არის? -ცუდად ძმა,ხომ იცი როგორია.არ იმჩნევს მაგრამ ცუდადაა.(გიო) -ხო მართალია,სულ ჩვენს გამხნევებას ცდილობს და თავი ისე უჭირავს რომ თითქოს კარგადაა,მაგრამ ყველამ კარგად ვიცით რომ ყველაზე მეტად მას უჭირს.მაპატიე ელენე,შენც ცუდ მდგომარეობაში ხარ,მაგრამ სალო სულ სხვანაორად განიცდის ამ ამბავს.პატარაობაში მშობლების დაღუპვის შემდეგ მხოლოდ ალექსანდრე ჰყავდა და ახლა მის გარეშე იმაზე მეტად უჭირს ვიდრე ეს ჩვენ გვგონია.(ნინი) -საბოდიშო არაფერია ნინ.ვიცი რომ ასეა.მის გვერდით ყოფნის უფლებას არ გვაძლევს,თავს ძლიერად გვაჩვენებს და ღმერთმა იცის სინამდვილეში როგორ არის. (ელენე) -ელო ჩემი დახმარება თუ დაგჭირდა იცოდე რომ ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს.შენს გვერდით მიგულე. (ბექა) -მადლობა ბექა.ვიცი რომ ასეც იქნება.ყველას მადლობას გიხდით ასეთი გვერდში დგომისთვის.(ელენე) ბექას ყველაფერი დეტალურად მოუყვნენ თუ რა როგორ მოხდა.მერე პატარა გაბრიელთან ითამაშა ბევრი.უკვე გვიანი იყო და სახლში წასვლა გადაწყვიტა.გიოს საქმე ჰქონდა და გოგოები ელენესთან დარჩნენ.ბექა მანქანაში იჯდა და სალოზე ფიქრობდა.ბოლოს კი ისე აღმოჩნდა სალოს სახლთან ვერც კი გაანალიზა.ბევრი ყოყმანის შემდეგ მანქანიდან გადავიდა.სახლისკენ წავიდა და კარზე ზარი დარეკა.მეორედაც დარეკა,რადგან არავინ გამოხედა და მალე ფეხის ხმა შემოესმა.კარი გაიღო და კარში სალო იდგა,პიჟამოებით,გაწეწილი და დასიებული თვალებით.ასეთი განადგურებული სალომე არასდროს უნახავს ბექას.ბექას დანახვაზე კი თვალები გაუბრწყინდა გოგოს და მაშინვე მოეხვია. -რა კარგია რომ ჩამოხვედი,რა კარგია რომ აქ ხარ,შენ ვერც წარმოიდგენ როგორ მჭირდებოდი.მადლობა რომ მოხვედი. ბექას ცხვირში სასმლის სუნი ეცა -სალო შენ რა მთვრალი ხარ? -ხო მთვრალი ვარ.ასე უნდა იდგე კარებში?არ შემოხვალ? ბექა დაჰყვა მის ნებას და სახლში შეჰყვა.მაგიდაზე ვისკის ბითლი იდო რომელიც უკვე მთლიანად გამცლილი იყო.მერე გოგოს შეხედა რომელსაც ცრემლები ისევ სდიოდა და რომელიც ფეხზე ძლივს იდგა.მასთან მივიდა და მოეხვია. -ჩემო პატარა გოგო,ვიცი ახლა როგორ გიჭირს.მაგრამ მე შენთან ვარ და არ შეგეშინდეს.ჩაეხუტა და ღრმად შეიგრნო ის სურნელი რომელიც ასე ძალიან ენატრებოდა.სალოც მოეხვია.მერე დივანზე დასხდნენ.ასე უხმოდ ისხდნენ.უბრალოდ ერთმანეთს ეხუტებოდნენ და სალოს მალე ჩაეძინა.ბექამ ის საძინებელში აიყვან.საწოლში დააწვინა.შუბლზე აკოცა და იქიდან წამოვიდა.მეორე დილით სალომ რომ გაიღვიძა თავი საშინლად სტკიოდა.ნინის დაურეკა და მასთან წავიდა სახლში. -ნინ ცუდად ვარ,თავი მისკდება. -და რატომ დალიე?ამდენის დალევა როცა არ შეგიძლია არც უნდა დალიო. -ცოტა გულის გადაყოლება მინდოდა და იცი რა?მემგონი სასმელმა გამაგიჟა. -რატომ რა მოხდა? -გუშინ ღამით მომეჩვენა რომ ბექა მოვიდა ჩემთან და ჩემთან ძალიან დიდ ხანს იყო. -მოგეჩვენა ხომ? -რა არა?ის მართლა ჩამოვიდა? -ხო ჩამოვიდა და როგორც ჩანს შენთანაც მოვიდა.მაგრამ შენ ისეთი გალეშილი იყავი რომ რას გაიგებდი.კოდევ კარგი ეგ მაინც გახსოვს რომ შენთან იყო.ხო და ის გახსოვს რა მოხდა? -რას გულისხმობ ნინი?გაინტერესებს ჩვენს შორის რამე ხომ არ მოხდა?შენ ხომ არ გაგიჟდი? -ხო რა იყო მერე?ერთმანეთი გიყვართ და ნამდვილი იდიოტები ხართ ორივე,რომ ასე იწამებთ თავებს.ცოტათი მაინც არ გებრალება სკუთარი თავი? -და ამას ვინ მეუბნება?გოგო რომელიც ჭკუას კარგავს გიორგიზე და ისე იქცევა როგორც პატარა ბავშვი?კარგი რა შენ ჭკუას როგორ მასწავლი?თქვენ ხელს არაფერი გიშლით,მხოლოდ შენი სიჯიუტე და თავნებობა.ჩვენი ურთიერთობა კი შეუძლებელია,გესმოს?შეუძლებელი. -შეუძლებელი რატომ?სანდროს გამო?ღმერთო ნუ გამაგიჟებ რა და ესენი მოიყვანე გონს. -მანამდე არაფერი მოხდა ჩვენს შორის და ახლა როცა სანდრო ციხეშია,მითუმეტეს არაფერი მოხდება,გამორიცხულია. -მოკლეთ რაც გინდათ ის გიქნიათ.ორი ხისთავიანი სვანი.ამათ ხომ ვერაფერს შეაგნებინებ რა.მოდი ელენესთან წავიდეთ რა. -კარგი წავიდეთ. გოგოები ელენესთან მივიდნენ.ბექა და გიო იქ დახვდნენ.ბექას დანახვაზე გული აუჩქარდა სალოს მაგრამ არ შეიმჩნია და ჩვეულებრივად მიესალმა მას.მერე კი გაბრიელთან დაიწყო თამაში.ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა.ალექსანდრეს ციხეში არაფერი აწუხებდა გარდა იმისა რომ ცოლი და შვილი სიგიჟემდე ენატრებოდა.დანარჩენებიც აგრძელებდნენ ჩვეულებრივად ცხოვრებას.გაბრიელმა სიარული დაიწყო და უკვე ლაპარაკობდა კიდეც.სანდროს აგიჟებდა როცა ტელეფონზე საუბრობდნენ.ელენე ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.მისთვის ყველაფერი მარტივი გადასატანი იყო.საკმაოდ ხშირად ხედავდნენ ბიჭები მას ღამის კლუბში.ბექას ეს ფაქტი აგიჟებდა,მაგრამ გიორგი არ აძლევდა საშუალებას რამე ეთქვა. -ალბათ ალექსანდრემ იცის რასაც აკეთებს,შენ უბრალოდ შორიდან უყურე და ნუ ჩაერევი. -ამ დროს აქ კი არ უნდა იყოს,სახლში უნდა იყოს და გაბრიელის გვერდით ეძინოს.(ბექა) -იქნებ უბრალოდ გულს აყოლებს?(გიო) -ბიჭო შენ რა სულ გამოშტერდი?გათხოვილ ქალს ღამის კლუბში მარტო რა უნდა? -კარგი შემეშვი,ბოდიალობ რაღაცას და შენც არ იცი რას.გიორგი ადგა და ვიღაც ზედმეტად სექსუალურ გოგოსთან დაიწყო ცეკვა.ბექა კი ელენეს თვალს არ აშორებდა.კარგად დაინახა რომ მასთან ვიღაც ბიჭი მივიდა და ელენესთან ერთად დატოვა კლუბი.სასწრაფოდ გაყვა უკან,ისინი მანქანაში ჩასხდნენ და იქიდან წავიდნენ.ბექაც აედევნა თავისი მანქანით,მაგრამ გზაზე დაკარგა და ვეღარ გაიგო საით წავიდნენ.კლუბში დაბრუნდა და გიოს ყველაფერი უთხრა. -ბიჭო სულ გაგიჟდი,უკვე მოჩვენებები დაგეწყო?ალბათ შეგეშალა,ელენე ასე არ მოიქცეოდა(გიო) -შენ მე დებილი გგონივარ ტო?რომ გეუბნები ელენე იყო მეთქი ესეიგი ის იყო. -ასე უბრალოდ ვერ დააბრალებ ვერაფერს. -უბრალოდ?გეუბნები ვიღაც ნაბიჭვარს გაჰყვა მეთქი და შენ მეუბნები რომ უბრალოდ ვერ დავაბრალებთ? -ყველაფერი გავარკვიოთ,ისე არავის არაფერი უთხრა.მაინც არ დაგიჯერებენ. -ნინის ვეტყვი.ის დამეხმარება სიმართლის გარკვევაში. -იმ გიჟს?სულ გაგიჟდი?ის ხომ მისი საუკეთესო დაქალია.არ დაგიჯერებს და შეიძლება გაგლგლიჯოს.ხომ იცნობ როგორია. -როგორც ჩანს შენ არ იცნობ.მე რომ ვიცნობ სწორედ ამიტომ ვთხოვ მას დახმარებას. -შენც მისნაირი ხარ.რაც გინდა ის ქენი.მე მაინც მგონია რომ ელენე სხვაში აგერია. -კარგი წავედი მე და ყველაფერს გავარკვევ,აუცილებლად გავრკვევ. ბექამ იქაურობა დატოვა.გიომ კი ისევ ვიღაც კრასოტკასთან ერთად გააგრძელა ცეკვა.მერე მასთან ერთად დატოვა კლუბი და თავისთან გადაინაცვლეს სახლში,კერძოდ კი გიორგის ოთახში.გვიანი იყო როდესაც გიოს კარზე კაკუნი ატყდა.უფრო სწორად ბრახუნი.სახლში მის გარდა და მისი ნაშის გარდა არავინ იყო.ამიტომ ადგა და ძლივს ჩავიდა დაბლა.კარი გააღო და ნინი რომ დაინახა ლამის შოკში ჩავარდა. -ნინი,შენ ამა დროს აქ რას აკეთებ? -გიო,მაპატიე მ დროს რომ მოვედი აქ მაგრამ სხვას ამას ვერავის ვეტყოდი.აუცილებლად უნდა გელაპარაკო.ეს საშინელებაა...ლაპარაკი უცებ ვიღაც გოგოს ხმამ შეაწყვეტინა. -საყვარელო ოთახში წყალი ამომიტანე რა,გამოსძახა ოთახიდან გიორგის უცნობმა.ნინი მიხვდა რომ ცუდ დროს მოვიდა,მუხლები მოეკვეთა და გული საშინლად ეტკინა.ასეთი ტკივილი ადრე არასდროს უგრძვნია.გრძნობდა რომ სუნთქვა უჭირდა და გასასვლელისკენ წავიდა. -ნინი მოიცადე გთხოვ,ყველაფერს აგიხსნი. -არაფრის ახსნა არაა საჭირო.ან მე რატომ უნდა ამიხსნა?ვინ ვარ შენთვის რომ?ჩემი ბრალია,ასე არ უნდა მოვსულიყავი,მაპატიე ხელი შეგიშალეთ.აცრემლებული თვალებით ამოხედა გიოს და კარისკენ წავიდა. -ნინი მოიცადე.გთხოვ დამელოდე.მაშინვე მაისური მოძებნა, ჩაიცვა,მანქანის გასაღები აიღო და ნინოს უკან გაჰყვა.უკვე ღამის ოთხი საათი იყო.მანქანის ხმა არ გაუგია ასე რომ ნინი ფეხით იქნებოდა,ტაქსსაც აშკარად არ გამოუვლიაო და თავის მანქანაში ჩაჯდა და ნინის ძებნა დაიწყო ქუჩაში.დიდი ხანი არც დასჭირვებია.მალევე იპოვნა გოგონა რომელიც ქუჩის კუთხეში იყო ჩამჯდარი და ტიროდა.მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან და მასთან მივიდა. -ნინი,პატარავ,ნუ ტირი. -აქ რატომ ხარ?შეყვარებული გაგიბრაზდება.ახლა მასთან უნდა იყო.ახედა გიოს და ტირილი გააგრძელა რადგან გაჩერება აღარ შეეძლო. -ის არ არის ჩემი შეყვარებული და საერთოდ არავინ არ არის. -მე რატომ მიხსნი?ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.არ მაინტერესებს შენ ვისთან იქნები.ეგ მხოლოდ შენი საქმეა. -მართლა?და მაშინ რატომ ტირი? -მე არ ვტირი.არა შეიძლება ვტირი მაგრამ არა შენს გამო. -კარგი რა ნინ?ასე როდემდე უნდა გააგრძელო?გოგოს სახე მის ლამაზ ხელებში მოიქცია და თვალებში დაუწყო ყურება.რატომ იქცევი ასე?როდემდე უნდა უარყო შენი გრძნობები?თავს რატომ იტანჯავ,ან მე რატომ მტანჯავ?როდის უნდა აღიარო რომ გიყვარვარ?რომ ჩემს გარეშე არ შეგიძლია?ასე კატა და თაგვივით როდემდე უნდა ვიყოთ? -შენ გტანჯავ?ხო დღეს ვნახე თუ როგორ ძალიან იტანჯები. -კარგი რა ის ერთი რიგითი გოგოა,სიმართლე რომ გითხრა მისი სახელიც კი არ ვიცი და არც მაინტერესებს და იცი რატომ?იმიტომ რომ ჩემს გულში აღარავის ადგილი არ არის.ჩემი გული მთლიანად ერთმა პატარა გოგომ მიისაკუთრა და მას შემდეგ მხოლოდ მას ეკუთვნის.ის რიგითი გოგოებიც იმიტომ არსებობენ რომ ამ პატარა გოგონამ გამაგიჟა და მათთან უბრალოდ გულის გადაყოლებას ვცდილობ.არ გამომდის რადგან სულ მასზე ვფიქრობ.ვიცი რომ ისიც სულ ჩემზე ფიქრობს მაგრამ საშინლად ჯიუტია.მისით შეპყრობილი ვარ.მისით ვარსებობ.ყოველი ჩემი ამოსუნთქვა მხოლოდ მას ერთს ეკუთვნის,მაგრამ ის პატარა თავნება გოგო ამას ვერ ხედავს და ამის გამო კიდევ უფრო მაგიჟებს.ბევრჯერ ვცადე მისთვის მეთქვა თუ რამდენს ნიშნავს ის ჩემთვის მაგრამ ამის საშუალებას არასდროს მაძლევდა ახლა მის წინ ვდგავარ და ვეუბნები იმას რასაც ნამდვილად ვგრძნობ და განვიცდი.ვეუბნები რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და მის გარეშე ცხოვრება,სუნთქვა და არსებობა არ შემიძლია.ახლა კი მისგან ველოდები პასუხს.აღიარებს თუ არა რომ ისიც იგივეს გრძნობს ჩემს მიმართ? -გიო,შენ ამას სერიოზულად ამბობ? -შენი აზრით ვღადაობ? -მე არ შემიძლია,არ შემიძლია გიო გესმის? -კი მაგრამ რატომ მაშინ ეს მითხარი რატომ? -მეშინია? -და რის გეშინია.იმის მერე რის გეშინია? -მეშინია რომ მეც ერთერთი რიგორთი გოგო ვიქნები,რომელიც მალე მოგბეზრდება და მასაც ისე მიატოვებ როგორც ბევრი სხვა მიგიყოვებია.ხო მართალია მიყვარხარ,სწორედ ამიტომ მეშინია.შენ რომ წახვიდე და მიმატოვო ვერ გადავიტან.სწორედ ამიტომ გექცევი ასე.არ მინდა მეც მიმატოვო და ამის გამო გული მეტკინოს.შეიძლება ეგოისტი ვარ მაგრამ არ შემიძლია. -სულელო.ორი წელია შენგან იმ სიტყვების გაგონებას ველი რომ გიყვარვარ.ახლა კი ეს სიტყვები ჩემი ყურით მოვისმინე და როგორ ფიქრობ იმის საშუალებას მოგცემ რომ ჩემგან წახვიდე.არ გაგიშვებ,არასდროს არ გაგიშვებ.არასდროს არ შეგეშინდეს იმის რომ მე შენ მომბეზრდები,რადგან შენ ერთადერთი ხარ ვინც შეიძლება გამაგიჟოს,ვისი მოკვლის სურვილიც შეიძლება გამიჩნდეს,მაგრამ არ მოგკლა იმიტომ რომ მერე მეც მომიწევს,რადგან შენს გარეშე ვერ ვიარსებებ.ჩემო პატარავ,ვიცოდი რომ ბავშვი იყავი.მაგრამ ახლა კიდევ უფრო დავრწმუ დი.შენ ჩემი ხარ და ასე იქნება ბოლომდე.ბოლო ამოსუნთქვამდე.მიყვარხარ ნინ.ჩემო ფერია.გოგოს სახე ისევ თავის ხელებში მოიქცია და თავის სანატრელ ტუჩებს დაეწაფა.აი რა დაემართა ამ დროა ნინის ეს რთული ასახსნელია,რადგან ეს არ იყო არც პეპლების ფრენა მუცელში და არც ჭიანჭველების სიარული სხეულზე,ეს რაღაც უფრო მეტი იყო.იმდენად სასიამოვნო და გასაგიჟებელი რომ ლამის გონება დაკარგა.გიო კი ბედნიერების პიკზე იყო,რადგან იცოდა რომ გოგონას პირველი კოცნაც და უკანასკნელიც მხოლოდ მისი იქნებოდა და სხვა არავისი.მერე გოგოს მოეხვია მანქანაში ჩასვა და ქალაქგარეთ,გიოს აგარაკზე წავიდნენ.ნამდვილად ლამაზი სახლი ჰქონდა გიოს.პატარა და ძალიან მყიდრო.აქაურობას ქალის ხელი ეტყობოდა.სახლში მისი ძიძა ცხოვრობდა.ქალი რომელმაც გიო გაზარდა და რომელიც დედასავით უყვარდა.ქალბატონი ბარბარე მარტოხელა იყო და გიო და მისი ოჯახი იყო მისი ოჯახიც.როდესაც გიოს ძიძა უკვე აღარ სჭირდებოდა,ბარბარე არ გაუშვეს და მათთან დატოვეს,თუმცა თვითონ ირჩია ცალკე ყოფნა და მათ აგარაკს უვლიდა.იქ ცხოვრობდა და ფაქტიურად ეს მისი სახლიც იყო.გიოს აქ მოსვლა ძაკიან უყვარდა და ახლაც ბარბარე რომ შემოეგება კარებში გული სითბოთი აევსო. -ჩემი ბიჭი ჩამოსულა.როგორ დამივიწყე შვილო.ასე უნდა მომანატრო ხოლმე თავი? -ბაბი,იცი მეც როგორ მომენატრე?უთხრა და მოეხვია.ასე ეგერებოდა ძიძა გიორგის სანამ კარში მდგომი გოგონა არ შენიშნა. -ეს ლამაზი გოგონა ვინ არის? -ეს ლამაზი გოგონა მხოლოდ ჩემია და მხოლოდ ჩემი. -დედა არავინ გართმევს შვილო,მე გკითხე ვინ არისთქო და შენ კიდე რა მიპასუხე.ისე როგორც ჩანს მართლა ძალიან უყვარხარ ჩემს ბიჭს თორემ აქ არ მოგიყვანდა.ამას აქ იმნაირი გოგოები არ მოჰყავს.არასდროს არ მოუყვანია,არასდროს. -კარგი რა ბაბი ნუ გამიწითლე გოგო.ეს ქალბატონი ჩემი მომავალი ცოლია,ჩემი მეორე ნახევარი და ჩემი ცხოვრების მეგზური.ნინი გაიცანი ჩემი ძიძა,რომელიც ჩემთვის დედაცაა ქალბატონი ბარბარე.ნინი გიოს ამ სიტყვებს არ მოელოდა და თვალები ცრემლებით აევსო. -დედა ამას რას მოვესწარი.როგორც იქნა ჩემს ბიჭს ცოლი მოჰყავს.ვაიმე როგორი ბედნიერი ვარ ხალხო.მოდი ერთი ჩემო ლამაზო კარგად შემოგხედო.დაგინახო ერთი რით გადამირიე ასე ბავშვი რომ ცოლის მოყვანა გადაწყვიტა.ნინის ხელი მოკიდა,სახლში შეიყვანა,ერთი კარგად აათვალიერა და მერე გულში ჩაიკრა.კეთილი იყოს შვილო შენი ფეხი ამ ოჯახში.შენ ვერ წარმოიდგენ რა კარგი ბიჭი გეყოლება გვერდით. -კარგი ახლა ბაბი გეყოფა ჩემი ქება.კარგად იცის მან მე როგორიც ვარ.მიდი რამე გაგვიმზადე რა საშინლად მშია. -ამ შუაღამისას რადროის ჭამაა და რატომ აწუხებ ადამიანს?(ნინი) -რას ამბობ შვილო რა სეწუხებაა.ახლავე გავამზადებ ყველაფერს და მოდით და მიირთვით.ბარბარე კუსკუსით წავიდა სამზარეულოსკენ.გიო დივანზე დაჯდა და ნინიც კალთაში ჩაისვა. -რა საყვარელია.ყოველთვის ასეთი თბილია ხოლმე? -რათქმაუნდა.კარგად გაიცნობ და ნახავ რა მაგარი ქალია.მალე ძალიან შეგიყვარდება. -და გიო,ის რაც მას უთხარი სუმართლეა? -რა?ის რომ ჩემი საცოლე ხარ?რათქმაუნდა აბა ამდენს ტყუილად ხომ არ ვილაპარაკებდი.შენ ჩემი ხარ და ცხოვრების ბოლომდე ასე იქნება.აბა ქორწილი როდის დავგეგმოთ? -რა?მართლა იძახი.ნინიმ ტირილი დაიწყო. -რატომ ტირი?არ გინდა რომ ჩემი ცოლი გახდე?შენ თუ არ გინდა არ დაგაძალებ.არ მინდა რამე გაიძულო.მაპატიე თუ არასწორად მოვიქეცი. -არა გიო,ამიტომ არ ვტირი.ბედნიერი ვარ და ამიტომ ვტირი.მიყვარხარ.სიგიჟემდე მიყვარხარ.აი ამიტომ ვტირი.მერე ბიჭს მოეხვია და ასე იდგა სანამ ბარბარე არ შემოვიდა ოთახში. -აბა ჩიტუნიებო გეყოფათ,მერეც ჩაეხუტებით ერთმანეთს ამისთვის დრო ცხოვრების ბოლომდე გექნებათ.ახლა წამოდით ჭამეთ და მე საძინებელს მოგიმზადებთ.ერთი ოთახი მოვამზადო ხომ? -რათქმაუნდა ბაბი,ამას კითხვა უნდა?(გიო) ქალი წავიდა თუმცა გაიგო ნინიმ რომ დაუწყო ჩხუბი გიოს. -ერთი საძინებელი რატომ?ერთ ოთახში უნდა დავწვეთ?ერთ საწოლში?გამორიცხულია. -კარგი რა პატარავ.ჩემი ცოლი რომ გახდები მაინც მოგიწევს ჩემს გვერდით დაწოლა და ასე რომ ამაღამ არ შეგჭამ ნუ გეშინია.ბარბარეს გაეღიმა და წავიდა ოთახის მოსამზადებლად.ნინიმ და გიომ ჭამეს და მერე დასაძი ებლად წავიდნენ.საძინებელში რომ შევიდნენ,გიო მაშინვე მოეხვია გოგოს.ნინის კანკალი აივარდა. -ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ.ეს სანამ შენ არ გენდომება მანამდე არ მოხდება.ახლა უბრალოდ გამოიცვალე და დავწვეთ. -კი მაგრამ ასე როგორ დავწვე? -ასე არა პატარავ,ტანსაცმელი გაიხადე და დაწექი.ნუ ნერვიულობ ადრეც მინახავხარ მსგავს სიტუაციაში,აღარ გახსოვს.გიომ გაიხადა და საცვლის ამარა დაწვა. -გიო თვალები დახუჭე. -რა?კარგი რა... -გიორგი მეთქი,მიდი მალე.ბიჭმა თვალები დახუჭა სხვა რა გზა ჰქონდა.ნინიმ მიიხედ მოიხედა და კარადიდიან გიოს მაისური გამოიღო,სწრაფად გაიხადა და მაისური გადაიცვა.კაბასავით ჰქონდა იმხელა იყო.თუმცა ასე თავი გაცილებით კომფორტულად იგრძნო. -შეგიძლია თვალები გაახილო. -მოიცადე,ეს რა არის?ასე აპირებ დაძინებას? -ხო რა იყო?გეგეონა შისველი დავიძინებდი?ვერ მოგართვი საყვარელო,უთხრა და გულიანად გაიცინა. -ნუ მოკლეთ,როდემდე უნდა გააგრძელო ჩემი წვალება შენ ჰა?კარგი მოდი დაწექი,სადაცაა გათენდ3ბა და ძილი მოვასწროთ ცოტახნით მაინც.ნინი გვერდით მიუწვა ბიჭს.ცხვირი მის ყელში ჩარგო და სასიამოვნო სურნელით გაბრუებულს მაშინვე ჩაეძინა.გიო კი ვერ იჯერებდა რომ ამდენი ხნის შემდეგ ეს პატარა ქაჯი მის გვერდით იყო და ახლა მხოლოდ მას ეკუთვნოდა.ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო.ხელები კარგად მოხვია წელზე,ისე რომ მთლიანად თავის სხეულში მოიქცია და ისე დაიძინა.დილით,უფრო სწორად რაღა დილით,უკვე პირველი საათი იყო,ქალბატონმა ბარბარემ გააღვიძა გვრიტები.ნინი პირველი წამოდგა,სააბაზანოში შევიდა და მალევე გამოვიდა უკან.გიო უკვე ამდგარი იყო და როგორც კი ნინი ოთახში შევიდა მაშინვე ჩაეხუტა. -ჩემი ფერია,ისევ ვერ ვიჯერებ რომ ჩემთან ხარ.ისევ ვერ ვიჯერებ რომ ჩემი ხარ.ბედნიერი ვარ. -მიყვარხარ გიო. -მე უფრო მეტად.იმდენად მეტად რომ შენ იქამდე ფიქრებითაც ვერ გასწვდები. -არა მე უფრო მეტად და ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი. -კარგით გეყოფათ კინკლაობა.წამოდით და საჭმელი ჭამეთ.(ბარბარე) -მოიცა ბაბი შენ რა გვისმენდი?(გიო) -არა ზედმეტად ხმამაღლა ლაპარაკობდით და გავიგე.მალე ჩამოდით და ჭამეთ.დავა კი მერე გააგრძელეთ. არცერთს აღარ უთქვამს არაფერი,უკან გაჰყვნენ ბარბარეს და სამზარეულოში შევიდნენ.იქვე ისაუზმეს და მშვენიერ ხასიათზე იყვნენ. -ღმერთო ჩემო. -რა მოხდა ნინი?(გიო) -ისე დამახვიე თავბრუ რომ სულ დამავიწყდა გუშინ შენთან რატომაც მოვედი. -ხო მართლა ეგ მეც არ გამხსწნწბია.იმ შიაღამისას რაღაც სერიოზული უნდა მომხდარიყო თორემ ისე არ მოხვიდოდი. -ხო და თან ძალიან სერიოზული.ღმერთო არ მინდა ამის დაჯერება მაგრამ მიწევს.როგორც ჩანს ზურა აბაშიცე მართალი იყო როდესაც წლწნეზე მელაპარაკებოდა. -რას გულისხმობ გოგო,ზურა საერთოდ რა შუაშია? ნინიმ ყველაფერი მოუყვა ადრე ურამ რაც უთხრა,თვითონ რაზეც ეჭვობდა და ბოლოს წუხანდელ ამბავზე გადავიდა. -ჩემს მეზობლად ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა საცხოვრებლად.გუშინ ღამით ვერ დავიძინე.ოთახში შიქი არ მენთო.ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და გარეთ ვიყურებოდი,მისი მანქანა დავინახე,თავისი სახლის წინ გააჩერა.გადმოვიდა და მერე კარი ვიღაცას გაუღო,ვიფიქრე ალბათ მისი ნაშაათქო მაგრამ ელენე რომ დავინახე თვალები გადმომოცვივდა ლამის.მერე ისიც ვიფიქრე შეიძლება ნათესავითქო მაგრამ ხვევნაკოცნაზე და ალერსზე რომ გადავიდნენ აი მანდ უკვე ყველაფერში დავრწმუნდი.დავრწმუნდი რომ ზურას გაფრთხილება უსაფუძვლო არ ყოფილა.სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და პირდაპირ შენთან წამოვედი. -ღმერთო,ანუ ბექაც მართალი იყო. -მოიცა ბექა რა შუაშია საერთოდ? -გუშინ ვიღაცასთან ერთად დაინახა ელენე და უკან გაჰყვა მაგრამ გზაზე დაკარგა.ვეღარ გაიგო სად წავიდა.მე კი ვარქმუნებდი რომ შეგეშლებოდა უეჭველითქო.ახლა რა ჯანდაბა ვქნათ ტო? -გავგიჟდები.ჩემი ხელით დავახრჩობ იმ უნამუსოს,ალექსანდრეს ასე როგორ მოექცა? -ყველაფერი უნდა გავრკვიოთ ნი,ელენეს ამას არავინ აპატიებს. -და სანდროს ეს ამბავი ვინ უნდა უთხრას? -გაგიჟდი გოგო?სანდრო ამას ვერ გაიგებს,ჩვენ თვითონ გავარკვევთ ყველაფერს და მოვაგვარებთ. -მოდი სასწრაფოდ ადექი და წავედით,იმ უნამუსოს ასე არ უნდა შერჩეს ყველაფერი.მიდი სახლში მივიდეთ მასთან. ორივე სასწრაფოდ გაემზადა და დაბრუნდა ქალაქში.მაშინვე ელენესთან მივიდნენ სახლში.კარი მოსამსახურემ გაუღო. -ნანუკა ელენე სად არის?(გიო) -ქალბატონი წავიდა? -კი მაგრამ სად?არ უთქვამს?მალე მოვა?(ნინი) -არა ქალბატონო,ბარგი ჩაალაგა და ვიღაც კაცთან ერთად წავიდა.თან პატარა გაბრიელიც წაიყვანა.მითხრა თქვენთვის მეთქვა რომ მისი ძებნა არ დაიწყოთ,რადგან აზრი არ ექნება მაინც ვერ მიპოვნიანო. -რა?ეგ ნაბიზ... მოვკლავ იმ ნაგავს.ვიპოვნი და დავახრჩობობ.მოვკლავ,როგორ გაბედა პატარა გაბრიელის წაყვანა.(ნინი) -ეგ კახ...ა ასე როგორ მოიქცა.ვაიმე ალექსანდრე.მას რა ვუთხრათ.უფრო სწორად ეს როგორ ვუთხრათ?რა ჯანდაბა ვუთხრა ტო?შენი ცოლი ადგა და ვიგაც ნაბიჭვარს გაყვა მეთქი და თან შენი ბიჭიც წაიყვანათქო?(გიო) გიო გიჟს გავდა.ნინიმ ბექასთან დარეკა და შემდეგ გოგოებსაც უთხრა ყველაფერი.მალე ყველა ერთად იყო და გიჟებს ჰგავდნენ.ვერავის გაეგო რა გაეკეთებინათ.ელენეს ძებნა დაიწყეს თუმცა უშედეგოდ ვერაფერი გაიგეს.მხოლოდ ის გაარკვიეს რომ ქვეყანა დატოვა.მთელი დღე მის ძებნაში გაატარეს.მერე სალომესთან მივიდნენ სახლში.სალომე სრულიად განადგირებული იყო.ვერავინ ვერაფერს ვერ ამბობდა.ყველა თავისთვის იჯდა და ფიქრობდა.სიჩუმე ტელეფონის ზარმა დაარღვია.გიოს ტელეფონი რეკავდა.ნომერს დახედა და მაშინვე მიხვდა რომ ალექსანდრე რეკავდა. -ჯანდაბა,ახლა რა ვქნა ტო?რა ვუთხრა ბიჭს?არა ვერ ვუპასუხებ. -რას ამბობ,ელაპარაკე ბიჭო,ვიღაცამ უნდა უთხრას სიმარათლე და ეს შენ უნდა გააკეთო.მიდი მალე უპასუხე(ნინი) გიომ ტელეფონს უპასუხა.ასე არასდროს გასჭირვებია ხმის ამოღება. -რა ხდება ტო?დღეს ყველას სათითაოდ გირეკავთ და ტელეფონი გამორთული გაქვთ ან არ პასუხობთ.ხომ მშვიდობაა? -ალექსანდრე ძმა,რაღაც უნდა გითხრა ოღონდ უნდა დამშვიდდე. -რა ხდება ბიჭო.მიკიბულ მოკიბილი ლპარაკი არ მიყვარს ხომ იცი.რა ამბავია? - სანდრო.აუ ბიჭო,როგორ გითხრა არ ვიცი რა... -გიო ახლა ნუ გამაბრაზებ იცოდე.ისედაც ძალიან ვნერვიულობ.დღეს ელენეს ვერ დაუკავშირდი და ხომ კარგად არიან?ჰა მითხარი დროზე. -ელენეზე უნდა გითხრა სწორედ. - რა?რა ხდება?ამოღეღე დღეს. -ალექსანდრე ელენე წავიდა და თან გაბრიელიც წაიყვანა. -მოიცადე რას ნიშნავს წავიდა?წესიერდ ამიხსენი.სად წავიდა?ან რატომ?რა ხდება?ბიჭო დროზე თქვი ყველაფერი. -ელენე ვიღაც კაცთან ერთად წავიდა.მიგატოვა ძმა.მაპატიე რომ ეს მე გითხარი.მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.სიმართლე უნდა გცოდნოდა. -რა?რა თქვი ბიჭო? ხომ იცი რომ ელენეზე ასე ღადაობის უფლებას არავის მივცემ და მათ შორის არც შენ.ამდენი ხნის ძმაკაცი ჩემი ხელით უნდა მოგკლა? -მაპატიე ძმა,მაგრამ არ ვღადაობ,ეს სიმართლეა.მიგატოვა და წავიდა ტო. ალექსანდრეს ხმა წაერთვა.თითქოს ენა გადაყლაპა და ლაპარაკი აღარ შეეძლო.იატაკზე მოცელილივით დავარდა და გრძნოვდა რომ მან ამ წუთას ყველაფერი დაკარგა.არ უნდოდა იმის დაჯერება რომ ეს სიმართლე იყო.სული გაეყინა და გული თითქოს ვიღაცამ ამოგლიჯა მკერდიდან.სტკიოდა ისეთი ტკივილით როგორც არასდროს.ცხოვრებაში პირველად ალექსანდრე ონიანის თვალებზე ცრემლებმა იწყეს დენა.გზას თავისით იკვლევდნენ და არ ჩერდებოდნენ.ვეღარაფერზე ფიქრობდა გარდა ერთისა.ამას მისი ელენე,ის ელენე რომელიც მას ასე უყვარდა,არ გააკეთებდა.ის ასეთი არ იყო.ის არ იყო სხვა ქუჩის ქალებივით ბინძური სულის და მათი პატარა ის ხომ მისთვის მთელი სიცოცხლე იყო.მხოლოდ გაბრიელზე ფიქრის დროს მოვიდა გონს.მაშინვე ფეხზე წამოდგა,ყურმილი აიღო და ისევ გიოსთან დარეკა. -ხვალ აქიდან უნდა გამოვიდე.დღესვე გააკეთეთ ყველაფერი.ხვალ აქაურობა უნდა დავტოვო რადაც არ უნდა დამიჯდეს. ოზდაოთხი საათი საკმარისია იმისთვუს რომ აქიდან გამიყვანოთ თორემ ყველას სათითაოდ განანებთ იცოდეთ.ხვალ ციხე უნდა დავტოვო.ის ძველი ალექსანდრე უნდა დაბრუნდეს რომელსაც საქმე აქვს დასამთავრებელი. ჩემო საყვარლებო მაპატიეთ რომ ასე დავიკაგე და ასე დავაგვიანე ახალი თავის დადება.სვანეთში ვიყავი იქ კიდევ არც კომპი მქონდა და არც ინტერნეტი ასე რომ საკმაოდ დამიგვიანდა.ამიტომ ცოტა მოზრდილი თავი დავდე.იმედია მოგეწონებათ და ისიამონებთ.ველი თქვენს შეფასებებს. ბოდიში კიდევ ერთხელ დაგვიანებისთვის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.